воскресенье, 28 ноября 2021 г.

გამოცხადების 12:7-9. როდის მოხდა ომი ზეცაში?

 




  იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ბიბლიას იკვლევენ, პოპულარობით სარგებობს მოსაზრება, რომ გამოცხადების 12:7-9-ში აღწერილ მოვლენებს შორეულ წარსულში ჰქონდა ადგილი, პირველი ადამიანების, ადამისა და ევას შეცოდებამდე ცოტა ხნით ადრე ან შეცოდების შემდეგ მალევე. მათი აზრით, ზუსტად მაშინ მოხდა სატანისა და მისი დემონების დედამიწაზე გადმოყრა. ასეთი მოსაზრების მტკიცებულებად, როგორც წესი, იესოს სიტყვები მოჰყავთ, რომლებიც მან I საუკუნეში, მისი მიწიერი მსახურების დროს თქვა: «ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან» (ლუკა 10:18). ამასთან დაკავშირებით კითხვა იბადება: სატანა თუ ჯერ კიდევ კაცობრიობის შექმნის განთიადზე იქნა დედამიწაზე გადმოგდებული, მაშინ, როგორ შეიძლებოდა მის მიმართ გამოყენებულიყო იესოს ქმედებები, რომელიც 1914 წელს გამეფდა? გამეფებულ იესოსა და სატანას და მის დემონებს შორის გამართულ რომელ ომზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი?



  პასუხი, როგორც ყოველთვის, ძალიან იოლია! საჭიროა მხოლოდ გამოცხადების მთელი მე-12 თავის კონტექსტის ყურადღებით გამოკვლევა, თავის სადაც ზეცაში გამართული ომის შესახებაა საუბარი.

  პირველ რიგში, ის, რომ იესომ ზეცაში თავის გამეფებამდე დიდი ხნით ადრე თქვა, რომ «ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან», არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა ღვთის სამომავლო ჩანაფიქრს. იესო იმ მოსალოდნელ მოვლენაზე საუბრობდა, რომლის აღსრულებაშიც ყველაზე გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა, და მის შესრულებაში სრულიად იყო დარწმუნებული. მისთვის ეს მომავალში მოსახდენ უეჭველ ფაქტს წარმოადგენდა! ის სატანის ხვედრზე ისე ლაპარაკობდა, თითქოს ეს უკვე მომხდარიყოს, და ამას ხელს ვერაფერი შეუშლიდა!

  ასეთი შეხედულების მტკიცებულებად შეიძლება საკმაოდ ხშირი წინასწარმეტყველური გამოთქმები გამოდგეს, რომლებსაც სხვადასხვა დროს მცხოვრები ღვთის მსახურები წარმოთქვავდნენ, როდესაც ისეთ რამეზე, რაც მომავალში უნდა მომხდარიყო, უკვე წარსულ დროში ლაპარაკობდნენ, თითქოს ეს უკვე მომხდარიყოს.

  ბიბლეისტი დიმიტრი შედროვიცკი წმინდა წერილის ამ თავისებურებასთან დაკავშირებით აღნიშნავს: «საქმე იმაში გახლავთ, რომ ბიბლიაში მრავალი მოვლენა, რომელიც შორეულ მომავალში უნდა მოხდეს, აწმყო დროში აღიწერება, იმიტომ რომ წინასწარმეტყველი… შინაგანი მზერით ხომ უკვე მომხდარს ხედავს. არის ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც ჩვენს მიერ განსახილველს ჰგავს, როდესაც წინასწარმეტყველის მიერ აღწერილი ადამიანი (ან ერი) ამ მომავალში მოსახდენ მოვლენებზე აწმყო დროში და პირველ პირში საუბრობს» (დ. ვ. შედროვიცკი «დანიელის წიგნის წინასწარმეტყველებები. ძვ.წ. 597 წლიდან. — ახ.წ. 2240 წლამდე.»).


  მაგალითად, მსგავსი შემთხვევების ნახვა შეგვიძლია ესაიას სიტყვებში (ესაია 50:4-6; 53 თავი), ან მოციქული იოანეს გამოცხადების წიგნში (შეადარეთ ეფესოელები 2:5-7).

  და კიდევ, გამოცხადების წიგნის მთელი მე-12 თავის კონტექსტი, ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა მრავალ ბიბლიურ მუხლებთან ერთად, იმის დანახვაში გვეხმარება, რომ ზეცაში ომი პირველი ადამიანების შეცოდებიდან საკმაოდ გვიან მოხდა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ მსგავსი ბიბლიური მითითებების განხილვას და შევეცადოთ, რომ დამოუკიდებლად გავცეთ პასუხები მათში დასმულ შეკითხვებს.

  ეზეკიელი 28:16 – ვის აძევებს ღმერთიმხოლოდ სატანას თუ ყველა ორგულ ანგელოზებს?
  რატომ არ აძევებს ამ მომენტში ღმერთი სატანასთან ერთად დემონებსაც, თუ ზეცაში მომხდარი ომი ერთდროულად სატანის წინააღმდეგაც იყო მიმართული და დემონების წინააღმდეგაც? განა ეს იმაზე არ მეტყველებს, ზეცაში ომი მოგვიანებით უნდა მომხდარიყო?

  იობი 1:6; 2:1 – სატანა თუ დედამიწაზე იყო გადმოგდებული, მაშინ იობის დღეებში მაინც რატომ ჰქონდა ზეცაში სხვა სულიერ ქმნილებებთან დგომის და ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობაც კი?

  ესაია 24:21,22 – «ზეცის ლაშქარი» დემონების არმიას წარმოადგენს. რატომ ამბობს ღმერთი, რომ როგორც მინიმუმ ესაიას დღეებში ისინი ჯერ კიდევ ზეცაში იმყოფებიან, «დედამიწის მეფეებისგან» განსხვავებით, და დედამიწაზე არ არიან უკვე გადმოყრილნი?
  რატომ ამბობს ღმერთი, რომ ის მათ «მიაქცევს ყურადღებას» მომავალ დროში, და არა ყურადღებას აქცევდა წარსულში?

  გამოცხადება 12:7-13 – ეთანხმებით თუ არა, რომ ზეცაში მომხდარი ეს ომი უკვე იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოხდა?

  გამოცხადება 12:10 – რომელ და ვის ძმებს სდებდა სატანა ბრალს დღე და ღამერის შემდეგაც დედამიწაზე იქნა გადმოგდებული?
  ვის ეწოდება ბიბლიაში იესო ქრისტეს ძმები? (ებრაელები 2:11-13).
  შეიძლება სატანა ჯერ კიდევ მანამდე ყოფილიყო დედამიწაზე გადმოგდებული, სანამ დედამიწაზე ქრისტე მოვიდა და ძმები გაუჩნდა?

  გამოცხადება 12:11 – რატომაა ნათქვამი, რომ სატანას კრავის სისხლით სძლიეს, თუ ისე ვიფიქრებთ, რომ ზეცაში გამართული ომი ჯერ კიდევ კაცობრიობის განთიადზე მოხდა და, შესაბამისად, ქრისტეს გამომსყიდველურ სიკვდილამდე?
  ხოლო თუ დავუშვებთ, რომ სატანასთან და დემონებთან გამართული ომი ჯერ კიდევ დედამიწაზე ცოდვისა და სიკვდილის გამოჩენამდე მოხდა, მაშინ რატომაა ნათქვამი, რომ «ძმებს» ჯერ კიდევ იმ ომამდე მოუწიათ სიკვდილის პირისპირ აღმოჩენა?

  გამოცხადება 12:12 – თუ ზეცაში მომხდარი ამ ომის დროს დედამიწა ჯერ არ იყო ადამიანებით სავსე, მაშინ ვისი მისამართითაა წარმოთქმული გაფრთხილება «ვაი მიწას და ზღვას,… თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი»?
  რატომაა ნათქვამი, რომ ამ ომის შემდეგ ეშმაკმა იცის, რომ «დრო ცოტაღა დარჩა»? რატომ ეწოდება ამ დროს «ცოტა»?

  გამოცხადება 12:13 – ვის დაუწყო დევნა სატანამ მისი დედამიწაზე გადმოგდების შემდეგ, თუ ვიფიქრებთ, რომ იმ მომენტისთვის ჯერ არცერთი ადამიანი არ ყოფილა შექმნილი?

  გამოცხადება 1:1 - შეიძლება თუ არა ბიბლიის მითითების იგნორირება, რომ მოციქული იოანესთვის ნაჩვენები ყველა მოვლენა ჯერ კიდევ «უნდა მომხდარიყო», ანუ ასევე ომიც მხოლოდ მომავალში უნდა მომხდარიყო?
  არსებობს თუ არა იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ მოციქულისთვის წინასწარმეტყველების სახით გადაცემული ომი თითქოსდა უკვე დიდი ხნის მომხდარ მოვლენას წარმოადგენდა?


  ასეთი სახით, ზეცაში მომხდარი ომის დროის ყურადღებიან კვლევას, რომლის შედეგადაც სატანა და მისი დემონები დედამიწაზე იყვნენ გადმოყრილნი, იმ დასვკნამდე მივყავართ, რომ მოცემული მოვლენა მხოლოდ იესო ქრისტეს მოციქულების სიკვდილის შემდეგ შეიძლებოდა მომხდარიყო, და არანაირად ამაზე ადრე. თავად იესოს სიტყვები «ბოლო დღეების» ნიშნის შესახებ კი, კავშირში მოდის «ვაი მიწის» აღწერილობასთან გამოცხადების 12:10-დან. ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ «ბოლო დღეებს» პირდაპირი კავშირი აქვს ზეცაში მომხდარ ამ მოვლენებთან. ზუსტად ამ მომენტიდან დაიწყო იესო ქრისტეს, როგორც მმართველი მეფის უხილავი «თანდასწრება». როგორც ბიბლიის ცნობილი ქრონოლოგია გვიჩვენებს და თანამედროვე მოვლენები ადასტურებენ, ეს პერიოდი 1914 წლიდან დაიწყო.
-------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий