среда, 3 июля 2019 г.

ქრისტიანობა, ნიკეის საეკლესიო კრებამდე, არ აღიარებდა დოგმას სამების შესახებ



ებრაულ წერილებში სამების შესახებ არაფერია ნათქვამი. იქნებ, ჯერ ადრე იყო საკუთარი თავის შესახებ “ჭეშმარიტების” გამჟღავნება? მაშინ, დიდი ალბათობით, სამება ბერძნულ წერილებში უნდა გამოჩნდეს.
თუ წაკითხული გაქვთ ბერძნული წერილები, მაშინ, რა თქმა უნდა, არ შეხვედრიხართ იქ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “მე ვარ – სამება და ამ სახელით გამიცნობენ მე თაობები” ან თავად სიტყვა "სამება". ამ თემის პატიოსან ანალიზს, რომლის ძიების არეალიც ბერძნული წერილებით შემოიფარგლება, ასეთ დასკვნებამდე მივყავართ:




«ღვთისმეტყველები თანხმდებიან, რომ ახალ აღთქმაში არ არის სამების დოგმატის ნათელი გამოხატულება» («The Encyclopedia of Religion»)
«ახალი აღთქმის მწერლებს... არ ჩამოუყალიბებიათ ოფიციალური სამების დოგმატი და არ გადმოუციათ ნათელი სწავლება იმის შესახებ, რომ ერთ ღმერთში სამი თანაარსი ღვთაებრივი პირია. [...] ჩვენ ვერსად ვერ ვიპოვით დოგმას სამი ცალკეული ღვთაებრივი პირის შესახებ, რომლებიც ერთ ღვთაებაში არსებობენ და მოქმედებენ» (ედმუნდ ფორტმანი)
«ახალ აღთქმაში არ არის არც თავად სიტყვა „სამება“ და არც აშკარად ჩამოყალიბებული დოგმატი მის შესახებ» (ახალი ბრიტანული ენციკლოპედია)
«რაც შეეხება ახალ აღთქმას, მასში შეუძლებელია სამების შესახებ რეალური დოგმატის პოვნა» («Epochen der Dogmengeschichte», ბერნჰარდ ლოზე)
«ა[ხალ] ა[ღთქმაში] არ არის სამების შესახებ გადმოცემული დოგმატი. „ბიბლიაში არ არსებობს ნათლად გადმოცემული მტკიცებულება, რომ მამა, ძე და წმინდა სული ერთნაირნი არიან არსით“» («The New International Dictionary of New Testament Theology», პროტესტანტი ღვთისმეტყველის, კარლ ბარტის სიტყვები)
«იესო და პავლე, როგორც ჩანს, არ იცნობდნენ დოგმას სამების შესახებ... ისინი არაფერს ამბობენ მის შესახებ» («Origin and Evolution of Religion», იელის უნივერსიტეტის პროფესორის, ვოშბერნ ჰოპკინზის სიტყვები)
«იესო ქრისტეს არასოდეს უსაუბრია ასეთი მოვლენის შესახებ და ახალ აღთქმაში არსად არ ჩნდება სიტყვა „სამება“. ეს იდეა ეკლესიის მიერ, ჩვენი უფლის სიკვდილიდან, მხოლოდ სამასი წლის შემდეგ იქნა მიღებული» («The Paganism in Our Christianity»)

მოვლენათა ქრონოლოგიის კვლევისას, ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ აშკარად გამოხატული სამების დოგმატი ვერ მოსეს დღეებში, ვერც მის შემდეგ და ვერც ბიბლიის წიგნების სრული ნაკრების კანონად შედგენის პერიოდში. ბიბლია – ეს ხომ უკვე ქრისტიანული სწავლების სრული საფუძველია. თუმცა, ჩვენ კვლევას კვლავ განვაგრძობთ ქრონოლოგიური გზით, რათა სამების დოგმატის ესტაფეტის გადაცემის ის პირველი წერტილი ვიპოვოთ, რომლის შემდეგაც დაიწყეს მისი სწავლება. რას ვხედავთ სულ პირველი ქრისტიანების სწავლებებში, რომლებიც ბიბლიის წერის დასრულების შემდეგ სწავლობდნენ ბიბლიას და ქადაგებდნენ?

«ადრეულ ქრისტიანობაში არ არსებობდა სამების შესახებ ისეთი ნათელი დოგმატი, როგორიც მოგვიანებით იქნა შემუშავებული რწმენის სიმბოლოებში» («The New International Dictionary of New Testament Theology»).
«თუმცა, პირველი ქრისტიანები, თავიდან არ ფიქრობდნენ [სამების შესახებ] იდეის საკუთარ რწმენაში გამოყენებას. ისინი მამა ღმერთისა და, ღვთის ძის, იესო ქრისტეს ერთგულები იყვნენ და ასევე წმინდა სულსაც აღიარებდნენ; მაგრამ არ არსებობდა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ეს სამი, რეალურ სამებას შეადგენენ, რომლებიც თანაარსნი და გაერთიანებულნი იყვნენ ერთში» («The Paganism in Our Christianity»).
«თავიდან ქრისტიანული რწმენისთვის არ იყო დამახასიათებელი სამების შესახებ იდეა... როგორც ა[ხალი] ა[ღთქმიდან] და ადრეული პერიოდის სხვა ქრისტიანული წერილებიდან ჩანს, სამების შესახებ იდეა არ არსებობდა არც მოციქულთა დროს და არც მათ შემდგომ ახლო პერიოდში» («Encyclopædia of Religion and Ethics»).
«ფორმულირება „სამპიროვანი ერთი ღმერთი“ მყარად დამკვიდრდა და საბოლოოდ შევიდა ქრისტიანულ ცხოვრებასა და რწმენაში, მხოლოდ და მხოლოდ IV საუკუნის ბოლოს. [...] მოციქულებრივი მამების სწავლებებს შორის არ არსებობდა არაფერი ისეთი, რაც თუნდაც შორიდან მაინც მოგვაგონებდა მსგავს აზროვნებას ან პერსპექტივას» («ახალი კათოლიკური ენციკლოპედია»).
შევხვდით აქ ათვლის წერტილის ხსენებას? მოხდა რაიმე განსაკუთრებული მოვლენა მეოთხე საუკუნეში, რამაც ესტაფეტა წარმოშვა? შესაძლოა, ვინმეს ისტორიიდან გაახსენდეს, რომ ერთ მომენტში, ქრისტიანობის გავრცელების საქმეში, განსაკუთრებული როლის თამაში, მოულოდნელად, მდიდარმა და გავლენიანმა პირებმა დაიწყეს. სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად ეს ხალხი, ქრისტიანობას ებრძოდა და მოულოდნელად – თვით რომის იმპერატორი, იმპერიის ღმერთი, გახდა ქრისტიანობის მეცენატი. იქნებ ზუსტად აქ დაიწყო გონებაჭვრეტითი მზაკვრობა, რომელიც საიდუმლოდ ჩაისახა და იშვა? კარგით. ვნახოთ. თუ შესწავლილი გაქვთ ქრისტიანობის განვითარების ისტორია, მაშინ, შესაძლოა, თვალში მოგხვდათ ასეთი ნახტომი იმ განსაზღვრული ქრონოლოგიური შტრიხის შემდეგ – რომელსაც, ე.წ. ნიკეის კრება ჰქვია. რახან მივუახლოვდით და ვახსენეთ ეს შტრიხი, მოდით ჩვენი კვლევის მოწყობილობა უშუალოდ ამ შტრიხის შემდგომი მოვლენებისაკენ მივმართოთ.

მანამ, სანამ ქრისტიანები, დევნილებიდან - ნიკეის კრების შემდგომ, ძალაუფლების მქონეებამდე ზღვარს გადალახავდნენ, ძლიერი მქადაგებლები გამოჩნდნენ...

ერთერთი მათგანი გახლდათ იუსტინე წამებული, რომელიც დაახლოებით ახ.წ. 165 წელს გარდაიცვალა. იესო ქრისტეს, დედამიწაზე  მოსვლამდე ცხოვრების პერიოდზე, საკუთარ სწავლებებში, ის მას უწოდებდა შექმნილ ანგელოზს, რომელიც “განსხვავებულია ღვთისაგან, რომელმაც ყოველივე შექმნა”. იუსტინე იმის შესახებ ასწავლიდა, რომ იესოს ღმერთზე დაიმედებულის მდგომარეობა უკავია და «არასოდეს არაფერი გაუკეთებია იმის გარდა, რაც შემოქმედს... სურდა, რომ მას გაეკეთებინა ან ეთქვა».

იმ დროის კიდევ ერთი გამოჩენილი მასწავლებელი გახლდათ ირინეოსი. მისი გარდაცვალების თარიღი – დაახლოებით ახ.წ. 200 წელი გახლავთ. იესოს განკაცებამდე სიცოცხლის პერიოდის შესახებ ის ასწავლიდა, რომ იესო ღვთისგან განცალკევებით არსებობდა და მას ემორჩილებოდა.

კლიმენტი ალექსანდრიელი რას ასწავლიდა, რომელმაც სიცოცხლე დაახლოებით ახ.წ. 215 წელს დაასრულა? ღმერთს ის უწოდებდა “შეუქმნელ, მარადიულ და ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს” და ასწავლიდა იმას, რომ ძე “ერთადერთი ყოვლისშემძლე მამის შემდეგ დგას”.

ტერტულიანე (გარდაცვალების თარიღი დაახ. ახ.წ. 230 წ.) წერდა: “მამა განსხვავდება ძისაგან, რადგან ის უფრო დიდია; როგორც წარმომშობია მისგან განსხვავებული, ვინც წარმოშობილია; ის ვინც გზავნის, განსხვავებულია მისგან, ვინც წარიგზავნა” და “იყო დრო, როცა ძე არ არსებობდა (…) ყოველივეს გაჩენამდე მხოლოდ ღმერთი იყო”.

იპოლიტე (გარდაცვალების თარიღი დაახ. ახ.წ. 235 წ.) ასწავლიდა, რომ ღმერთი – “ესაა ერთი ღმერთი,  პირველი და ერთადერთი, ყველაფრის შემოქმედი და უფალი”, და მას “არ ჰქონდა არაფერი, მისი სწორი დროით, ის მარტო იყო, თავისთვის; რომელმაც, სურვილით, ის შექმნა, რაც წინათ არ არსებობდა”.

ორიგენე (გარდაცვალების თარიღი დაახ. ახ.წ. 250 წ.) ასწავლიდა, რომ “მამა და ძე – ორი პიროვნებაა… ორი არსება, რაც შეეხება მათ არსს” და “მამასთან შედარებით [ძე] ძალიან მცირე სინათლეა”.
როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება? აი როგორ დასკვნამდე მივიდა ამ თემის ერთი მკვლევარი, ალვან ლამსონი:
«სამების შესახებ დღეს გავრცელებული სწავლება... მხარდაჭერას ვერ პოულობს იუსტინე [წამებულის] სიტყვებში: და იგივე ეხება ყველა ნიკეამდელ მამას, ანუ ქრისტეს დაბადების შემდეგ სამი ასწლეულის ყველა ქრისტიან მწერალს. მართალია, ისინი საუბრობენ მამაზე, ძეზე და... წმინდა სულზე, მაგრამ არა როგორც თანაარსებზე, არა როგორც ერთ არსებაზე, არა როგორც სამზე ერთში, როგორც ამას დღეს აღიარებენ ისინი, ვისაც სამების დოგმატის სწამთ. ზუსტადაც რომ ამის საპირისპიროდ» («The Church of the First Three Centuries»). 
ამიტომ, ჩვენ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ნიკეის კრებამდე სამების შესახებ სწავლება არ იყო ნათლად ჩამოყალიბებული და საერთოდ, გავრცელებული ქრისტიანული სწავლება. ხაზი გავუსვათ ამ აზრს: სრულიად დასრულებულ ბიბლიაზე დაფუძნებული, ბოლომდე ფორმირებული ქრისტიანობა უკვე არსებობდა, სამების შესახებ კი ცნობილი არ იყო.
------------------------------------------
ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий