пятница, 28 мая 2021 г.

საუბრობს თუ არა მათეს 10:28 სულის უკვდავების შესახებ?


მოციქულების საქადაგებლად გაგზავნისას, იესომ ისინი იმის შესახებ გააფრთხილა, რომ მათი ცნობა სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდებოდა, ფიზიკური ანგარიშსწორების საშიშროებამდეც კი. მათი და ყველა თავისი მიმდევარის გაძლიერების სურვილით, მოძღვარმა მოუწოდა: "ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც კლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მათე 10:28; საპატრიარქოს გამოცემა).

შეგვიძლია ეჭვიც კი არ შეგვეპაროს იმაში, რომ მოწაფეებმა სწორად გაიგეს ეს ხატოვანი ფრაზა. თუმცა დღეს მრავალი ნომინალური ქრისტიანისათვის ეს ფრაზა არა თუ გაუგებარია - მისი დახმარებით სულის უკვდავების შესახებ არაბიბლიური და არაქრისტიანული სწავლების მხარდაჭერას ცდილობენ. სიტყვები "კლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა" ისე აღიქმება, როგორც სულის - სუბსტანციის, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ ცალკე აგრძელებს ცხოვრებას, ურღვევობაზე პირდაპირი მითითება. ვინც ასე ფიქრობენ, იმ მნიშვნელობას, რომელიც იესომ სიტყვა "სულში" ჩადო, პლატონური გაგებით ცვლიან, ასევე იგნორირებას უკეთებენ როგორც მუხლის უახლოეს, ისე შორეულ კონტექსტს.

воскресенье, 16 мая 2021 г.

რელიგიური არარელიგიურობა



ჩვენს დღეებში მრავალი ადამიანი მიიჩნევს თავს რელიგიურად. და იმ დროს, როდესაც ადამიანთა ერთი ნაწილისთვის რელიგიურობა ტაძრებში თუ მეჩეთებში სიარულით შემოიფარგლება, ადამიანთა მეორე ნაწილისთვის მასში კიდევ განსაზღვრული ტრადიციებისა და წესების დაცვაც შედის. ამიტომ, თუ მათთვის, ვინც თვეში ერთხელ უბრალოდ საეკლესიო წირვებს ესწრებიან, რელიგიურად მოხსენიება რთულია, მაშინ იმ ადამიანის, რომელიც წელიწადში რამოდენიმეჯერ მარხულობს, თითქმის ყველა რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავს და საკმაოდ ხშირად დადის ტაძარში, რელიგიურად  მოხსენიება არაა ადვილი, რადგან ის გეტყვის, რომ უამრავ დროსა და ძალებს ხარჯავს იმისათვის, რომ საკუთარი ეკლესიის ტრადიციებისა და წესების თანახმად იცხოვროს. აბა აქ რაღას იტყვი? რელიგიურობის ამა თუ იმ ეკლესიის გაგებით, ის ადამიანები, რომლებიც ამ ეკლესიის ყველა წესებს იცავენ, რა თქმა უნდა, რელიგიურებად ჩაითვლებიან, თუმცა მხოლოდ იმ ეკლესიის მიერ, რომლის წესებსაც იცავენ, იმისდა მიუხედავად, ბიბლიურია ეს წესები თუ არაბიბლიური, ან საერთოდ აბსურდული და "არასაჭირო".

вторник, 4 мая 2021 г.

ლომთან ჭიდილში (სიმონ არნოლდ-ლიბსტერი)

 



ფრანგი იეჰოვას მოწმის, სიმონ არნოლდ-ლიბსტერის წიგნი "ლომთან ჭიდილში" ქართულ ენაზე.  წიგნი მოგვითხრობს ავტორის, მისი ოჯახისა და მათ გარშემო მცხოვრები სხვა იეჰოვას მოწმეების ისტორიას, ფაშისტური გერმანიის პერიოდში.