воскресенье, 30 марта 2014 г.

"პირველი და უკანასკნელი" - მხოლოდ ერთია?




გამოცხადების წიგნის დასაწყისში, ჭეშმარიტმა ღმერთმა თვითონ დაადასტურა თავისი ავტორობა: «მე ვარ ალფა და ომეგა*… ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე». მზგავს სიტყვებს ასევე წიგნის ბოლოშიც ვხვდებით: «მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული»#. (გამოცხადება 1:8; 22:13) ალფა – ეს ბერძნული ანბანის პირველი ასოა, ომეგა კი – ბოლო; ერთი დასაწყისს წარმოადგენს, მეორე კი – ბერძნული ანბანის დასასრულს. ამიტომ ფრაზები «ალფა და ომეგა», «პირველი და უკანასკნელი», «დასაწყისი და დასასრული» წარმოადგენენ პარალელიზმებს და ერთი და იმავეს აღნიშნავენ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოს წარმოადგენს ფრაზა «პირველი და უკანასკნელი», ორი მიზეზის გამო: 
  •  პირველი. იეჰოვა ღმერთი მას თავის მიმართ იყენებს როგორც გამოცხადებაში, ასევე ესაიას წიგნში, და ამიტომ ის ბიბლიაში წარმოგვიდგება როგორც ერთგვარი დამაკავშირებელი ძაფი და ღმერთის უფრო სრულად გაცნობაში გვეხმარება. – ესაია 44:6; 48:12 
  •  მეორე. ეს ფრაზა ერთჯერადად იქნა გამოყენებული იესო ქრისტეს მიერ, როგორც თავისი ტიტულის შემადგენელი ნაწილი, გამოცხადების 1:17,18-ში: «მე ვარ პირველი და უკანასკნელი და ცოცხალი.» 

სავსებით ბუნებრივად იბადება რიგი კითხვები: რა გაგებითაა იეჰოვა «პირველი და უკანასკნელი»? იმავე აზრით იყენებს თუ არა, რა აზრითაც ღმერთი, იესო ამ ფრაზას თავის თავთან მიმართებაში, და ხდის თუ არა ეს მათ ერთ პიროვნებად? რა პირობებში შეიძლება არსებობდეს ერთდროულად რამოდენიმე «პირველი და უკანასკნელი», და შეიძლება თუ არა, რომ ამ ყველაფერს მოვუძებნოთ ლოგიკური ახსნა? 


суббота, 29 марта 2014 г.

დაბადების დღეს არ აღნიშნავენ.........



წარმართული ფესვები
ბიბლიის თვალსაზრისი წარმართულ დღესასწაულებთან დაკავშირებით
დაბადების დღეების აღნიშვნის ნამდვილი არსი
იესო ქრისტეს «დაბადების დღე»
ისრაელიანების და ადრეული ქრისტიანების დამოკიდებულება დაბადების დღეებისადმი
იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი წარმართულ დღესასწაულებთან დაკავშირებით



  ადამიანებისთვის, რომლებიც რელიგიისაგან შორს დგანან, ერთერთ მთავარ ასოციაციას, რომელსაც იეჰოვას მოწმეებთან აკავშირებენ, წარმოადგენს ცნობილი «ისინი დაბადების დღეებს არ აღნიშნავენ!». და ეს განაცხადი სრულიად შეესაბამება სიმართლეს. იეჰოვას მოწმეები არასოდეს არ მიიღებენ მონაწილეობას არც საკუთარი და არც სხვისი დაბადების დღის აღნიშვნაში.

  ეს ფაქტი ხშირად გაუგებრობას იწვევს, ზოგჯერ კი ადამიანების მხრიდან კრიტიკას. თუმცა დიდი უგუნურება იქნებოდა ვინმეს მხრიდან ნაჩქარევი დასკვნის გაკეთება, რომ ამ ქრისტიანებისთვის არ არსებობს არავითარი ცხოვრებისეული სილამაზე და თითქოს ნებისმიერი სახის გართობა ვითომ ცოდვადაც კი ითვლება მათთვის. ეს ასე ნამდვოლად არ არის! 
იეჰოვას მოწმეებს, ისევე როგორც ჩვენს გარშემო არსებულ სხვა ადამიანებს, აქვთ ბუნებრივი მოთხოვნა, რომ პერიოდულად შეიკრიბონ მეგობრებთან ერთად და მხიარულად გაატარონ დრო მეგობრულ წრეში. მათ მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს, რომ «თეთრ ყვავებად» გამოჩნდნენ თავისი თანაკლასელების ან კოლეგების თვალში. პირიქით, ის, ვინც მათ იცნობს, ძალიან აფასებენ მათ გახსნილობასა და სიხალისეს. 
მაშინ რატომ თვლიან ეს ქრისტიანები მიუღებლად დაბადების დღეებში მონაწილეობას? რა აღძრავს მათ სინდისს, მსგავს ღონისძიებებზე მოკრძალებული უარის თქმისაკენ? ამ კითზვებზე ეს სტატია გასცემს პასუხს. 

четверг, 27 марта 2014 г.

1 იოანეს 5:7 - ჩამატება თუ აღდგენა?

მათთვის, ვინც თუნდაც მცირე დრო იყოს რაც წმინდა წერილებს იკვლევს, უკვე ცნობილია იმის შესახებ, რომ ბიბლიის გადაწერის ისტორიაში, მრავალი მცდელობა იყო ტექსტის შეგნებულად დამახინჯებისა. ალბათ, ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს იოანეს პირველი წერილის ტექსტში, ღვთის სამერთობის ფორმულის ჩამატება, რომელიც ცნობილია როგორც Comma Johanneum (იოანეს ფრაზა, შემდგომ უბრალოდ - Comma). ციტირებას გავუკეთებ საპატრიარქოს თარგმანიდან 1 იოანეს 5: 7, 8, სადაც ჩამატებული სიტყვები გამუქებულია:
"ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმინდა; ხოლო ეს სამი ერთია. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული წყალი და სისხლი; ხოლო ეს სამი ერთია."

1 იოანეს 5:7-9, სინაის კოდექსი, ბერძ.
წითლად გამოყოფილი სიტყვები: 
"სამნი მოწმობენ: სული, წყალი და სისხლი."
გავრცელებული აზრის თანახმად, პირველ მუხლს ჩანამატით შეიცავს ლათინური ხელნაწერი "Liber Apologeticus" (დაახ. 380) , რომელიც შედგენილია ესპანელი ეპისკოპოსის პრისცილიანეს ან მისი მიმდევარის ინსტამტიემის მიერ. ეს ნაშრომი იმ 11 ტრაქტატს შორის იყო, რომელიც მან და მისმა მოწაფეებმა დაწერეს და რომლებიც 1885 წელს იპოვეს. მას შემდეგ პრისცილიანე ითვლება პირველ ქრისტიან მწერლად, ვის ბიბლიაშიც უკვე იყო Comma (ან მას უნდოდა რომ შთაბეჭდილება შეექმნა, რომ იყო). 

ამასთან დაკავშირებით ბიბლეისტი დენიელ უოლასი ვარაუდობს, რომ რაღაც მომენტში, სავარაუდოდ 250 და 350 წლებს შორის, სადავო მონაკვეთი, ერთერთი ლათინური ასლის მინდორზე მოხვდა, "სულის, წყლისა და სისხლის" ალეგორიული განმარტების სახით და შედეგად რომელიღაც გადამწერმა ეს კომენტარი წერილის ტექსტის ნაწილად აქცია (რაც იშვიათობას არ წარმოადგენდა). შემდგომ ეს ხელნაწერი პრისცილიანის ხელში მოხვდა. არსებობს კიდევ სხვა მოსაზრებაც - რომ Comma, "Liber Apologeticus"-ში ცრუდ იქნა წარმოდგენილი როგორც მუხლი 1 იოანედან, რის შემდეგაც მოხვდა ლათინურ ბიბლიაში. ასეა თუ ისე,  Itala-ში (ძველი ლათინური ვერსია) და ვულგატაში ჩანამატი გამოჩნდა არა უადრეს  V ასწლეულისა, ბერძნული ხელნაწერებში კი - არა უადრეს X საუკუნისა.

среда, 26 марта 2014 г.

ჯვარი: სიწმინდეა თუ ცდომილება?




ჯვრის წარმართული თაყვანისცემა

როგორ შეაღწია ჯვარმა ქრისტიანობაში

«ჯვარი» თუ «ძელი»?

კერპისა და სიკვდილის იარაღის თაყვანისცემა?




  ჯვარი, მრავალი საუკუნის განმავლობაში მიიჩნევა სიწმინდედ სხვადასხვა ერებში, რომლებიც თავს «ქრისტიანული» სამყაროს ნაწილად მიიჩნევენ. «ახალი ბრიტანული ენციკლოპედიის» შენიშვნის თანახმად, ჯვარი წარმოადგენს «ქრისტიანული რელიგიის მთავარ სიმბოლოს» The NewEncyclopædia Britannica»). ხოლო «ენციკლოპედიურ ლექსიკონში, გრანატი» ჯვარს ეწოდება «ქრისტიანების უმნიშვნელოვანესი სიმბოლური სიწმინდე». ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ თუ ღმერთის მორწმუნე ადამიანი თავის რწმენაში არ აღიარებს ამ სიმბოლოს, მას არ შეილება ქრისტიანი ეწოდოს.

  თუმცა, მიუხედავად ჯვრის, რელიგიური თაყვანისცემის აუცილებელ ატრიბუტად აღქმისა, არსებობენ მრავალი ისეთი გულწრფელი ქრისტიანები, რომლებსაც სინდისი ნებას არ რთავს, რომ ეს სიმბოლო არა მხოლოდ ღვთის მსახურებაში არ გამოიყენონ, არამედ  საერთოდ სიწმინდედ რომ შერაცხონ. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ ყველა საფუძველი რომ იყვნენ იმაში დარწმუნებულები, რომ  ნომინალური «ქრისტიანების» დამოკიდებულება ჯვრისადმი, როგორც ჯვარცმის ფორმისადმი, რომელზეც დასჯილი იქნა უფალი იესო ქრისტე, წარმოადგენს სერიოზულ შეცდომას.

четверг, 20 марта 2014 г.

როგორი ბუნება აქვს იესო ქრისტეს?



სამების მტკიცებულებები ხშირადაა აგებული სიტყვაზე «ბუნება» და გაგებაზე «ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება». სამებაზე საუბარი ისე არ ჩაივლის, ეს სიტყვა ან ფრაზა ხუთასჯერ მაინც რომ არ მოისმინოთ. ეს ძალიან უცნაური არგუმენტაციაა რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი, გაუგებარია, რა არის ეს – «ღვთაებრივი ბუნება». ამ ტერმინით სარგებლობა, ყოველგვარი ნათელი განსაზღვრების გარეშე შეიძლება და განსაზღვრებისას კი კითხვა უფრო მეტი იბადება ვიდრე პასუხი. განვიხილოთ მისი განსაზღვრების სამი ვარიანტი.

1) «ღმერთის ბუნება». ზუსტად რა იგულისხმება რაიმეს ბუნების ქვეშ: აგებულება, ფუნქციები, როლი, სტატუსი, შესაძლებლობები, ტიტული, თვისებები, პიროვნება და კიდევ რაღაც თუ ეს ყველაფერი ერთად? მაგალითად, მე რომ ვთქვა «ჩემი მეზობლის ბუნება», რა უნდა ვიგულისხმოთ ამაში: მისი ქიმიური შემადგენლობა, ბიოლოგიური სახეობა, სქესი, სამუშაო ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, პიროვნული თვისებები, მისი პიროვნება როგორც ასეთი თუ მისი, როგორც ჩემი მეზობლის სტატუსი – რა? როგორი ფაქტორები წარმოადგენენ «ბუნების» ჩამომყალიბლებლებს და როგორი – არა? ზოგი პარამეტრით, იესოსა და იეჰოვას ბუნება შეიძლება ემთხვეოდეს, ზოგით განსხვავდებოდეს – ზუსტად ისევე, როგორც ორი ნებისმიერი სხვა პირის შემთხვევაში, მათ შორის იეჰოვასა და ადამოანის (მაგალითად, ადამიანს შეუძლია ღვთიური თვისებების გამოვლინება). გაგება «ვიღაცის ბუნება» უბრალოდ ძალიან ფართოა.

среда, 19 марта 2014 г.

რომის პაპმა იეჰოვას მოწმეები შეაქო



რომის ყოფილი პაპის, ბენედიქტის, ბიძაშვილი, სტეფი ბრზაკოვიჩი (Steffie Brzakovic), 1970-იანი წლებიდან იეჰოვას მოწმეა. ეს ცნობილი ფაქტია, რომლის შესახებაც ავტრალიური გაზეთი «კანბერა ტაიმსი» წერდა 2005 წლის 21 აგვისტოს ნომერში. მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რაც თვითონ პაპმა თქვა მასთან ერთერთი საუბრისას. ბოლოს წინა აბზაცში ის მოსწრებულად აღნიშნავს:


თქვენ იმ საქმეს ასრულებთ, რომელსაც ჩვენ უნდა ვასრულებდეთ. თქვენ არც თუ ისე დიდი დარბაზები გაქვთ, მაგრამ მათში ბევრი ხალხია. ჩვენ კი უზარმაზარი ტაძრები, ეკლესიები და სამრეკვლოები გვაქვს, მაგრამ ცარიელი.

საჭიროა თუ არა კარდაკარ ქადაგება?



მრავალი ქრისტიანი (არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეები) მიდიან ადამიანებთან სახლებში და ესაუბრებიან სულიერ თემებზე. რატომ აკეთებენ ისინი ამას? განვიხილოთ რამოდენიმე ბიბლიური ადგილი.

იესო ქრისტემ პირადად გაგზავნა თავისი მოწაფეები წყვილ-წყვილად საქადაგებლად (ყველა ხაზგასმა – ჩემია):

ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის  (ლუკა 10:1–3).

вторник, 18 марта 2014 г.

1914



ერთმა კომენტატორმა მომწერა, რომ მრავალ საკითხში ეთანხმება იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ ვერანაირად დაეთანხმება 1914 წლის შესახებ დოქტრინას. მე მესმის მისი გრძნობების, მაგრამ მოდით ფაქტებს სახეში შევხედოთ.

XIX საუკუნეში ჩარლზ რასელი და მისი «ბიბლიის მკვლევარები» ამტკიცებდნენ, ეზეკიელისა და დანიელის წიგნებზე დაყრდნობით, რომ 1914 წელს უნდა დასრულებულიყო ქრისტეს მიერ ნაწინასწარმეტყველები «წარმართთა ჟამი» (ლუკა 21:24). ფორმალურად მათი პოზიციიდან ეს წელი არაფრით არ განსხვავდებოდა სხვა წლებისაგან. ეს იგივეა დღეს რომ თვითნებურად განვაცხადოთ, რომ მსოფლიო უნდა შეიცვალოს, ვთქვათ, 2048 წელს. (აი რატომაა აბსურდული ბრალდება, რომ ბიბლიის მკვლევარებმა ბიბლია 1914 წელს «მოარგეს». რა აზრი აქვს ისეთი რამის წელზე მორგებას, რომელიც ჯერ არ მომხდარა და რომლის შესახებაც ჯერ არაფერია ცნობილი?)

აზრები იესო ქრისტეზე აბზაცის ფორმატში



იუდაურქრისტიანულ რელიგიურ ტრადიციებში ჩვენ უდიდეს პრინციპებს ვპოულობთ, რომლითაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ ყველა ჩვენს მისწრაფებებში და გადაწყვეტილებებში. ჩვენი სუსტი ძალები საკმარისი არ არის, ამ დიდი მიზნის მისაღწევად, მაგრამ ის ქმნის ყველა ჩვენი მისწრაფებისა და გადაწყვეტილების საიმედო საძირკველს (ალბერტ ეინშტეინი).

ქრისტე და მისი მნიშვნელობა

ჩემი საყვარელი მუხლი ბიბლიაში: «მე ვარ – გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე» (იოანე 14:6). ამ მუხლში – ყველაფერია, იმიტომ რომ იესო ქრისტე – სიცოცხლის უდიდესი მასწავლებელია, რომელიც კი ცნობილია კაცობრიობისთვის. ძალიან ბევრს, მათ შორის თვითონ ქრისტიანებს, ბოლომდე არ ესმით მისი სწავლების გიგანტური სულიერი, ზნეობრივი და ეთიკური როლი. ეს ისეთი კოლოსია, რომელსაც ვერავინ შეედრება. ნებისმიერი მოაზროვნე შეიძლება მხოლოდ დაეყრდნოს მას, დაესესხოს და გადაამუშავოს, მაგრამ ვერასოდეს ვერ შექმნის რაიმე ამაზე მნიშვნელოვანს. ესაა ადამიანის ბუნების, მისი საქციელის, მოთხოვნილებების და გრძნობების გაგების წარმოუდგენელი სიღრმეები. ესაა ცხოვრების ყველა გამოვლინებისა და ადამიანებს შორის ურთიერთობის დასრულებული სისტემა და «ყველაფრის თეორია» როგორც ადამიანისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ესაა ერთდროული პასუხი ყველა იმ კითხვაზე რომელიც გვაწუხებს. ქრისტე ათასწლეულების განმავლობაში შთააგონებს ხელოვნებასა და კულტურას. მისი დარიგებები ღვთისადმი სიყვარულზე, მოყვასისა და მტრებისადმი სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, მეორე ლოყის მიშვერაზე, განუსაზღვრელი რაოდენობით პატიებაზე, განძის მიწაზე არ დაგროვებაზე, სხვების მიმართ ისე მოქცევაზე, როგორსაც ჩვენს მიმართ მოველით; მისი იგავები თვალში ბეწვსა და დირეზე, ორი ბატონის მსახურებაზე, გზასაცდენილ ძეზე, ქვიშაზე აშენებულ სახლზე, ღორებისთვის დაყრილ მარგალიტებზე და მრავალი სხვა – ესაა თვით ცხოვრებისეული და თვით ადამიანური სიბრძნის საგანძური, და ამავდროულად ის სასწაულად ნათლადაა გადმოცემული.

უფალო, შეგვიწყალე ასეთი თარგმანისთვის



სიტყვა «უფალი» ყველაზე მეტად გამოყენებადი რელიგიური სიტყვაა. «უფალი ღმერთი», «უფალო, შეგვიწყალე» ან უბრალოდ «უფალო!» როგორც შეძახილი – მსგავსი სიტყვები ხშირად ისმის როგორც ეკლესიური ადამიანების პირიდან, ასევე მათგან ვინც შორსაა რელიგიისგან. სამწუხაროდ, ჩვენზე ძალიან ცუდად იხუმრეს მთარგმნელებმა, იმიტომ რომ «უფალი» – ღვთისადმი ასეთი მიმართვა, ბიბლიისთვის არატიპიურია.

понедельник, 17 марта 2014 г.

ჩვენი ღმერთის ცხებული



ქრისტიანულ სამყაროში უბედურებაა! კრიზისია. ტრაგედიაა. ყველას გაუგია სიტყვა «ქრისტე», მაგრამ მცირედმა თუ იცის, რას ნიშნავს ის. თანაც ეს აბსტრაქტული თეორიული საკითხი როდია, რომელიც მხოლოდ კაბინეტების ლიგვისტებისთვისაა საინტერესო. სიტყვა «ქრისტე» იესოს როლსა და დანიშნულებაზე მიუთითებს. ეს არც სახელია და არც გვარი, ესაა საზოგადო სახელი ტიტულის სახით, თანაც გააზრებული ტიტულის. ეს იმის გაგების გასაღებია, თუ რისთვის მოვიდა ის, რას გააკეთებს შემდგომ და როგორ გვეხება ეს ჩვენ. სასწრაფოდ საჭიროა მილიარდობით ქრისტიანის, ამ ძირითადი სწავლებების არცოდნისაგან გადარჩენა, რაც მთელ მათ ქრისტიანულ მრწამსს უაზროს ხდის. ეხლა ზუსტად ამით დავკავდებით.

ერთი (ერთი ვართ)

სამების თაყვანისმცემლებს ხშირად მოჰყავთ მუხლი იოანეს 10:30: «მე და მამა ერთი ვართ». ვნახოთ, როგორ გამოიყენება ეს ბერძნული სიტყვა (ეის) ბიბლიაში. ეს სიტყვა ყველა ადგილას ხაზგასმულია:


იოანე 17:11, 21–23: …წმინდა მამაო, დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი.… რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით.

საქმეები 4:32: ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული (მია – ერთი; ეის-ის მდ. სქს); და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

რომაელები 12:5: …ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.

1 კორინთელთა 3:8: დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.

სამების სახელით?

გუშინ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ორმა ადამიანმა მომიყვანა სამების მტკიცებულებად მათეს 28:19: «მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმინდის სახელით». როგორც ჩანს, მილიონობით ადამიანი კითხულობს ამ მუხლს და სინამდვილეში გულწრფელად ხედავენ მასში სამებას. მაგრამ რაზე საუბრობს ის სინამდვილეში? იმაზე. რომ არის მამა, არის ძე, და არის სულიწმინდა. როგორი ურთიერთობაა მათ შორის, როგორი თანხვედრა აქვთ ერთმანეთში, როგორი ბუნება აქვთ მათ, როგორი არსი აქვთ მათ და ა.შ., ამ მუხლში ახსნილი არ არის.

მოცემულ მუხლში არცერთი სიტყვა არ არის იმის შესახებ, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა, ან რომ ისინი ერთარსნი არიან, ან რომ მათ ერთი ბუნება აქვთ, ან რომ ესაა ერთი ღმერთი სამი სახით, ერთარსი ღმერთი და ა.შ. ეს ინფორმაცია მასში არ არის, რამდენიც არ უნდა იკითხო ის. და ნუთუ ვინმე დაობს იმაზე, რომ არის ღმერთი, იესო და ღვთის წმინდა სული? ამაზე არცერთი კონფესიის არცერთი ქრისტიანი არ დაობს, იმიტომ რომ ამაზე პირდაპირაა საუბარი ბიბლიაში. რა საჭიროა მუხლიდან იმის ამოკითხვა, რაც სინამდვილეში მასში არაა?

ასეთი არგუმენტიც ჟღერს: ვინაიდან სიტყვა «სახელით» მხოლობით რიცხვში წერია, ჩამოთვლილ პიროვნებებს ერთი საერთო სახელი აქვთ. კი, მაგრამ ფრაზა «ვინმეს სახელით» სულაც არ გულისხმობს ერთ პირს, ისინი შეიძლება მრავალნი იყვნენ. მაგალითად, Google-ში ძიებისას ფრაზა "მთავრობის სახელით" (ბრჭყალებში) 28 100 შედეგს გვაძლევს. მრავალი მზგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება. შეიძლება იმის თქმა რომ მთავრობა ერთი პიროვნებაა ან მისი ყველა წევრი ერთარსია?

ასევე შეიძლება მოისმინოთ, რომ რადგან ითქმება «სულიწმინდის სახელით», ესე იგი, ეს სული პიროვნებას წარმოადგენს და მას სახელი აქვს. მაგრამ სიტყვა «სახელით» ყოველთვის ადამიანს (ან საერთოდ პიროვნებას) არ გულისხმობს. როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითშიც ჩანს, ეს შეიძლება იყოს უსულო საგნები ან აბსტრაქტული გაგებები. 

მემგონი მაინც მომიწევს, სამების ყველაზე სულელური მტკიცებულებების ჰიტ-პარადის გაკეთება.

ტესტი ანტიქრისტიანობაზე



თუ თქვენ მოისმინეთ ან წაიკითხეთ კრიტიკა თქვენი რელიგიის მისამართით, სანამ დეპრესიაში ჩავარდებით, ჩაატარეთ პატარა ტესტი: დაფიქრდით, შეიძლება თუ არა ამ კრიტიკის პირველი საუკუნის ქრისტიანობის მიმართ გამოყენება? თქვენს კრიტიკოსს რომ პირველ საუკუნეში ეცხოვრა, შეძლებდა ის იგივე ბრალდებების სროლას, მაშინ მცხოვრები ქრისტიანების მისამართით? სავსებით შესაძლებელია, რომ დიახ, ცოტა სიტყვების შეცვლა კი მოუწევდა (კრიტიკა ხშირად აგებულია სიტყვების სინონიმებით ჩანაცვლებაზე). გაიხსენეთ მიზეზი, რომლის გამოც, სავარაუდო ძველ კრიტიკოსს შეეძლო ამავე ბრალდების სროლა, ქრისტიანობის საკუთარი არასწორი გაგების შედეგად ან შეგნებულად დამახინჯებით, საჭირო ეფექტის მისაღწევად. გთავაზობთ მხოლოდ რამოდენიმე მაგალითს:

პარადოქსულია - ესე იგი მართალია



მრავალჯერ მომისმენია ამის მზგავსი არგუმენტი: სამების შესახებ სწავლება ჭეშმარიტებაა, იმიტომ რომ პარადოქსულია. «ღმერთი – საიდუმლოებაა», «ამოუცნობია მისი გზები», «ის ჩვენს გაგებაზე მაღლა დგას», «ამის დეტალურად ჩამოყალიბება შეუძლებელია» და ა.შ. – ყოველივე ამას ვისმენთ გამუდმებით, მაშინ როდესაც ვინმე ეჭქვეშ აყენებს სამების შესახებ სწავლებას. ასეთ მსჯელობებს ორი ძირითადი პრობლემა აქვთ.

პირველი, ასეთი ერგუმენტების ავტორები რაღაც მიზეზის გამო თვლიან, რომ პარადოქსულობა თავისთავად წარმოადგენს მტკიცებულებას. რაც უფრო პარადოქსულია, რაც უფრო გაუგებარი და ჩახლართულია, მით უფრო სწორია. მაგრამ ასეთი მიდგომა ჩვენ იქამდე მიგვიყვანს, რომ ნებისმიერი ეკლესია და ნებისმიერი ქრისტიანიც კი შეძლებს ნებისმიერი კონცეფციის მოფიქრებას, რომელიც მათ სჭირდებათ და დაიწყებენ მათ დაცვას მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ის სხვებისათვის გაუგებარია. ისინი იტყვიან, რომ ამას გულით მიხვდნენ, მათ სულიწმინდამ გაუცხადა ის და ა.შ. წარმოუდგენლად მოხერხებული რელიგია გამოვიდოდა.

წმინდანთა კულტის დილემა



როდესაც მოინდომეს პავლესთვის და ბარნაბასათვის თაყვანი ეცათ როგორც ღმერთებისთვის, მათ აღშფოთებულებმა შეუძახეს: «რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ» (საქმეები 14:15). ანგელოზმაც კი არ მიიღო პატივი იოანესაგან, არამედ უთხრა: «ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი..... თანა-მონა ვარ..... ღმერთს ეცი თაყვანი» (გამოცხადება 22:9). ხოლო აი პირველივე ლოცვა მართლმადიდებელ "წმინდანთა" მიმართ, რომელიც გუგლმა მოიძია. აი როგორ ჟღერს ლოცვა რომელიც მიმართულია "წმინდანთა დათა-მოწამეთა მინოდორასა, მიტროდორასა და ნიმფოდორას მიმართ": (ლოცვა მოცემულია ძველ ქართულად, რაშიც ბრალი არ მიმიძღვის).

воскресенье, 16 марта 2014 г.

ანტიქრისტე: მითები და ფაქტები



დღეს ძალიან გავრცელდა «ანტიქრისტეს» მოსვლის შიში. მრავალი ამ ტერმინის ქვეშ ვინმე ძლევამოსილ პიროვნებას გულისხმობს, რომელიც მსოფლიოში ღვთის საწინააღმდეგო რეჟიმს დაამყარებს. ზოგი ანტიქრისტესთან რიცხვ 666-ს აკავშირებს, ზოგი ამ რიცხვის ნიშნებს გარკვეულ დოკუმენტებში, ჩიპებში და პირად ნომრებში ხედავს. ზოგიერთ მართლმადიდებლურ წრეებში ამ საკითხის გარშემო შეუჩერებელი პანიკა სუფევს. აშშ-შიც კი ყოველი მეოთხე თვლის, რომ შეიძლება ანტიქრისტე ბარაკ ობამა იყოს. ვიზიარებთ თუ არა ასეთ თვალსაზრისებს, იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ბიბლიასთან, იმიტომ რომ ბიბლია არცერთ მათგანს არ უჭერს მხარს.

წმინდა მოციქულთასწორი იუპიტერის ქურუმი



რუმინულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2013 წელი იმპერატორი კონსტანტინეს (მის დედასთან,ელენასთან ერთად) წლად გამოაცხადა. ეს იმპერატორი მართლმადიდებლობაში «წმინდანად და მოციქულთასწორად» ითვლება. მე ერთხელ უკვე მოვიხსენიე ეს საინტერესო მომენტი, მაგრამ მოცემულმა მოვლენამ მაიძულა კიდევ ერთხელ გავიხსენო ის. თუ ვინმე არ არის საქმის კურსში, კონსტანტინე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, როგორც რომაელ იმპერატორებს შეეფერებოდათ, წარმართული ღმერთების უზენაესი ქურუმი გახლდათ. ოფიციალურ რუსულ მართლმადიდებლურ საიტზე «Седмица», რომელიც რუსეთის პატრიარქის ლოცვა კურთხევით მოქმედებს, ჩვენ ვკითხულობთ:

суббота, 15 марта 2014 г.

იეჰოვა თუ იაჰვე: სამი შეკითხვა



მათთვის, ვინც არასწორად თვლის ღმერთის სახელის ვარიანტს «იეჰოვა», და სწორად თვლის ვარიანტს «იაჰვე», ვთავაზობ სამ კითხვაზე დაფიქრებას.


1) რატომ წარმოთქვამთ: იესო, იოანე, იუდა და არა იასუს, იაონან, იაუდა (და იაუდეი) და ა.შ.? მრავალი თეოფორმული (მათ შორის ღვთის) სახელები ბიბლიაში ასო -თი იწყება, და არცერთი არ იწყება ია-თი. ბევრი სახელი იწყება «იე»-თი (იერემია, იექონია). რომაელებმა იესოს სახელს ასეთივე პირველი ასოებით გაუკეთეს ტრანსკრიბირება: Iesous.

пятница, 14 марта 2014 г.

მხოლოდ ორი რელიგია არსებობს



რელიგიებისა და რწმენების მთელ თანამედროვე მრავალსახეობაში, თუ ცოტა ღრმად ამოვთხრით და ფირს შორეულ წარსულზე გადავახვევთ, აღმოვაჩენთ, რომ ყველა მათგანი სათავეს მხოლოდ ორი წყაროდან, ორი რელიგიიდან იღებენ. პირობითად მათ შეიძლება ასე ვუწოდოთ: აბრაამის რელიგია და ნიმროდის რელიგია (იგივე წარმართობა, იგივე პოლითეიზმი). პირველი უფრო ძველია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ წარღვნამდე არსებობდა და მაშინ მას არ ჰყავდა კონკურენტები. მაგრამ წარღვნის შემდეგ მალევე წარმოიშვა მეორე რელიგიური სისტემა და მის ჩამოყალიბებაში უმთავრესი როლი ნოეს შვილთაშვილმა, ნიმროდმა შეასრულა.


четверг, 13 марта 2014 г.

ბელზებულის ძალა თუ ღვთის სული?



მათეს 12:31-ში იესომ თქვა ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ ღვთის სულის გმობა ადამიანს არასოდეს ეპატიება. ამ ფრაზის გასაგებად საჭიროა განვიხილოთ კონტექსტი – სიტუაცია, რომელშიც ის ითქვა. იესო ფარისეველთა ბრალდებას პასუხობს, და ჩვენ ვერ გავიგებთ მისი პასუხის აზრს, თუ ბრალდების არსს არ გავუკეთებს ანალიზს.


ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო. მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მისი სამეფო? და მე თუ ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღვთის სასუფეველს. ან როგორ შეიძლება ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებორკავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არ კრებს, - ფანტავს. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმინდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად (მათე 12:24–32).

მდიდარი და ლაზარე

იგავი მდიდარისა და ლაზარეს შესახებ,რომელიც ლუკას 16:19–31-შია ჩაწერილი, ერთადერთი ადგილია ბიბლიაში, რომელიც ასე თუ ისე ჰგავს "საიქიო" ცხოვრებისა და ტანჯვის მტკიცებულებას. სხვა ამის მწგავსი წერილებში არ არის. თუმცაღა ზუსტადაც რომ «ჰგავს», იმიტომ რომ ფაქტებისა და კონტექსტის ყურადღებით განხილვა ამ მზგავსებასაც ანგრევს. დავიწყოთ იქიდან, რომ ბიბლიაში მრავალი ადგილია, სადაც პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ხდება, სიკვდილის შემდეგ, სულიერ სხეულში სიცოცხლის შესაძლებლობის გამორიცხვა. აი რამოდენიმე ასეთი ადგილი (ჩემი მცირე  კომენტარებით):

ეზეკიელი 18:20: სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება (და არა ჯოჯოხეთში გააგრძელებს ტანჯვას).

ეკლესიასტე 9:5, 6: ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა. ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური; რაც მზის ქვეშ ხდება, აღარაფერში აღარასოდეს ექნებათ წილი. (დავაკვირდეთ, რომ სიძულვილი და შურიც გაქრა – არადა ზუსტად ეს გრძნობები უნდა დაეუფლოს იმათ ვისაც მილიარდობით წელი აწამებენ, მონანიების უფლების გარეშე).

ეკლესიასტე 9:10: …არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში სადაც მიდიხარ.

მათე 10:28: ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც (როგორც ვხედავთ, სულის მოკვლა შესაძლებელია).

რომაელთა 6:7: ვინაიდან მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა (ხოლო თუ ასეა, რისთვისღა უნდა დაისაჯოს ის?).

რომაელთა 6:23: რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს - მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით (იმისათვის რომ მარადიულად დაიტანჯო, უნდა გქონდეს მარადიული სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლე კი – ძღვენია, რომელიც ყველას როდი ეძლევა).

вторник, 11 марта 2014 г.

ახალ აღთქმაში, სადაა ლაპარაკი სამოთხეზე რომელიც დედამიწაზე იქნება?



რა თქმა უნდა, ამ კითხვის საპასუხოდ შეიძლება მოვიყვანოთ მათეს 5:5, 6:10, 2 პეტრე 3:13 ან გამოცხადება 5:10 და 21:1, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი მომენტია. თვითონ ეს კითხვა ააშკარავებს, ღვთის სამეფოსა და მესიანური წინასწარმეტყველებების, რომლებიც ქრისტეზე შესრულდა, შესახებ სწავლებების არცოდნას. ეს, უპირველესად, დაკავშირებულია ბიბლიის, როგორც ორი ერთმანეთთან კავშირის არმქონე წიგნის(ახალი და ძველი აღთქმა), აღქმასთან და ქრისტიანობისა და იუდაიზმის ორ განსხვავებულ რელიგიად აღქმასთან. ამასთანავე ქრისტეს არ ჩამოუყალიბებია ახალი რელიგია, არამედ უბრალოდ ის წინასწარმეტყველებები შეასრულა, რომლებიც ღვთის მიერ იყო გადმოცემული წინასწარმეტყველთა მეშვეობით. საკმარისია ეს გავიაზროთ, და მაშინვე დავინახავთ, რომ კითხვა, რომელიც სათაურად აქვს ამ სტატიას, თავიდანვე აზრსაა მოკლებული.

суббота, 8 марта 2014 г.

"ახალი ქვეყნიერების თარგმანს" არ მოუგონია ღმერთის სახელი ახალ აღთქმაში



ოდესღაც ჩემი გულუბრყვილობის გამო ვფიქრობდი, რომ «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» – ერთადერთია, სადაც ღმერთის სახელი მოიხსენიება ახალ აღთქმაში. შემდეგ გავიგე, რომ ბევრი სხვა თარგმანიც არსებობს. უფრო მოგვიანებით კი გავიგე, რომ "ახალ ქვეყნიერების თარგმანში" ამ მიმართულებით არაფერი ახალი არაა გაკეთებული: ის უბრალოდ ახალი აღთქმის ებრაულ ენაზე თარგმნის პრაქტიკას იმეორებს. ღმერთის სახელი ივრითზე ნათარგმნი ახალი აღთქმების უმრავლესობაში გამოიყენება. ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი "იეჰოვას" გამოყენების, 237-დან 236 შემთხვევაში (ერთადერთი გამონაკლისია – 1 კორინთელთა 7:17) "ახალი ქვეყნიერების თარგმანის" ავტორებმა მათ მაგალითს მიბაძეს, რადგანაც ამ საკითხში ისინი უფრო ზუსტებად ჩათვალეს. ამის შესახებ პირდაპირი ტექსტითაა მითითებული "ახალი ქვეყნიერების თარგმანის" დანართში (ქართულ თარგმანში – გვ. 1741):

пятница, 7 марта 2014 г.

ეკლესია და ჯოჯოხეთის ბჭენი



ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას (მათე 16:18).

მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე (მათე 28:20).

იესოს ეს უბრალო სიტყვები ხშირად ასე ესმით: ქრისტე შექმნის ისეთ ეკლესიას, რომელიც იარსებებს შეუწყვეტლად, ქრისტედან დღევანდელ დღემდე, მის არსებობაში არ იქნება პაუზები, იქნება დიდი, ცნობილი და გავლენიანი, იდომინირებს ყველა დანარჩენზე და მასში იქნება სამოციქულო მემკვიდრეობა. საკვირველი ახსნაა, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ამ ორ მუხლში, ამ მტკიცებულებებიდან არცერთი არ არის.

აკრძალულია თუ არა იეჰოვას მოწმეებთან უმაღლესი განათლების მიღება?



ამ მტკიცებულების სიმცდარეში რომ დავრწმუნდეთ, შეგვიძლია ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების ბიბლიოთეკაში (კომპაქტ-დისკი) მოვიძიოთ. ჩვენ ვერსად ვერ ვნახავთ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ უმაღლესი (ან სხვა ნებისმიერი დამატებითი) განათლება წარმოადგენს ცოდვას, მიუღებელს და ა.შ. მაგალითად, აი რა წერია ისეთ ერთმნიშვნელოვნად ცუდ რამეებზე როგორებიცაა მოწევა და ნარკოტიკები: «ქრისტიანები არ ეწევიან თამბაქოს და არც ნარკოტიკებს იყენებენ სიამოვნების მისაღებად. ასეთი საქციელი არასწორია» (რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან, გვ. 25). როგორც ვხედავთ, ყველაფერი ნათელია. მაგრამ ჩვენ ვერსად ვნახავთ ასეთ ფრაზას: «ქრისტიანისთვის არ შეიძლება უმაღლესი განათლების მიღება». ყოველთვის ხაზი ესმევა, რომ ამ საკითხში ყველა ქრისტიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც ქრისტიანისთვის საჭიროა ასეთი განათლების მიღება. წიგნში ახალგაზრდების შეკითხვები (ტომი. 1, გვ. 179) ჩვენ ვკითხულობთ: «თუ შენ, მაგალითად, მშობლების კმაყოფაზე ხარ და ისინი შენგან მოითხოვენ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლო, უნდა დაემორჩილო მათ (ეფესელთა 6:1-3)». განსხვავება დავინახოთ: თუ მშობლები შვილს აიძულებენ მოწევას ან რაიმე სხვა ცოდვის ჩადენას, ჩვენ ვერსად ვერ ვნახავთ, რომ ასეთ შემთხვევაში ის უნდა დაემორჩილოს მათ. ამ შემთხვევაში მშობლებისადმი დაუმორჩილებლობა გამართლებულია. თუმცა უმეღლესი განათლების შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, სხვა სიტუაციაა – უნდა დაემორჩილოს.

среда, 5 марта 2014 г.

სად მოიხსენიება ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი?



ძალიან მიყვარს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს ჩემი საყვარელი კითხვებიდან ერთერთია. თანაც წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ თანამოსაუბრეს არ სწამს, რომ ქრისტიანულ ტექსტებში ოდესმე იყო ტეტრაგრამატონი.

გადავშალოთ გამოცხადების მე-19 თავი, სადაც 1, 3, 4, 6 მუხლებში, წერია ცნობილი სიტყვა «ალილუია». ყველამ როდი იცის, რომ ეს ორი ებრაული სიტყვა, ნიშნავს «განადიდეთ იაჰ», სადაც იაჰ (იახ) – ღვთის სახელის - იეჰოვა - შემოკლებული ფორმაა. საპატრიარქოს თარგმანში პირველი მუხლი ასე გამოიყურება:

შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა!

вторник, 4 марта 2014 г.

რას ნიშნავს ცოდვის გამოსყიდვა


გამოსასყიდის (ან ხსნის, გააჩნია თარგმანს) შესახებ სწავლება შეიძლება რთული და ძნელად ასახსნელი მოგვეჩვენოს, მაგრამ სათანადოდ თუ გავერკვევით მასში, მისი სამი მოკლე თეზისით გადმოცემა შეიძლება. აი მე როგორ ვხსნი მას – სამი უბრალო თეზისი და სამი მუხლი:


  • ყველა ადამიანი ერთის - ადამის - ცოდვის გამო იტანჯება, რადგან მის შთამომავლებსა და მემკვიდრეებს წარმოადგენენ («ამიტომაც, როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა» – რომაელთა 5:12).
  • საჭიროა ვინმე, ვინც ჩვენთვის ან ჩვენს ნაცვლად მოკვდება, რის შემდეგაც ჩვენ კვლავ შევძლებთ სიცოცხლეს («ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით» – რომაელთა 5:8).
  • თუ ეს «ვინმე» ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი იქნება, ისიც დამნაშავე იქნება ღვთის წინაშე და ამიტომ ვერ შეძლებს სხვისთვის სიკვდილს. ის მხოლოდ საკუთარი თავისთვის შეძლებს სიკვდილს. ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანი ამ საქმისთვის არ გამოდგება («მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია, რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება, რათა მან მარადიულად იცოცხლოს და საფლავი არ იხილოს» – ფსალმუნი 48:8–10).


ღმერთი თუ ადამიანი - დაამატეთ გემოვნებით


რა გვესმის ჩვენ ასე თუ ისე თავგამოდებული ტრინიტარისაგან, როდესაც ვეუბნებით, რომ იესომ რაღაც არ იცოდა (მარკოზი 13:32), ან თავის ნებას არ ასრულებდა (იოანე 6:38), ან თავისი სწავლება არ მოუტანია (იოანე 7:16), ან ღმერთზე ლოცულობდა (ლუკა 3:21), ან გამხნევება ესაჭიროებოდა (ლუკა 22:43), ან მამა მასზე დიდია (იოანე 14:28) და სხვა და სხვა? პასუხი ყოველთვის ერთია: ის იმიტომ აკეთებდა ყოველივე ამას, რომ ადამიანი იყო, ანუ მასში მისი ადამიანური ბუნება ლაპარაკობდა, და არა ღვთაებრივი.

понедельник, 3 марта 2014 г.

ქრისტე და სახელების რეიტინგი


უკვე განვიხილე ერთი მუხლი, რომელიც იესოსა და იეჰოვას სახელების «ურთიერთცვლის» დასამტკიცებლად მოჰყავთ, – საქმეების 4:12. დღეს მინდა კიდევ ერთი მზგავსი ადგილი განვიხილო:


ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყველა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, ღვთის, მამის სადიდებლად (ფილიპელთა 2:9–11).

100 ციტატა ღმერთზე და რელიგიაზე


  1. ყოველგვარი რწმენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის სიცოცხლეს სძენს ისეთ აზრს, რომელიც სიკვდილითაც კი ვერ ნადგურდება (ლევ ტოლსტოი).
  2. თანამედროვე ადამიანის ყველაზე სერიოზული პრობლემები იქიდან მოდის, რომ მან დაკარგა ღმერთთან გააზრებული თანამშრომლობის გრძნობა (ფიოდორ დოსტოევსკი).
  3. ათეისტი – ესაა უბედური ბავშვი, რომელიც ტყუილად ცდილობს საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ მამა არ ყავს (ბენჟამინ ფრანკლინი).
  4. ეკლესიაში რეგულარულ სიარულს ისევე არ შეუძლია ადამიანის ქრისტიანად ქცევა, როგორც ავტოფარეხში მუდმივ სიარულს არ შეუძლია ადამიანი მძღოლად აქციოს (ალბერტ შვეიცერი).
  5. კოსმოსის სასწაულებრივი წყობა და მისი ჰარმონია მხოლოდ იმით შეიძლება აიხნას, რომ კოსმოსი შექმნილი იყო ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე არსების, გეგმის თანახმად (ისააკ ნიუტონი).
  6. არასოდეს თქვა, რომ უფალი შენს მხარეზეა, ამას სჯობია იმაზე ილოცო, რომ შენ თვითონ იყო უფლის მხარეზე (აბრაამ ლინკოლნი).

ასწავლიდა თუ არა პეტრე, რომ ქრისტეს სახელი იეჰოვას სახელს ცვლის?


ღმერთის სახელის გამოყენების მოწინააღმდეგეებს ხშირად მოჰყავთ შემდეგი მუხლი იესო ქრისტეს შესახებ: «სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით» (საქმეები 4:12). ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იესოს სახელი მისი მამის სახელზე მაღლა დგას და რაიმე სახით ჩაანაცვლებს მას? განვიხილოთ მუხლის კონტექსტი:


მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მმართველები, უხუცესები და მწიგნობრები (აგრეთვე უფროსი მღვდელი ანა, კაიაფა, იოანე, ალექსანდრე და უფროსი მღვდლის ყველა ნათესავი), დააყენეს ისინი შუაში და კითხვა დაუწყეს: "რა ძალით ან ვისი სახელით გააკეთეთ ეს?" მაშინ პეტრე წმინდა სულით აღივსო და უთხრა: "ხალხის მმართველებო და უხუცესებო, რადგან ავადმყოფისთვის გაკეთებული კარგი საქმის გამო ვართ დღეს დაკითხვაზე და გაინტერესებთ, ვისი სახელით გამოჯანმრთელდა ეს კაცი, ცნობილი იყოს თქვენთვის და ისრაელის მთელი ხალხისთვის, რომ ეს მოხდა ნაზარეთელი იესო ქრისტეს სახელით, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით, მაგრამ რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა. მისი მეშვეობით დგას ეს კაცი საღსალამათი თქვენ წინაშე. ის არის "ქვა, რომელიც თქვენ, მშენებლებმა არაფრად ჩააგდეთ, მაგრამ კუთხის ქვად იქცა". სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით".  (საქმეები 4:5–12).

воскресенье, 2 марта 2014 г.

«ცრუწინასწარმეტყველებების» თეორიის პრობლემები



თარგმნილია

წარმოიდგინეთ, რომ ყველა თქვენი ბავშვობის დროინდელი შეცდომები და ფრაზები ჩაწერილია სადმე დღიურში ან კომპიუტერში და მე მაქვს მასთან წვდომა. მაშინ მე არაფერი მიშლის ხელს რომ ამ კოლექციიდან ამოვარჩიო ასი-ორასი ყველაზე ცუდი საქციელი ან ფრაზა, დავწერო ისინი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მსოფლიოში ყველაზე ცუდ ადამიანად გამოგაცხადოთ. მახსოვს, ერთმა მკითხველმა მომწერა: «კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, ცუდი რა გააკეთეთ, არამედ იმაში, გააკეთეთ თუ არა საერთოდ რაიმე კარგი». ზუსტად ასევე შეიძლება ამოვირჩიოთ ასი-ორასი საუკეთესო საქციელი ან ფრაზა და თქვენ წმინდანად გამოგაცხადოთ. გარკვეული გაგებით ორივე სურათი სწორია, მაგრამ არცერთი მათგანი არ ირეკლავს სინამდვილეს სრულებით.

суббота, 1 марта 2014 г.

«რა გავლენას ახდენს ღვთისმეტყველება და წინასწარაკვიატება ბიბლიის თარგმანზე»

დასრულდა, ნორვეგიელი ლინგვისტის როლფ ფურულის წიგნის, რუსულ ენაზე თარგმნა. ეს წიგნი, რომლის სახელიც მოცემულია სტატიის სახელწოდებაში, მიძღვნილია ბიბლეისტიკისა და ბიბლიის თარგმნის თეორიის შესახებ საკითხების ფარტო წრეს, მაგრამ მისი მთავარი აქცენტი – ახალი ქვეყნიერების თარგმანის მისამართით გამოთქმული კრიტიკის განხილვაა. ეს წიგნის მეორე გამოცემაა. ინგლისურ ენაზე ის 2011 წლის ივლისში გამოიცა. ქაღალდის გამოცემა რუსულ ენაზე 2012 წელს გამოიცა. თქვენ კი ამ წიგნის PDF-ვერისას გთავაზობთ, რომლის გადმოწერაც ქვემოთ მოყვანილი ბმულით შეგიძლიათ.

როლფ ფურული (Rolf J. Furuli) – ნორვეგიის ერთერთი წამყვანი ლინგვისტი და გებრაისტი. ის დაახლოებით ორმოცი წელია რაც ბერძნულ და ებრაულ ენებს ასწავლის ოსლოს უნივერსიტეტში, აკეთებს სამეცნიერო ნაშრომების რეცენზიებს, არის მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი, ლინგვისტიკის, არქეოლოგიის, თარგმნის თეორიის, და მათ შორის ბიბლიის შესახებ. ის არის ერთერთი იმ მცირე სპეციალისტებიდან მსოფლიოში, ვინც ფლობს ცოდნას ძველებრაული ენის ზმნურ სისტემებზე; მისი სადოქტორო დისერტაცია მიეძღვნა ძველებრაული ენის ყველა ცნობილ ზმნებსა და ზმნათა სისტემებს, სულ ჯამში 79 574. ის ასევე იეჰოვას მოწმეა, 1963 წლიდან შეუწყვეტლად მსახურობს უხუცესად, 15 წელი იმსახურა მიმომსვლელ უხუცესად (სარაიონო და საოლქო). ფურული – იმის ცოცხალი მტკიცებულებაა, რომ იეჰოვას მოწმეთა შორის არიან სწავლულები მსოფლიო სახელებით, რაც სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს ოფიციალური თარგმანის არაკომპეტენტურობის თეორიას.