суббота, 17 октября 2020 г.

არათანმიმდევრული თანმიმდევრობა



მრავალ ტრინიტარს მოჰყავს მტკიცებულება, რომელიც მათი აზრით დამაჯერებლად მოწმობს იმის შესახებ, რომ მამა და ძე ერთ პიროვნებას წარმოადგენენ. ზოგიერთი მუხლი ებრაულ წერილებში, რომლებშიც საუბარი იეჰოვას ეხება, ბერძნულ წერილებში იესო ქრისტეს მიმართ გამოიყენება. მაგალითად, ესაიას 40:3-ში ნათქვამია: 
«ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: “განუმზადეთ გზა უფალს, მოუსწორეთ ტრამალზე ბილიკი ჩვენს ღმერთს."». [სბს-სტოკჰოლმი 2001]
ებრაულ ტექსტში, სიტყვა «უფლის» ადგილას დგას ღვთის პირადი სახელი — იეჰოვა. მარკოზის 1:2-4-ში ეს სიტყვები იოანე ნათლისმცემლის მიმართ გამოიყენება, რომელიც იესო ქრისტესთვის ამზადებდა გზას. 

ტრინიტარები ასეთ დასკვნას აკეთებენ: ვინაიდან ებრაულ წერილებში ეს ადგილი იეჰოვას მიმართ გამოიყენება, ხოლო ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში იესო ქრისტეს მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვა და იესო — ერთი და იგივე პიროვნებაა.

ერთი შეხედვით ეს ბევრისთვის დამაჯერებელი დასკვნაა, თუმცა მსგავსი ადგილების გაცილებით დეტალური განხილვის შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ მსგავსი დასკვნების გაკეთება ცოტა არ იყოს ნაჩქარევია. 

მაგალითისთვის ილუსტრაცია მოვიყვანოთ:
21-ე ფსალმუნი (სბს-სტოკჰოლმი 2001)

პირველი მუხლის მეორე ნაწილში დავითი ამბობს: 
«ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე?»
მათეს 27:46-ში ეს სიტყვები მომაკვდავი იესოს მიმართ გამოიყენება: 
«მეცხრე საათი იქნებოდა, რომ შესძახა იესომ დიდი ხმით: “ელი, ელი! ლამა საბაქთან?” რაც ნიშნავს: “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”»

მე-18 მუხლში დავითი საკუთარ თავზე ამბობს: 
«ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე» 
იოანეს 19:24-ში ეს სიტყვები იესო ქრისტეზე სრულდება: 
«უთხრეს ერთმანეთს: “ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება.” რათა აღსრულებულიყო წერილი: “გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ჰყარეს ჩემს კვართზე.” ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს.»

როგორი დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ მუხლების შედარების შემდეგ (ეს კი მრავალრიცხოვანი მაგალითებიდან მხოლოდ ორი შემთხვევაა)? თუ თანმიმდევრულად გამოვიყენებთ მათ ლოგიკას, ვისაც სამების სწამთ, მაშინ ისე გამოდის, რომ რახან ფსალმუნებში მოცემული სიტყვები დავითის მიმართ გამოიყენება, ხოლო ბერძნულ წერილებში ეს სიტყვები იესოს მიმართაა გამოყენებული, ეს იმას ნიშნავს, რომ დავითი და იესო ქრისტე - ერთი და იგივე პიროვნების სხვადასხვა ჰიპოსტასია. მაგრამ განა რომელიმე ტრინიტარი გაბედავს ასეთი დასკვნის გაკეთებას?

----------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий