суббота, 13 мая 2023 г.

სამების დოგმატი და ებრაელების მიმართ მიწერილი წერილი



       ხშირად ამტკიცებენ, რომ ებრაელთა მიმართ მიწერილი წერილის ზოგიერთი მონაკვეთი იმას ამტკიცებს, რომ იესო ქრისტე – ღმერთია, თავისი მამის თანასწორი და სამერთიანი ღვთაების მეორე პირს წარმოადგენს.

      ზოგიერთების აზრით, ებრაელთა მიმართ წერილის პირველი თავის პირველივე მუხლები (ებრაელები 1:2-3) გვიჩვენებენ ქრისტეს არსებობას საუკუნეებში, ანუ მას ისე წარმოაჩენენ, როგორც დასაბამის არმქონეს. თუმცა კარგი იქნებოდა გაგვერკვია, თუ სინამდვილეში რას ნიშნავს ეს სიტყვები. მაშ ასე, ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემის თანახმად, ებრაელების 1:1-3-ში ნათქვამია: «ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი, რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმენდის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი».

       ამასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორი სახით გადმოიცემა ეს სიტყვები ზოგიერთ სხვა თარგმანში: “მისი მეშვეობით შექმნა სამყარო” (ვ.ნ. კუზნეცოვას თარგმანი); “რომლის მეშვეობითაც შექმნა ოდესღაც სამყარო” (თარგმანი «სიტყვა სიცოცხლისა», ასეთივე სახით ჟღერს ეს სიტყვები საერთაშორისო ბიბლიური საზოგადოებების თარგმანში); “მისი მეშვეობითვე შექმნა მან სამყარო” (აღდგენილი თარგმანი). ასეთი სახით, ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ, პირველ რიგში, ღმერთი და მისი ძე მატერიალური სამყაროს შექმნამდე არსებობდნენ, და, მეორე, რომ ღმერთი ძის მეშვეობით ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძის დახმარებით ქმნიდა, როგორც ეფესელების 3:9 და 1 კორინთელების 8:6 მიგვითითებენ. მაგალითად, რაც შეეხება 1 კორინთელების 8:6-ს, ეპისკოპოსი კასიანეს რუსულენოვან თარგმანში ის ასე ჟღერს: “თუმცა ჩვენ გვყავს ერთი ღმერთი, მამა, რომლისგანაც ვართ ყველა, და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მეშვეობითაც არის ყველაფერი, და ჩვენს მის მიერ ვართ”. ანალოგიური სახითაა გამოყენებული ამ მუხლში “რომლისგანაც” ღმერთთან, მამასთან მიმართებით, და “მეშვეობით” – იესო ქრისტესთან მიმართებით აღდგენილ თარგმანში და ასევე რ. ტურკონიაკისა და ი. ხომეკოს უკრაინულენოვან თარგმანებში. 

     აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ მატერიალური სამყაროს გაჩენამდე იესოს არსებობის ფაქტი  ვერანაირი სახით ვერ ამტკიცებს იმას, რომ იესო მარადიულობის თვალსაზრისით თავისი მამის ტოლია. წინააღმდეგ შემთხვევაში იმის ახსნა მოგვიწევს რამენაირად, რატომ არ შეიძლება ანგელოზები ჩაითვალონ მარადარსებულებად იმის საფუძველზე, რომ ისინიც არსებობდნენ მატერიალური სამყაროს შექმნამდე, რაზეც,. მაგალითად, იობის 38:4,7-ში ჩაწერილი სიტყვები მიუთითებენ. აღსანიშნავია, რომ ეს მუხლები თანამედროვე თარგმანში (რუს.) ასე ჟღერენ: “სად იყავი შენ, იობ, როდესაც დედამიწას ვქმნიდი? … ყველა დილის ვარსკვლავი ერთად მღეროდა, და ანგელოზები ხარობდნენ, როდესაც ეს დავასრულე”. 


           ასევე იმის დასასაბუთებლად, რომ იესოს დასაბამი არ გააჩნია, ხანდახან ებრაელების 13:8-ს იშველიებენ: «იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე». თუმცა, შეიძლება თუ არა, ამ სიტყვებზე დაყრდნობით, ასეთი დასკვნის გაკეთება? ვნახოთ, კონტექსტი რას გვეუბნება. მე-13 თავის 1- მუხლში მოციქული პავლე ძმური სიყვარულისკენ მოუწოდებს (საინტერესოა, რომ თანამედროვე თარგმანში (რუს.) ებრაელების 13:1 ასე ჟღერს: “განაგრძეთ ერთმანეთის სიყვარული, როგორც ძმებმა ქრისტეში”). შემდეგ მოციქული პავლე ებრაელ ქრისტიანებს სხვა მნიშვნელოვანი პრინციპების მიყოლის აუცილებლობას შეახსენებს, რის შემდეგაც ჟღერს სიტყვები იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე”. და რა კავშირი აქვს ამ სიტყვებს ებრაელების მე-13 თავის შემდგომ მუხლებთან, მე-9 მუხლიდან დაწყებული? ამასთან დაკავშირებით მომყავს ებრაელების 13:8 მუხლთან დაკავშირებული კომენტარი ახალი აღთქმის აღდგენილი თარგმანიდან (რუს.), სადაც შემდეგი რამ წერია: «ქრისტე, რომელიც წარმოადგენს სიტყვას, რომელსაც ქადაგებდნენ და რომელსაც ასწავლიდნენ მე-7 მუხლში მოცემული ღვთის სიტყვის მსახურები, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლეს, რომლითაც ისინი ცოცხლობდნენ, და ასევე რომელიც წარმოადგენს მათი რწმენის დასაბამსა და დასასრულს, მუდმივი, უცვლელი და შეუცვლელია. ის მარადიულად ასეთივე რჩება. ეკლესიაში არ უნდა იქადაგებოდეს სხვა იესო და სხვა სასიხარულო ცნობა. ჭეშმარიტი და მყარი ეკლესიური ცხოვრებისთვის ჩვენ ქრისტეს უნდა ჩავეჭიდოთ, რომელიც იგივეა გუშინ, დღეს და მარადიულადაც კი, და არ უნდა მივცეთ საშუალება სხვადასხვა უცნაურ სწავლებებს, რომ გაგვიტაცონ (მუხლი 9)». 

       ამგვარად, ამ სიტყვებს თუ მთელ ამ თავში ჩაწერილის კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ, აშკარაა, რომ პავლე ყურადღებას ამახვილებს ქრისტეზე როგორც ქრისტიანთა რწმენის, აღძვრებისა და მოქმედების ურყევ საძირკველზე, და ქრისტეს დაუსაბამობაზემსჯელობას როდი ცდილობს. გარდა ამისა, მაგალითად, ვინმეს რომ ეთქვა: “მიზიდულობის კანონი იგივეა გუშინ, დღეს და მარადიულად”, არ მგონია, რომ ვინმე შეწინააღმდეგებოდა ამ ფორმულირებას. თუმცა ამ ფორმულირებიდან არანაირად არ გამომდინარეობს ის, რომ მიზიდულობის კანონი ყოველთვის არსებობდა და დასაბამი არ გააჩნია. ეს კანონი, აშკარაა, რომ მხოლოდ მატერიალური ბუნების ობიექტებზე “მუშაობს”, ანუ მან მხოლოდ მაშინ დაიწყო მუშაობა”, როდესაც მატერიალური სამყარო შეიქმნა. მსგავსადვე არც ღვთის ძეს უარსებია ყოველთვის, არამედ ის დასაბამია ღვთის ქმნილებისა” (გამოცხადება 3:14; საპატრიარქოს გამოცემა).

        ეხლა ებრაელების 1:8,9-ს მივუბრუნდეთ, ფრაგმენტს, რომელსაც ასევე იყენებენ სამების დოგმატის მომხრეები როგორც იმის მტკიცებულებას, რომ იესო ღმერთია. საპატრიარქოს თარგმანში ეს ფრაგნემტი ასე ჟღერს: «ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“. შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“». მოცემულ მუხლებში ფსალმუნების 44:7,8-ს ციტირება კეთდება, სადაც ადამიანის, მეფისადმი მიმართვას აქვს ადგილი და რომელსაც ბიბლიის მწერალი, რა თქმა უნდა, ყოვლისშემძლე ღმერთად არ მიიჩნევდა. ამასთან დაკავშირებით ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში, ფსალმუნების 44:7-ის კომენტარში ნათქვამია: «აღნიშნული მუხლის მის ახლომდებარე კონტექსტთან დაკავშირება ცოტაოდენ რთულია, რადგან  მეფეს, რომელსაც ავტორი მე-5 და მე-7 მუხლებში მეორე პირში მიმართავს, აქ ღმერთი ეწოდება».

     ამასთან დაკავშირებით კარგი იქნება ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ ჟღერს ფრაზა “ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდესაპატრიარქოს თარგმანის ფსალმუნების 44:7-დან (და შესაბამისად ებრაელების 1:8-დან) ბიბლიის სხვა თარგმანებში. დ. იოსიფონის ძველი აღთქმის თარგმანში «თანახი» (რუს.) ფსალმუნის 44:7 ასე ჟღერს: “შენი ტახტი, (მოცემული) ღმერთისგან, - უკუნისამდეა; სამართლიანობის კვერთხი შენი სამეფოს კვერთხია”, მე-8 მუხლში კი წერია:  “გიყვარს სამართლიანობა და გძულს უწმინდურება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი, შენი ძმებიდან (შენ აგირჩია)”. ს. ავერინცევის თარგმანში (რუს.) ფსალმუნის 44:7 ასე ჟღერს: “შენი ტახტი ღვთისგანაა მარადიულად; სიმართლის კვერთხი შენი სამეფოს კვერთხია”, მე-8 მუხლში კი წერია:  “სიმართლე შეიყვარე და ბოროტება შეიძულე, ამის გამო გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, მხიარულების ზეთით შენ შენს მეგზურთა უმეტესად”. თანამედროვე თარგმანში (რუს.) ფსალმუნების 44:7,8-ში ვკითხულობთ: “შენი ტახტი იქნება, უფალო, მარადიულად, შენი სამეფო კვერთხი სამართლიანობის კვერთხია. შენ შეიყვარე სიკეთე და შეიძულე ბოროტება, და ამიტომ დაგაყენა შენმა ღმერთმა სხვებზე მაღლა, მხოლოდ შენ გცხო სიხარულის ზეთი”. აზრობრივ თარგმანში ფსალმუნების 44:7,8-ში ნათქვამია: “ო უზენაესო! შენი ტახტი მარადიულია, შენი სამეფო კვერთხი მართლმსაჯულების კვერთხია. შენ შეიყვარე სიმართლე, უკანონობა კი შეიძულე. ამიტომ უზენაესმა, შენმა ღმერთმა, სხვებზე მეტად აგამაღლა, ამასთანავე ზეთივით გადმოღვარა შენზე სიხარული”, მე-7 მუხლის  სქოლიოში კი წერია: «ან: “მარადიულია ტახტი შენი, რომელიც უზენაესისგან მოგეცა”».

   ასევე შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთ ინგლისურენოვან თარგმანებზე. მაგალითად, American Standard Version-ში წერია: “Thy throne, O God, is for ever and ever” (ქართულად სიტყვა-სიტყვით: “შენი ტახტი, ო ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე”), ამ ფრაზის სქოლიოში კი ვკითხულობთ: “Or, Thy throne is the throne of God” (ქართულად სიტყვა-სიტყვით: “ან, შენი ტახტი ღვთის ტახტია”). ბიბლიის ამავე თარგმანში ებრაელების 1:8-ს სქოლიოში ვკითხულობთ: “Or, Thy throne is God” (ქართულად სიტყვა-სიტყვით: “ან, შენი ტახტი ღმერთია”). New International Version: “therefore God, your God, has set you above your companions by anointing  you with the oil of joy” (“ამიტომ ღმერთმა, შენმა ღმერთმა, შენს მეგობრებზე მაღლა დაგაყენა, როდესაც სიხარულის ზეთი გცხო”). ს. ბაინგტონის თარგმანში  («The Bible in the Living English») ფსალმუნების 44:7: “God is your throne forever and evermore” (ქართულად სიტყვა-სიტყვით: “ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ”).

       ამგვარად, აქ მითითებულია წმინდა წერილის ამ ადგილების სხვაგვარად თარგმნის შესაძლებლობაზე, და შესაბამისად, სხვაგვარ გაგებაზეც. ამასთანავე აშკარაა, რომ პრიორიტეტი იმ თარგმანს უნდა მიენიჭოს, რომელიც უკეთ ეთანხმება კონტექსტს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო შემთხვევაში (ს. ბაინგტონის თარგმანი) საუბარია მიმართვაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ინგლისური და რუსული გრამატიკის წესების თანახმად, შესაბამის ადგილზე მძიმე იქნებოდა დასმული (ანუ ასე იქნებოდა:  “ღმერთია, შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ”), არადა იმაზე კეთდება მითითება, რომ მისი ტახტი, ვინც მეფობს (ამ შემთხვევაში ისრაელის მეფე), ღმერთია, რაც თარგმანი American Standard Version-ში ფსალმუნის 44:7-ისა და ებრაელების 1:8-ის სქოლიოებში ნათქვამს ეთანხმება

        ამასთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ, თუმცა საპატრიარქოს გამოცემის თანახმად ებრაელების 1:8-ში ღმერთი ძეს მიმართავს სიტყვით ღმერთო”, ებრაელების 10:7,9-ში იესო მიმართავს თავის მამას ღმერთო”, რაც იმას ეთანხმება, რომ იესო თავის მამას ჩემს ღმერთს უწოდებდა (იოანე 20:17; გამოცხადება 3:2,5,12). 

        ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ ფრაზა  “ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი” ებრაელების 1:9 საპატრიარქოს თარგმანიდან, აღდგენილ თარგმანში (რუს.) ასე ჟღერს ამიტომ ღმერთმა, შენმა ღმერთმა, ყიჟინის ზეთით გცხო შენ”, თანამედროვე თარგმანში (რუს.) კი  “აი რატომ გიბოძა შენ სიხარული ღმერთმა, შენმა ღმერთმა”. ასეთივე სახით ჟღერს ეს ფრაზა მრავალ ინგლისურენოვან თარგმანებში. მაგალითად, ს. ბაინგტონის თარგმანში წერია: “for this reason God, your God, has anointed you with the oil of joy” (ქართულად სიტყვასიტყვით: “ამ მიზეზის გამო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი გცხო შენ”); American Standard Version: “therefore God, your God, hath anointed thee with the oil of gladness” (ქართულად სიტყვასიტყვით: “ამიტომ ღმერთმა, შენმა ღმერთმა, ბედნიერების ზეთი გცხო შენ”); New International Version: “therefore God, your God, has set you above your companions by anointing  you with the oil of joy” (“ამიტომ ღმერთმა, შენმა ღმერთმა, შენს მეგობრებზე მაღლა დაგაყენა, როდესაც სიხარულის ზეთი გცხო შენ”). ანუ, ფაქტობრივად, ამ მუხლში ღვთის ძისადმი მიმართვას კი არ ვხვდებით, არამედ აზრს, რომელიც იმ ღმერთს ეხება, რომელმაც იესოს სიხარულის ზეთი სცხო”.

       ეჭვი არ არსებობს, რომ ებრაელების წერილის სხვადასხვა მუხლებსა და თავებს შორის უშუალო კონტექსტუალური კავშირი არსებობს (რაც, აშკარაა, რომ წმინდა წერილის სხვა წიგნებისთვისაც სამართლიანია). ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაიმეს მტკიცება, იმის გაუთვალისწინებლად, რაც საკვლევ საკითხთან დაკავშირებით ებრაელების წერილის სხვა ნაწილებშია ნათქვამი, არაკორექტულია.  მაგალითისთვის, შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ ებრაელების 5:5–8-ს.

        უპირველეს ყოვლისა, მე-8 მუხლის თანახმად, ვისადმი მორჩილება ისწავლაიესომ? აშკარაა, რომ აქ საუბარია ღმერთზე, მის მამაზე. ამიტომ, თუ იმ შეხედულებას მივყვებით, რომ ქრისტე შეუქმნელი პიროვნებაა, მდგომარეობით მამის ტოლი, მაშინ რა სახით შეიძლება ღმერთი - ღმერთის მორჩილი იყოს? გარდა ამისა, შეიძლება თუ არა საერთოდ გაგება მორჩილებაღმერთთან მიმართებით იქნეს გამოყენებული? იმის მტკიცება რომ გავაგრძელოთ, რომ იესო ღმერთია, მაშინ, როგორც მინიმუმ, ის უკვე თავისი მამის თანასწორი ვეღარ იქნება, როგორც ებრაელების წერილიდან განხილული ამ მონაკვეთიდან გამომდინარეობს. ეს თავის მხრივ თანხმობაშია იესოს სიტყვებთან იოანეს 14:28-დან, სადაც იესო თვითონ საუბრობს თავისი მამის უსიტყვო აღმატებულობაზე. მაგალითად, საპატრიარქოს გამოცემაში მოცემული სიტყვები ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესიალ. ლუტკოვსკის თარგმანში (რუს.) ასე ჟღერს ვინაიდან მამა ჩემზე აღმატებულია”, ხოლო გამოცემაში «ებრაული ახალი აღთქმა»  (დ. სტერნის თარგმანი) (რუს.) მამა გაცილებით დიდებულია ვიდრე მე”. 

        მეორე, იესო თუ ღმერთია, მამის თანასწორი, მაშინ როგორ შეეძლო ღმერთს ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით” ღვთისადმი ლოცვა-ვედრება, “ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, როგორც ეს ებრაელების 5:7-ში წერია? გარდა ამისა, საერთოდ თუ შეიძლება ღმერთი ლოცულობდეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლოცვა ღვთისადმი თაყვანისცემის აქტს წარმოადგენს? გარდა ამისა, თვითონ ფრაზა ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგიიმაზე მიუთითებს, რომ ის ვინც უთხრა მას: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“” (ებრაელები 5:5), იესოსთან გაცილებით აღმატებულებას ფლობს

       ასე რომ, მხოლოდ და მხოლოდ ებრაელების წერილზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ამ წერილის ავტორისთვის იესო იყო არა ღმერთი, რომელიც თავისი მამის ტოლია, არამედ ძე ღვთისა” (ებრაელები 4:14; 10:29), “მღვდელმთავარი ... ღვთის წინაშე” (ებრაელები 2:17), “რწმენის წინამძღვარი და სრულმყოფი” (ებრაელები 12:2), “ცხვართა დიდი მწყემსი”, რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა” (ებრაელები 13:20), რომლის მეშვეობითაც უნდა გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს” (ებრაელები 13:15). 

      ხოლო ღმერთი ებრაელების წერილის ავტორისთვის იყო ცოცხალი ღმერთი’ (ებრაელები 9:14), იეჰოვა, რომელსაც იესომ «მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი» (ებრაელები 9:14).

     ასეთი სახით, ებრაელების მიმართ წერილი მხარს არ უჭერს სამების დოგმატს, არამედ პირიქით, უარყოფს მას.

იგორ ლისენკო

igor.v.lysenko@gmail.com

---------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий