воскресенье, 16 мая 2021 г.

რელიგიური არარელიგიურობა



ჩვენს დღეებში მრავალი ადამიანი მიიჩნევს თავს რელიგიურად. და იმ დროს, როდესაც ადამიანთა ერთი ნაწილისთვის რელიგიურობა ტაძრებში თუ მეჩეთებში სიარულით შემოიფარგლება, ადამიანთა მეორე ნაწილისთვის მასში კიდევ განსაზღვრული ტრადიციებისა და წესების დაცვაც შედის. ამიტომ, თუ მათთვის, ვინც თვეში ერთხელ უბრალოდ საეკლესიო წირვებს ესწრებიან, რელიგიურად მოხსენიება რთულია, მაშინ იმ ადამიანის, რომელიც წელიწადში რამოდენიმეჯერ მარხულობს, თითქმის ყველა რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავს და საკმაოდ ხშირად დადის ტაძარში, რელიგიურად  მოხსენიება არაა ადვილი, რადგან ის გეტყვის, რომ უამრავ დროსა და ძალებს ხარჯავს იმისათვის, რომ საკუთარი ეკლესიის ტრადიციებისა და წესების თანახმად იცხოვროს. აბა აქ რაღას იტყვი? რელიგიურობის ამა თუ იმ ეკლესიის გაგებით, ის ადამიანები, რომლებიც ამ ეკლესიის ყველა წესებს იცავენ, რა თქმა უნდა, რელიგიურებად ჩაითვლებიან, თუმცა მხოლოდ იმ ეკლესიის მიერ, რომლის წესებსაც იცავენ, იმისდა მიუხედავად, ბიბლიურია ეს წესები თუ არაბიბლიური, ან საერთოდ აბსურდული და "არასაჭირო".

ამგვარად, თუ ეკლესიის გაგებაში არაბიბლიური წეს-ჩვეულებები ღვთისათვის მისაღებად ჩაითვლება, მაშინ ლოგიკურია, რომ ადამიანი, რომელიც ამ წესებს იცავს და ფიქრობს, რომ ისინი ბიბლიურია, ამ ეკლესიის გაგებით მაინც ჩაითვლება ძალიან ღვთისმოსავად და ღვთისა და ამ ეკლესიის ერთგულად. თანაც საინტერესო ისაა, რომ ასეთი ტრადიციები და წესები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, იმაზე გაცილებით ბევრიც კი, ვიდრე ადამიანური შესაძლებლობები იმისა, გაიგოს საიდან მომდინარეობს ეს ტრადიცია, ბიბლიურია თუ არა ის და სჭირდება თუ არა საერთოდ ღმერთს. როდესაც ასეთი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების რაოდენობა ასებს ითვლის, მაშინ ბუნებრივია, რომ ნორმალური ადამიანი არ დაიწყებს იმის გამორკვევას, თუ საიდან მომდინარეობენ ისინი, იმიტომ რომ ასე ჭკუიდან შეიძლება შეიშალო, თუ იმის გარკვევას შეეცდები, სად მიდის ყველა ამ ტრადიციების ფესვები და საერთოდ საჭიროა თუ არა ისინი. ეს რთულია, ეს საკუთარი შეხედულებებისა და საკუთარი რწმენის გადახედვას მოითხოვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მეორეხარისხოვანი და არაპრინციპულია. მთავარია, უბრალოდ მიჰყვე მათ, თავის მხრივ კი ღმერთი თავად გაარკვევს რა საჭიროა და რა არა.

მსგავსი პოზიცია შეიძლება მრავალ ეკლესიას გააჩნდეს, რომლებიც, საახალწლო ნაძვის ხესავით, ასობით რელიგიური ტრადიციებითა და დღესასწაულებით არიან მორთულ-მოკაზმულნი. თუმცა შორს სიარულს არ დავიწყებთ და ყურადღებას ჩვენს ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიას მივაპყრობთ,  ანუ მართლმადიდებლობას. ამ რელიგიის დღესასწაულების რაოდენობას თუ დავაკვირდებით, თუნდაც ვიკიპედიაში, მაშინ დავინახავთ, რომ მთავარი, ანუ საუფლო დღესასწაული 12-ია, რომლებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და საკუთარ მრევლს იმისკენ მოუწოდებენ, რომ აუცილებლად დაიცვან ისინი. გარდა ამისა არსებობს არასაუფლო დღესასწაულები, რომელთა რაოდენობაც 5-ია, და რომლებზეც იმაზე არანაკლები ყურადღება მახვილდება, ვიდრე ძირითად 12-ზე, და ასევე არსებობენ ეგრეთ წოდებული, საშუალო დღესასწაულები, რომელთა რიცხვიც ასევე 12-ია და რომლებიც მართლმადიდებლობაში ყველაზე თაყვანსაცემ წმინდანებთანაა დაკავშირებული. სულ, მეტნაკლებად ძირითადი დღესასწაული 29 გამოდის. კიდევ არსებობს ხსოვნის დღეები, რომლებიც ასევე რომელიმე წმინდანებთანაა დაკავშირებული და რომელთა რაოდენობაც ასეულებს ითვლის, ანუ ფაქტიურად ყოველდღიურად რაღაც დღესასწაულია. თავის მხრივ, ძირითად 29 დღესასწაულს დიდი ყურადღება ეთმობა და დიდი დიდებულებით აღინიშნება.

მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება ამ დღესასწაულების რაოდენობასა და მათ მნიშვნელობაზე. მათი რიცხვი მართლაც ძალიან დიდია და თითოეულს ძალიან საგულდაგულოდ და სერიოზულობით უნდა მიდგომა. თუმცა ყველაფერი “კარგად” იქნებოდა, ამ დღესასწაულების შესახებ ისე შემეტყო, რომ ბიბლია არ შემესწავლა. მაშინ ვიფიქრებდი, რომ რადგან მათი რიცხვი ასე დიდია, ესე იგი ღვთის მოწონების მიღება იმითაა შესაძლებელი, თუ მთელ ამ სისტემას უბრალოდ ჩავწვდებოდი და ამ დღესასწაულებს დავიცავდი. თუმცა მას შემდეგ, რაც იესოს ცხოვრებისა და იმის შესახებ შევიტყვე, თუ რას საქმიანობდნენ პირველი ქრისტიანები და როგორ წარმოედგინათ მათ საკუთარი მსახურება, ყოველივე ამაზე თანამედროვე მართლმადიდებლურმა თვალსაზრისმა, რბილად რომ ვთქვათ, შოკში ჩამაგდო. იმიტომ რომ ბიბლიაში არა თუ ამ დღესასწაულების აღნშვნის წესებს ვერ ვხედავ, არამედ უშუალოდ ამ დღესასწაულების არსებობას ან მათზე მინიშნებებსაც კი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მაგალითისთვის “ღვთისმშობლის მიძინების” დღესასწაული, რომელსაც საფუძვლად გადმოცემა უდევს, რომელშიც აღწერილია, როგორ გამოეცხადა ვითომ ღვთისმშობელი ვიღაც წმინდა ანდრიას. პირველი ქრისტიანები შოკში იქნებოდნენ, ის რომ გაეგოთ, რომ ასეთი დღესასწაული მომავალში ქრისტიანულად ჩაითვლებოდა. ისინი ძალიან გაოცდებოდნენ, ის რომ გაეგოთ, რომ ანდრიასა და ამ დღესასწაულის, "ღვთისმშობლის მიძინების" არსებობამდე, ქრისტიანობა, როგორც აღმოჩნდა, მთლად სწორი ქრისტიანობა ვერ ყოფილა. პავლე და პეტრე შოკში იქნებოდნენ, იმის გაგებით, რომ, როგორც აღმოჩნდა, მომავალში, ღვთისთვის სასურველი ის იქნებოდა, რათა ადამიანებს ის დღესასწაული აღენიშნათ, რომელიც მხოლოდ მათდამი იქნებოდა მიძღვნილი – “პეტრე პავლობა”. დღესასწაულზე  წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი” აღარაფერს ვამბობ. იესოსთვის, როგორც აღმოჩნდა ძალიან მნიშნელოვანი ყოფილა, რომ მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს ის აღენიშნათ, უკაცრავად და, სასქესო ორგანო როგორ წინადაუცვითეს. ეს ხომ ასე უზომოდ მნიშვნელოვანია! იცით რა ვქნათ, მოდით ყველა მოციქულის წინადაცვეთა ავღნიშნოთ, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ვაიდა გამოგვადგეს… აბსურდია რაღა თქმა უნდა, სხვა სიტყვების პოვნა რთულია.

და საერთოდ, მთლად პირდაპირ რომ მივუდგეთ და ბიბლიაში აღწერილი ქრისტიანობა იმ ქრისტიანობას შევადაროთ, რომელიც ეგრეთ წოდებული წმინდა მამების გადმოცემებსა და ნაშრომებზეა დაფუძნებული, ათობით უნმიშვნელოვანესი დღესასწაულებითა და ტრადიციებით, მაშინ პირველი საუკუნის ქრისტიანები გაუნათლებელ უიღბლო ერეტიკოსებს დაემსგავსებიან, რომლებიც თანამედროვე ქრისტიანობის ფონზე ჭეშმარიტებისაგან შორს იმყოფებიან. მათ არც 12 საუფლო დღესასწაული ჰქონდათ, არც დიდი დღესასწაულები, არც გარდამავალი დღესასწაულები და არც არანაირი დღესასწაულები, ერთის გარდა. არც ხატები ჰქონდათ, არც წმინდანები ჰყავდათ, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ, არც წმინდანთა გახრწნილი ნარჩენები ჰქონდათ, რომელსაც თაყვანს სცემდნენ და არც სხვა მსგავსი სისულელე. და მე, ჩვეულებრივი ადამიანი, მართლმადიდებელ ეკლესიაში რომ მივიდე და ვუთხრა, რომ მხოლოდ იმ ქრისტიანობას გავყვები, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი, ამ ათობით დღესასწაულებისა და ხსოვნის დღეების გარეშე, მე ერეტიკოსად ჩამთვლიან და იფიქრებენ, რომ ღრმა ცდუნებაში ვარ. აი თურმე, რამდენად შორს იყო ჭეშმარიტებისაგან, პირველი საუკუნის ქრისტიანობა. საწყალი მოციქულები, ისინი ისეთი გაუნათლებლები ყოფილან, იმ ქრისტიანებთან შედარებით, რომლებიც ყველა ამ თანამედროვე დღესასწაულებს აღნიშნავენ.


მართლაც, აბა კიდევ რით უნდა დაკავდნენ ეკლესიაში? მრევლს იმის შესახებ უქადაგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიური პრინციპების სამსახურში, სკოლასა თუ ოჯახში გამოყენება? ოჰ, რა სისულელეა. აი “წინადაცვეთა” კი, სულ სხვა საქმეა! როგორ შეიძლება წინადაცვეთაზე არ იფიქრო? ან იქნებ მღვდლებმა ადამიანებს ბიბლიის ყოველდღიური კითხვა უნდა ასწავლონ? რა საჭიროა! აი იმის აღნიშვნის სწავლება კი, თუ როგორ გამოეცხადა ღვთისმშობელი ანდრიას, ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ან იქნებ მღვდლებმა ღვთისმსახურებისას იმის შესახებ უნდა მოყვნენ, თუ როგორ ქადაგებდნენ  პირველი ქრისტიანები და რისი სწავლა შეგვიძლია მათგან? კაი რა, ეს ხომ მოსაწყენია! ამაზე მნიშვნელოვანი ხომ იოანე ოქროპირის, კირილე და მეთოდეს ან სერგეი როდონეჟსკის ხსოვნის დღის აღნიშვნაა.

ამგვარად გამოდის, რომ მრევლის აზროვნებაში იმ ქრისტიანობის სახე სულაც არ ვითარდება, რომელიც პირველ საუკუნეში იყო. თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის ღვთისადმი მსახურება იმ ტრადიციების დაცვით შემოიფარგლება, რომლებიც ბიბლიაში არასოდეს ყოფილა, დღესასწაულების, რომლებიც ბიბლიაში არასოდეს ყოფილა და იმ ადამიანების თაყვანისცემით, რომელთა თაყვანისცემასაც ბიბლია არ ითხოვს. რაღა თქმა უნდა, ყოველივე ამაზე დრო იხარჯება, ძალიან ბევრი დრო. ჩვენს დროში ის ისედაც ცოტა გვაქვს, ხოლო ის დრო, რომელიც გვრჩება, იმ იდეის ჩანერგვაზე იხარჯება, რომ ეს დღესასწაულები მართლაც საჭიროა. მრევლის ასეთი წევრის გონება მთლიანად დღესასწაულებისა და წეს-ჩვეულებების დაცვის წვრილმანებით ივსება, და არა იმით, თუ როგორ გამოიკვლიოს ბიბლია და უშუალოდ მას როგორ მიჰყვეს. მრევლის ასეთ წევრს თავშიც კი არ მოუვა, რომ ეს დღესასწაულები ქრისტიანობასთან საერთოდ არ არის კავშირში. ამიტომ ამ ადამიანების ღვთისადმი რწმენა, საერთოდ აღარ ჰგავს იმ რწმენას, რომელიც პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ. ხოლო იმის გამო, რომ ასეთი დღესასწაულების რიცხვი ძალიან დიდია და თითქოსდა იმ წმინდანებს თუ მოვლენებს აღნიშნავენ, რომლებიც ხანდახან ბიბლიაში აღწერილ პირებთანაა დაკავშირებული, ეს ყველაფერი სიმართლეს ძალიან წააგავს. თუმცა რაოდენობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხარისხს.

გულწრფელად რომ ვთქვათ, ხანდახან ძალიან ვოცდები, რა დიდი რაოდენობის წესები და ტრადიციები აქვს ზოგიერთ რელიგიებს, რათა მაქსიმალურად ღვთისმოსავური იერი ჰქონდეთ. ხანდახან ეს წესები იმდენად ბევრია, რომ იმის წარმოდგენაც კი რთულია, როგორ უნდა შეძლო ყოველივე ამის დაცვა და სად უნდა იპოვო ყოველივე ამისათვის საჭირო დრო. და ხშირად, წესების ასეთი სიუხვე ამ რელიგიის ჭეშმარიტების მაჩვენებლად შეიძლება გამოცხადდეს. ვითომდა, თუ ასე ბევრი წესები აქვთ და ხან ერთს უნდა ვცეთ თაყვანი და ხანაც მეორეს, ხან უნდა ვიმარხულოთ და ხანაც ტაძარში წავიდეთ, და კიდევ ათობით სხვა წესი დავიცვათ, ესე იგი რელიგია სერიოზულია და ნდობას იმსახურებს. ჯამში, მრევლის ასეთი წევრი ფიქრობს, რომ რახან ძალიან რთულად ართმევს თავს ყველა ამ წესის დაცვას და ყველა ამ დღესასწაულს იცავს, მას ცაში, ბუნებრივია, სანაცვლოს მიაგებენ. ზუსტად ასევე იყო იმ ძველ რელიგიებშიც, რომლებიც ასობით ღმერთს სცემდნენ თაყვანს და ერთდროულად რამოდენიმე ღვთაებას უსრულებდნენ წეს-ჩვეულებებს, და იგივე ხდება დღესაც, თუმცა ეხლა ღვთაებების ნაცვლად ქრისტიანულ რელიგიებს წმინდანები ჰყავთ, რომლებსაც ასევე თაყვანი უნდა სცენ, მათზე უნდა ილოცონ, მათ საპატივცემულოდ დანიშნული დღესასწაულები აღნიშნონ და მათ "წმინდა ნაწილებს" თუ სხეულის გახრწნილ ნაწილებს დაუჩოქონ, აქ ვისთვის როგორც მოსახერხებელია.

დღესასწაულების ასეთი სიუხვე, ათობით, ვითომდა წმინდა ადამიანების თაყვანისცემისაკენ მოწოდება და უამრავი წესების დაცვა, რომლებიც ვითომდა ყველაზე სწორია, თუმცა გაუგებარია საიდან მოვიდნენ ისინი, მრევლის წევრების გონებაში ქმნის არა მხოლოდ  სამყაროში ყველაზე სწორი რელიგიის სახეს, არამედ რაც კიდევ უფრო უარესია, მრევლის ასეთ წევრებში ისეთ აზროვნებას აყალიბებს, რომ ისინი ისედაც მაქსიმუმს აკეთებენ ღვთისათვის და მაქსიმუმზე მეტსაც კი. ისინი ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრს ცდილობენ ღვთისათვის და საკუთარ თავს უარსაც კი ეუბნებიან რაღაც-რაღაცეებზე. მათი აზროვნება ასეთი პრინციპით იწყებს მუშაობას – ბევრი დღესასწაული და ბევრი წმინდანების თაყვანისცემაა, ესე იგი სწორია, ხოლო თუ დღესასწაულები, ხატები და წმინდანები არ არის, ესე იგი ეს რელიგია ბოროტისგანაა, ან ამერიკიდან, რაც ზოგიერთისთვის რატომღაც ერთი და იგივეა. და თუ ასეთ ადამიანს, რომელიც ყოველ საღამოს ყველა წმინდანის ცხოვრებისა და წმინდა მამების სწავლებების შესწავლითაა დაკავებული, მისი რწმენის შესახებ ვკითხავთ, ის აბსოლუტურად გულწრფელად გვეტყვის, რომ მისი რწმენა ყველაზე ნამდვილია, იმიტომ რომ მან ბევრი იშრომა და იკითხა იმისათვის, რათა მისი ეკლესიის სწავლებების თანახმად ეცხოვრა. შედეგად, მისი რწმენის არსი შეიცვლება, მისი საფუძველი შეიცვლება. მისი რწმენა უკვე გაიზრდება არა ღმერთთან პირადი ურთიერთობების, ადამიანებისადმი სიყვარულისა და თანაგრძნობის საფუძველზე, არამედ იმ უამრავი წესების საფუძველზე, თუ როგორ უნდა აღინიშნოს სწორად ესა თუ ის დღესასწაული და რომელ წმინდანს თაყვანი უნდა სცეს და რომელს არა. ასეთი რწმენა თანდათან გადაიქცევა სისტემად რომელიც სულ უფრო და უფრო მიბმული იქნება არა ბიბლიის სულთან, არამედ სიტყვებთან ანუ მკაცრ და რთულ წესებთან, რომლებიც ადამიამებმა შექმნეს. ადამიანებისათვის ჭეშმარიტება იქნება არა იესოს იმ უბრალო სიტყვებში, რომლითაც ის ადამიანებს ასწავლიდა და არა მის სწავლებებზე და მის ცხოვრებაზე მსჯელობებში, არამედ უამრავ უსიცოცხლო წესებში, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ათობით დღესასწაული, თაყვანი როგორ უნდა სცეს ხატებს, როგორ ილოცოს წმინდანების მიმართ და როგორ უნდა შეასრულოს ათობით გაუგებარი რიტუალი და წეს-ჩვეულება. ესეც იმის რწმენა და მრწამსი იქნება, რომ ადამიანი სწორად სცემს ღმერთს თაყვანს, თუმცა ჭეშმარიტი რწმენისგან განსხვავებით, ეს რწმენა ხელოვნური იქნება, ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილი, ხელოვნური ღვთისადმი მიმართული. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ასეთი რწმენის ხილვა სურდა იესოს თავის მიმდევრებში.

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ადამიანები არარელიგიურ მორწმუნეებად გადაიქცნენ. მორწმუნეებად, რომლებმაც თვითონვე შეუქმნეს საკუთარ თავს რელიგიურობა, თავადვე შექმნეს წმინდანთა თაყვანისცემის სისტემა, და თავადვე გადაწყვიტეს, რომ მათ თაყვანი უნდა სცენ, ხოლო დღესასწაულები იმიტომ უნდა დაიცვან, რომ, როგორც ისინი ფიქრობენ, ასეთი სახით ღვთის მოწონებას დაიმსახურებენ. თანამედროვე ქრისტიანობა იმდენად შეიცვალა, რომ პირველი ქრისტიანები, მხოლოდ იმის მიყოლით, რასაც პირველ საუკუნეში მიჰყვებოდნენ, დღეს ცრუ ქრისტიანებად ჩაითვლებოდნენ.

მე ვფიქრობ, რომ ისინი, რომლებმაც ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულად გადაქცევა მოიფიქრეს, ყველაზე უკანასკნელ რიგში იმსახურებენ ნდობას და მათი სიტყვების სერიოზულად აღქმა დიდი შეცდომაა. იმ ადამიანებს, რომლებმაც სერიოზულად გადაწყვიტეს, რომ ასეთი დღესასწაულები უნდა იყოს ქრისტიანობის განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშანი და რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ღვთისა და ქრისტესათვის, უკვე აღარ ძალუძთ ბიბლიის გონივრულად ახსნა-განმარტება და ადამიანების დახმარება, რომ მათ ბიბლია გაიგონ. ეს ადამიანები თუ ასეთ უგუნურობებს უკვე წმინდა დღესასწაულების რანგში აყენებენ, როგორ შეიძლება სხვა დანარჩენში მათი ნდობა? მათ კი არ აებნათ გზა, ვინც ბიბლიას მიჰყვებიან, არამედ მათ, ვინც ის სულ სხვა წიგნად აქციეს.

(მაქსიმი)

-------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий