понедельник, 3 марта 2014 г.

100 ციტატა ღმერთზე და რელიგიაზე


  1. ყოველგვარი რწმენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის სიცოცხლეს სძენს ისეთ აზრს, რომელიც სიკვდილითაც კი ვერ ნადგურდება (ლევ ტოლსტოი).
  2. თანამედროვე ადამიანის ყველაზე სერიოზული პრობლემები იქიდან მოდის, რომ მან დაკარგა ღმერთთან გააზრებული თანამშრომლობის გრძნობა (ფიოდორ დოსტოევსკი).
  3. ათეისტი – ესაა უბედური ბავშვი, რომელიც ტყუილად ცდილობს საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ მამა არ ყავს (ბენჟამინ ფრანკლინი).
  4. ეკლესიაში რეგულარულ სიარულს ისევე არ შეუძლია ადამიანის ქრისტიანად ქცევა, როგორც ავტოფარეხში მუდმივ სიარულს არ შეუძლია ადამიანი მძღოლად აქციოს (ალბერტ შვეიცერი).
  5. კოსმოსის სასწაულებრივი წყობა და მისი ჰარმონია მხოლოდ იმით შეიძლება აიხნას, რომ კოსმოსი შექმნილი იყო ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე არსების, გეგმის თანახმად (ისააკ ნიუტონი).
  6. არასოდეს თქვა, რომ უფალი შენს მხარეზეა, ამას სჯობია იმაზე ილოცო, რომ შენ თვითონ იყო უფლის მხარეზე (აბრაამ ლინკოლნი).
  7. ღმერთს დაცვა გარეგნულად კი არ სჭირდება, არამედ შენ თავში, შიგნით (იან მარტელი).
  8. თუ ღმერთი არ არსებობს და მთელი ჩვენი ცხოვრება – მხოლოდ წამია მიწიდან მიწამდე მიმავალ გზაზე, მაშინ რა საჭიროა ეს ყველაფერი? (მიხეილ ხადარკოვსკი).
  9. უღმერთოები – ესენი არიან მორწმუნეები, რომელთაც არ სურთ რომ მორწმუნეები იყვნენ (სტანისლავ ლეცი).
  10. ადამიანები იკამათებენ რელიგიის გამო, დაწერენ მასზე წიგნებს, იბრძოლებენ და მოკვდებიან მის გამო, ოღონდ მისი კანონებით ნუ აცხოვრებ (ჩარლზ კონტონი).
  11. ცრუმორწმუნეობა – ესაა რელიგია სუსტი გონებისთვის (ედმუნდ ბიორკი).
  12. ის, ვისაც არაფრის არ სჯერა, მზადაა ყველაფერი დაიჯეროს (ფრანსუა შატობრიანი).
  13. მანამ სანამ თქვენ მტრებს შეიყვარებთ, სცადეთ ცოტა უკეთ მოეპყროთ თქვენს მეგობრებს (ედგარ ხაუ).
  14. ჭეშმარიტება, რომელიც გვათავისუფლებს, – ეს ყველაზე ხშირად ის ჭეშმარიტებაა, რომლის მოსმენაც ჩვენ გვსურს (გერბერტ ეიგარი).
  15. მრავალს სჯერა ღმერთის, მაგრამ ღმერთს არ სჯერა მრავალის (მარტი ლარნი).
  16. ქრისტემ ვაჭრები ტაძრიდან გაყარა, ვაჭრები უფრო დაჭკვიანდნენ და ანაფორები ჩაიცვეს (ჰორაციუს საფრინი).
  17. ყველა თავის თავზე ირგებს ღმერთს და არ სურს თვითონ მოერგოს მას (ვლადისლავ სკრიპნიჩენკო).
  18. იეჰოვამ, როდესაც სამყარო შექმნა, თქვა, რომ ის კარგია. რას იტყოდა ნეტავ დღეს? (ბერნარდ შოუ).
  19. ათეიზმი – ყინულის თხელი ფენაა, რომელზეც ერთ ადამიანს შეუძლია გავლა, ხოლო მთელი ერი უფსკრულში ჩაიძირება (ფრენსის ბეკონი).
  20. ღმერთზე მინდობა - ესაა მისადმი რწმენის ერთადერთი საშუალება, ამიტომ ვინც არ ლოცულობს, მას არ სწამს (პიოტრ ჩაადაევი).
  21. ჭეშმარიტების ყველაზე ნათელი ნიშანი – უბრალოება და სწავლების იოლი გაგებაა. სიცრუე კი ყოველთვის რთული, პრეტენზიული და სიტყვაუხვია (ლევ ტოლსტოი).
  22. ქადაგება ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს და არა ჩვენი სიტყვები (ტომას ჯეფერსონი).
  23. ყოველი სერიოზული ნატურალისტი რაიმე სახით რელიგიური ადამიანი უნდა იყოს. სხვაგვარად ის ვერ შეძლებს წარმოდგენას, რომ ის წარმოუდგენელი ფაქიზი ურთიერთდამოკიდებულებები, რომლებსაც ის თვალყურს ადევნებს, მისი მოგონილი არ არის (ალბერტ აინშტაინი).
  24. ღმერთი სიყვარულია; ესაა ერთადერთი ჭეშმარეტება, რომელსაც მთლიანად ვაღიარებ (მაჰათმა განდი).
  25. ქრისტიანებად არ იბადებიან – ქრისტიანებად კვდებიან (ვლადიმერ ბორისოვი).
  26. ქრისტიანული უკვდავება – ესაა სიცოცხლე სიკვდილის გარეშე და არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ (პიოტრ ჩაადაევი).
  27. ეშმაკის უდიდესი ცბიერება იმაში მდგომარეობს – დაგარწმუნოთ, რომ ის არ არსებობს (შარლ ბოდლერი).
  28. ბევრი ადამიანი ღმერთს ისე უყურებს როგორც მსახურს, რომელიც ვალდებულია მათ მაგივრად აკეთოს მთელი ბინძური სამუშაო (ფრანსუა მორიაკი).
  29. ერთადერთი განსხვავება რელიგიასა და სექტას შორის უძრავი ქონების რაოდენობაშია, რომელსაც ისინი ფლობენ (ფრენკ ზაპა).
  30. რაც უფრო მეტად ვსწავლობ ბუნებას, უფრო მეტად მოწიწებული გაკვირვება მიბყრობს შემოქმედის საქმეების მიმართ (ლუი პასტერი).
  31. ბიბლია უფრო მეტ უტყუარობის ნიშნებს შეიცავს, ვიდრე მთელი საერო ისტორია (ისააკ ნიუტონი).
  32. რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება – ეს ერთი ხის სხვადასხვა ტოტებია (ალბერტ აინშტაინი).
  33. ღმერთის ძიებით იცოცხლე და ღმერთი არ მიგატოვებს (ლევ ტოლსტოი).
  34. როდესაც ღვთის უფრო ნაკლებად გეშინია, ვიდრე სამსახურში უფროსისა, – ზუსტად ესაა კერპთაყვანისმცემლობა (ნატალია გრეისი).
  35. ღვთის შესახებ ქადაგება და ბიბლიური ციტატების მოყვანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რწმენას (ლუულე ვიილმა).
  36. თუ ღმერთმა ადამიანი თავის სახებად და მზგავსებად შექმნა, ადამიანმა ზუსტად მიაგო მას სამაგიერო (ვოლტერი).
  37. მე ვალდებული არ ვარ მჯეროდეს, რომ იგივე ღმერთი, რომელმაც ჩვენ გრძნობებით, საღი აზრით და გონებით დაგვაჯილდოვა, ითხოვს, რომ უარი ვთქვათ მათ გამოყენებაზე (გალილეო გალილეი).
  38. ეკლესიის მსახურები ხშირად აძლევდნენ უფლებას ერებს იარაღით ხელში დაეცვათ ღვთის საქმე, მაგრამ არასოდეს დაუშვიათ ნამდვილი ბოროტებისა და აშკარა ძალადობის წინააღმდეგ ბუნტი (პოლ გოლბახი).
  39. ჩვენ ღმერთის მადლობლები უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მან სამყარო ისე შექმნა, რომ ყველაფერი იოლი – სიმართლეა, ხოლო ყველაფერი რთული – სიცრუე (გრიგორი სკოვოროდა).
  40. ადამიანებს რომ უსასრულოდ დიდებული წავართვათ, ისინი აღარ იცოცხლებენ და აღარ დაიხოცებიან სასოწარკვეთილებაში. უზომო და უსასრულო ისევე ესაჭიროება ადამიანს, როგორც ის პატარა პლანეტა, რომელზეც ის ცხოვრობს (ფიოდორ დოსტოევსკი).
  41. იმის ლაპარაკი, რომ რელიგია გონებისთვის მიუწვდომელია, – ნიშნავს, რომ ის არ შექმნილა გონიერი არსებებისთვის (პოლ გოლბახი).
  42. მოაზროვნე ქრისტიანობას უნდა მიეცეს უფლება, მორწმუნე ქრისტიანობის გარემოში არსებობისა (ალბერტ შვეიცერი).
  43. ის კი არ არის ერეტიკოსი, ვინც თავისი გაგებით მიხედვით მიჰყვება წერილებს, არამედ ისაა, ვინც ეკლესიის მითითებებს საკუთარი სინდისისა და გაგების წინააღმდეგ მიჰყვება, რომლებიც წერილებზეა დაფუძნებული (ჯონ მილტონი).
  44. ნუთუ საკვირველი არაა, რომ ადამიანები ასე ხშირად ომობენ რელიგიის გამო და ასე იშვიათად ცხოვრობენ მისი მცნებების თანახმად? (გეორგ ლიხტენბერგი).
  45. მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე კი ბრმა (ალბერტ აინშტაინი).
  46. როდესაც ტრადიციასა და აზროვნებას შორის პოლემიკა მთავრდება, ქრისტიანული ჭეშმარიტება და ქრისტიანული სიმართლე ზიანდება (ალბერტ შვეიცერი).
  47. ვისაც ამ ჰარმონიაში შემთხვევის მეტი არაფრის დანახვა არ უნდა, რომელიც ასე თვალნათლად ჩანს ვარსკვლავებიანი ცის წყობაში, მან ეს შემთხვევა ღვთაებრივ სიბრძნეს უნდა მიაწეროს (იოჰან მედლერი).
  48. მეცნიერება და რელიგია – ესაა ორი ერთმანეთის შემავსებელი ნაწილი, ერთი და იგივე შემეცნებითი აქტისა, ერთადერთი აქტისა, რომელსაც დიდებულის შეცნობის მოცვა შეუძლია (პიერ დე შარდენი).
  49. ბიბლია საუკეთესო საჩუქარს წარმოადგენს, რომელიც კი ოდესმე მიუცია ღმერთს ადამიანებისთვის. ქვეყნიერების მხსნელისაგან საუკეთესო, ამ წიგნით გადმოგვეცემა ჩვენ (აბრაამ ლინკოლნი).
  50. მეცნიერებასა და რელიგიას შორის კავშირი არასოდეს არ ყოფილა ისეთი ახლო და მჭიდრო, როგორც ჩვენს დროში. მეცნიერებმა, რომლებიც კოსმოსურ სივრცეებს სწავლობენ, იმდენი მშვენიერი და მოულოდნელი რამ აღმოაჩინეს, რომ ეხლა მეცნიერისთვის რთულია იმის თქმა, რომ ღმერთი არ არსებობს (ჟიულ დიუშეზნი).
  51. მე ოთხმოცდაცხრამეთ გამოჩენილ ადამიანს ვიცნობდი მსოფლიოში  და მათგან ოთხმოცდაშვიდი ბიბლიის მიმდევარი იყო (უილიამ გლადსტონი).
  52. მე არ შემიძლია სამყაროს და ადამიანის ცხოვრების რაიმე გააზრებული საწყისის, სულიერი სითბოს წყაროს გარეშე წარმოდგენა, რომელიც მატერიისა და მისი კანონების გარეთ არსებობს. სავარაუდოდ, ასეთ გრძნობას შეიძლება რელიგიური ეწოდოს (ანდრეი სახაროვი).
  53. ჯერ კიდევ დადგება დღე, როდესაც ჩვენს თანამედროვე მატერიალური ფილოსოფიის სისულელეზე გაიცინებენ (ლუი პასტერი).
  54. შეუძლებელია მსოფლიოს სწორად მართვა ღვთისა და ბიბლიის გარეშე (ჯორჯ ვაშინგტონი).
  55. სამყაროში არსებული წესრიგი, რომელიც ჩვენს თვალწინ იშლება, თვითონ მოწმობს დიდებული და ამაღლებული მტკიცებულების ჭეშმარიტებაზე: «პირველად იყო – ღმერთი» (არტურ კომპტონი).
  56. მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, რომლებმაც ადრეული ბავშვობიდან ჩამინერგეს წმინდა წერილებისადმი სიყვარული. ჩვენ თუ დავიცავთ იმ პრინციპებს, რომლებსაც ბიბლია გვასწავლის, ჩვენს ქვეყანას მუდამ კეთილდღეობა ექნება (დანიელ ვებსტერი).
  57. რელიგია, ისევე როგორც მეცნიერება ბოლოს შედეგად ჭეშმარიტებას ეძებენ და ღვთისადმი რწმენამდე მიდიან. პირველს ის ყველაფრის საფუძვლად მიაჩნია, მეორეს – მსოფლიოს შესახებ ყოველგვარი ფენომენალური წარმოდგენის ბოლოდ (მაკს პლანკი).
  58. თუ ყოველივე იმაში, რაც მე დავწერე, რაიმე ფასეულობა არსებობს, ეს იმიტომ, რომ ბავშვობაში დედაჩემი ყოველდღე მიკითხავდა ბიბლიიდან ადგილებს და ყოველდღე მოითხოვდა ჩემგან რომ ეს ადგილები დამემახსოვრებინა (ჯონ რესკინი).
  59. უსასრულო სამყაროში, უსასრულოდ სრულყოფილი გონების მოღვაწეობა ჩანს (ალბერტ აინშტაინი).
  60. კაცობრიობის პროგრესის მთელი იმედი ბიბლიის მუდმივად მზარდ ზეგავლენაზეა დაფუძნებული (უილიამ სიუარდი).
  61. გაოცებული ვარ, რატომ ურჩევნიათ ადამიანებს მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გაურკვევლობაში ბოდიალი, როდესაც ღმერთმა მათ ასეთი სასწაული გამოცხადების წიგნი აჩუქა (მაიკლ ფარადეი).
  62. მე არ მესმის მეცნიერის, რომელიც მთელი შემოქმედების სისტემაში უმაღლესი გონების არსებობას არ აღიარებს, ისევე როგორც ვერ გავუგებდი ღვთისმეტყველს, რომელიც მეცნიერების პროგრესს უარყოფს. რელიგია და მეცნიერება დები არიან (ვერნერ ფონ ბრაუნი).
  63. შეუძლებელია იმ ერის გონებრივად ან სოციალურად დამონება, რომელიც ბიბლიას კითხულობს. ადამიანური თავისუფლების სათავე ბიბლიურ პრინციპებში დევს (ხორას გრილი).
  64. მეცნიერს დღეს უფრო მეტი საფუძველი აქვს ღმერთი სწამდეს, ვიდრე 50 წლის უკან, იმიტომ რომ ეხლა მეცნიერებამ თავისი საზღვრები დაინახა (ხანსიოხემ აუტრუმი).
  65. ბიბლიის, როგორც წიგნის არსებობა, ყველაზე დიდ სარგებელს წარმოადგენს ყველა ხალხისთვის, იმათგან რომელიც ოდესმე განუცდია კაცობრიობას. ბიბლიის დამცირების ყოველი მცდელობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია (იმანუელ კანტი).
  66. ბიბლია – არაჩვეულებრივი წიგნია. ისაა ცოცხალი არსება, რომელიც მის ყველა მოწინააღმდეგეს ამარცხებს (ნაპოლეონი).
  67. ბიბლიის კითხვა თავისთავად წარმოადგენს განათლებას (ალფრედ ტენისონი).
  68. მე მჭირდებოდა განყენებული, მიუწვდომლად მაღალი რწმენის იდეალი. და როდესაც სახარებას მოვკიდე ხელი, რომელიც არასოდეს წამეკითხა, არადა უკვე 38 წლის ვიყავი, – მე ვიპოვე ჩემთვის ასეთი იდეალი (ნიკოლოზ პიროგოვი).
  69. არ არსებობს ურთიერთდაპირისპირება ღმერთ-შემოქმედსა და იმას შორის, რისი აღმოჩენაც შევძელით სამყაროში, სრულიად შესაძლებელია ერთდროულად იყო რელიგიური და მეცნიერი (პიტერ ხიგსი).
  70. ბიბლიასთან შედარებით კაცობრიობის ყველა წიგნები, ყველაზე უკეთესებიც კი, პლანეტები არიან, რომლებიც მთელ თავის სინათლეს და ნათებას მზისგან სესხულობენ (რობერტ ბოილი).
  71. ვინც არ უნდა სცადოს სამყაროს შექმნის ისტორიის დაწერა, ის ვერ წარმოადგენს იმაზე უფრო მაღალსა და ღირსეულს, ვიდრე ბიბლიაში ჩაწერილი შემოქმედების ისტორიაა (ჯონ დაუსონი).
  72. წმინდა წერილის დიდებულება ჩემში დიდ გაოცებას იწვევს და სახარების სიწმინდე ჩემს გულზე აისახება. როგორი არარაობაა ფილოსოფიური თხზულებები, მიუხედავად მთელი მათი ბრწყინვალებისა, წმინდა წერილებთან შედარებით! შეუძლია რომელიმე სხვა, ჩვეულებრივი ადამიანის ხელით შექმნილ ნაწარმოებს, ასე მცირე დროში ასე განდიდდეს? (ჟან-ჟაკ რუსო).
  73. ახალი აღთქმა წარმოადგენს უდიდეს წიგნს ეხლანდელი და მომავალი მსოფლიოსთვის (ჩარლზ დიკენსი).
  74. კაცობრიობის ყოველი აღმოჩენა მხოლოდ იმ ჭეშმარიტებების უფრო მეტად დამტკიცებას ემსახურება, რომლებიც წმინდა წერილებშია ჩაწერილი (ვილიამ გერშელი).
  75. არსებობს წიგნი, რომელშიც ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი გადაწყვეტილია, რომლის შემდეგაც არაფერში არ გეპარება ეჭვი, ეს წიგნი უკვდავია, წმინდაა, ესაა მარადიული ჭეშმარიტების, მარადიული სიცოცხლის წიგნი — სახარება. კაცობრიობის მთელი პროგრესი, ყველა წარმატება მეცნიერებაში და ფილოსოფიაში გამომდინარეობს მხოლოდ ამ წიგნის საიდუმლო სიღრმეებში მეტად ჩაწვდომიდან (ბესარიონ ბელინსკი).
  76. ღმერთო! ოხ რა წიგნია ეს წმინდა წერილები, როგორი სასწაული და როგორი ძალა, ეძლევა მისი მეშვეობით ადამიანს! (ფიოდორ დოსტოევსკი).
  77. ბიბლიური სწავლება ისე ეჯაჭვება ჩვენ სამოქალაქო და საზოგადო ცხოვრებას, რომ ძნელია ისეთი ადამიანური ცხოვრების წარმოდგენა, რომელსაც ამ სწავლებას ჩამოაცილებენ. ბიბლიის ჩამოცილებით ჩვენ ყველანაირ საფუძველს დავკარგავთ (თეოდორ რუზველტი).
  78. ბიბლია ნებისმიერი თაობის გულებთან საუბრობს, ერის სიცოცხლისუნარიანობის და ძალის საზომი კი ყოველთვის მისი ბიბლიისადმი დამოკიდებულება იქნება (იოჰან გიოტე).
  79. წმინდა წერილი, რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, უფრო მეტად განიმსჭვალები მისით, თანაც ყველაფერი წმინდავდება და ფართოვდება. აი ერთადერთი წიგნი მსოფლიოში: რომელშიც ყველაფერია! (ალექსანდრე პუშკინი).
  80. ბუნების მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას შეუძლია ღმერთს დაგვაშოროს, უფრო ღრმა და საფუძვლიანს კი, პირიქით, დაგვაახლოვოს მასთან (ფრენსის ბეკონი).
  81. ცხოველს ბუნებამ თვითონ განუსაზღვრა მოქმედების არეალი, რომალშიც მან უნდა იმოძრაოს, და ის მშვიდად ასრულებს მას, ისე რომ არ ცდილობს მისი ფარგლებიდან გასვლას, ისე რომ არც ეჭვობს სხვა არელის არსებობის შესახებ. ასევე ადამიანსაც ღვთაებამ მიუთითა საერთო მიზანი – გააკეთილშობილოს კაცობრიობა და თავისი თავი (კარლ მარქსი).
  82. მე ბიბლიას მივაწერ ინგლისის დიდებას (დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია).
  83. ბიბლია წარმოადგენს უერთგულეს გამოხატულებას, რომელიც კი ჩვენი ანბანის ასო-ბგერებით გამოხატულა, ადამიანის სულიდან გამოსულ, თითქოს ღვთისაგან გახსნილ ფანჯარას, ყველა ხალხს შეუძლია დატკბეს მარადიულობის სიჩუმით და ამოიცნოს დიდი ხნის წინ დავიწყებული სახლის გამოელვება (ტომას კარლეილი).
  84. იმდენად დიდია ჩემი ბიბლიისადმი პატივისცემა, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებენ ჩემი შვილები მის კითხვას, მით უფრო მალე დავრწმუნდები, რომ ისინი თავისი ქვეყნის სასარგებლო მოქალაქეები და საზოგადოების პატივცემული წევრები იქნებიან (ჯონ ადამსი).
  85. დაე განვითარდეს სამეცნიერო კულტურა, დაე წარმატებები მოიპოვოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ სიგრძით და სიგანით, დაე ადამიანის გონება განვითარდეს რამდენზეც გინდათ, მაგრამ ქრისტიანობის კულტურულ და მორალურ დონეს, რომელიც სახარებებში კაშკაშებს, ისინი ვერ აჯობებენ (იოჰან გიოტე).
  86. აღმოსავლეთში დაბადებული და აღმოსავლური ფორმითა და სახით ჩაცმული, ბიბლია მსოფლიოში ჩვეულებრივი ნაბიჯებით დადის და შედის ქვეყნიდან ქვეყანაში, იმისათვის რომ ყველგან იპოვოს თავისიანები. მან ასობით ენაზე ისწავლა ადამიანების გულებთან საუბარი (ჰენრი ვან დეიკი).
  87. მხოლოდ ერთი წიგნი არსებობს – ესაა ბიბლია (ვალტერ სკოტი).
  88. ბიბლიის კითხვა ზოგჯერ ნამდვილ ნუგეშს იძლევა. ისეთი არაფერი ვიცი, მისი მასთან შედარება რომ შეიძლებოდეს. ძველი და ახალი აღთქმა ერთნაირად მიმაგრებენ სულს (ვილჰელმ ფონ გუმბოლდტი).
  89. გასაკვირი არ არის, რომ ღვთისადმი რწმენა პირდაპირი გაგებით ჩვენს გენებშია კოდირებული – და ნათელია, თუ ვინ მოახდინა მათი იქ კოდირება (ბორის კრიგერი).
  90. ჭეშმარიტი რწმენა – ესაა სიმამაცე. სიმამაცე ვირწმუნო საკუთარი თავის და ჩემი ღმერთის ისეთი ძალით, რომ ვერავის პროტესტმა და დარწმუნებამ ვერ შეძლოს ჩემი ღმერთის სახელის გატეხვა (ლუულე ვიილმა).
  91. ადამიანებმა დღემდე ვერ უპოვეს თავს გამართლება, რისთვის გააკრეს ქრისტე, მაგრამ ისინი ხელახლა გააკეთებენ ამას, როგორც კი ამის საშუალება მიეცემათ (ბორის კრიგერი).
  92. თუ მე მათემატიკურად დამიმტკიცებენ, რომ ჭეშმარიტება ქრისტეში არაა, მე მაინც ქრისტეს ავირჩევ (ფიოდორ დოსტოევსკი).
  93. რესპექტაბელურ ხალხს მხოლოდ იმიტომ სწამთ ღმერთი, რომ არ ილაპარაკონ მასზე (ჟან პოლ სარტრი).
  94. საშინელი, გადაუჭრელი საკითხი: როგორ შეუძლია ჭკვიან, განათლებულ ხალხს – კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს – სჯეროდეთ ეკლესიური რწმენის აბსურდის, რომლის ახსნაც მხოლოდ ჰიპნოზით თუა შესაძლებელი (ლევ ტოლსტოი).
  95. იმის უნდა ვირწმუნოთ, რაც ცხოვრებაში გვეხმარება, და არ უნდა ვირწმუნოთ იმის, რაც გვიშლის ხელს(ბორის კრიგერი).
  96. ჩვენ ქვეცნობიერად ვფიქრობთ, რომ ღმერთი მაღლიდან გვხედავს – ის კი შიგნიდან გვხედავს (ჟილბერ სესბრონი).
  97. სულს, ყველაფერი რაღაც ახალი და სულ უფრო ძლიერი გაკვირვებით და მოწიწებით ავსებს, რაც უფრო ხშირად და ხანგრძლივად ვფიქრიბთ მათზე – ესაა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს თავზე და ჩემში არსებული მორალური კანონი (იმანუელ კანტი).
  98. თუ რელიგია პირველ ადგიზე არ დგას, ესე იგი ის ბოლოზე დგას (ლევ ტოლსტოი).
  99. ჩვენი საქმე არაა ღმერთს განვუსაზღვროთ, თუ როგორ უნდა მართოს მან ეს ქვეყნიერება (ნილს ბორი).
  100. იუდეაქრისტიანულ რელიგიურ ტრადიციაში ჩვენ უდიდეს პრინციპებს ვპოულობთ, რომლებითაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ ყველა ჩვენს მისწრაფეფებში და განსჯებში. ჩვემი სუსტი ძალა საკმარისი არაა, ამ უმაღლესი მიზნის მისაღწევად, მაგრამ ის აყალიბებს ჩვენი ყველა მისწრაფებებისა და ფასეული განსჯების საიმედო საფუძველს (ალბერტ აინშტაინი).

-------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий

ბლოგზე მოქმედებს მოდერაცია. არ დაიშვება კომენტარი რომელიც შეიცავს: აგრესიას, არაადეკვატურ აზრებს, პროვოკაციას, რომელიც დაწერილია უცხო ენაზე, არ ეხება სტატიის თემას, ერთი ადამიანის ბევრი კომეტარი ერთ სტატიაზე (თითოეული კომენტატორი აკეთებს ერთ კომენტარს – ამიტომ კარგად დაფიქრდით, რისი თქმა გსურთ!), სხვა კომენტარების კომენტარებს (კომენტარი სტატიას გაუკეთეთ და არა სხვის კომენტარებს). კომენტარები დისკუსიისა და დებატებისათვის არაა განკუთვნილი. დისკუსიისა და შეკითხვებისათვის, პირადი იქნება ის თუ ტექნიკური ხასიათის, გთხოვთ, გამოიყენოთ ფოსტა ან შეტყობინებების სხვა ფორმა. თქვენი კომენტარი თუ არ გამოქვეყნდა, ამაზე კომენტარებში ჩხუბი საჭირო არ არის (ეს ვერანაირად ვერ გიშველით), შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე მომწეროთ. დიდი ალბათობით, ჩვენ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და თქვენი კომენტარი გამოჩნდება.