пятница, 8 мая 2020 г.

შაბათი და ქრისტიანი


«რადგან ამისთვის სულიერი განსჯაა საჭირო» (1 კორინთელები 2:14)

«სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით»
«შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან»
შაბათი და იესო (მათე 11:28,29)
ათ მცნებას არ ეხება?
«რჩება დასვენება შაბათს»



ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ათი მცნების მეოთხე მცნებას – მცნებას შაბათის შესახებ. დღეს ზოგიერთ გულწრფელად მორწმუნე ადამიანს ქრისტიანისათვის აუცილებლად მიაჩნია ძველიაღთქმისეული კალენდარული შაბათის დაცვის მითითების შესრულება. ამავდროულად მრავალი არანაკლებად გულწრფელი ქრისტიანისათვის აშკარაა ის ჭეშმარიტება, რომელიც ახალ აღთქმაშია არეკლილი: 


«ამიტომ ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი.» (კოლასელები 2:16,17).
«ზოგი ერთ დღეს მეორისაგან ასხვავებს, ზოგისთვის კი ყველა დღე ერთნაირია. ყოველი კაცი თავისი გონებით იყოს სრული. ვინც დღეზე ფიქრობს, უფლისთვის ფიქრობს; ვინც ჭამს, უფლისთვის ჭამს და მადლს სწირავს ღმერთს; ხოლო ვინც არა ჭამს, უფლისთვისვე არა ჭამს, და მადლს სწირავს ღმერთს.» (რომაელები 14:5,6).
«ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ? დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებითვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის.» (გალატელები 4:9-11).


როგორც ახალი აღთქმის ზემოთ მოყვანილი მუხლებიდან ჩანს, პირდაპირი გაგებით კალენდარული შაბათის დადგენილებას, უკვე აღარ აქვს ის აუცილებელი სტატუსი, რომელიც მას ძველაღთქმისეულ დროს ჰქონდა (შეადარეთ მათე 9:16,17). იმას კი არ ვამბობთ, რომ ამ მცნების დაცვა უცბათ ცუდ რამედ იქცა. არა, თუ მორწმუნე ადამიანი საჭიროდ მიიჩნევს, რომ კვირის მეშვიდე დღის გამორჩევა გააგრძელოს, რა უნდა ვთქვათ, ეს სრულიად მისი უფლებაა. თუმცა მიუხედავად ამისა, ახალაღთქმისეული ქრისტიანისთვის კალენდარული შაბათის დაცვამ თავისი მნიშვნელობა დაკარგა, რადგან თავად შაბათის არსი ამჯერად ქრისტეს როლშია არეკლილი, რომელიც იძლევა იმ ჭეშმარიტ «დასვენებას» («შაბათი» - ებრ. «შავათ», «დასვენება») (მათე 11:28,29).

იესო – აი ვინ არის ჩემი ჭეშმარიტი შაბათი! მე მასში ვპოულობ დასვენებას, ის მიცავს ქვეყნიერების საზრუნავისაგან, ამაოებისაკენ ფუჭი ადამიანური ლტოლვისაგან და ცდუნებისაგან ვიფიქრო, რომ გადარჩენა რომელიმე ჩემი პირადი «დამსახურებებით» შემიძლია მოვიპოვო (ეფესელები 2:8,9; ). მე თუ ქრისტეში ვრჩები, მე ღვთის დასვენებაში ვრჩები, მე – ჭეშმარიტ შაბათში ვარ. და ამ შაბათში მე ვრჩები არა კვირაში ერთი დღე, არამედ გამუდმებით, შესვენების გარეშე, როგორც უნდა იყოს კიდეც!



«სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით»


ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებს ამ მნიშვნელოვან გარემოებას. როგორც შედეგი, მათი მხრიდან ასეთი მოსაზრება შეიძლება მოვისმინოთ: «მეოთხე მცნება თუ აუცილებელი აღარაა დასაცავად, ესე იგი, დანარჩენი ცხრა მცნებაც შეგვიძლია არ დავიცვათ? არ შეიძლება ათი მცნების დაყოფა აუცილებლად და არა აუცილებლად! ძველ აღთქმაში თუ მოცემულია შაბათის დაცვის მითითება, განა ეს პირდაპირი გაგებით არ უნდა ვაკეთოთ?» 

პრინციპში, ასეთ შეხედულებას შეიძლება გავუგოთ. თუმცა ის იმდენადვე ლოგიკურია, რამდენად ლოგიკურიც იყო ძველიაღთქმისეული ღვთის მსახურის მტკიცება იმის შესახებ, რომ ჩვენი ცოდვებისათვის მსხვერპლის შეწირვა იყო აუცილებელი. მსხვერპლის აუცილებლობას ჯერ კიდევ აბელი აცნობიერებდა, ჩვენი დიდი მშობლების, ადამისა და ევას მეორე ვაჟი. ეს ასევე სრულიად სამართლიანად ესმოდათ აბრაამსაც, იობსაც და მრავალ სხვა იმ მსახურებს, რომლებიც ღმერთს მოსეს რჯულის დადგენამდე დიდი ხნით ადრე ემსახურებოდნენ (ებრაელები 10:3,4). კერძოდ, ეს თანამედროვე ქრისტიანებსაც ესმით. თუმცა ისინი რაღაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს აცნობიერებენ – ჭეშმარიტ მსხვერპლს, რომლის წყალობითაც გვეძლევა გადარჩენა – იესო ქრისტეს (რომაელები 7:25; ებრაელები 10:5-10). მაშ რა შეიცვალა? გამოსყიდვისთვის თავად მსხვერპლის აუცილებლობის პრინციპი დღემდე უცვლელი დარჩა. თუმცა მისი ფორმა შეიცვალა: არა ხარებისა და ცხვრების სისხლი, არამედ ღვთის ძის სისხლი! (ებრაელები 10:1-12; 1 პეტრე 1:18,19). იესო გახდა «კრავი» (იოანე 1:29,36) ჩვენ ქრისტეს მსხვერპლის წყალობით გადავრჩებით! (ეფესოელები 2:15,16; კოლასელები 2:13,14).


«ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით. ყოველი მღვდელი ყოველდღე თავის ადგილას დგას, რომ ხალხს ემსახუროს და მრავალჯერ შესწიროს იგივე მსხვერპლი, რადგან ისინი სრულად ვერასოდეს წაშლიან ცოდვებს. მან კი სამუდამოდ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის და ღვთის მარჯვნივ დაჯდა» (ებრაელები 10:10-12).

იესომ კი არ გააუქმა რჯულით დადგენილი მსხვერპლშეწირვის პრინციპი ადამიანთა ცოდვებისთვის, არამედ მისი სრულყოფილად შესრულება უზრუნველყო და ერთხელ  და სამუდამოდ გამოისყიდა ადამიანი ცოდვისა და სიკვდილისაგან. როგორც შედეგი, გაუქმდა ამ მიზნისთვის «იგივე მსხვერპლის ... მრავალჯერ შეწირვის» აუცილებლობა, იმიტომ რომ ქრისტე თავად იქცა ჩვენთვის ამ მსხვერპლად (იოანე 1:29; 1 ტიმოთე 2:5,6).

მიუხედავად ამისა, არცერთ ქრისტიანს არ შეუძლია იმის თქმა, რომ ის უკვე არ საჭიროებს გამომსყიდველური მსხვერპლის ძალას. თუმცა ქრისტესთვის აუცილებელი არ არის «მრავალჯერ შესწიროს თავი», რადგან მან ეს «სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით» გააკეთა, მიუხედავად ამისა თითოეული ქრისტიანი აცნობიერებს იმის აუცილებლობას, რომ მყარად უნდა ჩაეჭიდოს გამოსყიდვის პრინციპს, რათა გადარჩენა არ დაკარგოს (ებრაელები 9:25-28). «თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის» (ებრაელები 10:26). ამიტომ, მსხვერპლშეწირვის კანონის დაცვამ ქრისტეს მოწაფეებისთვის ძალა დაკარგა, თუმცა გამომსყიდველური მსხვერპლის (ამჯერად უკვე ქრისტეს) მეშვეობით გადარჩენის პრინციპი ურყევი რჩება. 


ასეთივე სახით ჰპოვა საკუთარი ჭეშმარიტი განხორციელება ძველად უცვლელმა მითითებამ წინადაცვეთის შესახებ, რომელიც ასევე მოსეს რჯულის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა, აბრაამიდან მოყოლებული (დაბადება 17:9-14,23-27; საქმეები 7:8). მიუხედავად იმისა, რომ ხორციელი წინადაცვეთის დაცვა მრავალი საუკუნის განმავლობაში მოითხოვებოდა ღვთის მსახურების მხრიდან, წმინდა წერილი მაინც ხაზს უსვამდა წინადაცვეთის «სულის» (პრინციპის) როლის უპირატესობას «დაწერილთან» შედარებით, როდესაც მოუწოდებდა «წინადაიცვითეთ ... მოიცილეთ გულის ჩუჩა» (შეადარეთ კანონი [მრ. რჯ.] 10:16; იერემია 4:4).

შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ წინადაცვეთის სულიერი პრინციპი ქრისტიანებისთვის გაუქმებულია? არა. ისინი მორჩილად განაგრძობენ მის მიყოლას, როდესაც საკუთარ თავს და სიცოცხლეს უძღვნიან ღმერთს. ქრისტეს მიმდევრებისთვის წინადაცვეთის პრინციპი გამოხატულია მათი «წინადაცვეთი[თ] სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით», რასაც მათი მიძღვნითა და ნათლობით ესმება ხაზი (რომაელები 2:28,29; საქმეები 2:38).


«მასთან ურთიერთობით თქვენც იქენით წინადაცვეთილი არა ხელით შესრულებული წინადაცვეთით, არამედ ხორციელი სხეულის მოშორებით,
წინადაცვეთით, რომელიც ქრისტეს ეკუთვნის» (კოლასელები 2:11).
«ჩვენ ვართ ჭეშმარიტად წინადაცვეთილნი, რომლებიც ღვთის სულით
 ვასრულებთ წმინდა მსახურებას, ვამაყობთ ქრისტე იესოში და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს.» (ფილიპელები 3:3).

ამასთანავე, წინადაცვეთის სულიერი პრინციპის დაცვისას, ქრისტიანებისთვის აუცილებელი არ არის მისი მიყოლა «დაწერილ კანონთა კრებულით», ანუ ამ მითითების პირდაპირი გაგებით ხორციელად შესრულება (გალატელები 5:1-12; ფილიპელები 3:2; კოლასელები 3:11; ტიტე 1:10,11).


იგივე შეეხებოდა ასევე კანონის მრავალ სხვა მნიშვნელოვან მხარეს, მათ შორის «საჭმელსა და სასმელს ... დღესასწაულს, ახალმთვარობისა თუ შაბათს» (კოლასელები 2:16). ადრე თუ რჯულის მსგავსი მითითებები რეგულარულად და სკურპულოზურად უნდა დაცულიყო, «ზედმიწევნით [დაეცვათ] დღეები, თვეები, დროები და წლები», ეხლა ქრისტეს წყალობით მათი დანიშნულება შესრულებული იქნა და, როგორც შედეგი, მათი პირდაპირი  შესრულების აზრი დაიკარგა (გალატელები 4:9-11).

იგივე პრინციპია ასახული კალენდარულ შაბათთან მიმართებითაც. შაბათის «სული» ქრისტიანებისთვის უცვლელი დარჩა – ღვთის დასვენებაში ჩვენი დარჩენა და მკვდარი საქმეებისაგან დასვენება (ებრაელები 4:9; 9:14). თუმცა მისი განხორციელების ფორმა გაცილებით სრულყოფილი გახდა: ქრისტესადმი რწმენისა და ჩვენი გადარჩენის საქმეში მისი უშუალო როლის წყალობით (საქმეები 15:10,11).


პრაქტიკულად რჯულის ყველა წინასწარმეტყველურმა მითითებებმა თავისი სრული შესრულება ღვთის ძეში ჰპოვა. «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით. ამიტომ მისი მეშვეობით ვეუბნებით ღმერთს სადიდებლად „ამინს“» (2 კორინთელები 1:20). ამ მიზნის მისაღწევად, იესო «კანონს დაქვემდებარებული აღმოჩნდა, რათა გამოსასყიდით გაეთავისუფლებინა კანონს დაქვემდებარებულნი» (გალატელები 4:4,5). რითაც ზუსტად შესრულდა მისი სიტყვები: 
«არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს, ვიდრე ერთი პაწაწინა ასო ან ასოს ნაწილაკი გაუქმდეს კანონიდან და ყველაფერი არ შესრულდეს.» (მათე 5:17,18).

ეს სრულ თანხმობაშია ასევე პავლეს სიტყვებთანაც, რომელმაც დაწერა:
«განა ვაუქმებთ კანონს რწმენით? არავითარ შემთხვევაში! პირიქით, ვამტკიცებთ კანონს… რათა კანონის სამართლიანი მოთხოვნა შესრულდეს ჩვენში, რომლებიც ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით» (რომაელები 3:31; 8:4. შეადარეთ გალატელები 3:19,22-25).


რჯული იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის საშუალებით იქნა «დამტკიცებული», «შესრულებული» და «გამართლებული». თუ უშუალოდ შაბათის შესახებ ვისაუბრებთ, მაშინ ეს მცნებაც ანალოგიური სახით იესო ქრისტეს სახით «შესრულდა» და «გამართლდა» (თავისი განხორციელება ჰპოვა). ის კი არ გაუქმდა, არამედ გასრულყოფილდა, და ნათელი მოჰფინა იმ მიზეზს, რომლის გამოც იქნა ის დადგენილი ღვთის მიერ.

ზუსტად ისევე, როგორც იესო «მხოლოდ ერთხელ [მოკვდა ჩვენთვის, სამსხვერპლო კრავად გახდომით] და მარადიული ხსნა მოგვიპოვა», ის ერთხელ და სამუდამოდ იქცა ჩვენთვის მარადიულ «შაბათადაც», რომელშიც ჩვენ სულიერ «გამოცოცხლებას» ვპოულობთ (ებრაელები 9:12,26; მათე 11:28,29). შესაბამისად, ისევე როგორც კანონის სხვა მრავალ დადგენილებასთან დაკავშირებით, მათთვის, ვინც ქრისტეში რჩება, კალენდარული შაბათი დღის პირდაპირი გაგებით შესრულების მკაცრმა აუცილებლობამაც დაკარგა მნიშვნელობა.


«ამიტომ სამღვდელოების შეცვლასთან ერთად აუცილებელი ხდება კანონის შეცვლაც… ამიტომ გაუქმებულია წინამორბედი მცნება თავისი სისუსტისა
 და უსარგებლობის გამო, რადგან კანონს არაფერი გაუსრულყოფილებიაგასრულყოფილება მოხდა დამატებით მიცემული უკეთესი იმედის მეშვეობით, რომელიც ღმერთთან გვაახლოებს» (ებრაელები 7:12,18,19).
«პირველი შეთანხმება რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორისთვის ადგილს აღარ მოძებნიდნენ… „ახალი შეთანხმება“ რომ ახსენა, ამით აჩვენა, რომ წინანდელმა თავისი დრო მოჭამა; ხოლო რაც დრომოჭმული და ძველია, ახლოსაა მოსპობასთან» (ებრაელები 8:7-13).

წმინდა წერილის ზემოთ ციტირებული სიტყვების თანახმად, «უკეთესი იმედის» გამოჩენასთან ერთად, რომელიც იესო ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლზეა დაფუძნებული, «აუცილებელი ხდება კანონის შეცვლაც». რომელი კანონი მოვიდა «ძველის» სანაცვლოდ? ახალი აღთქმა მას «ქრისტეს კანონს» უწოდებს (ან «სულის
 კანონს, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოსთან ერთობაში», «თავისუფლების სრულყოფილ კანონს», «დიდებულ კანონს») (გალატელები 6:2; რომაელები 8:2; იაკობი 1:25; 2:8-12).

«ვფიქრობთ, რომ ადამიანი რწმენით არის აღიარებული მართლად, კანონით დადგენილი საქმეებისგან დამოუკიდებლად» (რომაელები 3:28. შეადარეთ გალატელები 2:16; იოანე 1:17).

ამიტომ ზემოთ გაჟღერებული პრეტენზია უსაფუძვლოდ გამოიყურება. ქრისტიანები კი არ აუქმებენ მეოთხე მცნებას, არამედ მას ახალი აღთქმის სულის თანახმად იცავენ – «არა ქვის ფილებზე», არამედ როგორც «ახალი შეთანხმების მსახურნი»


«თქვენ თვითონ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებზე დაწერილი, რომელიც ყველამ იცის და რომელსაც ყველა კითხულობს. თვალნათლივ ჩანს, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენ მიერ, მსახურთა მიერ დაწერილი, არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფილებზე, არამედ ხორციელ ფილებზე — გულებზექრისტეს მეშვეობით ვართ ღმერთში ასე დარწმუნებულნი… რომელმაც იმისთვის გაგვხადა გამოსადეგი, რომ ახალი შეთანხმების მსახურნი ვყოფილიყავით, არა დაწერილი კანონებისა, არამედ სულისა, რადგან დაწერილ კანონებს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ, სული კი აცოცხლებს» (2 კორინთელები 3:2-6).
«რათა მონები გავმხდარიყავით სულით, ახალი გაგებით, და არა დაწერილი კანონით, ძველი გაგებით… რათა კანონის სამართლიანი მოთხოვნა შესრულდეს ჩვენში, რომლებიც ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით» (რომაელები 7:6; 8:4).

ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის მსახურებისთვის პრინციპების მსგავსი გაგების ქონა, იესომ თავის სამთო ქადაგებისას გვიჩვენა. მათეს მე-5 თავში, 21-ე მუხლიდან მოყოლებული, იესო ათი მცნებიდან ზოგიერთს ეხება და ხაზს უსვამს მათში ჩადებულ გაცილებით უფრო ღრმა პრინციპებს, ვიდრე ამას მისი მსმენელები ხედავდნენ. შემდგომ, მე-12 თავში იესომ მეოთხე მცნების სწორად გააზრების მნიშვნელოვნება გვიჩვენა, როდესაც საუბარი კონკრეტულად შაბათს შეეხო. კერძოდ, უკვე ის, რომ ღვთის ძემ მოწაფეებთან ერთად გალილეისაკენ მიმავალ გზაზე «დათესილ მინდვრებზე» გავლა გადაწყვიტა, იმის ნაცვლად რომ სახლში დარჩენილიყო, შეიძლება შეფასებულიყო კალენდარული შაბათის დარღვევად. და ის ფაქტიც, რომ მის მოწაფეებს იმდენად მოშივდათ, რომ ხორბლის მარცვლების ჭამა დაიწყეს, შაბათ დღეს ასეთი გადაადგილების ხანგრძლივობაზე მიუთითებს. თუმცა იესომ ნათლად დაგვანახა შაბათი დღის რიტუალურ მხარესთან შედარებით მისი სულიერი გაგების აზრის უპირატესობა, როდესაც კალენდარული შაბათის დამცველებს მისი «დარღვევის» მაგალითებზე მიუთითა ტაძარში:


«მე კი გეუბნებით: აქ არის რაღაც, რაც ტაძარზე დიდია. თქვენ რომ მიმხვდარიყავით, რას ნიშნავს „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“, აღარ დაადებდით მსჯავრს უდანაშაულოებს. კაცის ძე შაბათის უფალია» (მათე 12:6-8).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც «ტაძარზე დიდია» იესო, ასევე წარმოადგენს ის შაბათზე დიდსაც («შაბათის უფალს»). ანუ, წარსულში თუ ადამიანი შაბათის შესახებ კანონს უნდა დამორჩილებოდა, ამიერიდან ღვთის მსახურებს დიდი უფალი ჰყავთ, «შაბათის უფალი» – იესო ქრისტე.  გარდა ამისა, შაბათის შესახებ კანონის რიტუალური მხარე შეუძლებელია ადამიანის სულიერ ინტერესებზე პრიორიტეტული იყოს, იმიტომ რომ, იესოს სიტყვების თანახმად, «შაბათი ადამიანისთვის არის და არა ადამიანი შაბათისთვის» (მარკოზი 2:27).

ამ ყოველივეს გათვალისწინებით ქრისტიანებისთვის ძალიან უცნაურია მათი მისამართით საყვედურების მოსმენა, თითქოსდა მათ უარი თქვეს მეოთხე მცნებაზე. ეს არ შეესაბამება სიმართლეს! პირიქით, მათ ის მთელი გულით მიიღეს და გამუდმებით მასში რჩებიან, «ასე რომ, კანონი წმინდაა. მცნებაც წმინდაა, მართალი და კარგი» (რომაელები 7:12). თუმცა ისინი მასში რჩებიან არა კვირაში ერთი დღე, არამედ მუდმივად, «დღე და ღამე» (გამოცხადება 7:15). ქრისტესადმი მათი რწმენა – ზუსტად ესაა მათი შაბათი, რომელსაც ისინი წმინდად და მკაცრად იცავენ (მათე 11:28,29).




«შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან»


ღვთის თვალსაზრისის ჩვენებისას, იესომ დაანახა, რომ ღმერთი რაღაც დაუშვებლად არ მიიჩნევდა, როდესაც «შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან» (მათე 12:5). კანონის თანახმად, ტაძარში მსახურება შეუჩერებლად უნდა გაგრძელებულიყო, კვირის დღეებისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ტაძრის მსახური მღვდლები და ლევიანები, ფორმალურად არღვევდნენ შაბათის რიტუალურ დადგენილებას. თუმცა უფლის თვალსაზრისით, არანაირი შაბათის დარღვევაზე საუბარი არ იყო, იმიტომ რომ სამღვდლო მსახურება თავისთავად შეესაბამებოდა ღვთის შაბათის სულსა და პრინციპს. რატომ იყო ასე?

მეოთხე მცნებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება იმის გაგების საშუალებას გვაძლევს, რომ ღმერთი შაბათი დღის დაცვას უბრძანებდა არა უბრალოდ იმისათვის, რომ ყოველგვარი საქმისაგან შეეკავებინათ თავი, არამედ რომ ეს დრო ღვთისმსახურებისათვის მიეძღვნათ. კანონშიც ზუსტად ასე ეწერა:


«ექვს დღეს აკეთეთ საქმე, მეშვიდე დღე კი სრული დასვენების შაბათია, წმინდა შეკრება» (ლევიანნი 23:3).

როგორც ვხედავთ, დასვენების შაბათი საკუთარ გამოვლინებას პოულობდა არა უმოქმედობაში, არამედ სულიერ პრიორიტეტებში, ღვთისადმი მსახურებაში. ებრაელებს ამ დღეს რომ საერთოდ არაფერი გაეკეთებინათ, ისინი ვერ ჩაითვლებოდნენ შაბათის შესახებ კანონის დამცველებად, თუ მეშვიდე დღეს თავს სულიერ საქმეებს არ მიუძღვნიდნენ. ამიტომ გაბედულად შეიძლება ითქვას, რომ ებრაელებისთვის დასვენების შაბათი კანონის მიხედვით წარმოადგენდა არა უბრალოდ უმოქმედობის პერიოდს, არამედ უმთავრესად ღვთის მსახურების დროს. აი რატომ არ იყვნენ დამნაშავენი, იესოს სიტყვების თანახმად, ტაძარში მომსახურე ისრაელი მღვდლები შაბათის კანონის დარღვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს აქტიური ფიზიკური შრომით უყვნენ დაკავებულნი. შაბათ დღეს ტაძარში მათი შრომა (ისევე, როგორც სხვა დანარჩენ დღეებში) ღვთისადმი მსახურებისაკენ იყო მიმართული, რაც თავისთავად ნიშნავდა მათ შაბათის «დასვენებაში» ყოფნას. აქედან გამომდინარეობს ნათელი დასკვნა: კანონის თვასაზრისით, დასვენების შაბათი – ეს, უპირველეს ყოვლისა, ღვთისმსახურების შესრულების დროა!

თუმცა ქრისტიანებთან როგორი შეხება აქვს ამ ყველაფერს? სრულიად პირდაპირი. გავიხსენოთ, თუ როგორი შეგონება კეთდება მათი მისამართით ახალ აღთქმაში:


«როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად შენდებით, რათა გახდეთ წმინდა სამღვდელოება და იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთისთვის მოსაწონი სულიერი მსხვერპლი შესწიროთ... თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება» (1 პეტრე 2:5,9).
«ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში? …რადგან ღვთის ტაძარი წმინდაა და ეს თქვენა ხართ» (1 კორინთელები 3:16,17).
«თქვენი სხეული ტაძარია თქვენში მყოფი წმინდა სულისა, რომელიც ღვთისგან მიიღეთ» (1 კორინთელები 6:19).
«ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი; ღმერთმაც თქვა: „დავმკვიდრდები მათ შორის
 და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“» (2 კორინთელები 6:16).

ქრისტიანები, რომლებიც «სამღვდელოებად» და, არსებითად, თავად «ტაძრად» იქცნენ, «წარადგენენ [საკუთარ] სხეულებს ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად, რაც გააზრებული წმინდა მსახურებაა» (რომაელები 12:1). ისევე როგორც ნამდვილ ძველაღთქმისეულ იერუსალიმის ტაძარში, ისინი წმინდა მსახურებას უსრულებენ ღმერთს, თანაც ამას ყოველდღიურად აკეთებენ, კვირის დღეებისაგან დამოუკიდებლად. თანაც, მათი მსახურება გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე ძველიაღთქმისეული მღვდლების ტაძარში მსახურება (ებრაელები 10:1-4; 9:14). მაგრამ თუ იერუსალიმელ მღვდლებსაც კი, რომლებიც ტაძარში შაბათის კანონს არღვევდნენ, ღმერთი მის დამრღვევებად არ მიიჩნევდა, მაშინ მით უმეტეს «ქრისტიანულ სამღვდელოებას», რომელიც «ღვთის ტაძარს» წარმოადგენს, არ შეუძლია «შაბათის დარღვევა», როდესაც ღმერთს უსრულებს მსახურებას «დღე და ღამე» (შეადარეთ გამოცხადება 7:15).

ამიტომ, იესოს სიტყვების მიყოლით, რომელიც მან მათეს 12:5-ში წარმოთქვა უშუალოდ შაბათისა და ტაძარში მღვდლების მსახურების საკითხთან დაკავშირებით, ქრისტიანებსაც, რომლებიც ასევე «სამღვდელოებასა» და «ტაძარს» წარმოადგენენ, შეუძლიათ ღვთის წინაშე სრულიად დარწმუნებულებმა გააგრძელონ საკუთარი მსახურება და არ იდარდონ კალენდარული შაბათის დადგენილების რაიმე სახით დარღვევის თაობაზე. ღვთისადმი ყოველდღიურად მსახურებით, ისინი ამ ყველაფრით, ისრაელი მღვდლების მსგავსად, უკვე იმყოფებიან «დასვენების შაბათში». და ზუსტად ამიტომ შეიძლება მათ მიმართ გამოყენებული იქნას იესოს სიტყვები:


«შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ უდანაშაულონი რჩებიან» (მათე 12:5).



შაბათი და იესო (მათე 11:28,29)



ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს უნდა მიექცეს. ათი მცნება წარმოადგენს დადგენილებების კრებულს, რომლის გაყოფაც, პირობითად, ორ ნაწილად შეიძლება:

1-4 მცნებები ადამიანის ყურადღებას ამახვილებს ღმერთთან მის დამოკიდებულებაზე.
5-10 კი ადამიანის მოყვასისადმი დამოკიდებულებას შეეხება.

მცნებების პირველ ნაწილს თუ ავიღებთ (1-4), პირველი სამი ზეციური ღმერთის პიროვნებას ეხება. აი მე-4 მცნება კი, ყურადღებით თუ დავაკვირდებით, საკუთარი მესიანური წინასახეობის არსს ააშკარავებს, რაც მას, ათ მცნებაში წარმოდგენილი სხვა მცნებებისაგან შესამჩნევად განსხვავებულს ხდის. რატომ შეიძლება ამის მტკიცება? ასეთ გაგებას ახალ აღთქმაში მოცემული მითითებები წარმოგვიდგენენ.

ზემოთ ჩვენ უკვე განვიხილეთ იესოს მაგალითი, რომელმაც მკაფიო განმატება გააკეთა შაბათისა და მათი მხრიდან მისი დამრღვევების უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინც წმინდა მსახურებას უსრულებენ ღმერთს. ეს მაგალითი მათეს სახარების მე-12 თავის დასაწყისშივეა მოცემული. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოცემულ მონაკვეთს წინ სდევს იესოს ცნობილი სიტყვები, რომელიც მან მე-11 თავის ბოლოს თქვა:


«მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ.
დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული» (მათე 11:28,29).

და ზუსტად ქრისტეში «გამოცოცხლებასთან» დაკავშირებული ამ სიტყვების შემდეგ გრძელდება სახარებისეული თხრობა იესოს მიერ შაბათის პრინციპის განმარტებაზე. განსაკუთრებული რა არის ჩვენი უფლის ამ სიტყვებში?

28 და 29 მუხლებში იესო იყენებს მონათესავე სიტყვებს «ανάπαυσιν» და «αναπαύσω» (სტრონგის № 372 და 373). ეს სიტყვები ნიშნავს «მოსვენებას», «დასვენებას». ეს ზუსტად იგივე სიტყვებია, რომლებიც ძველი აღთქმის იმ ტექსტებშია წარმოდგენილი, რომლებიც შაბათის დაცვასთან დაკავშირებულ მითითებებს შეიცავენ, მაგალითად, გამოსვლის 23:12; 31:15; 35:2; ლევიანების23:3; 25:2 და კანონის [მრ.რჯ.] 5:14. როგორც ვხედავთ, იესო სრულიად მიზანმიმართულად იყენებს საკუთარი თავის მიმართ ბიბლიურ ფრაზას «დასვენებაში შესვლა», რომელიც შაბათს ეხებოდა (ფსალმუნი 94:11; ებრაელები 3:11,18,19; 4:1-11).

აღსანიშნავია ისიც, რომ იესომ, როდესაც ამბობდა «გამოცოხლდება თქვენი სული», გამოიყენა სიტყვა «ανάπαυσιν» («მოსვენება»), რომელიც ასევე ფრაზეოლოგიურად მსგავსი წყობით გვხვდება შაბათის შესახებ მითითებაში ლევიანების 16:31-ში: «ეს თქვენთვის სრული დასვენების [«ανάπαυσιν»] შაბათია; დაიმდაბლეთ თავი». ამგვარად ღვთის ძემ თავის, როგორც ჭეშმარიტი «შაბათის» სტატუსს გაუსვა ხაზი, რომელში შესვლითა და დარჩენითაც, ქრისტიანი საკუთარი სულის ნამდვილ გამოცოცხლებას ჰპოვებს.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. შაბათის შესახებ მითითების პრინციპის სწორ გაგებაზე საუბრისას, იესომ შემდეგი სიტყვები თქვა:


«თქვენ რომ მიმხვდარიყავით, რას ნიშნავს „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“აღარ დაადებდით მსჯავრს უდანაშაულოებს. კაცის ძე შაბათის უფალია.» (მათე 12:7,8).

ამ სიტყვებს მარკოზთან დამატება აქვს:


«შაბათი ადამიანისთვის არის და არა ადამიანი შაბათისთვისამიტომ კაცის ძე შაბათის უფალიც არის“» (მარკოზი 2:27,28).

ასე რომ, გულმოწყალების მსხვერპლზე უპირატესობის შესახებ საუბრისას, იესომ განმარტა, რომ ადამიანს შაბათის აუცილებლობა გააჩნდა. და აი აქ უნდა გავიხსენოთ, რომ წმინდა წერილიდან ზუსტად ასეთივე ციტატა ღვთის ძემ ცოტა ადრეც გამოიყენა, მათეს 9:12,13-ში, როდესაც თქვა:


«ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად».

ორივე შემთხვევაში იესო მსმენელების ყურადღებას ერთი და იგივე ბიბლიურ პრინციპზე ამახვილებდა მოწყალებასთან დაკავშირებით, და ადამიანთათვის ზემოდან მომდინარე ანალოგიური მხარდაჭერის საჭიროებაზე. ამავდროულად მე-12 თავში ის შაბათზე მიუთითებს, როგორც ასეთი მხარდაჭერის საშუალებაზე. მე-9 თავში კი პირდაპირ საუბრობს საკუთარ თავზე, როგორც მასზე, ვინც ასეთ დახმარებას იძლევა. რაზე მეტყველებს ეს? ძველ აღთქმაში მოცემულმა შაბათის პრინციპმა თავისი ნამდვილი გამოვლინება იესო ქრისტეს პიროვნებაში ჰპოვა. ნამდვილი დასვენება (რომლის პირველსახესაც შაბათი დღე წარმოადგენდა), ცოდვით დაავადებული კაცობრიობის განკურნება, ეხლა ღვთის ძეშია ხორცშესხმული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესოსთან მისვლით, ადამიანი «დასვენების შაბათში» შედის. 

მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტი გვესმოდეს! შაბათი მხოლოდ იმ «მოსვენების» პირველსახეს წარმოადგენდა, რომლის კაცობრიობისთვის მიცემასაც ღმერთი ქრისტეს სახით აპირებდა. აი რატომ საუბრობს ახალი აღთქმა «შაბათის [შესახებ], რადგან ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი — ქრისტესი» (კოლასელები 2:16). ებრაელების 8:5-სა და 10:1-ში, სადაც ახალი აღთქმა ანალოგიურ ფრაზეოლოგიურ წყობას იყენებს «სიმბოლოსა და ჩრდილის» შესახებ, მკაფიოდ განიმარტება ასეთი შედარების აზრი, ერთ დროს კანონით მნიშვნელოვანი და აუცილებელი გარემოებების გაქრობაზე მითითებით. კოლასელების 2:16, როდესაც შაბათთან დაკავშირებით ამ ფრაზას იყენებს, არ წარმოადგენს გამონაკლისს.

აი რატომ განემარტებათ ქრისტიანებს, რომ კანონით განსაზღვრული წმინდა დღეების გამოთვლა დღეს სხვა არაფერია, თუ არა ამაო «სუსტი და უბადრუკი პრინციპებისადმი» დაბრუნება (გალატელები 4:9-11).

ძველი აღთქმა შაბათს «ნიშანს» უწოდებდა ღმერთსა და ისრაელიანებს შორის (გამოსვლა 31:12-17; ეზეკიელი 20:12). ახალ აღთქმაში ღმერთსა და ადამიანებს შორის ეს «ნიშანი» და «შუამავალი» ღვთის ძე გახდა (მათე 12:38-40; 1 ტიმოთე 2:5; ებრაელები 8:6).

იესო – შაბათის უფალია (მათე 12:8). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზუსტადაც ის არის ჭეშმარიტი შაბათი, რომელშიც პოულობს მილიონობით ქრისტიანი დასვენებასა და მარადიულ გადარჩენას. და ეს საშუალებას გვაძლევს უფრო ღრმად გავაცნობიეროთ ერთ დროს ისრაელისათვის მიცემული მეოთხე მცნების პრინციპი – ის ქრისტეს მესიანური როლის პირველსახეს წარმოადგენდა, «ქვეყნიერების შექმნამდე უკვე ცნობილი იყო მის შესახებ, მაგრამ ის უკანასკნელ დროს გამოცხადდა თქვენთვის» (1 პეტრე 1:20).




ათ მცნებას არ ეხება?


მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ მნიშვნელოვანი ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება იმ მორწმუნე ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც კალენდარული შაბათის დღის დაცვის მხარდამჭერებად გამოდიან, რომ გააცნობიერონ ახალ აღთქმაში მოცემული მათთვის რთული სიტყვების აზრი, რომლებიც კანონის ძალის გაუქმებაზე მიუთითებენ. საკუთარი თვალსაზრისის გამართლების მიზნით, მათი მხრიდან შესაძლებელია მოსაზრების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გაუქმებულ კანონში მხოლოდ ე.წ. «ცერემონიალური» კანონი უნდა მოვიაზროთ, რომელიც იუდაიზმის რიტუალურ მხარეს მოიცავს, მაგრამ ათ მცნებასთან (მათ შორის შაბათის შესახებ მე-4 მცნებასთან) ამას არავითარი შეხება არ აქვს. თუმცა, მოდით ყურადღება მივაქციოთ ახალი აღთქმის შემდეგ სიტყვებს, რომაელების 7:4-7:


«4 ამიტომ, ჩემო ძმებო, თქვენც ხომ დაიხოცეთ კანონისთვის ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი გამოვიღოთ ღვთისთვის.
როცა ხორციელად ვცხოვრობდით, კანონით აღძრული ცოდვილი ვნებები მოქმედებდნენ ჩვენი სხეულის ნაწილებში, რათა სასიკვდილო ნაყოფი გამოგვეღო.
ახლა კი გათავისუფლებულნი ვართ კანონისგან, რადგან დავიხოცეთ იმისთვის, რასაც ჩაჭიდებულნი ვიყავით, რათა მონები გავმხდარიყავით სულით, ახალი გაგებით, და არა დაწერილი კანონით, ძველი გაგებით.
მაშ, რას ვიტყვით? ნუთუ კანონი ცოდვაა? არავითარ შემთხვევაში! კანონი რომ არა, არ მეცოდინებოდა, რა არის ცოდვა. მაგალითად, კანონში რომ არ ყოფილიყო ნათქვამი: „სხვისი არაფერი ისურვო“, არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს სხვისი რამის სურვილი».

როგორც ვხედავთ ზემოთ მოყვანილ ტექსტში ახალი აღთქმა ამბობს, რომ ქრისტიანები «დაიხოცნენ კანონისთვის» და «გათავისუფლდნენ მისგან». რომელი კანონი იგულისხმება აქ? მე-7 მუხლი ერთმნიშვნელოვან პასუხს გვცემს, როდესაც მაგალითის სახით მოჰყავს ათი მცნების მე-10 მცნება: «არ ისურვო…» (გამოსვლა 20:17; კანონი [მრ.რჯ.] 5:21). დასკვნა აშკარაა: «ძველი დაწერილი» კანონი, რომლისგანაც ქრისტეს მიმდევრები «გათავისუფლდნენ», ათ მცნებასაც მოიცავს.


კიდევ ერთი ტექსტი, 2 კორინთელების 3:3-12:


«3 თვალნათლივ ჩანს, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენ მიერ, მსახურთა მიერ დაწერილი, არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფილებზე, არამედ ხორციელ ფილებზე — გულებზე.
ქრისტეს მეშვეობით ვართ ღმერთში ასე დარწმუნებულნი.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოსადეგნი თუ ვართ, ჩვენით ვართ, არამედ ღმერთი გვხდის გამოსადეგს,
რომელმაც იმისთვის გაგვხადა გამოსადეგი, რომ ახალი შეთანხმების მსახურნი ვყოფილიყავით, არა დაწერილი კანონებისა, არამედ სულისა, რადგან დაწერილ კანონებს სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ, სული კი აცოცხლებს.
გარდა ამისა, თუ კანონები, რომლებიც სიკვდილს ემსახურება და ქვებზე იყო ამოტვიფრული, დიდებით მოვიდა, ისე რომ ისრაელის ძეები მოსეს ვეღარ უყურებდნენ სახეზე მოფენილი დიდების გამო, რომელიც უნდა გაუქმებულიყო,
განა ბევრად მეტი დიდება არ უნდა ჰქონდეს სულის მსახურებას?
თუ კანონთა კრებული, რომელიც მსჯავრდადებას ემსახურებოდა, დიდებული იყო, იმას, რაც სიმართლეს ემსახურება, ბევრად მეტი დიდება აქვს.
10 სინამდვილეში, იმას, რაც ერთ დროს განდიდდა, დიდება წაერთვა აღმატებული დიდების გამო.
11 თუკი ის, რაც უნდა გაუქმებულიყო, დიდებით მოვიდა, ბევრად მეტი დიდება ექნება იმას, რაც რჩება. 
12 ამიტომ, რადგან ასეთი იმედი გვაქვს, დიდი სითამამით ვლაპარაკობთ»

2 კორინთელების 3:3-12-ში, ისევე როგორც წინა ტექსტში, ჩვენ კვლავ ვხედავთ ათი მცნების დაწერილი კანონის ახალი აღთქმის სულით ჩანაცვლების პირდაპირ მითითებას. როგორი კანონი იყო «ფილებზე ამოტვიფრული»? (მუხლები 3,7) «ცერემონიალურ-რიტუალური»? არანაირად. ქვის ფილებზე მხოლოდ და მხოლოდ ათი მცნება იყო ამოტვიფრული. ეხლა კი ახალი აღთქმა მის დაწერილ კანონს «სასიკვდილოს» და «სიკვდილის მომსახურეს» უწოდებს (მუხლები 6,7). 

გარდა ამისა, მოციქული პავლე «სულის მსახურებას» «მეტი დიდების» მქონედ და «აღმატებულს» უწოდებს «ქვებზე ამოტვიფრულის» თანახმად მსახურებასთან შედარებით (მუხლები 7-10). ის უკანასკნელს «გაუქმებულსაც» კი უწოდებს, ანუ იმას, რაც უნდა შეცვლილიყო (მუხლი 11). რით უნდა შეცვლილიყო? პასუხი - მე-6 მუხლშია: «ახალი შეთანხმების სულით მსახურებით» ქვის ფილებზე დაწერილის ნაცვლად. ამით ბიბლია გვიჩვენებს, რომ ქრისტიანებმა ღმერთთან საკუთარი ურთიერთობა უნდა ააგონ არა «ქვის ფილებზე» დაწერილის საშუალებით, არამედ რწმენის გამოვლენითა და ღვთისა და იესო ქრისტეს ღრმად გაცნობით.

ამგვარად, ის მოსაზრება თითქოსდა გაუქმებული კანონი მოიაზრებს ყველა დანარჩენ მცნებებს, გარდა იმისა, რომლებიც ათ მცნებაშია მოცემული, ბიბლიასთან თანხმობაში არ არის. როგორც წმინდა წერილის მოყვანილი მითითებების საფუძველზე შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, დაწერილი კანონი, რომელმაც ქრისტიანებისათვის აქტუალურობა დაკარგა, საკუტარ თავში ათ მცნებასაც მოიცავს, რომელშიც თავის მხრივ შაბათთან დაკავშირებული მე-4 მცნებაც შედის.


ამავდროულად კარგი იქნება გვახსოვდეს სხვა მნიშვნელოვანი ახალაღთქმისეული პრინციპი, რომელიც რომაელების 13:8-10-შია გადმოცემული -
«რადგან ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულაკანონები: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო“ და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული კანონის შესრულებაა.».

იგივე პრინციპს გაუსვა ხაზი იესომაც, როდესაც ორი მცნება მოიხსენია – «ღვთის სიყვარული» და «მოყვასის სიყვარული» – და თქვა, რომ «ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები» (მათე 22:36-40. შეადარეთ მათე 7:12;  გალატელები 5:14). როდესაც თავის მოწაფეებს არიგებდა, იესომ ამას «ახალი მცნება» უწოდა:


«ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ […] ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ» (იოანე 13:34,35; 15:12).
«ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს» (1 იოანე 4:21).

ყოველივე ამით ღვთის სიტყვა ნათელს ჰფენს, რომ ათი მცნების ჭეშმარიტი არსი სიყვარულია. ქრისტიანი თუ ცდილობს, რომ ღმერთთან და ადამიანებთან საკუთარი ურთიერთიბები სიყვარულზე ააგოს, მაშინ თავად ღმერთის თვალში ასეთი ქრისტიანი ათი მცნების შემსრულებელია. და ამიტომ «დაწერილი კანონი, …ფილებზე ამოტვიფრული» აღმოჩნდება «გაუქმებული» და ადგილს უთმობს «სულის კანონს», რომლის საძირკველიც სიყვარულია. 




«რჩება დასვენება შაბათს»



ახალ აღთქმაში პრაქტიკულად არ არის მითითება იმის შესახებ, რომ ქრისტიანისთვის აუცილებელია კალენდარული შაბათი დღის კანონის შესრულება. ბიბლიური სიმფონიით თუ შევიარაღდებით ან ახალი აღთქმის ძველ ხელნაწერებს სტრიქონობრივი თარგმანით გამოვიკვლევთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ შაბათის ხსენება ძირითადად სახარებებით შემოიფარგლება, რომლებშიც ახ.წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღემდე მომხდარი მოვლენებია აღწერილი – ანუ ჯერ კიდევ ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებამდე. იესო, რომელიც «კანონს დაექვემდებარა», რა თქმა უნდა, ვალდებული იყო რომ კანონის აბსოლუტურად ყველა მითითება შეესრულებინა, მათ შორის კალენდარული შაბათიც, «რათა გამოსასყიდით გაეთავისუფლებინა კანონს დაქვემდებარებულნი» (გალატელები 4:4,5; მათე 17:17,18). 

შაბათის ხსენების რამოდენიმე შემთხვევას ვხვდებით ასევე საქმეების წიგნშიც, თუმცა ისინი ისევ და ისევ კანონს დაქვემდებარებულ იუდეველებთან ქადაგებას შეეხება, რომლებიც ამ დღეს სინაგოგებში იკრიბებოდნენ. მოციქული პავლე, იცოდა რა იუდაიზმის ეს თავისებურება, ხშირად იყენებდა მას, რათა ეფექტურად დაემოწმებინა მოსეს კანონის მიმდევრებისათვის ქრისტეს კანონის შესახებ, როდესაც ისინი ერთად იკრიბებოდნენ (საქმეები 13:27,42,44; 15:21; 18:4). ამიტომ, პირდაპირ რომ ვთქვათ, კონკტერული მუხლის ჩვენება უშუალოდ ქრისტიანებისათვის კალენდარული შაბათის დაცვის აუცილებლობაზე მითითებით, შეუძლებელია.


მიუხედავად ამისა, შეიძლება მოვისმინოთ, ალბათ, ერთადერთი «ახალაღთქმისეული» არგუმენტი კალენდარული შაბათის მხარდასაჭერად, რომელიც დაფუძნებულია ებრაელების 4:9-ში ნათქვამ მოციქული პავლეს სიტყვებზე –
«ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს».

რა იგულისხმება ამ მუხლში?

კერძოდ, ეს მუხლიც კი საუბრობს არა «შაბათზე» როგორც ასეთი, არამედ «შაბათის დასვენებაზე». და აქ უნდა ვიცოდეთ, რომ თავად ის სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც - «დასვენება შაბათს» (σαββατισμός, სტრონგის ნომერი: #4520) – წმინდა წერილში სხვაგან არსად აღარ გვხვდება, - მხოლოდ ებრაელების 4:9-ში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოციქული პავლე გულისხმობდა არა უბრალოდ კანონის ცნობილ კალენდარულ შაბათს, არამედ ერთგვარ პრინციპს, რომელიც შაბათის მცნებასთანაა დაკავშირებული. და რა პრინციპია ეს? საჭირო არ არის ვარაუდებისა და მოსაზრებების წამოყენება, რადგან ამ შეკითხვაზე მკაფიო პასუხი უშუალოდ ამ მუხლის უახლოეს კონტექსტშია მოცემული, რომლის რეზიუმესაც ებრაელების 4:9 წარმოადგენს. მოდით განვიხილოთ…

ებრაელთა მიმართ წერილის დასაწყისში მოციქული პავლე ღვთის ძეზე საუბრობს, რომელზეც წინასწარმეტყველურად მიუთითებდა წმინდა სული. ებრაელების 3:7-დან მოყოლებული, წერილი გაფრთხილებას იძლევა ღვთისადმი და მის მიერ დანიშნული იესო ქრისტესადმი სრული დამორჩილების აუცილებლობასთან დაკავშირებით:


«დღეს თუ მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მაშინ, როცა განმარისხეთ უდაბნოში გამოცდის დღეს… დავიფიცე ჩემი რისხვისას, ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში» (ებრაელები 3:7-11).

აქ მოციქული პავლე ფსალმუნების 94:8-11-ს (საპატრიარქოს გამოცემა) ციტირებს, რომელშიც ყურადღება მახვილდება, ურწმუნოებისა და ურჩობის გამო ისრაელებისათვის ღვთის მიერ დანაპირებ «დასვენებაში» შესვლის შეუძლებლობაზე. შემდეგ თხრობა უშუალოდ ქრისტიანებზე გადადის:


  ებრაელების 3:12-15:
«12 გაფრთხილდით, ძმებო, რომ არ ჩამოშორდეთ ცოცხალ ღმერთს და რომელიმე თქვენგანს ბოროტი და ურწმუნო გული არ განუვითარდეს.
13 არამედ ყოველდღე შეაგონებდეთ ერთმანეთს, სანამ შეიძლება ითქვას „დღეს“, რათა რომელიმე თქვენგანი ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ არ გააჯიუტოს.
14 ვინაიდან ქრისტეს მოზიარენი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხდებით, თუ ბოლომდე მტკიცენი ვიქნებით იმაში, რაშიც დასაწყისში დავრწმუნდით,
15 სანამ ითქმის: „დღეს თუ მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მაშინ, როცა განმარისხეთ“.
[…]
ებრაელების მე-4 თავი:
რაკი რჩება დანაპირები, რომ მის დასვენებაში შევალთ, გვეშინოდეს, როდისმე რომელიმე ჩვენგანი ისეთი არ აღმოჩნდეს, რომ ვერ შევიდეს.
სასიხარულო ცნობა ჩვენც გვეუწყა, როგორც მათ, მაგრამ მოსმენილ სიტყვას მათთვის სარგებლობა არ მოუტანია, რადგან ისინი არ იყვნენ რწმენით გაერთიანებულნი მათთან, ვინც ყურად იღო.
ჩვენ კი, ვისაც გვწამს, შევდივართ მის დასვენებაში, როგორც მან თქვა: „ჩემი რისხვისას დავიფიცე, ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში“, თუმცა მისი საქმენი დასრულებული იყო ქვეყნიერების შექმნიდან.
ერთგან მან მეშვიდე დღის შესახებ ასე თქვა: „დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან“.
და კვლავ თქვა: „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს დასვენებაში.
მაშ, რადგან ზოგიერთები ჯერ არ შესულან მასში — ისინი კი, ვისაც პირველად ეუწყათ სასიხარულო ცნობა, ურჩობის გამო ვერ შევიდნენ,
ის კვლავ ნიშნავს დღეს და დიდი ხნის შემდეგ დავითის ფსალმუნში ამბობს „დღეს“; როგორც ზემოთ იყო ნათქვამი: „დღეს, თუ მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიჯიუტებთ გულებს“.
იესო ნავეს ძეს რომ შეეყვანა ისინი დასვენებაშიღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა სხვა დღეზე.
ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს.
10 ვინც ღვთის დასვენებაში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან.
11 მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს».

ეს სიტყვები იმის მკაფიო განმატებას იძლევიან, თუ რომელ «შაბათის დასვენებაზე» საუბრობდა მოციქული პავლე ებრაელების 4:9-ში. ციტირებულ ტექსტში პირდაპირ უკავშირდება ერთმანეთს გაგებები «მეშვიდე დღე», «დასვენება» და «"დღეს"». თუმცა თუ «მეშვიდე დღისა» და «დასვენების» ხსენების მაგალითებს არაერთხელ ვხვდებით იმავე ძველ აღთქმაში, ებრაელების 3:7 – 4:8 მონაკვეთში ქრისტეს მიმდევრების ყურადღება მახვილდება რომელიღაც ახალ «დღეზე». მასზე საუბარია როგორც «სხვა დღის», «დანიშნული დღისა» და დღეზე სახელად «"დღეს"» შესახებ. თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ებრაელების 3:13-სა და 4:7-9-ში ამ დღის შესახებ ნათქვამია:


«არამედ ყოველდღე შეაგონებდეთ ერთმანეთს, სანამ შეიძლება ითქვას „დღეს“.» 
«ის კვლავ ნიშნავს დღეს და დიდი ხნის შემდეგ დავითის ფსალმუნში ამბობს „დღეს“; როგორც ზემოთ იყო ნათქვამი: „დღეს, თუ მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიჯიუტებთ გულებს“იესო ნავეს ძეს რომ შეეყვანა ისინი დასვენებაშიღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა სხვა დღეზეასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს.».

როგორც შეგვიძლია დავინახოთ, ქრისტიანებისთვის «ინიშნება დღე», რომელსაც ეწოდება «"დღეს"». ებრაელების 3:13-ის თანახმად, ეს «"დღეს"» დგება არა კვირაში ერთხელ, არამედ «ყოველდღე»! რატომ ყოველდღე? ეს თავად სიტყვა «"დღეს"»-იდან გამომდინარეობს. ძველ ტექსტში ამ ადგილას დგას ბერძნული სიტყვა σήμερον (სტრონგის ნომერი: #4594), რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს «დღეს» ან «ეს დღე». მაგალითად, იგივე სიტყვას ჩვენ კვლავ ვხვდებით ებრაელების 13:8-ში, სადაც ნათქვამია: «იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და მარადიულად». ან, მაგალითად, ცნობილ ლოცვაში «მამაო ჩვენო»: «მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური» (მათე 6:11).


ზუსტად ასეთი თავისი პირდაპირი მნიშვნელობითაა («დღეს»გადმოცემული ბერძნული სიტყვა «σήμερον» სხვა მრავალ თარგმანშიც, როგორც ეს ებრაელების 4:7-ის მაგალითზე ჩანს –

«კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს - „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“.» (საპატრიარქოს გამოცემა).

«კუალად რასმე განაჩინებს დღესა დავითის მიერ და იტყჳს, შემდგომად ესოდენისა ჟამისა, ვითარცა-იგი თქუმულ არს: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა.» (მცხეთური ხელნაწერი - გ. მთაწმინდელი).

«მერმე კუალად მასვე გამოაჩინებს დღესა დღეს დავითის მიერ, და იტყჳს, შემდგომადესოდენისა ჟამისა, ვითარცა-იგი წინაჲსწარ თქუმულ არს: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუგანიფიცხებთ გულთა თქუენთა.» (ადიშის ოთხთავი 897 წ.).

«კვლავ განსაზღვრავს გარკვეულ დღეს, - დღეს, ამბობს დავითის საშუალებით ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი: დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.» (ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი - 1985).

«კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს, - “დღეს,” ამბობს დავითით, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი: “დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”.» (სბს - სტოკჰოლმი 2001).

«ამიტომ კვლავ აწესებს რომელიღაც დღეს, – „დღეს,“ – ამბობს ის დავითის პირით ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ იმას, რაც უკვე იყო ნათქვამი: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.“» (სბს - 2013).

«კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: "დღეს, - ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი - თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”.» (ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015).



ბიბლიური ტექსტის კეთილსინდისიერი კვლევა, ჩვენს მიერ განხილული მონაკვეთის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ყურადღების გამახვილების საშუალებას გვაძლევს. როგორც გვახსოვს, მათეს 11:28,29-ში იესო თავს ღვთის მსახურების ჭეშმარიტ «დასვენებასთან» აიგივებდა. ამავდროულად ებრაელების 3:11,18,19-სა და 4:1,3,5,6,10,11-ში მოყვანილის აზრი «დასვენებაში შესვლის» შესახებ, რომელიც ჯერ ისრაელების მიმართაა გამოყენებული და შემდეგ ქრისტიანების მიმართ. ყველა ამ მუხლებში სიტყვა «შესვლა» ძველ ტექსტში წარმოდგენილია ბერძნული სიტყვით «εἰσέρχομαι» (სტრონგის ნომერი: #1525). იგივე სიტყვა გამოიყენა იესომ საკუთარი თავის მიმართ, როდესაც თავის მსმენელებს ასწავლიდა «მისით შესულიყვნენ» გადასარჩენად: 
«ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მე კარი ვარ ცხვრისთვის… მე კარი ვარ. ვინც ჩემით შედის, გადარჩება» (იოანე 10:7,9).

იესო საკუთარ თავს აიგივებს ჭეშმარიტ «დასვენებასთან» და «კართან», რომელშიც აუცილებლად უნდა «შევიდეს» ყველა, ვისაც უნდა რომ გადარჩენა მიიღოს. ასევეა ებრაელების 4:3,10,11-შიც ქრისტიანების შესახებ ნათქვამი, რომ გადასარჩენად მათთვის დასვენებაში შესვლაა აუცილებელი:
«ჩვენ კი, ვისაც გვწამს, შევდივართ მის დასვენებაში… ვინც ღვთის დასვენებაში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან. მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს».

დასკვნა აშკარაა: იესო წარმოადგენს ერთგვარ «კარს», ზუსტად იმ «დასვენებას», რომელში შესვლაცაა საჭირო გადასარჩენად. მისი მეშვეობით გვეძლევა ერთადერთი გზა, რომელსაც ღვთისკენ და მარადიული სიცოცხლისაკენ მივყავართ: 
«მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა» (იოანე 14:6. შეადარეთ რომაელები 5:2; ეფესელები 2:18; ებრაელები 10:20).


ასე რომ, ჩვენს მიერ წმინდა წერილის განხილული მონაკვეთი ებრაელების 3:7 – 4:11 მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ხდის ფარდას: კალენდარული შაბათი დღე თავისთავად წარმოადგენდა მხოლოდ «ჩრდილს», ღვთის ჭეშმარიტი «დასვენების» პირველსახეს, მის «მეშვიდე დღე»- (კოლასელები 2:16,17; ებრაელები 4:3-5). ქრისტიანებისთვის შაბათის დასვენების შესახებ ძველი მცნება გაცილებით უფრო ღრმა აზრს იძენს, რადგან მისი მთავარი არსი იმალება არა «ჩრდილის», ანუ რომელიმე ცალკე აღებული კალენდარული დღის დაცვაში, არამედ ღვთის «დასვენებაში» მუდმივად და ყოველდღიურად დარჩენის აუცილებლობაში, რაც მხოლოდ იესო ქრისტეს მიღებითაა შესაძლებელი (მათე 11:28,29; მარკოზი 2:27,28).

ქრისტიანისთვის მისი «დასვენება» გულისხმობს ამაო, «მკვდარი საქმეებისგან [დასვენებას], რათა წმინდა მსახურება შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს» (ებრაელები 9:14. ასევე შეადარეთ რომაელები 6:6; ეფესელები 4:22-31; კოლასელები 3:5-10). ის, ვისაც სურს რომ მუდმივად ღვთის კურთხევაში დარჩეს, «ღვთის დასვენებაში» უნდა შევიდეს და აღარასოდეს გამოვიდეს იქიდან (ებრაელები 4:3,10,11). ასეთი «დასვენება» ქრისტიანისათვის გრძელდება არა კვირაში ერთი დღე, არამედ «ყოველდღე» (ებრაელები 3:13). ღვთის ამ დასვენებაში ყოფნით, ისინი «ტაძარში წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის დღე და ღამე» (გამოცხადება 7:15). ამ მიზეზის გამო მას «დანიშნული დღე», ანუ «სხვა დღე»«"დღეს"» ეწოდება. ეს იმას გულისხმობს, რომ ქრისტიანი ყოველდღიურად, ყოველთვის უნდა გრძნობდეს თავს ღვთიურ სულიერ დასვენებაში (ებრაელები 4:7,8). ქრისტეს მოწაფისათვის შაბათი დღე – ესაა «ყოველდღე» ანუ «"დღეს"» (ებრაელები 3:13 და 4:7).

და ზუსტად ამიტომ, თუ კიდეც ვილაპარაკებთ კალენდარულ «შაბათზე», მაშინ ქრისტიანისთვის ყოველი კალენდარული დღე ასეთ «შაბათს» წარმოადგენს; ის ყოველდღიურად «დასვენების შაბათში» იმყოფება, და არავითარი საფუძველი არ აქვს იქიდან გამოსასვლელად. აი ამიტომ წერს მოციქული პავლე: «ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს» (ებრაელები 4:9).


მაშ ასე, შეკითხვა: ვიცავ თუ არა «შაბათს»?

პასუხი: დიახ, მე ვიცავ «შაბათს». თუმცა არა «შაბათ-ჩრდილს», არამედ შაბათ-«სინამდვილეს» (კოლასელები 2:16,17). არა კალენდარულ შაბათს, არამედ ჭეშმარიტ შაბათს ქრისტეში (მათე 11:28,29; მარკოზი 2:27,28). ამ სულიერ შაბათში მე ვრჩები არა მხოლოდ კვირაში ერთი დღე, არამედ «ყოველდღე» (ებრაელები 3:13; გამოცხადება 7:15). მე ვიცავ მას როგორც იმ დღეს, რომელსაც ქრისტიანებისთვის «ყოველდღე» ანუ  «"დღეს"» ჰქვია (ებრაელები 4:7). ამ დღეში დარჩენით, მე უწყვეტ «შაბათის დასვენებაში» ვრჩები (ებრაელები 4:9).
-----------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий