воскресенье, 22 ноября 2020 г.

«განიწმინდოს შენი სახელი…» (მათე 6:9)

 



 

ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანს» უწოდებს, ვინ არ იცის ყველაზე ცნობილი, იესოს მიერ მოცემული ლოცვა, რომელმაც «მამაო ჩვენოს» სახელწოდება მიიღო? ის ასეთი სიტყვებით იწყება:

 «ამიტომ ასე ილოცეთ: ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი…»
 (მათე 6:9 
«ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).

მრავალმა ის ზეპირად ისწავლა. თუმცა დაზეპირება – ერთია, ლოცვის თანახმად მოქმედება კი – სრულიად სხვა. პარადოქსია, თუმცა თანამედროვე «ქრისტიანთა» უმრავლესობას, რომლებიც რეგულარულად წარმოთქვავენ ლოცვებში ფრაზას «წმინდა იყოს სახელი შენი…», როგორც ირკვევა, აბსოლუტურად არ აინტერესებთ არც ამ სახელის ცოდნა, არც იმის გაგება, თუ რას ნიშნავს «განწმინდო» ეს სახელი და არც ის, თუ როგორ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება რეალურ ცხოვრებაში. ღმერთის რა სახელია ეს, რომელიც ქრისტიანებმა უნდა «განწმინდონ»? და შეიძლება თუ არა ამ სახელის «განწმენდა», მისი გამოყენების გარეშე?

ძის სახელი თუ – იესოა, მაშინ მისი მამის სახელი როგორ ჟღერს? ამ სახელზე ბიბლიის ავტორმა საკუთარ სიტყვაში 7 ათასზე მეტჯერ მიუთითა, ანუ იმაზე ხშირად, ვიდრე ბიბლიაში არსებული სხვა ნებისმიერი სახელი (ძის სახელის ჩათვლით). და ის ჟღერს როგორც «იეჰოვა».


«რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე» (ფსალმუნები 83:18, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


«მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ გავუყოფ სხვას» (ესაია 42:8, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


მაგრამ რას ნიშნავს იესოს სიტყვები, რომ ქრისტიანებმა უნდა «განწმინდონ» მისი მამის სახელი? სიტყვა «განწმენდა» («αγιασθήτω», სტრონგის ნომერი: #37) პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს «განწმენდა (ჩვეულებრივი ნივთებისგან გამოყოფა და უფლისათვის მიძღვნა), განწმენდა (რაიმეს წმინდად ჩათვლა), მიძღვნა (ღვთისთვის მიცემა, ანუ წმინდა მოხმარებისთვის), წმინდად მიჩნევა, წმინდაყოფა, განბანვა».


და აი აქ იმ «ქრისტიანების» მხრიდან, რომლებიც რაღაც უცნაური მიზეზის გამო ცდილობენ საკუთარი თავის განთავისუფლებას  იესოს მიერ მოცემული ამ ვალდებულებისაგან, შეიძლება არანაკლებ უცნაური შეპასუხების მოსმენა. ის დაახლოებით ასე ჟღერს: «მამის სახელის "განწმენდა", შესაძლოა, ამ სახელის განსაკუთრებული "დიდების" აღიარებას მოიაზრებს. იმას კი, რაც "წმინდაა", ცოდვილი ადამიანები არ უნდა შეეხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ სახელისადმი უპატივცემულობას გამოვავლენთ…» როგორც შედეგი, ადამიანმა ვითომდა არ უნდა წარმოთქვას ღვთის წმინდა სახელი...


რამდენად სწორია ასეთი თავის მართლება? სრულიად არასწორია! იმიტომ რომ ასეთი «არგუმენტი» აშკარად სპეკულატიური ხასიათის მატარებელია, ამავდროულად სრულ იგნორირებას უკეთებს იმ აზრს, რომელსაც ბიბლია დებს მოცემულ წინადადებაში.


სიტყვა «წმინდა-ყო», უფრო სწორად კი, - «განწმენდა» - საკმაოდ ხშირად გამოიყენება წმინდა წერილებში, როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში. ამავდროულად ის საკუთარ თავში მოიაზრებს არა მხოლოდ სულიერი სიწმინდის აზრს, არამედ ასევე მიუთითებს «მიძღვნაზე», განსაკუთრებულ გამოყოფაზე ღვთისადმი მსახურებისთვის. მაგალითად, იესო საკუთარი თავის შესახებ საუბრობდა როგორც მასზე, «რომელიც მამამ განწმინდა და მოავლინა სოფელში» (იოანე 10:36 [სბს-სტოკჰოლმი 2001]). 

რა თქმა უნდა, ძის «განწმენდაში» ის არ იგულისხმება, რომ ის ვითომდა ერთგვარ განწმენდას საჭიროებდა მანამ, სანამ ზეციდან დედამიწაზე მოვიდოდა. ის უკვე წმინდა იყო. ძე მამის მიერ «განწმენდილი» იქნა ამ მნიშვნელოვანი მისიის შემსრულებლად «დანიშვნის» აზრით.


ანალოგიური სახით 2 ტიმოთეს 2:21-ში ჩვენ ვკითხულობთ:

«ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმენდილი და ხელმწიფისათვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისათვის».


სიტყვა «განწმენდილის» ადგილას ორიგინალში ზუსტად ის სიტყვა დგას, რაც იესოს მიერ ნათქვამ ფრაზაში «განიწმინდოს შენი სახელი». რთული არ არის იმის მიხვედრა, თუ რა აზრს ატარებს ეს წინადადება. «განწმენდა», როგორც მოცემული მუხლიდან ვხედავთ, პირდაპირაა დაკავშირებული «სარგებლიანობასთან» (ანუ გამოსადეგობასთან) მნიშვნელოვანი ღვთისმოსაწონი საქმეების შესრულებისთვის. მაგალითად, წმინდა წერილში ქრისტიანებს ხშირად ეწოდებათ «წმინდები» («άγιοι», სტრონგის ნომერი: #40), ეს კი სიტყვა «განწმენდის», «წმინდა-ყოფის» მონათესავე ერთფესვიანი სიტყვაა (საქმეები 9:13; 26:10; რომაელები 1:7; 12:13; 2კორინთელები 1:1; 13:13). «წმინდა» - პირდაპირი მნიშვნელობით «მიძღვნილი», «გამოყოფილი» ღვთის მსახურებისათვის. 


წმინდა წერილი ძველ აღთქმაშიც იგივე აზრს დებს სიტყვა «განწმენდაში», როდესაც იეჰოვა ღმერთი მოსეს მოუწოდებს, რომ მისთვის გამოაცალკევოს ყოველი პირმშო:

«წმინდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. [იმიტომ რომ] ჩემია იგი… განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი [მამრობითი სქესის] გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს [მიუძღვენი]» (გამოსვლა 13:2,12). 


ასევე როდესაც ღმერთი მსახურებისათვის «განაკუთვნებს» აარონსა და მის ვაჟებს:

«და შეჰმოსნე იგინი აჰრონს, ძმასა შენსა, და ძეთა მისთა მის თანა და სცხო მათ, და აღუვსნე მათ ჴელნი მათნი და განსწმიდნე იგინი, რათა მიმღდელობდენ მე» (გამოსვლა 28:41 [მცხეთური ხელნაწერი - გ. მთაწმინდელი).

ადამიანებისა და ცხოველების პირმშოების, ასევე აარონისა და მისი ვაჟების «განწმენდის» («მიძღვნის») შესახებ მითითება, პირდაპირაა დაკავშირებული ყველა მათგანის «გამოყოფასთან» ღვთისადმი შესაბამისი მსახურების განსახორციელებლად. მათ «განწმენდაში» იგულისხმებოდა არა უბრალოდ მათი განსაკუთრებული სტატუსი, არამედ განსაზღვრული მიზანი, რომლითაც ღმერთს სურდა მათი გამოყენება. 


მაშ ასე, თუ გაგება «განწმენდა» საკუთარ თავში მოიაზრებს არა მხოლოდ სულიერი სისუფთავისა და სიწმინდის აზრს, არამედ ასევე მიუთითებს განსაკუთრებულ დანიშნულებაზე (განკუთვნებაზე) ღვთის მიზნის განსახორციელებლად, მაშინ ასეთ შემთხვევაში როგორი აზრი ჩადო იესომ სიტყვებში «განიწმინდოს შენი სახელი»? როგორი სახით «განწმენდს» ღმერთი თავის სახელს? ეს რომ გავიგოთ, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ მოცემული ფრაზით იესომ მის მსმენელ იუდეველებს ახალი და უჩვეულო არაფერი უთხრა. პირიქით, ის მათ კანონში ჩაწერილ ცნობილ სიტყვებს შეახსენებდა, სადაც ღმერთი შემდეგს ამბობს:


«არ შებღალოთ ჩემი წმინდა სახელი; ისრაელებს შორის წმინდა უნდა ვიყო. მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმწმენდელიმე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, რათა გერწმუნათ, რომ თქვენი ღმერთი ვარ. მე ვარ იეჰოვა» (ლევიანები 22:32,33, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


კანონის ამ დადგენილებაში, ღმერთი, საკუთარი სახელის სიწმინდეზე ხაზის გასმით, ისრაელებს მის განწმენდას ავალებს. ამავდროულად ის ორჯერ აჟღერებს თავის სახელს «იეჰოვა», რაც თავისთავად მეტყველებს მრავალი ე.წ. «ქრისტიანების» თავის მართლების უსაფუძვლობაზე, რომლებსაც მიაჩნიათ თითქოსდა მამის სახელის «განწმენდა» მისი სახელის სრულ გამოუყენებლობას ნიშნავს. როგორც ვხედავთ, თვითონ ღმერთი ასე არ მიიჩნევს, არამედ პირიქით, ხაზს უსვამს პირდაპირ კავშირს მისი სახელის «განწმენდასა» და მის ღიად გაცხადებას შორის. 


იმავე ლევიანების წიგნის 10:3-ში ჩვენ ღვთის კიდევ ერთ სიტყვებს ვკითხულობთ:

«მოსემ აარონს უთხრა: «აი, რა თქვა იეჰოვამ: "ჩემთან ახლოს მყოფთა შორის წმინდა ვიქნები და ყველა ხალხს შორის განდიდებული"» (ლევიანები 10:3, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


შენიშნეთ, ღვთის თვალსაზრისით «განწმენდა» და ღიად «განდიდება» ხელიხელჩაკიდებულნი დადიან. როდესაც საკუთარი თავის განწმენდაზე საუბრობს, იეჰოვა ღმერთი გვიბრძანებს, რომ «ყველა ხალხს შორის» განვადიდოთ ის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ღვთის სახელის «განწმენდა» არ ნიშნავს უბრალოდ მისი დიდებულების გულში აღიარებას, არამედ სხვების წინაშე მის ღიად განდიდებას გულისხმობს! 

«ამიტომ აი, რას ეუბნება იეჰოვა... რომლებიც განწმენდენ ჩემს სახელს; განწმენდენ იაკობის წმინდას და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ» (ესაია 29:22,23, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


აზრს იმის შესახებ, რომ ღვთის სახელის განწმენდა სხვა ადამიანებსა და ერებს შორის მის გაცხადებას გულისხმობს, ეზეკიელის 36:23-ში ესმება ხაზი -

«განვწმენდ ჩემს დიდებულ სახელს…; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა» (ეზეკიელი 36:23 «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


მოცემული მუხლი თვითონვე საუბრობს საკუთარ თავზე: ღმერთს სურს «[თავისი] დიდებული სახელის განწმენდა». და მას სურს, რომ მისი სახელი ცნობილი გახდეს არა მხოლოდ მის ხალხს შორის, არამედ სხვა დანარჩენს ერებსა და ხალხებს შორისაც. თანაც, ეს «განწმენდა» გულისხმობს მის ცნობადობას როგორც ღმერთისა სახელად იეჰოვა. აი რას ნიშნავს, ბიბლიის თანახმად, ღვთის სახელის «განწმენდა»!


ამასთანავე, ზემოთ ციტირებული მუხლიდან გასაგები ხდება, თუ რა მნიშვნელოვან მიზანს დებს ღმერთი საკუთარი სახელის განწმენდაში. წმინდა წერილი აღიარებს, რომ «ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის» (მიქა 4:5, [სბს-სტოკჰოლმი 2001]). ასევე, რომ «არიან ეგრეთწოდებული ღმერთები ან ცაში, ან მიწაზე (რადგან არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი)» (1 კორინთელები 8:5, [სბს-სტოკჰოლმი 2001]). ამ მილიონობით «ღმერთებს» ან საკუთარი სახელები გააჩნიათ, ან უსახელოები რჩებიან. მიუხედავად ამისა, ყველა მათი თაყვანისმცემლები თავის პერსონალურ ღვთაებებს «ჭეშმარიტ ღმერთებად» და «ჭეშმარიტ უფლებად» მიიჩნევენ. მაშ როგორი სახით შეუძლია ნამდვილად ჭეშმარიტ ღმერთს მილიარდობით ადამიანების გაგებაში საკუთარი თავის იდენტიფიცირება, და ამავდროულად მათთვის ჩვეული ღვთაებებისაგან მკაფიო დისტანცირება? უბრალოდ საკუთარი თავის «ღმერთად» და «უფლად» გამოცხადებით? კი მაგრამ, როგორც ბიბლია აცხადებს, ცრუ ღვთაებები ყველა კულტებში ზუსტად ასეთივე ტიტულებს ატარებენ, ამიტომ მათი მიმდევრებისათვის არანაირი განსხვავება არ იარსებებს ღმერთსა და «ღმერთებს» შორის.


ასეთი განსხვავების უზრუნველყოფის უპირველესი და ყველაზე მთავარი ნაბიჯი – ჭეშმარიტი ღმერთის პირადი სახელის ცოდნაა! ზუსტად ღვთის პირადი სახელის წყალობით, რომელიც მან საკუთარ სიტყვაში 7 ათასჯერ გააჟღერა, მიიღწევა ადამიანების აზროვნებაში ჭეშმარიტი ღმერთის პიროვნების მრავალრიცხოვანი ცრუ ღვთაებებისაგან გამოცალკევება. ზუსტად ამიტომ აცხადებს წინასწარმეტყველი მიქა სხვადასხვა ერების ღმერთების შესახებ საკუთარი აზრის გაგრძელებისას ჭეშმარიტი ღმერთის სახელს: 

«…ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელით ვივლით მარადჟამს» (მიქა 4:5, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


როგორც გვახსოვს, სიტყვა «განწმენდის» მნიშვნელობათაგან ერთერთს წარმოადგენს «მნიშვნელოვანი ღვთიური განზრახვის შესასრულებლად დანიშვნა». ეზეკიელის 36:23-ში მის წმინდა სახელთან დაკავშირებული ეს განზრახვა მკაფიოდაა ნაჩვენები. ღმერთი «განწმენდს» (ანუ ცნობილს ხდის) თავის დიდებულ სახელს, რათა ყველა ერმა, როდესაც მას «გაიცნობენ» როგორც იეჰოვას, მისი, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის განდიდების შესაძლებლობა მიიღოს. ამის შესახებ წმინდა წერილი ასე საუბრობს:


«დედამიწის კიდით კიდემდე გაიხსენებენ იეჰოვას და დაუბრუნდებიან მას, დედამიწის ყველა ხალხი თაყვანს სცემს მას; იეჰოვასია მეფობა, ის არის ხალხთა მმართველი» (ფსალმუნი 22:27,28, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


«ხალხებს შეეშინდებათ იეჰოვას სახელის და დედამიწის მეფეებს — შენი დიდების» (ფსალმუნი 102:15, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


«მზის ჩასავლის მხარეში შეეშინდებათ იეჰოვას სახელის, მზის ამოსავლის მხარეში — მისი დიდების» (ესაია 59:19, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


«ამიტომ ვუჩვენებ მათ, ვუჩვენებ ჩემს ძალასა და ძლევამოსილებას, და აღიარებენ, რომ იეჰოვაა ჩემი სახელი» (იერემია 16:21, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


«იეჰოვა იმეფებს მთელ დედამიწაზე. იმ დღეს იეჰოვა იქნება ერთადერთი და მისი სახელიც ერთადერთი იქნება» (ზაქარია 14:9, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).


ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტის გათვალისწინებით შემდეგ დასკვნამდე მივდივართ: როდესაც ამბობდა «განიწმინდოს შენი სახელი…», იესო მისი მსმენელებისათვის ცნობილ ანალოგიურ ბიბლიურ მითითებებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლებშიც ღმერთი თავის მსახურებს უბრძანებდა არა მხოლოდ ეღიარებინათ მისი სახელის დიდებულება და სიწმინდე, არამედ ასევე ღიად გაეცხადებინათ ეს სახელი (მათე 6:9). პრაქტიკულად ყველა მსგავს მაგალითებში ღვთის სახელის «განწმენდა» პირდაპირ გულისხმობს სახელი «იეჰოვას» წარმოთქმა-გამოყენებას. ამ მიზეზის გამო ჭეშმარიტი ქრისტიანები არ მიიჩნევენ გამართლებულად, სახელი იეჰოვას, როგორც ჭეშმარიტი ღმერთის პირადი სახელის გამოყენებისაგან თავის არიდებას. პირიქით, როგორც ბიბლიური მითითებებისადმი ერთგულნი, ისინი განადიდებენ იეჰოვას როგორც ჭეშმარიტ ღმერთს და ცდილობენ ეს სახელი ყველა ერში გახადონ ცნობილი. 


 ანდა განა შეუძლიათ ქრისტიანებს სხვაგვარად მოქცევა, თუ ეს ჭეშმარიტება ზეცაშიც კი ცხადდება: 

«ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს?! მხოლოდ შენა ხარ ერთგული! ყველა ხალხი შენ თაყვანსაცემად მოვა, რადგან გაცხადდა შენი სამართალი» (გამოცხადება 15:4, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი»).

------------------------------------------------


ნათარგმნია:  sergeiivanov.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий