вторник, 7 декабря 2021 г.

სამედიცინო "რულეტკა"

 



დრო და დრო ასეთი შეკითხვა შეიძლება მოვისმინოთ:  ... ჰემოტრანსფუზია ავადმყოფების მკურნალობის ჩვეულ მეთოდს წარმოადგენს. მედიკოსები თუ აგრძელებენ სისხლის გადასხმის პრაქტიკაში გამოყენებას, განა მათ პროფესიონალურ ცოდნას არ უნდა ვენდოთ? სწორია თუ არა მკურნალობის თანამედროვე მეთოდების საიმედოობის გადამოწმება, ექიმები თუ პროგრესიულად მიიჩნევენ ამ მეთოდებს?


ეს შეკითხვები, რა თქმა უნდა, იმდენად მოსალოდნელია, რამდენადაც გულუბრყვილო. რადგან საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ მრავალი ადამიანი მიდრეკილია ისეთ მკაფიო ფრაზებზე წამოეგოს, როგორებიცაა «მედიცინის თანამედროვე მუშაკები», «პროგრესული მეთოდები» და ა.შ. და ა.შ… ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ რახან დროის ამ მონაკვეთში ვცხოვრობთ, ესე იგი, ჩვენს გარშემო არსებული სამყარო ყველაზე-ყველაზე «მოწინავეა», და შესაბამისად, აღარც მედიცინაში არსებობს რაიმე სახის ცდომილებები და აკვიატებული აზრები. ამავდროულად, პატიოსნად უნდა ვაღიაროთ: ზუსტად ასეთივე გრძნობებს განიცდიდა ყველა ის თაობა, რომელიც თავის ეპოქაში ცხოვრობდა. ამ მხრივ ჩვენ, სამწუხაროდ, არაფრით არ გამოვირჩევით ჩვენი წინამორბედებისაგან.


ექიმები ყოველთვის მცოდნე ხალხად მიიჩნეოდნენ, დიდ ინტელექტუალებად. მათ მოსაზრებაში დაეჭვება მიუღებელი იყო. დიდი მმართველებიც და უბრალო გლეხებიც მორჩილად იღებდნენ ავადობის დროს ექიმების რჩევებსა და დარიგებებს და, შემოთავაზებულ წამლებსა და მკურნალობის მეთოდებს ისე აღიქვავდნენ, როგორც «თანამედროვესა და პროგრესულ» პანაცეას გავრცელებულ დაავადებასთან მიმართებაში. არანაირად არ ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ «ავადმყოფისათვის ექიმის აუცილებლობას» და ამ უკანასკნელების მიერ რეალური დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობებს, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ხშირად დრო ავლენდა ისეთ უხეშ ცდომილებებს, რომლებიც ერთ დროს არსებული სამედიცინო წარმოდგენებისთვის იყო დამახასიათებელი (მარკოზი 2:17).    

მაგალითად, ძველად და შუა საუკუნეებში «კლასიკური მედიცინა» აქტიურად იყენებდა ისეთ «პროგრესულ» მეთოდებს, როგორებიც იყო საკუთარი ნაწლავური გაზების შესუნთქვით მკურნალობა, დანაწევრებული ან პასტისებურ მასად ქცეული მკვდარი თაგვების თუ ცხოველთა ექსკრემენტების მიღება. 




კბილის პრობლემები რაღაც «კბილის ჭიებით» განიმარტებოდა, რომელთა მოსპობაც პირის ღრუში შხამის ან გავარვარებული რკინის შეყვანას მოითხოვდა. სხვა, გაცილებით რბილი წარმოდგენის თანახმად, კბილების განკურნება მაშინ იყო შესაძლებელი, თუ სავსემთვარობისას მთელი ღამის განმავლობაში პირღია იჯდებოდი ისე, რომ მთვარის შუქი მტკივან კბილს დაანათებდა.

ევროპელი ექიმები სხეულის ჩვეულებრივ დაბანას საუკუნეების განმავლობაში ჯანმრთელობისათვის საზიანოდ მიიჩნევდნენ. რის შედეგადაც თუნდაც არისტოკრატიულ დიდებულებას თითებზე შეეძლო იმ იშვიათი მომენტების ჩამოთვლა, როდესაც მათ წყლის პროცედურების მიღება უწევდათ. სხვათაშორის, ზუსტად ამ მიზეზის გამო იქნა გამოგონილი სუნამო – მათ სულ მცირედით მაინც შეეძლოთ იმ საშინელი სიმყრალის გადაფარვა, რომელიც წლობის განმავლობაში დაუბანელ სხეულებს ასდიოდათ.


«1800-იან წლებში ხველების განკურნებას სისხლის გამოშვებით, ყელში გაჩენილი ნახველის — ილის, ზღვის ხახვისა და ამონიაკის (ეს მცენარეული ფისი დღემდე შედის ამოსახველებელი საშუალებების შემადგენლობაში) ნაზავი აბებით გათხელებას, ხოლო საჭმლის მონელების პრობლემების მოგვარებას მჟავე სიროფებისა და მწარე ნახარშების დახმარებით  ცდილობდნენ. გართულებული ჭლექის [ტუბერკულოზის] დროს «შინაგანი წვენების სიდამპლეს» ებრძოდნენ ქინაქინისა და შემკვრელი საშუალებების — მურის და ქაფურის დახმარებით, უძილობას და ტკივილს კი ფუტკარას, ციკუტას, ბელადონას და ოპიუმის ნაყენებით მკურნალობდნენ. მომაკვდავებს ქილებს, ვერცხლის წყლის პრეპარატებს და ტყვიის შაქარს უნიშნავდნენ: ავადმყოფი იმ ქვეყნად უფრო სწრაფად მიდიოდა, ვიდრე შვებას იგრძნობდა…
ვინაიდან ჭლექი საერთოდ არ ითვლებოდა გადამდებად, ავადმყოფების მოვლის პროცედურებისას არანაირ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებს არ მიმართავდნენ. სისხლითა და ნახველით დასვრილ თეთრეულსა და ცხვირსახოცებს მრეცხავებს აძლევდნენ, ავადმყოფის სამყოფელს გვიდნენ, არ რეცხავდნენ, რითაც ჰაერში სწევდნენ მიკრობაქტერიებით სავსე მტვერს. ოდნავი შემსუბუქების დროს, ჭლექიანები საზოგადოებრივ სალონებში, თეატრებში და რესტორნებში დადიოდნენ. მათი გარშემომყოფთაგან იზოლირება ძალიან გვიან დაიწყეს, XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში. ზუსტად მაშინვე დაიწყეს საგუბერნიო და საოლქო საავადმყოფოებში სპეციალური განყოფილებების მოწყობა ჭლექიანებისთვის, სადაც მათ მინიმალურ დახმარებას უწევდნენ და, ფაქტიურად, პაციენტები მხოლოდ «საფლავის გზაზე აჩქარებდნენ ერთმანეთს» (მარია პიროგოვსკაია «ჭლექი XIX საუკუნეში»).


«პროგრესულ» XIX საუკუნეში – გამოგონებებისა და სამეცნიერო-ტექნიკური გარღვევების საუკუნეში – დაავადებების მკუნალობაზე სამედიცინო შეხედულებების სიტუაცია კვლავ ისეთივე არაერთმნიშვნელოვანი რჩებოდა. მაგალითად, მედიკოსები ავადმყოფებს «ეფექტური საშუალების» სახით დაჟინებით ურჩევდნენ ვერცხლისწყლის გამოყენებას. ისეც ხდებოდა, რომ ეს ნივთიარება თითქმის ყველა დაავადების შემთხვევაში სასარგებლოდ ითვლებოდა, მაგალითად, ნაწლავების გადახლართვიდან - სიფილისამდე. მედიკოსები არანაკლები აქტიურობით იყენებდნენ დარიშხანასაც. თავიდან ეს მეთოდი ევროპაში ჩინური მედიცინიდან მოვიდა, თუმცა ძველ სამყაროში სწრაფად მოიპოვა მაღალი რეპუტაცია. მისი დახმარებით ცდილობდნენ დიაბეტის, ართრიტის, მალარიის, სიფილისისა და დაავადებათა კიდევ მთელი ბუკეტის მკურნალობას.  


ცალკე მიმართულებას წარმოადგენდა დარიშხანას კოსმეტოლოგიაში გამოყენება.

«არისტოკრატები დარიშხანიან წყალში ბანაობდნენ, დარიშხანიან შამპუნს ხმარობდნენ, დარიშხანიან კრემებს იყენებდნენ. ყველაფერში დარიშხანა იყო. მოდა - უცნაური და სულელური ძალაა. ზოგიერთი მამაკაცი კი დარიშხანიან აბებს იყენებდა, როგორც თანამედროვე ვიაგრას ალტერნატივას. მუშაობდა ეს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ ეს ვერავის ვერ აჩერებდა. 19 საუკუნის ევროპა დარიშხანით დარჩება ისტორიაში. ყველგან დარიშხანა იყო: საღებავებში, სურსათში, ტანსაცმელში. ყველგან იმდენი დარიშხანა იყო, რომ დღეს ევროპას სადეზინფექციოდ დახურავდნენ. აღსანიშნავ ფაქტს ის წარმოადგენს, რომ დარიშხანას ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში იყო შესაძლებელი და თანაც კაპიკები ღირდა. მაგალითად, პორცია, რომელსაც "სწორად" გამოყენების შემთხვევაში ორმოცდაათი ადამიანის მოკვლა შეუძლია - ერთი ცენტი ღირდა» («შეშლილი მე-19 საუკუნე»).


XIX საუკუნეში ექიმები ბავშვებს «უსაფრთხო სიროფის» მიღებას ურჩევდნენ, რომელიც ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს შეიცავდა, როგორებიცაა სულფატი, მორფინის ჰიდროქლორიდი, ქლოროფორმი, კოდეინი, ჰეროინი, ოპიუმი, ჰაშიში. შედეგი ბავშვთა ხშირი სიკვდილიანობა გახდა.

XIX-XX საუკუნეებში ექიმები აქტიურ პროპაგანდას უწევდნენ თამბაქოს მოწევის სარგებლიანობას, მას ხველების, ასთმის და კიბოს სამკურნალო შესანიშნავ საშუალებადაც კი მიიჩნევდნენ. გაციებასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ რეკომენდაციას უწევდნენ დიაცეტილმორფინის, იგივე ჰეროინის გამოყენებას. მასვე იყენებდნენ ტკივილგამაყუჩებლის სახითაც.






ექიმები თითქმის ნებისმიერი სისუსტის შემთხვევაში პაციენტებს ოყნას უწერდნენ. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ფსიქიკური დაავადებების პრობლემების მოგვარება ექიმების თვალში ლობოტომიასთან (ტვინის პრეპარირება) იყო დაკავშირებული, რისთვისაც ამ მეთოდის შემქმნელს სახალხოდ გადასცეს ნობელის პრემია. 1920-1930-იან წლებში კი, ეფექტურ გასახდომ საშუალებად მედიკოსები რეკლამირებას უკეთებდნენ აბებს, რომლებიც სოლიტერის კვერცხებს შეიცავდა. 

ხოლო, ექიმებში ფართოდგავრცელებული ისეთი მკურნალობის მეთოდი კი, როგორიც სისხლის გამოშვება იყო, საკუთარ პოპულარობას საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა. და XIX საუკუნეში მას ჯერ კიდევ ფართოდ იყენებდნენ როგორც ერთერთ ძირითად საშუალებას, მიუხედავად იმ დაავადების სახეობისა, რომლითაც პაციენტი იტანჯებოდა. რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ექიმების მიერ გამოყენებულმა ამ «გამოცდილმა და ეფექტურმა» საშუალებამ, დღეს ალბათ ზუსტად ვერავინ იტყვის.


მრავალი მედიკოსი დღესაც ანალოგიური თავგამოდებით აგრძელებს ლაპარაკს სისხლის გადასხმის «სარგებლიანობაზე», მათ მოტივაციას კი ისევ იგივე შაბლონური მტკიცებულებები წარმოადგენენ აღნიშნული მეთოდის «ავტორიტეტულობისა» და «ეფექტურობის» შესახებ. ისევე, როგორც წარსულში, ექიმები ამტკიცებენ, რომ უშუალოდ სისხლის გადასხმას შეუძლია ავადმყოფის განკურნება მისი დაავადებისაგან. და ზუსტად ისევე მალავენ ამ მეთოდის მეშვეობით საშიში ვირუსებით დასნებოვნებული ათასობით ადამიანის და ზუსტად იმ «უსაფრთხო» ჰემოტრანსფუზიის შედეგად დაღუპულების შესახებ არსებულ ფაქტებს. სახეზეა ავადმყოფისთვის შეთავაზებული, ერთგვარი სამედიცინო "რულეტკა".

იმის მყარი შეგრძნება ჩნდება, რომ წარსულში მცხოვრები ექიმების მიერ დაშვებული უხეში შეცდომების სამწუხარო გამოცდილება, რომლებსაც მედიკოსები ერთ დროს «პროგრესულ» მეთოდებად წარმოადგენდნენ, ყოველთვის როდი ასწავლის ექიმების თანამედროვე თაობებს. მიუხედავად საკმარისზე მეტი რაოდენობის ფაქტებისა, რომლებიც სისხლის გადასხმის უკიდურეს საშიშროებას ამტკიცებს, მრავალი ექიმი მაინც ძველებურად განაგრძობს მოსახლეობის იმაში დარწმუნებას, რომ მოცემულ სფეროში სერიოზული პრობლემები არარსებობს. 

თუმცა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე დღეს იხსნება სულ უფრო მეტი სპეციალიზირებული უსისხლო მედიცინის ცენტრები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სულ უფრო მეტი ექიმი და პაციენტი აცნობიერებს ჰემოტრანსფუზიის გამოყენების საფრთხეებს. 


«სისხლის გადასხმაზე უარის მთქმელთა მოძრაობა სუფთა რელიგიური აღარ არის. დღეს მხოლოდ აშშ-ში, უსისხლო ქირურგიის 50-ზე მეტი ცენტრია. რუსეთის ჰემატოლოგიის პატრიარქი, აკადემიკოსი ანდრეი ვორობიოვი კი, მთელი ქვეყნის დასანახად გამოდის სისხლის გადასხმის წინააღმდეგ მასიური მაშტაბებით» (გაზეთი «Известия», 25 მარტი 1999 წელი «ქირურგია წვეთი სისხლის გარეშე») https://religiophobia.appspot.com/jw/hbkk.html

«დღესდღეობით [2000 წ.] აშშ-ში უსისხლო მედიცინის 100-ზე მეტი ცენტრი არსებობს. მთელი მსოფლიოს მაშტაბით დაახლოებით 190 პროგრამა ხორციელდება, რომელიც სისხლის დაზოგვისკენაა მიმართული […]  უსისხლო მეთოდები ერთგვარი «ოქროს სტანდარტი» ხდება... დიახ, ხვალინდელი დღე ჩვენთან უსისხლო მედიცინის ცენტრებისა და პროგრამების სახით მოვა» (დოქტორი მოზეს ბ. ადჟიბოიე).  https://religiophobia.appspot.com/jw/bhnpdpv.html

«მრავალი პაციენტი [აშშ-ში] ითხოვს [უსისხლო] სამედიცინო დახმარებას რელიგიური მოტივებიდან გამომდინარე, თუმცა იმ ადამიანების რიცხვიც იზრდება, რომელთაც სხვის სისხლთან კონტაქტი ინფექციებისა და არასასურველი რეაქციების შიშის გამო არ სურს» («ამერიკის საავადმყოფოები და კლინიკები»)  http://medbe.ru/clinics/kliniki-i-gospitali-ssha/bolnitsy-i-kliniki-ameriki-lechenie-v-obshchey-bolnitse-tampy-florida-ssha/

«ევროპელთა უმრავლესობა, იციან რა სისხლის გადასხმის გართულებების შესახებ, ოპერაციის ჩატარებას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, დონორული სისხლის გამოყენების გარეშე ითხოვენ» (მარეკ ვიტასი, კარდიოქირურგი, «სისხლის გადასხმა: რა ალტერნატივები არსებობს?») http://www.zoj.kz/rubriki/actualtema/264-perelivanie-krovi-kakie-est-alternativy.html

«სისხლის გადასხმისგან იმ ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იკავებს თავს, რომლებშიც ისლამია გავრცელებული, ასევე მრავალი იუდეველი და ყველა იეჰოვას მოწმე… ჩვეულებრივ, როდესაც დონორულ სისხლზე უარს ამბობენ, მორწმუნეები წინააღმდეგები არ არიან სინთეთიკური სისხლის შემცვლელები გამოიყენონ. საერთო ჯამში ასეთი ადამიანების რიცხვი დედამიწის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ეს ჯგუფი ასევე რუსეთშიც იზრდება» (აკადემიკოსი გენრიხ ივანიცკი, «Диа-Новости», «მომავალი უსისხლო მედიცინას ეკუთვნის») https://religiophobia.appspot.com/jw/bzmbk.html#2_0_0 

«დღეს ცივილურ სამყაროში ჰემოტრანსფუზიაზე სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ამბობს უარს!» (ა.პ. ზილბერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი).

«მსოფლიო უსისხლო მკურნალობის გზაზე დგება და მისგან არ გადაუხვევს» (ვ.კ. კალნბერზი, РАМН-ის აკადემიკოსი, ტრავმატოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრი, «Диа-Новости», «მომავალი უსისხლო მედიცინას ეკუთვნის») https://religiophobia.appspot.com/jw/bzmbk.html#2_0_0 

«დადგება დრო, როდესაც ჩვენი პრაქტიკა საყოველთაო გახდება და, შემდეგ უცნაური გამოჩნდება ის, ადრე რომ ამდენი რაოდენობის დონორული სისხლი იყო საჭირო» (პროფესორი ტარიჩკო, გაზეთი «Известия», 25 მარტი 1999 წელი, «ქირურგია წვეთი სისხლის გარეშე»)https://religiophobia.appspot.com/jw/hbkk.html

და მართლაც, როგორც ჩანს, უკვე ძალიან ახლო მომავალში, სისხლის გადასხმით «მკურნალობას» მედიკოსები ისეთივე სკეფსისით მოიგონებენ, როგორც დღეს იხსენებენ ცოტა ხნის წინ «საყოველთაოდ მიღებულ» სისხლის გამოშვების პრაქტიკას, ჰეროინის, დარიშხანასა და ვერცხლისწყლის მეშვეობით მკურნალობას. ჰემოტრანსფუზიის მომხრეების პოვნა კი ისეთივე რთული გახდება, როგორც დღესაა რთული მათი პოვნა, ვინც ონკოლოგიური დაავადებების თამბაქოს მოწევით «მკურნალობის» დასაცავად გამოდის…    


P.S.  რასაც ჰქვია, თემის შესაფერისი სტატიაა! ბმული:  http://www.aum.news/zdorove/2083-ispoved-eretika-ot-mediciny
------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:





Комментариев нет:

Отправить комментарий