вторник, 8 сентября 2020 г.

წმინდა სული – ვინ თუ რა?


როგორც ვფიქრობ, ასეთი სახით დასმული ეს შეკითხვა, ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენელთა დიდ უმრავლესობაში ერთგვარ გაოცებას ან გაკვირვებას გამოიწვევს, იმიტომ რომ ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიების უმრავლესობას სამპიროვანი ღმერთის, ანუ სამების სწამს, სადაც ღვთაების მესამე პირს (ჰიპოსტასს) წმინდა სული წარმოადგენს (სამების დოგმატის წარმოშობასთან დაკავშირებით იხილეთ სტატია [1]).

უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი აღთქმის არც თუ მცირე ადგილები საუბრობს წმინდა სულზე ისე, თითქოს ის პიროვნება იყოს, მაგალითად, წმინდა სული ასწავლის (იოანე 14:26), ლაპარაკობს (იოანე 16:13,14), ამოწმებს (იოანე 15:26; ებრაელები 10:15), შესაძლებელია მისი შეურაცხყოფა (ებრაელები 10:29) და ა.შ. 

ამავდროულად, არსებობს წმინდა სულის მოქმედების შესახებ არანაკლები რაოდენობის ისეთი გამოთქმები, საიდანაც არანაირად არ გამომდინარეობს, რომ ის პიროვნებაა. მაგალითად, წმინდა სული:
  • შეიძლება ვინმეში ცხოვრობდეს (რომაელები 8:9,11; 1 კორინთელები 3:16; 6:19; 2 ტიმოთე 1:14);
  • შეიძლება იქნეს განაწილებული (ებრაელები 2:4; რიცხვები 11: 25,28) ან იქნას მიცემული (ლუკა 11:13; იოანე 3:34; საქმეები 15:8; 1 თესალონიკელები 4:8; რომაელები 5:5);
  • შეიძლება ვინმეში მოქმედებდეს (1 მეფეები 16:13) ან ვინმეზე იყოს დავანებული (რიცხვნი 11:17; მსაჯულები 11:29; 14:6,19; ესაია 42:1; 59:21; 61:1; ლუკა 2:25; 4:18);
  • შეიძლება გადმოიღვაროს ვინმეზე (ესაია 44:3; იოელი 2:28,29; საქმეები 10:45; ტიტე 3:6).

გარდა ამისა: 
  • შეიძლება მისი ცხება (საქმეები 10:38) და მისით ავსება (მიქა 3:8; ლუკა 4:1; საქმეები 2:4; 6:5; 9:17; 11:24; 13:9,52; ეფესელები 5:18); 
  • შეიძლება მისი მიღება (იოანე 20:22) და მისი ქონა (1 კორინთელები 7:40);
  • შეიძლება მისი გულში ჩადება (ესაია 63:11);
  • შეიძლება მისით ლოცვა (იუდა 20).

ამიტომ კითხვა იბადება: როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შეთავსება და საერთოდ, წმინდა სული – ვინ არის თუ რა არის? 

მოცემული სტატიის მიზანს იმის ჩვენება წარმოადგენს, რომ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ წმინდა სული პიროვნებას წარმოადგენს, არავითარი ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია, და შესაბამისად, არც სამების დოგმატს გააჩნია ბიბლიური საფუძველი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტატიის მკითხველის მიმართ იმის მოლოდინი არსებობს, რომ მისი კითხვისას ის ბიბლიას გამოიყენებს სტატიაში მოყვანილი ბიბლიური მუხლების წასაკითხად. მაშ ასე, რამ მიიყვანა ავტორი ასეთ დასკვნამდე?

პირველი. ბიბლიის თანახმად, წმინდა სული ისე ავლენს საკუთარ თავს, როგორც განსაზღვრული მიზნისათვის მოქმედი, აღმშენებლური და აღმძვრელი ძალა, რაზეც წმინდა წერილის ისეთი ადგილები მიუთითებენ, როგორებიცაა მიქას 3:81 მეფეების 10:6,10; მსაჯულების 13:2514:6,1915:14ფსალმუნების 103:30მათეს 12:18მარკოზის 12:361 თესალონიკელების 1:5. მაგალითად, მსაჯულების 14:6-ში საუბარია სამსონის შესახებ: “გადმოვიდა სამსონზე უფლის სული, და მან ისე გახლიჩა იგი, როგორც კაცმა თიკანი გახლიჩოს, და ხელში არაფერი სჭერია” [სბს-სტოკჰოლმი 2001].

იესო, რომელიც ღვთის სულით იყო აღვსილი, სასწაულებს ახდენდა, მათ შორის ადამიანებსაც კურნავდა. ამიტომ ლუკას 5:17-ში ნათქვამია: “უფლის ძალა იყო მასთან განსაკურნავად” [სბს-სტოკჰოლმი 2001].

შემდეგ, უნდა აღინიშნოს, რომ ფრაზა მიქას 2:7-დან, რომელიც საპატრიარქოს გამოცემაში ასე ჟღერს “განა სულმოკლეა უფალი?”, არქიმანდრიტი მაკარის თარგმანში [რუსული] ასე ჟღერს “განა დაკნინდა იეჰოვას სული?”. აშკარაა, რომ ძალა შეიძლება დაკნინდეს და არა პიროვნება.

ამასთან დაკავშირებით მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო წმინდა წერილების ზოგიერთ კომენტარებს ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში, და ასევე გამოცემაში «განმარტებითი ბიბლია; ანუ კომეტარები წმინდა წერილის ძველი და ახალი აღთქმის ყველა წიგნზე» (ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მეორე გამოცემა, სტოკჰოლმი, 1987).

მაგალითად, რომაელების 1:16-ში მოცემული სიტყვა “ძალის” კომენტარში, ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში ნათქვამია: «ძალა. სახარებისეული სიტყვის აღმდგენი, ცხოვრების შემცვლელი გავლენა, რომელიც წმინდა სულის - ღვთის ძალის - ზეგავლენითაა განპირობებულიо», ხოლო მათეს 12:31,32-ის კომენტარში ნათქვამია: «წმინდა სულის გმობის პატიება შეუძლებელია, იმიტომ რომ ის მოიაზრებს ზუსტად იმ ძალის აშკარა, გააზრებულ და მკაცრ უარყოფას, რომელსაც მიტევებამდე მივყავართ». იმავე გამოცემაში, 1 მეფეების 10:6-ში მოცემული ფრაზის “ღვთის სული გადმოვა შენზე” კომენტარში წერია: «ხშირად ძ[ველ] ა[ღთქმაში] ღვთის სულის გადმოსვლა იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს ძალას აძლევს განსაზღვრული ამოცანის შესასრულებლად». ეს თავის მხრივ თანხმობაში მოდის ფრაზასთან «ღვთის სული» დაბადების 41:38-დან: «ღვთის სული. იოსებმა ეგვიპტის მეფეს ღვთის განზრახვების შესახებ მოუყვა (მუხლი 16), ამიტომ აღიარა ფარაონმა იოსებში ღვთის ძალისა და მადლის მოქმედება».

რაც შეეხება გამოცემას «განმარტებითი ბიბლია; ანუ კომეტარები წმინდა წერილის ძველი და ახალი აღთქმის ყველა წიგნზე» (ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მეორე გამოცემა, სტოკჰოლმი, 1987), მიქას 2:7-ში მოცემული ფრაზის “სულმოკლეა უფალი” კომენტარში ნათქვამია: «ცრუ წინასწარმეტყველები, მშვიდად უყურებდნენ ერის უზნეობას და მის თავს მოწეულ უბედურებებს იმით ხსნიდნენ, რომ იეჰოვას სული დაკნინდა, ანუ მისი ძალა დასუსტდა», ხოლო ებრაელების 9:14-ის კომენტარში ნათქვამია: «ფრაზა, რომ ქრისტემ “სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს”, გულისხმობს წმინდა სულის, როგორც ღვთაებრივი ძალის მონაწილეობაზე მითითებას».

შემდეგ, იმავე გამოცემაში დაბადების 1:2-ში მოცემული ფრაზის “ღვთის სული იძვროდა” კომენტარში ნათქვამია, რომ ეს სიტყვები მიუთითებს «შემოქმედებაში წმ. სამების მე-3 პირის, ღვთის სულის მონაწილეობაზე, რომელიც იმ შემოქმედებით-გამამყარებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც, ბიბლიური შეხედულების თანახმად, მთელი სამყაროს წარმოშობას და არსებობას განაპირობებს». ჩემი აზრით, ძალიან კარგადაა ნათქვამი წმინდა სულის, როგორც ძალის შესახებ, თუმცა, გაუგებარი მხოლოდ ის რჩება, რა შუაშია აქ "წმ. სამების მე-3 პირი”? 

გამოცხადების 2:7-ის კომენტარში ნათქვამია: «ძალა, რომელიც ამ დიდებულ მეტამორფოზას მოახდენს ხალხის შინაგან თუ გარეგან ცხოვრებაში, იქნება სული, რომელიც მის ერსა და მის ქვეყანაზე გადმოიღვრება უზომო სიუხვით ზეციდან. ეს სული – არის პრინციპი რომელიც ადამიანთა ცხოვრებას ანახლებს, ღვთის სასწაული ძალა».

კომენტარში ფრაზაზე “სული მაღლიდან”, რომელიც ესაიას 32:15-შია ჩაწერილი, ნათქვამია: «წმ. სულია ის ძალა, რომელიც ცოდნას აძლევდა ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებს, მოციქულებს, ეხლა კი თავად იოანეს, და საერთოდ თითოეულ მორწმუნეს გამოცხადების ათვისებისას». ხოლო ლუკას 1:35-ში მოცემული ფრაზების “სული წმინდა” და “უზენაესის ძალა” კომენტარებში ნათქვამია: «უნდა განვასხვავოთ ეს ფრაზები? განმმარტებლების ერთი ნაწილი ორივე ფრაზას სრულიად ერთნაირად მიიჩნევენ, რადგან აქ ეგრეთ წოდებულ წევრთა პარალელიზმს ხედავენ. სხვები კი განასხვავებენ ორივე ფრაზას და წმინდა სულში წმ. სამების მე-3 პირს მოიაზრებენ, უზენაესის ძალაში კი – წმ. სამების მე-2 პირს – ღვთის ძეს. ამ ორი მოსაზრებიდან სწორად პირველი უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში წმინდა სული ყველგან ღვთაებრივი ძალების წყაროს წარმოადგენს, რომლებიც ადამიანებს გადაეცემათ. აქაც წმინდა სულისა და მისი გამწმენდი ძალის შესახებაა საუბარი, რომელიც, რა თქმა უნდა, ღვთის ძალას წარმოადგენს (უზენაესის ძალას, ანუ ღმერთის)»

მინდა რამოდენიმე სიტყვა ამ კომენტარის შესახებაც ვთქვა. მასში, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოდ ამტკიცებენ იმას, რომ «წმინდა სული ღვთაებრივი ძალების წყაროს წარმოადგენს», იმიტომ რომ ამ ტექსტში გამოყენებული სინონიმური პარალელიზმი იმაზე მიუთითებს, რომ წმინდა სული თავად ამ ღვთაებრივ ძალას წარმოადგენს (და არა მის წყაროს). ასე, მაგალითად, თანამედროვე რუსი ბიბლეისტის, ვ.ნ. კუზნეცოვას ლუკას სახარების კომენტარებში, ლუკას 1:35-ში მოცემულ სიტყვებზე შემდეგი კომენტარი კეთდება«წმინდა სული (ებრ. რუახ, ბერძ. პნევმა) – თავდაპირველად ეს სიტყვა ნიშნავდა ჰაერის მოძრაობას, ქარს, თუმცა შემდგომ ჩნდება ახალი, გადატანითი მნიშვნელობა – «სუნთქვა», სასიცოცხლო ძალა … ახალ აღთქმაში ეს სიტყვა ხანდახან ასევე გამოიყენება ღვთის სუნთქვის (იხ. 2 თეს. 2.8; შეად. იოანე 20.28) და სიცოცხლის სულის მნიშვნელობით (გამოცხ. 11.11; 13.15). მაგრამ თანდათანობით წმინდა სულში ღვთის შემოქმედებითი ძალისა და ენერგიის გაგება იწყება, რომელსაც ძალუძს შექმნა და სახეცვლა, განწმენდა და ადამიანებისთვის განსაკუთრებული ნიჭების მიცემა (იხ., მაგალითად, 1 კორ 12.4, 7-11). უზენაესის ძალა – იგივეა, რაც ღვთის სული … პირველი ორი ხაზი ეგრეთ წოდებულ სინონიმურ პარალელიზმს წარმოადგენს. ეს ებრაული პოეზიის ტიპიური ილეთია» [2]. 

სინონიმურ პარალელიზმთან დაკავშირებით ბიბლეისტი ჰენრი ა. ვერკლერი წერს:«ებრაული პოეზიისთვის დამახასიათებელია არა ხმოვანი რითმი, არამედ აზრობრივი - პარალელიზმი… ებრაული პარალელიზმი სამ სახეობად შეიძლება დაიყოს: სინონიმური, ანტიტეტიკური და სინთეტიკური. სინონიმური პარალელიზმისას ლექსის მეორე სტროფი პირველი სტროფის შინაარსს იმეორებს, თუმცა სხვა სიტყვებით. მაგალითად, ფს. 102,10: "არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა"» [3].

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად ასეთივე კონსტრუქცია (სინონიმური პარალელიზმი) გამოიყენება ღვთის სულთან დაკავშირებით იობის 33:4-ში, სადაც ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში ვკითხულობთ: «ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე», ანუ ღვთის სული ანუ წმინდა სული სხვა არაფერია, თუ არა «ყოვლადძლიერის სუნთქვა», და არანაირი სახით არ წარმოადგენს პიროვნებას, არამედ წარმოადგენს ღვთის მოქმედ ძალას. ასევე ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ლუკას 1:35-ის კომენტარში ბიბლიის აზრობრივ თარგმანში იესოს შესახებ ნათქვამია, რომ «ის უზენაესის ძალით იყო შობილი, მისი წმინდა სულით», რაც ასევე გაკეთებულ დასკვნას უჭერს მხარს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ა. მენი, რომელიც სამების სწავლებას უჭერს მხარს და, შესაბამისად, წმინდა სულს პიროვნებად მიიჩნევს, თავის წიგნში «სასიხარულო ცნობა» წერს: «ღვთის სული – ესაა ღვთის ძალა, ის გარდაქმნის ადამიანს, ის აძლევს მას იმის განხორციელების შესაძლებლობას, რისი განხორციელებაც მას ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ შეუძლია» [4]. 

რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის ბიბლეისტიკის კათედრის ხელმძღვანელი დ.ვ. შედროვიცკი, დაბადების 1:1-ის განხილვისას, წერს: «ღვთის სულმა, ანუ მოქმედმა ძალამ, რომელიც წიაღიდან, შემოქმედის “ბაგეებიდან” გამოვიდა, სამყარო შექმნა» [5], ამავე ნაშრომის 30-ე გვერდზე კი ამასთან დაკავშირებით წერია: «ღვთის სული, მისი სუნთქვა და თანდასწრება – <რუახ>. ადრე აღწერილი ნივთიერებისგან - "მიწის", "უფსკრულის" - განსხვავებით, ესაა – შემოქმედი ძალა, ჰარმონიული წარმმართველი, ესაა – ღვთის ნება, რომელიც ფიზიკურ სამყაროს ქმნის მისი ნებისამებრ».

გერმანელი პროფესორი კ. ტროლი, რომელსაც სამების დოგმატის სწამს, წერს: «სული კვლავ და კვლავ მოიხსენიება ძველ აღთქმაში, რათა ღვთის მოქმედ ძალას - მის "სიცოცხლის სუნთქვას" გაუსვას ხაზი» [6].

ასევე ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის კ.გ. იუნგის ნაწარმოების, სახელწოდებით «სამების დოგმატის ფსიქოლოგიური განმარტების მცდელობა»,  კომენტარში, ერთერთ უკრაინულ გამოცემაში ნათქვამია, რომ ძველ აღთქმაში «дух розуміється скоріше у формі “сили”, що відходить від Бога, ніж у якості іпостасі» (ქართულად ეს დაახლოებით ასე ჟღერს: «სული წარმოდგენილია ალბათ უფრო “ძალის” სახით, რომელიც ღვთისაგან გამოდის, ვიდრე ჰიპოსტასის სახით») [7]. ასეთივე აზრია გადმოცემული გამოცემაში «მართლმადიდებლური კატეხიზმო»: «ძველ აღთქმაში წმინდა სული არ ვლინდება ჰიპოსტასურად, პიროვნულად, არამედ როგორც ღვთაებრივი ძალა» [8].

 ასევე გამოცემაში «Жив Бог. Православный катехизис» ნათქვამია: «… ძველ აღთქმაში სული, არ ავლენს საკუთარ თავს აშკარად როგორც პიროვნება, ის თავად ღვთისაგან გამოდის როგორც მისი სუნთქვა…» [9], ასევე: «ღვთის სული – ესაა ღვთის მაცოცხლებელი სუნთქვა». ამგვარად ფსალმუნების 50:11-ში მოცემული სიტყვების “ნუ წამართმევ შენი სიწმინდის სულს” კომენტარში ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში ჩაწერილია: «ისევე როგორც ქრისტიანული სწავლებების სხვა გარემოებები, წმინდა სულის ჰიპოსტასურობის იდეა ძველ აღთქმაში მხოლოდ მინიშნების სახითაა წარმოდგენილი»

ამგვარად, როგორც არ უნდა ცდილობდნენ ისინი, ვინც სამპიროვნული ღმერთის სწავლებას უჭერენ მხარს, წმინდა სული ღვთაების მესამე პირად მიიჩნიონ, ისინიც კი საკუთარ კომენტარებში წმინდა სულზე ისე მიუთითებენ, როგორც ღვთის მოქმედ ძალაზე. მით უმეტეს სამების დოგმატის მოწინააღმდეგეები. მაგალითად, წიგნში «სამება. ქრისტიანობის თავის მოტყუება» ნათქვამია: «ორივე აღთქმაში (ძველი და ახალი) ტერმინი “წმინდა სული” ღვთის მოქმედ და შთამაგონებელ ენერგიას აღწერს … ის ფაქტი, რომ სიტყვები “სული” და “სუნთქვა” ივრითში და ბერძნულ ენაში ერთი და იგივე სიტყვას წარმოადგენენ, სიტყვა "სულის" ძირეულ მნიშვნელობაზე მიუთითებს – ღვთის მოქმედი ძალა, ენერგია, რომელიც მისი სიტყვების მიღმა დგას» [10].

მეორე. ის გარემოება, რომ ახალი აღთქმის მრავალ მუხლში წმინდა სულის შესახებ საუბარია როგორც ვიღაცაზე, არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარი პიროვნებაზეა, რადგან ბიბლიაში ასევე ვხვდებით აშკარა არაპიროვნებების პერსონიფიცირებებს, მაგალითად: “სიკვდილი მეფობდა” და “ცოდვა მეფობდა” (რომაელები 5:17,21); “წყალი და სისხლი მოწმობენ” (1 იოანე 5:8); სიბრძნეს ჰყავს “შვილები” (ლუკა 7:35); საქმეებს შეუძლიათ “ადიდონ უფალი” (ფსალმუნები 102:22); აბადონი და სიკვდილი “ლაპარაკობენ” (იობი 28:22); წურბელას “ორი ქალიშვილი” ჰყავს (იგავები 30:15); “სისხლის ხმამ” შეიძლება “იღაღადოს” (დაბადება 4:10); სამარე, მიწა და ცეცხლი “ლაპარაკობენ” (იგავები 30:16) და ა.შ. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავი ისაა, რომ 2 კორინთელების 6:6-ში ჩაწერილი სიტყვების, “წმიდა სულში”, კომენტარში, ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში ვკითხულობთ«წმინდა სულის ძალა აშკარად ჩანს პავლეს მსახურებაში: ის სძენდა მის ქადაგებას ძალას, ის ამხელდა ურწმუნოებს ცოდვებში, ის აძლევდა სულიერ ნიჭებს». როგორც ვხედავთ, ძალას “მიცემა”, “მხილება”, ანუ იმის გაკეთება შეუძლია, რაც, არსებითად, პიროვბებისგან უნდა მომდინარეობდეს. ამიტომ არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს იმაში, რათა მიუხედავად მის მიმართ ისეთი გამონათქვამების გამოყენებისა, რომლებიც ჩვეულებრივ პიროვნებებთან ასოცირდება, წმინდა სული პიროვნებად არ მივიჩნიოთ.

მესამე. კიდევ ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ წმინდა სული პიროვნებას არ წარმოადგენს, იმაში მდგომარეობს, რომ ბიბლიაში არის ადგილები, სადაც წმინდა სული სხვა უპიროვნო რაობებთან ერთად მოიხსენიება, მაგალითად, საქმეების 13:52-ში ნათქვამია: «მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმინდით» (ასევე იხილეთ საქმეები 6:3,5; 11:24; 2კორინთელები 6:4–6; 1თესალონიკელები 1:5; გამოსვლა 35:31).

მეოთხე. თავად იესო რას ფიქრობდა წმინდა სულზე, როდესაც მას “ნუგეშისმცემელს” უწოდებდა (იოანე 14:26; 15:26)? თვლიდა იესო მას ღვთაების მესამე პირად? ბიბლიაში იმის მცირედი მინიშნებაც კი არ არსებობს, რომ იესოს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა წმინდა სულის მიმართ. მაგალითად, იოანეს 14:1-ში იესო ამბობს: “იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე”. პირველი, ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღმერთში იესო საკუთარ მამას გულისხმობდა და ამგვარად გამოყოფდა საკუთარ თავს ღვთისაგან, და მეორე, სად არის აქ მითითება იმის შესახებ, რათა “იწამონ წმინდა სული”?. მაგალითად, XIX საუკუნის, რელიგიის ფრანგი ისტორიკოსი ერნესტ რენანი წერს: «იესოსთვის წმინდა სული არ განსხვავდებოდა შთაგონების გაგებისაგან, რომელიც გამუდმებით მამა ღმერთისაგან მომდინარეობდა» [11].

შემდეგ, თუ მათეს 12:28-ში (“თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი”) და ლუკას 11:20-ში (“და თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, აბა, დაგდგომიათ ღვთის სასუფეველი”) ჩაწერილ სიტყვებს დავაპირისპირებთ, მაშინ განა შეიძლება ქრისტეს ამ სიტყვებიდან დავასკვნათ, რომ ის წმინდა სულს პიროვნებად მიიჩნევდა? მაგალითად, ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ფრაზა “ღვთის თითით”, ლუკას 11:20-ში გადმოცემულია როგორც “ღვთის ძალით”, მაგალითად, თანამედროვე თარგმანში [რუს]: “Я же пользуюсь только силой, исходящей от Бога, чтобы изгонять бесов … [მე კი მხოლოდ იმ ძალით ვსარგებლობ, რომელიც ღვთისგან გამოდის, რათა ეშმაკნი განვდევნო]”; ვ.ნ. კუზნეცოვას თარგმანი: “А если я силой Божьей изгоняю бесов … [ხოლო მე თუ ღვთის ძალით ვდევნი ეშმაკებს]”. ასეთივე სახით საქმეების 6:5-ში არის ფრაზა “რწმენით და სულიწმინდით სავსე”, ხოლო საქმეების 6:8-ში – “მადლით და ძალით აღსავსე”.

მსგავსადვე, როდესაც იოანე ნათლისმცემელი იესოს შესახებ ლაპარაკობდა, რომ “ის მოგნათლავთ სული წმიდით” (მარკოზი 1:8), ჰქონდა მას მხედველობაში ის, რომ წმინდა სული – პიროვნება და ღვთაების მესამე პირია? აშკარაა, რომ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოლოდინი უნდა გვქონოდა, რომ იოანე ნათლისმცემელი ცოტა სხვაგვარად გადმოსცემდა სათქმელს.

მეხუთე. ყურადღება გავამახვილოთ ლუკას სახარების 24-ე თავის 49-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ასევე წმინდა წერილის პარალელურ ადგილებზე, რათა განვსაზღვროთ, თუ რა მოვლენას გულისხმობდა იესო. ეხლა კი ის შეგვიძლია ვნახოთ, თუ ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში მოცემული წინადადება “მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმასლუკას 24:49-დან, როგორ ჟღერს ბიბლიის სხვა თარგმანებში.

ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი - 1985: “მე წარმოვგზავნი თქვენზე მამაჩემის აღთქმულს”.

სბს - სტოკჰოლმი 2001: “მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს”.

სბს - 2013: “მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს”.

ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015: “მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს”.

ახალი ქვეყნიერების თარგმანი: "გიგზავნით მამაჩემის მიერ დაპირებულს".

რუსული თარგმანები:

Перевод В.Н. Кузнецовой: “И вот, Я посылаю вам то, что обещал Мой Отец”.

Перевод епископа Кассиана: “И вот, Я посылаю обещанное Отцом Моим на вас”.

Перевод «Слово Жизни»: “Я же пошлю обещанное Моим Отцом”.

Современный перевод: “Я посылаю вам обещанное Отцом Моим”.

აღდგენილი თარგმანი (Восстановительный перевод): “И вот, Я посылаю обещанное Моим Отцом на вас”, ამ სიტყვებზე გაკეთებულ კომენტარში კი ნათქვამია: «იგულისხმება დაპირება, რომელიც მოცემულია იოელის 2:28-29-ში და რომელიც ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შესრულდა (საქმეები 1:4-5,8; 2:1-4,16-18). მასში საუბარია იმის შესახებ, რომ სული როგორც ზემოდან მომდინარე ძალა გადმოიღვრებოდა მორწმუნეთა დახმარების ასპექტში». (ასევე აქაც შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ წმინდა სულზე საუბარია როგორც ძალაზე.)

განა შეიძლება ღვთაებრივ პირს "აღთქმული" (დაპირებული) ეწოდოს?

მეექვსე. ის, რომ წმინდა სული სამერთიანი ღმერთის ღვთაებრივ პირს (ჰიპოსტასს) არ წარმოადგენს, შემდეგი მსჯელობიდანაც ჩანს. იესოს ღვთაებრიობა და მის მიერ სასამართლო "დღისა" და "საათის" (მარკოზი 13:32) არცოდნა რომ შეათანხმონ, მიმართავენ არგუმენტს, რომელიც ამ მუხლის კომენტარშია გამოხატული ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში«დედამიწაზე ხორციელ სხეულში იესოს ცხოვრებისას, მისი ცოდნა შეზღუდული იყო». თუმცა ამასთან დაკავშირებით კითხვა იბადება: თუ იესოს მიერ "დღის" და "საათის" არცოდნის მიზეზს «ადამიანურ სხეულში» ყოფნა წარმოადგენდა, მაშინ, წმინდა სული თუ – პიროვნებაა, მან (წმინდა სულმა) რატომ არ იცის “დღესა” და “საათზე”, მას ხომ არანაირ სხეულში არ სჭირდება გარდასახვა? რადგან იესომ არაორაზროვნად მიუთითა იმაზე, რომ “მხოლოდ მამამ” იცის ამის შესახებ. 

იგივეს თქმა შეიძლება ლუკას 10:22-ში ჩაწერილის შესახებაც. იესოს სიტყვებიდან იმის შესახებ, რომ არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა, ჩანს, რომ წმინდა სული – არაა ღვთაებრივი პიროვნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იესო არ იქნებოდა ასე კატეგორიული თავის სიტყვებში, რომ “არავინ იცის” (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესოს რომ წმინდა სული პიროვნებად მიეჩნია, რომელიც მისი და მისი მამის ტოლია, მაშინ არ გამოაკლებდა მას მათ რიცხვს, ვინც არ იცის “ვინ არის ძე”). 

მეშვიდე. ბიბლიაში წმინდა სულის შესახებ ხშირად საუბარია, როგორც ისეთ რამეზე, რაც ღმერთს ეკუთვნის და არა როგორც ღვთაების მესამე ჰიპოსტასზე. მაგალითად, წმინდა წერილში წმინდა სულის შესახებ საუბარია, როგორც ღვთის სულზე, ღმერთის სულზე, უფლის სულზე (ნეემია 9:30; მსაჯული 3:10; 13:25; 14:6,19; 15:14; 1 მეფეთა 10:6,10; 19:20; 2 მეფეთა 23:2; 3 მეფეთა 18:12; 4 მეფეთა 2:16; 2 ნეშტთა 20:14; 24:20;  ფსალმუნები 138:7; ეზეკიელი 11:5; ესაია 40:13; 42:1; 48:16; საქმეები 5:9; რომაელები 8:14; 15:19; 1 კორინთელები 2:11,12; 2 კორინთელები 3:3,17; 1 იოანე 4:2), სული მამისა (მათე 10:20). 

მერვე. არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ წმინდა სული არ წარმოადგენს სამერთიანი ღვთაების პირს – ესაა სიტუაციები, როდესაც ბიბლიაში ღმერთთან და ქრისტესთან დაკავშირებულ რამეზეა საუბარი, თუმცა ეს წმინდა სულს არ ეხება. 

მაგალითად:

1) ჩვენ ვპოულობთ მოწოდებას იმის შესახებ, რათა გვიყვარდეს ღმერთი (მათე 22:37; 1 იოანე 4:19) და გვიყვარდეს იესო (1 კორინთელები 16:22), მაგრამ ბიბლიაში არსად არაა საუბარი წმინდა სულის სიყვარულზე. გარდა ამისა, ბიბლიაში ნათლადაა საუბარი მამის ძისადმი სიყვარულზე (იოანე 3:35) და ძის სიყვარულზე მამის მიმართ (იოანე 14:31), თუმცა წმინდა წერილში არსად არაა საუბარი მამის ან ძის სიყვარულზე წმინდა სულის მიმართ;

2) საუბარია ღვთისადმი რწმენაზე (1 თესალონიკელები 1:8) და ქრისტესადმი რწმენაზე (საქმეები 16:31; 20:21; 24:24; კოლასელები 1:4; 2:5; იაკობი 2:1), თუმცა ბიბლიაში არსად არაა საუბარი წმინდა სულისადმი რწმენაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება შედავება სცადონ, რომ ღვთისადმი რწმენა – ეს მათ შორის წმინდა სულისადმი რწმენაცაა, რადგან ღმერთი სამერთიანია. თუმცა ასეთი არგუმენტი სერიოზულად ვერ ჩაითვლება, რადგან იოანეს 14:1-ში ჩაწერილი სიტყვები, ნათლად საუბრობენ ღვთისა და მისი ძისადმი რწმენაზე, ანუ, ღმერთში თუ სამერთიანი ღვთაება უნდა მოვიაზროთ, მაშინ მისი ძის, როგორც სამერთიანი ღვთაების ნაწილისადმი  რწმენის შესახებ საუბარი, ამ სიტუაციაში სრულიად ზედმეტია;

3) საუბარია ღვთისადმი და იესო ქრისტესადმი მსახურების შესახებ (რომაელები 14:1815:161 კორინთელები 7:35; კოლასელები 3:24), თუმცა არსად არაა საუბარი წმინდა სულისადმი მსახურებაზე.

მეცხრე. ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში, საქმეების 2:33-ში გადმოცემული აზრი “მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანში ჟღერს როგორც “აღთქმული წმინდა სული მიიღო მამისგან, გადმოგვაფრქვია ის”. ამგვარად, აქედან ჩანს, რომ საუბარია წმინდა სულის მოფენაზე. 

მეათე. 1 ტიმოთეს 5:21-ში ჩაწერილიც ასევე იმაზე მიუთითებს, რომ წმინდა სული არ არის პიროვნება და სამერთიანი ღვთაების ნაწილი, რადგან, წმინდა სული რომ ღმერთი ყოფილიყო, მაშინ როგორ შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ტიმოთესადმი პავლეს მოწოდებაში ურღვევლად დაიცავი ჩემი რჩევა და ნურაფერს აღასრულებ მიკერძოებით არსადაა ნახსენები წმინდა სული, იმ დროს როცა ღვთისა და ქრისტეს გვერდით “რჩეული ანგელოზები” მოიხსენიებიან? ზუსტად ასეთივე სიტუაცია გვაქვს ლუკას 9:26-ში, სადაც ნახსენები არიან “ძე კაცისა”, “მამა” და “წმინდა ანგელოზები”, თუმცა რატომღაც წმინდა სული არაა ნახსენები. ასევე გამოცხადების 3:5-ში მოცემულია იესოს სიტყვები, რომლებიც მან თავისი ერთგული მიმდევრების მისამართით წარმოთქვა: ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე, და აქაც კვლავ მამა და ანგელოზებია მოხსენიებული, წმინდა სული კი არა, რაც საკმაოდ უცნაურია, წმინდა სული თუ – ღვთაების მესამე ჰიპოსტასს წარმოადგენს.

მეთერთმეტე. ღმერთი თუ სამერთობაა, მაშინ ისეთ მუხლებში, როგორებიცაა გამოცხადების 11:15, 12:101 თესალონიკელების 3:11; 1 იოანეს 2:22–24 და 2 იოანეს 9, უბრალოდ სიტუაცია მოითხოვს, რომ წმინდა სული მოიხსენიებოდეს, თუმცაღა ის იქ არ არის. ასევე, წმინდა სული თუ – მამისა და ძის სრულიად თანასწორი პირია სამერთიან ღვთაებაში, განა უცნაურად არ ჩანს მისი არმოხსენიება:

1) პავლე მოციქულის სიტყვებში “მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ”, რომლებიც ჩაწერილია 1 კორინთელების 1:3-ში; 2 კორინთელების 1:2-სა და გალატელების 1:3-ში;

2) მოციქული პავლეს ტიმოთესადმი დარიგებაში 1 ტიმოთეს 6:13 (“გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება”) და 2 ტიმოთეს 4:1 (“ამრიგად, მოგიწოდებ ღვთისა და უფალ ქრისტე იესოს წინაშე, თავისი გამოცხადებით და სასუფევლით რომ განიკითხავს ცოცხალთაც და მკვდართაც”);

      3) მოციქული პავლეს სიტყვებში “
ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც” (1 კორინთელები 8:6). უნდა აღინიშნოს, რომ, ამ მუხლთან დაკავშირებით, რაფაილ ტურკონიაკის ახალი აღთქმის თარგმანში, უკრაინულ ენაზე, ამ მუხლის ბოლოს დამატებულია ბრჭყალებში მოქცეული ფრაზა “I один Святий Дух, у Якому – все; i ми є в Ньому” (ქართულად: “და ერთი წმინდა სული, ვის მიერაც არის – ყოველი; და ჩვენც – მასში ვართ”). როგორც ჩანს, ეს მთარგმნელი გრძნობდა, რომ სამების დოგმატიდან გამომდინარე წმინდა სულის მოხსენიება აქ უბრალოდ საჭირო კი არა, აუცილებელი იყო, რისი ხორცშესხმაც სცადა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმის ორიგინალურ ტექსტში ეს სიტყვები არ არის. 

4) მათეს 10:33-სა (“ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე”) და მათეს 10:40-ში (“ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს”); 

5) იოანეს 16:32-ში (“აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა”)? როგორც ვხედავთ, როდესაც ამბობს, რომ მარტო არ არის, იესო მხოლოდ თავის მამას ახსენებს, წმინდა სულს კი არა.

მეთორმეტე. როგორც ჩანს, წმინდა სულის, როგორც ღმერთის მხარდასაჭერად წამოყენებულ ერთერთ ყველაზე ხშირ არგუმენტს წარმოადგენს, – საქმეების 5:3-ში (“მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?”) და საქმეების 5:4-ში (“ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს”) ჩაწერილის სიტყვების შეპირისპირება. თუმცა ნამდვილად მართლზომიერია თუ არა ამ მუხლების თანახმად გაკეთებული დასკვნა იმის შესახებ, რომ წმინდა სული – ღმერთია? პირველ რიგში, კარგი იქნება ყურადღება გავამახვილოთ საქმეების 5:3-ის კომენტარზე ზემოთ უკვე ნახსენებ გამოცემაში «განმარტებითი ბიბლია; ანუ კომეტარები წმინდა წერილის ძველი და ახალი აღთქმის ყველა წიგნზე» იქ ნათქვამია«მიწის საფასურის დამალვა აქ ისე გაიგება, როგორც წმინდა სულის მოტყუება, იმიტომ რომ პეტრე და დანარჩენი მოციქულები, როგორც ეკლესიის წარმომადგენლები, ძირითადად წმინდა სულის მატარებლები და ორგანოები იყვნენ, რომელიც ეკლესიაში მოქმედებდა». ასევე, იტალიური ფრანცისკანული მოძრაობის გამოცემაში «ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ახალი აღთქმა რუსულ ენაზე პარალელური ადგილებითა და დანართებით» (გამომცემლობა «Жизнь с Богом», 206, Avenue de la Couronne, Bruxelles, 1990), რომელიც მხარს უჭერს სამების შესახებ სწავლებას, საქმეების 5:3-ის კომენტარში წერია«მოციქულები, პეტრეს თაოსნობით – დედამიწაზე ღვთის წარმომადგენლები არიან ადამიანების მარადიული ხსნის საქმეში; ამიტომ მათი მოტყუება, ღვთის მოტყუების მცდელობის ტოლფასია»

ამ კომენტარებში საყურადღებო ის არის, რომ თავად გამომცემლები, რომლებსაც სამსახოვანი ღმერთის სწამთ, არ ცდილობენ მე-3 მუხლში მოცემული ფრაზის “გეცრუა სული წმიდის მიმართ” მე-4 მუხლში მოცემულ ფრაზასთან “ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს” დაკავშირებას. და ეს მათი მიდგომის ობიექტურობაზე მეტყველებს, რადგან, როგორც საქმეების მე-5 თავში აღწერილი მოვლენების კონტექსტიდან ჩანს, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, მოციქულ პეტრეს მიზნად სულაც არ ჰქონია წმინდა სულის ღვთაებრიობის დასაბუთება. გარდა ამისა ის, რომ მოციქული პეტრესთვის წმინდა სული ღმერთი და, შესაბამისად, პიროვნება არ ყოფილა, ჩანს მისი გამონათქვამიდან, რომელიც საქმეების 15:8-შია ჩაწერილი (გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა), სადაც პეტრე ნათლად აცალკევებს “გულთამხილავ ღმერთს” წმინდა სულისაგან.

რელიგიის ისტორიკოსები რას ამბობენ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით? 

ა. დონინის ნაშრომში «ქრისტიანობის სათავეებთან (ჩასახვიდან იუსტინიანამდე)» ნათქვამია: «მესამე პირის, ღვთის სულის ფუნქცია, ჯერ არ იყო საკმარისად მოფიქრებული ნიკეაში [I მსოფლიო კრებაზე 325 წ.] შეკრებილი მამების მიერ. მის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით ალაპარაკდნენ, II მსოფლიო კრებაზე 381 წ.» [12]. ეს თავის მხრივ ეთანხმება ალისტერ მაკ-გრატის ნაშრომში “ქრისტიანული ღვთისმეტყველების საწყისები” ნათქვამს, სადაც განყოფილებაში “დავა წმინდა სულის ღვთაებრიობის შესახებ” ნათქვამია: «ადრეული ეკლესია სირთულის წინაშე აღმოჩნდა წმინდა სულთან დაკავშირებით და ვერ შეძლო დოქტრინის ამ სფეროს საკმარისად შემუშავება … წმინდა სულის სრული ღვთაებრიობის აღიარება პატრისტიკული ღვთისმეტყველების გაცილებით გვიან სტადიაში მოხდა» [13].

ასეთი სახით, პირველი ქრისტიანებისთვის არ იყო დამახასიათებელი წარმოდგენა წმინდა სულის შესახებ, როგორც პიროვნების და ღვთაების მესამე ჰიპოსტასისა, ისევე როგორც არ იყო დამახასიათებელი წარმოდგენა ღვთის შესახებ, როგორც სამებისა.


წყაროების სია

2. Кузнецова В.Н. Евангелие от Луки. Комментарий. – М.: Фонд имени Александра Меня. Общедоступный православный университет, 2004. – с.37-38.
3. Генри А. Верклер. Герменевтика. Принципы и процесс толкования Библии, c.67-68.
4. Мень А. Радостная весть. Лекции. Выпуск 1. – М.: «ВИТА-ЦЕНТР», 1991, с. 151.
5. Щедровицкий Д.В. Введение в Ветхий Завет. Том I. Книга Бытия. – М: «Теревинф», 1994. – c.14. 
6. Кристиан Тролль. Вопросы мусульман – ответы христиан. / Пер. с нем.– К.: “Дух и лiтера”, 2011. – с. 101.
7. Лубський В.І., Предко О.І. Психологія релігії: Підручник і хрестоматія. – Ч.1.: Київ: «Центр учбової літератури», 2004 - с. 113.
8. Православный Катихизис (Епископ Александр (Семёнов-Тян-Шанский)). – М.: Изд.-во Московского Патриархата, 1990. – с.38
9. Жив Бог. Православный катехизис. Под ред. протоирея К.Фотиева. Париж – 1979, Лондон – 1989, 1990, Москва – 1991, с.271,273.
10. Баззард Э.Ф., Хантинг Ч.Ф. Учение о Троице. Самообман Христианства / Пер. с англ.– Львов: “Афиша”, 2003. – с. 249-250.
11. Ренан Э. Жизнь Иисуса. Апостолы / Пер. с фр. Е.В. Святловского. – Мн.: Беларусь, 1991. – с.145.
12. Донини А. У истоков христианства (от зарождения до Юстиниана) / Пер. с итал. – М.: Политиздат, 1989. – с. 248.
13. Алистер Мак-Грат. Введение в христианское богословие / Пер. с англ.– Одесса: “Богомыслие”, 1998. – с. 252.

--------------------------------
იგორ ლისენკო

-------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:





Комментариев нет:

Отправить комментарий