среда, 9 марта 2022 г.

ვის უნდა მივმართოთ ლოცვით: ძეს თუ მამას?



სტეფანეს «ლოცვა»
«იესოს სახელის მოხმობა»
«რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი»
«იმ დღეს არაფერს მკითხავთ»
დასკვნები

ქრისტიანთა ლოცვები მხოლოდ ღმერთისკენ შეიძლება იყოს მიმართული. წმინდა წერილში ღმერთს «მომსმენი ლოცვისა» ეწოდება (ფსალმუნები 64:3;  /65:2, საპატრიარქოს გამოცემა). ასეთი გარემოება პრინციპულად მნიშვნელოვან ხასიათს იძენს, როდესაც საუბარი იმ საკითხს ეხება, წარმოადგენს იესო ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთს თუ არა. იმიტომ რომ წმინდა წერილი რომ იმას ასწავლიდეს, რომ ლოცვით მიმართვა ძის მიმართაც შეიძლება, მაშინ მისი ყოვლისშემძლე ღმერთად მიჩნევა შეგვეძლებოდა. მაგრამ ბიბლია თუ არც ასეთ მითითებას შეიცავს და არც ძისადმი ლოცვით მიმართვის პირდაპირ პრაქტიკებს, შესაბამისად, იესო შეუძლებელია მსგავს სტატუსს შეესაბამებოდეს. 

მაშ ასე, ვპოულობთ თუ არა თვითონ წმინდა წერილში მსგავს მაგალითებს? თავიდან მათი კლასიკური არგუმენტები განვიხილოთ, ვისაც დასაშვები მიაჩნია ძისადმი ლოცვით მიმართვა.


სტეფანეს «ლოცვა»


რა თქმა უნდა, ბიბლიაში ვერსად ვიპოვით ისეთ ფრაზებს, როგორიცაა «იესოზე ილოცეთ» ან «ძე შეისმენს თქვენს ლოცვებს». თუმცა მრავალ მორწმუნეთა შორის აქვს ფესვი გადგმული ქრისტესადმი ლოცვის ტრადიციას.  ტრინიტარებთან ურთიერთობის გამოცდილება, რომლებიც მსგავს მოსაზრებას უჭერენ მხარს, ამ საკითხის მიმართ ძალიან შეზღუდულ საარგუმენტაციო ბაზაზე მოწმობს. იმ მტკიცებულებებიდან, რომლებსაც ამ პრაქტიკის დასაცავად პირველ რიგში იყენებენ, როგორც წესი, სულ პირველს სტეფანეს მაგალითს აჟღერებენ, რომელმაც ხილვაში ღვთის ძე დაინახა. ბიბლია ამ შემთხვევას ასე აღგვიწერს:

«ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისადა თქუა: აჰა-ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა. ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა; და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლედა ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემიდაიდგინა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა» (საქმეები 7:55-60 [მცხეთური ხელნაწერი-გ. მთაწმინდელი]).

ბიბლიის მცხეთურ ხელნაწერს თუ მივყვებით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სტეფანე მართლაც ლოცვით მიმართავდა იესოს, რადგან მოცემული თარგმანის 59-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ ის «ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე!» 

ამავდროულად, ჩვენ თუ უშუალოდ ახალი აღთქმის უძველეს ტექსტს მივმართავთ, აღმოვაჩენთ, რომ მასში სიტყვა «ლოცულობდა» კი არ დგას, არამედ ბერძნული სიტყვა "επικαλούμενον", რომელიც ნიშნავს «დაძახებას», «ღაღადს», «მოწოდებას» (სტრონგის № 1941). შედარებისთვის, იგივე სიტყვა გამოიყენება იმავე საქმეების წიგნის, შემდეგ მუხლებში 25:11,12,21,25, 26:32 და 28:19, სადაც საუბარია მოციქული პავლეს «მოთხოვნაზე» («უღაღადებ», მცხეთური ხელნაწერი), რათა ის რომის კეისარს გაესამართლებინა. გასაგებია, რომ მოციქული პავლე რომის ჩინოვნიკებისა და ხელისუფლების მისამართით კი არ ლოცულობდა, არამედ თავგამოდებით შეჰღაღადებდა. და ეს სულაც არ არის ერთი და იგივე. 






«სიტყვა „ღმერთი“ ორიგინალში არ არის და არც თარგმანში არ უნდა იყოს. ეს სიტყვა არცერთ უძველეს მანუსკრიპტში ან თარგმანშიც კი არ არის»,— აღნიშნულია ალბერტ ბარნსის «ახალი აღთქმის შენიშვნებში». მეცნიერმა, აბიელ ებოტ ლივერმორმა, თარგმნის ამ არაკორექტულობას «მთარგმნელებთან სექტანტური დამახინჯებების მაგალითი» უწოდა. «"მაშინ, როცა ის ევედრებოდა..."» («ლინგვისტური და ეკზეგეტური გასაღები», როჯერსი).

ამ მიზეზის გამო, ახალი აღთქმის სხვა მრავალ თარგმანებში მოცემული მუხლის შემდეგ თარგმანს ვხვდებით:

(საპატრიარქოს გამოცემა)
ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.

(ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985)
და ქვას უშენდნენ სტეფანეს, რომელიც ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიღე ჩემი სული.

(სბს-სტოკჰოლმი 2001)
რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: “უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.”
(სბს-2013)
და რომ ქოლავდნენ, სტეფანე უხმობდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული!“

(ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015)
ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: "უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”.

(ადიშის ოთხთავი 897 წ. - ძველი მანუსკრიპტები)
და ქვითა განსტჳნვიდეს სტეფანეს, და იგი ღაღადებდა და იტყოდა: "უფალო, შეივედრე სული ჩემი".

(ახალი ქვეყნიერების თარგმანი)
ისინი ქვებს ესროდნენ სტეფანეს, ის კი შეევედრა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული“.



გარდა ამისა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ზემოთ ნახსენებ მუხლს, მაშინ აუცილებლად დავინახავთ, რომ სტეფანეს იესოსადმი მიმართვა ვერ შეფასდებოდა ლოცვად უკვე იმიტომ, რომ ის იესოს ხედავდა. ეს ხილვა იყო (შეადარეთ საქმეები 7:55). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტეფანე იესოს იმიტომ მიმართავდა, რომ თავად იესომ ჩათვალა აუცილებლად მას რომ გამოსცხადებოდა.  თანაც, ეს სიტუაცია იმას გვაგონებს, სავლეს რაც გადახდა, მანაც დაინახა გამოცხადებული იესო და მანაც შეძლო მასთან დალაპარაკება (საქმეები 9:4,5). ამავდროულად ორივე შემთხვევაში იესოს მხოლოდ სავლე და სტეფანე ხედავდნენ და დასწრეთაგან სხვა არავინ (საქმეები 9:7). შემდგომ, სხვა მოწაფემ – ანანიამაც მიიღო ხილვა იესოსგან და მასაც შეეძლო მასთან ლაპარაკი (საქმეები 9:10-16). საქმეების წიგნის მე-10 თავში კი ხილვას მოციქული პეტრე და, ასევე წარმართი კორნელიუსიც იღებენ (საქმეები 10:1-16). ორივე მათგანი ერთმანეთისგან განცალკევებით ვიღაც ზეციერს ელაპარაკებიან (კორნელიუსი – ხილვაში წარმოდგენილ ანგელოზს), თუმცა რაღა თქმა უნდა, რომ არცერთ ჩამოთვლილ შემთხვევაში არ შეიძლება საუბარი ლოცვას შეეხებოდეს. 

მოგვიანებით შთამბეჭდავი ხილვა იქნა წარმოდგენილი მოციქული იოანეს მეშვეობით. გამოცხადების ბიბლიურ წიგნში ჩვენ მოციქულის საუბარს ვხედავთ როგორც იესოსთან, ასევე ანგელოზებთან (გამოცხადება 1:1,2; 10:8,9; 22:20). ზემოთ მოყვანილი ყველა მაგალითი ადამიანების ღვთის ძესთან ან ანგელოზებთან ურთიერთობის მაგალითებს შეიცავდნენ გამოცხადების ან ხილვის მეშვეობით. თუმცა იმის მტკიცებას არავინ დაიწყებს, რომ ეს ლოცვები იყო. გამონაკლისს არც სტეფანეს შემთხვევა წარმოადგენს – ის იესოს მიმართ კი არ ლოცულობდა, არამედ ხილვის მეშვეობით ჰქონდა მასთან ურთიერთობა, როგორც იმ პიროვნებასთან, ვისაც ღმერთმა მისცა მკვრეთით აღდგენის ძალაუფლება (იოანე 5:27-30). არსებითად, იესოს სტეფანესადმი გამოცხადება სრულიად გამართლებული იყო – იმიტომ რომ ეს მოწაფე გახდა პირველი, რომელსაც ღვთის ძისადმი რწმენის გამო საკუთარი სიცოცხლე უნდა გაეღო. თანაც ეს მოვლენა თავისთავად მძლავრ დასასრულად იქცა ძის დაპირებაში, მკვდრეთით აღედგინა ყველა, ვინც რწმენას ბოლომდე შეინარჩუნებდა! (ლუკა 12:4-7). 



«იესოს სახელის მოხმობა»


იესოსადმი მიმართული ლოცვების პრაქტიკის გამართლების მცდელობა, ახალ აღთქმაში მოცემულ ამ ფრაზაზე ეგება: ქრისტეს «სახელის მოხმობა» (შეადარეთ საქმეები 9:14,21; 22:16; 1 კორინთელები 1:2). მოციქულების დროს მცხოვრები ქრისტიანები თუ იესოს «სახელს მოუხმობდნენ», განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი თავის ლოცვებს უშუალოდ მისკენ მიმართავდნენ?

არანაირად. კარგი იქნება გვახსოვდეს, თუ როგორი მაგალითი დაგვიტოვა ამასთან დაკავშირებით თვითონ იესომ. ის ვისადმი ლოცვას გვასწავლის – საკუთარი თავისადმი თუ თავისი მამისადმი? ბიბლიაში მოცემული ყველაზე ცნობილი ლოცვა ასე იწყება «მამაო ჩვენო…» (მათე 6:9). ამით იესომ დაგვანახა, რომ ლოცვები მიმართული უნდა იყოს უშუალოდ მამისკენ და არა მისი ძისკენ. ქრისტეს ერთი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმაზე, რომ ლოცვით მისთვისაც  უნდა მიემართათ. ბიბლიაში მოცემული ღვთის მსახურების ყველა ლოცვა (როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში) მხოლოდ ზეციერი მამის მისამართით იყო მიმართული. იესო თვითონაც მხოლოდ თავის მამას მიმართავდა ლოცვით (იოანე 11:41; 17:1). 

თუმცა თავისი სამსხვერპლო სიკვდილის წინ, იესო ლოცვის ახალ პირობას ადგენს:  

«მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ… რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ. რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული» (იოანე 14:6,13,14; 15:16; 16:23,24,26).

ამ დადგენილების თანახმად, ამიერიდან ქრისტიანებმა უბრალოდ კი არ უნდა ილოცონ ზეციერი მამის მიმართ (როგორც ეს ადრე ხდებოდა), არამედ ღმერთს ლოცვით მისი ძის, იესო ქრისტეს «სახელით» ან «მეშვეობით» უნდა მიმართონ. ამით ისინი ხაზს გაუსვამენ არა მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთისადმი (მამისადმი) საკუთარ რწმენას, არამედ ასევე ქრისტეს (ძის) გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენასაც. მიმართვის ასეთი ფორმა უნდა გამხდარიყო ქრისტიანული ლოცვების საფუძველი. ზუსტად ასეთი პრინციპითაა წარმოდგენილი მრავალი ლოცვა და მიმართვა, რომლებსაც ახალ აღთქმაში ვხვდებით (შეადარეთ რომაელები 1:8; ეფესელები 2:18; 5:20; კოლასელები 3:17; 1 ტიმოთე 2:5; ებრაელები 7:25; იუდა, 25).

ზუსტად ამავე მიზეზის გამო წარმოთქვამენ ქრისტიანები თავისი ლოცვების ბოლოს სიტყვას «ამინ», რადგან ამას იესო ქრისტეს «მეშვეობით» აკეთებენ. ამ აზრს ხაზი 2 კორინთელების 1:19,20-ში ესმევა. შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ, თუ როგორაა წარმოდგენილი ეს მუხლები სხვადასხვა თარგმანებში:

(მცხეთური ხელნაწერი - გ. მთაწმინდელი)
რამეთუ ძე ღმრთისაჲ, იესუ ქრისტე, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ მიერ, და ტიმოთეს და სილოანეს, არა იყო ჰე და არა, არამედ ჰე იგი მას შინა იქმნა. რამეთუ რაოდენნი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა არს ჰე იგი და მას შინა ამინი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ.

(ადიშის ოთხთავი 897 წ. - ძველი მანუსკრიპტები)
რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ, იესუ ქრისტჱ, რომელი ჩუენ მიერ თქუენ შორის იქადაგა ჩემ მიერ, და სილოანჱს მიერ და ტიმოთჱს მიერ, არა იყოიგი ჰე და არა, არამედ ჰჱ იგი მას შინა იქმნა. რამეთუ რაოდენი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა ჰე იგი არს, და ამენი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ.

(საპატრიარქოს თარგმანი)
რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში.ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.

(ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985)
ვინაიდან ძე ღმერთისა იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით ჩვენ - მე, სილოვანე და ტიმოთე, არ იყო ჰო და არა, არამედ მასში იყო ჰო, - რამეთუ ღმერთის ყველა აღთქმანი მასშია ჰო და მასშია ამინი, - ღმერთის სადიდებლად ჩვენს მიერ.

(სბს-სტოკჰოლმი 2001)
ვინაიდან ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით ჩვენ - მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო `ჰოც~ და `არაც~, არამედ `ჰო~ იყო მასში, რადგან ღვთის ყველა აღთქმანი მასში `ჰო~ არის და მისით ითქმის `ამინი~ ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.

(სბს-2013)
რადგან ღმერთის ძე, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით მე, სილოვანე და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც და არაც,“ არამედ ყოველთვის „ჰო“ იყო ქრისტეში.რადგან ღმერთის ყველა აღთქმა ქრისტეში „ჰო“ არის და ქრისტეში ვამბობთ „ამინს“ ღმერთის სადიდებლად.

(ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015)
ვინაიდან ღმერთის ძე, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო ‘ჰო’ და ‘არა’, არამედ ყოველთვის ‘ჰო’ იყო მასში, რადგან ღვთის ყველა აღთქმა მასში არის ‘ჰო’ და მისით ითქმის ჩვენს მიერ ‘ამინ’, ღმერთის სადიდებლად.

ამგვარად, ახალაღთქმისეული პრინციპი გვიჩვენებს, რომ ქრისტიანებმა თავისი ლოცვები ზეციერი მამისკენ, «ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისკენ» (იოანე 17:3) უნდა მიმართონ, თუმცა აუცილებლად მისი ძის, იესო ქრისტეს «მეშვეობით» ან «სახელით» (რომაელები 1:8; ეფესელები 5:20; კოლასელები 3:17;). გარდა ამისა, თავისი ლოცვების ბოლოს ქრისტიანები «ამინ»-საც ასევე ქრისტეს «მეშვეობით» ან «სახელით» ამბობენ (2 კორინთელები 1:20; იუდა, 25). 

აი რატომ ამბობს ახალი აღთქმა, რომ ქრისტიანები საკუთარ ლოცვებში იესოს «სახელს მოუხმობდნენ». მათ სხვაგვარად მოქცევა არც შეეძლოთ, ჩვენს მიერ უკვე განხილული პრინციპის გათვალისწინებით, რომელიც თვითონ იესომ მოგვცა – მამისადმი ლოცვების მიმართვა მისი ძის «სახელით». სხვათა შორის, ქრისტიანთა ლოცვები ამით განსხვავდებოდა იუდეველთა ლოცვებისგან, რომლებიც იგივე ღმერთს მიმართავდნენ ლოცვით, თუმცა ძის შუამავლობას იგნორირებას უკეთებდნენ. ამიტომ ქრისტიანულ შეხვედრებზე წარმოთქმული ლოცვები განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნიდა იუდეველთა ლოცვებთან შედარებით – აშკარა განსხვავებას ის წარმოადგენდა, რომ მათში აუცილებლად იესო ქრისტეს «სახელს უხმობდნენ».

ამავდროულად იესო ქრისტეს სახელის ამგვარი ხსენება სულაც არ ნიშნავდა, რომ ლოცვა უშუალოდ მისი მისამართით წარმოითქმებოდა. მაგალითად, «The Interpreter’s Bible»-ში ნათქვამია, რომ ფრაზა «ჩვენი უფლის სახელის მოხმობა... ნიშნავს არა მისადმი ლოცვას, არამედ მისი, როგორც უფლის აღიარებას». თვითონ ლოცვები კი მამის, ყოვლისშემძლე ღმერთისაკენ იყო მიმართული.


ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი აღთქმის იმ მუხლებში, რომლებშიც იესოს  «სახელის მოხმობაზეა» საუბარი, იგივე ბერძნული სიტყვა επικαλούμενον გამოიყენება, რომელიც სტეფანეს შემთხვევაში განვიხილეთ და რომელიც «ლოცვად» სულაც არ ითარგმნება. ის ნიშნავს «დაძახებას», «ღაღადს», «მოწოდებას» (სტრონგის № 1941). რაც მნიშვნელოვანია, ამ სიტყვის კიდევ ერთ გავრცელებულ მნიშვნელობას სიტყვა - «წოდება» წარმოადგენს. იმავე საქმეების წიგნში ის ისეთ მუხლებში გვხვდება, როგორებიცაა საქმეების 1:23; 4:36; 10:5,18,32; 11:13; 12:12,25, და იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც უბრალოდ იმის დაზუსტება ხდება, რა ქვია ამა თუ იმ ადამიანს. 

«განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით? [επικληθεν, სტრონგის № 1941]» (იაკობი 2:7; ასევე საქმეები 15:17).

როდესაც ეს მომენტი გვესმის, ის დამატებით გვეხმარება იმის გაგებაში, რომ ლოცვაში იესოს სახელის გამოყენება სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ქრისტიანები უშუალოდ ძის მიმართ ლოცულობდნენ. ისინი ლოცვით მამას მიმართავდნენ, თავად იესოს მითითების თანახმად. ამავდროულად იესოს სახელის «მოხმობით» (ან «წოდებით»), ქრისტიანები იმ მნიშვნელოვან საფუძველს უსვამდნენ ხაზს, რომელიც იმისთვისაა საჭირო, რათა მათი ლოცვა მამამ მოისმინოს – ისინი ამით ძის მიერ გაღებულ გამომსყიდველურ მსხვერპლს აღიარებდნენ.  ახალაღთქმისეული ლოცვის ფორმულა ნათელია – მამისადმი ლოცვა ძის სახელით. მამის პასუხიც – ძის მეშვეობით გვეძლევა (შეადარეთ იოანე 14:13,14 და 15:16; 2 კორინთელები 1:20).



«რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი»



მესამე ირიბი მოსაზრება იესოსადმი ლოცვის იდეის მხარდასაჭერად – ეს გახლავთ ახალი აღთქმის ზოგიერთი ადგილის თავისებური განმარტება, რომელშიც ძის იმ განსაკუთრებულ ძალაუფლებას ესმება ხაზი, რომელიც მას ღმერთმა მისცა. მაგალითად, ყურადღებას ამახვილებენ ფილიპელების 2:9,10-ში ჩაწერილ სიტყვებზე, რომლებშიც შემდეგია ნათქვამი:

«ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც».

შემდეგ გაისმის მოსაზრება, რომ მუხლის მოდრეკა მხოლოდ ღვთის წინაშე შეიძლება, რადგან ერთხელ თვითონ იესომ თქვა: «უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე» (მათე 4:10). ხოლო «იესოს სახელის წინაშე» თუ მუხლის მოდრეკვაა აუცილებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ის არის ყოვლისშემძლე ღმერთი, ვისაც ლოცვით უნდა მივმართოთ. 

სამწუხაროა, მაგრამ აქ სახეზეა ბიბლიური ტექსტისადმი ძალიან უყურადღებო მიდგომა. აუცილებელია გვესმოდეს, რომ ბიბლიაში თაყვანისცემა (მუხლის მოდრეკვა) მოიაზრებს არა მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის ძალაუფლების აღიარების აქტს, არამედ ხშირად გამოიყენება როგორც ვინმესადმი ღრმა პატივისცემის გამოვლენის ან მისი ძალაუფლების აღიარების (მაგალითად, ადამიანებთან და ანგელოზებთან მიმართებითაც კი) ნიშანი. წმინდა წერილებში ამის უამრავი მაგალითი არსებობს. შემდგომ ჩვენ მხოლოდ მათ გარკვეულ ნაწილს მოვიყვანთ.



ლოტმა ამგელოზებს მდაბლად თაყვანისცა (დაბადება 19:1,2); აბრაამმა ხალხს სცა თაყვანი (დაბადება 23:7,12); იაკობმა და მისმა ოჯახმა ესავს მდაბლად თაყვანისცეს (დაბადება 33: 3-7); იოსების ძმებმა მას სცეს თაყვანი (დაბადება 42:6; 43:28); იოსებმა თავის მამას სცა თაყვანი (დაბადება 48:11,12); მოსემ თაყვანისცა ითროს (გამოსვლა 18:7); ანგელოზმა ბალაამის თაყვანისცემა მიიღო (რიცხვნი 22:31); იესო ნავეს ძემ ანგელოზს სცა თაყვანი (იესო ნავეს ძე 5:13,14); მანოახმა და მისმა ცოლმა ანგელოზის წინაშე მოიყარეს მუხლი (მსაჯული 13:20); რუთმა მდაბლად თაყვანისცა ბოყაზს (რუთი 2:10); დავითმა თაყვანისცა საულს (1 მეფეთა 24:8); აბიგაილმა დავითს სცა თაყვანი (1 მეფეთა 25:22); აბიგაილმა დავითის მსახურებს თაყვანისცა (1 მეფეთა 25:39,40); ხალხი დავითს სცემდა თაყვანს (2 მეფეთა 14:4; 16:4); ქუშელმა თაყვანისცა იოაბს (2 მეფეთა 18:21); ბათშებაყმა თაყვანისცა დავითს (3 მეფეთა 1:15,16,31); სოლომონმა თაყვანისცა დედამისს (3 მეფეთა 2:19); ორმოცდაათისთავმა მუხლი მოიყარა ელიას წინაშე (4 მეფეთა 1:13); წინასწარმეტყველთა ვაჟებმა თაყვანისცეს ელისეს (4 მეფეთა 2:15); ქალმა თაყვანისცა ელისეს (4 მეფეთა 4:36,37); ხალხი დაეცა და თაყვანისცა დავითს (1 ნეშტთა 29:20); ნაბუქოდონოსორი პირქვე დაემხო და თაყვანისცა დანიელს (დანიელი 2:46); იესოს იგავში ადამიანმა მეფეს სცა თაყვანი (მათე 18:26); ადამიანები ღვთის მითითებით ანგელოზს ფეხებში ჩაუვარდებიან (გამოცხადება 3:9).
(ასევე იხილეთ ესაია 49:23; 45:14; 60:14).



როგორც ჩამოთვლილი მაგალითებიდან ჩანს, ბიბლიურ დროში თაყვანისცემა ვინმეს პატივისცემის და მისი ძალაუფლების ან მდგომარეობის აღიარების ბუნებრივ ნიშანს წარმოადგენდა. ღვთისმოშიში ხალხი თუ დავითს, სოლომონს, ღვთის წინასწარმეტყველებს ან თუნდაც ანგელოზებს სცემდნენ თაყვანს, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ რომელიმე მათგანს ვინმე თავად ღმერთად ან მის რომელიმე ფარულ ჰიპოსტასად მიიჩნევდა. ეს უბრალოდ მათდამი გამოვლენილი პატივისცემა და მოწიწება იყო. მით უმეტეს, რომ თაყვანისმცემელთაგან აზრადაც კი არავინ ივლებდა იმას, რომ მათთვის ლოცვითაც მიემართა. ერთიათაყვანისცემით პატივისცემის გამოვლენა და, სულ სხვაამუხლის მოდრეკვა და საკუთარი ლოცვების ვინმესკენ მიმართვა.

როდესაც ეს გესმის, არავითარი გაუგებრობა აღარ იქმნება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ საუბრობს ბიბლია ღვთის ძის წინაშე მუხლის მოდრეკვის შესახებ. ღმერთს თუ მსგავსი ქმედება სრულიად ნორმალურად მიაჩნდა ზოგიერთ ადამიანთან და ანგელოზებთან მიმართებით, მაშინ მას მით უმეტეს იმსახურებს იესო, რომელმაც მამისგან «ყველა სახელზე უზენაესი სახელი» მიიღო, როგორც ერთადერთმა, ვინც მორწმუნეთათვის გამომსყიდველური მსხვერპლი გაიღო (ფილიპელები 2:9,10; ებრაელები 5:9).


სხვათა შორის, ბიბლია სხვა ადგილებშიც უსვამს ხაზს ძის სახელის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, იმ განზრახვიდან გამომდინარე, რომელიც მის მამას აქვს განზრახული (შეადარეთ მათე 12:21; საქმეები 4:12; ებრაელები 1:4). უ. ე. ვაინის «ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის» თანახმად, იმ ბერძნული სიტყვაში, რომელიც «სახელადაა» ნათარგმნი, შეიძლება იგულისხმებოდეს «ყველაფერი, რასაც კი სახელი მოიცავს: ძალაუფლება, თვისებები, მდგომარეობა, დიდებულება, ძლევამოსილება, უპირატესობა». და აქ საჭიროა ნათლად გავაცნობიეროთ, რომ იესოს ძალაუფლება და დიდებულება მისი მამისაგან მიეცა. ამის მიზანს წარმოადგენდა არა ძის მამის სიმაღლემდე ამაღლება და მისთვის მამის სწორი ძლევამოსილების მიცემა, არამედ ძის დიდებით მთელი კაცობრიობის ჭეშმარიტი ღმერთი-იეჰოვასკენ, ანუ მისი მამისკენ შემობრუნება (ფილიპელები 2:11).

ამგვარად, ზემოთ გაჟღერებული მოსაზრება, თითქოს ძის წინაშე მუხლის მოდრეკვა მისი ყოვლისშემძლე ღმერთად აღიარებას ნიშნავდეს და, როგორც შედეგი, ეს მის მიმართ ლოცვების მიმართვის საფუძველს იძლეოდეს, არა მხოლოდ არასწორს წარმოადგენს, არამედ წმინდა წერილის ბიბლიურ-ისტორიული ფონის ცუდად გაგებაზეც მიუთითებს.  




«იმ დღეს არაფერს მკითხავთ»



მაშ ასე, ახალ აღთქმაში არ არის რაიმე სახის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის ძისადმი ლოცვების მიმართვა დასაშვებია. პირიქით, ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ ლოცვები მხოლოდ ზეციერი მამისკენერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისკენ», იოანე 17:3) მივმართოთ, ოღონდ მისი ძის, იესო ქრისტეს «სახელით» («მეშვეობით»). 

მაგრამ არსებობს თუ არა ბიბლიაში თვითონ ღვთის ძის მითითება იმასთან დაკავშირებით, სურს თუ არა მას საკუთარი მოწაფეების მხრიდან, რათა ისინი ლოცვით პირადად მას მიმართავდნენ? მოელის თუ არა იესო რაიმე სახის ლოცვებს თავისი მისამართით? ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება იესოს სიტყვები, რომელიც მან იოანეს 16:23,24,26-ში გააჟღერა  - 


«იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენაქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული… იმ დღეს ითხოვთ ჩემი სახელით» (იოანე 16:23,24,26).

თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო საღამოს, როდესაც იესო ლოცვით მიმართვის ახალ წესს ადგენს (მამის მიმართ - ძის სახელით), ის იმის ნათელ მითითებასაც იძლევა, რომ პირადად მისთვის არაფრის თხოვნა არ იქნება საჭირო! «იმ დღეს არაფერს მკითხვათ», - განმარტა იესომ. როგორც მოცემული მუხლებიდან და, ასევე იოანეს 14:13,14 და 15:16-დან ჩანს, ლოცვაში მხოლოდ მამას უნდა ვთხოვოთ; ლოცვაში იესოს როლი კი მხოლოდ შუამდგომლის ფუნქციით შემოიფარგლება და არა თვითონ ადრესატის როლით (1 ტიმოთე 2:5).

რომელ «იმ დღეზე» საუბრობდა იესო, რომლის დროსაც პირადად მას არავინ არაფერს ჰკითხავდა? ეს ფრაზა მოციქულებთან საუბარში ქრისტემ სამჯერ წარმოთქვა, თანაც თავის მომავალ მკვდრეთით აღდგენისა და ზეციერ მამასთან დაბრუნების კონტექსტში (იოანე 14:20; 16:23,26). იესოს ეს სიტყვა მანამდეც გამოუყენებია, როდესაც მას დროის რომელიმე ხანგრძლივ პერიოდთან დაკავშირებით იყენებდა (იოანე 8:56; 9:4; შეადარეთ 2 პეტრე 3:8). შესაბამისად, იესო საუბრობდა «დღეზე», რომელშიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ  მომავალი ზეციური დიდების პერიოდს გულისხმობდა (მათე 28:20; რომაელები 8:34). ეს პერიოდი დღემდე გრძელდება.


«16:23. "იმ დღეს". აქ საუბარია ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როდესაც წმინდა სული გადმოვიდა (საქმეები 2:1 13) და გლოვა სიხარულად გადაიქცა. ასევე აქ საუბარი «ბოლო დღეებსაც» შეეხება, რომელიც იესოს მკვდრეთით აღდგომისა და სულის გადმოსვლის შემდეგ დაიწყო (საქმეები 2:17; 2ტიმოთე 3:1; ებრაელები 1:2; იაკობი 5:3; 2პეტრე 3:3; 1იოანე 2:18)» («მაკარტურის სასწავლო ბიბლია»).

«
იოანეს 16:26-27. მომავალი ახალი დღე (ეკლესიის პერიოდი) მოწაფეებს განსაკუთრებულ სიახლოვეს მოუტანს მამასთან. ისინი მასთან უშუალო ურთიერთობაში შევლენ იესო ქროსტეს სახელით, ანუ მისი შუამდგომლობით» («დალასის სემინარიის განმარტებანი»).

«"იმ დღეში" კვლავ წმინდა სულის პერიოდი იგულისხმება, რომელშიც ეხლა ვცხოვრობთ. ჩვენი პრივილეგია იმაში მდგომარეობს, რომ მამას უფალი იესოს სახელით ვთხოვოთ» მაკდონალდის განმარტებები»).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, «ის დღე» - არის პერიოდი, რომელიც იესოს მამასთან დაბრუნების მომენტიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. როდესაც ამ დროზე საუბრობს, იესო მოწაფეებს მითითებას აძლევს, რომ ამიერიდან ლოცვები და თხოვნები მისი სახელით ზეციერი მამისკენ მიმართონ. ამავდროულად პირადად მას «არაფერი [არ უნდა] ჰკითხონ». ქრისტეს ეს სიტყვები სრულიად ნათლად მოწმობს მის პირად დამოკიდებულებაზე იმასთან დაკავშირებით, რასაც დღეს «იესოსადმი ლოცვები» ეწოდება - ღვთის ძე მათ მის ნებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს!


იოანეს 16:23,24,26-ში მოცემული ჩვენთვის საინტერესო იესოს სიტყვები უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. შეიძლება ვინმემ შეწინააღმდეგება გადაწყვიტოს და აღნიშნოს, რომ მოცემულ ტექსტში იესომ ორი განსხვავებული ზმნა გამოიყენა -  «ἐρωτάω» (ეროტესეტე, სტრონგი 2065) და «αἰτέω» (აიტესეტე, სტრონგი 154):


«იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენაქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული… იმ დღეს ითხოვთ ჩემი სახელით და და არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის

ამ ტექსტში მოხერხებულობისთვის სიტყვა «ρωτω» ლურჯი ფერით მოვნიშნოთ, ხოლო «αἰτέω» და მისგან ნაწარმოები სიტყვებიწითელი ფერით. შეიძლება თუ არა ისე ყოფილიყო, რომ როდესაც იესო ამბობდა, რომ მისი მიმდევრები მას არაფერს ჰკითხავდნენ, ის ამაში გარკვეულ პირად შეკითხვებს გულისხმობდა მის მიმართ და არა ლოცვას, როგორც ასეთი? 

სამწუხაროა, მაგრამ განმარტების ასეთი მცდელობა ყოველმხრივ შეუმდგარია. პირველ რიგში, ორივე სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობები განვიხილოთ. სიტყვა «ἐρωτάω» ნიშნავს «შეკითხვას», «კითხვას», «თხოვნას», «მუდარას». თავის მხრივ სიტყვა «αἰτέω» ითარგმნება როგორც «თხოვნა», «ხვეწნა», «მოთხოვნა», «მოპოვება». სრულიად აშკარაა, რომ მოცემული სიტყვები პრაქტიკულად ურთიერთჩანაცვლებადია. კერძოდ, აღნიშნული ფაქტი სტრიქონობრივ თარგმანშიც დასტურდება, სადაც ორივე ეს სიტყვა ერთმანეთის სინონიმების სახითაა წარმოდგენილი.

და მეორე, ორივე ეს სიტყვა ახალი აღთქმის სხვადასხვა ადგილებში ერთნაირად გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ადამიანების ერთმანეთისადმი მიმართვის ან თხოვნის შემთხვევებში, ასევე იმ მაგალითებში, როდესაც ღვთისადმი ადამიანების ლოცვაზეა საუბარი. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ უკვე მომდევნო, იოანეს მე-17 თავში სიტყვა «ἐρωτάω»-ს თვითონ იესო იყენებს უშუალოდ ლოცვასთან დაკავშირებით (იოანე 17:9,15,20). თანაც, ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემაში ყველა ამ მუხლში მოცემული სიტყვა ნათარგმნია როგორც «ვედრება». ასევე ეს სიტყვა 1 იოანეს 5:16-შიც ლოცვასთან დაკავშირებით გამოიყენება.  

ამავდროულად, 1 იოანეს 5:16 ასევე იმის დამატებით მტკიცებულებასაც წარმოადგენს, რომ ორივე სიტყვას თანაბარი მნიშვნეობა გააჩნია, რადგან ერთ წინადადებაში გამოიყენებიან  და ორივეში ერთნაირად ლოცვა მოიაზრება:


«თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს  [«αἰτέω»] და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს [«ἐρωτάω»]- მეთქი». 

(თავის მხრივ სიტყვა «αἰτέω» ლოცვასთან მიმართებით გამოიყენება ისეთ მუხლებშიც, როგორებიცაა კოლასელები 1:9; იაკობი 1:6; 4:2,3; 1იოანე 3:22. აღსანიშნავია, რომ ეფესელების 3:13-ში ამ სიტყვას პავლე ეფესელი ქრისტიანებისადმი პირად თხოვნაში იყენებს, ხოლო მე-20 მუხლშიუკვე ღვთისადმი ლოცვით მიმართვაზე საუბრისას). 



დასკვნები


ამგვარად, ჩვენთვის საინტერესო ტექსტების საგულდაგულო კვლევა იმაში გვარწმუნებს, რომ იესომ ერთმნიშვნელოვანი მითითება მისცა: მისმა ჭეშმარიტმა მოწაფეებმა საკუთარი ლოცვები მხოლოდ ზეციერი მამის, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისკენ უნდა მიმართონ (იოანე 17:3).
ამავდროულად ღვთისკენ მიმართული ლოცვები მისი ძის, იესო ქრისტეს «სახელით» («მეშვეობით») უნდა წარმოითქვას (იოანე 16:23,24,26).
თვითონ იესომ კი თქვა, რომ სწორად არ მიაჩნდა ლოცვით პირადად მისთვის მიმართვა (იოანე 16:23).
ადრეულ ქრისტიანთა ლოცვების ახალაღთქმისეული მაგალითები იესოს მიერ დადგენილი ამ წესის მტკიცებულებას წარმოადგენს (რომაელები 1:8; ეფესელები 2:18; 5:20; კოლასელები 3:17; 1ტიმოთე 2:5; ებრაელები 7:25; იუდა, 25). 

შეკითხვა პირადად თქვენ: თქვენ თუ მისდევთ თქვენს ლოცვებში იესო ქრისტეს ამ მითითებას? (ლუკა 6:46-49)
--------------------------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com





ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий