понедельник, 4 января 2021 г.

ახალი ქვეყნიერების თარგმანი და ბიბლიური მონოთეიზმი ახალი აღთქმის კოპტური თარგმანის შუქში




ახალი ქვეყნიერების თარგმანი და ბიბლიური მონოთეიზმი ახალი აღთქმის კოპტური თარგმანის შუქში

(ახალი ქვეყნიერების თარგმანი და იოანეს 1:1, 1:18, 10:34, 20:28; ესაიას 9:6)



თუ მან ღმერთები უწოდა მათ, ვის წინააღმდეგაც იყო ღვთის სიტყვა, და ამით წმინდა წერილები არ უქმდება, ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაზე გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი?

(იოანე 10:35,36)




        წმინდა წერილების «ახალი ქვეყნიერების თარგმანს», რომელიც იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს,  ხანდახან ბიბლიური მონოთეიზმის იდეის გარკვეულ დარღვევებში სდებენ ბრალს. მოწინააღმდეგეთა მთავარი ბრალდება ეხება ბერძნული სიტყვა «თეოს»-ის სიტყვა «ღმერთად [бог,god]» თარგმნას პატარა ასოთი, როგორც მაგალითად, იოანეს 1:1-სა და 1:18-ში ქრისტესთან მიმართებით. იეჰოვას მოწმეებს იმაში სდებენ ბრალს, რომ, როდესაც ქრისტეზე ისე საუბრობენ როგორც «ღმერთზე [бог
,god]» (რომელიც პატარა ასოთი იწერება), ისინი სერიოზულ შეცდომას სჩადიან, რადგან უშვებენ მთავარი ღმერთი მამისა და მასზე დაბლა მდგომი «ღმერთი [бог,god]» ქრისტეს არსებობას. ასეთი სახით, ვითომდა იეჰოვას მოწმეები ბიბლიური მონოთეიზმის პრინციპს არღვევენ. მართლა არღვევენ თუ არა იეჰოვას მოწმეები და ახალი ქვეყნიერების თარგმანი ბიბლიის ერთ-ერთ ფუნდამენტალურ პრინციპს?


უპირველეს ყოვლისა, საჭიროა განსაზღვრებებში გავერკვეთ. რა არის მონოთეიზმი და პოლითეიზმი?

მონოთეიზმი - მოძღვრება, რომელიც მხოლოდ ერთი ღმრთის არსებობას აღიარებს. უპირისპირდება პოლითეიზმს (მრავალი ღმერთის არსებობის დაშვებას).

პოლითეიზმი - ღნიშნავს ერთდროულად რამდენიმე ღმრთაების აღიარებას და თაყვანისცემას. უპირისპირდება მონოთეიზმს (ქრისტიანობის ლექსიკონი).

პოლითეიზმის განსაზღვრების მნიშვნელოვან ასპექტს მრავალი ღმერთებისადმი რელიგიური თაყვანისცემა, მათ მიმართ რელიგიური რწმენის გამოვლენა წარმოადგენს. პოლითეიზმის ეს ასპექტი ხშირად მხედველობიდან რჩებათ მათ, ვინც იეჰოვას მოწმეებს მრავალღმერთიანობაში სდებენ ბრალს.

მაგალითად, მოციქული პავლე წერდა: «რადგან თუკიღა არიან ეგრეთწოდებული ღმერთები მიწაზე თუ ცაში (როგორც არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი)» (1 კორინთელები 8:5, საპატრიარქოს გამოცემა). ან, მაგალითად, 2 კორინთელების 4:4-ში პავლე სატანას «ამ საუკუნის ღმერთს [სბს-2013]» უწოდებს. ნიშნავს ეს სიტყვები იმას, რომ პავლე პოლითეისტი იყო და ღმერთების პანთეონის არსებობის სჯეროდა? რა თქმა უნდა, არა. პირველი, პავლე აცნობიერებდა, მსოფლიოში გავრცელებული იყო იმის რწმენა, რომ ეს ღმერთები არსებობენ; და, მეორე, მან სიტყვა «თეოს» ფართო გაგებით გამოიყენა.

ჩვენი ამოცანაა - ჩამოვაყალიბოთ ბიბლიური საფუძველი სიტყვა «ღმერთის [бог,god]» (პატარა ასოთი) გამოსაყენებლად ერთღმერთიანობის იდეის დაურღვევლად. ამისათვის საჭიროა მოცემული საკითხის კვლევა ძველი აღთქმის, მონოთეიზმის კოდექსის ფურცლებიდან დავიწყოთ.




მტკიცებულებები «ძველი აღთქმიდან»


ამ საკითხში ყველაზე საფუძვლიან მტკიცებულებას, წარმოადგენს წმინდა წერილის მტკიცებულება და ორი ეკვივალენტური სიტყვის:  ებრაული «ელოჰიმ» (სიტყვა «ელ»-ის მრავლობითი რიცხვი) და ბერძნული «თეოს» ან «თეოი» (მრ. რიცხვი) სემანტიკური მნიშვნელობა.

პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ძველ აღთქმაში სიტყვები «ელ» (ღმერთი) და «ელოჰიმ» (ღმერთები) გამოიყენება არა მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთთან მიმართებით, რომელიც თავის მხრივ, ებრაულ წერილებში ხშირად განისაზღვრება როგორც «ჰა ელ» ან «ჰა ელოჰიმ» («ელოჰიმ» განსაზღვრული არტიკლით «ჰა», რომელიც ჭეშმარიტ ღმერთზე მიუთითებს), არამედ ცრუ ღმერთებთან, ანგელოზებთან და იმ ადამიანებთან მიმართებითაც, რომლებსაც განსაკუთრებული დანიშნულებები ან ძალაუფლება აქვთ, მაგალითად, მსაჯულებისა და მთავრების მიმართ.

ასე, მაგალითად, ძველებრაულ ორიგინალში გამოსვლის 4:16-ში ნათქვამია, რომ მოსე აარონის «ღმერთი» იქნებოდა, ხოლო გამოსვლის 7:1-ში ფარაონის «ღმერთი».

ფსალმუნების 82:1,6-ში (81:1,6 საპატრიარქოს თარგმანი) იეჰოვა მსაჯულებსა და მთავრებს «ღმერთებს» და «უზენაესის ძეებს» უწოდებს.

ფსალმუნების 8:6-ის ებრაულ ტექსტში ანგელოზებს «ღმერთები» («მე ელოჰიმ») ეწოდებათ. ამ ფსალმუნს ციტირებდა პავლე LXX-იდან ებრაელების 2:7-ში. აშკარაა, რომ ანგელოზებს «ღმერთები», როგორც მინიმუმ, კიდევ ორ ფსალმუნში ეწოდებათ, 97:7-ში (96:7 საპატრიარქოს თარგმანი) და 138:1-ში.

ასევე ძველ აღთქმაში ანგელოზებს ეწოდებათ “benei elohim”, ანუ, «ღვთის ძეები» (დაბადება 6:2,4; იობი 1:6, 2:1; ფსალმუნები 29:1).

მოცემული მუხლები იმ ძველი ებრაელების აზროვნებას ირეკლავენ, რომლებიც ბიბლიას წერდნენ. ღვთის ძეები მხოლოდ «ღმერთები» შეიძლება ყოფილიყვნენ. ერთი შეხედვით ეს ყოველივე ძალიან ჰგავს ძველი მსოფლიოს წარმართული ღმერთების პანთეონს, თუმცა, მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ძველი ებრაელები წმინდა წერილებში ამ «ღმერთებს» არ განიხილავდნენ რელიგიური თვალსაზრისით. მოსე, ანგელოზები, მსაჯულები -  ყველა მათგანს ჰქონდა უფლება რქმეოდა «ალოჰიმ», იმიტომ რომ განსაზღვრულ ძლევამოსილებას ანუ ღმერთთან «ნათესავობას» ფლობდნენ, როგორც მისი ძეები.

შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სიტყვები «ელოჰიმ» და «თეოს» ჩვეული მნიშნელობა «ღმერთის» გარდა, ასევე ნიშნავენ «ღვთაებრივი, ძლევამოსილი, ძლიერი», და ამგვარად საგვარეულო კუთვნილებაზე ან თვისებრივ დახასიათებაზე მიგვითითებენ. ჭეშმარიტების დასადგენად ამ მტკიცებულებას უკიდურესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ამ ფაქტების განხილვის შემდეგ, შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, რომ სიტყვა «ღმერთის [бог,god]» (პატარა ასოთი) გამოყენება არ არღვევს ბიბლიური მონოთეიზმის იდეას, იმიტომ რომ თავად ბიბლია საუბრობს «ღმერთების» - ანგელოზების, ადამიანებისა და სატანისაც კი, არსებობის შესახებ (2 კორინთელები 4:4).

ზუსტად ამ პრინციპს დაეყრდნო ქრისტე, როდესაც იმ იუდეველებს ელაპარაკებოდა, რომლებსაც მისი მოკვლა სურდათ. (იოანე 10:31-36). ბერძნულიდან გაცილებით ზუსტი თარგმანი ასე ჟღერს: «იუდეველებმა მას უპასუხეს: «ჩვენ შენი ქვებით ჩაქოლვას ვაპირებთ არა კარგი საქმეებისთვის, არამედ იმის გამო, რომ ღმერთს შეურაცხყოფ,— იმის გამო, რომ შენ, ადამიანი, თავს ღმერთად  [бог,god] (პატარა ასოთი) აცხადებ». მოცემულ სიტუაციაში იუდეველებს ის არ ჰქონდათ მხედველობაში, რომ ქრისტე თავს ყოვლისშემძლე ღმერთად აცხადებდა, იმიტომ რომ ამ მონაკვეთის ბერძნულ ტექსტში სიტყვა თეონ-ის წინ განსაზღვრული არტიკლი არ დგას, მაშინ როდესაც 35-ე და 36-ე მუხლებში ამ სიტყვის წინ, რომელიც უკვე მამას შეეხება, არტიკლი დგას, რაც ყოვლისშემძლე ღმერთზე მიუთითებს.

მოცემულ შემთხვევაში იუდეველებს რომ ის ჰქონოდათ მხედველობაში, რომ ქრისტე თავს ყოვლისშემძლე ღმერთად აცხადებდა, ის არ დაიწყებდა პარალელის მოყვანას და იმ ფსალმუნის ციტირებას, რომელშიც ადამიანებს, «უზენაესის ძეებს», «ღმერთები»  [бог,god] (პატარა ასოთი) ეწოდებათ. ამას 36-ე მუხლი ადასტურებს.  

ახალ აღთქმაში სიტყვა «თეოს» ქრისტესთან მიმართებით გამოყენებულია იოანეს 1:1,1:18, და 20:28-ში. ორთოდოქს ღვთისმეტყველებს ეს ადგილები ხშირად იმის მტკიცებულებად მოჰყავთ, რომ ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი. თუმცა მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა მიზეზით საუბრობდა იოანე ქრისტეზე როგორც «თეოს»-ზე.

პასუხი იოლია. ძვ.წ. VIII საუკუნეში ესაია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა, რომ მესიას სახელად «ღმერთი ძლიერი» დაერქმეოდა (ესაია 9:6 საპატრიარქოს გამოცემა). ნიშნავს თუ არა ეს სიტყვები იმას, რომ მესია ყოვლისშემძლე ღმერთი იქნებოდა? ძველ აღთქმაში მცირედი მინიშნებაც კი არ არის ასეთ შესაძლებლობაზე. მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ წინასწარმეტყველი იმის შესახებ საუბრობს, რომ მას ასე უწოდებდნენ.

რას ნიშნავს ტიტული «ღმერთი ძლიერი» (ებრაულად «ელ გიბორ»)? ეს ტიტული ითარგმნება როგორც «ძლევამოსილი ღმერთი» (სბს-2013) ან «ძლიერი ღმერთი» (აქ, 2006). სიტყვა «გიბორ» ნიშნავს «ძლევამოსილს, ძლიერს, გულადს». უნდა შევნიშნოთ, რომ ეს გამოთქმა განსხვავდება იეჰოვას ტიტულისაგან «ელ შადაი», ყოვლისშემძლე ღმერთი, როგორც ეს დაბადების 17:1-შია მოცემული. ეს ტიტული არასოდეს არ გამოიყენება მესიის მიმართ. თუმცა ტიტული «ელ გიბორ» იეჰოვას მიმართაც გამოიყენება ესაიას 10:21-ში. რა თქმა უნდა, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა «ძლიერი ღმერთიც» არის. მესიისგან განსხვავებით, რომელსაც დაარქმევდნენ «ძლიერ ღმერთს», იეჰოვა ასეთს წარმოადგენს.

მოცემული გამოთქმა მრავლობით რიცხვში ასევე გვხვდება ეზეკიელის 32:21-ის ებრაულ ტექსტში.  თარგმანში სბს-2013 ეს ფრაზა ნათარგმნია როგორც «უძლიერესნი ძლიერთა შორის». აზრობრივ თარგმანში (რუს) - «ძლევამოსილი წინამძღოლნი». ახალი ქვეყნიერების 2006 წლის თარგმანში «ძლიერთა შორის წარჩინებულნი».

მესიანური 45-ე ფსალმუნის მე-3 მუხლში (ფსალმუნები 44:4 საპატრიარქოს გამოცემა) მეფე მესიის შესახებ ნათქვამია: «გვერდზე შეიბი მახვილი, ძლევამოსილო, შენი ღირსებითა და სიდიადით». ამიტომ ტიტული «ელ გიბორ» საუკეთესოდ მიესადაგება მესიას, იეჰოვასგან ძლევამოსლებით აღჭურვილ მეფეს. დედამიწაზე მოსვლამდე მესია მართლაც იყო ძლევამოსილი ღვთისმსგავსი სულიერი პიროვნება (ებრაელები 1:3).

ესაიას 9:6-ში მოცემული წინასწარმეტყველების შუქში გასაგები ხდება თუ როგორი აზრით უწოდებს იოანე მესიას «ღმერთს» [бог,god] (პატარა ასოთი) იოანეს 1:1-ში და «მხოლოდშობილ ღმერთს» [бог,god] (პატარა ასოთი) 1:18-ში (ბერძ. «მონოგენეს თეოს» ბოდმერის P66 და P75 პაპირუსის (II საუკუნე),  სინაისა (IV საუკუნე) და ვატიკანის (IV საუკუნე) კოდექსების თანახმად.



იოანეს 1:1


იოანეს სახარების პროლოგის შესავალი სიტყვები, «და teos იყო ლოგოსი», მრავალ დავებსა და უთანხმოებებს იწვევს ბიბლეისტებსა და ეკზეგეტებს შორის.

რისი თქმა სურდა ამით იოანე მოციქულს? იმის ჩვენება სურდა, რომ ლოგოსი ყოვლისშემძლე ღმერთი იყო თუ მოციქული რაღაც სხვას გულისხმობდა?

აი, მაგალითად, რა არის ნათქვამი ამ მუხლის კომენტარში «ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში»: «ასევე აქ ღიად დასტურდება, რომ სიტყვა არის ღმერთი. ზოგიერთები არ ეთანხმებიან ამ მტკიცებულებას და მტკიცებულებების გარეშე აცხადებენ, რომ ბერძნულ ორიგინალში გამოყენებული სიტყვა უფრო ზუსტად ითარგმნება არა როგორც «Бог,God» [დიდი ასოთი], არამედ როგორც «бог,god» (პატარა ასოთი). ამაში იმ ენის უცოდინარობა ვლინდება, რომელზეც ახალი აღთქმაა დაწერილი, რადგან ბერძნულ ტექსტში 250-ზე მეტ ადგილას ვხვდებით ღვთის ხსენებას, რომელიც გრამატიკულად მისი იდენტურია [ანუ არტიკლის გარეშე]…».

აღსანიშნავი ის არის, თუ როგორი სახით უკეთებს კომენტარს წმინდა წერილის ამ ადგილს ორიგენე, სადაც ბერძნული ენის ნიუანსებს განმარტავს. თავის ნაშრომში «კომენტარები იოანეს სახარებაზე» (წიგნი II, თავი II) მან დაწერა: «ჩვენ ასევე ვამჩნევთ იოანეს მიერ ამ წინადადებებში არტიკლის გამოყენებას. ის ყოველთვის უფიქრდება იმას, რაზეც წერს და ის კარგად იცნობს ბერძნული ენის წვრილმანებს. ის მაშინ იყენებს არტიკლს, როდესაც «ღმერთის» სახელი შეეხება შეუქმნელ მიზეზს, და არ იყენებს მას, როდესაც ლოგოსს ეწოდება «ღმერთი»… ღმერთი, რომელიც არის ყოველთა ზედა, - ეს არის «ღმერთი» არტიკლით … ყველა, ერთადერთი ღმერთის (Бог, God) [დიდი ასოთი] გარდა, მისი ღვთაებრივი არსის არეკვლით ხდებიან ღმერთები (боги, gods) [პატარა ასოთი]. მათ არ უნდა ეწოდოთ ღმერთი (Бог, God) [დიდი ასოთი], არამედ მხოლოდ ღმერთები (боги, gods) [პატარა ასოთი] …. ჭეშმარიტი ღმერთი, ასეთ შემთხვევაში, ესაა ღმერთი (Бог, God) [დიდი ასოთი] [განსაზღვრული არტიკლით] და ისინი, ვინც შემდეგ გაჩნდნენ – ღმერთები (боги, gods) [პატარა ასოთი], მსგავსებები, რომლებიც მის არსს ირეკლავენ, მისი მსგავსებები არიან».

ეჭვი მეპარება ვინმემ გაბედოს იმის მტკიცება, რომ III საუკუნის დიდმა მეცნიერმა-ბიბლეისტმა ორიგენე ალექსანდრიელმა, რომელმაც კოლოსალური ნაშრომი «გეკსაპლა» შექმნა, ცუდად იცოდა ბერძნული ენა, რადგან ბერძნული ენა მის მშობლიურ ენას წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ზოგს ის შეიძლება ერეტიკოსად მიაჩნდეს, თუმცა მის მიერ ბერძნული ენის წვრილმანების ცოდნის უარყოფა არანაირად არ შეიძლება.

არანაკლებ საინტერესოა იოანე მოციქულის თანამედროვის, ფილონ ალექსანდრიელის მტკიცებულება, რომელიც იუდო-ალექსანდრიული ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელი იყო და რომელიც სრულყოფილად ფლობდა ბერძნულ ენას. როგორც ცნობილია, მრავალი ბიბლეისტი, განსაკუთრებით დასავლეთში, პირდაპირ კავშირს ხედავს ფილონის ლოგოსსა და იოანეს ლოგოსს შორის. თუმცა ეს ცალკე თემაა და ცალკე განხილვას იმსახურებს. ჩვენ კი ის ლინგვისტური მონაცემები გვაინტერესებს, რომლის მიღებაც ფილონის ნაშრომებიდან შეგვიძლია. ფილონის თანახმად ლოგოსი არის «ღმერთის ხატება», «ღვთის უფროსი და მხოლოდშობილი ძე», «მეორე ღმერთი» (“qeos” განსხვავებით “ho qeos”-ისგან), «მეფური მღვდელმთავარი», შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. აღსანიშნავი ის არის, რომ ფილონი ყოვლისშემძლე ღმერთს ყოველთვის აღნიშნავს როგორც “o qeos”, ხოლო ლოგოსს იგივე სიტყვით “qeos”, ოღონდ არტიკლის გარეშე. ჩვენ არ დავიწყებთ ლოგოსის აბსტრაქტულ-ფილოსოფიურ კონცეფციაში ჩაღრმავებას, თუმცაღა უნდა ავღნიშნოთ აშკარა განსხვავება «o Qeos»-სა და «qeos»-ს შორის, რაც მათ განსხვავებულ აზრობრივ მნიშვნელობას გვიჩვენებს.

ასევე საინტერესოა ისიც, რომ მეორე საუკუნის აპოლოგეტებმა, ისეთებმა როგორებიც იყვნენ იუსტინე წამებული, ირინეოს ლიონელი და თეოფილე ანტიოქიელი, საკუთარ ნაწარმოებებში ქრისტეს «ღმერთი» უწოდეს (“qeos” არტიკლის გარეშე)  და არავითარ შემთხვევაში “ho Qeos”.

მართლაც არავინ დაიწყებს იმის უარყოფას, რომ ახალ აღთქმაში ბევრგან ვხვდებით ღმერთის ხსენებას, სადაც არტიკლი არ არის. თუმცა ეს გარემოება უფლებას არ გვაძლევს, რომ ნექანიკურად გავატაროთ ანალოგია იოანეს 1:1-თან, იმიტომ რომ წმინდა წერილის ეს ადგილი ყველა სხვა ადგილებისგან თავისი სპეციფიკით განსხვავდება. როდესაც პავლე თავის წერილებში ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობდა, მამაზე, ის ყოველთვის არ იყენებდა არტიკლს, იმიტომ რომ ღვთის ასე ხსენება კონკრეტიზაციას არ საჭიროებდა, რადგან ღმერთი ხომ ერთია. თუმცა პროლოგის შემთხვევაში, ჩვენ ერთ წინადადებაში ვხვდებით ერთდროულად ორი განსხვავებული პიროვნების ხსენებას, რომლებსაც ერთმანეთთან გარკვეული კავშირი აქვთ და ორივე მათგანი მოიხსენიება სიტყვით «თეოს». ერთი არტიკლით, მეორე კი მის გარეშე. ამას ერთმნიშვნელოვნად უნდა გააჩნდეს გარკვეული ლინგვისტური მნიშვნელობა მოცემულ კონტექსტში. ზუსტად ამ ნიუანსზე ამახვილებდა ყურადღებას ორიგენე.

როგორც ცნობილია, სხვა მრავალი თარგმანებისგან განსხვავებით, ახალი ქვეყნიერების თარგმანი “kai teos en o logos” სიტყვასიტყვით გადმოსცემს: «და სიტყვა იყო ღმერთი». ასეთივე სახით ითარგმნება ეს მუხლი Emphatic Diaglott-ში: «and a god was the Word».
ახალი აღთქმის ბერძნულ ტექსტში მრავალჯერ გვხვდება პრედიკატიული არსებითი სახელები არტიკლის გარეშე, რომლებიც გამოყენებულია მხოლობითი რიცხვის ფორმაში და ზმნის წინ დგას. ნახეთ, მაგალითად, მარკოზი 6:49; 11:32; იოანე 4:19; 6:70; 8:44; 8:48; 9:17; 10:1, 13, 33; 12:6; 18:37. ამ ადგილებში პრედიკატიული არსებითი სახელები თვისებებზე ან ხასიათზე მიუთითებენ, რის გამოც რუსულ ენაზე პატარა ასოთი იწერება. ზუსტად ამავე საფუძველზე ბერძნული სიტყვა «თეოს» არტიკლის გარეშე ფრაზაში «და სიტყვა იყო ღმერთი» იოანეს 1:1-ში ნათარგმნია სიტყვით «ღმერთი» პატარა ასოთი. წმინდა წერილი ადასტურებს ასეთი თარგმანის სისწორეს.
თავის სტატიაში «თვისებრივი პრედიკატიული არსებითი სახელები არტიკლის გარეშე: მარკოზის 15:39 და იოანეს 1:1» («Qualitative Anarthrous Predicate Nouns: Mark 15:39 and John 1:1»), რომელიც «ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალში» გამოქვეყნდა, 85-ე გვერდზე ფილიპ ბ. ჰარნერი (Philip B. Harner) წერს, რომ რთული წინადადებების ნაწილებს, როგორც, მაგალითად, იოანეს 1:1-შია, «რომლებშიც შემადგენელ შემასმენელში ზმნას უარტიკლო სახელობითი ნაწილი უსწრებს წინ, როგორც წესი თვისებრივი მახასიათებელი აქვს. ისინი გვიჩვენებენ, რომ თავისი ბუნებით ლოგოსი იყო როგორც თეოს. არ არსებობს იმის საფუძველი რომ არსებითი სახელი თეოს, რომელიც შემადგენელ შემასმენელში სახელობით ნაწილს წარმოადგენს, განსაზღვრულად მივიჩნიოთ». იმავე სტატიის 87-ე გვერდზე ჰარნერი დასკვნას აკეთებს: «მე მიმაჩნია, რომ იოანეს 1:1-ში შემადგენელი შემასმენელის სახელობითი ნაწილის თვისებრივი მახასიათებელი იმდენად აშკარაა, რომ არ შეიძლება ეს არსებითი სახელი განსაზღვრულად იყოს განხილული» («Journal of Biblical Literature», ტ. 92, ფილადელფია, 1973). ამ სტატიის დასასრულს ჰარნერი შემდეგ თარგმანს გვთავაზობს: «სიტყვას ისეთივე ბუნება ჰქონდა, როგორიც ღმერთს». ზუსტად ასეთი გაგებით ესმოდა «თვისებრივი მახასიათებელი» თავად ჰარნერს. ტრინიტარებს «თვისებრივი მახასიათებელი», სიტყვის ღვთაებრიობა, იმ გაგებით ესმით, რომ ლოგოსი ისეთივე ღმერთი იყო, როგორიც «HO TEOS», ანუ, მამა.

ზმნის წინ მდგომი თვისებრივი პრედიკატიული არსებითი სახელების საჩვენებელ მაგალითს წარმოადგენს იოანეს 6:70: «ერთი თქვენგანი ეშმაკია» (სბს-2013), ბერძნულად «kai exi umwn eiz diabolos estin». აქ სიტყვა «diabolos» გამოიყენება არტიკლის გარეშე და ზმნის წინ დგას. ის აშკარად არ წარმოადგენს განსაზღვრულს. ამიტომ ყველა თანამედროვე თარგმანებში ბერძნული «diabolos» ამ მუხლში ითარგმნება სიტყვით «ეშმაკი» პატარა ასოთი, ან აღწერილობითი სიტყვებით «ცილისმწამებელი და ბოროტი». სრულიად აშკარაა, რომ ქრისტე იმას არ გულისხმობდა, თითქოს იუდა იყო თავად სატანა. იუდა «საკუთარი განწყობით ძალიან ახლოს იყო ეშმაკთან» (ლოპუხინის განმარტებითი ბიბლია, კომენტარები იოანეს 6:70-ზე).

არ შეიძლება იეჰოვას მოწმეებისთვის ბრალის დადება იმაში, თითქოსდა საკუთარი დოგმატური შეხედულებების სასარგებლოდ, განზრახ ტენდენციურად თარგმნეს იოანეს 1:1, რადგან მათი თარგმანი ზუსტად შეესაბამება ბერძნული ორიგინალის გრამატიკას. გარდა ამისა, ახალი ქვეყნიერების თარგმანში არ გამოიყენება სიტყვა «ღვთაებრივი», როგორც მაგალითად, მოფატისა და გუდსპიდის თარგმანში, იმიტომ რომ ამ გაგებას სხვა ბერძნული სიტყვა «TEIOS» გადმოსცემს, თუმცა აზრობრივად ასეთ თარგმანს იეჰოვას მოწმეები სწორად მიიჩნევენ. ამ დასკვნებამდე მიდის ჯეიმს ბედუნი, რელიგიური კვლევების ადიუნქტ - პროფესორი ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტში, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი «ჭეშმარიტება თარგმანში» («Truth in Translation»), რომელშიც ის ინგლისურ ენაზე გაკეთებულ ბიბლიის 9 ყველაზე ცნობილი თარგმანების ანალიზს და შედარებას აკეთებს.
(წიგნის მოკლე აღწერას და ავტორის ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://en.wikipedia.org/wiki/Jason_BeDuhn).

სხვა საკითხია, თუ როგორ უნდა განიმარტოს სიტყვის «თვისებრივი მახასიათებელი» - მისი ღვთაებრიობა. ხდის თუ არა ქრისტეს მისი ღვთაებრიობა მამის თანასწორს? ვიწრო გაგებით, კი. თუმცა ბუნების თანასწორობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვა მარადიული იყო და დასაბამი არ ჰქონია, მამის მსგავსად. 

მაგალითად, 2 პეტრეს 1:4-ში იმაზეა საუბარი, რომ ქრისტიანები  გახდებოდნენ «ღვთაებრივი ბუნების მოზიარენი» (ბერძ. «theias koinwnoi phusews»). როგორაა ეს შესაძლებელი, თუ ტრინიტარები იმას ამტკიცებენ, რომ ქმნილებას შეუძლებელია ღვთაებრივი ბუნება ჰქონდეს?

1 იოანეს 3:2: «საყვარელნო, ახლა ჩვენ ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორები ვიქნებით. თუმცა ვიცით, რომ მისი გამოცხადებისას მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას ისეთს, როგორიც არის».

1 კორინთელების 15:53: «ვინაიდან ხრწნადი უხრწნელით უნდა შეიცვალოს და მოკვდავი — უკვდავით»

ფილიპელების 3:21: «რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნის თავისი დიადი ძალით, რომლითაც შეუძლია ყველაფერი დაიმორჩილოს»

ეს მუხლები ისეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევენ, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტიანები ღვთაებრივ ბუნებას ეზიარებიან, უკვდავებას მიიღებენ და ღვთის მსგავსები გახდებიან.



იოანეს 1:1,18-ის კოპტური ვერსია


იოანეს სახარების პირველი სიტყვების გასაგებად უკიდურესად მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს III საუკუნის დასაწყისში (ახ.წ. 200 წელი) გაკეთებული კოპტური თარგმანი, რომელიც ამ ენის ადრეულ ლიტერატურულ ფორმაში, საიდურ დიალექტზეა დაწერილი.

აი რა არის ნათქვამი ბიბლიის ყველაზე ადრეული კოპტური თარგმანების შესახებ ერთერთ ბიბლიურ ლექსიკონში: «ვინაიდან [სეპტუაგინტა] და ა[ხალი] ა[ღთქმა] კოპტურ ენაზე ახ.წ. III საუკუნეში იქნა ნათარგმნი, კოპტური თარგმანი ეყრდნობა ბერძ[ნულ] მანუსკრ[იპტებს], რომლებიც დღეისთვის შემორჩენილი მანუსკრიპტების უმეტესობაზე გაცილებით ძველია» (The Anchor Bible Dictionary). საიდურ დიალექტზე შესრუებული კოპტური თარგმანის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ ბერძნული ენა კოინე ეგვიპტეში დაახლოებით 500 წელი იყო გავრცელებული და ჯერ კიდევ რჩებოდა სასაუბრო ენად ახალი აღთქმის კოპტური ვარიანტის შექმნისას, ამიტომ შეგვიძლია ეჭვი არ შეგვეპაროს კოპტი მთარგმნელების კომპეტენტურობაში და იმაში, რომ მათ სწორად ესმოდათ ახალი აღთქმის უძველესი ბერძნული ტექსტების არსი.

კოპტური ენის საიდურ დიალექტზე შესრულებული ბიბლიური ტექსტი ორი მიზეზის გამო წარმოადგენს განსაკუთრებით საინტერესოს. პირველი, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ის ირეკლავს ახ. წ. IV საუკუნემდე არსებული წმინდა წერილის გაგებას, ანუ იმ საუკუნის, რომელშიც ოფიციალურად იქნა დადგენილი დოგმატი სამების შესახებ. მეორე, კოპტურ ენაში, ისევე როგორც მრავალ სხვა ენებში, არსებობს განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლი. ქრისტიანული წმინდა წერილების ტექსტები ყველაზე ადრე ნათარგნი იქნა სირიულ, ლათინურ და კოპტურ ენებზე. სირიულ და ლათინურ ენებში, ისევე როგორც ბერძნულში, არტიკლები არ არის. თუმცა კოპტურში არის. აი, მაგალითად, რას წერს ტომას ლამბდინი კოპტური ენის საიდური დიალექტის ცნობარში: «კოპტურ ენაში განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლები პრაქტიკულად იგივე ფუნქციას ასრულებენ, რასაც არტიკლები ინგლისურში» (Introduction to Sahidic Coptic).

ამგვარად, კოპტური თარგმანი იმის საინტერესო მტკიცებულებას შეიცავს, თუ როგორ ესმოდათ იმ დროს იოანეს 1:1. მაშ რას ვხედავთ კოპტური ენის საიდურ დიალექტზე გაკეთებულ თარგმანში? 



http://s43.radikal.ru/i100/0901/01/09ce8fd83d81.jpg


ტრანსლიტერაცია:

«…аuw neunoute pe pshaje»

auw = და
ne = იყო
u.noute = ღმერთი (u განუს. არტიკლი)
pe = არის
p.Saje = სიტყვა


  
კოპტური ენის გრამატიკის სპეციალისტის, დოქტორი ბენტლი ლეიტონის (Bentley Layton) თანახმად, კოპტურ ენაში განსაზღვრული არტიკლი წარმოადგენს "კლასის მეტნაკლებად ტიპიურ ან არსებით წარმომადგენელს [...], 'ღმერთი' ყოველთვის იღებს  p-ს [განსაზღვრული არტიკლი] როდესაც საუბარია ბიბლიის ღმერთზე." - კოპტური გრამატიკა, ქრესტომათიასა და გლოსარიუმთან ერთად (Harrassowitz Verlag, ვისბადენი, 2000, გვ. 38.) მაგრამ იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილში სიტყვა «ღმერთის» წინ განსაზღვრული არტიკლი არ არის.
ხოლო განუსაზღვრელი არტიკლი საიდურ დიალექტში გამოიყენება "განუსაზღვრელი ტიპის ან კლასის წარმომადგენლის [განსასაზღვრად]: მორფემა, მარკირებადი ელემენტი როგორც განუსაზღვრელი, არაკონკრეტული ან როგორც კლასის წარმომადგენლის ("ადამიანი," "სხვა ღმერთები," და ა.შ.). "– «კოპტური გრამატიკის ქრესტომათია» (Orientalia Lovaniensia Analecta, 1988), დოქტორი Ariel Shisha-Halevy, გვ. 268.
ჰელმუტ სატცინგერის (Helmut Satzinger) თანახმად, კოპტურ ენაში არტიკლები შემდეგნაირად გამოიყენება: განსაზღვრული (ინგლისური “the”-ს ანალოგი), განუსაზღვრელი (ინგლისური «a»-ს ანალოგი, ზოგიერთი, რომელიღაც), და ნულოვანი (დამახასიათებელია განსაზღვრული კლასის ან ჯგუფის განსასაზღვრად, აბსტრაქტული, ხარისხის ან ხასიათის გამომხატველი). – ("On Definiteness of the Coptic Noun," Actes du IVe congres copteLouvain-la-Neuve, 5-10 September 1988).
იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილში, სიტყვა «თეოს»-ის (კოპტ. “noute”) წინ დგას განუსაზღვრელი არტიკლი (კოპტ. “u”). ამგვარად, ამას თუ რუსულ ენაზე ვთარგნით, გამოვა: «И Слово было богом», სადაც სიტყვა «ღმერთი [бог]» უშუალოდ პატარა ასოთი იწერება.
ამგვარად, თუ ბერძნული ენა თავისი უარტიკლო პრედიკატიული არსებითი სახელის კონსტრუქციით ერთგვარი გაურკვევლობის ადგილს ტოვებს იოანეს 1:1-ის თარგმნასთან და გაგება «თვისებრივი მახასიათებლის» თეოლოგიურ განმარტების არსთან დაკავშირებით, კოპტური ენის საიდურ დიალექტზე შესრულებული ვერსია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს სიტყვა  «unoute»-ის (ღმერთი, бог) განუსაზღვრელი მნიშვნელობის შესახებ, კოპტი მთარგმნელების მიერ გამოყენებულის თანახმად.
აშკარაა, ძველ მთარგმნელებს ესმოდათ, რომ იოანეს 1:1-ში მოციქულს იესო ქრისტეს ყოვლისშემძლე ღმერთთან გაიგივება კი არ სურდა, არამედ სურდა ეთქვა, რომ სიტყვა იყო ღმერთი იმ გაგებით, რომ ის ღვთაებრივი წარმომავლობის იყო და ღვთაებრივი არსებების კატეგორიას განეკუთვნებოდა.
 (ამ თემასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგი საიტებზე:  http://copticjohn.blogspot.com/www.sahidica.orgwww.nwtandcoptic.blogspot.com)


Nomina Sacra


ახ.წ. III საუკუნის კოპტი მთარგმნელების მიერ იოანეს სახარების ქრისტოლოგიის განსაზღვრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მთარგმნელების მიერ Nomina Sacra-ს გამოყენება, ანუ ზოგიერთი, ეგრეთ წოდებული წმინდა სიტყვების (“ღმერთი”, “უფალი”, “იესო”, “ქრისტე” და “ძე”) შემოკლებების განსაკუთრებული სისტემის.

მაგალითად, იოანეს სახარების ყველაზე ადრეულ ბოხაირულ ვერსიაში (ბოდმერის პაპირუსი III, დათარიღებული იქნა პალეოგრაფიული ანალიზის დახმარებით ახ.წ.  IV საუკუნით), ღმერთის პირველი ხსენება, რომელთანაც იყო სიტყვა, იოანეს 1:1-ში გადმოცემულია Nomina Sacra-ს ფორმით, მაშინ როდესაც მეორე ხსენება, რომელიც უკვე სიტყვას ეხება მუხლის ბოლოს, გადმოცემულია ჩვეულებრივი სახით. ზუსტად ასევეა იოანეს 1:18-შიც, ღმერთი, რომელიც «არასოდეს არავის უხილავს», მუხლის დასაწყისში გადმოცემულია Nomina Sacra-ს სახით, მაშინ როდესაც ბერძნული «MONOGENOS TEOS» («მხოლოდშობილი ღმერთი») გადმოცემულია ჩვეულებრივი სახით.

ეს დეტალი გვეხმარება ნათლად დავადგინოთ IV საუკუნის დასაწყისში მცხოვრები კოპტი მთარგმნელების თვალსაზრისი ლოგოსის არსთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ ისინი ლოგოსს არ მიიჩნევდნენ ყოვლისშემძლე ღმერთად. 

(ბოდმერის პაპირუსი III-ის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია იხილეთ აქ http://en.wikipedia.org/wiki/Coptic_versions_of_the_Bible#cite_note-4).


ზოგიერთი ორთოდოქსი აპოლოგეტები მაინც ცდილობენ მტკიცებულებების პოვნას «მხოლოდშობილი ღმერთი [Единородный Бог]»-ს (დიდი ასოთი) სასარგებლოდ იოანეს 1:18-ში იმის საფუძველზე, რომ კოპტურ ტექსტში ამ ფრაზის წინ განსაზღვრული არტიკლი “p” დგას. ერთი შეხედვით არგუმენტი ძლიერი ჩანს.

თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საქმეების 7:43-ში ფრაზა «ღმერთი რაიფანის» (კოპტ. «Pnoute raifan”) წინაც დგას განსაზღვრული არტიკლი «p», ისევე როგორც ბერძნულ ტექსტში «tou theou rhompha». მიუხედავად ამისა, კოპტური და ბერძნული ენებიდან გაკეთებულ ყველა თარგმანებში ეს ფრაზა გადმოიცემა როგორც «бог Ремфан» (პატარა ასოთი). ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ სიტყვა «noute»-ს წინ განსაზღვრული არტიკლის არსებობა ყოველთვის არ მეტყველებს იმაზე, რომ საუბარი ჭეშმარიტ ღმერთზე, მამაზე მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინებაც. ღმერთი რეიფანი — საკუთარი სახელია, ამიტომ აქ არტიკლი აუცილებელია, რადგან საუბარია განსაზღვრულ წარმართულ ღმერთზე.

რისი გათვალისწინებაა აუცილებელი იოანეს 1:18-ის შემთხვევაში? კვლავ და კვლავ კონტექსტის. სახარების დამწერი იოანე განსაზღვრულ არტიკლ «p»-ს ფრაზა «მხოლოდშობილი ღმერთის» წინ ანაფორიულად იყენებს, ანუ მანამდე ნახსენებ «ღმერთზე [бог]», ლოგოსზე მიუთითებს, რომელიც იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილშია მოხსენიებული. ამგვარად მოციქული გვიჩვენებს, რომ «მხოლოდშობილი ღმერთი», «მამის მკერდთან მყოფი» - ეს იგივე «ღმერთია [бог]», ლოგოსი, რომელიც «დასაბამიდან... იყო ღმერთთან» იოანეს 1:1-ში.



იოანეს 20:28


თომას სიტყვები «უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი» უთანხმოებებს იწვევს ეგზეგეტებს შორის. ზოგიერთები მასში პირდაპირ მინიშნებას ხედავენ ქრისტეს ღვთაებრიობაზე, სხვები ამას ღვთისადმი მიმართული ემოციური წამოძახილით ხსნიან (როგორც მაგალითად თეოდორე მოპსუესტელი IV საუკუნეში), იმის გამო, რომ მოციქულებიდან არავის უწოდებია იესოსთვის «ღმერთი [Бог]». არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ სიტყვები «უფალი ჩემი» ქრისტეს მისამართით იქნა წარმოთქმული, ხოლო «ღმერთი ჩემი» ღვთის, მამის მისამართით, რომელმაც მოახდინა მკვდრეთით აღდგომის სასწაული. ეს თვალსაზრისი 1 კორინთელების 8:6-ში ჩაწერილ მოციქული პავლეს სიტყვებს ეთანხმება.  თავად თომასთვის კი ჩვეულ რამეს წარმოადგენდა ქრისტესადმი ვოკატიური ფორმით «უფალო» [ბერძ. “Kurie”] მიმართვა (იოანე 14:5).

ეგრეთ წოდებული «თომას აღსარება» ხშირად მოჰყავთ ორთოდოქსალურ აპოლოგეტებს იმის მტკიცებულებად, რომ თომა ქრისტეს ღმერთად მიიჩნევდა იმის საფუძველზე, რომ ბერძნულ ტექსტში წერია «ho teos mou», ანუ გამოიყენება ფრაზა «HO TEOS», რომელიც ახალ აღთქმაში მხოლოდ მამის მიმართ გამოიყენება (საქმეების 7:43-ის გარდა, სადაც წარმართულ ღმერთ რაიფანზეა საუბარი). თუმცაღა საეჭვოა თომას ეფიქრა, რომ მის წინ ჯერ მომკვდარი და შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი იეჰოვა ღმერთი იდგა.  ასევე საეჭვოა, რომ თომას ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთად მიეჩნია, თუ თავად იესოს სიტყვებს გავითვალისწინებთ იოანეს სახარების ამავე თავიდან (20:17) «მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან!». მოციქულებისთვის და იესოსთვის მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა არსებობდა, ქრისტეს მამა (იხ. აგრეთვე იოანე 17:3). ამიტომ იმ შეკითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა, თუ რას გულისხმობდა თომა, რთულია.

შეუძლია თუ არა რაიმე დახმარების გაწევა ბერძნული ტექსტის გრამატიკას?

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ teos mou”-ს წინ განსაზღვრული არტიკლი «ho»-ს დგომა გრამატიკულად აუცილებელია და განპირობებულია კუთვნილებითი ნაცვალსახელი «ჩემის» არსებობით (როლფ ფურული, “The Role of Theology and Bias in Bible Translation”, გვ. 220). იოანეს უბრალოდ არ შეეძლო სხვაგვარად დაწერა, არტიკლის გამოუყენებლად. შესაბამისად, ეს არგუმენტი, რომელსაც ასე ხშირად გამოთქვავენ ორთოდოქსი აპოლოგეტები, არ შეიძლება მტკიცებულების სახით რომ იყოს გამოყენებული.

 ზოგიერთი მკვლევარი უნიტართა გუნდიდან, საინტერესო დეტალზე მიუთითებენ ამ მუხლში. ბერძნულ ტექსტში განსაზღვრული არტიკლი დგას სიტყვა «ღმერთის [Бог,God]» წინაც და სიტყვა «უფლის [Господь, Lord]» წინაც: «ho kurios mou  kai ho theos mou». რაზე მეტყველებს ეს? გრანვილ შარპის წესის თანახმად, თუ ცალკეული არტიკლი ერთ ან მეტ არსებით სახელს აკავშირებს, მაშინ მეორე და შემდგომი არსებითი სახელები პირველის აღწერილობას წარმოადგენენ. იოანეს 20:28-თან მიმართებაში ეს ნიშნავს, რომ კავშირი «და»-თი დაკავშირებული თითოქული არსებითი სახელის წინ არსებული არტიკლები, ორი განსხვავებული პიროვნებისადმი მიმართვაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, შარპის წესი არ წარმოადგენს აბსოლუტურს და უამრავი გამონაკლისი გააჩნია. თუმცა ჩვენ ამავე თავში ვპოულობთ შარპის წესის ასეთი გამოყენების შესაძლებლობის მტკიცებულებას.

მე-17 მუხლში ჩვენ ვკითხულობთ: «ton patera mou kai patera humwn kai theon mou kai theon humwn» («მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან»). შარპის წესის შესაბამისად განსაზღვრული არტიკლი «ton» მხოლოდ პირველი არსებითი სახელის, «patera»-ს წინ დგას. დანარჩენი არსებითი სახელების წინ (მამა, ღმერთი) არტიკლი უკვე აღარ დგას, მიუხედავად იმისა რომ მათ კუთვნილებითი ნაცვალსახელი გააჩნიათ («ჩემს», «თქვენს»). ამგვარად, აშკარაა, რომ ზუსტად ქრისტეს მამაა მათი მამაც, და ისვე წარმოადგენს ქრისტეს ღმერთსაც და მათ ღმერთსაც, ანუ საუბარია ერთ პიროვნებაზე.

შარპის წესს თუ 28-ე მუხლთან მიმართებით გამოვიყენებდით, ის ასეთ სახეს მიიღებდა: «ho kurios mou  kai theos mou», ანუ, სიტყვა «teos»-ის წინ არტიკლი უკვე აღარ დგას და სრულიად ნათელი გახდება, რომ ზუსტად ეს «teos»-ია «kurios». იოანეს 20:28-ის შემთხვევაში განსხვავებულ კონსტრუქციას ვხედავთ, რომელიც იმის დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ ნახსენები «უფალი» და «ღმერთი» ერთი და იგივე პიროვნება არ არის. მაგალითად, მათეს 28:19-ში ჩვენ ასეთივე კონსტრუქციას ვპოულობთ: «tou patros kai tou huiou kai touhagiou pneumatos» («მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით»), რომელიც გვიჩვენებს, რომ მამა, ძე და წმინდა სული – სამი განსხვავებული პიროვნებები არიან. ხოლო «huiou»-სა და «hagiou pneumatos»-ის წინ არტიკლის არარსებობა გრამატიკულად მამის, ძისა და წმინდა სულის ერთმანეთთან გაიგივებასთან მიგვიყვანდა.

თუმცა ორთოდოქსი აპოლოგეტები მაინც ცდილობენ ტექსტში გარკვეული ხელჩასაჭიდის პოვნას. მაგალითად, ისინი იმაზე მიუთითებენ, რომ ქრისტე არც შეწინააღმდეგებია და არც შეუსწორებია თომას სიტყვები, როდესაც მან მას «ჩემი ღმერთი» უწოდა, როგორც ეს მმართველის შემთხვევაში გააკეთა, რომელმაც იესოს «კეთილი მოძღვარი» უწოდა (ლუკა 18:18,19). იესომ არა მხოლოდ არ შეუსწორა, არამედ უთხრა: «იმიტომ ირწმუნე, რომ მიხილე?! ბედნიერია, ვისაც არ უხილავს, მაგრამ სწამს!». 

პირველი, არ შეიძლება იმის ერთპიროვნულად მტკიცება, რომ სიტყვები «ჩემი ღმერთი» ქრისტეს ეხებოდა, და მეორე, იესოს არაფერი ჰქონდა თომასთვის შესასწორები, იმიტომ რომ საუბარი მის მიერ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის სასწაულის დაუჯერებლობას ეხებოდა, და არა იმას, ღმერთი იყო ქრისტე თუ არა. კონტექსტი ერთმნიშვნელოვნად გვეხმარება ამის განსაზღვრაში. მაგალითად, 25-ე მუხლში ჩვენ ვკითხულობთ: «როცა მოწაფეებმა უთხრეს, უფალი ვნახეთო, მან მიუგო, თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ და არ შევეხები, და ნაჭრილობევ ფერდს ხელს არ დავადებ, არ ვირწმუნებო». რაში მდგომარეობდა თომას პრობლემა? ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის აღსრულების ფაქტთან დაკავშირებულ ეჭვებში. საუბარი საერთოდ არ იყო მკვდრეთით აღმდგარი იესოს ღვთაებრიობაზე. (უნდა აღინიშნოს, რომ ახალ აღთქმაში არსად არაა საუბარი იმის შესახებ, რომ ქრისტე-ადამიანი მოკვდა, ხოლო ქრისტე-ღმერთი ცოცხალი იყო).
----------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий