суббота, 23 ноября 2019 г.

მირონმდინარი ხატები და მსგავსი "სასწაულები"


პეტრე I ალექსანდრეს-ძე რომანოვი, ნარვას მიდამოებში თავისი არმიის თითქმის მთელი საარტილერიო პარკის დაკარგვის შემდეგ, იძულებული გახდა ნებისმიერი წყაროებიდან მოეპოვებინა ბრინჯაო ახალი ზარბაზნებისთვის, მათ შორის საეკლესიო ზარებიც იყო. რა თქმა უნდა, მრავალ ეკლესიაში ასეთი მნიშვნელოვანი სარიტუალო ატრიბუტების დანაკარგის დატირება დაიწყეს მაშინვე ხატებმა. პეტრემ ბრძანება გამოსცა:"თუ დღეის შემდგომ ხატები კვლავ იტირებენ ზეთით, ბერთა უკანალები სისხლით იტირებენ". მირონდენა მაშინვე შეწყდა.

დღეს ხშირად შეიძლება მორწმუნე ადამიანის ხილვა, რომელსაც სწამს, რომ მისი რელიგია ჭეშმარიტი და სწორია, იმიტომ რომ ამ რელიგიაში სასწაულები ხდება. აქ უბრალო ლოგიკაა. სასწაულებს ღმერთი ახდენს. ესე იგი ღმერთი კეთილგანწყობილია ჩემი ეკლესიის მიმართ. შემაშფოთებელი მხოლოდ ერთი რამეა. ისეთი რელიგიები, რომლებიც "ზებუნებრივი" არგუმენტაციით სარგებლობენ, დღეს მთელი ვაგონი და კიდევ ერთი ურიკაა. შესაბამისად გასაგებია, რომ თუ განსხვავებული რელიგიებია, შესაბამისად მათი სწავლებებიც ურთიერთსაპირისპიროა. და ყველა მათგანი მხოლოდ თავის სასწაულებს მიიჩნევენ "ღვთიურ ქმედებად", ოპონენტების სასწაულებს კი სატანის ძალით მოხდენილად.
შესაძლებელია თუ არა ასეთ რთულ საკითხში გარკვევა? რაც არის არის, ვცადოთ.

ჩვენი ძიება ამ შეკითხვაზე ყველა შესაძლო ვარიანტის ძიებით დავიწყოთ: "საიდან მომდინარეობს სასწაულები?". მხოლოდ ოთხი ვარიანტი არსებობს. 

1. სინამდვილეში ისინი არ არსებობენ. ყველაფერი მეცნიერებით ან დამთხვევით აიხსნება. მაგალითად, მირონის დენა ობის ზოგიერთი სახეობით შეიძლება აიხსნას, რომლებიც ზეთისმაგვარ ნივთიერებებს გამოსცემენ განსხვავებული, ზოგჯერ სასიამოვნო არომატისაც კი. ყველა დაავადება განუკურნებელი როდია და ხშირად მათ განკურნება ახასიათებთ. წიგნში Science and the Paranormal დ-რი უილიამ ნოლენი ამტკიცებს, რომ «იმ პაციენტთა 80 პროცენტს, რომლებიც ექიმს მიმართავენ, ისეთი დაავადებები აწუხებთ, რომლებიც დროთა განმავლობაში თავისთავად რჩება». ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ სასწაულმოქმედს თავისუფლად შეუძლია გამოჯანმრთელების დამსახურება საკუთარ თავს მიაწეროს.


2. გაყალბებულია. ეს სრულიად დასაშვებია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სასწაულის შესახებ განცხადება თითქმის ყოველთვის მომლოცველთა მოდინების გარანტიას იძლევა. მაგალითად, გაზეთი The Herald იუწყებოდა სამი პირის შესახებ, რომლებიც თითქოსდა ერთმა ცნობილმა სასწაულმოქმედმა განკურნა. გაზეთი იტყობინებოდა: 
«ერთ ბავშვს ჯერ კიდევ არ ესმის და ვერ ლაპარაკობს; მეორე ბავშვი საერთოდ არ ყოფილა ყრუმუნჯი, და ყრუ ქალბატონს დღესაც არაფერი ესმის». 

და საერთოდ, მრავალი წლის განმავლობაში, სამედიცინო დარგის სპეციალისტებმა არაერთხელ გამოიკვლიეს მსგავსი განკურნებების შემთხვევები. ყველაფერი ამაოდ. ლონდონური გაზეთი «დეილი ტელეგრაფის» თანახმად, ერთმა დიდბრიტანელმა ექიმმა, რომელმაც ამ საკითხს 20 წელი მიუძღვნა, თქვა: 
«სენსაციური განცხადებები სასწაულებრივი განკურნებების შესახებ სამედიცინო თვალსაზრისით არცერთი ფაქტით არ დასტურდება».


3. ისინი ღვთისგანაა. ბიბლიაში იმის მრავალი მაგალითია ჩაწერილი, როდესაც განკურნებები ან სხვა სასწაულები ხდებოდა. ყველაზე ბევრი სასწაული იესო ქრისტემ მოახდინა. ასევე სასწაულებს ახდენდნენ ქრისტეს პირველი მიმდევრები. რამოდენიმე შემთხვევას მოვიყვან ბიბლიიდან ამასთან დაკავშირებით. 

მათეს 10:7,8-ში ჩაწერილია იესოს ინსტრუქტაჟი, რომელიც მისი მოწაფეებისადმია მიმართული: 
«იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო". განკურნეთ ავადმყოფები, აღადგინეთ მკვდრები, განწმინდეთ კეთროვნები, განდევნეთ დემონები. უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით». 

 ლუკას 6:19-ში შემდეგი რამაა ჩაწერილი: 
«მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა იესოს, რადგან მისგან ძალა გამოდიოდა და ყველას კურნავდა».
საქმეების 5:15,16-ში ნათქვამია: 
«ავადმყოფები მთავარ ქუჩებშიც კი მიჰყავდათ და აწვენდნენ საწოლებსა და საკაცეებზე, რომ ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა რომელიმე მათგანს. დიდძალი ხალხი მოდიოდა იერუსალიმის გარშემო მდებარე ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ ავადმყოფები და უწმინდური სულებით გაწამებულები, და ყველა იკურნებოდა».


4. ისინი ეშმაკისგანაა. ბიბლია იმაზეც საუბრობს, რომ სატანასაც გააჩნია ზებუნებრივი ქმედებების მოხდენის ძალა. აი, მაგალითად, რა არის ნათქვამი გამოსვლის 7:8—12-ში:

 "შევიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები. დააგდო აარონმა თავისი ჯოხი ფარაონისა და მისი მსახურების წინ და ჯოხი დიდ გველად გადაიქცა. ფარაონმაც მოუხმო თავის ბრძენკაცებსა და გრძნეულებს და იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტის გრძნეულმა ქურუმებმაც თავიანთი ჯადოქრობით. მათაც დაყარეს თავიანთი ჯოხები და ისინიც დიდ გველებად გადაიქცნენ, მაგრამ აარონის ჯოხმა გადაყლაპა მათი ჯოხები."
მათეს 24:24-ში ნათქვამია: 
«რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ დიდ ნიშნებსა და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ».
მათეს 7:15—23: 
«უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს. [...] ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!».


რა გვაქვს ჯამში? თუ დავუშვებთ კიდეც, რომ განცხადებები სენსაციური სასწაულების შესახებ მონაგონი არ არის და მართლა არსებობს ჩვენს დროში, მაშინ შეუძლებელია თვალში არ გვეცეს ის ფაქტი, რომ ის სასწაულები, რომელთა შესახებაც რელიგიები აცხადებენ, დღეს ძალიან განსხვავდება იმ სასწაულებისაგან, რომლებსაც ქრისტე და მისი მოწაფეები ახდენდნენ. და საუბარი მხოლოდ იმაზე როდია, რომ დღეს სასწაულებს ხშირად ანგარება უდევს სარჩულად, ბიბლიური "უსასყიდლოთ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით" ნაცვლად. აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. ყველა ადამიანი და ყველანაირი დაავადება იკურნებოდა! და დღეს ვინც მიმართავს დახმარებისთვის მკურნალებს ან ეკლესიაში ეძებენ განკურნებას, ყველა მათგანი თუ იკურნება? და იესოს ინსტრუქციის იმ ნაწილზე რა აზრის ხართ: "...აღადგინეთ მკვდრები..."? იესოს და მის მოწაფეებს პირველ საუკუნეში ამის გაკეთება შეეძლოთ. მაგრამ, დღეს, თუ რომელიმე ეკლესია დააანონსებს მკვდარი ადამიანის მკვდრეთით აღდგენას, იქ შეგიძლია არც კი წახვიდეთ. აშკარაა, რომ ამგვარი პერფორმანსი სამარცხვინოდ დასრულდება. გავიხსენოთ, რომ სასწაულების მოხდენის ძალას ასევე სატანაც ფლობს. და ზუსტადაც რომ მას არ აქვს იმის საკმარისი ძალა, რომ ღმერთს შეეჯიბროს.

ბოლოს მემგონი ის უნდა ითქვას, რომ ბიბლიის თანახმად სასწაულები არც უნდა იყოს იმის დადგენის კრიტერიუმი, სწორია რელიგია თუ არა. იოანეს 13:35-ში სრულიად განსხვავებული კრიტერიუმია მოცემული: 
«ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ». 
ასევე ზეცად ამაღლების წინ, იესომ თავის მოციქულებს უთხრა, რომ მათი უმთავრესი საქმე სასიხარულო ცნობის გავრცელება იქნებოდა და არა ადამიანების განკურნება (საქმეები 1:8; მათე 28:19,20) მათეს 24:14-ში ჩვენი დღეების შესახებ შემდეგი რამაა ნაწინასწარმეტყველები: 
"...ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული". 
თქვენ თუ იცით ისეთი რელიგია, რომელიც დედამიწის ყველა კუთხეში ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ დღეს?


---------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий