вторник, 23 июля 2019 г.

ვინ დგას სასწაულებრივი განკურნებების უკან?



ნაწყვეტი საუბრიდან.
- იეჰოვას მოწმეები ხართ?
- დიახ!
- მე, ალბათ, არ ვილაპარაკებ თქვენთან. თქვენ განკურნებებს არ აღიარებთ, ისინი კი არსებობს. ბებოებიც კურნავენ შელოცვებითა და ლოცვებით და ეკლესიაშიც ხდება განკურნების სასწაულები, თქვენ კი არ აღიარებთ ამას. მაგრამ ეს ხომ ფაქტია, მე რწმენით განკურნების მრავალი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ.
- ჩვენ ვაღიარებთ, რომ ასეთი სასწაულებრივი განკურნებები არსებობს. მთავარია იმაში გავერკვეთ, თუ ვინ დგას ამ სასწაულების უკან.
- აქ ხომ ყველაფერი ნათელია. განკურნება კეთილი საქმეა. ყველა კეთილი საქმე კი ღვთისაგან მომდინარეობს.
- იცით, ცხოვრებაში ხანდახან ისე ხდება, რომ შეიძლება ვინმე კეთილ საქმეს კი გიკეთებს – მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენთვის სიკეთე უნდა.
მაგალითად, ადამიანები ხშირად ზრდიან გოჭებს. ისინი მათ აჭმევენ, ასმევენ, ზრუნავენ მათზე, რომ არ დაავადდნენ. თან ეუბნებიან: ჭამეთ ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ! მაგრამ რა მიზნით აკეთებენ ისინი ამას? როგორ ფიქრობთ?

- აქ ხომ ყველაფერი ნათელია. ადრე თუ გვიან შეჭამენ მათ. 
- ისინი მათი ხორცის გამო უყვართ. თუმცა გოჭებისგან განსხვავებით ადამიანებს კითხვების დასმა შეუძლიათ: ვინ მიკეთებს სიკეთეს და რა მიზნით? მინდა გაჩვენოთ, ბიბლია როგორ ჰფენს ნათელს ამ ხაფანგს. სასწაულებრივი განკურნებები ღვთისაგან კი არ მომდინარეობენ, არამედ სატანისაგან.
- ეს შეუძლებელია.
- მოდით იესოს სიტყვები განვიხილოთ, რომლებიც მათეს 7:22, 23-შია ჩაწერილი, შეგიძლიათ წაიკითხოთ?
- დიახ.
«...ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: „არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო“.»
- იესოს სიტყვების თამახმად, როგორ სასწაულებს ექნებოდა ადგილი?
- იესო წინასწარმეტყველებებზე, დემონების განდევნაზე და მრავალ სასწაულზე საუბრობს.
- შეიძლება ასეთ სასწაულებს სიკეთე ვუწოდოთ?
- კი.
- ვინ ახდენს მათ?
- იესო ამბობს, რომ ისინი მისი სახელით ახდენენ მას. გამოდის, რომ მორწმუნე ადამიანები, ქრისტიანები.
- და თავად იესოს როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ყოველივეს მიმართ?
- ამბობს, რომ არ იცნობს მათ და ეს უკანონობაა.
- მაშინ თუ არც ღმერთი და არც იესო არ არიან ამ სასწაულების თანამონაწილენი, ვისგან მომდინარეობს ისინი?
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ სატანისგან?.
- ზუსტად. სულიერ სფეროში ღმერთისა და იესოს გარდა კიდევ ეშმაკი და მისი დემონები არიან. ასეთ სასწაულებს მხოლოდ და მხოლოდ ყურადღება გადააქვს სულიერი განკურნებისაგან და მათგან მომდინარეობს. სატანის მოტივები 1 პეტრეს 5:8-შია აღწერილი.   წაიკითხავთ?
- დიახ.
"იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს"
- ზუსტად ისევე, როგორც ადამიანები კვებავენ გოჭებს, რომ შემდეგ დახოცონ და შეჭამონ. სატანა ადამიანებს ასეთი განკურნებებით კვებავს, რათა სულიერად ჩაყლაპოს ისინი. მას სურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი განადგურდეს მასთან ერთად.  
- გასაგებია, მაგრამ იცით რა მაღელვებს, მაშინ ღმერთი რატომ უშვებს იმას, რომ ადამიანები დაავადდნენ და იტანჯონ?
- განკურნებები მომავალში იქნება ღვთის სამეფოს მმართველობისას. თუ გსურთ შევთანხმდეთ და ეს თემა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ….
- კი ბატონო.


 გამოგზავნილია.


----------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий