четверг, 21 января 2021 г.

«უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!» - ვის გულისხმობდა თომა? (იოანე 20:28)

 



თომას სიტყვები «უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი» უთანხმოებებს იწვევს ეგზეგეტებს შორის. ზოგიერთები მასში პირდაპირ მინიშნებას ხედავენ ქრისტეს ღვთაებრიობაზე, სხვები ამას ღვთისადმი მიმართული ემოციური წამოძახილით ხსნიან (როგორც მაგალითად თეოდორე მოპსუესტელი IV საუკუნეში), იმის გამო, რომ მოციქულებიდან არავის უწოდებია იესოსთვის «ღმერთი [Бог]».  

არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ სიტყვები «უფალი ჩემი» ქრისტეს მისამართით იქნა წარმოთქმული, ხოლო «ღმერთი ჩემი» ღვთის, მამის მისამართით, რომელმაც მოახდინა მკვდრეთით აღდგომის სასწაული. ეს თვალსაზრისი 1 კორინთელების 8:6-ში ჩაწერილ მოციქული პავლეს სიტყვებს ეთანხმება:

"ჩვენ გვყავს ერთი ღმერთი, მამა, რომლისგანაცაა ყოველივე და ჩვენც მისთვის ვარსებობთ, და გვყავს ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მეშვეობითაც არის ყოველივე და ჩვენც მისი მეშვეობით ვარსებობთ".

თავად თომასთვის კი ჩვეულ რამეს წარმოადგენდა ქრისტესადმი ვოკატიური ფორმით «უფალო» [ბერძ. “Kurie”] მიმართვა (იოანე 14:5).

ეგრეთ წოდებული «თომას აღსარება» ხშირად მოჰყავთ ორთოდოქსალურ აპოლოგეტებს იმის მტკიცებულებად, რომ თომა ქრისტეს ღმერთად მიიჩნევდა იმის საფუძველზე, რომ ბერძნულ ტექსტში წერია «ho teos mou», ანუ გამოიყენება ფრაზა «HO TEOS», რომელიც ახალ აღთქმაში მხოლოდ მამის მიმართ გამოიყენება (საქმეების 7:43-ის გარდა, სადაც წარმართულ ღმერთ რაიფანზეა საუბარი). თუმცაღა საეჭვოა თომას ეფიქრა, რომ მის წინ ჯერ მომკვდარი და შემდეგ მკვდრეთით აღმდგარი იეჰოვა ღმერთი იდგა.  ასევე საეჭვოა, რომ თომას ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთად მიეჩნია, თუ თავად იესოს სიტყვებს გავითვალისწინებთ იოანეს სახარების ამავე თავიდან (20:17) «მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან!». 

მოციქულებისთვის და იესოსთვის მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა არსებობდა, ქრისტეს მამა (იხ. აგრეთვე იოანე 17:3)...


შეუძლია თუ არა რაიმე დახმარების გაწევა ბერძნული ტექსტის გრამატიკას?


პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ teos mou”-ს წინ განსაზღვრული არტიკლი «ho»-ს დგომა გრამატიკულად აუცილებელია და განპირობებულია კუთვნილებითი ნაცვალსახელი «ჩემის» არსებობით (როლფ ფურული, “The Role of Theology and Bias in Bible Translation”, გვ. 220). იოანეს უბრალოდ არ შეეძლო სხვაგვარად დაწერა, არტიკლის გამოუყენებლად. შესაბამისად, ეს არგუმენტი, რომელსაც ასე ხშირად გამოთქვამენ ორთოდოქსი აპოლოგეტები, არ შეიძლება მტკიცებულების სახით რომ იყოს გამოყენებული.


[ყურადღება მივაქციოთ]  საინტერესო დეტალს... ამ მუხლშიბერძნულ ტექსტში განსაზღვრული არტიკლი [hoდგას სიტყვა «ღმერთის [Бог,God]» წინაც და სიტყვა «უფლის [Господь, Lord]» წინაც: «ho kurios mou  kai ho theos mou». რაზე მეტყველებს ეს? გრანვილ შარპის წესის თანახმად, თუ ცალკეული არტიკლი ერთ ან მეტ არსებით სახელს აკავშირებს, მაშინ მეორე და შემდგომი არსებითი სახელები პირველის აღწერილობას წარმოადგენენ.


იოანეს 20:28-თან მიმართებაში ეს ნიშნავს, რომ კავშირი «და»-თი დაკავშირებული თითოეული არსებითი სახელის წინ არსებული არტიკლები, ორი განსხვავებული პიროვნებისადმი მიმართვაზე მეტყველებს. 


რა თქმა უნდა, შარპის წესი არ წარმოადგენს აბსოლუტურს და უამრავი გამონაკლისი გააჩნია. თუმცა ჩვენ ამავე თავში ვპოულობთ შარპის წესის ასეთი გამოყენების შესაძლებლობის მტკიცებულებას.

იოანეს 20:17-ში ჩვენ ვკითხულობთ: «ton patera mou kai patera humwn kai theon mou kai theon humwn» («მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან»). შარპის წესის შესაბამისად განსაზღვრული არტიკლი «ton» მხოლოდ პირველი არსებითი სახელის, «patera»-ს წინ დგას. დანარჩენი არსებითი სახელების წინ (მამა, ღმერთი) არტიკლი უკვე აღარ დგას, მიუხედავად იმისა რომ მათ კუთვნილებითი ნაცვალსახელი გააჩნიათ («ჩემს», «თქვენს»). ამგვარად, აშკარაა, რომ ზუსტად ქრისტეს მამაა მათი მამაც, და ისვე წარმოადგენს ქრისტეს ღმერთსაც და მათ ღმერთსაც, ანუ საუბარია ერთ პიროვნებაზე. 


შარპის წესს თუ 28-ე მუხლთან მიმართებით გამოვიყენებდით, [მაშინ ტრინიტარული ვერსიისთვის] ის ასეთ სახეს მიიღებდა: «ho kurios mou  kai theos mou», ანუ, სიტყვა «teos»-ის წინ არტიკლი უკვე აღარ დგას და სრულიად ნათელი გახდებოდა, რომ ზუსტად ეს «teos»-ია «kurios». 

[თუმცა] იოანეს 20:28-ის შემთხვევაში განსხვავებულ კონსტრუქციას ვხედავთ, რომელიც იმის დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ ნახსენები «უფალი» და «ღმერთი» ერთი და იგივე პიროვნება არ არის. 

მაგალითად, მათეს 28:19-ში ჩვენ ასეთივე კონსტრუქციას ვპოულობთ: «tou patros kai tou huiou kai tou hagiou pneumatos» 
(«მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით»), რომელიც გვიჩვენებს, რომ მამა, ძე და წმინდა სული – სამი განსხვავებული [ობიექტია]. ხოლო «huiou»-სა და «hagiou pneumatos»-ის წინ არტიკლის არარსებობა გრამატიკულად მამის, ძისა და წმინდა სულის ერთმანეთთან გაიგივებასთან მიგვიყვანდა...

-----------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий