среда, 23 декабря 2020 г.

წმინდა წერილიდან ღვთის სახელის წაშლა - მამისა და ძის "შერწყმის" პირველი ნაბიჯი

 

თავი წიგნიდან «სამება ქრისტიანობაში. დოგმატის წარმოშობის ისტორია»



…ვფიქრობ, მკითხველმა ყურადღება მიაქცია ეკლესიის მოაზროვნეთა შორის დოგმატური შეხედულებების ფორმირების მსვლელობას II - III საუკუნეების პერიოდში. ჩვენს წინაშე შემდეგი სურათი იშლება:

I საუკუნე (მოციქულთა საუკუნე) – იესოს, მისი მოციქულებისა და პირველი ქრისტიანული თაობის მსახურების პერიოდი. ლამის I საუკუნის დასასრულამდე ქრისტიანებს ეჭვიც კი არ აქვთ არავითარი «სამების» დოგმატის შესახებ.

II საუკუნე – მოციქულების სიკვდილის შემდეგ, ელინისტური წარმოშობისა და განათლების მქონე გაცილებით სახელოვანი საეკლესიო ლიდერები (ე.წ. «ეკლესიის მამები») შეიარაღებაში ბერძნულ ფილოსოფიას იღებენ. პლატონისეული და ფილონისეული «ლოგოსი» მათ მიერ ასოცირდება იესოსთან-«სიტყვასთან» («ლოგოსთან», იოანე 1:1). ამავდროულად, «სამების» დოგმატი ქრისტიანებისთვის ჯერ ცნობილი არ არის.

III საუკუნე – «ეკლესიის მამები» სესხულობენ პლატონისეულ «მსოფლიო სამების» კონცეფციას და თავის საღვთისმეტყველო ლექსიკონში ტერმინი «სამება» შეაქვთ. მასში იგულისხმება მამა, ძე და სულიწმინდა, რომლებიც, ამავდროულად, ყოველმხრივ ერთმანეთისგან განცალკევებულნი რჩებიან და ერთმანეთში სუბორდინაციული მორჩილება აქვთ, მამას ძე ემორჩილება, და ასე შემდეგ  – სულამდე. ეს ჯერ კიდევ არ არის ის «სამება», რომლისაც ეკლესიებს ჩვენს დღეებში სწამთ.

IV საუკუნე – ხდება ბუნების, მდგომარეობისა და ცოდნის თანდათანობითი დოგმატური «ტრინიტარული შერწყმა», ჯერ მამისა და ძის, შემდეგ კი სულიწმინდის. ფორმირდება «სამერთიანი ღმერთის» საეკლესიო დოგმატი. 


აქ კანონზომიერად ისმის შეკითხვა: რა გახდა ასეთი უცნაური სამსაუკუნოვანი დოგმატური «ტივტივის» მიზეზი ერთი ღმერთისა და მას დამორჩილებული ძის შესახებ მკაფიო მონოთეისტური სწავლებიდან – მათ შერწყმამდე ერთგვარ «სამერთიან» ღვთაებაში? როგორც უკვე გავიგეთ, «ეკლესიის მამების» მნიშვნელოვან პრობლემად ელინისტური სიბრძნის წინაშე ტრადიციული მოწიწება იქცა, რამაც ძლიერი ზეგავლენა მოახდინა მათ დოგმატურ შეხედულებებზე. ამაში დარწმუნება იმითაც შეგვეძლო, თუ როგორ კომენტარს უკეთებენ მოცემულ გარემოებას ადრეული ქრისტიანობის ისტორიის მრავალი მკვლევარი.


მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარი სამწუხარო როლი მომავალი ტრინიტარული დოგმატის ფორმირებაში კიდევ ერთმა უკიდურესად მნიშვნელოვანმა ფაქტორმა ითამაშა, რომლის შესახებაც ყველა ისტორიკოსი როდი საუბრობს. რაზეა ლაპარაკი? 

წმინდა წერილებში მრავალგზის ექცევა ყურადღება ღვთის სახელის სიწმინდეს, რომელიც მთელი ბიბილიური პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდა ჭეშმარიტ ღმერთს უამრავი ცრუ ღვთაებებისაგან. ესაიას 42:8-სა და ფსალმუნის 82:19-ში (83:18) ამაზე შემდეგნაირადაა საუბარი:


«Я — Господь Иегова, это имя Моё, Я не дам Своей славы другому, восхвалений Моих идолам не отдам […] И пусть узнают, наконец, что имя Твоё — Иегова, только Ты один Всевышний — Правитель всей земли!» (Святая Библия: Современный перевод, 2014 г).

«Я Иегова, сие Мое есть имя, и не отдам славы Моей другому, и похвалы Моей истуканам […] И да знают, что Ты, Коему имя Иегова, Един высок над всею землею» (Книги Ветхого Завета в переводе Макария/Павского, 1867 г).

«Я Иегова; это Моё имя, И Я не   отдам Мою славу другому И Мою хвалу — идолам […] Чтобы они узнали, что один Ты, чьё имя — Иегова, есть Всевышний над всей землёй» (Восстановительный перевод, 2014 г).

«მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ გავუყოფ სხვას, არც ჩემს ქებას - კერპებს» (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)


ღვთის პირად სახელს – იეჰოვას – იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი თაყვანისმცემლებისათვის, რომ ისინი, ღვთის განზრახვის თანახმად, «მისი მოწმეები» უნდა ყოფილიყვნენ, ანუ წარმართული სამყაროსათვის იმის შესახებ დაემოწმებინათ, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი (შეადარეთ ესაია 43:10-12). ისტორიული ფაქტები ადასტურებენ, რომ ისრაელში ღმერთის ამ სახელს ღიად იყენებდნენ ა.წ. I საუკუნის ჩათვლით. ეს ასევე იმის მტკიცებულებასაც წარმოადგენს, რომ პირველი ქრისტიანების მოციქულთა თაობაც ასევე იეჰოვა ღმერთს ეთაყვანებოდა.


«იეჰოვა [წინასწარმეტყველი მოსესათვის] იგივე იყო, რაც ქრისტიანებისათვის – სამყაროს ღმერთი» (პ.ი. ჩაადაევი, რუსი მოაზროვნე).


«სამლოცველო შეკრებების საათებში [მოციქულები] ტაძარში მიდიოდნენ და სხვებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას იეჰოვასადმი ლოცვებში» (დ. ბოგოლეპოვი, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი).


«[ადრეულ] ქრისტიანებს მხოლოდ იეჰოვა ღმერთის სწამდათ» (ჯეიმს ნორტი, ისტორიკოსი).


იმის შესახებ, თუ რამდენად ცნობილი იყო ღვთის სახელი, უკვე ის ფაქტი მეტყველებს, რომ მისი თავდაპირველი ჟღერადობა ებრაელების მრავალ «თეოფორმულ» სახელებში შედიოდა, თავად იესოს სახელის ჩათვლით.


«იესო ბერძნ. Jesús, მომდინარეობს ებრაულიდან Jesûa, რაც შემოკლებული ფორმაა სახელისა Jehosua: „იაჰვე ხსნაა“» (ქრისტიანობის ლექსიკონი). 

  

I საუკუნეში ქრისტიანული ცნობა, ძირითადად, ძველი აღთქმის საფუძველზე ცხადდებოდა. ეჭვგარეშეა, რომ ამ ცნობის რომის იმპერიის ბერძნულენოვან ნაწილში ქადაგება «სეპტუაგინტის» დახმარებით მიმდინარეობდა - ანუ ძველი აღთქმის წიგნების ბერძნული თარგმანით. და ამ თარგმანშიც ასევე ეწერა ღვთის სახელი – იეჰოვა. 


«თავდაპირველად სეპტუაგინტაში იყო ღვთის სახელი; LXX-ის ძვ.წ. II საუკუნიდან ახ.წ. I საუკუნემდე დათარიღებულ აღმოჩენილი ხელნაწერების ტექსტები ტეტრაგრამატონს შეიცავენ; თანაც ზუსტად იმ ადგილებში, სადაც ორიგინალურ ებრაულ ტექსტში იყო ის ჩაწერილი. სეპტუაგინტის არცერთი ცნობილი ასლი, დათარიღებული ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნემდე პერიოდით – ტეტრაგრამატონს «კირიოსით» არ ცვლის […] დღეისათვის მეცნიერებს ხელთ აქვთ არა მხოლოდ ადრეული ეკლესიის ისტორიკოსებისა და ბიბლეისტების მტკიცებულებები, არამედ ასევე სეპტუაგინტის ხელნაწერების უძველესი ფრაგმენტებიც; იმის ცოცხალი მტკიცებულებები, რომ ტეტრაგრამატონი თავდაპირველად ეწერა ამ უძველეს თარგმანში. ნებისმიერი ობიექტური და მიუკერძოებელი მკვლევარი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით არსებულ ფაქტებს გაეცნობა, აუცილებლად მივა იგივე დასკვნამდე» (ვ. კაბანოვი «ტეტრაგრამატონი»).


«ტეტრაგრამატონის სახით სახელი თითქმის ახ.წ. 135 წლამდე გადმოიცემოდა, და არ ყოფილა აღმოჩენილი ბიბლიის არცერთი ბერძნული ხელნაწერი, ახ.წ. 150 წელზე ძველი, რომელშიც ტეტრაგრამატონის ნაცვლად ტიტული "კირიოსი" იქნებოდა გამოყენებული» (ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა», გვ. 129 / «The Name of God Y.eH.oW.aH  Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah:  Its story»).


თუმცაღა 135-დან 150-მდე წლებში ღვთის სახელი სეპტუაგინტის ახალი ასლებიდან ქრება (და როგორც ისტორიკოსები შენიშნავენ, როგორც ჩანს, ასევე იმ ახალი აღთქმის ტექსტებიდანაც, რომლებშიც ძველი აღთქმის სიტყვებია ციტირებული). რა გახდა ასეთი მკვეთრი ცვლილებების მიზეზი?


132-136 წლებში იუდეაში რომაელების წინააღმდეგ აჯანყება მიმდინარეობდა. აჯანყებულთა წინამძღოლი შიმონ ბარ-კოხბა («ვარსკვლავის ძე») იყო, რომელსაც იუდეველები დიდი ხნის ნანატრ მესიასთან აიგივებდნენ, რის გამოც იუდეველების აჯანყება აშკარად გამოკვეთილ რელიგიურ-მესიანურ ხასიათს ატარებდა. რომის იმპერატორმა ადრიანემ (117-138 წ), რომელიც უკიდურესად გაღიზიანებული იყო აჯანყების ჩახშობის საქმეში თავისი არმიის წარუმატებლობით, ძალიან მკაცრი ანტიიუდაური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამასთანავე ეს შეეხო არა მხოლოდ უშუალოდ საომარი ქმედებების თეატრს აჯანყებულ იუდეაში, არამედ რომის იმპერიის დანარჩენ ტერიტორიასაც. ფაქტიურად, თავად იუდაიზმის რელიგია აღმოჩნდა კანონგარეშე.


«რომის ხელისუფლებამ თორის შესწავლა და ავტორიტეტული კანონის მასწავლებლების დანიშვნა აკრძალა, დახურა სინაგოგები და აკადემიები. ებრაელებს იმის გამო წვავდნენ, შაბათის დასვენებას რომ იცავდნენ, იმის გამო ხოცავდნენ, პასექზე მაცას რომ ჭამდნენ, შოლტებით სცემდნენ სუქოთის (კარვობის) დღესასწაულზე კარვების აგების გამო» (დავიდ დანი «ებრაელი ერი ელინისტურ მსოფლიოში»).


ადრიანემ აკრძალა ებრაული წინადაცვეთა, თავად იუდეველებს კი იერუსალიმის მონახულება ეკრძალებოდათ. და საერთოდ, თავად ქალაქმაც ახალი სახელწოდება მიიღო — ელია-კაპიტოლინა. ადრიანემ გადაწყვიტა თავად იუდეის სახელწოდება წაეშალა მეხსიერებიდან, რის გამოც ის სხვა ტერიტორიების შემადგენლობაში შეიყვანა და ამ ახლადწარმოქმინ პროვინციას «პალესტინის სირია» უწოდა, რითაც ფაქტობრივად იუდეველებს მათი წინანდელი მოწინააღმდეგეები – ფილისტიმელები შეახსენა.


რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე იუდაიზმი აკრძალული რელიგია გახდა, რომლისადმი კუთვნილებაც აუცილებლად იწვევდა მკაცრ სასჯელს, სიკვდილის ჩათვლითაც კი. იერუსალიმურ თალმუდში შემორჩა იმის მტკიცებულებები, თუ როგორ გასცემდა ადრიანე სასამართლოსა და გამოძიების გარეშე ბრძანებებს ადამიანებისათვის თავის მოკვეთის შესახემ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი იუდაიზმს მიეკუთვნებოდნენ. 


ჩვენ ვსაუბრობთ იუდაიზმზე და წარმოუდგენელ საფრთხეზე, რომელიც როგორც თავად ამ რელიგიას ემუქრებოდა, ასევე იმ ხალხს ვინც მას ეკუთვნოდა. თუმცა რა შეხება ჰქონდა ამ ყველაფერს ქრისტიანებთან? იუდეველების პრობლემა ქრისტიანების პრობლემაც გახდა. ამის მიზეზს ის წარმოადგენდა, რომ რომის ხელისუფლება მთლად კარგად ვერ ერკვეოდა მათ შორის არსებულ განსხვავებებში. პირიქითაც კი, რომაელებისათვის ქრისტიანები წარმოადგენდნენ იუდაიზმის განშტოების ერთერთ ფორმას. და მართლაც, ქრისტიანები იმავე წმინდა წერილებს კითხულობდნენ, რასაც იუდეველები; ისინი პასექს (უფლის სერობას) ზუსტად იმავე დროს აღნიშვანდნენ, როდესაც იუდეველები; მათი მესია ებრაელი იყო, მის მსგავსად კი ყველა მოციქულიც, რომლებიც ებრაულ სახელებს ატარებდნენ… თუმცა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ქრისტიანები იმავე ღმერთს სცემდნენ თაყვანს, რომელსაც ებრაელები, და ამ ღმერთის სახელი იყო – «იეჰოვა», რომელიც წმინდა წერილში ებრაული ასოებით იყო ჩაწერილი. 


რომის ხელისუფლების მიზანს არ წარმოადგენდა საკუთარ თავში საღვთისმეტყველო პროფესიონალიზმის განვითარება, რათა იუდაურ და ქრისტიანულ რელიგიებს შორის არსებული განსხვავებები დაენახა. ისინი სულ სხვა რამეში იყვნენ პროფესიონალები – მკაცრი რეპრესიული პოლიტიკის გატარებაში ნებისმიერი საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც იმპერიისთვის არასასურველი გახდებოდა. ქრისტიანები ამ მოვლენებამდეც «საეჭვო და არასაიმედო» მორწმუნეთა ჯგუფს წარმოადგენდნენ ხელისუფლების თვალში, ეხლა კი, ანტიიუდაური დევნების დაწყების შემდეგ, მათ მითუმეტეს არ გაუწევდნენ ანგარიშს. ყველაფერი, რაც თუნდაც მცირედ წააგავდა იუდაიზმს, «იუდაური» ხდებოდა, და, შესაბამისად, ამოძირკვას ექვემდებარებოდა.  


II საუკუნის ქრისტიანები ძალიან სწრაფად მიხვდნენ, რომ ისინიც ავტომატურად ხვდებოდნენ იუდაიზმის აკრძალვისა და დევნის ქვეშ. თანაც, რომის ხელისუფლებისათვის არსებული განსხვავებების განმარტება ნაკლებადეფექტური საქმე აღმოჩნდა. როგორი გამოსავალი იპოვა ეკლესიამ ამ სიტუაციიდან? ეს გამოსავალი გახდა მაქსიმალური დისტანცირება ყოველივე იმისაგან, რაც საზოგადოების თვალში იუდაიზმთან მოახდენდა მათ ასოცირებას.


როგორც გვახსოვს, II საუკუნის პირველ მესამედში (ანუ ზუსტად იმ პერიოდში) ეგვიპტის ალექსანდრიაში მზის სინათლე იხილა ე.წ. «ბარნაბას წერილმა», რომელსაც, სხვა დანარჩენებთან ერთად, იუდეველთა წინააღმდეგ ძალიან მკაცრი «ქრისტიანული» რიტორიკა გამოარჩევდა. ეს დოკუმენტი თავად წარმოადგენს იმის თვალნათელ მტკიცებულებას, თუ როგორი თავგამოდებით დაიწყო ეკლესიამ იუდაიზმისადმი საკუთარი ანტაგონიზმის დემონსტრირება. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის წარმომადგენლების საუბრებში ანტიიუდაური გამოთქმები სულ უფრო აშკარა შეფერილობას იღებს. 


თუმცაღა, საქმე მხოლოდ იუდეველთა წინააღმდეგ ქრისტიანთა მკაცრი რიტორიკით არ შემოიფარგლა. როგორც ჯორჯ ვარდემანი წერს «იერუსალიმის მეორე განადგურების შემდეგ, 135 წელს, იმპერატორმა ადრიანემ იუდაური ღვთისმსახურება აკრძალა… ქრისტიანები იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ იუდაურ მემკვიდრეობაზე. თანდათანობით მათ წარმართული რომის დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები მიიღეს» («მხოლოდ ღმერთშია შვება», თავი 5).


მაგრამ, ჩვენ მთავარი საკითხი გვაინტერესებს – ეკლესიის ღვთის სახელისადმი დამოკიდებულება. სეპტუაგინტის ბერძნულ ტექსტებში ღვთის სახელი ებრაული ასოებით დაწერილი ტეტრაგრამატონის სახით იყო მოცემული. დიდია იმის ალბათობა, რომ ეს სახელი ახალი აღთქმის ადრეულ ნიმუშებშიც იყო, როგორც მინიმუმ, იმ მუხლებში, სადაც იეჰოვას სახელის შემცველი ძველიაღთქმისეული მუხლების ციტირება ხდება. ასეა თუ ისე, საკმაოდ მოკლე დროის განმავლობაში ღვთის სახელი იმ წმინდა წერილებიდან ქრება, რომლებიც ქრისტიანებს ეკუთვნოდათ. ღვთის პირადი სახელის ნაცვლად ქრისტიანთა ტექსტებში ხელოვნური დანამატი-შემოკლებები ჩნდება, რომლებსაც «nomina sacra» («წმინდა შემოკლებები») ეწოდება, ხოლო გაცილებით უფრო გვიანდელ ასლებში კი ეს აბრევიატურები კიდევ ერთხელ იცვლება, თუმცა უკვე ბერძნულენოვანი სიტყვებით «უფალი» და «ღმერთი».    

 

«როდესაც სეპტუაგინტაში ღვთის სახელის ებრაული ფორმა ბერძნული შემცვლელების სასარგებლოდ წაშალეს, ის ასევე წაშალეს ახალ აღთქმაში მოცემული სეპტუაგინტის ციტატებიდანაც... მალე ღვთის სახელი დაკარგული იქნა წარმართთა ეკლესიისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის შემოკლებული სუროგატებით გამოისახებოდა ან ის მეცნიერებს ახსოვდათ» (ღვთისმეტყველების პროფესორი, ჰებრაისტი ჯორჯ ჰოვარდი "ბიბლიური არქეოლოგიის მიმოხილვა" / "Biblical Archaeology Review", 1978 წ). 


«ასევე საგრძნობი ცვლილებები დაეტყო იუდაურ სეპტუაგინტასაც, სადაც ღვთის სახელი ებრაული ასოებით გვხვდებოდა. ქრისტიანმა გადამწერებმა თავიდან სახე უცვალეს ტეტრაგრამებს (ამ დროს יהוה გადაიქცა ПIПI-დ), შემდეგ კი ისინი ბერძნული აბრევიატურით "KC" შეცვალეს […] სადღაც ახ.წ. 100 და 135 წლებს შორის ქრისტიანმა გადამწერებმა, რომლებიც ივრითს არ იცნობდნენ, სწრაფად შეცვალეს ებრაული ტეტრაგრამა ბერძნულ ტექსტში (რომელსაც ჩვენ მეორე ასწლეულზე ადრეულ LXX-ის ყველა ასლში ვხვდებით) ტიტულით «უფალი» (ზოგჯერ «ღმერთი»)» (ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა», გვ. 150,169,243,244 / «The Name of God Y.eH.oW.aH  Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah:  Its story»).


ამგვარად, იმპერატორი ადრიანეს მმართველობის პერიოდში, როდესაც ყოველივე იმის უპრეცენდენტო დევნა დაიწყო, რასაც შეიძლება მისთვის საზიზღარ იუდაიზმთან ჰქონოდა კავშირი, ეკლესიამ იმის შიშით, რომ სახელმწიფოს რეპრესიული წნეხის ქვეშ არ მოქცეულიყო, შესაბამისი გზა აირჩია უარი ეთქვა ყველაფერზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, რაც კი იუდაურ რელიგიასთან აკავშირებდა. ფაქტიურად, ეს იქცა რომის მიერ წამოწყებული ანტისემიტური პოლიტიკისადმი, ეკლესიის ავტორიტეტული პირების მხრიდან ლოიალურობის პირველ მაშტაბურ გამოვლინებად. ამასთანავე, ეკლესიის ასეთი გადაწყვეტილების შედეგი გახდა ბიბლიური ტექსტის მიზანმიმართული კორექტირება, რომელმაც წმინდა წერილიდან ღვთის სახელის წაშლა გამოიწვია. ზეციერ მამას, ჭეშმარიტ ღმერთს, ეკლესიის მამების ნებით ამჯერად საკუთარი სახელი წაერთვა, რომელიც პირადად მის მიერ იქნა მის სიტყვაში ჩაწერილი დაახლოებით 7 ათასჯერ!


რა შედეგი გამოიღო ასეთმა კორექტირებამ მამასა და ძეს შორის არსებული დამოკიდებულების საკითხში დოგმატურად? ზუსტად ის გახდა ის პირველი ნაბიჯი, რომელმაც დაიწყო ღმერთსა და მის ძეს შორის არსებული მკაფიო საზღვრის წაშლა. ასევე მან გაკვალა პირდაპირი გზა იმისაკენ, რასაც შემდგომ «ქრისტოლოგიური დავები» ეწოდა. «ქრისტოლოგია» დოგმატურ ღვთისმეტყველებაში ცდილობდა ქრისტეს პიროვნებასა და ბუნებაში გარკვევას, ორიგენესაგან «ღმერთკაცის» შესახებ იდეის დასესხებით (ანუ მოსაზრება იესო ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების გაერთიანების შესახებ). რა თქმა უნდა, ამან თავისი სიტყვა თქვა ტრინიტარული დოგმატის შემდგომ განვითარებაში, სადაც მეორე ჰიპოსტასად ძე-ღმერთი იქნა წარმოდგენილი. ყოველივე ამას თან სდევდა საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე გაშმაგებული დავები საეკლესიო ავტორიტეტულ ღვთისმეტყველებს შორის, რომელთაგანაც თითოეული ცდილობდა საკუთარი მოსაზრება წარმოედგინა მამისა და ძის პიროვნებების, მათი «შეურწმელობისა» და ამავდროულად «განუყოფლობის» საკითხებში. და ამავდოულად, თითოეული ცდომილებაში დარჩენისთვის იყო განწირული, რადგან თავად «ღმერთკაცის» იდეა არაბიბლიურ პოზიციაზე იყო აგებული. ამგვარად, 130-იანი წლებისკენ წმინდა წერილებიდან ღვთის სახელის ამოშლით, ეკლესიამ თავადვე აჰკიდა საკუთარ თავს წინააღმდეგობებისა და დოგმატური ცდომილებების მძიმე ტვირთი. 


ღვთისა და მისი ძის შესახებ ბიბლიური ჭეშმარიტება, თავისთავად უბრალო და ხელმისაწვდომია. ის ამბობს, რომ არსებობს ჭეშმარიტი ღმერთი, ზეციერი მამა, რომელიც ადამიანებისათვის ათასობით ცრუ ღვთაებებისაგან საკუთარ თავს საკუთარი განსაკუთრებული სახელით გამოარჩევს – «იეჰოვა» (ესაია 42:8; მათე 6:9; საქმეები 15:4). მამას ჰყავს ძე, რომელიც მამის განზრახვის თანახმად, დედამიწაზე მოვიდა, «მონის სახე მიიღო და ადამიანად მოგვევლინა», სახელად «იესო» ეწოდა (ფილიპელები 2:7; იოანე 1:14). საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით, ძემ ადამიანებს ცოდვის მონობისაგან დახსნის შესაძლებლობა მისცა, რისთვისაც მკვდრეთით იქნა აღდგენილი მამის მიერ და ზეცაში იმაზე უფრო დიდი დიდება მიიღო, ვიდრე მანამდე ჰქონდა (ფილიპელები 2:8-11). თუმცა ზეცაში დაბრუნების შემდეგაც კი, ძე მამისადმი მორჩილების მდგომარეობაში რჩება და მამას «თავის ღმერთად» მიიჩნევს (იოანე 14:28; 17:3; 20:17; 1 კორინთელები 11:3; 15:28; ეფესოელები 1:17; გამოცხადება 3:12).


ამგვარად, ბიბლია გვასწავლის, რომ მამა და ძე სრულიად განსხვავებული, ცალკეული პიროვნებები არიან. ამავდროულად ძე ყოველთვის ემორჩილებოდა, ემორჩილება და დაემორჩილება თავის მამას. «ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად» იესო მხოლოდ თავის მამას მიიჩნევს და არა საკუთარ თავს (იოანე 17:3). ყველაფერი ძალიან იოლი და ხელმისაწვდომია გასაგებად მათთვის, ვინც ჭეშმარიტი ღვთისა და მის ძის, ასევე მათ შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ეძებს ჭეშმარიტებას.


თუმცა ეკლესიის გადამწერების მიერ ბიბლიიდან ღვთის სახელის («იეჰოვა») ამოშლის შემდეგ რა მოხდა? უნდა აღინიშნოს, რომ ღვთის სიტყვის ასეთი კორექტირების შედეგი პროგნოზირებადი იყო. როგორც უკვე აღინიშნა, თავად ღვთის სახელი გამოარჩევდა ჭეშმარიტ ღმერთს წარმართული სამყაროს «ეგრეთ წოდებული ღმერთებისაგან» (1 კორინთელები 8:5,6). წმინდა წერილში ასევე მრავალჯერ მახვილდება ყურადღება ადამიანის მიერ ღვთის სახელის ცოდნის აუცილებლობასა და მასზე მინდობაზე (საქმეები 2:21; რომაელები 10:13; 2 ტიმოთე 2:19; ებრაელები 2:12; 13:15). თუმცა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შეიძლება ეფიქრა II საუკუნეში ახლადმოქცეულ ქრისტიანს, რომელიც წმინდა წერილს კითხულობდა და მასში ამ სახელს ვერ ხედავდა. შესაძლოა, მას ეჭვიც კი არ ჰქონდა ასეთი სახელის არსებობის შესახებ, რომელიც ღვთის მიერ საკუთარ სიტყვაში თავდაპირველად 7 ათასჯერ იყო მითითებული. დიახ, მას სწამდა ღვთის არსებობის, მისი ძისაც სწამდა, რომელმაც კაცობრიობის გამოსასყიდად გაიღო თავი… თუმცა რომელი იყო ღვთის ის სახელი, რომელიც მას, ქრისტიანს, უნდა სცოდნოდა და განეწმინდა? ერთადერთი სახელი, რომელსაც ასეთი ქრისტიანი საკუთარ ბიბლიურ გრაგნილში ხედავდა, იესოს სახელი იყო. შედეგად როგორი დასკვნა შეიძლება გაკეთებულიყო? როგორც ჩანს, «იესო» - აი ესაა ღვთის ის სახელი… ან, როგორც მინიმუმ, სახელში შეიძლება ტიტულები «ღმერთი» ან «უფალი» მოვიაზროთ, რადგან ისინიც ხომ ძალიან ხშირად მოიხსენიებიან ღვთის სიტყვის ტექსტში… 


შედეგად, ეკლესიის მიერ ღვთის სახელის ამოშლის მიზნით გატარებული ბიბლიური ტექსტების კორექტირება გახდა ქრისტიანთა მომდევნო თაობების წარმომადგენელი ქრისტიანების მიერ ამ სახელის არცოდნის მიზეზი. გარდა ამისა, ღვთის სიტყვის მკითხველები, სხვა ვარიანტების არარსებობის გამო იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ იესო – ზუსტად ის იყო ის ღმერთი, ვისი სახელის განწმენდაც იყო საჭირო (მათე 6:9), რადგან სხვა რომელიმე სახელს ისინი წმინდა წერილებში ვეღარ ხვდებოდნენ!

 

თქმა არ უნდა, რომ ასეთი გარემოება აუცილებლად ბადებდა ზუსტად იმ შეკითხვებს, რომლებიც შემდგომ სერიოზული საღვთისმეტყველო «ქრისტოლოგიური» დისპუტების მიზეზები ხდებოდა. თუ ძე (იესო) – ღმერთია, მაშინ მისი მამა როგორღა უნდა იქნას აღქმული, რომლის შესახებაც ბიბლია ისე საუბრობს, როგორც «ყოვლისშემძლე ღმერთზე»? და თუ ღვთის სახელი – იესოა, მაშინ ის მითითება როგორღა უნდა გავიგოთ, რომ მამის სახელის განდიდებაა აუცილებელი (სახელის, რომლის ადგილიც აღარ დარჩა მის სიტყვაში)? როგორ შევათანხმოთ ერთმანეთთან «ორი ღმერთი» (მესამე შემდეგ გახდა სულიწმინდა), მათი ურთიერთდამოკიდებულება, მათი ბუნება, «ჰიპოსტასურობა»? ბოლოს და ბოლოს, როგორ გავიგოთ წმინდა წერილის მითითება ძის მამისადმი მორჩილების შესახებ, თუ ამჯერად ძეც ღმერთად ითვლება? ერთი შეკითხვა სხვას წარმოშობდა, მეორე – მესამეს… 


კერძოდ, ზუსტად ეს ხსნის «ეკლესიის მამების» მიერ სხვადასხვაგვარი «ქრისტოლოგიური», «ღმერთკაცობრივი» და სხვა დადგენილებების მიზეზების განმარტების «აუცილებლობას», რომლებსაც ეკლესიის მოაზროვნეები იგონებდნენ, II საუკუნიდან მოყოლებული და შემდგომი საუკუნეების განმავლობაში. შედეგად მეცნიერებს ხელთ აქვთ ნიკეამდელი და ნიკეისშემდგომი თეოლოგების დიდი რაოდენობის ტრაქტატები, რომლებიც დიდი სიტყვაუხვობითა და უკიდურესად დამაბნეველი განსაზღვრებებით გამოირჩევა, რომლებიც ხშირად ერთიმეორეს ეწინააღმდეგებიან – და ყველაფერი ეს იმ მიზნისათვის, რათა სულ მცირედი სინათლე მაინც მოეფინათ საეკლესიო დოგმატებისთვის ღვთის «ჰიპოსტასებთან» და მათ «ბუნებასთან» დაკავშირებით. 


ამითვე აიხსნება «ეკლესიის მამების» მიერ ბერძნული ფილოდოფიის ტერმინოლოგიისა და პრინციპების გამოყენება, ნეოპლატონური კონცეფციის ჩათვლით, რადგან სხვაგვარად «ქრისტოლოგიური» იდეის განმარტების მცდელობა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მიზნად რომ ის დაესახათ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილის მეშვეობით განემარტათ, მაშინ ეს, პირიქით, მსგავსი თეორიების სრულ უსაფუძვლობას გამოააშკარავებდა.


როგორც გვახსოვს, ფაქტიურად ყველა ნიკეამდელ «ეკლესიის მამას» წარმართული წარმომავლობა და შესაბამისი ელინისტური განათლება ჰქონდა. ჯერ კიდევ ქრისტიანობაში მოსვლამდე, მათში ბერძნული ფილოსოფიისადმი ღრმა პატივისცემა განვითარდა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა მათში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მომავალი «ტრინიტარული» ტერმინების მთელი რიგი – ისეთები როგორებიცაა «ჰიპოსტასი», «ერთარსი», «ღმერთკაცი» ან პლატონისეული «ლოგოსი» და «სამება» - მათ მიერ წარმართულ-ფილოსოფიური დისციპლინიდან (ან მათი ზეგავლენით) იქნა დასესხებული. 


III საუკუნეში პლოტინმა პლატონის სამების განსაკუთრებულ ფილოსოფიურ სწავლებად სისტემატიზირება მოახდინა. «ეკლესიის მამებმა» ამაში იმის კიდევ ერთი შესაძლებლობა დაინახეს, რომ დამაბნეველი «ქრისტოლოგიური» თეორიის განმარტების კიდევ ერთი მცდელობა განეხორციელებინათ. მით უმეტეს, რომ ნეოპლატონურ სამებას მკაცრად იერარქიული სტრუქტურა ჰქონდა, რომელიც საფეხურებად იყო დაყოფილი, სადაც უდიდესი და უზენაესი «ერთი» ემანირებს (იღვრება) «გონებაში», რომელიც თავის მხრივ ემანირებს «სულში». მიუხედავად მთელი მისი რთულად გასაგები აგებულებისა, პლოტინის სამება ვერტიკალის პრინციპით იყო აგებული «უზენაესიდან – უმცირესამდე». არადა ბიბლიაშიც ნათლადაა საუბარი ძის მამისადმი მორჩილებაზე, სულიწმინდა კი აშკარად ძეს ემორჩილება. მაშინ რატომ არ უნდა ეცადათ, რომ საეკლესიო «სამება» ნეოპლატონისტური სამების პრინციპების დახმარებით შეეცვალათ? თუმცა, «ეკლესიის მამებს» ნეოპლატონიზმმაც ვერ უშველა…


ამავდროულად ბერძნულმა ფილოსოფიამ საკუთარი დიდი წვლილი «უსახელო» ქრისტიანული ღმერთის იდეის განვითარებაშიც შეიტანა. იგივე პლატონიზმი ასწავლიდა, რომ ღმერთი ტრანსცენდენტურია (ანუ შეუცნობელი), ხოლო ღმერთი თუ შეუცნობელია, მაშინ მისი ნამდვილი სახელის გაგებაც შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, როგორც ბერძენი ფილოსოფოსები ასწავლიდნენ, ღმერთს შეუძლებელი სახელი ჰქონოდა, რადგან არ არსებობდა ისეთი ვინმე, ვინც მას ამ სახელს დაარქმევდა – რადგან ღმერთს ხომ არ ჰყავს მშობელი, ვინმე ისეთი, ვინც მასზე მაღლა იდგებოდა. განა უნდა გაგვაოცოს იმან, რომ ელინიზირებული «ეკლესიის მამები» მოცემული იდეის თავგამოდებული გამტარებლები გახდნენ?! პირველი, ვინც ეს ფილოსოფიური მოსაზრება ქრისტიანობაში გადმოიტანა, იუსტინე ფილოსოფოსი გახდა. უკვე II საუკუნის შუა პერიოდში (ანუ ზუსტად იმ დროს, როდესაც ღვთის სახელი წმინდა წერილიდან იქნა ამოშლილი) ის წერდა:

«ყოველივეს მამას, არშობილს, განსაზღვრული სახელი არ აქვს. რადგან მას რომ რაიმე სახელი ერქვას, მაშინ მასზე უფროსი ვინმე ეყოლებოდა, ვინც მას ეს სახელი მისცა. ხოლო რაც შეეხება სიტყვებს: მამა, ღმერთი, შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი, – ეს სახელები კი არა, სახელწოდებებია, რომლებიც მისი კეთილი საქმეებიდან და ქმედებებიდანაა აღებული». მამის სახელის ალტერნატივას, იუსტინე ძის სახელში პოულობდა, ის ამბობდა: «იესოს კი სახელიც გააჩნია, მნიშვნელობაც და ადამიანიც, მხსნელი» («აპოლოგია» II. 6).


ასევე II და III საუკუნეების გასაყარზე კლიმენტი ალექსანდრიელიც შეცდომით ამტკიცებდა, რომ იესოს დედამიწაზე მოსვლის დრომდე «უფალი ღმერთი წაუკითხავი და უსახელო იყო» (პედაგოგი, I. 7). სხვა ნაშრომში, პლატონურ ტერმინოლოგიაზე დაყრდნობით, ის წერდა: «როდესაც ღმერთს ზოგიერთი სახელით ვახსენებთ, მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მთელი, ან სიკეთე, ან გონება, ან თვითარსი, ან მამა, ან ღმერთი, ან შემოქმედი, ან უფალი, ჩვენ ამას სიტყვის პირდაპირი გაგებით არ ვაკეთებთ. რადგან გვიჭირს მისი პირადი სახელის წარმოთქმა, ჩვენ მათგან გაცილებით უკეთესებს ვიყენებთ, რათა გონება ყველა დანარჩენებში არ დაეხეტებოდეს და მათში საყრდენი არ ჰქონდეს. ამავდროულად ამ სახელებიდან ვერცერთი ვერ გამოხატავს ღმერთს, თუმცა ყველა მათგანი ერთად გვიჩვენებენ ყოვლისშემძლის ძალას» (სტრომატები, V. 82,1-2).


რთული არ არის იმ სამწუხარო ტენდენციის დანახვა, რომელიც ქრისტიანულ გარემოში გაჩნდა II საუკუნის შუა პერიოდში: მამის სახელი თავად ეკლესიის საქმოსნების მიერვე იქნა ხელოვნურად ჩრდილში, დავიწყებაში განთავსებული. ცნობილი მხოლოდ ძის მიწიერი სახელი – «იესო» რჩებოდა. ამიერიდან როგორი პასუხის მოსმენა შეეძლოთ ახალმოქცეულ ქრისტიანებს თავის შეკითხვაზე: «რა ჰქვია ღმერთს?» ასეთ ცვლილებას ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა გამოეწვია ის, რის შესახებაც ღვთისმეტყველების პროფესორი, ჰებრაისტი ჯორჯ ჰოვარდი საუბრობს: 


«დროთა განმავლობაში ეს ორი ფიგურა [ღმერთი და ქრისტე] ისე შეირწყა ერთმანეთში, რომ ხშირად მათი ერთმანეთისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. შესაძლოა, ზუსტად ტეტრაგრამატონის წაშლამ გამოიწვია ქრისტოლოგიური და ტრინიტარული დავები, რომლებიც ჩვენი ერის პირველ საუკუნეებში ეკლესიას აზანზარებდნენ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ისე ჩანს, რომ ტეტრაგრამატონის წაშლამ ჩამოაყალიბა რელიგიური ატმოსფერო, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა იმისაგან, რომელიც ახალი აღთქმის პერიოდში იყო გამეფებული I საუკუნეში» («Biblical Archaeology Review»).


--------------------------------------------


ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ღვთის სახელი ახალ აღთქმაში

ტეტრაგრამატონი სეპტუაგინტაში

არ დასცდეს ის თქვენ ბაგეებს

Комментариев нет:

Отправить комментарий