вторник, 16 июня 2020 г.

რატომ არ მინდა ზეცაში ცხოვრება...



წარმოიდგინეთ, ვიღაცას თავში რომ მოუვიდეს იდეა, რომ ყველა თეთრი დათვი არქტიკიდან ტაიგაში გადაასახლოს, სადაც კლიმატიც გაცილებით რბილია, საკვებიც გაცილებით მრავალფეროვანი და პეიზაჟიც უფრო მდიდარი.

იცხოვრონ თავის მურა მოძმეებთან ერთად, რათა თავი გამოყოფილებად არ იგრძნონ. რამდენად წარმატებული იქნება ასეთი ღონისძიება? ვფიქრობ, უბედური დათუნიებისთვის მსგავსი ექსპერიმენტი დათვური სამსახური აღმოჩნდება. 



белые медведи из Арктики

ყველაფერი კი იმიტომ, რომ თითოეული ცხოველი ისეა შექმნილი, რათა ისინი იდეალურად ეწყობოდნენ თავის საარსებო არეალს. ამიტომ, სადაც ერთებისთვის კარგია, სხვები ცუდად იგრძნობენ თავს.

იგივეს თქმა შეიძლება გონიერ ქმნილებებთან დაკავშირებითაც. არსებობენ სულიერი არსებები, რომლებიც ზეციურ სფეროში საარსებოდ იქნენ შექმნილი, და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ღვთის ჩანაფიქრის თანახმად სამოთხისებურ დედამიწაზე უნდა ეცხოვრათ, იმ პირობებში, რომელიც დაბადების პირველ თავშია აღწერილი:

 აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“შემდეგ თქვა ღმერთმა: „აი, მოგეცით ყველა თესლოვანი მცენარე მთელი მიწის პირზე და თესლიანი ნაყოფის მომცემი ყველა ხე. ეს გქონდეთ საჭმელად. დედამიწის ყველა გარეულ ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და დედამიწაზე ყველა სხვა ცხოველს — ცოცხალ სულს, მწვანე მცენარეულობა მივეცი საჭმელად“. და ასეც მოხდა (დაბადება 1:28-30)
საკუთარი სამუშაოს შეჯამებისას, ღმერთმა ის ისე შეაფასა როგორც "ძალიან კარგი". ესე იგი ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა და არავითარ გაუმჯობესებას აღარ საჭიროებდა. შესაბამისად დედამიწა - ეს ის იდეალური ადგილია ადამიანის საცხოვრებლად, რომელზე უკეთესიც შეუძლებელია არსებობდეს.

ერთხელ ამ თემასთან დაკავშირებით თავგამოდებულ მართლმადიდებელთან მომიწია დისკუსია, რომელმაც იმის გამო მისაყვედურა, რომ სამოთხის შესახებ ჩემი წარმოდგენა "უკიდურესად მიწიერი, ხორციელი და მგრძნობელობითია," და რომ ბედნიერებას "კარგ ჯანმრთელობაში, მშვენიერ საცხოვრებელში, მშვენიერ საჭმელში და ა.შ." ვხედავ, მაშინ როდესაც, მისი მოსაზრებით, ნამდვილი ქრისტიანისთვის იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, რომ ზეცაში იცხოვროს და უფალთან ჰქონდეს ურთიერთობა, რის გამოც მიწიერ სიკეთეებში სიამოვნების ძიება საჭირო აღარ იქნება. თუმცა მოიცადეთ, განა ასეთი სიკეთეების შესახებ არ ვკითხულობთ ზემოთ მოყვანილ მუხლებში? განა ამის შესახებ არ წერდა სოლომონ მეფე?

 კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით. ვნახე, რომ ესეც ჭეშმარიტი ღვთის ხელიდანაა (ეკლესიასტე 2:24) 


есть, пить и находить наслаждение в труде.
მე სრულიად ვეთანხმები იმას, რომ ღმერთთან ურთიერთობას მთავარი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ადამიანისათვის. ამ პირობის გარეშე ცხოვრება ყველანაირ აზრს კარგავს და ვერანაირი მატერიალური ფასეულობები ვერ შეძლებენ ნამდვილი ბედნიერების მონიჭებას, რასაც იგივე ეკლესიასტე ადასტურებს:
 ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება (ეკლესიასტე 12:13) 


მაგრამ ჩვენმა შემოქმედმა ჩვენთვის მშვენიერი საჩუქრების გაკეთება მოინდომა: ბუნება, რომელიც ჩვენში აღფრთოვანებასა და მოწიწებას იწვევს, გემრიელი საკვები, ოჯახის შექმნის შესაძლებლობა, შემოქმედებითი შესაძლებლობები და მრავალი სხვა. რადგან მან ეს ყველაფერი მოგვცა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სურვილი აქვს, რათა ჩვენ ამ საჩუქრებს ვიყენებდეთ, ამავდროულად ის მოელის, რომ მადლიერებას გამოვავლენთ ამ სიყვარულისთვის და რომ ჩვენ ამ საჩუქრებს მისი ნების თანახმად გამოვიყენებთ.

როგორი რეაქცია ექნება მამას, შვილს თუ საჩუქარს გაუკეთებს, ის კი მას გვერდზე გაწევს და იტყვის
: "მამიკო, მე შენ ისე მიყვარხარ, რომ მხოლოდ შენთან ურთიერთობაც კი უდიდეს სიხარულს მანიჭებს, ამიტომ შენგან სხვა არანაირ საჩუქრებს არ ვსაჭიროებ"?  რატომღაც მეჩვენება, რომ მამა დანაღვლიანდება.


подарок

ჩვენი ზეციერი მამა რაღას გრძნობს მაშინ, როდესაც ისმენს, რომ ის საჩუქრები, რომლებიც ჩვენ გაგვიკეთა, საერთოდაც არ გვჭირდება?

"მაგრამ განა ქრისტეს გამოსასყიდის შემდეგ, მორწმუნეებისთვის იმაზე გაცილებით მშვენიერი არაა მომზადებული, ვიდრე ადამსა და ევას ჰქონდათ?"- მკითხა მოხსენიებულმა თანამოსაუბრემ. და რის საფუძველზე?

პირველ რიგში, ქრისტეს როლი იმაში მდგომარეობდა, რათა კაცობრიობისათვის ის დაებრუნებინა, რაც მან ადამის ცოდვის გამო დაკარგა. ვინმე თუ ბანქოში სახლს წააგებს და მდიდარი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც წაგებულის საცოდავი შვილების გამო გამოისყიდის მას, წაგებულის შვილები იმავე სახლში დაბრუნდებიან და არა რომელიმე სხვა სახლში.

მეორე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ადამიანები ისე არიან შექმნილი, რომ მათთვის ყველაზე იდეალური ადგილი - დედამიწაა და არა ზეცა (ფსალმუნები 113:24, საპატრიარქოს გამოცემა). ანუ ჩვენთვის პრინციპში შეუძლებელია იმაზე მშვენიერი რამ არსებობდეს, ვიდრე ის, რაც ჩვენს დიდ მშობლებს მიეცა.



идеальное место - земля

წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთისთვის სიძუნწეში და ცხოვრებისაგან სრული სიამოვნების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვაში შეიძლებოდა ბრალი დაგვედო.

ბიბლიის თანახმად, ქალს არ შეუძლია ზოგიერთი პასუხისმგებლობების თავზე აღება და ის კაცს უნდა დაემორჩილოს, და საერთოდ, ის ფიზიკურად, როგორც წესი, უფრო სუსტია. გამოდის, რომ მამაკაცად ყოფნა უკეთესია. თუმცა შეგიძლიათ იმის წარმოდგენა, რომ ღმერთმა ქრისტიან ქალს ერთგულების გამო, ჯილდოს სახით სქესი შეუცვალოს? დამეთანხმეთ, აბსურდულად ჟღერს.

იმიტომ რომ ქალი ისეთი მოთხოვნილებებითა და აზროვნებითაა შექმნილი, რომლითაც მისთვის კომფორტული იქნებოდა შემოქმედის მიერ მისთვის განკუთვნილი როლის შესრულება და მამაკაცებს შურის თვალით ყურებას არ დაუწყებდა.


ამასთან დაკავშირებით, ჩემს თანაკლასელ გოგონასთან საუბარი გამახსენდა, რომლის დროსაც, იმაზე ბჭობის დროს, თუ რომელი უკეთესია, ბიჭად ყოფნა თუ გოგონად, მან უკანასკნელი აირჩია და ეს იმით ახსნა, რომ გოგონებს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა აქვთ და ეს ძალიან მაგარია. თუმცა საინტერესო ისაა, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იმავე საკითხზე ბჭობისას, ჩემმა კლასელმა ბიჭმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ბიჭად ყოფნა სჯობდა, იმიტომ რომ გოგონებს ბავშვების გაჩენა მოუწევთ, ეს კი მტკივნეულიაო. უბრალოდ გასაოცარია, თუ როგორ განსხვავებულად უყურებენ მამაკაცი და ქალი ერთი და იგივე სიტუაციას!

ზუსტად ისევე, როგორც ქალში არ არის ჩადებული კაცად ყოფნის სურვილი, არც ადამიანშია ჩადებული ზეციურ სფეროში ცხოვრების სურვილი. შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რომელი სამოთხე სჯობია - ზეციური თუ მიწიერი, მე ერთმნიშვნელოვნად მეორე ვარიანტს ავირჩევ.



в человека не вложено желание жить в небесной сфере.

ასეთი პასუხი შეიძლება არალოგიკური მოგვეჩვენოს, თუმცა საკუთარ თავს ვერაფერს ვუზავ, რა ვქნა ასე ვარ მოწყობილი.

ვინმე შეიძლება შემეწინააღმდეგოს: მილიარდებს სწამს საიქიო ცხოვრების და სიკვდილის შემდეგ ზეციური ნეტარების მიღების იმედი აქვს, ესე იგი, მათ ასეთი სურვილი გააჩნიათ. მაგრამ მართლა ასეა ეს? ან, იქნებ, ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფრის სწამთ, ახლობლების დაკარგვასთან შეგუების შეუძლებლობისა და საკუთარი მოკვდავობის გაცნობიერების გამო, ასეთი სახით ცდილობენ საკუთარი თავის ნუგეშისცემას და იმის ილუზიას იქმნიან, რომ არავინ არ ქრება საბოლოოდ, არამედ რომელიღაც განსხვავებულ სამყაროში გადადის? რავიცი, ჯერ არ შევხვედრივარ ისეთ ადამიანს, რომელიც მოუთმენლად ელის იმ მომენტის დადგომას, როდესაც ზეცად ამაღლდება, სადაც არანაირი გასაჭირი აღარ ექნება და კვლავ შეძლებს თავისი გარდაცვლილი ახლობლების ხილვას. რატომ არავის სურს იქ მოხვედრა, სადაც ასე კარგია?





იმიტომ ხომ არა, რომ მსგავსი სურვილები არაბუნებრივია?

თქვენ თუ იმის გწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში მოხვდებით, სტატიის დასაწყისში განთავსებულ ილუსტრაციას შეხედეთ. ეხლა კი წარმოიდგინეთ, რომ შეთავაზება მოგივიდათ ან იმ ადგილას გადასახლდეთ, რომელიც იქაა გამოსახული, ან ზეციურ სამოთხეში გაემგზავროთ.

როგორ არჩევანს გააკეთებდით? ნუ შეეცდებით აგვარად მსჯელობას: "ზეცაში ხომ უკეთესია, ესე იგი, მისი არჩევაა საჭირო." სცადეთ წინასწარაკვიატებულობის გარეშე უპასუხოთ საკუთარ თავს - სინამდვილეში სად გსურთ მოხვედრა.





ღმერთი გვპირდება, რომ მალე იმ პირობებს დაგვიბრუნებს, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა ჩაფიქრებული ადამიანებისათვის (მათე 5:5; ფსალმუნები 36:11,29; იგავები 2:21).

ეს ის იქნება, რისკენაც კაცობრიობა ათასობით წლის განმავლობაში ისწრაფვოდა: ბედნიერი საზოგადოება კონფლიქტების გარეშე, სოციალური თანასწორობა, იდეალური ჯანმრთელობა, მარადიული სიცოცხლე.



Бог обещает, что вскоре он вернет те условия

მაშინ რა საჭიროა საკუთარი თავის ზეციური ნეტარების ეფემერული ილუზიებით ნუგეშისცემა?
------------------------------------------------

 ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий