пятница, 12 июля 2019 г.

ღვთის სახელის დამალვის თანამედროვე მცდელობები



   თანამედროვე ბიბლეისტებისთვის ცნობილია, რომ ღვთის პირადი სახელი, იეჰოვა, ბიბლიაში დაახლოებით 7000-ჯერ გვხვდება. მაგალითად, ის საკმაოდ ხშირად გვხვდება ბიბლიის, ფართოდ გავრცელებულ ინგლისურ და ესპანურ თარგმანებში (Jerusalem Bible, La Biblia Latinoamérica, Reina-Valera). რუსულ ენაზე, სინოდალურ თარგმანში (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური გამოცემა) ღვთის სახელი დაახლოებით 10-ჯერ მოიხსენიება. ღვთის სახელი გაცილებით ფართოდაა გამოყენებული არქიმანდრიტი მაკარის (რუსული) და გ.პავსკის თარგმანში (რუსული). ზოგიერთ თარგმანებში ღვთის სახელი გადმოცემულია როგორც - იაჰვე.

   სამწუხაროდ, მრავალი ეკლესია, რომლებიც ბიბლიის თარგმნის საქმეს აფინანსებენ, მეცნიერებისაგან მოითხოვენ, რომ არ გამოიყენონ ღვთის სახელი. მაგალითად, 2008 წლის 29 ივნისის წერილში, რომელიც ვატიკანმა მისწერა ეკლესიის ყველა საეპისკოპოსოს, ნათქვამი იყო, რომ «ბოლო წლებში ისრაელის ღმერთის პირადი სახელის გამოყენების ტენდენცია გაჩნდა». ამავე წერილში პირდაპირი მითითება ეძლეოდათ: «ღვთის სახელის... გამოყენება ან წარმოთქმა აიკრძალოს». გარდა ამისა, წერილში აღნიშნული იყო, რომ «ბიბლიური ტექსტის თანამედროვე ენებზე თარგმნისას... წმინდა ტეტრაგრამატონი გადმოცემული უნდა იქნას სიტყვით „უფალი“, რომელიც ადონაისა და კირიოსის ეკვივალენტია». 



   პროტესტანტებიც ზუსტად ასევე მოექცნენ ღვთის სახელს. «ახალი საერთაშორისო თარგმანის», რომელიც პროტესტანტების მიერ დაფინანსდა და ინგლისურ ენაზე 1978 წელს გამოიცა, საგამომცემლო კომიტეტის წარმომადგენელი, წერდა: «იეჰოვა — ესაა ღვთის განმასხვავებელი სახელი და იდეალში ჩვენ ის უნდა გამოგვეყენებინა. მაგრამ ჩვენ ამ თარგმანში 2,25 მილიონი დოლარი ჩავდეთ და, დავუშვათ, 23-ე ფსალმუნი რომ გვეთარგმნა „იაჰვე — ჩემი მწყემსია“, ეს ფულის ჰაერში გადაყრის ტოლფასი იქნებოდა».

   ასევე ეკლესიები ლათინოამერიკელებსაც უმალავენ ღვთის სახელს. გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების მთარგმნელი-კონსულტანტი, სტივენ ვოტი, წერს: «ერთერთი საკითხი, რომლის გარშემოც დავები არ წყდება ლათიმოამერიკელ პროტესტანტებს შორის, შეეხება ღვთის სახელის ხეოვა [იეჰოვა] გამოყენებას. [...] აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი და მზარდი ეკლესიის, ნეოორმოცდაათიანელების, წარმომადგენლებმა... ...განაცხადეს, რომ მათ სჭირდებოდათ 1960 წელს გამოცემული ბიბლია რეინი—ვალერი, ოღონდ ხეოვას სახელის გარეშე. ისინი ამ სახელის სიტყვა სენიორ-ით [უფალი] შეცვლას ითხოვდნენ».  სტივენ ვოტის სიტყვების თანახმად, გაერთიანებულმა ბიბლიურმა საზოგადოებებმა თავიდან უარი თქვეს ამ თხოვნაზე, თუმცა მოგვიანებით დაუთმეს და ბიბლია რეინი—ვალერი «სიტყვა ხეოვას გარეშე» გამოსცეს.

   როგორც დეივიდ კლაინსი აღნიშნავს თავის ნარკვევში «იაჰვე და ქრისტიანული თეოლოგიის ღმერთი», «ქრისტიანულ აზროვნებაში იაჰვეს არარსებობამ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ის გამოიწვია, რომ ეხლა ძირითადი ყურადღება ქრისტეს პიროვნებაზეა გამახვილებული». ამიტომ ეკლესიების მრევლთა უმეტესობა ვერც კი აცნობიერებენ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი, ვისაც ლოცვებით მიმართავდა იესო,— პიროვნებაა, რომელსაც იეჰოვა ჰქვია.

   ბიბლიაში აბრაამს ღვთის მეგობარი ეწოდება. თუმცა არა მხოლოდ აბრაამს, არამედ ღვთის ყველა იმ მსახურს, რომლებსაც ღვთის მეგობრობა სურთ და პატივისცემით ეპყრობიან არა მხოლოდ პირადად ღმერთს, არამედ მის სახელსაც. ამიტომ ისინი სიამოვნებით უყვებიან ყველას თავისი მეგობრის შესახებ, რომელსაც იეჰოვა ჰქვია.
-------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий