воскресенье, 28 ноября 2021 г.

გამოცხადების 12:7-9. როდის მოხდა ომი ზეცაში?

 




  იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ბიბლიას იკვლევენ, პოპულარობით სარგებობს მოსაზრება, რომ გამოცხადების 12:7-9-ში აღწერილ მოვლენებს შორეულ წარსულში ჰქონდა ადგილი, პირველი ადამიანების, ადამისა და ევას შეცოდებამდე ცოტა ხნით ადრე ან შეცოდების შემდეგ მალევე. მათი აზრით, ზუსტად მაშინ მოხდა სატანისა და მისი დემონების დედამიწაზე გადმოყრა. ასეთი მოსაზრების მტკიცებულებად, როგორც წესი, იესოს სიტყვები მოჰყავთ, რომლებიც მან I საუკუნეში, მისი მიწიერი მსახურების დროს თქვა: «ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან» (ლუკა 10:18). ამასთან დაკავშირებით კითხვა იბადება: სატანა თუ ჯერ კიდევ კაცობრიობის შექმნის განთიადზე იქნა დედამიწაზე გადმოგდებული, მაშინ, როგორ შეიძლებოდა მის მიმართ გამოყენებულიყო იესოს ქმედებები, რომელიც 1914 წელს გამეფდა? გამეფებულ იესოსა და სატანას და მის დემონებს შორის გამართულ რომელ ომზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი?

суббота, 6 ноября 2021 г.

ქრისტიანის გზა (სერგეი მოკრიცკი)

 



  უკრაინელი იეჰოვას მოწმის, სერგეი მოკრიცკის ავტობიოგრაფია, საბჭოთა კავშირის პერიოდში გადატანილი განსაცდელების შესახებ.