среда, 24 февраля 2021 г.

საქმეების 5:3,4,9. წმინდა სული – ღმერთია?



  მათ, ვინც "სამების" იდეის ბიბლიით დამტკიცებას ცდილობენ, იმ შემთხვევით უყვართ სპეკულირება, რომელიც მოციქულთა საქმეების 5:3,4,9-შია აღწერილი. მათი ლოგიკა ასეთია: მოციქულმა ჯერ ის თქვა, რომ ანანიამ "მოატყუა სულიწმინდა", ოდნავ მოგვიანებით კი თქვა, რომ მან ღმერთი მოატყუა. ეს კი იმას ნიშნავს, ასკვნიან ისინი, რომ წმინდა სული თვითონ ღმერთია, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  არსებობს ერთგვარი ღმერთი სახელად "სულიწმინდა". მათი აზრით, ის, კიდევ ორ ღმერთთან ერთად ერთგვარ "ღმერთების კავშირს" ქმნის - ერთ "ღმერთში". 

воскресенье, 14 февраля 2021 г.

უძველესი ტრადიცია, ანუ რა უფრო მთავარია ქრისტიანისთვის?



ტრადიციები — აზროვნების სივრცის შეზღუდვის მცდელობაა…

ცოტა ხნის წინ ქუჩაში მივდიოდი, მშვენიერი მზიანი ამინდი იდგა და ზუსტად ასეთივე ხასიათზე ვიყავი. იმ ეკლესიას რომ ჩავუარე, რომელიც ჩვენი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დგას, მღვდელი დავინახე, რომელიც გაზონზე წრეებს უვლიდა. ის აშკარად არსად ჩქარობდა, და მეც მქონდა 15 წუთი თავისუფალი დრო. რატომ არ დავლაპარაკებოდი ამ შესანიშნავ ადამიანს?
ჩაცმით ყველაფერი თეთრი მეცვა და ალბათ მზეზე ვანათებდი კიდეც. მღვდელს კი, პირიქით, თავიდან ფეხებამდე შავები ეცვა. მასთან საუბარი მის ჩაცმულობასთან დაკავშირებული შეკითხვით რატომ არ დამეწყო? მსგავსი შეკითხვა კათოლიკე მღვდელს უკვე დავუსვი, მაგრამ გონივრული ვერაფერი მიპასუხა. იქნებ ამან იცოდეს რამე?

воскресенье, 7 февраля 2021 г.

შეიძლება თუ არა ნამდვილად უყვარდეს ღმერთი და მოყვასი მას, ვინც ხორცს ჭამს?



     სრულიად ვუწევ თავს ანგარიშს იმაში, რომ ზოგიერთში შეკითხვის ასეთი სახით დასმამ შეიძლება გაურკვევლობა გამოიწვიოს: «რა კავშირია ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულსა და ხორცის ჭამას შორის?». თუმცაღა არსებობენ ისეთები, ვინც ასეთი კავშირის არსებობას დაჟინებით ამტკიცებენ და ამ შეკითხვას უარყოფით პასუხს სცემენ.


     საუბარია კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოებაზე (ცსს), ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაპჰუპადაზე და მის მრავალრიცხოვან მიმდევრებზე, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ კრიშნას ცნობიერებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გასული ასწლეულის 70-იანი წლებიდან. შევნიშნოთ, რომ ბჰაკტივედანტა სვამი პრაპჰუპადას მიმდევრები მას, არც მეტი არც ნაკლები, მის ღვთაებრივ მოწყალებად მოიხსენიებენ, რადგან მიიჩნევა, რომ ის წარმოადგენს ვედური სიბრძნის ერთერთ უდიდეს მოძღვარს იმ  მემკვიდრეობითობაში, რომელიც საწყისს კრიშნასგან იღებს.