суббота, 13 мая 2023 г.

სამების დოგმატი და ებრაელების მიმართ მიწერილი წერილი



       ხშირად ამტკიცებენ, რომ ებრაელთა მიმართ მიწერილი წერილის ზოგიერთი მონაკვეთი იმას ამტკიცებს, რომ იესო ქრისტე – ღმერთია, თავისი მამის თანასწორი და სამერთიანი ღვთაების მეორე პირს წარმოადგენს.

      ზოგიერთების აზრით, ებრაელთა მიმართ წერილის პირველი თავის პირველივე მუხლები (ებრაელები 1:2-3) გვიჩვენებენ ქრისტეს არსებობას საუკუნეებში, ანუ მას ისე წარმოაჩენენ, როგორც დასაბამის არმქონეს. თუმცა კარგი იქნებოდა გაგვერკვია, თუ სინამდვილეში რას ნიშნავს ეს სიტყვები. მაშ ასე, ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემის თანახმად, ებრაელების 1:1-3-ში ნათქვამია: «ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი, რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმენდის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი».

вторник, 2 мая 2023 г.

იოანეს 1:3, 4-ის პუნქტუაცია და არიანული დავები

  


 


მიიჩნევა, რომ ქრისტიანული ბერძნული წერილების ავტოგრაფებში არანაირი სახის სასვენი ნიშნები არ ეწერა. მაგრამ ამ მოსაზრების სისწორე რომ დავადგინოთ, ავტოგრაფები არ გვაქვს. თუმცა პროფესიონალები ერთსულოვნები არიან ამ საკითხში და მათთან დავას არ დავიწყებსაქმე თუ მართლაც ასე მდგომარეობდა, მაშინ წმინდა წერილის ტექსტის წაკითხვის რიგი ალტერნატიული ვარიანტები უნდა არსებობდეს - იქ, სადაც მისი აზრი პუნქტუაციიდან გამომდინარე იცვლება. ფართო რეზონანსს ის ადგილები იღებენ, რომლებიც დოქტრინალური მნიშვნელობის საკითხებს ეხებიან. ერთერთი ცნობილი მაგალითია - ლუკას 23:43

უფრო იშვიათად კომენტარი უკეთდება ვარიანტს იოანეს 1:3, 4-დან, რომელზეც ცოტა ხნის წინ ჩემმა თანამოსაუბრემ გაამახვილა ყურადღებასასვენი ნიშნების დასმის ორი განსხვავებული ვარიანტია ნაჩვენები ქვემოთ მოცემულ მაგალითებში: