пятница, 21 августа 2020 г.

ღვთის სახელი ახალ აღთქმაში




ზუსტად ისე, როგორც უძველეს ასლებშია?
"Nomina Sacra" და ღვთის სახელი
არტიკლები Κύριος-ის წინ
ძველი აღთქმის ციტატები ახალ აღთქმაში
ადრეულმა ქრისტიანებმა იცოდნენ ღვთის სახელი
ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (რუსულ ენაზე)
ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (ივრითზე)
ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (ინგლისურ ენაზე)
ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (გერმანულ ენაზე)
დასკვნა



ახალი აღთქმის თარგმანების მთელ რიგში შეიძლება ღვთის სახელის – იეჰოვას ნახვა. ზოგიერთებში ბიბლიის თარგმანების ავტორების ასეთმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება კითხვა წამოჭრას: რამდენად მართებულია ღვთის სახელის გამოყენება ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში? ვინაიდან არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის ფაქტი, რომ ტეტრაგრამატონი (ღვთის სახელი) დაახლოებით 7 000 ჯერ გვხვდება ებრაულ წერილებში (ანუ ძველ აღთქმაში), რის შედეგადაც ბიბლიის თარგმანები, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტად შეესაბამებოდნენ ტექსტის პირველწყაროს, ცდილობენ რომ საკუთარ ფურცლებზე აღადგინონ ეს სახელი. თუმცა ასეთ შემთხვევაში რაზეა დაფუძნებული ღვთის სახელის გამოყენება ახალი აღთქმის თარგმანებში, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დღეს არსებულ ხელნაწერებში ეს სახელი არ გვხვდება?


ეს კარგი შეკითხვაა, და მოცემულ სტატიაში მის განხილვას შევეცდებით. მოხერხებულობისთვის სტატიაში მოცემული იქნება დამატებითი წყაროების ბმულები, სადაც ზუსტი განმარტებები და მაგალითებია მოცემული.

მაშ ასე

 




ზუსტად ისე, როგორც უძველეს ასლებშია?



შეკითხვა: «თუ ახალი აღთქმის დღეს არსებულ ძველ ხელნაწერებში ტეტრაგრამატონი (ანუ ღვთის სახელი «იეჰოვა») არ არის, მაშინ ის განა ზუსტად ისე არ უნდა ითარგმნოს, როგორც ასეთ ხელნაწერებში წერია? განა ასეთ თანმიმდევრულ მიდგომას არ ითხოვს პატიოსნება? განა სწორია ახალი აღთქმის ტექსტში რამის დამატება ან შეცვლა


პასუხი: 
გამოცდილება აჩვენებს, რომ მათ მნიშვნელოვან ნაწილს, ვინც მსგავს შეკითხვას სვავს, არასაკმარისად კარგად ესმით ის, თუ რას წარმოადგენენ ახალი აღთქმის ყველაზე უძველესი ხელნაწერები, რომლებზეც ისინი მიუთითებენ. საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს ჩვენ ხელთ არ გვაქვს უშუალოდ ორიგინალი ტექსტები, რომლებიც პირადად მოციქულთა ხელით იქნა დაწერილი. როგორც ჩანს, ამ ხელნაწერების პირდაპირი ასლებიც კი არ გვაქვს.

ყველაზე ადრეულ წყაროდ მეცნიერები რეინოლდის პაპირუსს P52 ასახელებენ, რომელიც იოანეს სახარების მხოლოდ რამოდენიმე ხაზს შეიცავს (18:31-33). მოცემული დოკუმენტი ახ.წ. 125 წლით თარიღდება (თუმცა რიგი მეცნიერებისა მას ცოტა უფრო გვიან თარიღს მიაწერენ). კიდევ ერთი ძველი არტეფაქტიბოდმერის პაპირუსი (Р75) რომელიც ლუკას და იოანეს სახარების ტექსტებს შეიცავს, თარიღდება დაახლოებით ახ.წ. 175 და 225 წლების შუალედით. ახალი აღთქმის უძველესი ასლის შემდეგი ცნობილი მაგალითიაჩესტერ ბიტის პაპირუსები (Р45, Р46, Р47). ისინი სახარებების, მოციქული პავლეს წერილების და გამოცხადების წიგნის მნიშვნელოვან ნაწილებს მოიცავენ. ეს აღმოჩენა ახ.წ. 250 წლით თარიღდება.

ყველაზე ავტორიტეტული უძველესი კოდექსები, რომლებიც ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს შეიცავენ, ესენია სინური კოდექსი (Sinaiticus, ახ.წ. IV საუკუნე), ვატიკანის კოდექსი (Vaticanus, ახ.წ. IV საუკუნე) და  ალექსანდრიული კოდექსი ( Alexandrinus, ახ.წ. საუკუნე).

როგორც შეგვიძლია დავინახოთ, ახალი აღთქმის წიგნების პრაქტიკულად ყველა მეტნაკლებად სრული კრებული, მოციქულთა შრომის საკმაოდ გვიან ასლებს წარმოადგენენ, მათ მოციქულებს დაახლოებით ორი და უფრო მეტი საუკუნე აშორებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლიის ნებისმიერ მთარგმნელს საქმე აქვს არა მოციქულების ორიგინალურ წიგნებთან, არამედ მათ გაცილებით გვიანდელ ასლებთან


ეხლა კი საკითხის არსს დავუბრუნდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი აღთქმის თარგმანები «ზუსტად ისე უნდა [გაკეთდეს]... როგორც ასეთ ხელნაწერებში წერია», «თანმიმდევრულად და პატიოსნად», «მათში არანაირი ცვლილება არ უნდა გაკეთდეს»... კარგით, ხელში თუ ავიღებთ მოხსენიებულ უძველეს ასლებს და მათი ტექსტის , ასე ვთქვათ «ერთიერთში» გადათარგმნას ვცდით, მაშინ აუცილებლად აღმოვჩნდებოდით საკმაოდ რთულ სიტუაციაში. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ არტეფაქტების ყველა ტექსტებში (გარდა რეინოლდის პაპირუსი P52-სა, რომელიც სულ რამოდენიმე ხაზისაგან შედგება) ბიბლიის თანამედროვე მკითხველისათვის უჩვეულო პირობით აბრევიატურებს ვხვდებით, თანაც საკმაოდ დიდი ოდენობით. მეცნიერები ამ აბრევიატურებს «nomina sacra»-ს (ანუ «წმინდა აღნიშვნები») უწოდებენ. ამგვარი ტექსტუალური შემოკლებები წარმოადგენს ბერძნული ანბანის ორ (ხანდახან მეტი) ასოს, მათ ზემოთ საერთო ხაზით.


«Nomina Sacra
ძალიან ძველ ქრისტიანულ ხელნაწერებზეც კი ჩნდება, რომელთაგან ყველაზე ადრეული ახ.წ. მეორე საუკუნის შუა პერიოდს განეკუთვნება… Nomina Sacra შემდეგი სახითაა შემოკლებული: ჩვეულებრივ ესაა სიტყვის პირველი და ბოლო ასო განსაზღვრულ ბრუნებაში, ასოების თავზე ჰორიზონტალური ხაზით» (.. ურტადო «Nomina Sacra-ს წარმომავლობა»).

როგორც მიიჩნევა«nomina sacra» მოიაზრებდა ბიბლიის თავდაპირველ ტექსტში მოცემულ ზოგიერთ შემოკლებულ აღნიშვნებს, კერძოდ, «ღმერთი», «უფალი», «ქრისტე», და ასევე ღვთის სახელი «იეჰოვა» და სახელი «იესო». რა თქმა უნდა, რომ «nomina sacra» აბსოლუტურად ხელოვნურს, გვიანდელ წარმონაქმნს წარმოადგენს, რომელსაც ბიბლიის ტექსტების გადამწერები იყენებდნენ. გასაგებია, რომ მოციქულები საკუთარ ნაშრომებში ასეთი უცნაური აბრევიატურების გამოყენებას არ დაიწყებდნენ. მით უმეტეს, რომ ისტორიულად მოცემულმა შესწორებებმა ბიბლიური ტექსტების ასლებში, მხოლოდ ახ.წ. II საუკუნიდან დაიწყო გამოჩენა

თუმცა, თუ ზემოთ მოხსენიებულ მოთხოვნაზე ვისაუბრებთ, რომ ახალი აღთქმის თარგმანები «ზუსტად ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ასეთ ხელნაწერებში წერია, …ყოველგვარი ცვლილებების გარეშე», მაშინ დამეთანხმეთ, «თანმიმდევრული» მიდგომა თავის მხრივ მოიაზრებდა ტექსტებში ჩვენთვის ნაცნობი სიტყვების «ღმერთი», «უფალი» ან «ქრისტეს» ნაცვლად უშუალოდ ასეთი შემოკლებებისანუ «nomina sacra»-ს გამოყენებასიმიტომ რომ ახალი აღთქმის უძველესი ხელნაწერების ასლებში (ბოდმერის, ჩესტერ ბიტისა და სხვა პაპირუსების ჩათვლით) მოცემული აბრევიატურებია წარმოდგენილი


მკითხველი რომ თვალნათლივ დარწმუნდეს ნათქვამში, გთავაზობთ ყველასათვის კარგად ნაცნობ ახალი აღთქმის ტექსტს გავეცნოთ იოანეს სახარების 1:1,2-დან, რომელიც ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში ასე ჟღერს:

«დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.».

თუმცა, უძველეს ასლებში მოცემული ტექსტი შემდეგნაირადაა გადმოცემული:

«დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ΘV და ΘС იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან  ΘV».





ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ΘV და ΘС  - მკაცრად რომ ვთქვათ, წარმოადგენენ არა სიტყვებს θεόν და θεος , არამედ უშუალოდ აბრევიატურებს, რომლებშიც ფონეტიკურად და გრამატიკულად შეიძლება იყოს ამოცნობილი მოცემული მნიშვნელობები. ზუსტად ამიტომ ბიბლიური ტექსტის "ასო - ასო" თარგმნა, ალბათ უფრო, ცოტა არ იყოს დილეტანტურად გამოიყურება და ადამიანის მიერ განსახილველი საგნის ჩაუწვდომლობას ააშკარავებს. სტრიქონობრივი თარგმანებიც კი, რომლებიც ძველ ტექსტებსაც შეიცავენ, აღთქმის გასაადვილებლად იყენებენ არა ტექსტებში მრავალჯერ წარმოდგენილ «nomina sacra»-ს, არამედ მათ სავარაუდო აზრობრივ მნიშვნელობას ორიგინალის ენაზე.   

ანუ არა ΘΣ, არამედ Θεός ("ღმერთი").
არა 
ΚΣ, არამედ Κύριος ("უფალი").
არა ΧΣ, არამედ Χριστός ("ქრისტე").
არა ΙΣ , არამედ Ἰησοῦς ("იესო").
არა ΥΣ, არამედ Υἱός ("ძე").
და ასე შემდეგ...

დიახ, ეს ისე გამოიყურება როგორც ერთგვარი კორექტირება, თუმცა ეს უფრო იძულებითი, ლოგიკური კონტრ-კორექტირებაა, იმ დამახინჯებების შესასწორებლად, რომლებიც ახ.წ.  II საუკუნეში იქნა შეტანილი გადამწერების მიერ ბიბლიური ტექსტის ასლებში და ასევე ბიბლიის კითხვისას აზრობრივად იოლი აღქმის მისაღწევად. ზუსტად ამ მიზეზის გამო ამბობს ბიბლიის ყველა თარგმანი უარს "nomina sacra"-ს გამოყენებაზე და მათ აზრობრივ მნიშვნელობებს იყენებენ. 



"Nomina Sacra" და ღვთის სახელი



შეკითხვა: «"nomina sacra"-სთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. მაგრამ როგორაა ეს დაკავშირებული ახალი აღთქმის თარგმანებში ღვთის სახელის არსებობასთან?»

პასუხი: საქმე იმაში გახლავთ, რომ ახალი აღთქმის ხელნაწერების ასლებში "nomina sacra"-ს გამოჩენა და ძველი აღთქმის ბერძნულენოვან ხელნაწერებში (სეპტუაგინტაშიLXX) "nomina sacra"-ს  გამოჩენა, თითქმის ერთდროულად მოხდა 

წმინდა წერილების ებრაული ტექსტი (ანუ თანახი, იგივე ძველი აღთქმა) ათასობით ადგილას შეიცავს ტეტრაგრამატონს - ღვთის სახელს "იეჰოვა". ამ წესს ებრაელი მთარგმნელები  დღემდე მიჰყვებიან.

თავისი შექმნიდან, ძვ.წ. III-II საუკუნეებიდან დაწყებული და ლამის ახ.წ. I საუკუნის ჩათვლით, ძველი აღთქმის უშუალოდ ბერძნულენოვანი თარგმანი (LXX) ასევე შეიცავდა ტეტრაგრამატონს, რაზეც სეპტუაგინტის უძველესი შემორჩენილი ხელნაწერები მოწმობენ. გარდა ამისა, მოცემულ ფაქტს მისი თანამედროვეები რამოდენიმე შემდგომი საუკუნეების განმავლობაშიც ადასტურებდნენ

თუმცაროგორც კი მოციქულთა პერიოდი დასრულდაახ.წ. II საუკუნეში, სეპტუაგინტის შემდგომ ასლებში ტექსტის მაშტაბური კორექცია ხორციელდება - გადამწერები ტეტრაგრამატონს შლიან და მას ჩვენთვის უკვე ნაცნობი აბრევიატურით "nomina sacra" (ΚΣ) ცვლიანპრაქტიკულად ყველგან, სადაც სეპტუაგინტის ტექსტურ ასლებში პირობითი "nomina sacra" გაჩნდაწინათ ღვთის სახელი - იეჰოვა ეწერა

თავის მხრივ, როგორც ძველ აღთქმაში, ისე ახალ აღთქმაში თავდაპირველი ბიბლიური ტექსტის ერთდროული დამახინჯება "nomina sacra"-ს ერთი და იგივე აბრევიატურების ჩამატებით, იმის სერიოზულ საფუძველს იძლევა მივიჩნიოთ, რომ ამგვარი ჩარევის საერთო შედეგი - ღვთის სახელის აბრევიატურა ΚΣ-ით (შემდგომ კიΚύριος, "უფალი") ჩანაცვლება იყო, მათ შორის ახალ აღთქმაშიც. 

    
«სადღაც ახ.წ. 100 და 135 წლებს შორის, ქრისტიანმა გადამწერებმა, რომლებიც ივრითს არ იცნობდნენ, სწრაფად შეცვალეს ებრაული ტეტრაგრამა ბერძნულ ტექსტში (რომელსაც ჩვენ LXX-ის მეორე ასწლეულის შემდგომ ყველა ასლში ვპოულობთ) ტიტულით «უფალი» (ზოგგან «ღმერთი»)» (ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა», გვ. 150,169,243,244 / «The Name of God Y.eH.oW.aH  Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah:  Its story»).

«[არქეოლოგიურ აღმოჩენებს] შეუძლიათ იმის ახსნა, თუ როგორ იყენებდნენ ახალი აღთქმის დამწერები ღვთის სახელს… ღვთის სახელი, יהוהდროთა განმავლობაში შეცვლილი იქნა არატოლფასი κς-ით ["nomina sacra"]. ტეტრაგრამატონის ამ ამოღებამ, ჩვენი შეხედულებით, დაბნეულობა გამოიწვია წარმართობიდან მოსულ პირველ ქრისტიანებში იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირი არსებობდა უფალ ღმერთსადაუფალ ქრისტეს შორის, რაც ახალი აღთქმის ტექსტის ხელნაწერების ტრადიციაშიც აღიბეჭდა» (რელიგიათმცოდნეობის პროფესორი, ჰებრაისტი ჯორჯ ჰოვარდი «ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალი» / «Journal of Biblical Literature», . 96, 1977, გვ. 63).



მაშ ასე, პირველი მიზეზი, რომლის გამოც სწორი ჩანს ახალ აღთქმაში ღვთის სახელის აღდგენა - ესაა გადამწერების მიერ ღვთის სახელის აშკარა ჩანაცვლება აბრევიატურით ΚΣ (შემოკლ. Κύριος-სგან, "უფალი") იმის შესაბამისად, რაც იმავე პერიოდში გაუკეთეს ღვთის სახელს ძველი აღთქმის ტექსტებში.  

  
დამატებითი ინფორმაცია წაიკითხეთ სტატიებში:

 "ტეტრაგრამატონი სეპტუაგინტაში"  

Nomina sacra

1 კორინთელების 10:9 - "ქრისტე" თუ "იეჰოვა"?

ახალი აღთქმის ბერძნული ხელნაწერები, რომლებიც "nomina sacra"-ს შეიცავენ




არტიკლები Κύριος-ის წინ




მეორე მიზეზი, რომელიც ახალ აღთქმის ტექსტში ღვთის სახელის აღდგენის აუცილებლობაზე მიუთითებს - ესაა გრამატიკული პრობლემა, რომელიც ხელნაწერების ასლებში ჩნდება, ბერძნული სიტყვა "Κύριος"-ის ("უფალი") წინ არტიკლის არარსებობის სახით. ანტონ ჩივჩალოვის სტატიაში ეს გარემოება შემდეგი სახითაა აღწერილი:

"არსებობს იმის ლიგვისტური განსაზღვრების ერთი ძალიან იოლი მეთოდი, თუ სად დგას ქრისტიანული წერილების ორიგინალურ ტექსტებში ტეტრაგრამატონიღმერთის სახელი ებრაულად. ეს მეთოდი იეჰოვას მოწმეებს არ აღმოუჩენიათ, ის აღმოაჩინა მე-19 საუკუნის ბრიტანელმა ბიბლიის მთარგმნელმა ჯონ დარბიმ, რომლის თარგმანიც დღემდე ძალიან ხარისხიანად მიიჩნევა. მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ ზოგიერთ ადგილას ბერძნული სიტყვა «კირიოს» (ბატონი, უფალი) არტიკლის გარეშეა. ასეთი რამ, ბერძნული ენის თვალსაზრისით, არასწორია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ შეცდომაა, მაგრამ რა ვუყოთ იმას: რომ ეს «შეცდომა» დგას ყველა იმ ადგილას, სადაც კონტექსტით ჩანს, რომ ნაგულისხმებია მამა, და არა ძე. სულ დარბიმ 184 ასეთი ადგილი დათვალა.

მსგავს სიტუაციას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: თავდაპირველად ამ ადგილას ტეტრაგრამატონი იდგა ებრაული ასოებით, როგორც ეს ჯერ კიდევ სეპტუაგინტის დროიდან იყო მიღებული, მაგრამ შემდეგ იგი შეცვალეს ბერძნული სიტყვით «კირიოს» (როგორც ცნობილია, სეპტუაგინტას ზუსტად ეს დაემართა). ებრაული ტეტრაგრამატონის წინ არტიკლი საჭირო არაა, ხოლო ბერძნული სიტყვის წინ – საჭიროა. თუმცა, შეცვლისას ეს ან დაავიწყდათ, ან ეს არაპრინციპულად ჩათვალეს." (ა. ჩივჩალოვი "ტეტრაგრამატონი ახალ აღთქმაში").



ეს უჩვეულო სიტუაცია განიხილება ვ. კაბანოვის წიგნში "ტეტრაგრამატონი". ავტორი წერს:

"საკუთარი თარგმანის წინასიტყვაობაში იმის პირადი პოზიციის ახსნისას, თუ რატომ უნდა ითარგმნოს ახალი აღთქმის ამა თუ იმ ადგილებში სიტყვა «უფლის» ნაცვლად — «იეჰოვა», ამ მთარგმნელმა  [დარბიაღნიშნა: «მე არ დამიწყია ტექსტის იმ ადგილების კვადრატული  ფრჩხილებით მონიშვნა, სადაც Kurios-ის წინ არტიკლია საჭირო, თუმცა ამის მაგივრად მე მოვიყვანე ის ადგილები, სადაც Kurios, რომელიც სეპტუაგინტაში სახელი იეჰოვას შესაცვლელად გამოიყენებოდა და ამ მიზეზის გამო იქნა გადატანილი ახალ აღთქმაშისაკუთარი სახელის მნიშვნელობით გამოიყენება, ანუ მნიშვნელობით «იეჰოვა»".

ამგვარად, დარბიმ იმას მიაქცია ყურადღება, რომ სეპტუაგინტაში იმ ადგილას, სადაც წესით იეჰოვას სახელი უნდა ეწეროს, წერია არა უბრალოდ კირიოს, არამედ კირიოს არტიკლის გარეშე. ჩვეულებრივი გამოყენებისას სიტყვა კირიოსის წინ არტიკლი დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც სეპტუაგინტა ითარგმნებოდა და ტექსტში ტეტრაგრამატონს (hwhy) წერდნენ, მთარგმნელები არტიკლს არ სვავდნენ. როდესაც ცრუქრისტიანები სეპტუაგინტაში ტეტრაგრამატონს კირიოსით ცვლიდნენასეთი ჩანაცვლება თავის გრამატიკულ კვალს ტოვებდა არტიკლის არარსებობის სახითამიტომროდესაც დარბი ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში უარტიკლო კირიოსს ხვდება, თუ გრამატიკის კანონების თანახმად ის იქ უნდა იყოს, ის განსაზღვრავს, რომ ამ ადგილას იეჰოვას სახელი უნდა იდგესდა საინტერესო ისაა, რომ უარტიკლო კირიოსი, ბერძნულ წერილებში ზუსტად იქ გვხვდება, სადაც ლოგიკურად ღვთის სახელი უნდა ეწეროს სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარეც".

. კაბანოვი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ მაგალითზე მათეს სახარებიდან:
"
დარბი პირველად უარტიკლო კირიოსზე მათეს 1:20-ში მიუთითებს, სადაც მოცემულია ფრაზა «ანგელოზი უფლისა» (კირიოს). დარბი ამ მუხლში, სიტყვა კირიოსის სქოლიოშიმიუთითებს, რომ აქ უნდა ეწეროს სახელიიეჰოვა. სულ ისეთი ადგილები, სადაც დარბის აზრით, ახალ აღთქმაში იეჰოვას სახელი უნდა ეწეროს — 184-ია.
ასეთივე განმარტებას ვპოულობთ მთარგმნელთან და კომენტატორთან მარკ მილერთან (Mark Heber Miller). ისევ იმავე მუხლში, მათეს 1:20-ში, მარკ მილერი ბერძნული კირიოსის ნაცვლად, YHWH - წერს. ამ მუხლს ის შემდეგ კომენტარს უკეთებს
«YHWH: ბერძნული სიტყვათწყობა AGGELOS KYRIOU (არტიკლის გარეშე) მათეს სახარებაში  უდავო ჰებრაიზმს წარმოადგენსვინაიდან წესების თანახმად აქ არტიკლი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, იმის დიდი ალბათობა არსებობს, რომ ამ ადგილას ტეტრაგრამატონი YHWH ეწერა. ეჭვიც არ არსებობს, რომ YHWH ებრაულ ბიბლიაში გამოიყენებოდა, და არსებობს იმის მიზეზები მიგვაჩნდეს, რომ ის ქრისტიანული ბიბლიის ზოგიერთ ადგილებშიც ჩნდება. შემდგომ ტექსტში ჩვენ YHWH-ს კვადრატულ ფრჩხილებში ჩავსვავთ იმ შემთხვევებში, სადაც სიტყვა «უფალში» აშკარად იაჰვე, ანუ იეჰოვა იგულისხმება». დღეისათვის მარკ მილერმა ახალი აღთქმიდან მხოლოდ მათეს სახარება თარგმნა. ამ სახარების ტექსტში მილერმა 16 ჯერ გამოიყენა აღნიშვნა YHWH. ანუ, თავად მთარგმნელის სიტყვებით, ამ 16 შემთხვევაში «აშკარად იაჰვე, ანუ იეჰოვა იგულისხმება».

დამატებითი მტკიცებულების სახით ვ. კაბანოვი მოიხსენიებს ბიბლიის თარგმანს "Zikarown Say'fer", რომელიც იმითაა ცნობილი, რომ მასში ტეტრაგრამატონია წარმოდგენილი, რომელიც ძველებრაული ასოებითაა ჩაწერილი, სეპტუაგინტის უძველესი ასლების მაგალითის ანალოგიურად. ეს ტეტრაგრამატონი აღდგენილია როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის ტექსტებში. თარგმანის წინასიტყვაობაში, მისი ავტორებიც ზუსტად ასევე ამახვილებენ ყურადღებას სიტყვა „კირიოს“-ის წინ არტიკლის არარსებობაზე და ამ მოვლენას ასეთ განმარტებას უკეთებენ:
«ცალკეული უარტიკლოკირიოს“ ითარგმნება სახელით იაჰვე» [...] «თეოს» განსაზღვრული არტიკლის გარეშე გაიგება როგორც სახელი იაჰვე».


საგულისხმო ის გახლავთ, რომ ბიბიის თარგმანში "A Non-Ecclesiastical New Testament" ახალი აღთქმის ტექსტი ღვთის აღდგენილ სახელს შეიცავს ფორმით "იაჰვე" ["Yahweh"]. მთარგმნელი ფრენკ დენიელსი შემდეგ განმარტებას აკეთებს: 
«ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ტეტრაგრამატონი ებრაული ბიბლიიდან მოყვანილ ციტატაში ჩნდება (რომელიც სეპტუაგინტაში ნათარგმნია როგორც "Κυριος" ["უფალი"], LXX), ეს თარგმანი საკუთარ სახელ იაჰვეს იყენებს. NT [ახალ აღთქმაში] ასევე არის სხვა ადგილებიც, სადაც უარტიკლო "Κυριοςღვთაებრივ სახელზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევებშიც ასევე ფორმა იაჰვე გამოიყენება» ("A Non-Ecclesiastical New Testament", by Frank Daniels, 2016 წ.).


ბიბლიის მკვლევარი ჟერარ ჟერტო დამატებით ინფორმაციას გვაძლევს, რომელიც ტექსტებში იმ არტიკლების არსებობას უკავშირდება, რომლებიც მამასა და ძეს შორის არსებულ განსხვავებებზე მიუთითებენ: 

«პირველი ორი ასწლეულის ქრისტიანებისთვის ღვთის სახელის მნიშვნელოვნების დანახვა, ამ პერიოდის მწერლების რამოდენიმე ნაშრომიდან შეიძლება, რომელთა ფრაზებიც სახელისადმი მოწიწებას ირეკლავენ (კლიმენტი რომაელი, "დიდაქე", ეგნატე ანტიოქიელი, ჰერმა, პოლიკარპე)თუმცა, ეს მწერლები ღვთის სახელის ნაცვლად მის შემცვლელ «უფალს» (კირიოს) იყენებდნენ, მაშინაც კი, როდესაც წმინდა წერილს ციტირებდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი საგულდაგულოდ ცდილობდნენ თავიდან აერიდებინათ გაურკვევლობები იჰვჰ-ს (რომელსაც კირიოს და ჰო თეოსს უწოდებდნენ) და იესოს (რომელსაც ჰო კირიოს და თეოსს უწოდებდნენ) შორის. ამგვარად, არტიკლის არსებობა ან არარსებობა მკითხველს იმის გაგების საშუალებას აძლევდა, თუ ვისზე იყო საუბარი - იესოზე თუ იჰვჰ-ზე. სამწუხაროდ, მეორე ასწლეულის შემდგომ მალევე, ეს ფაქიზი განსხვავებაც გაქრა» 
(ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა»).


რა თქმა უნდა, გრამატიკულ წესებში შეიძლება თავისი გამონაკლისები არსებობდეს, თუმცა როდესაც ახალაღთქმისეულ ტექსტში გრამატიკის ცნობილი წესის დარღვევის თითქმის ორას ერთნაირ მაგალითს ხვდები, მაშინ ამის გამონაკლის შემთხვევად გასაღება შეუძლებელი ხდება! აქ ან ბიბლიური ტექსტების გადამწერებმა გამოავლინეს საკუთარი აბსოლუტური გაუნათლებლობა, ან... ან საქმე გვაქვს ტექსტში ღვთის პირადი სახელის (რომლის წინ არც უნდა იდგეს არტიკლი) ტიტული "უფლით" (უფრო სწორად, ისევ იმ "nomina sacra"-თი ΚΣ, რომელიც მოგვიანებით კიდევ ერთხელ შეიცვალა "კირიოსით") ჩანაცვლების ფაქტთან. 


ასეთი სახით, მეორე მიზეზი, რომელიც ახალ აღთქმაში ღვთის სახელის აღდგენის აუცილებლობაზე მიუთითებს, ესაა - უარტიკლო "nomina sacra" ΚΣ და ΘΣ (რომლებიც მოგვიანებით შეიცვალა "კირიოს"-ით და "თეოს"-ით), რომლებიც კონტექსტუალურად მამის პიროვნებაზე მიუთითებს. გრამატიკის წესების თანახმად, არტიკლის არარსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ადრე ამ ხელოვნური შემოკლებების ადგილას ღვთის პირადი სახელი ეწერა. 




ძველი აღთქმის ციტატები ახალ აღთქმაში



ახალი აღთქმა ძველი აღთქმის ასობით ციტატას შეიცავს. მხოლოდ მათეს სახარებაში მათი რიცხვი ასზე მეტია. ასეთი ციტატების უმრავლესობა ძველი აღთქმის ტექსტში თავიდანვე შეიცავენ ღვთის სახელს ტეტრაგრამატონის სახით. იბადება კითხვა: ძველ მუხლებში თუ იეჰოვას სახელი წერია, მაშინ ახალი აღთქმის ხელნაწერების ასლებში იგივე მუხლები რატომ არ შეიცავენ მოცემულ სახელს? გარდა ამისა, სახელი განა უბრალოდ არ არსებობს, მის მაგივრად ისეთი ხელოვნური ჩანამატებია ჩაწერილი, როგორებიცაა "nomina sacra"-ს სიმბოლოები ΚΣ ან ΘΣ!

შედარებისთვის ყურადღება მივაქციოთ ახალი აღთქმის ცნობილ მონაკვეთს, რომელიც სატანის მიერ იესოს გამოცდის მომენტს აღწერს. მათეს 4:4,7 და 10-ში იესო ძველი აღთქმის ისეთ ადგილებს ციტირებს, რომელთა (თითოეული მუხლის) თავდაპირველ ვარიანტში ღვთის სახელი წერია. 


მათეს 4:4-ში იესო კანონის (მეორე რჯული) 8:3-დან ციტირებს სიტყვებს ("კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით").

მათეს 4:7-ში  იესო კანონის (მეორე რჯული) 6:16-დან ციტირებს ("არ გამოსცადოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი").

მათეს 4:10-ში კი იესო აქცენტს კანონის (მეორე რჯული) 5:9-სა და 6:13-ზე აკეთებს ("არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი... გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა, მას ემსახურე და მისი სახელი დაიფიცე").


თუმცა ახალი აღთქმის ტექსტის დღეს არსებულ ასლებში, იესოს იმ სიტყვებში, რომლებშიც ის ამ მუხლებს ციტირებს, მათში არსებული იეჰოვას სახელის ნაცვლად, "nomina sacra"-ს ხელოვნურ შემოკლება-დანამატებს ვხვდებით. ჩვენ მათი ნახვა შეგვიძლია სინური კოდექსის (ახ.წ. IV საუკუნე) მაგალითზე, სადაც ეს ორასოიანი აბრევიატურები ჩვენ წითელი ფერით გამოვყავით.


მათეს 4:4





მათეს 4:7




მათეს 4:10



ვატიკანის კოდექსში (ახ.წ. IV საუკუნე) ჩვენ აბსოლუტურად იდენტური სურათის ხილვა შეგვიძლია...

სრულიად აშკარაა, რომ იესო საუბარში არ დაიწყებდა იმ წარმოუთქმელი ორასოიანი აბრევიატურების გამოყენებას, რომლებიც ტექსტის ორიგინალში არ არსებობს, ზუსტად ისევე, როგორც არც მოციქული მათე დაიწყებდა მის მიერ დაწერილ წერილში, ძველი აღთქმის ცნობილი მუხლების დამახინჯებას უცნაური "nomina sacra"-თი. ეს ასეა თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ახ.წ. I საუკუნეში, ანუ იესოსა და მოციქულების დროს, ღვთის მსახურები არ იყენებდნენ "nomina sacra"-ს და მისით არ ანაცვლებდნენ სიტყვებს ბიბლიურ ტექსტში. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ასეთმა ჩვეულებამ გავრცელება მხოლოდ ახ.წ. II საუკუნეში ჰპოვა. ამიტომ აშკარაა, რომ ახალი აღთქმის ტექსტს, რომელიც არსებითად ძველი აღთქმის გაგრძელებას წარმოადგენს, უკანასკნელიდან მუხლების ციტირებისას დაუმახინჯებლად უნდა შეენარჩუნებინა ყველა ის მუხლიც, რომლებშიც იეჰოვას სახელი ეწერა.


«არსებობს საფუძველი მიგვაჩნდეს, რომ, როდესაც [ხალი] [ღთქმის] პირველი ხელნაწერები გაჩნდა, ტეტრაგრამატონი, ღვთის სახელი, იაჰვე,ჩნდებოდა ზოგიერთ ან ყველა იმ ადგილას, სადაც [ველი] [ღთქმის] ციტირება ხდებოდა» ("The Anchor Bible Dictionary"). 

ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს ის დასკვნა, რომელიც რელიგიათმცოდნეობის პროფესორმა, ჰებრაისტმა ჯორჯ ჰოვარდმა გააკეთა:  «ღვთის სახელი, יהוה ...თავდაპირველად ახალ აღთქმაში ძველი აღთქმის ციტატებსა და მითითებებში იყო ჩაწერილი და რომ დროთა განმავლობაში ეს სახელი ჩანაცვლებული იქნა არათანაზომიერი κς-ით ["nomina sacra"]» («ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალი» / «Journal of Biblical Literature», . 96, 1977, გვ. 63).

«როდესაც სეპტუაგინტიდან ბერძნული შემცვლელების სასარგებლოდ ღვთის სახელის ებრაული ფორმა წაშალეს, ის ასევე წაშალეს სეპტუაგინტის ციტატებიდან ახალ აღთქმაში... მალე ღვთის სახელი დაკარგული იქნა წარმართთა ეკლესიისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის შემოკლებული სუროგატებით აღინიშნებოდა ან მეცნიერებს ახსოვდათ» ("ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა" / "Biblical Archaeology Review", 1978 წ.).

და კვლავ გავიხსენოთ განმარტება, რომელიც ახალი აღთქმის მთარგმნელმა ფრენკ დენიელსმა გააკეთა: 
«ყველა იმ შემთხვევაშიროდესაც ტეტრაგრამატონი ებრაული ბიბლიიდან მოყვანილ ციტატაში ჩნდება (რომელიც სეპტუაგინტაში ნათარგმნია როგორც "Κυριος" ["უფალი"], LXX), ეს თარგმანი საკუთარ სახელ იაჰვეს იყენებს» ("A Non-Ecclesiastical New Testament", by Frank Daniels, 2016 წ.).

ჯამში, მესამე მიზეზი, რომელიც ახალ აღთქმაში ღვთის სახელის აღდგენისკენ აღმძვრელია, წარმოადგენს მასში ძველი აღთქმის მუხლების მრავალრიცხოვან ციტირებებს, რომელთა ორიგინალურ ფორმებშიც ეს სახელი წერია. საკმაოდ აბსურდულ სიტუაციად გამოიყურება, როდესაც ერთი და იგივე მუხლი, წმინდა წერილის განსხვავებულ ნაწილებში სრულიად განსხვავებულ სიტყვებს შეიცავს (ძველ აღთქმაში - "იეჰოვას", ახალ აღთქმაში კი - "უფალს").





ადრეულმა ქრისტიანებმა იცოდნენ ღვთის სახელი


ძალიან უცნაური იქნებოდა თუ ვიფიქრებდით, თითქოსდა იესო ქრისტეს და მის მოწაფეებს ღვთის სახელის იგნორირება შეეძლოთ. პირველი, უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც თვითონ იესო, ასევე მისი მოციქულები და პიველი ქრისტიანული კრებები - ყველა მათგანი წარმოშობით და რელიგიური აღზრდით იუდეველები იყვნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი თავიდანვე იღებდნენ  ღვთის შესახებ ცოდნას ებრაული წმინდა წერილებიდან (შეადარეთ ლუკა 2:41-47; რომაელები 9:4).

მეორე, იესოს, შემდგომ კი მოციქულების, მთელი ქადაგება, უშუალოდ ებრაულ წერილებზე იყო აგებული. ის, რასაც დღეს ჩვენ  "ახალ აღთქმას" ვუწოდებთ, იმ დროს ჯერ არ არსებობდა (რომაელები 15:4; 2ტიმოთე 3:16,17). პირველი წიგნი, რომელიც შემდეგომ ქრისტიანული წერილების კანონში შევიდა - მათეს სახარება - იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომიდან მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაიწერა. ახალაღთქმისეული კანონის ბოლო წიგნებმა, რომელთა ავტორიც იოანე გახლდათ, სინათლე უკვე ყველა დანარჩენი მოციქულების შემდეგ იხილეს, დაახლოებით ახ.წ. 100 წლისკენ.

სახარებებისა და ასევე საქმეების წიგნის კითხვისას, რომლებშიც უშუალოდ იესოს და მისი მიმდევრების სამქადაგებლო საქმიანობაა აღწერილი იუდეველებსა თუ წარმართებს შორისჩვენ ვხედავთ, რომ სასიხარულო ცნობის გადაცემისას აქცენტი ძირითადი სახით ებრაულ წერილებზე კეთდებოდა. და ეს არცაა გასაკვირითუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ისინი წარმოადგენდნენ ერთადერთ ავტორიტეტულ წყაროს როგორც იუდეველებისთვის, ასევე პროზელიტებისთვის (საქმეები 13:13-15; 15:21; 28:23).

შეკითხვა: სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტების გაცხადებასა და გამყარებაში ებრაული წერილების (ანუ ძველი აღთქმის) ასე მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, შეეძლოთ თუ არა იესოს, მის მოციქულებსა და პირველ ქრისტიანებს, რომ ღვთის სახელისთვის გვერდი აევლოთ, რომელიც ამ წერილებში თითქმის 7 ათასჯერაა ჩაწერილი? ეს არა მხოლოდ უგუნურებად გამოიყურება, არამედ უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებლადაც!

იესო პირადადაც არაერთხელ საუბრობდა ღვთის სახელის გაცხადებისა და განწმენდის მნიშვნელოვნებაზე (მათე 6:9; იოანე 5:43; 10:25; 12:28; 17:6,11,12,26). ამავდროულად ღვთის სახელის განდიდებაში ნაგულისხმები იყო არა მხოლოდ მისი იუდეველ ქრისტიანებს შორის განდიდება, არამედ მათ შორისაც, ვინც იესოს მიმდევარი გახდა წარმართთა რიგებიდან, რაც ცნობილი სიტყვებით დასტურდება:

"როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს და როგორ გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ" (საქმეები 15:14).

ბიბლიის ბოლოს, ახალაღთქმისეული კანონის უკანასკნელ წიგნში - გამოცხადებაში - ჩვენ ოთხჯერ ვხვდებით სიტყვას "ალილუია"რაც ებრაული ფრაზის "ჰალელუჲაჰ"-ის (ანუ "ადიდეთ იაჰი", ფსალმუნებში ეს სიტყვა 24 ჯერ გვხვდება) ტრანსლიტერაციას წარმოადგენს. კერძოდ, მთარგმნელებს ეს სიტყვა რომ თანმიმდევრულად ეთარგმნათ, ასეთი საიდუმლო და გაუგებარი ჟღერადობით დატოვების ნაცვლად, მაშინ ჩვენ ახალ აღთქმაში ღვთის სახელის არსებობის დამატებითი მაგალითები გვექნებოდა, მისი შემოკლებული ფორმით.


რა არის ცნობილი მოციქულების შემდგომ პერიოდში (ანუ ახ.წ. II საუკუნიდან მოყოლებული) ადრეული ქრისტიანების მიერ ღვთის სახელის გამოყენების შესახებ? მოცემულ საკითხზე მრავალი ფაქტიური ინფორმაციის პოვნა მკითხველს შეუძლია ვ. კაბანოვის წიგნში "ტეტრაგრამატონი" [რუს].
ასევე
ჟერარ ჟერტოს წიგნში «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა [რუს]».


ჩემის მხრივ მინდა მოვიხსენიო საკმაოდ საინტერესო ძველი წყარო, რომელსაც "მოციქულთა დადგენილებები" ჰქვია. თუმცა ამ ნაშრომის ავტორობა კლიმენტი რომაელს მიეწერება (ახ.წ. I-II .), ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი ნამდვილი ავტორი გაცილებით გვიან ცხოვრობდა (დაახ. ახ.წ. IV .). მოცემული დოკუმენტი 8 ნაწილისაგან შედგება, რომლებიც "წარმოადგენენ I-III საუკუნის ლიტურგიულ-კანონიკური ძეგლების კომპილაციას" ("მართლმადიდებლური ენციკლოპედია").
ბმული 1
ბმული 2
ბმული 3

ბმული 4
ბმული 5

რით შეიძლება ეს ნაშრომი ჩვენთვის საინტერესო იყოს? თუ ამ წყაროს რუსულენოვან ტექსტს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მასში 247 ჯერაა მოცემული ღვთის სახელი "იაჰვე"-ს ფორმით. ბევრ შემთხვევაში ეს ებრაული წერილებიდან ციტირებული იმ ტექსტის გაცილებით ზუსტ გადმოცემას შეესაბამება, რომლებშიც ტეტრაგრამატონი ეწერა. თუმცა მნიშვნელოვანი ისაარომ ღვთის სახელი ახალი აღთქმიდან მოყვანილ სხვადასხვა ციტატებშიც წერია. მაგალითად, დოკუმენტის სხვადასხვა ადგილებში არაერთხელ ხდება იესოს ცნობილი ლოცვის "მამაო ჩვენოს" ციტირება, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება "მამაო ჩვენო, იაჰვე, რომელი ხარ ცათა შინა". ამავდროულად მითითებულია, რომ ეს ზუსტად "ისეა, როგორც უფალმა დაგვიდგინა სახარებაში". 


(წიგნი მეშვიდე, პ. 24):




(წიგნი მესამე, პ. 18):




(წიგნი პირველი, პ. 3). აქ ჩვენ კვლავ სახარებაზე მითითებას ვხედავთ, რომელიც ღვთის სახელის გამოყენებით "საუბრობს":




(წიგნი მეშვიდე, პ. 14,15). დარიგება ქრისტიანებისთვის:




ძველ ტექსტში მითითება ეძლევათ, რომ იაჰვეს მიმართ ილოცონ (წიგნი 2, . 57; წიგნი 3, . 13), მშობლებს - "აღზარდონ შვილები იეჰვეს სწავლებითა და დარიგებით" და "შვილებს იაჰვეს სიტყვა ასწავლონ" (წიგნი 4, .11) და კიდევ მრავალი მოწოდება ქრისტიანებისთვის, რომლებიც მათ იაჰვეს მორჩილებისაკენ მოუწოდებს.

სრულიად შესაძლებელია, რომ პირველწყაროებში, რომლებთანაც ავტორი მუშაობდა, ღვთის სახელი ძალიან ხშირად იყო გამოყენებული, მათ შორის სახარებისეულ ტექსტებში, რომლებშიც შემორჩენილი იყო ღვთის სახელი. ასეა თუ ისე, სრულიად აშკარაა, რომ მოციქულთა პერიოდის ქრისტიანები ემსახურებოდნენ ღმერთს, რომლის სახელიც ებრაული წმინდა წერილებიდან იყო ცნობილი.

«[ადრეულ] ქრისტიანებს მხოლოდ ღმერთი იეჰოვა სწამდათ» (ჯეიმს ნორტი, ისტორიკოსი).

«
სამლოცველო შეკრებების დროს [მოციქულები] ტაძარს სტუმრობდნენ და სხვებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას იეჰოვას წინაშე ლოცვებში» (. ბოგოლეპოვი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი).

«
იეჰოვა [წინასწარმეტყველი მოსესთვის] იგივე იყო, რაც ქრისტიანებისთვისაასამყაროს ღმერთი» (პ.ი. ჩაადაევი, რუსი მოაზროვნე).


ამასთანავე, მოცემული ფაქტების დასტურს ჩვენ ვპოულობთ არა მხოლოდ თავად ქრისტიანების მხრიდან, არამედ მათი უშუალო მოწინააღმდეგეების მხრიდანაც. მაგალითად, ზეპირი კანონების იუდაურ ნაკრებში, "ტოსეფტში" (ახ.წ. III საუკუნე), მოიხსენიება წმინდა ხელნაწერები, რომლებიც "მინიმ"-ებს ეკუთვნოდათ (იუდაური წარმოშობის ქრისტიანებს). იმის ინსტრუქციაში, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ შაბათს გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში, ტექსტში შემდეგი რამეა ნათქვამი:
"«ჩვენ არ ვცდილობთ ხანძრისას (შაბათს) სახარებების და  მინიმების (‘ერეტიკოსების’) წიგნების გადარჩენას. პირიქით, ისინი ადგილზე უნდა დაიწვას, თავის ტეტრაგრამებთან ერთად. რაბინი იოსე ხა-გალელი ამბობს: კვირის განმავლობაში საჭიროა იმ ადგილების ამოჭრა, სადაც ტეტრაგრამა წერია, და დაიმალოს ისინი, ყველა დანარჩენი კი დაიწვას. რაბინმა ტარფონმა თქვა: მირჩევნია ჩემი ვაჟების სიკვდილი ვიხილო! (ეს წიგნები) თუ ხელში ჩამივარდება, დავწვავ მათ მათში  არსებულ ტეტრაგრამასთან ერთად»" (Lawrence H. Schiffman "Who Was a Jew?").





თუ აშკარა მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებდნენ ადრეული ქრისტიანების მიერ მათ წერილებში (ანუ ახალი აღთქმის ხელნაწერებში, სახარებების ჩათვლით) ღვთის სახელის ტეტრაგრამატონის სახით გამოყენებას, თანაც, სპეციალურ რეგლამენტსაც კი იღებდნენ, თუ რა უნდა ექნათ მათში არსებული ტეტრაგრამებისათვის, მაშინ რამდენად საფუძვლიანია ვიფიქროთ, რომ თითქოსდა ადრეულ ახალაღთქმისეულ ხელნაწერებში ეს სახელი არ ეწერა?


ამ თემასთან დაკავშირებით ასევე უნდა ვახსენოთ რაბინული წყაროები, რომლებშიც იესოს იმაში ედება ბრალი, რომ ის თავის მრავალრიცხოვან სასწაულებს ღვთის სახელის წარმოთქმის გამო ახდენდა. თანაც, ამ ფაქტს თავად მისივე მოწინააღმდეგეები აღიარებდნენ:

"
ისრაელის ბრძენნი და უხუცესნი საბჭოზე შეიკრიბნენ და უთხრეს ერთმანეთს: ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, წარმოთქმული სახელის წყალობით აკეთებს".

 
კერძოდ, იესოს შესახებ ნათქვამია:

"
მიუყვანეს მას ერთი დავრდომილი, რომელიც მანამდე არასოდეს დამდგარა ფეხზე; მან წარმოთქვა ასოები და მან გაიარა".

"
მან ერთი დავრდომილი მოიყვანა, და ის სრულიად გამოჯანმრთელდა; მან ასოები წარმოთქვა [ღვთის საიდუმლო სახელის], და ის გამოჯანმრთელდა. ის მაშინვე ფეხზე წამოდგა და თქვა: ეს მესიაა! მან სხვა ნიშანიც მისცა: ერთი კეთროვანი მოიყვანა, ასოები წარმოთქვა და განიკურნა".

იესოს მიერ მკვდრების აღდგენაც იმავე ქმედებით აიხსნება"ის მკვდრების თავზე  ასოებს წარმოთქვავდა".


დაწვრილებით:  ბ.გ. დერევენსკი "იესო ქრისტე ისტორიულ დოკუმენტებში" [რუს].



ასეთი სახით, ახალ აღთქმაში ღვთის სახელის აღდგენის მეოთხე მიზეზი - ის ისტორიული ფაქტებია, რომლებიც იესოსა და პირველი საუკუნეების ქრისტიანების მიერ ამ სახელის ღრმა პატივისცემასა და მის გამოყენებას ადასტურებენ.







ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (რუსულ ენაზე)




მათთვის, ვინც მიჩვეულია, რომ წმინდა წერილი ცალკე აღებული, საყვარელი თარგმანის პრიზმით აღიქვას, ხშირად ძალიან რთულია საკუთარი აზროვნების შაბლონის დანგრევა, იმისათვის, რათა ახალ აღთქმაში ღვთის სახელის აღდგენის ზემოთ მოყვანილი მიზეზები განიხილოს. კიდევ უფრო გასაკვირი მათთვის ახალი აღთქმის თარგმანების მნიშვნელოვანი რაოდენობის არსებობის ფაქტი აღმოჩნდება, რომლებშიც ეს სახელი წერია. თუ თქვენ არ იცოდით ამის შესახებ, ესე იგი, ეხლა მოგეცემათ ამის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.


მკითხველი რომ ახალი აღთქმის თარგმანის თითოეული მაგალითის მოყვანისას, მუხლების მრავალრიცხოვანი შერჩევით არ გადავღალოთ, აღქმისა და შედარების მოხერხებულობისათვის, ჩვენ ყველა მათგანიდან ცალკეული ტექსტის სტანდარტულ მონაკვეთს მოვიყვანთ.

განყოფილებაში "ძველი აღთქმის ციტატები ახალ აღთქმაში" მათეს სახარების მე-4 თავის მაგალითზე ჩვენ უკვე განვიხილეთ კაზუსი, რომელიც იმასთანაა დაკავშირებული, თუ როგორ ხდება ახალ აღთქმაში კანონის სიტყვების ციტირება. იესო ეშმაკს ძველი აღთქმის მუხლებიდან მოყვანილი ციტატებით პასუხობდა, რომელთაგან თავდაპირველად ყველა მათგანში ეწერა იეჰოვას სახელი. თუმცა ახალი აღთქმის ხელნაწერების გვიან ასლებში ღვთის სახელი ჩანაცვლებული იქნა აბრევიატურებით "nomina sacra". აქედან გამომდინარე საინტერესოა, თუ როგორი სახითაა გადმოცემული მოცემული მუხლები ახალი აღთქმის ქვემოთ მოყვანილ თარგმანებში.

(
თითოეული თარგმანის თანდართული აქტიური ბმულების წყალობით, სურვილის შემთხვევაში მკითხველს თვითონ შეუძლია მისთვის საინტერესო სხვა მუხლების დამოუკიდებლად გადამოწმება ამ თარგმანებში).


მაშ ასე, ახალი აღთქმის რუსულენოვანი თარგმანებით დავიწყოთ...







"ახალი აღთქმის ჰებრაიზირებული სიტყვასიტყვითი და აზრობრივი თარგმანი (LCVh)" (ვ. ჟურომსკი, 2017-2020).

თარგმანის ანოტაციაში ნათქვამია"აღდგენილია ჩვენი მხსნელის იეშუა ხა მაშიახის სახელი, და ვეცადეთ აღგვედგინა მამა ღმერთის - იაჰვეს სახელი".


მაშ ასე, შესადარებლად მათეს სახარების მე-4 თავი ავიღოთ:





ბმული თარგმანთან გასაცნობად:  https://igrnt.info/




********************


"ახალი აღთქმის სიტყვასიტყვითი თარგმანი", (NT_OdBel, ოდინცოვი-ბელინსკი, 2009 წ).

თარგმანი ახალი აღთქმის მრავალ მუხლში იყენებს ღვთის სახელის ფორმას "იაჰვე".


შედარებისთვის კვლავ მათეს მე-4 თავს 
მივაქციოთ ყურადღება:



უფრო დაწვრილებით თარგმანს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ:  

https://web.archive.org/web/20161026000547/http://www.bibleist.ru/biblio.php?q=001/046 



********************



«აღდგენილი ებრაული ახალი აღთქმა» (
სამუელ ბენ შიმონის თარგმანი, NEV-TaHaX).


"აღდგენილ ებრაულ ახალ აღთქმაში" სახელები ისეა ნათარგმნი, როგორც ებრაულ ენაში ჟღერენ. მაგალითად, სახელი "იესო" ტექსტში მოყვანილია ებრაული ჟღერადობით "Йеhошуа [იეჰოშუა]", რაც რეალურ ფონეტიკურ ჟღერადობას შეესაბამება. თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ თარგმანში ბევრჯერ წერია აღდგენილი ღვთის სახელი ებრაული ჟღერადობით "იეჰოვა [Йеhова]" (ზუსტად ასეთი ჟღერადობა აქვს ტეტრაგრამატონს იუდაურ გარემოში). 

და კვლავ, თვალსაჩინო მაგალითის სახით ამ თარგმანშიც მათეს მე-4 თავი გადავშალოთ:




როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, "აღდგენილი ებრაული ახალი აღთქმა" ძველ ტექსტებს ჩანაცვლების გარეშე თარგმნის, "nomina sacra"-ს გარეშედა მათ ზუსტად ისე გადმოსცემს, როგორც არის წარმოდგენილი მოცემული ტექსტები უძველეს ხელნაწერებში, ანუ ღვთის სახელით.


ამ თარგმანთან გაცნობა შეგიძლიათ ბმულზე:  

http://blind.nev-tanah.info/chtenie-tanax/razdel-nev-zavet/



********************




"თანახი. დავით იოსიფონისა და ა-ბრიტ ა-ხადაშის თარგმანი" NEV-ის რედაქციით, 2015 წ.

თარგმანი ახალი აღთქმის ტექსტში მრავალჯერ იყენებს ღვთის სახელს ჟღერადობით "Йегова [იეჰოვა]", იესოს სახელს კი - "Йешуа [იეშუა]".

და კვლავ მათეს მე-4 თავი:




დაწვრილებით თარგმანს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:  
http://holyscripture.ru/bible/?t=nev&b=matthew&n=4



********************




"ებრაული ახალი აღთქმა კომენტარებით"დავით სტერნის თარგმანი, 1989 წელი.


თარგმანის კომენტარებში აღნიშნულია, რომ ახალი აღთქმის მრავალ ადგილას ფრაზაში "ადონაი" ("უფალი") ნაგულისხმები უნდა იყოს ღვთის სახელი ისეთ ვარიანტებში, როგორებიცაა "იეჰოვა", "იაჰვე" ან "იჰვჰ".












თარგმანს გაეცანით აქ:  ბმული






ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (ივრითზე)








ცალკე თემად შეგვიძლია გამოვყოთ ახალი აღთქმის თარგმანების მტკიცებულებები ივრითზე [ებრაულ ენაზე]. მათში თუ წერია ღვთის სახელი?

 

«ებრაულ ენაზე ქრისტიანული წერილების ყველა ცნობილი თარგმანებიდან [მათი რაოდენობა კი დიდია] არ არსებობს ისეთი, რომელშიც თუნდაც იშვიათად არ ეწეროს ტეტრაგრამატონი» (. კაბანოვი «ტეტრაგრამატონი»).

 

«მე... აღმოვაჩინე, რომ ივრითზე ნათარგმნი ახალი აღთქმების ჩემთვის ცნობილ ყველა თარგმანში წერია "იეჰოვა". არ არსებობს ახალი აღთქმის არცერთი თარგმანი ივრითზე იეჰოვას გარეშე» (ლევ ხუდოი «ტეტრაგრამატონი "ახალი აღთქმის" ტექსტებში ივრითზე და სხვა ენებზე»).





ამის თვასაჩინო მაგალითს წარმოადგენს 1991 წელს გამოცემული "
ახალი აღთქმა ივრითზე და რუსულ ენაზე" (გამომცემლობა: The society for distributing hebrew scripture). 

ახალი აღთქმის ეს გამოცემა პარალელურ ტექსტებს შეიცავს რუსულ და ებრაულ ენებზე.

თარგმანის ტექსტში მრავალჯერაა გამოყენებული ტეტრაგრამატონი.

მათეს მე-4 თავი:





********************




"ახალი აღთქმის წიგნების თარგმანი ივრითზე" - הַבְּרִית הַחֲדָשָׁה (ჰა-ბრით ჰა-ხადაშის).

მათეს მე-4 თავი...






********************








********************





მათეს მე-4 თავი





********************





მათეს მე-4 თავი:





********************




მათეს მე-4 თავი:





********************




"Hebrew Gospels of Luke and John found in the Vatican Library" (ლუკას და იოანეს სახარებები ივრითზე, რომლებიც ვატიკანის ბიბლიოთეკაში იქნა ნაპოვნი).


2018 წელს, ცნობილმა ებრაელმა მეცნიერმა ნეემია გორდონმა (მეცნიერი-ჰებრაისტი, სემიტური ენების სპეციალისტი, მკვდარი ზღვის ხელნაწერების კვლევის პროექტის მონაწილე) საზოგადოებას წარუდგინა ვატიკანის ფონდებში აღმოჩენილი, ლუკას და იოანეს სახარების ფრაგმენტები, რომლებიც ივრითზეა შესრულებული (ლუკას 1:1-35; იოანეს 1:1-13).

(Biblioteca Apostolica ebr. 530, part 1, fragment 11, folios 1r-2v Luke 1:1-35; John 1:1-13).

მეცნიერის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ლუკას სახარების 1-ლი თავის მონაკვეთში ღვთის სახელის არსებობამ ტეტრაგრამატონის სახითძველი ტექსტის თანახმად, ლუკას 1:1-35 მონაკვეთში ტეტრაგრამატონი 15 ადგილას გვხვდება. კერძოდ კი 6 (ორჯერ), 8, 9, 11, 15, 16, 17, 19, 25, 26, 28, 30, 32, 35 მუხლებში

 ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ამ არტეფაქტების მაგალითები ტექსტში მოცემული ღვთის სახელით...

 ლუკა 1:1-8 -





ლუკა 1:9-17 -



ოფიციალური არტეფაქტი ვატიკანის საიტზე:  


ნაშრომში ხელნაწერების გამოქვეყნებულ ფრაგმენტებთან ერთად ნეემია გორდონს ტექსტების ინგლისური თარგმანები მოჰყავს და ამავდროულად, ღვთის სახელის იმ ჟღერადობას ინარჩუნებს, რომელიც ებრაელებისათვის ტრადიციულად მიიჩნევა - "Yehovah".




PDF-ფაილის გადმოწერა ივრითზე სრული ტრანსკრიპციითა და თარგმანით ინგლისურ ენაზე:
https://audio.nehemiaswall.com/Sources/Hebrew-Gospels-of-Luke-and-John-from-the-Vatican.pdf


********************




ვფიქრობ, ივრითზე ახალი აღთქმის ტექსტების სფეროში განსაკუთრებით საინტერესოს წარმოადგენს ნაშრომი, სახელწოდებით "შემ-ტოვას მათეს სახარება ივრითზე"თუმცა თავდაპირველად მცირედი შესავალი გავაკეთოთ მათეს სახარების ისტორიასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწერა არა ბერძნულ ენაზე, არამედ ივრითზე.


ისტორიკოსი ფილიპ შაფი, ქრისტიანობის ჩამოყალიბებისა და განვითარების 8-ტომიანი ნაშრომის ავტორი, შემდეგ დაზუსტებას აკეთებს:
"ებრაულ მათეს სახარებას მოიხსენიებს პაპიუსი, იერაპოლის ეპისკოპოსი, «რომელიც იოანეს, პოლიკარპეს მეგობარს უსმენდა»... არსებობს იმის მნიშვნელოვანი ალბათობა, რომ ქრისტიანობის ადრეულ წლებში არსებობდა სახარება ებრაულ ენაზე. და ებრაულ ენაზე მათეს სახარების არსებობის შესახებ მხოლოდ პაპიუსისგან როდი ვიგებთ. იგი დასტურდება ეკლესიის მეტად პატივდებული მამების დამოუკიდებელი მტკიცებულებებით, ისეთების როგორებიც არიან ირინეოსი, პანტენი, ორიგენე, ევსები, კირილე იერუსალიმელი, ეპიფანე და იერონიმე" ("სამოციქულო ქრისტიანობა, ქრ. შ. 1–100 .").

მიიჩნევა, რომ ივრითზე შესრულებული ეს სახარება წინ უსწრებდა დღეისათვის ცნობილ ბერძნულენოვან მათეს სახარებას. თუმცა, ამ მომენტისთვის ის დაკარგულად მიიჩნევა.

ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტექსტი, რომელიც მე-14 საუკუნეში დაიწერა პოლემიკურ ტრაქტატში «ევენ ბოხან» («საცდელი ქვა»), რომლის ავტორსაც რაბინი შემ ტოვ ბენ-იცხაკ ბენ-შაპრუტი წარმოადგენს. მოცემული ტრაქტატი დისკუსიური სახით მიმართული იყო იუდეველების კათოლიკურ ქრისტიანობაში მოქცევის წინააღმდეგ. ამ მიზნისათვის შემ ტოვი საკუთარი ტრაქტატის ბოლო თავში მათეს სახარების ტექსტს ათავსებს, რომელიც ივრითზეა დაწერილი და მას კრიტიკულ კომენტარებს ურთავსმეცნიერები მიიჩნევენ, რომ ივრითზე შესრულებული ეს ტექსტი გაცილებით უფრო ძველი წყაროდან იქნა დასესხებული

 

"დღეისათვის ცნობილია შემ-ტოვ იბნ შაპრუტის ცხრა ძირითადი [სულ 28] მათეს სახარების მანუსკრიპტი. სამი მათგანი (В,С,H) ინახება ბიბლიოთეკაში, ოქსფორდში, ერთი ლეიდენში (А), ერთი ბრიტანულ ბიბლიოთეკაში, ლონდონში (Ms. Add. No. 26964), და ოთხიებრაული თეოლოგიის სემინარიის ბიბლიოთეკაში, ნიუ იორკში (D,E,F,G). ერთ-ერთ ყველაზე «ავტორიტეტულ» მანუსკრიპტად დღეისათვის მიიჩნევა მანუსკრიპტი С (Ms. Opp. Add. 4° 72. Bodleian Library, Oxford)" (ა.ს. მანუკიანი "მათეს სახარება ივრითზე, შემ-ტოვ იბნ-შაპრუტის გამოცემა"). 

 

მათეს სახარება ივრითზე, შემ-ტოვ იბნ-შაპრუტის გამოცემა (რუსული თარგმანი - ა.ს. მანუკიანი, 2015 .) - ბმული წასაკითხად:  https://freedocs.xyz/pdf-450013267


დამატებითი ბმული:  https://yvision.kz/post/687001


შემ-ტოვას ნაშრომიდან ივრითზე შესრულებული მათეს სახარების პირველი თარგმანი ჯორჯ ჰოვარდმა განახორციელაჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ. 1987 წელს მან მოცემული ტექსტის ინგლისური თარგმანი წარმოადგინა. ჯ. ჰოვარდი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ "ებრაულ ენაზე შესრულებული მათეს სახარება, რომელსაც შემ-ტოვი იყენებდა, ქრისტიანული ერის დაახლოებით პირველ ოთხ საუკუნეს განეკუთვნება".
"Hebrew Gospel of Matthew or Even Bohan: The Gospel of Matthew according to a Primitive Hebrew 2nd edition (Mercer University Press 1987)".



ტექსტის ბმული
ტექსტის ბმული 2

ივრითზე დაწერილ შემ-ტოვას ტექსტში მნიშვნელოვანი თავისებურება არსებობს. მასში არაერთხელ გვხვდება ე.წ. "ხა-შემ" პირობითი შემოკლების სახით "ה. არსებითად, ესაა ევფერიზმი, რომელიც ღვთის სახელს (יהוה) მოიაზრებს. ის ხშირად გამოიყენება იუდაური ღვთისმსახურების პრაქტიკაში და ორთოდოქსალურ პოეზიაში, როგორც ტეტრაგრამატონის ჟღერადობის შემცვლელი. რაბინმა შემ-ტოვამ, როგორც ორთოდოქსალურმა იუდეველმა, "ერეტიკული" ქრისტიანული წერილების ციტირებისას, რა თქმა უნდა, არ დაიწყო ტექსტიდან ტეტრაგრამატონის გაჟღერება, რომელსაც წმინდა თანახის ნაწილად არ მიიჩნევდა, ანუ ღვთივშთაგონებულად, არამედ ის "ხა-შემ"-ით ჩაანაცვლა. მიუხედავად ამისა, ეს იქცა იმის მკაფიო მტკიცებულებად, რომ ივრითზე შესრულებულ ორიგინალურ ქრისტიანულ ტექსტში ღვთის სახელი ეწერა ტეტრაგრამატონის სახით.

"ებრაული ფრაზა «Hash·Shem», რაც «სახელს» ნიშნავს, ხშირად გამოიყენება ებრაელების მიერ YHWH-ს აღსანიშნავად" ("The Orthodox Jewish Bible", by Phillip E. Goble, Fourth Edition, New York, 2011 ., "მართლმადიდებლური ებრაული ბიბლია").

 

"შემ ტოვის ტექსტი 19 ჯერ შეიცავს ხა-შემს შემოკლებული ფორმით ה״, იქ სადაც მათეს სახარება შეიცავს κύριος ან θεός (1:22,24; 2:13,19; 3:3; 4:4,7,10; 5:33; 15:8; 21:9,12,42; 22:31,32,37,44; 27:9; 28:2) და ერთხელ (28:9) სრული სახით (השם) სადაც მათეს სახარებას არ გააჩნია შესაბამისი ტერმინი (28:9), მას იყენებს არა მხოლოდ მათეში მოცემულ ძველი აღთქმის ციტატებში, არამედ მის მონათხრობშიც, ან ასეთი ციტატების შესავალში (1:22, 22:31) ან როდესაც ამბობს: "ღვთის ანგელოზი» (1:24, 2:13, 2:19, 28:2) და «ღვთის სახლი», ანუ ტაძარი (21:12)"  (წყარო).



ჯორჯ ჰოვარდის თარგმანი, მათეს მე-4 თავი:




ჯორჯ ჰოვარდის თარგმანი, მათეს 22:37 და 44, სადაც ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში ნათქვამია:
"ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით..."
და "უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ...":



როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, შემ-ტოვის ტექსტში ჩვენთვის ცნობილ ადგილებში წერია არა ჩვეული სიტყვა "უფალი", არამედ მითითება "ხა-შემ", რომელიც ტეტრაგრამატონს მოიაზრებს ივრითზე. 

. ჰოვარდი, "ხა-შემ"-ზე როგორც «ღვთაებრივ სახელზე» საუბრისას, წერდა:

 

"ღვთაებრივი სახელი შემდეგ სიტუაციებში გვხვდება:

1. ებრაული ბიბლიიდან მოყვანილ ციტატებში, სადაც [მასორეტული ტექსტი] ტეტრაგრამატონს შეიცავს.

2. ციტატების შესავალში. მაგალითად: 1:22 «ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული»; 22:31 «ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს».

3. ისეთ სიტყვათაწყობებში, როგორებიცაა «უფლის ანგელოზი» ან «უფლის სახლი»: 2:13 «ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს»; 2:19 «როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში»; 21:12 «შევიდა იესო ტაძარში [უფლის სახლში]»; 28: 2 «საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა» (George Howard "Hebrew Gospel of Matthew", 2005, p. 22).


ებრაული სახარების ტექსტში ტეტრაგრამატონის აშკარა არსებობაზე ყურადღების გამახვილების მიუხედავად, თავად ჰოვარდს, გამბედაობა არ ეყო, რომ ეს ფაქტი თავის ინგლისურენოვან თარგმანში აღებეჭდა. თუმცა, შემ-ტოვის მრავალ შემდგომ თარგმანებში ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი ტექსტოლოგიური გადაწყვეტილების დანახვა.

ქვემოთ მკითხველს შეუძლია ნახოს შემ-ტოვის ორი ათეული თარგმანების ჩამონათვალი, სადაც მითითებულია ებრაული სახარების ყველა ის მუხლი, რომელიც "ხა-შემ"-ს შეიცავსდა ასევე იმის, თუ როგორი მთარგმნელობითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული (გასადიდებლად დააჭირეთ):



წყაროს ბმული:  

კერძოდ, ჰოლანდიური თარგმანი "Hebreeuws Mattheüs" პირდაპირ მიუთითებს ტექსტში მოცემული "ხა-შემ"-ის თავდაპირველ მნიშვნელობაზე, ანუ ებრაული ასოებით ჩაწერილ ტეტრაგრამატონზე. ივრითიდან თარგმნის შემდეგ ეს მუხლები მოცემულია ღვთის სახელის ჟღერადობით "JAHWEH". 

მაგალითის სახით მათეს 4:4,7,10

  -





ივრითზე გაკეთებული ბიბლიის თარგმანების ჩამოთვლა, რომლებმაც ახალი აღთქმის ტექსტში ღვთის სახელი აღადგინეს, საკმაოდ დიდხანს შეიძლება გავაგრძელოთ. დროის დაზოგვის მიზნით, ქვემოთ მოვიყვანთ ბიბლიის იმ გამოცემების საერთო ჩამონათვალს, რომლებიც აქამდე არ გვიხსენებია. 

 

"Psalterium Hebraicum" ("ფსალმუნების და მათეს სახარების 1:1–3:6 ბიბლიური წიგნი", ივრითზე), by Anton Margaritha, ლაიპციგი, 1533 . თარგმანი ტეტრაგრამატონს יהוה იყენებს. 

תורת המשיח, Euangelium secundum Matthæum in lingua hebraica, cum versione latina (მათეს სახარება ივრითზე და ლათინურ ენაზე), სებასტიან მიუნსტერი, ბაზელი, 1537 . ებრაულ თარგმანში გამოყენებულია ტეტრაგრამატონი יהוה. 

תורת המשיח. , , כפי מתי המבשר, Sanctum Domini nostri Iesu Christi Hebraicum Euangelium secundum Matthæum (მათეს სახარება ივრითზე), იოჰან კვინკვარბორეუსის რედაქციით, პარიზი, 1551 . თარგმანში გამოიყენება ტეტრაგრამატონი יהוה. 

בשורת מתיEuangelium Hebraicum Matthæi (მათეს სახარება ივრითზე), ჟან დუ ტილეს რედაქციით, ჯან მერსიეს ლათინური თარგმანით, პარიზი, 1555 . ებრაულ თარგმანში გამოიყენება ტეტრაგრამატონი יהוה. 

Euangelia anniuersaria Dominicorum et Festorum dierum, Germanicè, Latiné, Graecè & Ebraicè («ლიტურგიული სახარებები» გერმანულ, ლათინურ, ბერძნულ და ებრაულ ენებზე), იოჰანის კლაიუსი, ლაიპციგი, 1576 ებრაული თარგმანი ტეტრაგრამატონს יהוה იყენებს. 

בשורת הקרואות שנה בשנה בשבתות ובחגי, Euangelia anniuersaria, quae Dominicis diebus & in Sanctorum festis leguntur, Hebraicè conuersa  (ლიტურგიული სახარებები ივრითზე), by Fridericum Petri, ანტვერპენი, 1581 . ეს თარგმანი ტეტრაგრამატონს יהוה იყენებს. 

Novum Testamentum Dn̄i: Nr̄i: Iesu Christi, Syriacè, Ebraicè, Græcè, Latinè, Germanicè, Bohemicè, Italicè, Hispanicè, Gallicè, Anglicè, Danicè, Polonicè (ახალი აღთქმა 12 ენაზე, ივრითის ჩათვლით). 1599-1600 . ამ გამოცემას ხშირად უწოდებენ ნიურბერგელი პოლიგლოტის ახალ აღთქმას. ებრაული თარგმანი ტეტრაგრამატონს יהוה იყენებს. 

תורת יהוה חדשה, Lex Dei summi nova; Atque hæc est, Novum Domini nostri Jesu Christi Testamentum Sacro-Sanctum (ახალი აღთქმა ივრითზე), უილიამ რობერტსონი, ლონდონი, 1661 . ამ თარგმანში გამოიყენება ტეტრაგრამატონი יהוה. 

ארבעה אבני הגיליונים מהתורה החדשה, Quatuor Euangelia Noui Testamenti Ex Latino in Hebraicum («ოთხი სახარება» ივრითსა და ლათინურ ენაზე), ჯოვანი ბატისტა იონა, რომი, 1668 . ებრაული თარგმანი ტეტრაგრამატონს יהוה იყენებს. 

The New Testament . . . , in Hebrew and English, in Three Volumes (ახალი აღთქმა... ივრითზე და ინგლისურ ენაზე, სამ ტომად), რიჩარდ კადიკი, ლონდონი, 1798-1805 . ებრაული თარგმანი ტეტრაგრამატონს יהוה იყენებს. 

הברית החדשה (ახალი აღთქმა, სახარებები ებრაულ ენაზე), ტომას იეტსი, ლონდონი, 1805 თარგმანი ტეტრაგრამატონს יהוה იყენებს. 

ברית חדשה על פי משיח (ახალი აღთქმა ივრითზე), ტომას ფრაი და სხვები, ლონდონი, 1817 . თარგმანში გამოყენებულია ტეტრაგრამატონი יהוה. 

ספר הברית החדשה (ახალი აღთქმა ივრითზე), უილიამ გრინფილდი, ლონდონი, 1831 . თარგმანი ტეტრაგრამატონს יהוה იყენებს. 

ספר ברית חדשה על פי המשיח (ახალი აღთქმა ივრითზე) by Alexander McCaul, Michael Solomon Alexander, Johann Christian Reichardt, and Stanislaus Hoga, ლონდონი, 1838 . თარგმანში გამოიყენება ტეტრაგრამატონი יהוה 

ספר בשורה טובה על פי המבשר לוקס (ლუკას სახარება ივრითზე), იოჰან ჰენრიხ რაფაელ ბიზენტალი, ბერლინი, 1851 . თარგმანი ტეტრაგრამატონს יהוה იყენებს 

אגרת אל הרומים (პავლეს წერილი რომაელების მიმართ ივრითზე), იოჰან ჰენრიხ რაფაელ ბიზენტალი, ბერლინი, 1855 თარგმანი ტეტრაგრამატონს יהוה იყენებს 

אגרת אל העברים (პავლეს წერილი ებრაელების მიმართ ივრითზე), იოჰან ჰენრიხ რაფაელ ბიზენტალი, ბერლინი, 1857 .  თარგმანი იყენებს ტეტრაგრამატონს יהוה 

ספר פעלי השליחים (მოციქულთა საქმეები ივრითზე), იოჰან ჰენრიხ რაფაელ ბიზენტალი, ბერლინი, 1857 .  თარგმანი იყენებს ტეტრაგრამატონს יהוה 

הברית החדשה על פי המשיח עם נקודות וטעמים (ახალი აღთქმა ივრითზე), გადამუშავებული იქნა იოჰან კრისტიან რეიჰარდტისა და იოჰან ჰენრიხ რაფაელ ბიზენტალის მიერ, ლონდონი, 1866 . თარგმანში გამოიყენება ტეტრაგრამატონი יהוה. 

הברית החדשה (ახალი აღთქმა ივრითზე), ისააკ სალკინსონი და კრისტიან დ. გინზბურგი, ვენა, ავსტრია, 1886 თარგმანში გამოყენებულია ტეტრაგრამატონი יהוה. 

ספרי הברית החדשה (ახალი აღთქმა ივრითზე), ფრანც დელიჩი, ლაიპციგი, 1877 . თარგმანში გამოყენებულია ტეტრაგრამატონი יהוה ან ტეტრაგრამატონის აბრევიატურა. 1892 წელს დელიჩის მე-11 გამოცემამ შემოკლებული ფორმა ტეტრაგრამატონით יהוה შეცვალა, გაცილებით გვიან გამოცემებშიც ის იქნა გამოყენებული. 

הבשורה הטובה על־פי יוחנ (იოანეს სახარება ივრითზე), by Moshe I. Ben Maeir, დენვერი, კოლორადო, აშშ, 1957 . ამ თარგმანში გამოყენებულია ტეტრაგრამატონი יהוה ან მისი შემოკლებული ფორმა. 

הברית החדשה (ახალი აღთქმა ივრითზე), by Yohanan Bauchet and David Kinneret (Arteaga), რომი, 1975 . თარგმანში გამოყენებულია ტეტრაგრამატონი יהוה ან მისი შემოკლებული ფორმა. 

ספרי הברית החדשה (ახალი აღთქმა ივრითზე), გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოება, იერუსალიმი, 1976 თარგმანში გამოყენებულია ტეტრაგრამატონი יהוה. 

ספרי הברית החדשה (ახალი აღთქმა ივრითზე), "The New Covenant Commonly Called the New Testament—Peshitta Aramaic Text With a Hebrew Translation"-ის საფუძველზე, ბიბლიური საზოგადოება, იერუსალიმი, 1986 . ებრაულ თარგმანში გამოიყენება ტეტრაგრამატონი יהוה.

 





ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (ინგლისურ ენაზე)









მთლიანი ბიბლიებისა და კერძოდ ახალი აღთქმის იმ თარგმანების გაცილებით დიდ რაოდენობას, რომლებშიც იეჰოვას სახელი იქნა აღდგენილი, ჩვენ ინგლისურენოვანი გამოცემების გარემოში ვპოულობთ. 




ჩვენ უკვე ვახსენეთ ბიბლიური თარგმანი "Zikarown Say'fer"როგორც უკვე ითქვა, ის იმითაა ცნობილი, რომ ძველებრაული ასოებით დაწერილ ტეტრაგრამატონს შეიცავს, სეპტუაგინტის უძველესი ასლების მაგალითის ანალოგიურად.

 

ეს ტეტრაგრამატონი აღდგენილია როგორც ძველი,ასევე ახალი აღთქმის ტექსტებში ("ახალ აღთქმაში" - 533 მუხლში). 

ბმული აღნიშნულ თარგმანთან გასაცნობად:
https://books.google.pl/books?id=iWyrzvpG4z0C&printsec=frontcover&hl=tr#v=onepage&q&f=false



შედარებისთვის ყურადღება მივაქციოთ 2 კორინთელების 3:16-18-ის ტექსტს. "ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში" ეს ნაწყვეტი ასე გამოიყურება:

"მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება. ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.".

თარგმანში "Zikarown Say'fer" გამოყენებულია არა ტიტული "უფალი", არამედ ღვთის პირადი სახელი ტეტრაგრამატონის სახით, რომელიც პალეო-ებრაული ასოებითაა ჩაწერილი, ზუსტად ისე, როგორც უძველეს ებრაულ წერილებში გვხვდება ტეტრაგრამატონი:




ქვემოთ მოცემულია ტექსტის ნახვის მოსახერხებელი ფუნქცია. გამოიყენეთ ის, რათა უკეთ გაეცნოთ თარგმანის შინაარსს:

 





********************





თარგმანი "Hebraic Roots Bible"("ბიბლია "ივრითის ფესვები", სიტყვასიტყვითი თარგმანი"), სასწავლო შენიშვნებით, 2012 . 

შეიცავს ახალი და ძველი აღთქმების თარგმანს, რომლებშიც მრავალჯერაა წარმოდგენილი ღვთის სახელი ფორმით "YAHWEH" (იესოს სახელი წარმოდგენილია როგორც "Yahshua").

მოცემულ თარგმანთან უკეთ გაცნობა, წაკითხვა და გადმოწერა შეგიძლიათ ბმულზე:

http://www.coyhwh.com/en/bible/hebraicRootsBible.pdf

ქვემოთ მაგალითის სახით შეგვიძლია ვიხილოთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მათეს მე-4 თავის მონაკვეთი, რომელშიც იესო კანონიდან იმ მუხლებს ციტირებს, რომლის ორიგინალშიც ღვთის სახელი წერია



კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითის სახით წარმოგიდგენთ მონაკვეთს 1 იოანეს 4 და 5 თავებს, სადაც ღვთის სახელი ფორმით "YAHWEH" საკმაოდ ხშირად გვხვდება:





********************




"Hebraic-Roots Version" (HRV), 2001, 2004 წ.
თარგმანი უამრავჯერ იყენებს ღვთის სახელს ძველი და ახალი აღთქმების ტექსტებში ფორმით "YHWH".



დაწვრილებით:  http://www.nazarite.net/translations/hrv.pdf 





********************





"Restored Name King James Version" (RNKJV) ("მეფე იაკობის თარგმანი აღდგენილი სახელით").

თარგმანის ანოტაციაში ნათქვამია"RNKJV იყენებს KJV-ს ["მეფე იაკობის თარგმანის" ტექსტს], თუმცა ღვთის სახელს თავდაპირველი ფორმით აღადგენსმაგალითად, როდესაც KJV "იოდ-ხე-ვავ-ხე"-ს (YWHW) ფორმა «უფალი»-თ თარგმნის, RNKJV მას გადმოსცემს როგორც "იოდ-ხე-ვავ-ხე" [ანუ ებრაული ასოებით ჩაწერილი ტეტრაგრამატონით, YWHW]. ზუსტად ასევეა სხვა ებრაულ სახელებთან დაკავშირებითაც, ისეთებთან როგორიცაა «ელოჰიმ» (ღმერთი / ძლევამოსილი), ისინიც საკუთარ ებრაულ ფორმებში რჩებიან. ბერძნული ჟღერადობა «იესუს» (იესო) ასევე აღდგენილია ძველებრაული / არამეული ფორმით: «იაჰუშუა»".

 

თარგმანი ახალ აღთქმაში ღვთის სახელის აღდგენის მრავალ მაგალითს შეიცავს ტეტრაგრამატონის יהוה სახით. განვიხილოთ ცალკეული მაგალითები:

 

მათეს მე-4 თავი:



რომაელების 1-ლი თავი:




დაწვრილებით:  http://www.yahushua.net/scriptures/matt04.htm



******************** 





"The Divine Name King James Bible" (DNKJB)

მოცემული თარგმანის ანოტაციაში ნათქვამია, რომ ის დაფუძნებულია "მეფე იაკობის ბიბლიის" ტექსტზე, თუმცა ღვთის სახელი აღდგენილია ყველა იმ ადგილას, სადაც ის უნდა ეწეროს

ამ თარგმანის ძველ აღთქმაში, ღვთის სახელი ჟღერადობით "იეჰოვა" მოცემულია 6973 ადგილას. შემოკლებული ფორმით "იაჰ" - 50 ადგილას.

ახალი აღთქმის ტექსტში სახელი "იეჰოვა" აღდგენილია 128 ადგილას.





მათეს მე-თავი:




რომაელების მე-10 თავი:





ამ თარგმანთან დაწვრილებით გასაცნობად გადადით ბმულზე:  https://dnkjb.com/



********************





თარგმანის ანოტაციაში ნათქვამია: "ღვთის პირადი სახელი აღდგენილია როგორც "Yahweh" და, მისი შემოკლებული ფორმით, როგორც "Yah". 

კერძოდ, სახელი "Yahweh" 5 ჯერაა მითითებული იოანეს სახარებაში. 

იოანეს 12:13,38 - ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში ეს მუხლები ასე ჟღერენ: "ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა! [...] რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: უფალო, ვინ იწამა ჩემი ნათქვამი? ან ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?"

თარგმანში "Proper Name Version Of The King James Bible" ტიტული "უფალის" შემდეგ ღვთის პირადი სახელი "Yahweh"-ა აღდგენილი:




დაწვრილებით:  http://namepublishers.com/Proper_Name_KJB_John.pdf




********************



"Sacred Name King James Bible" (2005 წ).

თარგმანში ღვთის სახელი აღდგენილია ფორმით "YHVH".


მათეს მე-4 თავი:



დაწვრილებით https://sacrednamebible.com/B40C004.htm



********************





"Restoration Study Bible (RSB)" ("აღდგენილი სასწავლო ბიბლია", 2011 ).


გამოცემის აღწერილობაში საუბარია იმის შესახებ, რომ თარგმანმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო "წმინდა სახელების Yahweh და Yahshua აღდგენას"
მამისა და ძის სახელები მრავალჯერ გვხვდება ახალი აღთქმის ტექსტებში.










მათეს მე-4 თავი:




ამ თარგმანს დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
http://m.restorationstudybible.com/index.php?strongs_flag=0&reference=Matthew%204




********************




"Literal English Version of Scripture" (LEV) ("სიტყვასიტყვითი ინგლისური ვერსია").

წინათ - «Shem Qadosh Version» (SQV).

თარგმანი გამოირჩევა ბიბლიური სახელების ებრაული ტრანსლიტერაციის აღდგენით, იესოს სახელის ჩათვლით. თუმცა უპირველეს ყოვლისა, ის ტექსტში ტეტრაგრამატონს აბრუნებს, რომელიც ებრაული ასოებითაა ჩაწერილი

ღვთის სახელი აღდგენილია როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის ტექსტებში.






მათეს მე-4 თავი:



ამ თარგმანს დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
https://eklektostouyahweh.files.wordpress.com/2014/03/lev_source_6-23-2016.pdf




********************




"Word of Yahweh" (WOY) ("იაჰვეს სიტყვა", 2003 .)

როგორც მოცემული თარგმანის სახელიდანვე შეგვიძლია დავინახოთ, მასში ღვთის სახელი აღდგენილია ფორმით "Yahweh".













მათეს მე-4 თავი:



ამ თარგმანს დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:  
https://www.bibliatodo.com/en/the-bible/word-of-yahweh/matthew-4





********************




"Nazarene Commentary 2000" (ბიბლიური თარგმანი კომენტარებით).


ახალი აღთქმის ტექსტში ღვთის სახელი მოცემულია ოთხი ასოს სახით "YHWH".

მათეს მე-4 თავი:



რომაელების 10:13,16 -  "ყველა, ვინც YHWH სახელს მოუხმობს, გადარჩება..."



ამ თარგმანს დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:  
https://nazarene-friends.org/nazcomm/40/004.php




********************




"The Emphatic Diaglott", by Benjamin Wilson, New York, 1864 წ. 

შეიცავს ბერძნულ ტექსტს და თანმხლებ თარგმანს ინგლისურ ენაზე (მარჯვენა სვეტში). 

ინგლისურ თარგმანში გამოიყენება ღვთის სახელი «იეჰოვა».











საქმეების 2:34 - საპატრიარქოს გამოცემაში ასე ჟღერს"უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ"
თარგმანში "The Emphatic Diaglott" ჩვენ ვკითხულობთ"უთხრა იეჰოვამ ჩემს უფალს...".




ამ თარგმანს დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
 https://archive.org/stream/emphaticdiaglott00wils?ref=ol#page/n389/mode/2up




********************




"An American English Bible", 2001 წ.

ახალი აღთქმის ტექსტის მრავალ მუხლში გამოყენებულია ღვთის სახელი "იეჰოვა".


მათეს მე-4 თავი:




ამ თარგმანს დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
 http://www.2001translation.com/



********************




თარგმანში იესოს სახელი ჩაწერილია ივრითზე. ღვთის სახელი წარმოდგენილია ტეტრაგრამატონის სახით.

 













მათეს მე-თავი:














********************




"The Sacred Scriptures Bethel Edition" (SSBE), by Jacob O. Meyer, 1981 წ.

თარგმანი ღვთის სახელის ფორმას "იაჰვე" იყენებს როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ტექსტებში. 
















********************




"Sacred Scriptures, Family of Yah Edition" (SSFOY), 2000 წ.

თარგმანი ღვთის სახელის ფორმას "იაჰვეიყენებს როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ტექსტებში. იესოს სახელი გადმოცემულია ფორმით "Yahshua".


მათეს მე-4 თავი:




ამ თარგმანს დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:  
https://web.archive.org/web/20081008001423/http://www.wordofyah.org/scriptures/




********************




"YaHshua Servants Reading Bible" (YSRB), 2018 წ.


თარგმანი მრავალჯერ იყენებს ახალი აღთქმის ტექსტში ღვთის სახელს ფორმით "YaHWeH".

იესოს სახელი გადმოცემულია ფორმით "YaHshua". 

თარგმანის შესავალში ნათქვამია: "ჩვენი შემოქმედის სახელი აშკარად გამოიყენებოდა ჩვენი უფლის და მისი მოწაფეების დროსაც. ოთხი ასო დღეს წარმოითქმება როგორც YaHWeH".

 



მათეს მე-თავი:






********************






თარგმანი ახალი აღთქმის ტექსტში იყენებს ღვთისა და მისი ძის, იესოს სახელებს, რომლებიც მასში პალეო-ებრაული ასოებითაა ჩაწერილი. 














მათეს მე-4 თავი:




დაწვრილებით:  http://www.servantofyahshua.com/wp-content/uploads/The-HalleluYah-Scriptures-eBook_ver.1.0.0.zip




********************




"The Scriptures"by The Institute for Scripture Research (ISR), Third Edition, South Africa, 1998 წ. 

როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის თარგმანებში გამოიყენება ტეტრაგრამატონი יהוה. თარგმანის ანოტაციაში ნათქვამია"ჩვენ აღვადგინეთ მამის (יהוה) და მისი მესიის (יהושע) სახელები".











მათეს მე-თავი:



დაწვრილებით:  https://biblehub.com/isr/matthew/4.htm
********************

ინგლისურ ენაზე შესრულებული სხვა თარგმანები, რომლებმაც ახალი აღთქმის ტექსტში ღვთის სახელი აღადგინეს:  

"A Paraphrase and Annotations Upon All the Books of the New Testament", by Henry Hammond, London, 1653 რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Family Expositor: or, A Paraphrase and Version of the New Testament; with Critical Notes, and a Practical Improvement of Each Section", by Philip Doddridge, London, 1739-1756. თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Evangelical Expositor: or, A Commentary on the Holy Bible. Wherein the Sacred Text of the Old and New Testament Is Inserted at Large . . . With Practical Observations" ("სახარების განმმარტებელი, ანუ კომენტარები წმინდა ბიბლიაზე"), by Thomas Haweis, London, 1765 თარგმანი ღვთის სახელს «იეჰოვა» იყენებს რიგ მუხლებში და კომენტარებში. 

"A New Translation of the New Testament . . . Extracted From the Paraphrase of the Late Philip Doddridge . . . and Carefully Revised With an Introduction and Notes" ("ახალი აღთქმის ახალი თარგმანი"), by Samuel Palmer, London, 1765 რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"A Liberal Translation of the New Testament", by Edward Harwood, London, 1768 თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Four Gospels, Translated From the Greek" ("ბერძნულიდან ნათარგმნი ოთხი სახარება"), by George Campbell, London, 1789 . ზოგიერთი მუხლი, რომლებშიც მოცემულია სიტყვა "უფალი", შეიცავს სქოლიოს, რომელშიც მითითებულია, რომ იგულისხმება ღვთის სახელი "იეჰოვა". 

"A Translation of the New Testament" ("ახალი აღთქმის თარგმანი"), by Gilbert Wakefield", London, 1791 რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"An Attempt Toward Revising Our English Translation of the Greek Scriptures", by William Newcome, Dublin, Ireland, 1796 თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Guide to Immortality; or, Memoirs of the Life and Doctrine of Christ, by the Four Evangelists", by Robert Fellowes, London, 1804 . თარგმანი ღვთის სახელს «იეჰოვა» რიგ მუხლებში და სქოლიოებში იყენებს. 

"The New Testament, in an Improved Version, Upon the Basis of Archbishop Newcome’s New Translation" ("ახალი აღთქმა, გაუმჯობესებული ვერსიით, არქიეპისკოპოსი ნიუკომის ახალი თარგმანის საფუძველზე"), edited by Thomas Belsham and others, London, 1808 თარგმანი ღვთის სახელს «იეჰოვა» რიგ მუხლებში და სქოლიოებში იყენებს. 

"Evangelical History: or a Narrative of the Life, Doctrines and Miracles of Jesus Christ . . . Containing the Four Gospels and the Acts", by Alden Bradford, Boston, MA, U.S.A., 1813 , გადახ. 1836 რიგ მუხლებსა და კომენტარებში გამოყენებულია ღვთის სახელი ფორმით "იეჰოვა". 

"A Revised Translation and Interpretation of the Sacred Scriptures of the New Covenant" ("ახალი აღთქმის წმინდა წერილის გადახედილი თარგმანი და განმარტება"), by John Mead Ray, Glasgow, Scotland, 1815 რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The New Testament; Being the English Only of the Greek and English Testament", by Abner Kneeland, Philadelphia, PA, U.S.A., 1823 თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"A New Family Bible, and Improved Version, From Corrected Texts of the Originals" ("ახალი საოჯახო ბიბლია და გაუმჯობესებული ვერსია, შესწორებული ტექსტებიდან"), by Benjamin Boothroyd, Huddersfield, England, 1824 თარგმანი ღვთის სახელს «იეჰოვა» იყენებს რიგ მუხლებში, სქოლიოებსა და კომენტარებში. 

"The Monotessaron; or, The Gospel History, According to the Four Evangelists", by John S. Thompson, Baltimore, MD, U.S.A., 1829. რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"A New and Corrected Version of the New Testament . . . to Which Are Subjoined a Few, Generally Brief, Critical, Explanatory, and Practical Notes" ("ახალი აღთქმის ახალი და შესწორებული ვერსია"), by Rodolphus Dickinson, Boston, MA, U.S.A., 1833 თარგმანი ღვთის სახელს «იეჰოვა» იყენებს რიგ მუხლებში და კომენტარებში. 

"A New Version of the Four Gospels; with notes critical and explanatory", by a Catholic (John Lingard), London, 1836 . თარგმანში გამოყენებულია ფორმა «უფალი (იეჰოვამათეს 22:44-ში. 

"The New Testament of Our Lord and Saviour Jesus Christ" ("ჩვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს ახალი აღთქმა") Edgar Taylor, London, 1840 . საქმეების 7:9-ში თარგმანი იყენებს ღვთის სახელს "იეჰოვა". რიგი მუხლების სქოლიოებში, რომლებშიც სიტყვა „უფალი“ გამოიყენება, ყურადღება ღვთის ამ სახელზე მახვილდება. 

"The Holy Bible, Containing the Authorized Version of the Old and New Testaments", edited by John Tricker Conquest, London, 1841 რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Gospels of Matthew, and of Mark, Newly Rendered Into English; With Notes on the Greek Text" (მათეს და მარკოზის სახარებები) by Lancelot Shadwell, London, 1861 თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"A Literal Translation of the New Testament ... From the Text of the Vatican Manuscript" ("ახალი აღთქმის სიტყვასიტყვითი თარგმანი. ვატიკანის ხელნაწერის ტექსტიდან"). გერმან ჰაინფეტერი (ფრედერიკ პარკერის ფსევდონიმი), მე-6 გამოცემა, ლონდონი, 1863 . თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Epistle to the Hebrews, in a Paraphrastic Commentary", by Joseph B. M’Caul, London, 1871 რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Newberry Bible" (ან "The Englishman’s Bible", "ინგლისელის ბიბლია"), by Thomas Newberry, London, 1890 . მინდორზე გაკეთებული შენიშვნები მიუთითებენ, რომ სიტყვა "უფალში" იგულისხმება სახელი "იეჰოვა". 

"The Apocalypse: A Revised Version in English, of the Revelation with Notes, Historical and Explanatory" (აპოკალიპსი: გადახედილი თარგმანი ინგლისურ ენაზე), by Edward Grimes, Newport-on-Usk, United Kingdom, 1891 თარგმანი იყენებს სახელის ფორმას «იაჰვე». 

"The Modern American Bible—The Books of the Bible in Modern American Form and Phrase, With Notes and Introduction" (თანამედროვე ამერიკული ბიბლია), by Frank Schell Ballentine, New York, 1899-1901. თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Messages of the Apostles (The Apostolic Discourses in the Book of Acts and the General and Pastoral Epistles of the New Testament)" ("მოციქულთა წერილები..."), by George Barker Stevens, New York, 1900 მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"St. Paul’s Epistle to the Romans" ("მოციქული პავლეს წერილი რომაელების მიმართ"), by William Gunion Rutherford. ლონდონი, 1900 თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Messages of Paul" ("პავლეს წერილები"), by George Barker Stevens, New York, 1900 რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Messages of Jesus According to the Synoptists" (იესოს სიტყვები მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებში), by Thomas Cuming Hall, New York, 1901 თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Christian’s Bible—New Testament", by George Newton LeFevre, Strasburg, PA, U.S.A., 1928 თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"Studies in Matthew" (მათეს სახარების კვლევა), by Benjamin Wisner Bacon, New York, 1930. რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Gospel of the Hellenists", by Benjamin Wisner Bacon and edited by Carl H. Kraeling, New York, 1933. რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Epistle to the Hebrews with some interpretive suggestions" (ებრაელების მიმართ წერილი ზოგიერთი განმარტებებით), by Wilfrid H. Isaacs, London, 1933 . რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Documents of the New Testament", by George Woosung Wade, London, 1934 რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The New Testament Letters—Prefaced and Paraphrased", by John William Charles Wand, Melbourne, Australia, 1944 რიგ მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"The Restoration of Original Sacred Name Bible" ("აღდგენილი ორიგინალური წმინდა სახელის ბიბლია), revised by Missionary Dispensary Bible Research, Buena Park, CA, U.S.A., 1970. თარგმანი იყენებს სახელის ფორმას “YAHVAH”. 

"The Sacred Scriptures" ("წმინდა წერილი"), by Assemblies of Yahweh, Bethel, PA, U.S.A., 1981 თარგმანი იყენებს სახელის ფორმას «იაჰვე».  

"The Book of Yahweh—The Holy Scriptures" ("იაჰვეს წიგნი - წმინდა წერილი"), by Yisrayl B. Hawkins, Ninth Edition, Abilene, TX, U.S.A., 1996 . თარგმანი იყენებს სახელის ფორმას «იაჰვე». 

"A Critical and Emphatic Paraphrase of the New Testament", by Vincent T. Roth, Pasadena, CA, U.S.A., 1963 , 2000 . თარგმანში გამოყენებულია ღვთის სახელი «იეჰოვა». 

"Aramaic English New Testament", by Andrew Gabriel Roth, Third Edition, U.S.A., 2008 . თარგმანში გამოყენებულია ფორმები “Master YHWH” ან “YHWH”.  

"The Restored New Testament" ("აღდგენილი ახალი აღთქმა") by Willis Barnstone, New York, 2009. თარგმანი რიგ მუხლებში იყენებს სახელის ფორმას «იაჰვე».  

"The Idiomatic Translation of the New Testament", by William Graham MacDonald, 2009 ., electronic version. თარგმანი იყენებს სახელის ფორმას «იაჰვე». 

"The Original Aramaic New Testament in Plain English" (ახალი აღთქმის ამერიკული თარმანი არამეულ ენაზე), by Glenn David Bauscher, Seventh Edition, Australia, 2012 . თარგმანში გამოყენებულია ფრაზა «უფალი იეჰოვა». 

"The Holy Name Bible" (წინათ ცნობილი იყო როგორც "The Sacred Name New Testament"), by Angelo Benedetto Traina and The Scripture Research Association, Inc., აშშ, 2012 . თარგმანი იყენებს სახელის ფორმას «იაჰვე». 

"Messianic Jewish Shared Heritage Bible", by The Messianic Jewish Family Bible Project, Shippensburg, PA, U.S.A., 2012 თარგმანის გლოსარიუმი აზუსტებს, რომ ახალი აღთქმის ტექსტების თარგმანში გამოყენებული სიტყვა "ADONAI (יהוה)... შეეხება ღვთის პირად სახელს YHWH". 

"A Non-Ecclesiastical New Testament", by Frank Daniels, 2016 თარგმანი იყენებს სახელის ფორმას «იაჰვე». 

"One Unity Resource Bible . . . With Some Transliterated Hebrew Notations" by Thomas Robinson, 2016 თარგმანი იყენებს სახელის ფორმას «იაჰვე». 705-ე გვერდზე მოცემული დანართი განმარტავს, რომ ებრაული სიტყვა «იაჰვე» შეესაბამება ინგლისურ თარგმანს «უფალი, ღმერთი, ადონაი, იეჰოვა». 

"The Complete Jewish Study Bible" ("სრული ბიბლია იუდაიზმის შესასწავლად"), by David H. Stern, Peabody, MA, U.S.A., 2016 . თარგმანი იყენებს სიტყვას “ADONAI”, თუმცა შესავალ სიტყვაში ნათქვამია, რომ ამ სიტყვაში ტეტრაგრამატონი იგულისხმებაგანყოფილებაში «ტეტრაგრამატონი ახალ აღთქმაში» ასევე ზუსტდება, რომ "kurios - ესაა ტეტრაგრამატონის ბერძნული გადმოცემა».

 




ახალი აღთქმის თარგმანები ღვთის სახელით (გერმანულ ენაზე)




ვიქტორ კაბანოვი, ავტორი წიგნისა "ტეტრაგრამატონი", შემდეგ ინფორმაციას წარმოგვიდგენს ახალი აღთქმის იმ თარგმანებთან დაკავშირებით, რომლებიც ღვთის სახელს იყენებენ:

"გერმანულ ენაზე არსებობს როგორც მინიმუმ ახალი აღთქმის თერთმეტი თარგმანი, რომლებშიც იეჰოვას (ან იაჰვე) სახელი გვხვდება. აი ამ თარგმანების შემქმნელები: იოჰან ბაბორი, კარლ ფ. ბარდტი, გეორგ ფ. გრიზინგერი, პეტრუს დაუში, ვილჰელმ მ.ლ. დე ვეტტე, ჰენრიხ ა. . მაიერი, სებასტიან მუტშელე, ფრიდრიხ მიუნტერი, დომინიკუს ფონ ბრენტანო, იოჰან ი. შტოლცი და იოჰან კ.ფ. შულცი. კიდევ ოთხი მთარგმნელი ამატებს ღვთის სახელს ბრჭყალებში სიტყვა «უფლის» შემდეგესენი არიან ავგუსტ დეხსელი, იოჰან პ. ლანგე, ლუდვიგ რეინხარდტი და ფრიდრიხ ხაუკი. სამოცდაათზე მეტი (!) გერმანული თარგმანი იყენებს ღვთის სახელს შენიშვნებში ან კომენტარებში"  (ვ.ა. კაბანოვი "ტეტრაგრამატონი", გვ. 109,110. მოსკოვი. 2011 წ).



ქვემოთ ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ იმ გერმანული თარგმანების დამატებით ჩამონათვალს, სადაც ახალი აღთქმის ტექსტებში ღვთის სახელს ვხვდებით

 

"Neue Uebersetzung der Apostelgeschichte" (მოციქულთა საქმეები გერმანულ ენაზე), Halle, Germany, 1779 . რიგ მუხლებში გამოყენებულია სახელის ფორმა “Jehovah” ან “Jehoven”. 

"Die heiligen Schriften des neuen Testaments" (ახალი აღთქმა გერმანულ ენაზე), by Sebastian Mutschelle, München, Germany, 1789-1790 . თარგმანი ზოგიერთ მუხლებში იყენებს ღვთის სახელის ფორმებს “Jehova” ან “Jehovah”. 

"Die heilige Schrift des neuen Testaments" (ახალი აღთქმა გერმანულ ენაზე), by Dominik von Brentano, Kempten, Germany, 1790-1791 . თარგმანი იყენებს სახელის ფორმებს - “Jehova” ან “Jehovah” - ზოგიერთ მუხლებში და კომენტარებში. 

"Sämtliche Schriften des neuen Testaments" (ახალი აღთქმა გერმანულ ენაზე), by Johann Jakob Stolz, Second Edition, Zürich, Switzerland, 1795 თარგმანის მუხლებში გამოიყენება ღვთის სახელი “Jehovah”. 

"Uebersetzung des Neuen Testaments mit erklärenden Anmerkungen" (ახალი აღთქმა გერმანულ ენაზე), by Johann Babor, Vienna, Austria, 1805 . თარგმანი რიგ მუხლებსა და სქოლიოებში იყენებს სახელის ფორმას “Jehova”.  

"Bonner Bibel", Petrus Dausch, 1932 . 

"Neues Testament mit Anmerkungen" (ახალი აღთქმა გერმანულ ენაზე), by Heinz Schumacher, Germany, 2002 . ტექსტში და სქოლიოებში გამოყენებულია სახელი “JAHWE”. 

"Das Neue Testament" (ახალი აღთქმა გერმანულ ენაზე), by Adolf Pfleiderer, Langensteinbach, Germany, 1980 ., 2004 . თარგმანის მუხლებში გამოყენებულია ღვთის სახელი “Jehova”. 

 

თქმა არ უნდა, რომ ბიბლიის გაცილებით ბევრი თარგმანი არსებობს, რომლებმაც ახალი აღთქმის ტექსტებში ღვთის სახელი აღადგინეს. ასეთი თარგმანები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენებზე, როგორც ევროპული, ისე მსოფლიო.

 





დასკვნა




თუ ზემოთ დასმულ შეკითხვას დავუბრუნდებით - "რამდენად მართებულია ღვთის სახელის გამოყენება ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში?" - შეგვიძლია შემდეგი დასკვნები გავაკეთოთ: ასეთი გადაწყვეტილება მრავალმხრივ გამართლებულია. კერძოდ კი... 

1. გადამწერების მიერ ღვთის სახელის აშკარა ჩანაცვლების გამო აბრევიატურით ΚΣ (შემოკ.  Κύριος, "უფალი") ზუსტად ისევე, როგორც ძველი აღთქმის ტექსტებში მოექცნენ ღვთის სახელს იმავე პერიოდში. 

2. ახალი აღთქმის ტექსტში უარტიკლო "nomina sacra"-, ΚΣ და ΘΣ (მოგვიანებით ჩანაცვლებული იქნა "კირიოსით" და "თეოსით") არსებობის ფაქტის გამო, რომელიც კონტექსტუალურად მამის პიროვნებას შეეხება. გრამატიკის წესების თანახმად, არტიკლის არარსებობა გულისხმობს, რომ ადრე ამ ხელოვნური შემოკლებების ადგილას ტექსტებში ღვთის პირადი სახელი ეწერა. 

3. ახალ აღთქმაში ძველი აღთქმის იმ მუხლების მრავალჯერადი ციტირებების საფუძველზე, რომლებშიც ორიგინალურ ფორმაში ეს სახელი წერია. საკმაოდ აბსურდულად გამოიყურება სიტუაცია, როდესაც წმინდა წერილის სხვადასხვა ადგილებში ერთი და იგივე მუხლი აბსოლუტურად განსხვავებულ სიტყვებს შეიცავს (ძველ აღთქმაში - "იეჰოვა", ახალ აღთქმაში - "უფალი"). 

4. ისტორიული ფაქტების გამო, რომლებიც იესოსა და პირველი საუკუნეების ქრისტიანების მიერ ღვთის სახელის ღრმა პატივისცემაზე და მათ მიერ მის გამოყენებაზე მოწმობენ. 

5. ახალი აღთქმის უამრავი თარგმანის გამო, რომლის ავტორებიც საუკუნეების განმავლობაში ტექსტოლოგიური კვლევის წყალობით მიდიოდნენ  ახალი აღთქმის ტექსტში ღვთის სახელის აღდგენის აუცილებლობის შესახებ დასკვნამდე.

  
-----------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий