суббота, 5 декабря 2020 г.

კაენის მსხვერპლი

 



«ძმებო, ნუ იაზროვნებთ ბავშვურად; ბოროტებისთვის ბავშვები იყავით, აზროვნებით კი - ზრდასრულნი» (1 კორინთელები 14:20)


საიტის მასალებით «სარგებლობის წესები»

«მოწმეების» ჯგუფები YouTube-სა და Facebook-ზე

«და რა არის ამაში ცუდი?»

«ეს ღვთისადმი ჩემი მსხვერპლია!»… სჭირდება კი მას ასეთი «მსხვერპლი»?

«დიდი რამისკენ ისწრაფვი; ნუ ისწრაფვი!» (იერემია 45:5)

«გაეცალეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს» (რიცხვები 16:26)

დასკვნა

  

 

საიტის მასალებით «სარგებლობის წესები»

  

ღმერთმა თავისი სიტყვით გაგვაგებინა, თუ როგორ შესაძლებლობებს მისცემდა თავის დროზე საკუთარ ხალხს: «ხალხთა რძეს შესვამ […] ხალხთა ავლადიდებას მოიხმართ და მათი სიმდიდრით იტრაბახებთ» (ესაია 60:16; 61:6). სრული დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ დღეისათვის ამ წინასწარმეტყველებას თავისი განსაკუთრებული შესრულება აქვს, რადგან ასე დაუცხრომლად განვითარებადი ტექნოლოგიების ფონზე ქრისტიანებს თავისდა სასარგებლოდ შეუძლიათ სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება. კომპიუტერები, სმარტფონები, ინტერნეტი – ეს ყველაფერი საგრძნობლად აიოლებს დროული სულიერი საზრდოს მიღებას ოფიციალური საიტიდან, და ასევე მსახურების გაფართოვებაში გვეხმარება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 2020 წელს, მსოფლიო პანდემიისა და მისგან გამოწვეული იზოლაციის გათვალისწინებით, როდესაც მილიონობით ქრისტიანს მოუწია იმ გარემოებასთან შეგუება, რომ ერთმანეთის ნახვა და ერთობლივი შეხვედრების ჩატარება მხოლოდ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოუწევდათ.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთისთვის გამოჩენილი ტექნიკური შესაძლებლობები, როგორც ჩანს, მხოლოდ დამხმარე კი არ აღმოჩნდა, არამედ სახიფათო ცდუნებაც. რატომ შეიძლება ამის თქმა?

ქრისტიანებისთვის ღვთის მიერ შემოთავაზებულია მართლაც აურაცხელი გამამხნევებელი და სულიერად აღმშენებლური «საკვები». როდესაც ჩვენთვის ცნობილ ოფიციალურ საიტზე შევდივართ, ყოველთვის ვრწმუნდებით ამაში. თანაც ამ «საკვების» ხარისხი საუკეთესოა! ვიდეოები, მოხსენებები, თვალსაჩინო ილუსტრაციები, უამრავი პუბლიკაცია – ყოველივე ეს აღფრთოვანებას იწვევს! ყველაფრის გადაკითხვის და ყველაფრის ყურების სურვილი გვიჩნდება, ნეტა კი დრო გვეყოს!

ამასთან ერთად, 5 წუთი სრულიად საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რათა ის ინფორმაცია წაგვეკითხა, რომლის იგნორირებამაც დღეისათვის სერიოზულ პრობლემატურ ტენდენციამდე მიგვიყვანა, რომელიც თანამორწმუნეთა არცთუ მცირე რაოდენობაში შეიმჩნევა. ამ სტატიაში ყურადღება გამახვილდება ოფიციალური საიტის ორ აქტუალურ წყაროზე. ერთი მათგანი ოფიციალური საიტის სულ დაბლითა მხარეს მდებარეობს და «სარგებლობის წესები» ეწოდება. მეორე კი გახლავთ – 2018 წლის აპრილის თვის ჟურნალის რუბრიკა «მკითხველთა შეკითხვები» (გვ. 30,31). თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ წაუკითხია ეს ინფორმაცია, დაე აუცილებლად წაიკითხოს! რაზეა იქ საუბარი?

 

«სარგებლობის წესებში» ძმები წერენ:

«წაიკითხეთ, უყურეთ და ჩამოტვირთეთ თქვენთვის საინტერესო მასალა. ჩვენ გვსურს, რომ სხვებმაც ისარგებლონ ჩვენი ვებგვერდით, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალულია აქ მოცემული მასალის რეპროდუქცია და მისი გამოყენება სხვა ვებგვერდზე ან რომელიმე აპლიკაციაში. თქვენ შეგიძლიათ სხვებს უთხრათ ჩვენი ვებგვერდის მისამართი, რათა თავად გაეცნონ სხვადასხვა მასალას, როგორც ამას ხაზი ესმება ქვემოთ მოცემულ სარგებლობის წესებში».

 

მაშ ასე, ამ სასარგებლო სულიერი ინფორმაციის მრავალფეროვნებას ძმები სრულიად უსასყიდლოს გვთავაზობენ. საიტის სტუმარს შეუძლია აბსოლუტურად ყველაფრის «წაკითხვა, ყურება და ჩამოტვირთვა», რაც კი მოუნდება. თუმცა არსებობს აუცილებელი პირობა: ამ საიტიდან აღებული მასალა არ უნდა განვათავსოთ არსად ინტერნეტში, მათ შორის ნებისმიერ სხვა საიტებზე, სოციალური ქსელების ჯგუფებში, პირად ვებგვერდებზე, ექაუნთებზე მესენჯერებში, ვიდეოჰოსტინგის არხებზე (YouTube და ა.შ.), ანუ საერთოდ არსად ინტერნეტში!

 

ეს იმას ნიშნავს, რომ პირადად მე უფლება მაქვს ჩემს ტელეფონსა თუ კომპიუტერზე ჩამოვტვირთო ჩემთვის აუცილებელი ნებისმიერი მასალა საიტიდან, ასევე ვუყურო, მოვუსმინო ან წავიკითხო ეს მასალები ჩემს პირად მოწყობილობაზე, – ეს ნორმალურია. თუმცა მე უფლება არ მაქვს, რომ ეს მასალები ავტვირთო სხვა მომხმარებლებისთვის ღია და საჯარო ყურებისთვის ჩემს (ან უცხო) საიტზე, ჯგუფში, არხზე, ექაუნთზე, გვერდზე (და ა.შ.). ასევე უფლება არ მაქვს ეს მასალა ჩავტვირთო კომპიუტერულ ან მობილურ აპლიკაციებში (პროგრამებში).

 

საიტიდან ჩამოტვირთული, უშუალოდ რომელი მასალის განთავსება არ შემიძლია ინტერნეტში? 2018 წლის აპრილის ჟურნალში, რუბრიკაში «მკითხველთა შეკითხვები» განხილული იყო თემა: «რატომ არ არის ნებადართული იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციების პირად ვებ-გვერდებსა თუ სოციალურ მედიაში განთავსება?» სტატიაში შემდეგი პასუხია გაცემული:

 

«ვინაიდან ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს ხალხს უსასყიდლოდ ვთავაზობთ, ზოგი ფიქრობს, რომ შეიძლება ამ მასალის სხვა ვებ-გვერდებსა თუ სოციალურ ქსელებში განთავსება. თუმცა სინამდვილეში ამით ირღვევა ჩვენი ვებ-გვერდებით სარგებლობის წესები* და იქმნება სერიოზული პრობლემები. სარგებლობის წესებში გარკვევით წერია, რომ „დაუშვებელია ამ ვებ-გვერდზე მოცემული სურათების, ელექტრონული პუბლიკაციების, სასაქონლო ნიშნების, მუსიკის, ფოტოების, ვიდეოებისა და სტატიების ინტერნეტში (ნებისმიერ ვებ-გვერდზე, ფაილების გაზიარების გვერდზე, ვიდეოების გაზიარების გვერდზე თუ სოციალურ ქსელში) განთავსება“».

 

«დაუშვებელიაამ ვებგვერდზე მოცემული სურათების, ელექტრონული პუბლიკაციების, სასაქონლო ნიშნების, მუსიკის, ფოტოების, ვიდეოების და სტატიების ინტერნეტში (ნებისმიერ ვებგვერდზე, ფაილების გაზიარების გვერდზე, ვიდეოების გაზიარების გვერდზე თუ სოციალურ ქსელში) განთავსება» («სარგებლობის წესები»).

 

ძმების მოცემული გაფრთხილება ნიშნავს, რომ ქრისტიან მამაკაცს თუ ქალს უფლება არ აქვს ინტერნეტში განათავსოს პირადად ან რეპოსტი გაუკეთოს (გააზიაროს) შეტყობინებებს, თუნდაც სხვა ადამიანის, რომლებიც შეიცავენ საიტიდან აღებულ ნებისმიერ მასალას. ანუ დაუშვებელია სურათების განთავსება ან გაზიარება, რომლებშიც მთლიანად ან ნაწილობრივ (!) საიტიდან აღებული ილუსტრაციებია გამოყენებული; იგივე ეხება ვიდეოებს (მათ შორის ძმების გამოსვლებს «ბროდკასტინგზე», მულტფილმებს, კონგრესის ვიდეორგოლებს, ძმების მოხსენებებს, შეხვედრის პროგრამებს და ა.შ.). იგივე ეხება მუსიკას, რომელიც საიტიდანაა ჩამოტვირთული (ვოკალის თანხლებით იქნება თუ ინსტრუმენტალური), მაშინაც კი თუ შემდეგ რომელიმე «ხელმარჯვემ» საკუთარი ვიდეოწყობა ან სურათების სლაიდშოუ დაადო მას. რაღა თქმა უნდა, ეს წესი შეეხება სხვა დანარჩენ ფაილებსაც, მათ შორის ელექტრონულ გამოცემებს, წიგნები იქნება ეს, ჟურნალები, ბროშურები, ბუკლეტები თუ სხვა…


«
ეს შეზღუდვები ეხება ჩვენს ვებ-გვერდებზე განთავსებულ ნებისმიერ მასალას […] არავის აქვს უფლება, რომ საავტორო უფლებებით დაცული ჩვენი პუბლიკაციები სხვა ვებ-გვერდებზე განათავსოს» (საგუშაგო კოშკი, აპრილი 2018 წ.).

 


 

მაგრამ მაშინ რა ვქნა, თუ ვინმეს მინდა გავუზიარო მისთვის სასარგებლო ინფორმაცია ამ საიტიდან? ამ შეკითხვის პასუხი მოცემული იყო «სარგებლობის წესებში»: ასეთ ადამიანს შეგიძლიათ «უთხრათ ვებგვერდის მისამართი». ანალოგიური ინფორმაციაა წარმოდგენილი 2018 წლის აპრილის ჟურნალშიც, სადაც ძმები წერენ:

«სარგებლობის წესებში ნათქვამია, რომ დაშვებულია სხვებისთვის ელექტრონული ფოსტით პუბლიკაციის ან jw.org-ზე განთავსებული მასალის ბმულის გაგზავნა».

ამ ყველაფრით ძმები, ინტერნეტის საშუალებით სხვა ადამიანებისათვის საიტის მასალის გაზიარების მხოლოდ ორ საშუალებაზე მიგვითითებენ:

1)    კონკრეტული მასალის (სტატია, ვიდეო და ა.შ.) ბმულის გაგზავნა.

2)    პიროვნებისთვის ეგზემპლარის მის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა.

პირველ პუნქტთან დაკავშირებით თუ ყველაფერი გასაგებია (ადამიანი თავად შეძლებს მასალის ნახვას გაგზავნილი ბმულის მეშვეობით), რაც შეეხება მეორე პუნქტს, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ზოგიერთებს შეიძლება პრობლემები გაუჩნდეთ. პუბლიკაციის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა – არ ნიშნავს ამ მასალის საკუთარ ვებგვერდზე განთავსებას ინტერნეტში (ან სხვა საიტზე, ჯგუფში, არხზე და ა.შ.), სადაც მისი ნახვა ყველას შეუძლია, ვინც ამ საიტზე შევა ან გამოწერილი აქვს ის. ელექტრონული ფოსტით მასალას მხოლოდ ის ადამიანი მიიღებს, ვისაც გავუგზავნი. სხვა ვერავინ ვერ შეძლებს ვერც მის ნახვას და იმის გაგებასაც კი, თუ ვის და რა გავუგზავნე. ესაა განსხვავება ცალკეულ პირთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პირად გზავნილს (რაც დასაშვებია), და პირიქით, საჯარო გზავნილს შორის, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება რამოდენიმე ან უამრავი ნაცნობი თუ უცნობი პიროვნებებისათვის, თუ ამ მასალას ჩემს საჯარო გვერდზე ან ინტერნეტ ჯგუფში განვათავსებ (რაც დაუშვებელია).

  

მაშ ასე, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები იმ პირობებს, რომლებიც ძმებსა აქვთ მითითებული საიტზე? ჩემი პირადი სურვილისგან დამოუკიდებლად მე ავტომატურად მეხება ის მკაფიო გაფრთხილება, რომელსაც ძმები იძლევიან «სარგებლობის წესებში»:   

 

«თუ სარგებლობთ ამ ვებგვერდით, ე. ი. სრულად ეთანხმებით სარგებლობის წესებს. თუ არ ეთანხმებით ვებგვერდით სარგებლობის წესებს ან მის რომელიმე ნაწილს, მაშინ თქვენ არ უნდა ისარგებლოთ ამ ვებგვერდით.».

 

მესმის თუ არა პირადად მე, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები? მე თუ ვაგრძელებ ამ საიტით სარგებლობას და იქიდან მასალებს ვტვირთავ, ეს ნიშნავს, რომ მე დავეთანხმე გახმოვანებულ წესებს და ვალდებული ვარ (!!!) მათ მივყვე. თუ, მაგალითად, მე არ ვიქნებოდი თანახმა, მაშინ მე, როგორც ამ პუნქტში წერია, «არ უნდა [ვ]ისარგებლო ამ ვებგვერდით»! ანუ, მე უფლება არ მაქვს მოცემული საიტის მასალებით ვისარგებლო. ყველამ უნდა გაუწიოს თავს ანგარიში, ვინც კი ამ საიტზე შედის!

 

თუმცაღა, როგორ გამოჩნდება სიტუაცია, თუ საიტით სარგებლობას გავაგრძელებ (ანუ გამოდის რომ დავეთანხმე «სარგებლობის წესებს»), თუმცა სინამდვილეში დემონსტრატიულად ვუკეთებ იგნორირებას ჩემს მიერ დადებულ შეთანხმებას და «წესების» დარღვევით ვაქვეყნებ საიტიდან აღებულ ამა თუ იმ მასალას ინტერნეტში (ჩემს პირად ვებგვერდზე, ან ჯგუფებში, სოციალურ ქსელებში, ვიდეოარხებზე და ა.შ.)? ამას რა სახელი დაერქმევა? ტყუილი! ასევე ქურდობა, რადგან ასეთ შემთხვევაში მე თვითნებურად მივითვისებ იმას, რისი ფლობის უფლებაც არ მაქვს, და რის შესახებაც გაფრთხილებული ვიყავი ოფიციალური საიტის მონახულებისას. ხოლო ქრისტიანისათვის დაუშვებელი ასეთი ქმედებების შესახებ ბიბლია გვაფრთხილებს:

 «ნურცერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა როგორც ქურდს, მკვლელს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს» (1 პეტრე 4:15).

 «როგორღა ასწავლი სხვებს, როცა საკუთარი თავისთვის ვერ გისწავლებია?! ქადაგებ, არ მოიპაროო და იპარავ?!» (რომაელები 2:21).

 «ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს» (ეფესოელები 4:28).

 



«მოწმეების» ჯგუფები YouTube-სა და Facebook-ზე

  

 

 

ღმერთი, რომელმაც «დიდი წყალობა გამოიჩინა» საკუთარი ხალხის მიმართ, არ გვაძლევს ხარისხიანი სულიერი საზრდოს უკმარისობაზე წუწუნის მიზეზებს (2 კორინთელები 9:8). პასუხისმგებელი ძმები ცდილობენ, რომ ღვთის მიერ ბოძებული ძღვენი «კრების აღსაშენებლად [გამოიყენონ] უხვად» (1 კორინთელები 14:12). რა თქმა უნდა, იმ ქრისტიანებისგან, რომლებიც ამ ძღვენით სარგებლობენ, ძმების მიერ გაწეული ხელმძღვანელობისადმი მორჩილების მოლოდინი არსებობს, და ამით გამოჩნდებოდა მათი გულწრფელი მადლიერება.

 

ამავდროულად მრავალ ძმას, სამწუხაროდ, იმ სამწუხარო ფაქტის აღიარება უწევს, რომ ესა თუ ის თანამორწმუნე იგნორირებას უკეთებს საიტის მასალების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზემოთ გახმოვანებულ წესებს. თანაც, როგორც ჩანს, ასეთ სიტუაციას უარესობისკენ განვითარების ტენდენცია აქვს. გასაკვირი არ არის, რომ სარაიონო ზედამხედველები მონახულებისას რეგულარულად ამახვილებენ ადგილობრივი ძმების ყურადღებას ამ საკითხზე. არადა საკითხი, მართლაც აქტუალურია…

 

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ქრისტიანთა ძირითად ნაწილს, რომლებიც დაუფიქრებლად ავრცელებენ ინტერნეტში საიტის მასალებს ილუსტრაციების, ვიდეო და აუდიო ფაილების (და ა.შ.) სახით, არასოდეს დაუსვამს საკუთარი თავისთვის შეკითხვა, როგორ უყურებს ამას ღმერთი. მათთან პირადი ურთიერთობის გამოცდილება აჩვენებს, რომ უმრავლესობა საერთოდ არ გასცნობია «სარგებლობის წესებს», რადგან ის ერთგვარ ნაკლებმნიშვნელოვან ფორმალობად მიაჩნიათ. ზოგიერთმა მათგანმა კი, ვინც ეს წესები წაიკითხეს, ბოლომდე ვერ ჩასწვდნენ მის არსს. თუმცა ასეა თუ ისე, ქრისტიანული პატიოსნება და მორჩილება იმას გულისხმობს, რომ ღვთის თითოეული (!) მსახური მთელი სერიოზულობით მოეკიდოს ძმების მკაფიო მითითებებს მასალების ინტერნეტში ასეთი სახით გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით და მეტად აღარ მოიქცეს ასე (შეადარეთ 1 სამუელი 12:20,25).

 

თუმცა, ამ საკითხში გაცილებით დიდი პრობლემა გაჩნდა ეგრეთ წოდებულ «მოწმეების» ჯგუფებთან დაკავშირებით სოც. ქსელებში – განსაკუთრებით Facebook-სა და YouTube-ზე. (უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა არ შეეხება მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანას, თუმცა მოცემულ სტატიაში უშუალოდ რუსეთის მაგალითზე ვისაუბრებთ). ზოგიერთ ჯგუფებში გამოქვეყნებული კონტენტი, რომელიც ოფიციალური საიტიდანაა ჩამოტვირთული, მათზე გამოქვეყნებული მასალის ნახევარზე მეტს შეადგენს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ოფიციალური საიტის «სარგებლობის წესების» თანახმად, ეს მოპარულ კონტენტს წარმოადგენს!



 

თუმცა შეიძლება თუ არა ისე იყოს, რომ უცნობი ძმები, რომლებიც «მოწმეების» ასეთი ჯგუფების ადმინისტრატორები და მოდერატორები არიან, გარკვეული მიზეზების გამო არ იცნობენ იმ მკაფიო წესებს, რომლებიც საიტის მასალების საჯაროდ გამოქვეყნების დაუშვებლობას შეეხება? ეს კარგი შეკითხვაა. ამ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად, ერთმა ძმამ გადაწყვიტა ასეთი ჯგუფების მფლობელებისათვის ეკითხა, თუ რას ფიქრობდნენ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. (სტატიაში ჩვენ არც ამ ინტერნეტ-ჯგუფების სახელებს დავასახელებთ და არც მათი მფლობელების სახელებს).

      

მაშ ასე, ძმამ შესაბამისი შეკითხვით მიმართა რამოდენიმე ე.წ. «მოწმეების» ჯგუფების ადმინისტრატორებსა და მოდერატორებს სოც. ქსელში და თან გასაცნობად მიაწოდა ჩვენთვის უკვე ნაცნობი ბმულები, საიტის მასალებით «სარგებლობის წესები» და ასევე 2018 წლის აპრილის ჟურნალის სტატია. როგორი იყო საპასუხო რეაქცია? ადრესატთა ნაწილმა გადაწყვიტა შეკითხვის იგნორირება მოეხდინა და ის უპასუხოდ დატოვა. როდესაც ძმამ იგივე კითხვა ჯგუფში გამოქვეყნებულ, საიტიდან აღებული მასალების კომენტარებში დასმა სცადა, ადმინისტრატორების მიერ ეს შეკითხვები წაშლილი იქნა. რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე…

 

სხვა ადრესატებმა მაინც გასცეს პასუხი მათთვის დასმულ შეკითხვებს. მათზე უფრო დაწვრილებით შევჩერდებით. როგორც გაირკვა, «ერთგული მონის» მოთხოვნა საიტის მასალების ინტერნეტში გამოქვეყნების დაუშვებლობის შესახებ, «მოწმეების» ასეთი ჯგუფების მფლობელებისათვის კარგადაა ცნობილი. თუმცა მათ განაცხადეს, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ პასუხისმგებელი ძმების ამ ხელმძღვანელობას. რით გაამართლეს საკუთარი პოზიცია?

 

 

თავის მართლება №1: «ოფიციალური საიტიდან აღებულ მასალას იმისათვის ვაქვეყნებთ, რათა სხვები გავამხნევოთ, მათ შორის ისინი, ვისაც ოფიციალურ საიტზე არ შეუძლია შესვლა. ამაში ცუდი რა არის?».

 

პასუხი: კარგი, შესაძლოა, ერთი შეხედვით ასეთი პოზიცია სწორი ჩანს, თუმცა, სინამდვილეში ის ასეთს არ წარმოადგენს. პირველი, თავად ის ძმები, ვინც ეს მასალები შეიმუშავეს და შექმნეს, ამასთან დაკავშირებით იძლევიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვან მითითებას, თუ როგორი სახით შეუძლიათ ადამიანებს მათ გაეცნონ:

«თქვენ შეგიძლიათ სხვებს უთხრათ ჩვენი ვებგვერდის მისამართი, რათა თავად გაეცნონ სხვადასხვა მასალას, როგორც ამას ხაზი ესმება ქვემოთ მოცემულ სარგებლობის წესებში.» («სარგებლობის წესები»).

ოფიციალურ საიტზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში მითითებულია ყველა ის ერთადერთი ინტერნეტ-წყაროები, რომლიდანაც შეუძლიათ სხვებს მოცემული მასალების მიღება.   ასეთივე სახითაა ჩამოთვლილი 2018 წლის აპრილის ჟურნალში ყველა ის ოფიციალური საიტები და მობილური აპლიკაციები (პროგრამები), რომლებიც ამ მიზნისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. და მათი რიცხვი ძალიან მცირეა. არის ამ სიებში თქვენი ჯგუფების, საზოგადოებებისა და ვიდეოარხების დასახელებები? თუ არა, მაშინ პატიოსნად გაეცით პასუხი შეკითხვას: გაქვთ მოცემული მასალების საჯაროდ გამოქვეყნების უფლება, რომელიც, ამავდროულად, თქვენ არ გეკუთვნით? არ გაქვთ. მიიღეთ ნებართვა პასუხისმგებელი ძმებისაგან ამ მასალების საკუთარ ინტერნეტ-რესურზებზე  გავრცელებასთან დაკავშირებით? არ მიგიღიათ. მაშინ რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ? სამწუხაროა, თუმცა ასეთი საქციელი თავნებობისა და ღვთის ხელმძღვანელობისადმი დაუმორჩილებლობის ნიშანია!

 

მეორე, იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც ოფიციალურ საიტებზე თავისუფალი წვდომა შეუძლებელია, არსებობს ე.წ. საიტი-«სარკეები», რომლებიც ადამიანს იმის შესაძლებლობას აძლევენ, რომ ძალიან იოლად მიიღონ მთელი ის ინფორმაცია, რასაც დანარჩენი ქრისტიანები იღებენ იმ ტერიტორიებზე, სადაც მასზე თავისუფალი წვდომა აქვთ. დასკვნა ნათელია: პასუხისმგებელი ძმები ვერანაირ აუცილებლობას ვერ ხედავენ სულიერი საზრდოს ინტერნეტ-ჯგუფებით გავრცელებაში, თუნდაც უბრალო ტექნიკური თვალსაზრისით. ძმები მშვენივრად ართმევენ თავს ამ ამოცანას სოც. ქსელების, ანუ ჯგუფების, საზოგადოებებისა და სხვა ინტერნეტ-არხების გარეშეც.

 

  

თავის მართლება №2: «ოფიციალური საიტის მასალების გამოყენების აკრძალვა მხოლოდ უცხოებს ეხებათ, ქრისტიანებთან კი ამ აკრძალვას არანაირი შეხება არ აქვს».

 

პასუხი: ეს არასწორი მოსაზრებაა. საკმარისია ყურადღებით წავიკითხოთ თავად წესები და მივხვდებით, რომ ეს წესები შეეხება ყველას, გამონაკლისის გარეშე: როგორც თანამორწმუნეებს, ასევე დანარჩენ ხალხს. მაგალითად, 2018 წლის აპრილის ჟურნალში საკმაოდ გასაგებადაა ნათქვამი, რომ არავის აქვს უფლება, «თუნდაც თანაქრისტიანებს, სხვა ვებ-გვერდებზე განათავსონ ჩვენი ელექტრონული პუბლიკაციები».

 

 

თავის მართლება №3: «იმის გადაწყვეტილებას განათავსოს თუ არა ოფიციალური საიტიდან აღებული მასალა ინტერნეტში, თავად ქრისტიანი იღებს. ეს სინდისის საკითხია და არა სავალდებულო წესი».

 

პასუხი: არა, ასეთი მოსაზრებაც არასწორია. კვლავ 2018 წლის აპრილის ჟურნალში მოცემულ სტატიას მივმართოთ, სადაც პირდაპირ მის სათაურშივეა მოცემული მკაფიო პასუხი«რატომ არ არის ნებადართული იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციების პირად ვებ-გვერდებსა თუ სოციალურ მედიაში განთავსება?»

სტატიის ილუსტრაციის კომენტარში, ძმები კვლავ გასაგებად და არაორაზროვნად გვაფრთხილებენ:

«არავის აქვს უფლება, რომ საავტორო უფლებებით დაცული ჩვენი პუბლიკაციები სხვა ვებ-გვერდებზე განათავსოს».

ასევე:

«სარგებლობის წესებში გარკვევით წერია, რომ „დაუშვებელია ამ ვებ-გვერდზე მოცემული სურათების, ელექტრონული პუბლიკაციების, სასაქონლო ნიშნების, მუსიკის, ფოტოების, ვიდეოებისა და სტატიების ინტერნეტში (ნებისმიერ ვებ-გვერდზე, ფაილების გაზიარების გვერდზე, ვიდეოების გაზიარების გვერდზე თუ სოციალურ ქსელში) განთავსება“» [და ასე შემდეგ].

 

ეს იმას ნიშნავს, რომ მითითება საიტზე გამოქვეყნებული მასალების ინტერნეტში საჯარო ჩვენებისათვის ატვირთვის დაუშვებლობის შესახებ არანაირად არ წარმოადგენს სინდისის საკითხს. პირიქით, ეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მკაცრი მოთხოვნაა, რომლის დაცვაც ოფიციალური რესურსის ყველა მომხმარებელს მოეთხოვება.

 

 

თავის მართლება №4: «ძმები იმის წინააღმდეგი რომ იყვნენ, ოფიციალური საიტის მასალებს რომ ვაქვეყნებ, ისინი შემატყობინებდნენ ამის შესახებ. სანამ ძმებისგან შეტყობინება არ მომივა, მშვიდად გავაგრძელებ ამის კეთებას».

 

პასუხი: კვლავ არასწორი მოსაზრებაა, რომელიც გაჟღერებული წესებისადმი უყურადღებობითაა განპირობებული. «სარგებლობის წესებში» ძმები წერენ:

«თუ საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ არ უზრუნველყოფს ამ პირობებიდან რომელიმეს შესრულებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უარს ამბობს ამ მოთხოვნებზე ან იმაზე, რომ სხვებისგან მოითხოვოს ამ პირობების შესრულება».

 

ეს ნიშნავს, რომ ძმები საჭიროდ არ თვლიან უამრავი დროის დახარჯვას ინტერნეტის ზონდირებაზე იმ პირების აღმოსაჩენად, რომლებიც ხორციელ აზროვნებას ავლენენ და იგნორირებას უკეთებენ «წესებში» გადმოცემულ საავტორო უფლებებს. აქ სხვა პრინციპი მოქმედებს: ღმერთი ხელმძღვანელობას დანიშნული ძმების მეშვეობით იძლევა, შემდეგ კი ცნობილი პრინციპი შედის ძალაში:

«ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს» (გამოცხადება 2:7).

თუ როგორ აღიქვავს ამ გაფრთხილებას ესა თუ ის ძმა ან და, იმის მაჩვენებელია, გააჩნია თუ არა მას ნამდვილი სულიერი სიმწიფე და ღვთისადმი მორჩილება. თავად ძმების ხელმძღვანელობისადმი უპატივცემულობის ფაქტს, ბევრი რამის თქმა შეუძლია ასეთ ძმაზე თუ დაზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძმების მხრიდან ასეთ პირებს პერსონალური შეტყობინება გაეგზავნება. თუმცა, როგორც «წესებში» ესმება ხაზი, «ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უარს ამბობს ამ მოთხოვნებზე ან იმაზე, რომ სხვებისგან მოითხოვოს ამ პირობების შესრულება».

 

მაგალითისთვის: ჩემს სახლში თუ ქურდს შევუსწრებ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ავედევნები ან ქუჩაში დავუწყებ დევნას მანამ, სანამ არ დავიჭერ. თუმცა ის რომ მას არ გამოვეკიდე, სულაც არ ნიშნავს, რომ ქურდი ქურდი აღარ არის, ან რომ მე მის მიერ ჩადენილ საქციელს ქურდობად აღარ მივიჩნევ. შესაბამისად, ის ქრისტიანებიც, რომლებიც პასუხისმგებელი ძმების მითითებებს არღვევენ, ოფიციალური საიტიდან ჩამოტვირთული მასალის ინტერნეტში განთავსებით, თავს ანგარიშს უნდა უწევდნენ იმაში, რომ მათი საქციელი სხვა არაფერია, თუ არა ქურდობა! და ის ასეთად ყოფნას განაგრძობს მაშინაც კი, თუ ძმები, ასე ვთქვათ, «მას არ დასდევენ»…


 

აი რაზე ღირს დაფიქრება: თუ მე კვლავაც გავაგრძელებს «სარგებლობის წესებში» გადმოცემული მოთხოვნებისადმი უპატივცემულობის საჯაროდ გამოხატვას, როგორი თვალსაზრისი ექნება ჩემს შესახებ ღმერთს? მის აზრს დავაყენებ ყველაფერზე წინ, თუ, პირიქით, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საკუთარი მოსაზრებები იქნება? 

 

მორიგი მაგალითი. ერთი ძმა, იმითაა დაკავებული, რასაც პირობითად შეიძლება «იეჰოვას მოწმეების ხელოვნება» ვუწოდოთ, რეგულარულად აკეთებს ვიდეოებს ძმებისა და დების მიერ დაწერილ სიმღერებზე. ეს სიმღერები, რა თქმა უნდა, ლამაზი და კარგია. და არც არაფერი, რომ არა ერთი გარემოება: ძმა თავის ვიდეოებში რეგულარულად იყენებს ფრაგმენტებს ოფიციალური საიტიდან ჩამოტვირთული ვიდეორგოლებიდან, რითაც ჩვენთვის კარგად ცნობილ მოთხოვნებს არღვევს. ის, რასაც «ვიდეოწყობა» (ანუ რგოლის ვიზუალური შემცველობა) ჰქვია, პირდაპირ რომ ვთქვათ, საიტიდან მოპარულ მასალას წარმოადგენს. ამ ვიდეოებს ძმა უკვე მრავალი წელია რაც აქვეყნებს «მოწმეების» ჯგუფებში YouTube-სა და Facebook-ზე. ჯამში სამწუხარო სურათი ვლინდება: საკუთარი ქმედებებით ის არამარტო თავის თავს წარმოაჩენს თეოკრატიული ხელმძღვანელობის დამრღვევად, არამედ იმ ძმებსა და დებსაც, რომლებიც ასე თუ ისე უფლებას აძლევენ მას, რომ მათი შემოქმედება გამოიყენოს მსგავს კონტექსტში, ანუ მათ, ვის სიმღერებსა და მუსიკასაც იყენებს თავის ვიდეორგოლებში.

 

შეკითხვაზე, თუ როგორ უყურებს ეს ძმა იმ საკითხს, რომ, საიტიდან აღებული მასალის ინტერნეტში გამოყენებით ის ორგანიზაციის საავტორო უფლებებს არღვევს, მან შემდეგი საკმაოდ უცნაური პასუხი გასცა:

 

«ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, საავტორო უფლებების თანამფლობელები ვართ. რადგან საზოგადოება ვიდეომასალასა და პუბლიკაციებს ჩვენს მიერ გაღებული სახსრებით აკეთებს…. იმიტომ რომ ჩვენ ვიდეოების ისეთივე თანამფლობელები ვართ. საზოგადოება ამ ვიდეოებს ჩვენი შემოწირულობებით ქმნის… ეს სააქციო საზოგადოების მსგავსია, ყველას იმ საკუთარი წილის გამოყენების უფლება აქვს, რომელიც მან მასში ჩადო. ამიტომ საავტორო უფლებების ნაწილი მას ეკუთვნის, ვინც შესაწირავი გაიღო»

 

შემდგომ ის იმის კიდევ უფრო კატეგორიულ მიზეზს ახმოვანებს, თუ რატომ არ აპირებს ძმების მითითებების დაცვას და მაგალითის სახით სხვა გამზიარებლები მოჰყავს, რომლებიც თვითნებურად ავრცელებენ ინტერნეტში ოფიციალური საიტიდან აღებულ მასალებს:

   

«მაშინაც კი თუ ორგანიზაცია რომელიმე ძმას ან დას სასამართლოში უჩივლებს, მისი ადვოკატი, ვინც ორგანიზაციის მასალებს იყენებს, ორგანიზაციის წარმომადგენელს ჰკითხავს: ვისი ფულით იქმნება ეს მასალა? ნებაყოფლობითი შესაწირავებით… ბრალდებული თუ [გარკვეული რაოდენობის] წლების განმავლობაში ნებაყოფლობით შესაწირავს გასცემს, ესე იგი, მასაც გააჩნია საავტორო უფლებების წილი».

 

როდესაც მსგავს «არგუმენტებს» ვხვდები, ეს ყოველთვის ერთგვარ გაურკვევლობაში მაგდებს. ეს ძალიან უცნაური, თუ არ ვიტყვით უაზრო, კონტრასტია. ერთის მხრივ, თანამორწმუნე-ძმა ძალისხმევას ახმარს იმ მიზნით, რათა, როგორც ის ამბობს, თანამორწმუნეები «გაამხნევოს» და «მხარი დაუჭიროს». მეორეს მხრივ კი – ჯიუტადაა განწყობილი, რათა არ დაემორჩილოს თეოკრატიულ ხელმძღვანელობას, თანაც, იმდენად, რომ «გონიერი მონის» წინააღმდეგ სასამართლო დაპირისპირების პოზიციიდანაც კი მსჯელობს.

უნებურად ჩნდება კითხვები: ნეტა რა ხდება მსგავსი «ძმებისა» და «დების» გონებაში?! როგორ ერწყმის ერთმანეთს მათ გონებაში ღვთის ხალხისადმი კუთვნილების გაგება და იმავე ხალხის ისე განხილვა, როგორც «სააქციო საზოგადოებისა»?! რად წარმოუდგენიათ საკუთარი თავი თანამოწმუნეებთან მიმართებით: ნამდვილ ძმებად თუ მაინც შეფარულ «ცრუძმებად»? (2 კორინთელები 11:26). როგორ შეფასებას აძლევენ საკუთარ შესაწირავებს, რომელსაც ღვთის საქმისათვის იღებენ: როგორც ნებაყოფლობით და უანგარო მონაწილეობას თუ როგორც «რაიმეს გამორჩენის» შესაძლებლობას? (1 ტიმოთე 6:5) ეს იგივეა, ძველად ისრაელიანებს რომ მიეტანათ ნებაყოფლობითი შესაწირავები კარვის ან ტაძრის მშენებლობისათვის, შემდეგ კი განეცხადებინათ, რომ მათ მიერ გაღებული სახსრები მათ კარავში ან ტაძარში წმინდა მსახურების ნაწილის შესრულების უფლებას აძლევდა…

 

საკუთარი ქმედებების გამართლების მცდელობისას, ძმამ, არსებითად, ბრალდება გააჟღერა:

«ორგანიზაციის მასალების თანამორწმუნეთა სასიკეთოდ გამოყენების აკრძალვის მცდელობა, იგივეა, რაც ბოროტების მხარეზე დადგომა».

 

ზემოთ ნათქვამი სიტყვები იყო პასუხი «სარგებლობის წესებიდან» მოყვანილ ნაწყვეტზე, რომელშიც საუბარია საიტის მასალების ინტერნეტში გამოყენების დაუშვებლობის შესახებ, გარდა ოფიციალური რესურსებისა. ამ ადამიანის თვალსაზრისით, მსგავსი ქმედებების აკრძალვა, «ბოროტების მხარის» არჩევის ტოლფასია. არადა ამ მკაფიო და ერთმნიშვნელოვან აკრძალვას «ერთგული მონა» იძლევა! აქვს აზრი კომენტარის გაკეთებას?

 

უნდა ვაღიარო, რომ მსგავს მაგალითებში «თანამორწმუნეებზე მზრუნველობას» სულ უფრო ნაკლებად ვხედავ. პირიქით, ხელმძღვანელობის აშკარა დარღვევა და ცუდად შეფარული მეამბოხის სული საშიშ და მწველ ნაზავს წარმოადგენს მათთვის, ვინც მსგავს ინტერნეტ-ჯგუფებს ინახულებენ (თუ რატომ – შემდეგ განვიხილავთ ამ სტატიაში). აქ საქმე სულ სხვა რამეშია, კერძოდ კი – ერთხელ გახმოვანებულ აზრში: «ჩვენი საიტის მასალების გამოყენება საგრძნობლად ზრდის ჩემი ჯგუფის მომნახულებელთა რაოდენობას და მის რეიტინგს…». ასე, ალბათ, უფრო პატიოსანი პასუხი იქნებოდა…

 

 

«და რა არის ამაში ცუდი?»

  

 

ასე ჟღერს სტანდარტული შეკითხვა-შეპასუხება იმ ქრისტიანების მხრიდან, რომლებიც ასეთი არასწორი საქციალით გამოირჩევიან. ეს შეკითხვა უკვე თავისთავადვე უცნაურია. ქრისტიანს თუ არ ესმის იმის სრული საფრთხე, რასაც ის აკეთებს, როგორც ჩანს, მას აშკარა პრობლემები აქვს სულიერობასთან. ბიბლია ქრისტეს მიმდევრებს მოუწოდებს:

 

«ძმებო, ნუ იაზროვნებთ ბავშვურად; ბოროტებისთვის ბავშვები იყავით, აზროვნებით კი - ზრდასრულნი» (1 კორინთელები 14:20)

 

სამწუხაროდ, დროდადრო სიტუაცია სრულიად საპირისპირო სახით ტრიალდება: თეოკრატიული ხელმძღვანელობისადმი საკუთარი დაუმორჩილებლობის გამართლების მცდელობისას, ასეთი ქრისტიანები უზარმაზარ ძალისხმევას და შესაშურ მოქნილობას ავლენენ. თუმცაღა იმაში, საკუთარი დაუმორჩილებლობის სახიფათო შედეგები რომ გაიაზრონ (და აღიარონ), მათ გაგება რატომღაც არ ჰყოფნით. პირიქით, როდესაც შექმნილ პრობლემაზე მათი ყურადღების მიქცევას ცდილობენ, ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მათში. და ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს იმ პრობლემას, რომელსაც თავის დროზე პავლე მოციქული შეხვდა:

 

«ძმებო, ისევ ვერ გელაპარაკეთ როგორც სულიერ ადამიანებს, არამედ როგორც ხორციელთ, როგორც ჩვილებს ქრისტეში. რძით გკვებავდით და არა მყარი საკვებით, რადგან არ იყავით ამისთვის მზად და არც ახლა ხართ, ვინაიდან ჯერ კიდევ ხორციელად აზროვნებთ. განა ხორციელი ადამიანები არა ხართ და სხვებივით არ იქცევით, თუკი შურის თვალით უყურებთ და ედავებით ერთმანეთს?!» (1 კორინთელები 3:1-3).

 

კარგი, მოდი ვიმსჯელოთ, რამდენად გამართლებულია ძმების მკაცრი მითითებები, რომლებიც ოფიციალური საიტის მასალების ინტერნეტში გამოქვეყნებას კრძალავს. მართლა უსაფუძვლო და, როგორც ზოგიერთ «ქრისტიანს» მიაჩნია, ზიანის მომტანია ისინი? თუ ამ თეოკრატიულ მითითებებს მაინც გააჩნია სათანადო მიზეზები?

 

ზემოთ ნახსენებმა ძმამ, რომელიც Facebook-სა და YouTube-ზე ავრცელებდა ოფიციალური საიტიდან აღებულ ვიდეომასალას, განაცხადა: "ჩვენ ორგანიზაციისთვის ზიანი კი არ მოგვაქვს, (ჩვენ და ის) ერთი მიმართულებით ვმუშაობთ". თავს უფლებას მივცემ არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას. უფრო სწორად, დიდ წარმოდგენას საკუთარ თავზე. პირველი, როგორც უკვე ითქვა ზემოთ, თავად ორგანიზაცია არ თვლის ასე. და მეორე, ოფიციალური საიტიდან მასალების არასათანადო რესურსებზე გადატანის პრაქტიკამ უკვე მოიტანა მრავალი ზიანი როგორც ქრისტიანებისთვის, ასევე ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.

 

ვფიქრობ, უკვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ ანალოგიურ მეთოდებს ფართოდ იყენებენ ღვთის ხალხის მტრებიც, განდგომილების ჩათვლით. ამ მომენტზე ყურადღება მახვილდებოდა ჩვენთვის უკვე ნაცნობ 2018 წლის აპრილის ჟურნალში. ინტერნეტში მრავალი ვიდეორესურსი არსებობს, რომელთა ბაზაზეც მოწინააღმდეგეებს ე.წ. «მოწმეების» არხები აქვთ შექმნილი, სადაც ასეთივე უკანონო სახით ვრცელდება ოფიციალური საიტიდან აღებული მასალები. ამავდროულად, მსგავსი არხების ტაქტიკა შეიძლება ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს. ერთ შემთხვევაში მოწინააღმდეგეები ოფიციალურ ვიდეოებს იყენებენ, რომლებშიც ვიდეორედაქტორების მეშვებით საკუთარ კრიტიკულ მასალას ამატებენ. ან ვიდეორგოლში ვიდეოწყობა უცვლელი რჩება, ხმა კი განდგომილის ხმით იცვლება. სხვა შემთხვევებში მოწინააღმდეგეთა არხებზე შეიძლება ერთმანეთს ენაცვლებოდეს ოფიციალური საიტიდან აღებული უცვლელი ვიდეო და კრიტიკული ხასიათის ვიდეო, თანაც ისე, რომ ერთი შეხედვით შეიძლება ისე მოგვეჩვენოს, თითქოს ეს «უსაფრთხო» რესურსია. ასეთ არხებს შეიძლება ყურის მაამებელი სახელები ერქვას, რაც ეფექტურ სატყუარას წარმოადგენს მიმნდობი პირებისათვის. და საერთოდ, შეიძლება თავად ატვირთული ვიდეოების სახელწოდებებიც სრულად ემთხვეოდეს ოფიციალურ საიტზე განთავსებული ვიდეორგოლების სახელწოდებებს.

 



ზოგიერთი ქრისტიანის ცუდმა ჩვევამ, რომ ოფიციალური მასალები ეძებონ არა ოფიციალურ საიტზე, არამედ YouTube-ზეFacebook-ზე, Одноклассник-ზე, ВКонтакт-ზე და ა.შ., ძალიან სამწუხარო ნაყოფი გამოიღო. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვიცი ამის შესაბამისი მაგალითების შესახებ, თანაც ეს მაგალითები შეეხება როგორც მონათლულ ქრისტიანებს, ასევე მათაც, ვინც ესესაა ჭეშმარიტებით დაინტერესდნენ. მაგალითად, ერთი დისთვის YouTube-ით სარგებლობა უფრო «მოსახერხებელი» იყო, ვიდრე ოფიციალური საიტით. მან ვიღაცისგან შეიტყო, რომ ამ ვიდეოჰოსტინგზე «მოწმეების» არხები იყო, და ძალიან მალე დამ «თითქოსდა კარგი არხი» იპოვა «საჭირო» ვიდეორგოლებით. შესწავლაზე დაინტერესებულსაც აჩვენა (რადგან ასე ხომ უფრო «მოსახერხებელი და სწრაფად ხელმისაწვდომი» იყო), თანაც მას ისიც ასწავლა, თუ «როგორ უნდა მოეძებნა ჩვენი ვიდეორგოლები YouTube-ზე». დაინტერესებულმა, თავისდა საუბედუროდ, იმავე დღეს «იპოვა» ამ მეთოდით მრავალი ასეთი «მოწმეების ვიდეოები». შედეგი ადვილად გამოსაცნობია: რწმენა, რომელმაც გამყარება ვერ მოასწრო, დაინგრა; სიხარულის ნაცვლად – კრიტიკა და ნეგატივი; შესწავლა აღარ არსებობს…

 

მოდი შევჩერდეთ და შეკითხვები დავსვათ: «ვინ არის დამნაშავე?» რაც შეეხება დას, ყველაფერი გასაგებია. დაინტერესებულს დავდოთ ბრალი, რომელიც უგუნურ დას მიენდო და მისგან ისწავლა ეს მეთოდი? არადა ამ დასაც ვიღაცამ ასწავლა, რომ «ვიდეორგოლების მოძებნა YouTube-ზე უფრო ადვილია». და ყველაზე მთავარი შეკითხვა: საერთოდ რისთვის შექმნა ქრისტიანთაგან ვიღაცამ იმავე YouTube-ზე ე.წ. «გადამოწმებული ქრისტიანული არხი» ოფიციალური საიტიდან მოპარული მასალებით? მას, ვინც ეს გააკეთა, განა არ ესმოდა, რომ ის ნაკელის უზარმაზარ გროვაში ცდილობდა ყვავილის დარგვას (თანაც იმ ყვავილის, რომელიც თვითონ არ გაუზრდია)? არ ესმოდა, რომ ნებისმიერს, ვისაც ამ ყვავილთან მისვლის სურვილი გაუჩნდებოდა, აუცილებლად მოუწევდა ნაკელში გავლა და ამის გაკეთება დაუსვრელად უბრალოდ არ გამოუვიდოდა? არ ესმოდა, რომ რეალურ დამღუპველ საფრთხეს ქმნიდა მათთვის, ვინც ოფიციალური საიტის ნაცვლად «გონიერი მონისაგან» მომდინარე სულიერ საკვებს ინტერნეტში ეძებს? და თუ ესმოდა, მაშინ რატომღა აკეთებდა?


უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ქრისტიანებს "ერთგული მონისაგან" მომდინარე მასალების მოძებნას ასწავლიან არა ოფიციალურ წყაროებში, არამედ ინტერნეტში, ასეთი "კეთილისმსურველები" არა მხოლოდ თვითონ ავლენენ დაუმორჩილებლობის სულს, არამედ სხვებსაც ასწავლიან მსგავსი სულის გამოვლენას, კერძოდ მათ, ვინც მათ "მითითებებს" მიჰყვებიან. დღეისათვის საუბარია უკვე ათასობით თანამორწმუნეზე, რომლებიც ასეთი პირების მიერ არიან "დასწავლულნი" და ისეთივე არასათანადო სახით იქცევიან - თავადაც იკვებებიან საეჭვო წყაროებიდან და სხვებსაც იმავეს ასწავლიან. შემდეგ კი მსგავსი პირები ამბობენ: "მე ცუდი არაფერი გამიკეთებია. თუ ვინმე დაზიანდა ამით - ეს პირადად მისი ბრალია..." თუმცა, ასეთი სიტუაცია ერთ ბიბლიურ მონაკვეთს მოგვაგონებს:


«მრუში ქალის ზნე ასეთია: შეჭამს, პირს მოიწმენდს და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო» (იგავები 30:20).

    


 

იმავე YouTube-ს აქვს ერთი ტექნიკური თავისებურება, რომელმაც არაერთი ქრისტიანის და დაინტერესებულის რწმენა შეიწირა. ადამიანის მიერ განთავსებული ვიდეო ავტომატურად «იზიდავს» ე.წ. «რეკომენდებულ» ვიდეორგოლებს მსგავსი თემატიკით. თუ შენს არხზე, რომელზეც ოფიციალური საიტიდან ჩამოტვირთული ვიდეო გიდევს, ვინმე შემოვა, ამ ადამიანის თვალწინ ჩნდება სხვა ვიდეოების საკმაოდ დიდი სია, რომელიც საკუთარ თავს მსგავსი შემცველობის «ქრისტიანულ» ვიდეოებად ასაღებენ. მათი დიდი უმრავლესობა, სინამდვილეში განდგომილთა მასალას წარმოადგენს. შენი «სწორი» ვიდეოს ნახვის შემდეგ, ადამიანის წინაშე ტრანსლირებას იწყებს მომდევნო ვიდეო – და რას ნახავს ის? ეს შეკითხვა კი უკვე შენსკენაა მომართული, «მოწმეების არხის» მფლობელო, რომელზეც ოფიციალური საიტიდან აღებული ვიდეოები გაქვს ატვირთული (რისი მცირედი უფლებაც კი არ გქონდა!). ადამიანი თუ მსგავს მასალებს უშუალოდ იქ უყურებდა, სადაც ძმები გვირჩევენ – ანუ უშუალოდ ოფიციალურ წყაროებზე, – ყველა ამ უბედურებების, ეჭვებისა და რწმენის მსხვრევის გარანტირებულად თავიდან არიდება გახდებოდა შესაძლებელი. მაგრამ შენ ხომ საკუთარ თავს «გაცილებით ერთგულად და გონიერად» მიიჩნევ, ვიდრე ისინი არიან, ვინც სულიერ საზრდოს არიგებენ. ხოლო თუ ასეა, მაშინ შენ გეკისრება ყველა იმ ადამიანების რწმენის მსხვრევის მთელი ტვირთი, რომელიც შენი უშუალო ან ირიბი მონაწილეობით მოხდა, რაც ხელმძღვანელობისადმი შენი დაუმორჩილებლობითაა განპირობებული. იესომ ამას დაბრკოლების შექმნა უწოდა მათ წინაშე, ვისაც ღმერთთან დაახლოვება სურდა!

 

«ვაი მას, ვინც დაბრკოლების მიზეზი გახდება! …გაფრთხილდით, არ დაამციროთ არცერთი ამ მცირეთაგან, რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს» (მათე 18:7-10).

 

განა უნდა გვიკვირდეს ის, თუ რატომ არ იყენებს «გონიერი მონა» მსოფლიოში ცნობილ ვიდეოჰოსტინგებსა და სოციალურ ქსელებს, რათა მათი მეშვეობით გაავრცელოს სულიერი საზრდო? განა უნდა გაგვაოცოს იმან, თუ რატომ შეგვახსენებს ის ასეთი მონდომებით, რომ არავის აქვს უფლება ამ მასალების ინტერნეტში გავრცელების უფლება? მემგონი, ის უნდა გვაოცებდეს, თუ რატომ მიიჩნევენ ზოგიერთი ქრისტიანები ნორმად ამ მითითებების დემონსტრატიულად დარღვევას.

 

 

მაშ ასე, პასუხი შეკითხვაზე: «და რა არის ამაში ცუდი?»… ცუდი ის არის, რომ:

1)    სულიერი საკვების მისაღებად ქრისტიანებს და დაინტერესებულ პირებს ცრუ მიმართულება ეძლევათ: ოფიციალური წყაროების ნაცვლად – ხელოვნური წყაროები გაუგებარი ავტორებით და მასალით.

2)    ოფიციალური საიტიდან აღებული მასალების განთავსება, რომელიც განკუთვნილი არ არის ამ ინტერნეტ-რესურსებისათვის, მათი სულიერად დასნეულების რეალურ საფრთხეს ქმნის, ვინც ამ რესურსებით სარგებლობს.

3)    ოფიციალური საიტიდან აღებული მასალების ინტერნეტში განთავსება ქურდობად და თეოკრატიული ხელმძღვანელობისადმი დაუმორჩილებლობად ითვლება. ქრისტიანების ასეთ წყაროებზე მიწვევა წარმოადგენს ასეთი დაუმორჩილებლობის აშკარა პროპაგანდას და დაუფიქრებელ ქრისტიანებს აჩვევს ისე უყურონ ამ ყველაფერს, როგორც ნორმალურ რამეს.

 


 

«ეს ღვთისადმი ჩემი მსხვერპლია!»… სჭირდება კი მას ასეთი «მსხვერპლი»?

 

 

 

დაახლოებით ასეთ რაკურსში ჟღერს მათი კიდევ ერთი თავის მართლება, რომლებიც ძმების მითითებებს არღვევენ და განაგრძობენ ოფიციალური საიტიდან ჩამოტვირთული მასალის ინტერნეტში გამოქვეყნებას. მათი თვალსაზრისით, მათ მოქმედებებს «სარგებელი» მოაქვს, რადგან მათ მიერ განთავსებულმა მასალამ შეიძლება ურწუნოებისათვის დამოწმების საქმე შეასრულოს. ხოლო სხვა ადამიანები თუ დამოწმებას მიიღებენ, შეუძლებელია ასეთი საქმე ღვთისთვის მოსაწონი არ იყოს, თვლიან ისინი. მიუხედავად ამისა, ასეთი თავის მართლებაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ ასეთ პირებს ბიბლიური პრინციპები არ ესმით. ნუთუ ღვთისთვის მსხვერპლი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მორჩილება? გავიხსენოთ რა უთხრა სამუელმა მეფე საულს, რომელმაც თვითნებურად გადაწყვიტა, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც ღმერთი მოითხოვდა მისგან:

 

«ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი მსხვერპლი და შესაწირავი, როგორც მორჩილება?! იეჰოვას მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა - ვერძის ქონზე. ურჩობაც ისეთივე ცოდვაა, როგორიც მკითხაობა, და კადნიერებაც ისეთივე ცოდვაა, როგორიც ჯადოქრობა და კერპთაყვანისმცემლობა» (1 სამუელი 15:22,23).

 



ბიბლიაში მრავალ მაგალითს ვპოულობთ, რომელიც ღვთის თვალსაზრისის გაგებაში გვეხმარება მსხვერპლისა და მისადმი მორჩილების საკითხში. და ყველა ამ მაგალითებში ღმერთი უპირობო პირველობას ამ უკანასკნელს ანიჭებს. მაგალითისთვის კაენისა და აბელის მიერ ღვთისთვის შეწირული მსხვერპლი გავიხსენოთ. წმინდა წერილი ამბობს, რომ აბელის მსხვერპლისაგან განსხვავებით, ღმერთმა კაენის მსხვერპლი «არ მოიწონა» (დაბადება 4:5). რატომ? პასუხი მომდევნო 6 და 7 მუხლებშია მოცემული. ღმერთი კაენის გულში ვერ ხედავდა იმის გულწრფელ სურვილს, რომ ის ღვთისადმი მორჩილი ყოფილიყო, იმიტომ რომ მისთვის პრიორიტეტულს საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება წარმოადგენდა. ამიტომ ებრაელების 11:4-ში ვკითხულობთ:

«რწმენით აბელმა კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა ღმერთს».

 

რწმენა – მხოლოდ იმაში დარწმუნება არ არის, რომ ღმერთი არსებობს და უფლება აქვს ყველა ქმნილების მმართველი იყოს. რწმენა – ესაა, პირველ რიგში, ღვთისადმი პირადი ნდობა, რომელიც შემოქმედისადმი უსიტყვო მორჩილებით და იმაში დარწმუნებით გამოიხატება, რომ მისი ხელმძღვანელობა წარმოადგენს საუკეთესო გზას ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედის «ღვთაებრივ» სტატუსთან დათანხმებას არ გააჩნია იმის საკმარისი საფუძველი, რომ ღვთის მოწონება დავიმსახუროთ. ზუსტად ამიტომ ვკითხულობთ იაკობის 2:18-20-ში შემდეგ გაფრთხილებას:

 

«ვიღაცამ შეიძლება გითხრათ: "შენ რწმენა გაქვს, მე კი - საქმეები. მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშე, მე კი საქმეებით გაჩვენებ ჩემს რწმენას". ხომ გწამთ, რომ ღმერთი ერთია? კარგია. თუმცა ეს დემონებსაც სწამთ და კანკალებენ. უგუნურნო, ნუთუ არ გესმით, რომ რწმენა საქმეების გარეშე ფუჭია?»

 

სატანას და დემონებს ძალიანაც «სწამთ» ღვთის არსებობის და მის დიდებულებასაც აცნობიერებენ, თუმცა მათი ცხოვრების წესი ღვთისადმი დაუმორჩილებლობით გამოირჩევა, რაც მათ მის მოწინააღმდეგეებად აქცევს. კაენიც იმავე ხაფანგში გაება, რადგან იმედოვნებდა, რომ მისი მსხვერპლი თავისთავად უზრუნველყოფდა შემოქმედის კურთხევით. კაენი სასტიკად ცდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მსხვერპლი უშუალოდ ღმერთისკენ იყო მიმართული, შემოქმედმა ის მისთვის მიუღებლად მიიჩნია.

 

რა უნდა ასწავლოს ამან იმ ქრისტიანებს, რომლებსაც უცნაური აზროვნების გამო მიაჩნიათ, რომ თეოკრატიული ხელმძღვანელობისადმი მათი დემონსტრატიული დაუმორჩილებლობა შეიძლება კომპენსირებული იქნას დამატებითი დამოწმების ერთგვარი მოსალოდნელი «სარგებლით»? უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთის მოსყიდვა შეუძლებელია, და მოტყუება კი მითუმეტეს. მას რომ იმის სურვილი გასჩენოდა, რომ დამოწმების საქმე ნებისმიერი საშუალებებით გაეფართოვებინა, მაშინ ის «ქვებს ააღაღადებდა» (ლუკა 19:40). და ეს სულაც არ იქნებოდა ადამიანების დამსახურება. თუმცაღა, მას სურს, რომ მისადმი მსახურება «წესისა და რიგისამებრ ხდებოდეს» (1 კორინთელები 14:40). ეს გაგებები კი პირდაპირ მოიაზრებენ ორგანიზებული თეოკრატიული ხელმძღვანელობისადმი მორჩილ მიყოლას.

 

იმის იმედის ქონა, რომ ასეთი წესრიგისადმი დაუმორჩილებლობა ვითომდა «გაცილებით ფართო დამოწმების გამო», ღვთისთვის სასურველი აღმოჩნდება – იგივეა, რაც კაენის მოლოდინი, თითქოსდა ღვთისადმი მისი მსხვერპლი, დაუმორჩილებლობის გარეშე, მოწონებული იქნებოდა მის მიერ. ასე მოქცევით, მსგავს «ქრისტიანებს» ღვთისთვის «კაენის მსხვერპლი» მიაქვთ, ანუ უსარგებლო და მისთვის უსიამოვნო მსხვერპლი, მაშინაც კი, თუ ასეთ ინტერნეტ- საზოგადოებებსა და ჯგუფებში, ასეთი შეტყობინებების ქვეშ ასობით და ათასობით «ლაიქები» და კომენტარები იქნება.   

 

«არ მსიამოვნებს თქვენს საზეიმო თავყრილობებზე დატრიალებული სუნი. მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და შესაწირავიც რომ შემომწიროთ, არ მესიამოვნება; ზედაც არ შევხედავ სამშვიდობო მსხვერპლად შემოწირულ ნასუქ პირუტყვს… წყალივით იდინოს სამართალმა და სიმართლემ — უშრეტ მდინარესავით» (ამოსი 5:21-24).

 

 

კიდევ ერთი ცნობილი ბიბლიური მაგალითი – ეს არის, ისრაელიანთა საქციელი, ღვთის მიერ დაპირებულ მიწაზე შესვლის წინ. რიცხვების წიგნის მე-13 თავში, მოსე მზვერავებს გზავნის აღთქმულ მიწაზე სიტუაციის დასადგენად. თორმეტი მზვერავიდან ათი, დაბრუნების შემდეგ პანიკას თესავს ხალხში, რაც გზის გაგრძელებაზე მათი უარის მიზეზი ხდება. ყურადღება მივაქციოთ ქალებ იეფუნეს ძეს სიტყვებს:

«ქალებ იეფუნეს ძემ მოსესთან მყოფი ხალხის დამშვიდება სცადა: "ახლავე წავიდეთ; დავიპყრობთ იმ მიწას, უეჭველად გავიმარჯვებთ"» (რიცხვები 13:30).


თუმცა, 
ქალებ იეფუნეს ძეს სიტყვებს ისრაელიანებმა ყურიც არ ათხოვეს. აქ ყურადღებას იქცევს ღმერთის რეაქცია, რომელმაც მათი პრობლემა გააჟღერა, რომლებსაც მისი მსახურები ერქვათ: მათი თავგამოდებული სურვილი არ დამორჩილებოდნენ მის ხელმძღვანელობას!


«როდემდე უნდა მექცეოდეს ეს ხალხი უპატივცემულოდ?! როდემდე არ უნდა მერწმუნონ?!» (რიცხვები 14:11).


ღმერთი ისრაელიანებზე საუბრობდა როგორც მათზე, ვინც «არ დაემორჩილა», «უპატივცემულოდ ეპყრობოდა» მას და 
მასთან იყვნენ «დაპირისპირებულნი» (რიცხვები 14:22,23,35). ის რამოდენიმეჯერ უწოდებს მათ: «ბოროტ ხალხს» (მუხლები 27 და 35).


და პირიქით, ღმერთი ქალებ იეფუნეს ძეს გამოჰყოფს ამ საერთო მასიდან«რომელსაც სხვა სულისკვეთება ჰქონდა და ბოლომდე მიერთგულა» (რიცხვები 14:24).

 

ეხლა ვნახოთ ისრაელიანების რეაქცია, როდესაც მოსემ მათ შესახებ ღვთის თვალსაზრისი გააჟღერა:

«ადგნენ დილაადრიანად და მთის წვერზე ასვლა დააპირეს, ამბობდნენ: «ავიდეთ იმ ადგილზე, იეჰოვამ რომ თქვა, რადგან შევცოდეთ». მოსემ მათ უთხრა: «რატომ არ ემორჩილებით იეჰოვას ბრძანებას? არაფერი გამოგივათ. არ არის იეჰოვა თქვენ შორისზურგი რომ შეაქციეთ იეჰოვას, არც იეჰოვა დაგეხმარებათ». ისრაელიანები მაინც გაკადნიერდნენ და გაემართნენ მთის წვერისკენ, მაგრამ არც იეჰოვას შეთანხმების კიდობანი დაძრულა ბანაკიდან და არც მოსე» (რიცხვები 14:40-44).

 

თავდაჯერებული ისრაელიანების გადაწყვეტილების ბოლო სამწუხარო იყო: ისინი მოწინააღმდეგეებმა დაამარცხეს და შერცხვენილები გამოიქცნენ უკან…

 

როგორი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ბიბლიურ მონაკვეთში მოთხრობილი შემთხვევიდან? ყურადღებიანმა მკითხველმა ალბათ შენიშნა ერთი შეხედვით უცნაური თავისებურება. თავიდან ღმერთი ქალებ იეფუნეს ძეს პირით მოუწოდებდა თავის მსახურებს აღთქმულ მიწაზე შესულიყვნენ, რათა დაუფლებოდნენ მას. თუმცა, როდესაც ძალიან მალე ისრაელიანები მართლაც წყვეტენ ასე მოქცევას, ისინი… საშინელ მარცხს განიცდიან. თითქოსდა, ისინი ხომ გონს მოეგნენ და ღვთის თავდაპირველი მითითებისამებრ მოიქცნენ! რაღატომ უნდა წაერთმია მათთვის ღმერთს მისი მოწონება? ამ ორ მოვლენას შორის ისეთი რამ მოხდა, რამაც ძირეულად შეცვალა ისრაელიანებისადმი ღვთის დამოკიდებულება და, შესაბამისად, მთელი 40 წლით შეიტანა კორექტივები მისი ჩანაფიქრის განხორციელების თანმიმდევრობაში. და ამ «რაღაცას» იცით რა ერქვა ? – ღვთიური ხელმძღვანელობისადმი დაუმორჩილებლობა!

 

ფორმალურად, ისრაელიანებმა ძირეულად შეცვალეს აღთქმული მიწისადმი საკუთარი დამოკიდებულება. თუმცა მათ გულებში არანაირი ძირეული ცვლილება არ მომხდარა ღვთის პატივისცემასთან დაკავშირებით. ფორმალურად ისინი მზად იყვნენ ღვთისთვის «ემსახურათ». მაგრამ მათ «მსახურებას» თან არ ახლდა არც თავმდაბლობა და არც მისადმი მადლიერება. ფორმალურად მათ ის გააკეთეს, რის დანახვასაც ცოტა ხნის წინ იეჰოვა ელოდა მათგან. მაგრამ ეს ფორმალობა მისთვის სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა, საზიზღარიც კი. ასე რომ ღმერთმა ამჯერად უბრალოდ უარი თქვა ასეთი «მსხვერპლის» მიღებაზე.

 

გაკვეთილი: ღვთისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია ქრისტიანში, რომ თავმდაბლობა და მორჩილება დაინახოს, და არა «მაღალეფექტური შრომისუნარიანობა». როგორც კი მისი მსახური ადამიანი, ღვთისადმი დაუმორჩილებლობის გამართლების მცდელობას იწყებს მისადმი რომელიღაცა  «დიდი მსხვერპლების» მიტანით, თავად ღმერთისთვის ეს ასეთ ქრისტიანში დაწყებული «სულიერი კოროზიის» - «შინაგანი ადამიანის» ნგრევის ნიშანი ხდება (2 კორინთელები 4:16).

 

სამწუხაროა, მაგრამ ის ქრისტიანები, რომლებიც ღვთის ხელმძღვანელობისადმი აშკარა დაუმორჩილებლობას (ოფიციალური საიტიდან აღებული მასალების სხვა ინტერნეტ-რესურსებზე ატვირთვასთან დაკავშირებით) ერთგვარი «მსხვერპლით» გამართლებას ცდილობენ, ვითომდა ე.წ. «უფრო დიდი დამოწმებისათვის», ნაბიჯ-ნაბიჯ იმეორებენ იმ ისრაელიანების გზას, რომლებიც ღვთის თავდაპირველ ჩანაფიქრს იყვნენ ამოფარებულნი, თუმცა სინამდვილეში მისი ხელმძღვანელობის იგნორირებას ახდენდნენ! ასეთი საქციელი იმას წარმოადგენს, რასაც მოსემ «კადნიერება» უწოდა და რასაც ადვილად გამოსაცნობი შედეგი ჰქონდა:

 

«ზურგი რომ შეაქციეთ იეჰოვას, არც იეჰოვა დაგეხმარებათ» (რიცხვები 14:43,44).

 


«დიდი რამისკენ ისწრაფვი; ნუ ისწრაფვი!» (იერემია 45:5) 

 


სამი ბიბლიური პერსონაჟი. ყველა მათგანი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა, თუმცა სამივე ჭეშმარიტი ღვთის მსახურები იყვნენ. სამივე მათგანს განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა ღვთის ხალხში. ყველამ «თავგამოდება» გამოავლინა ღვთის წინაშე… მაგრამ ზუსტად ამ «თავგამოდების» გამო დასაჯა მან ისინი. ვისზეა საუბარი?

 

კორახზე, რომელმაც საკუთარი ქმედებები «საზოგადოებაზე ზრუნვით», ანუ ისრაელიანების სასიკეთოდ მოქმედებით გაამართლა (რიცხვები 16:1-40).

ლევიან უზაზე, რომელმაც გადაწყვიტა კიდობანი გადმოვარდნისაგან «დაეცვა» (1 მატიანე 13:6-10).

მეფე უზიაზე, რომელმაც ტაძრის სამსხვერპლოზე ღვთისთვის საკმევლის კმევა დააპირა (2 მატიანე 26:16-21).

 

სამივე მათგანს ერთი რამ ჰქონდათ საერთო: ისინი მსახურების იმ სახეობას წაეპოტინნენ, რომლის შესრულების უფლებაც მათ არ ჰქონდა. და თითქოსდა არცერთ მათგანს ღმერთი არ დაუგმია, ცრუ ღვთაებებისთვის არ უმსახურია, მხოლოდ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურებოდნენ… თუმცა, ის ფაქტი, რომ ისინი იმას «ეპოტინებოდნენ», რაც ღმერთს მათთვის არ დაუვალებია, იმას ნიშნავდა, რომ ისინი «იეჰოვას დაუპირისპირდნენ» და ამან ისინი გამოუსადეგარნი გახადა შემდგომი მსახურებისათვის (შეადარეთ რიცხვები 16:10,11).

 


იმ ქრისტიანებს, რომლებიც დღეს ღვთის ხელმძღვანელობისადმი ყურის დაგდებაზე უარს აცხადებენ და ოფიციალური საიტიდან აღებულ მასალას სხვა წყაროებზე ტვირთავენ ინტერნეტში, შესაძლოა, არ ესმით, რომ იმავე გონებაგანწყობილებას ავლენენ, როგორსაც ეს ბიბლიური პერსონაჟები ავლენდნენ წარსულში. როგორც ჩანს, მათ ყურადღებიდან გამორჩათ, რომ ეს მასალა წარმოადგენს იმ «სულიერ საზრდოს», რომლის განაწილებაც ღმერთმა მხოლოდ თავის «ერთგულ და გონიერ მონას» დაავალა (მათე 24:45). ამ «საზრდოს» განაწილება კი მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე წყაროს მეშვეობით ხდება. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ოფიციალურ საიტზე ქვედა მარჯვენა კუთხეში მითითებულია ყველა ის ერთადერთი ინტერნეტ-წყაროები, რომელთა დახმარებითაც შეუძლიათ სხვებს ოფიციალური მასალის მიღება. ასეთივე სახითაა ჩამოთვლილი 2018 წლის აპრილის ჟურნალში ყველა ის ოფიციალური საიტი და მობილური პროგრამა (აპლიკაცია), რომლებიც ამ მიზანს ემსახურებიან. სხვა წყაროები არ არსებობენ და არც უნდა არსებობდნენ!

 

ანალოგია თავისთავად მოდის თავში: როდესაც ქრისტიანი (ან ქრისტიანთა ჯგუფი) იღებს ამ მასალას და ზუსტად ასევე აქვეყნებს მათ ინტერნეტში, ის ფაქტობრივად უზიას აღმაშფოთებელ მაგალითს იმეორებს, რომელმაც იფიქრა, თითქოს ღმერთისთვის იგივეს გაკეთება შეეძლო, რასაც მღვდლები აკეთებდნენ. უზიას მკაცრი გაფრთხილება მიეცა:

«უზია, შენი საქმე არ არის იეჰოვასთვის საკმევლის კმევა, ეს მღვდლების, აარონის შთამომავლების, საქმეა, რომლებიც განწმენდილნი არიან! გადი ტაძრიდან! ორგულად მოიქეცი და ვერ მიიღებ იეჰოვასგან დიდებას!» (2 მატიანე 26:18).

როგორი იყო უზიას რეაქცია ამ სიტყვებზე?

«განრისხდა უზია, რომელსაც ხელში სასაკმევლე ეჭირა; იეჰოვას ტაძარში, საკმევლის სამსხვერპლოსთან, მღვდლებზე ბრაზს რომ ანთხევდა, კეთრი გაუჩნდა შუბლზე… რადგან იეჰოვამ დასაჯა იგი. მეფე უზია სიკვდილამდე კეთროვანი იყო… მოკვეთილი იყო ის იეჰოვას ტაძრიდან» (2 მატიანე 26:19-21).

 

როგორ გამოიყურება იმ ქრისტიანების რეაქცია, რომლებიც ჯიუტად განაგრძობენ «გონიერი მონის» გაფრთხილების იგნორირებას, არ გაავრცელონ ოფიციალური საიტიდან აღებული მასალები ინტერნეტში? საკვირველია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გაღიზიანებისა და დაუმორჩილებლობის ისეთივე სულს ავლენს, როდესაც მათ ამ ხელმძღვანელობის შესახებ შეახსენებენ. ასეთი თანამორწმუნეების პოზიცია იმდენადვე უგუნურია, რამდენადაც სახიფათო. იმაზე დაიმედება, რომ ღვთისადმი მსახურებაში გატარებული წლები ან კრებაში არსებული შესაძლო პასუხისმგებლობები ავტომატურად გახდება ღვთის წინაშე კარგი სახელის შენარჩუნების გარანტია, - მცდარი საქმეა. ღმერთი თავის კეთილგანწყობას მხოლოდ მისი ხელმძღვანელობისადმი ქრისტიანის სრული მორჩილების შემთხვევაში ინარჩუნებს. განა უზიას შემთხვევა ამის თვალსაჩინო მაგალითს არ წარმოადგენს?

 

«სანამ იეჰოვას სცემდა თაყვანს, ღმერთი ხელს უმართავდა… მაგრამ, როცა გაძლიერდა, გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად; უორგულა იეჰოვას, თავის ღმერთს» (2 მატიანე 26:5,16).

 

სხვათა შორის, სიამაყესთან და თავდაჯერებულობასთან დაკავშირებული იგივე პრობლემა იქცა ფატალურად მეფე ნაბუქოდონოსორის შემთხვევაშიც, რომელმაც ჭეშმარიტი ღვთის გაფრთხილებას ყური არ ათხოვა:

«მაგრამ, როცა გადიდგულდა, გაჯიუტდა და გაკადნიერდა, სამეფო ტახტი და დიდება წაერთვა. გაძევებული იყო ადამიანთაგან» (დანიელი 5:20,21).

 

 

ვინმემ შეიძლება თავი იმით იმართლოს, ვითომდა იმიტომ მიდის ძმების ხელმძღვანელობის დარღვევაზე, რომ ამას «გარემოება მოითხოვს» ან ეს ვითომდა «ხელს შეუწყობს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას». ასეთ შემთხვევაში მინდა ლევიანი უზას მაგალითი შევახსენო, რომელმაც ასევე შესაძლებლად მიიჩნია კიდობანთან დაკავშირებული ღვთიური მითითების დარღვევა, იმიტომ რომ, მისი აზრით, ამას «გარემოება მოითხოვდა» (1 მატიანე 13:6-10). როგორც ჩანს, უზა სულაც არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ კიდობანი დაცული იყო თავად ღვთის მიერ. თუმცა იეჰოვამ მისი საქციელი მიუხედავად ყველაფრისა ისე შეაფასა, როგორც «უპატივცემულო საქციელი» პირადად მის მიმართ (2 სამუელი 6:7). დღეს თუ ქრისტიანს, უზას მსგავსად, «ბრძენი ჰგონია საკუთარი თავი», განა ეს ისეთივე «უპატივცემულო საქციელად» არ იქცევა ღვთის წინაშე? (რომაელები 12:16).

 

 

მაშ ასე, დასკვნა გავაკეთოთ:

1) ღმერთმა «სულიერი საზრდოს» ღია ინტერნეტ-წყაროებით გავრცელების უფლება მხოლოდ «გონიერ მონას» მისცა.

2) ინტერნეტ-წყაროები, რომლებზეც ამ მასალის განთავსებაა ნებადართული, მკაცრადაა განსაზღვრული, და მათი რიცხვი სულ რამდენიმეს ითვლის (მხოლოდ ესენია ოფიციალური წყაროები!)

3) ქრისტიანის მხრიდან ოფიციალური საიტიდან აღებული მასალების ღია წვდომაში, ინტერნეტ-რესურსებზე (ჯგუფებში, საზოგადოებებში, არხებზე, პირად გვერდებზე და ა.შ.) ატვირთვის წესების დარღვევის ყოველგვარი მცდელობა, ფაქტობრივად «გონიერი მონის» როლზე და უფლებებზე წაპოტინებას წარმოადგენს.

4) მსგავსი თავდაჯერებული ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა «უპატივცემულო საქციელი» ღვთის წინაშე. 

 

როგორი სული უნდა განავითაროს ამასთან დაკავშირებით ქრისტიანმა? აი ასეთი:

«იეჰოვა, არც გავდიდგულებულვარ და არც ამაყად ვიმზირები. არც დიდ რამეს ვესწრაფვი და არც მიუწვდომელს ვეპოტინები» (ფსალმუნები 131:1).

 

ღმერთი რას ეუბნება მას, ვინც, თავდაჯერებულად იქცევა, მაგრამ მიაჩნია, რომ ხელმძღვანელობა, რომელიც პასუხისმგებელი ძმებისაგან გვეძლევა, მას არ ეხება?

«დიდი რამისკენ ისწრაფვი; ნუ ისწრაფვი!» (იერემია 45:5).

 

მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ «სიმართლე და სამართლიანობა იეჰოვასთვის მსხვერპლზე სასურველია» (იგავები 21:3).




«გაეცალეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს» (რიცხვები 16:26)



როგორც უკვე ვთქვით, ე.წ. «მოწმეების» ჯგუფებით განსაკუთრებით მდიდარი, რომლებზეც ოფიციალური საიტიდან ჩამოტვირთულ ილუსტრაციებს, ვიდეო, აუდიო და წასაკითხ პუბლიკაციებს ტვირთავენ, ისეთი სოციალური ქსელები წარმოადგენენ როგორებიცაა Facebook-ი და YouTube-ი. სამწუხარო ის გახლავთ, რომ სოციალურ ქსელებში არსებულ ასეთ ჯგუფებსა და ვიდეოარხებს მრავალი და და ძმა ინახულებს. ისინი სვავენ «ლაიქებს», კომენტარებს ტოვებენ იმ შეტყობინებებისა და ვიდეოების ქვეშ, რომლებიც ოფიციალური საიტიდანაა მოპარული, მათ სხვებსაც კი უზიარებენ. ესმით თუ არა ასეთ ქრისტიანებს ის, თუ რას აკეთებენ? ესმით თუ არა მათ, რომ ყოველი მათი «ლაიქი», ყოველი «კომენტარი», და საიტიდან მოპარული მორიგი ვიდეოს ყოველი ყურება, სხვა არაფერია, თუ არა თეოკრატიული წესრიგისადმი დაუმორჩილებლობის დემონსტრირება? ღვთის ხელმძღვანელობისადმი დაუმორჩილებლობის საჯაროდ ჩვენება! გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ასეთი ქმედებები, სამწუხაროდ, ზუსტად ასეთ სულს ირეკლავენ.


მაგალითი: მოპარული ვიდეო, რომელიც  Facebook-ის ერთერთ ჯგუფშია განთავსებული



მაგალითი: მოპარული ვიდეო, რომელიც YouTube-ის ერთერთ არხზეა განთავსებული 





ზოგიერთი დაახლოებით ასე იმართლებს თავს: «ეს მასალები ჯგუფში (ან პირად ვებგვერდზე) ვიღაც სხვამ განათავსა, მე კი მხოლოდ ვუყურებ და ვაზიარებ მათ». კარგი, მოდი პირდაპირ ვთქვათ: ვიღაცამ ეს მასალები მოიპარა, შენ კი მათი თვალიერებით მხარს უჭერ მის უპატიოსნო ქმედებებს. ხოლო თუ «ლაიქებსაც» სვავ ასეთი მოპარული მასალების ქვეშ, მაშინ ეს, საერთოდ, შენი მხრიდან ამგვარი ქურდობის მხარდაჭერის პირდაპირი საჯარო ნიშანია. წარმოიდგინე, რომ შენი ნაცნობებიდან ვინმემ მაღაზიიდან, მაგალითად, ძვირფასი ქურქი მოიპარა, ეხლა კი მას შენ გიჩვენებს. დაიწყებდი იმ ქურქის ჩაცმას, სარკის წინ მოზომვას, მასში გამოწყობილი სურათების გადაღებას და ამ სურათების სხვებისთვის გაზიარებას? და რა განსხვებაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ე.წ. «მოწმეების» ჯგუფებსა და საზოგადოებებში ოფიციალური საიტიდან მოპარული მასალაა გამოქვეყნებული, რისი არავითარი უფლებაც არ ჰქონდათ ამ ჯგუფების მეპატრონეებს? თუ ოფიციალური საიტის რომელიმე მასალა მოგწონს და მისი გაზიარება გსურს, კი ბატონო, ოფიციალური საიტის ბმულით გააზიარე ის და არა რომელიმე სოციალური ქსელის ჯგუფიდან.



კიდევ ერთი თავის მართლება: «ისე ძალიან მინდა ჩემს გვერდზე რომელიმე ლამაზი სურათი რომ გავაზიარო ზედ ბიბლიური აზრით! ჩვენ კი ისეთი ლამაზი ილუსტრაციები გვაქვს! აბა სხვაგვარად როგორ მოვიქცე?»


პასუხი: ელემენტარული უფასო ფოტორედაქტორით შეიარაღდი და თავადვე შექმენი ლამაზი ილუსტრაციები, რომელზეც შეგიძლია ნებისმიერი გამამხნევებელი აზრები დაწერო. და როდესაც მათ სხვებს გაუზიარებ, გაამხნევებ კიდეც მათ და სინდისიც სუფთა გექნება. განა ეს არ არის მთავარი? მრავალი და და ძმა ზუსტად ასეც იქცევა… სხვათაშორის, იგივე პრინციპი მუშაობს უბრალო ვიდეორგოლების შექმნასთან დაკავშირებითაც, მთავარია ვიდეორედაქტორების გამოყენება ვისწავლოთ. და ამას სრულიად ეთანხმება ეფესელების 4:28-ში ჩაწერილი ცნობილი პრინციპი, სადაც ვკითხულობთ:


«ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, არამედ მუყაითად და პატიოსნად იშრომოს, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემი».



რა თქმა უნდა, გამოჩნდება ხალხი, რომლებიც უბრალოდ ხელს ჩაიქნევენ ყოველივე ზემოთთქმულზე და მოკლე ფრაზას წარმოთქვავენ: «ჩემთვის სულერთია. ასე უფრო მოსახერხებელია…». რას ვიზავთ, თითოეული თავად აკეთებს პირად არჩევანს, მიჰყვება თუ არა ღვთიურ ხელმძღვანელობას პატიოსნად. და როგორც ფაქტები გვიჩვენებს, არსებობენ (და, როგორც ჩანს, კიდევ გამოჩნდებიან) ისეთები, რომლებსაც, «ქრისტიანები» ჰქვიათ, თუმცა ამავდროულად სრულიად არაქრისტიანულად იქცევიან, როდესაც ყველანაირ გზებს ეძებენ იმისათვის, რათა გვერდი აუარონ პასუხისმგებელი ძმების მკაფიო ხელმძღვანელობას. კერძოდ, რათა არ მიჰყვნენ სიტყვებს, რომლებიც ებრაელების 13:17-შია ჩაწერილი -


«გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენს შორის ხელმძღვანელობა აკისრია, და დაემორჩილეთ, რადგან ისინი მუდამ ზრუნავენ თქვენზე, როგორც ანგარიშვალდებულნი». 


მოდი ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ, დავუშვათ ადამსა და ევას, მას შემდეგ რაც ღვთისაგან მკაფიო მითითება მიიღეს «სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო[თ]», ამ მითითებისათვის თავის არიდების «ნეიტრალური» ვარიანტების ძებნა დაეწყოთ (დაბადება 2:16,17). მაგალითად, «და შეიძლება ხის ნაყოფი არ შემჭამოთ, მაგრამ უბრალოდ ამ ხის თესლები ჩავთესოთ ჩვენი სახლის გვერდით? უბრალოდ, ესთეტიური სიამოვნების მისაღებად…». სრული უაზრობაა, ხომ ასეა? მაგრამ განა ასევე უაზროდ არ ჟღერს იმ ქრისტიანების თავის მართლებები, რომლებიც თითქოსდა არც წინააღმდეგები არიან, რომ ოფიციალური საიტის მასალების «სარგებლობის წესები» არ დაარღვიონ, მაგრამ ამავდროულად ისინი იმის გამართლების პოვნას ცდილობენ, თუ მაინც რატომ არღვევენ ამ მითითებებს მიუხედავად ყველაფრისა?


ევას მართლაც მშვენივრად ესმოდა, რომ იმ ხის ნაყოფებთან დაკავშირებული ღვთის მოთხოვნა მხოლოდ  «არ ჭამოთ»-ს კი არ ეხებოდა, არამედ ასევე «არც შეეხოთ, თორემ მოკვდებით»-საც (დაბადება 3:3). დღესაც, როდესაც იცის მასალებით «სარგებლობის წესების» მოთხოვნილებები, ქრისტიანისთვის ასევე მნიშვნელოვანია «არ შეეხოს» მათ და არ გამოიყენოს ისინი დაუშვებელი წესით. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ქრისტიანი, ფაქტიურად, იმეორებს პირველი მოჯანყეების ქმედებებს, როდესაც წყვეტს თავისი სურვილისამებრ განაგოს ის «კარგი და მიმზიდველი» საკვები, რომელიც ღმერთმა ადამიანებისათვის მოამზადა. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ისინი სხვებსაც აჩვევენ ამ მოჯანყე და განდგომლურ პრაქტიკას, როგორც ევამ გააკეთა ეს:  


«მაშინ დაინახა ქალმა, რომ იმ ხეს კარგი და მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა. ხე მართლაც ლამაზი იყო. მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა. ქმარსაც მისცა, როცა ერთად იყვნენ, და მანაც შეჭამა» (დაბადება 3:6).


ჩვენი ღმერთი არავის აიძულებს მის მორჩილებას – ამ გადაწყვეტილებას ყველა პირადად იღებს, მისი სულიერი მოწიფულობისა და ღვთისადმი გულწრფელი მადლიერებიდან გამომდინარე (შეადარეთ ებრაელები 5:11-14). ამავდროულად თავისთავად მახსენდება ბიბლიის ერთერთი ბოლო სიტყვები:


«დაე უმართლომ კვლავ ჩაიდინოს უმართლობა, უწმინდურმა - უწმინდურება, მართალმა კი კვლავ სიმართლით იაროს და წმინდამ - სიწმინდით» (გამოცხადება 22:11. შეადარეთ მალაქია 3:18).


ამიტომ შეკითხვა იბადება: როგორ შეუძლია ქრისტიანს იმის ჩვენება, რომ «სარგებლობის წესებთან» დაკავშირებით ძმების ხელმძღვანელობას ღვთისთვის მოსაწონი სახით მიჰყვება? როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მას მათ მიმართ, ვისაც, ძმა ეწოდება, მაგრამ საჯაროდ გამოხატავს ხელმძღვანელობისადმი უპატივცემულობას? შეგვიძლია ეს ბიბლიური დარიგება გავიხსენოთ:


«ნუ მოტყუვდებით! ცუდი საზოგადოება ხრწნის კარგ ჩვევებს. გონს მოდით და ის აკეთეთ, რაც სწორია, და ნუღარ სცოდავთ. ზოგიერთი თქვენგანი არ იცნობს ღმერთს. ამას თქვენ შესარცხვენად ვამბობ» (1 კორინთელები 15:33,34).


«უფალ იესო ქრისტეს სახელით გაძლევთ მითითებას, ძმებო, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს არღვევს და ჩვენგან ნასწავლის თანახმად არ იქცევა» (2 თესალონიკელები 3:6).


«მოსემ ხალხს მიმართა: "გაეცალეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს; მათსას არაფერს შეეხოთ, რომ მათი ცოდვის გამო თქვენც არ განადგურდეთ!"» (რიცხვები 16:26).


მრავალმა ქრისტიანმა, როდესაც ის ნეგატიური ტენდენცია დაინახა, რომელიც სოციალური ქსელების ე.წ. «მოწმეების» ჯგუფებში ყალიბდება, სადაც დაუდევრად ირღვევა თეოკრატიული ხელმძღვანელობა და ოფიციალური საიტიდან მოპარული მასალები ქვეყნდება, ზემოთ მოცემული ბიბლიური პრინციპების შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება. 

ისინი «გაეცალნენ ამ ბოროტი ხალხის კარვებს», გამოვიდნენ ასეთი საზოგადოებებიდან და ჯგუფებიდან, გააუქმეს გამოწერები იმ ადამიანების ვიდეო არხებზე, რომლებიც ოფიციალური საიტის მასალებს აქვეყნებენ. 

ისინი არ უსვამენ «ლაიქებს» და არ ტოვებენ აღმაფრთოვანებელ კომენტარებს ასეთი მასალებისა და პოსტების ქვეშ. 

ისინი მეტად «აღარ ეხებიან» ისეთს არაფერს, რასაც ეს ადამიანები დაუშვებელი სახით აზიარებენ საკუთარ გვერდებზე. 

და ეს მართლაც ბრძნული გადაწყვეტილებაა!








დასკვნა





ჩვენი მსჯელობის საერთო შეჯამება გავაკეთოთ.

1) თითოეული ქრისტიანი, რომელსაც ოფიციალურ საიტზე არსებული მასალებით სარგებლობის სურვილი აქვს, ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს იმ წესებს, რომლებიც «სარგებლობის წესებშია» მითითებული.

2) ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული «სარგებლობის წესების» და, ასევე 2018 წლის აპრილის საგუშაგო კოშკში, რუბრიკა «მკითხველთა შეკითხვებში» მოცემული ინფორმაციის თანახმად, იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებისა და სხვა მასალების პერსონალურ საიტებზე და სოციალურ ქსელებში ატვირთვა ნებადართული არ არის.

3) არავის, ქრისტიანი და-ძმების ჩათვლით, არ აქვს უფლება, რომ ოფიციალური საიტიდან ჩამოტვირთული მასალა ატვირთოს პირად საიტზე, ვებგვერდზე, ექაუნთზე, ვიდეოარხზე ან ინტერნეტში არსებულ სხვა საზოგადოებებში თუ ჯგუფებში. 
 
4) მასალებში იგულისხმება კონტენტის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც ოფიციალური წყაროებიდან იქნა აღებული, იქნება ეს ილუსტრაციები, ვიდეორგოლები, ფილმები, მუსიკა, მოხსენებები, აუდიორგოლები, ელექტრონული ტექსტური ფაილები თუ ა.შ.; ანუ აბსოლუტურად ნებისმიერი მასალა.

5) ეს მითითება არ წარმოადგენს სინდისის საქმეს. ესაა მკაფიო მკაცრი მოთხოვნა, რომელიც ნებისმიერი მსგავსი ქმედებების აკრძალვაზე მიუთითებს!

6) ძმების ამ მოთხოვნების იგნორირება, მსგავსი მასალების ღია წვდომისათვის ატვირთვა საკუთარ ან უცხო ინტერნეტ-რესურსებზე, ასევე მათი კოპირება და გაზიარება, წარმოადგენს ქურდობას!

7) ინტერნეტში ოფიციალური საიტიდან ჩამოტვირთული მასალების ატვირთვა, ასევე მათი კოპირება და რეპოსტი, «ლაიქები» სხვების შეტყობინებებზე, რომლებიც მსგავს მასალებს შეიცავენ, ასეთი არხების გამოწერა და ჯგუფებში გაწევრიანება, ფაქტიურად, მსგავსი ქმედებების აშკარა მხარდაჭერას ემსახურება, რითაც ადამიანი აშკარა უპატივცემულობას ავლენს თეოკრატიული ხელმძღვანელობის მიმართ და რაც აშკარა მაჩვენებელია მისი მოჯანყე პოზიციისა.  

8) ოფიციალურ საიტზე არსებული ყველა მასალა წარმოადგენს «სულიერი საზრდოს» ნაწილს, რომლის განკარგვის უფლებაც ღმერთმა მხოლოდ «ერთგულ მონას» მისცა (მათე 24:45). ამ მიზნისათვის «ერთგულმა მონამ» მხოლოდ რამოდენიმე ოფიციალური ინტერნეტ-წყარო და მობილური აპლიკაცია განსაზღვრა. ნებისმიერის მცდელობა, ვინც არ უნდა იყოს და როგორი «კარგი» აღძვრებიც არ უნდა ჰქონდეს, რომ ამ მოვალეობის თუნდაც მცირე ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს, წარმოადგენს «დიდი რამისკენ სწრაფვის» მცდელობას და იმაზე წაპოტინებას, რაც მას არ ეკუთვნის (იერემია 45:5; ფსალმუნები 131:1).

9) ცნობილი ბიბლიური პრინციპების თანახმად, ღვთის ხელმძღვანელობის მიმყოლი ქრისტიანები ცდილობენ «ჩამოშორდნენ ყოველ ძმას, რომელიც წესრიგს არღვევს» (2 თესალონიკელები 3:6). ისინი არც პირდაპირ და არ ირიბად არ უჭერენ მხარს წესრიგის ასეთ დამრღვევებს. არც აკოპირებენ მათ პოსტებს, არც მოწონების გამომხატველ «ლაიქებს» სვავენ მათი პოსტების ქვეშ და არც კომენტარებს. მრავალი ქრისტიანი გადაწყვეტილებას იღებს «გაეცალოს ამ ბოროტი ხალხის კარვებს; მათსას არაფერს შეეხოს, რომ მათი ცოდვის გამო [ისიც] არ განადგურდეს!», ფაქტობრივად კი ასეთ საზოგადოებებს, ჯგუფებს, ვებგვერდებსა და ვიდეოარხებს ტოვებს (რიცხვები 16:26).

10) როდესაც სხვა ადამიანებისათვის ოფიციალურ საიტზე არსებული «სულიერი საზრდოს» გაზიარება სურთ, ღვთიური წესრიგის ერთგული ქრისტიანები ძმების მიერ მითითებულ ორ საშუალებას მიმართავენ:
1) სათანადო მასალის პირდაპირ ბმულს აზიარებენ ოფიციალური წყაროდან.
2) ჩამოტვირთულ მასალას უშუალოდ ასეთ ადამიანებს უგზავნიან მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ანუ არ აქვეყნებენ მათ ყველასათვის ხელმისაწვდომ წყაროებზე!


«ძმებო, ნუ იაზროვნებთ ბავშვურად; ბოროტებისთვის ბავშვები იყავით, აზროვნებით კი ზრდასრულნი» (1 კორინთელები 14:20)

«ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც» (1 ტიმოთე 4:16).

------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий