суббота, 26 сентября 2020 г.

სწორია თუ არა გამოთქმა "მე ვარ" ღვთის სახელად რომ მივიჩნიოთ?


იოანეს 8:58: «ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ»

მუხლები მოყვანილია ბიბლიის გამოცემიდან "მცხეთური ხელნაწერი-გ. მთაწმინდელი":

დაბადება 4:9 და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე?
კაენი - ღვთის ჰიპოსტასია?


დაბადება 18:27 და მიმგებელმან აბრაჰამ თქუა: აწ ვიწყე სიტყუად უფლისა მიმართ, ხოლო მე ვარ მიწაჲ და ნაცარ
აბრაამი ღმერთს მიწას და ნაცარს უწოდებს?


დაბადება 24:34 და ჰრქუა მონაჲ აბრაჰამისი ვარ მე
აბრაამის მონაც (ელიეზერი) - ჰიპოსტასია?

დაბადება 27:32 და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ
ღმერთი - ისააკის პირმშოა? რებეკა – ღვთის დედა?


დაბადება 31:41 ესე ოცი წელი არს ჩემი, ვინათგან ვარ მე სახლსა შენსა. გმონე შენ ათოთხმეტი წელი ორთა ასულთა შენთათჳს და ექუს წელ ცხოვართა შენთა ზედა და შეურაცხ-ჰყავ ყოველი სასყიდელი ჩემი ათთა მათ ტარიგთათჳს
ღმერთი მსახურობდა ლაბანთან 2 ქალიშვილისათვის?

დაბადება 45:3 და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ, ცოცხალღა არსა მამაჲ ჩემი? და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად
ძმები ღვთის გამო შეძრწუნდნენ, რომელსაც მამა უკვდებოდა?

დაბადება 45:4 ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ.
ღვთის ძმებმა ღმერთი ეგვიპტეში გაყიდეს?

დაბადება 50:19 და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა ვარ მე
ღმერთს საკუთარი თავის ეშინია?

გამოსვლა 4:10 ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ პირველ გუშინდლითგან და ძუღანდლის დღის წინათგანვე, არცა ვინათგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე.
ღმერთი ენამძიმე და ბაგემძიმეა? მოსე – ღვთის კიდევ ერთი ჰიპოსტასია?

მსაჯული 16:17 და უთხრა მას ყოველივე გულისა მისისაჲ და ჰრქუა მას: არა აღსრულ არს საპარსველი თავსა ჩემსა, რამეთუ წმიდაჲ ღმრთისაჲ ვარი მე მუცლითგან დედისა ჩემისათ. და უკუეთუ დავიყჳნო თმაჲ ესე ჩემი, განდგეს ძალი ჩემი ჩემგან და მოუძლურდე და ვიქმნე, ვითარცა ყოველნი კაცნი.
ღვთის ძალა მის თმებშია?


მსაჯული 17:9 და ჰრქუა მას მიქა: ვინა მოხვალ? და მან ჰრქუა: მე ვარ ლევიტელი ბეთლემით, რომელ არს იუდაჲსა, მივალ მწირობად.
ღმერთი საცხოვრებელს და სამუშაოს ეძებს?

რუთი 3:9 ჰრქუა მას ბოოზ: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა მას: მე ვარ რუთ, მჴევალი შენი. და გარდამომდევ სამოსელი მჴევალსა შენსა, რამეთუ შენ ნათესავ ჩემდა ხარ
რუთი - ღვთის ჰიპოსტასი და ბოაზის მსახურია?

1 მეფეები 17:43 ჰრქუა უცხოთელსმან დავითს: ძაღლი ნუ ვარ მე, რამეთუ არგნითა და ქვითა გამოხვედ ჩემ ზედა? და ჰრქუა: უაღრეს ძაღლთასა ხარ შენ! და დაწყევა უცხოთესლი იგი დავით კერპითურთ მისით.
ღმერთი - ფილისტიმელია? დავითმა შურდულით მოკლა ღმერთი? რატომ არ აღდგა მკვდრეთით?


1 მეფეები 30:12 მაშინ ჰკითხა დავით და ჰრქუა: ვისი ხარ, ანუ ვიდრე ხვალ? ხოლო მან ჰრქუა: მონა ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელისა და დამაგდო მე უფალმან ჩემმან, რამეთუ შემყმა მე შიმშილმან, რამეთუ ესე სამი დღე არს
ღმერთი - ამალეკელის მონაა?

2 მეფეები 1:7 და მრქუა: ვინ ხარ შენ? და ვარქუ მას, ვითარმედ ამალეკ ვარ მე!
ღმერთი – ამალეკელია? თუ ფილისტიმელი ამალეკელად აღგა მკვდრეთით?

2 მეფეები 1:12 და ჰრქუა დავით კაცსა მას, რომელი-იგი უთხრობდა სიტყუასა მას, ვინ ხარო შენ? და მან ჰრქუა: შვილი ვარ მე კაცისა ერთისა ამალეკელის, მწირად შემოსრულისა
ღმერთი - ამალეკელის შვილია?

2 მეფეები 2:20 და ჴმა-უყო უკმომართ აბენერ ასაელს და ჰრქუა მას: შენ ხარ ასაელ? და ჰრქუა მან: მე ვარ!
ასაელი – ღმერთია თუ ღვთის მგმობელი?

2 მეფეები 14:5 და ჰრქუა მას მეფემან: რა არს? რა შეგემთხჳა? მაშინ თქუა დედაკაცმან მან: ნანდვილვე ქურივი იგი მე ვარ, რამეთუ ქმარი ჩემი მოკუდა.
ღმერთი დაქვრივდა?

3 მეფეები 3:7 და აწ, უფალო ღმერთო ჩემო, შენ მიეც ერსა ამას შენსა დავითის წილ, მამისა ჩემისა, და მე ვარ ყრმა მცირე და არა ვიცი გასულა ჩემი და გამოსულა ჩემი.
სოლომონი ღმერთს მცირე ყმაწვილს უწოდებს?

3 მეფეები 18:8 და ჰრქუა ელია: მე ვარ, მივედ და არქუ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია.
ელიას პიროვნული გაორება აქვს?

4 მეფეები 1:12 მიუგო ელია და ჰრქუა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარი მე, გარდამოჴედინ ცეცხლი ზეცით და შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი უფლისა მიერ და შეჭამა იგი და ერგასისნი მისნი მის თანა.
ღმერთი - ღვთის კაცია?

4 მეფეები 4:13 და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა თჳსსა: არქუ მაგას დედაკაცსა: აჰა, ესერა, დაგჳმზადე ჩუენ ყოველი საშუებელი. აწ რა ვყოთ შენთჳს? არსა სიტყუაჲ შენი მეფისა მიმართ, ანუ მთავრისა მიმართ ერისასა? და მან თქუა: არა მიჴმს, არამედ შორის ერსა ჩემსა დამკჳდრებულ ვარ მე.
ღმერთი - სამარიტელი ქალია?  კიდევ ერთხელ რატომ გამოიცვალა მან სქესი და ეროვნება?

4 მეფეები 16:7 და წარავლინნა აქაზ მოციქულნი თეგლათფალსარ მეფისა მის ასურასტანისა და ჰრქუა: მონა შენი, შვილი შენი ვარ მე. გამოვედ და მიჴსენ მე ჴელთაგან მეფისა ასურთასა და ჴელთაგან მეფისა ისრაჱლისათა, რამეთუ აღდგომილ არიან ჩემ ზედა.
ღმერთი - თეგლათფალასარის მონა და შვილია?

1 ნეშტთა 17:16 მოვიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარ მე, უფალო, ღმერთო? და რა არს სახლი ჩემი, რამეთუ შემიყვარე მე ვიდრე საუკუნედ
რატომ ეკითხება დავითი ღმერთს, თუ ვინ არის ღმერთი?

 ნეშტთა 21:17 ა ჰრქუა დავით ღმერთსა: მე ვთქუ აღრაცხვა ერისა და მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან. და ამათ ცხოვართა რაჲ ყვეს? უფალო ღმერთო, იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა, და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა და ნუ ერსა შენსა ზედა წარწყმედად, უფალო
ღმერთმა აღრიცხა, შესცოდა და ბოროტება ჩაიდინა?

 ნეშტთა 29:14 ვინ ვარ მე, ანუ ვინ არს ერი შენი, რამეთუ განვძლიერდით ესოდენ გულსმოდგინედ შენდა მომართ? რამეთუ შენი არს ყოველი და შენგანივე მიგეცით შენ.
ღმერთმა საკუთარ თავს შესწირა რამე?

იობი 33:9 რამეთუ იტყჳ: წმიდაჲ ვარი მე, და არა რაჲ მიცოდავს მე, უბრალო ვარ მე საქმითა, არა რაჲ უსჯულოჲ მიქმნიეს.
იობი თავს ღმერთად მიიჩნევდა?

ფსალმუნი 24:16 მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე.
ღმერთი მარტოდმარტო და ბედუკუღმართია?

ფსალმუნი 38:12 შეისმინე ლოცვისა ჩემისა, უფალო, და ვედრებისა ჩემისა ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი.
ღმერთს მამები ჰყავს? საკუთარ თავზე ლოცულობს?

ფსალმუნი 85:1 მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.
ღმერთი ღარიბ-ღატაკია? ვის შესჩივის დავითი ამის შესახებ?

ფსალმუნი 87:15 გლახაკ ვარი მე და შრომასა ჩემსა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი.
ღმერთი ყრმობიდან ტანჯულია?

ფსალმუნი 118:19 მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
ღმერთი - მწირია?

ფსალმუნი 118:141 ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
ღმერთი მცირე და მოძულებულია?

ქებათა-ქება 1:5 სძალი ეტყჳს: შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომონისი.
ღმერთი გარუჯულია?

ქებათა-ქება 5:8 გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ სადა ჰპოვოთ ძმისწული ჩემი, უთხართ მას, ვითარმედ წყლულ ვარ მე სიყუარულითა.
სულამითი – შეყვარებული ქალღმერთია?

იერემია 1:6 და ვარქუ: მყოფო მეუფეო, უფალო! აჰა, ვერ ზედმიმწდომ ვარ ზრახვად, რამეთუ უჭაბუკეს ვარ მე.
ღმერთი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რათა ილაპარაკოს?

მათე 26:25 მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ.
იესომ დაადასტურა, რომ მას ღმერთი გასცემდა?

მარკოზი 13:6 რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ.
ცრუწინასწარმეტყველები თავს ღვთის სახელს უწოდებდნენ?

იოანე 9:9 სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს; ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ.
ღმერთი დაბადებიდან ბრმა იყო?

საქმეები 10:21 გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა: აჰა-ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ ხართ?
პეტრე განმარტავს, რომ ზუსტად ის არის ღმერთი?

საქმეები 27:23 რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ
ღმერთი ანგელოზის მსახურია?

1 ტიმოთე 1:15 სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს, რამეთუ ქრისტე იესუ მოვიდა სოფლად ცოდვილთათჳს ცხორებად, რომელთაჲ პირველი მე ვარ.
იესო საკუთარი მამა იხსნა – პირველი ცოდვილი?
------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий