понедельник, 28 октября 2019 г.

დადგა "უკანასკნელი საათი" (1 იოანე 2:18)




"ჟამი" თუ "საათი"?
მოციქული პავლე განდგომილებაზე და იმის შესახებ «ვინც ახლა მას აკავებს»
«გზიდან... იქნება ჩამოცილებული» - ყველა მოციქულის სიკვდილი
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის "უკანასკნელი საათი"


მოციქულ იოანეს, თავისი პირველი წერილის 2:18-ში ძალიან საინტერესო მითითება აქვს:


«ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია» (1 იოანე 2:18, საპატრიარქოს გამოცემა).

საპატრიარქოს გამოცემაში, საიდანაც ეს სიტყვებია ციტირებული, ეს მუხლი ცოტა არაკორექტულადაა მოყვანილი. ბერძნული სიტყვა «ώρα» (სტრონგის ნომერი: 5610), რომელიც საპატრიარქოს გამოცემაში წარმოდგენილია როგორც «ჟამი», უმთავრესად ნიშნავს «საათს». ზუსტად ასეა ეს სიტყვა ნათარგმნი მრავალ სხვა ბიბიურ მუხლებში თუნდაც იმავე საპატრიარქოს თარგმანში. მაგალითად, მათეს 20:3,5,12; 24:36,50; 25:13; 26:40; 27:45,46… 






"ჟამი" თუ "საათი"?


ბიბლიის ყველა ქართულ თარგმანში, ახალი ქვეყნიერების თარგმანის გარდა, 1 იოანეს 2:18-ში სიტყვა ჟამი გამოიყენება. ბიბლიის მრავალ რუსულ თარგმანში გამოიყენება სიტყვა – «час».  


«Дети, настал последний час! Вы слышали, что должен прийти Антихрист. Так вот, теперь появилось уже много антихристов, из чего мы узнаем, что это последний час» (Перевод Российского Библейского Общества).

«Дети! Час последний близок. И, как вы слышали, что грядёт антихрист, так и множество антихристов уже появилось, из чего мы знаем, что последний час близок» (Современный перевод).

«Дети, настал последний час, и как вы слышали, что придёт антихрист, так уже сейчас появились антихристы в большом числе; из этого мы узнаём, что настал последний час» (Библия Германа Менге).

«Дети, последняя година есть. И якоже слышасте, яко антихрист грядет, и ныне антихристи мнози быша, от сего разумеваем, яко последний час есть» (Церковно-Славянская Библия Кирилла и Мефодия).

«Дети юные, настал последний час; и как вы слышали, что должен прийти антихрист, так даже теперь появилось много антихристов; отсюда мы узнаём, что настал последний час» (Восстановительный перевод).

«Дети, последний час: и как вы слышали, что Антихрист грядет, и теперь появилось много антихристов; отсюда и знаем, что последний час» (Перевод Епископа Кассиана).

«Дорогие дети мои! Час последний близок. И, как вы слышали, что придёт антихрист, так и множество антихристов уже появилось, из чего мы знаем, что последний час близок» (Перевод Международной Библейской лиги).

«Дети, последний час! И как вы услышали, что противник Помазанника приходит, и ныне противники Помазанника многие произошли, откуда узнаем, что – последний час» (Одинцов-Белинский - буквальный перевод Нового Завета).

ინგლისურენოვან ბიბლიათა უმრავლესობაში, რომელთა გადამოწმებაც მე მოვახერხე, 1 იოანეს 2:18-ში ასევე გამოიყენება სიტყვათაწყობა «უკანასკნელი საათი» ("last hour").

New International Version, New Living Translation, English Standard Version, Darby Bible Translation, English Revised Version, Berean Study Bible, Berean Literal Bible, New American Standard Bible, Christian Standard Bible, Contemporary English Version, Holman Christian Standard Bible, International Standard Version, American Standard Version, New American Standard 1977, NET Bible, Jubilee Bible 2000, Douay-Rheims Bible, Weymouth New Testament, Young's Literal Translation.

რამოდენიმე თარგმანში კი (მაგალითად, New Heart English Bible, World English Bible) სიტყვა «საათი» ("hour") მე-18 მუხლის ბოლო ნაწილშიც გამოიყენება.


ამგვარად, თუ ბერძნული სიტყვა «ώρα»-ს ძირითად მნიშვნელობას მივყვებით, მოციქული იოანე წერდა «უკანასკნელ საათზე», რომელიც უკვე დადგა (ან დგებოდა) იმ მომენტში, როდესაც ის თავის წერილს წერდა. აქედან გამომდინარე კითხვა ჩნდება: კონკრეტულად რას გულისხმობდა იოანე, როდესაც «უკანასკნელ საათზე» საუბრობდა? და «უკანასკნელი საათი», მოციქულის სიტყვების თანახმად, რატომ დადგა უკვე I საუკუნის ბოლოს? 

კომენტატორთა უმრავლესობა, როგორც წესი, იოანე მოციქულის სიტყვების ახსნას ქვეყნიერების გარკვეული ბოლო პერიოდის აზრით ცდილობს, რომელიც მოციქულთა დროიდან მოყოლებული გრძელდება (ანუ ახ.წ. I საუკუნიდან). თუმცა ასეთი საეჭვო განმარტება მხოლოდ დამატებით შეკითხვებს წარმოშობს. ნაკლებსავარაუდოა, რომ იოანეს ზემოდან შთაგონებით მისცემოდა დავალება, 2000 წლიანი დროის პერიოდისათვის «საათი» ეწოდებინა. მით უმეტეს, რომ ბიბლიაში მსგავსი მაგალითები არ არის. პირიქით, ბიბლია არაერთგზის იყენებს წესს, როდესაც ათას წელს აღწერს როგორც «დღეს», და არანაირად როგორც «საათს» (ფსალმუნები 89:5; 2 პეტრე 3:8). არადა იოანეს ამ წერილის დაწერიდან არა ერთი, არამედ ორი ათასი წელია გასული! საყურადღებოა, რომ იგივე ბერძნული სიტყვა «ώρα» გამოიყენება 1 თესალონიკელების 2:17-ში და ის თარგმნეს ფრაზით «ერთხანს» (სბს-სტოკჰოლმი 2001 - «მცირე ხნით», მცხეთური ხელნაწერი - «წუთერთ ჟამ»), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სიტყვა «საათის» აღქმის არალოგიკურობაზე, როგორც ერთგვარი ხანგრძლივი პერიოდის აღმნიშვნელისა. 


პასუხის პოვნა თავად მოციქული იოანეს სიტყვებშივე შეგვიძლია. უახლოესი კონტექსტი (1 იოანე 2:18-26) გვიჩვენებს, თუ კონკრეტულად რა წარმოადგენდა «უკანასკნელი საათის» ნიშანს. და აქედან შეგვიძლია იმის დასკვნის გაკეთება, თუ რას ნიშნავს ეს «უკანასკნელი საათი». მაშ ასე, იოანე წერს:


«18 ყრმანო, უკანასკნელი ჟამია და, როგორც მოისმინეთ, რომ მოდის ანტიქრისტე და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები, ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია.
19 ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.
20 თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.
21 იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი და ისიც, რომ ჭეშმარიტებისგან არავითარი სიცრუე არ არის.
22 ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი.
23 ყოველი,ვინც ძეს უარყოფს, არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს.
24 ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში.
25 ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა.
26 ეს მოგწერეთ თქვენს მაცთუნებელთა შესახებ».


როგორც მე-18 მუხლიდან ჩანს, «უკანასკნელი საათის» დადგომა ახ.წ. I საუკუნის ბოლოს უშუალოდ იმ მიზეზის გამო გახდა თვალნათელი, რომ «ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები». მაგრამ ვინ არიან «ანტიქრისტეები»? ბერძნული სიტყვა «αντίχριστος» აღნიშნავს იმას, ვინც ქრისტეს წინააღმდეგ გამოდის. ბიბლიაში ეს სიტყვა სულ რამოდენიმეჯერ გვხვდება და მხოლოდ იოანეს წერილებში (1 იოანე 2:18,22; 4:3; 2 იოანე 7). იქიდან გამომდინარე, თუ მოციქული იოანე როგორ აღწერს მათ, ვინც თავისი პოზიციით საკუთარ თავს «ანტიქრისტედ» ამჟღავნებს, ნათელი ხდება, რომ «ანტიქრისტე» – არის არა რაღაც მისტიკური პიროვნება, არამედ არიან ისინი, ვინც ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებებს განუდგებიან. თანაც, იოანეს მიერ მისი წერილის წერისას, ასეთი ადამიანები სულ უფრო ბევრი ჩნდებოდა. 

მე-19 მუხლი პირდაპირ ამაზე მიუთითებს, როდესაც ამბობს, რომ «ისინი (ანუ "ანტიქრისტეები") ჩვენგან გამოვიდნენ (ანუ ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეებისაგან)». 22-ე მუხლიც შეიცავს ანალოგიურ შეხსენებას და მას ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტების უარყოფასთან აკავშირებს. 26-ე მუხლში მოციქული კვლავ ხაზს უსვამს, თუ ვის გულისხმობდა, როდესაც ცოტა ზევით საუბრობდა «ანტიქრისტეების» გამოჩენაზე: «ეს მოგწერეთ თქვენს მაცთუნებელთა შესახებ». 

ახ.წ. I საუკუნის ბოლოს გამოჩენილი «ანტიქრისტეს» ზუსტად იგივე გაგება ჩანს იოანეს სხვა სიტყვებშიც:


«ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე სოფელშია» (1 იოანე 4:3).

«რადგან სოფელში შემოვიდა მრავალი მაცდური, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ესენი არიან მაცდურნი და ანტიქრისტე… ყველას, ვინც განზე გადის, მიდის და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არ ჰყავს ღმერთი. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც» (2 იოანე 7,9). 


ამგვარად, ჩვენს მიერ განხილული იოანე მოციქულის სიტყვებში საუბარია ქრიატეს ჭეშმარიტი სწავლებიდან განდგომილების შესახებ. ზუსტად ასეთ ადამიანებს უწოდებს ის «ანტიქრისტეებს». მათი გამრავლება გახდა იმის ნიშანი, რომ «უკანასკნელი საათი» დადგა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, «უკანასკნელი საათი» განდგომილების აყვავების დასაწყისს ნიშნავდა.




მოციქული პავლე განდგომილებაზე და იმის შესახებ «ვინც ახლა მას აკავებს»


უნდა აღინიშნოს, რომ ახალი აღთქმის წიგნებში მსგავსი გაფრთხილება ჯერ კიდევ იოანეს წერილის დაწერამდე იყო მოცემული. კერძოდ, ამის შესახებ არაერთხელ საუბრობდა პავლე მოციქული:


«ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს. თქვენს შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები.» (საქმეები 20:29,30. შეადარეთ იუდა 4).  

«არავინ შეგაცდინოთ არასგზის, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოვლინდება უკანონობის კაცი, დაღუპვის ძე. ის მოწინააღმდეგეა და საკუთარ თავს იმ ყველაფერზე მაღლა აყენებს, რაც "ღმერთად" ან თაყვანისცემის საგნად იწოდება, ღვთის ტაძარში ჯდება და თავი ღმერთად მოაქვს. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა იცით, რა აკავებს მას, სანამ გამოვლინდება თავის დროზე. ამ უკანონობის საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ ის, ვინც ახლა მას აკავებს, გზიდან არ იქნება ჩამოცილებული. მაშინ გამოვლინდება უკანონობის მოქმედი, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავისი ბაგის სულით და ბოლოს მოუღებს თავისი მოსვლის გამოცხადებით» (2 თესალონიკელები 2:3-8).

იოანეს მსგავსად, პავლე მოციქული სამოციქულო კრების წიაღში განდგომილების სწრაფ აყვავებაზე მიუთითებდა. იმის გამო, რომ მრავალი ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებდნენ სინამდვილეში «არ შეიყვარეს ჭეშმარიტება, რომ გადარჩენილიყვნენ»,  «მცდარმა მოქმედებამ გავლენა მოახდინა მათზე და ირწმუნეს სიცრუე» (2 თესალონიკელები 2:9-12). პრინციპში, ბიბლიის მრავალი განმმარტებელი და კომენტატორი იზიარებს ამ გაგებას. მაგალითად, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და ღვთისმეტყველი თეოფანე დაყუდებული შემდეგს წერს:


«ასე ესმით უკანონობის საიდუმლო ჩვენს ძველ საეკლესიო განმმარტებლებს. ნეტარი თეოდორიტე წერს: «ვფიქრობ, მოციქულმა ამით გამოჩენილ ერესებზე მიუთითა, რადგან მათი მეშვეობით ეშმაკს მრავალი მიჰყავს ჭეშმარიტებისაგან განდგომამდე. მათ კი უკანონობის საიდუმლო იმიტომ უწოდა, რომ მათში უკანონობების ქსელია დამალული. იმიტომაც უწოდა ანტიქრისტეს მოსვლას მოციქულმა გამოვლინება. იმიტომ რომ რასაც ყოველთვის საიდუმლოდ ამზადებდა, იმ დროს ღიად და თვალნათლივ გამოაცხადებს». იმავეს ამბობს ასევე წმინდა დამასკელი: «მოციქული უკანონობის საიდუმლოს უწოდებს ერეტიკოსების სწავლებებსა და მათ ცრუ დოგმებს. რადგან ისინი მას უძღვიან წინ, გზას უმზადებენ და ცდუნების დროს ამზადებენ. ერესები კი ქვეყნიერებაში მოციქულთა დროიდან შემოვიდა. მსგავსადვე საუბრობს სახარების დამწერი იოანე: როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი (1 იოანე 2:18), როდესაც ერეტიკოსებს შეაგონებს».

ამავდროულად, ზემოთ ციტირებულ პავლეს სიტყვებში ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვან საერთო მომენტს ვპოულობთ: როგორც 2 თესალონიკელების 2:7,8-ში, ასევე საქმეების 20:29-ში მოციქული ხაზს უსვამს, რომ განდგომილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს ძალას, როდესაც «წასვლა» («ჩამოცილება») მოხდება. პირველ შემთხვევაში თუ პავლე მოციქული ამბობს «ვინც ახლა მას აკავებს, გზიდან... იქნება ჩამოცილებული», მეორე შემთხვევაში ის პირდაპირ თავის სიკვდილზე საუბრობს (შეადარეთ 2 ტიმოთე 4:6). 

თუმცაღა, ბიბლიის განმმარტებლები იმის სხვადასხვაგვარი ახსნის შემოთავაზებას ცდილობდნენ, თუ კონკრეტულად ვის გულისხმობდა პავლე სიტყვებში «ვინც ახლა მას აკავებს». ერთ დროს ისეთი თვალსაზრისიც კი იყო პოპულარული, თითქოს ეს გამოთქმა რომის იმპერიას ეხებოდა, რაც, კერძოდ, სავსებით თანხმობაში მოდიოდა კონსტანტინესა და კონსტანტინეს შემდგომი პერიოდის «იმპერიული» ეკლესიის «ბიზანტიურ» დოგმატიკასთან. მიუხედავად ამისა, მსგავსი მოსაზრების ბიბლიის შუქში გატარება აუცილებლად აჩენდა თავის ნაკლოვანებებს, რომლებზე საუბარსაც აზრიც კი არ აქვს. 

არ უნდა ვიფიქროთ, რომ მითითება მასზე «ვინც ახლა მას აკავებს» ერთგვარ საიდუმლოს წარმოადგენს. როგორც მინიმუმ, თავად თესალონიკელებისათვის ეს სრულიადაც არ ყოფილა საიდუმლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პავლე წერილის იმავე ადგილას მათ სწერდა:


«ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს» (2 თესალონიკელები 2:5,6).

ამ სიტყვების თანახმად, თესალონიკელი ქრისტიანები ამ საკითხის საქმის კურსში იყვნენ. გარდა ამისა, თავად პავლეს წერილებში მრავალგზის ესმებოდა ხაზი, თუ ვისი ძალისხმევით ნარჩუნდებოდა სუფთა რწმენა პირველ ქრისტიანებში და თუ ვინ იცავდა მათ განდგომილებისაგან. იმავე 2 თესალონიკელების მე-2 თავში, მისი მოხსენიების შემდეგ «ვინც... აკავებს» განდგომილებას, მე-15 მუხლში პავლე ქრისტიანებს შეახსენებს, თუ რა ემსახურებოდა «უკანონობის კაცისაგან» მათ დაცვას მთელი ამ დროის განმავლობაში:
«მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით».

თესალონიკელი ქრისტიანები თავიდანვე მოციქულთა ქადაგების მეშვეობით იყვნენ ჭეშმარიტებში მიყვანილნი (2 თესალონიკელები 2:13,14). კრებას რწმენაში გაძლიერება იმ შემთხვევაში შეეძლო გაეგრძელებინა, თუ ზუსტად მიჰყვებოდნენ მოციქულთა «მითითებებს» (2 თესალონიკელები 2:15; 3:4,6,14). მიუხედავად იმისა, რომ პირადად იქ არ იყვნენ, მოციქულები სიყვარულით განაგრძობდნენ კრებებზე ზრუნვასა და ზედამხედველობას წერილებისა და მათთან გაგზავნილი პასუხისმგებელი ძმების საშუალებით (1 თესალონიკელები 3:2-10). 




რა თქმა უნდა, ეს პრინციპი მხოლოდ თესალონიკელი ქრისტიანებისათვის კი არ იყო აქტუალური, არამედ I საუკუნის ყველა დანარჩენი ქრისტიანული კრებებისთვისაც. მოციქულთა ხელმძღვანელობა, რომელიც ახალ აღთქმაში წარმოდგენილია როგორც «მოციქულებისგან... სწავლება», წარმოადგენდა ახლად ჩამოყალიბებული კრებების ფორმირებისა და სულიერი დაცვის უცილობელ პირობას (საქმეები 2:42). ყველა აქტუალურ სამსახურებრივ საკითხებში ბოლო სიტყვა ყოველთვის მოციქულებისა იყო (შეადარეთ 1 კორინთელები 5:3). და ეს სრულ თანხმობაში იყო ქრისტეს ნებასთან, რომელმაც მოციქულებს კრებების ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის განსაკუთრებული ძალაუფლება მისცა, როგორც ეს მისი სიტყვებიდან ჩანს:


«ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაში შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნით, ზეცაში გახსნილი იქნება» (მათე 18:18. შეადარეთ იოანე 20:23).
ანალოგიური სახით, როდესაც ქრისტიანული კრება საფრთხის წინაშე დადგა «ცრუ ძმების» მხრიდან, რამაც მაშტაბური გახლეჩის რეალური საფრთხე შექმნა, განდგომილებისაგან დამცველებად ზუსტად მოციქულები გამოვიდნენ (საქმეები 15:1,2). ამავდროულად, ადგილებზე ჭეშმარიტების შენარჩუნების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა მითითება «დაეცვათ დადგენილებები», რომლებსაც იერუსალიმის საბჭოში იღებდნენ. შედეგად «კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა» (საქმეები 16:4,5).

მაშ ასე, ახალი აღთქმა მიუთითებს მოციქულებზე, რომლებიც ქრისტეს მიერ არიან აღჭურვილნი ძალითა და ავტორიტეტით კრებაში, როგორც მათზე, ვისაც უნდა დაეცვა დედამიწაზე ღვთიური ჭეშმარიტება განდგომილების ზეგავლენისაგან. მთელი თავისი მსახურების მანძილზე, მოციქულები თავგამოდებით ასრულებდნენ ამ მნიშვნელოვან როლს. მიუხედავად იმისაც კი, რომ განდგომილების ზეგავლენა შესამჩნევი უკვე I საუკუნეში გახდა, მოციქულთა ხელმძღვანელობა უძლიერეს ფარს წარმოადგენდა იესოს ადრეული მოწაფეებისათვის. ყოველივე ეს იმ დასკვნამდე მისვლაში გვეხმარება, რომ მოციქული პავლეს მიერ ნახსენები «ვინც ახლა მას აკავებს», ასიმბოლოებდა მოციქულთა ერთიან ხელმძღვანელობას, რომელიც საშუალებას არ აძლევდა «უკანონობის საიდუმლოს» დროის იმ მომენტში სრული ძალით ემოქმედა (2 თესალონიკელები 2:7). მოცემული ბიბლიური ტექსტის თანახმად, განდგომილებას ძალების მოკრება უნდა დაეწყო მხოლოდ მაშინ, როდესაც «ვინც ახლა მას აკავებს, გზიდან... იქნება ჩამოცილებული». მაგრამ რას ნიშნავს ეს ფრაზა?




«გზიდან... იქნება ჩამოცილებული» - ყველა მოციქულის სიკვდილი


იმაზე საუბრისას «ვინც ახლა მას აკავებს, გზიდან... იქნება ჩამოცილებული», პავლე აშკარად იმ დროს გულისხმობდა, როდესაც ყველა მოციქული დაასრულებდა თავის მიწიერ გზას.  მაგრამ იმის რა საფუძვლები არსებობს, რომ ასე მივიჩნიოთ? როგორც უკვე ნათქვამი იყო, მოციქულმა პავლემ ამ აზრს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, როდესაც რომში გამგზავრებას აპირებდა, რათა კეისრის სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. ქრისტიან უხუცესებთან გამომშვიდობებისას, მოციქულმა თქვა:


«ვიცი, რომ ვერც ერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც სამეფოს შესახებ ვქადაგებდი, ჩემს სახეს ვეღარ იხილავს… ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენს შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები» (საქმეები 20:25,29,30). 

როგორც თესალონიკელების მიმართ მიწერილ მე-2 წერილში, პავლემ კვლავ მიუთითა მომავალ განდგომილებაზე, რომელიც ქრისტიანული კრების ლპობას დაიწყებდა როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. თანაც, ეს მას შემდეგ უნდა მომხდარიყო, როდესაც მოციქულები საბოლოოდ დატოვებდნენ ქრისტეს მოწაფეებს. მანამ, სანამ პავლე ცოცხალი რჩებოდა, მას შეეძლო კრების დაცვის გაგრძელება. კერძოდ, ეს იმ სიტყვებიდან ჩანს, რომლებიც ფილიპელთა მიმართ მიწერილ წერილშია ნათქვამი:


«ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა, ხოლო სიკვდილი — მონაგები. თუ ხორცში უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ეს ჩემი შრომის ნაყოფია - და მაინც, რის არჩევას ვაპირებ, არ ვამბობ. ეს ორი რამ მაწუხებს. მე კი გათავისუფლება და ქრისტესთან ყოფნა მსურს, რადგან ეს, რაღა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, მაგრამ ჩემი ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო» (ფილიპელები 1:21-24). 

პავლე აჩვენებს, რომ მანამ, სანამ ის ცოცხალი რჩება, მას შეუძლია თავისი «ნაყოფიერი შრომის» გაგრძელება ქრისტიანული კრების დასაცავად და სასარგებლოდ. ამ მიზეზის გამო წერს ის ფილიპელებს, რომ «ჩემი ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო» (მუხლები 24,25). 

მოციქულთაგან უკანასკნელი იოანე იყო. ის ახალი აღთქმის ხუთი წიგნის ავტორია და ყველა მათგანი მის მიერ I საუკუნის ბოლოს იქნა დაწერილი. იმ დროისთვის იოანე უკვე ხანდაზმული იყო. თუმცა სულ ბოლო მისი წერილიდანაც კი ჩანს, რომ მოციქული კვლავ აქტიურად იცავდა ჭეშმარიტების სიწმინდეს ქრისტიანულ კრებებში. მაგალითად, ის წერს ვიღაც დიოტრეფეზე, რომელიც ქრისტიანული ხელმძღვანელობისათვის წინააღმდეგობის გაწევის გზაზე დადგა:


«ამიტომ, თუ მოვალ, გავიხსენებ მის საქმეებს, რომლებსაც კვლავაც აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ ავრცელებს ჩვენზე. თან ამასაც არ სჯერდება: არც თვითონ იღებს ძმებს პატივისცემით და იმასაც კი ცდილობს, ხელი შეუშალოს მათი მიღების მსურველებს და კრებიდან გააძევოს ისინი» (3 იოანე 10).

მოცემული მონაკვეთი ნათლად აჩვენებს მოციქულთა როლის მნიშვნელობას კრებებში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრისა და  განდგომილების ტენდენციებისათვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეში. მოციქულის პირადად ჩასვლას და მის მიერ I საუკუნის ბოლოს მიცემულ შეგონებას ჯერ კიდევ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა «სამოციქულო კრებაში». თუმცა, იოანეს სიცოცხლე დასასრულს უახლოვდებოდა. და ზუსტად ამ დროს წერს მოციქული იმ სიტყვებს, რომლებიც ჩვენი სტატიის დასაწყისში იყო მოყვანილი:


««ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩვენგანნი, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ გამოვიდნენ, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.» (1 იოანე 2:18, 19; საპატრიარქოს გამოცემა).
მაშ ასე, მოციქული იოანე თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე წერს «უკანასკნელი საათის» დადგომის შესახებ. თანაც, ასეთი განაცხადის საფუძველი, თავად მოციქულის სიტყვების თანახმად, წარმოადგენს I საუკუნის ბოლოს «მრავალი ანტიქრისტეს», ანუ ჭეშმარიტებიდან განდგომილების გამოჩენის ფაქტს. ასეთ შემთხვევაში რას ნიშნავდა «უკანასკნელი საათი»? რისი «უკანასკნელი საათი» იყო ეს?




ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის "უკანასკნელი საათი"


როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, მრავალი ბიბლიის კომენტატორი I საუკუნის ბოლოს «უკანასკნელი საათის» შესახებ იოანეს სიტყვების ახსნას, ცდილობს ერთგავი დროის პერიოდის გაგებით, რომელიც წმინდა წერილში არაერთხელ მოხსენიებული «ბოლო დროის» თანაფარდია. თუმცა, ჩვენ უკვე განვიხილეთ ასეთი ახსნის აშკარა შეუმდგარობა, რაც თავად წმინდა წერილის შუქში გადამოწმების შედეგად ვლინდება. რა თქმა უნდა, ბიბლიაში მრავალ მუხლს ვხვდებით წინასწარმეტყველური მითითებით «ბოლო დღეების», «ბოლო დროის» პერიოდზე. თუმცა ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ «დროის» («პერიოდის», «ჟამის») გაგება ახალ აღთქმაში ძირითადად წარმოდგენილია სიტყვით «καιρω̣» (სტრონგის ნომერი: 2540). ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენება მარკოზის 13:33-ში; ლუკას 12:56; 21:24-ში; 1 ტიმოთეს 4:1-ში; 2 ტიმოთეს 3:1; 4:3-ში; 1 პეტრეს 1:5-ში და სხვა. ასევე «დროის» აზრი გადმოიცემა ბერძნული სიტყვით «χρόνου» (სტრონგის ნომერი: 5550). ის მოცემულია ისეთ ბიბლიურ მუხლებში, როგორებიცაა საქმეების 1:6,7; 3:21; 17:30; 1 პეტრეს 1:20; იუდას 1:18 და სხვა. 

ხოლო რაც შეეხება ფრაზას «უკანასკნელი საათი» («εσχάτη ώρα»), ის განსაკუთრებულ პერიოდთან მიმართებით მხოლოდ იოანესთან გამოიყენება. მაშ ასე, უშუალოდ რას გულისხმობდა იოანე, როდესაც «უკანასკნელ საათზე» საუბრობდა? თუ «უკანასკნელ დღეებზე» მითითება ძირითადად შორეული დროის პერიოდს შეეხება, ღვთის მომავალი სასამართლოს წინა პერიოდს, მაშინ «უკანასკნელი საათი», მოციქულის სიტყვებით, უკვე პირველივე საუკუნეში რატომ დადგა? 

სანამ ამ შეკითხვაზე საბოლოო პასუხს გავცემდეთ, კარგი იქნებოდა ყურადღება მიგვექცია მოციქული პავლეს სიტყვებისთვის, რომელიც 1 კორინთელების 4:9-შია ჩაწერილი, სადაც ის მოციქულების მომავალზე საუბრობს:


«რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულები, ღმერთმა უკანასკნელად შეგვრაცხა, როგორც სიკვდილმისჯილნი; ვინაიდან სანახაობად ვიქეცით წუთისოფლისთვის, ანგელოზებისთვის და ადამიანთათვის» (ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015).

«რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანასკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა» (მცხეთური ხელნაწერი - გ. მთაწმინდელი).

მოციქულებზე საუბრისას, პავლე მათზე ისე საუბრობს, როგორც «უკანასკნელებზე» («εσχάτους»), იმავე სიტყვის გამოყენებით, რომელიც მოციქული იოანეს მიერ გამოყენებულის იდენტურია, როდესაც ის «უკანასკნელი საათის» დადგომაზე საუბრობდა. ამ გამოთქმის პირდაპირი მნიშვნელობაა «ბოლო», «უკიდურესი», «უკანასკნელი» (სტრონგის ნომერი: 2078). კორინთოელი ქრისტიანებისთვის კარგად გასაგები იყო ის ანალოგია, რომელიც მოციქულმა პავლემ გამოიყენა ამ მუხლში. კორინთოში იმ მომენტისთვის ორი თეატრი მოქმედებდა, რომელთაგან ერთერთიც დაახლოებით 18 ათას მაყურებელს იტევდა. ისევე როგორც რომში, კორინთოს თეატრის არენებზეც გლადიატორთა და გარეულ მხეცებთან ბრძოლები იმართებოდა. ყველაზე სანახაობრივი ამ სისხლიანი წარმოდგენის ფინალური ნაწილი იყო, როდესაც არენაზე მაყურებელთა თვალწინ გამოჰყავდათ სასჯელმისჯილები, რომლებსაც შემდგომ სიკვდილი ელოდათ ან მახვილით ან გარეული მხეცების ეშვებით. ასეთი სასჯელმისჯილების სიკვდილი გარდაუვალი იყო. 

საგულისხმო ისაა, რომ პავლე მოცემულ მუხლში მოიხსენიებს არა საერთოდ ყველა ქრისტიანს, არამედ კონკრეტულად მოციქულებს და ისინი ერთგვარ «უკანასკნელ» მსხვერპლებთან გააიგივა. რა თქმა უნდა, ქრისტიანები მოციქულების შემდგომ ასწლეულების განმავლობაშიც იხოცებოდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, პავლე უშუალოდ მოციქულების სიკვდილზე საუბრობს, როგორც «უკანასკნელებზე». ეს მოციქულთა ეპოქის დასრულების განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. «მოციქულები სცენაზე იქნენ გამოყვანილნი დიდებული ფინალისთვის» («ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის ახალი ლინგვისტური და ეგზეგეტიკური გასაღები»). და რას ნიშნავდა ეს ფინალი?

მოციქულების სიკვდილთან ერთად დგებოდა «უკანასკნელი საათი», რომლის შესახებაც 1 იოანეს 2:18-შია საუბარი. და ეს «საათი» იყო პირდაპირ დაკავშირებული განდგომილების დადგომასთან (საქმეები 20:29,30; 2 თესალონიკელები 2:3-8). ბიბლიური მითითებების ყურადღებით გამოკვლევის შემდეგ, ნათელი ხდება, რომ ეს «საათი» შეუძლებელია «უკანასკნელი» ყოფილიყო განდგომილებისათვის, რადგან ის, პირიქით, ჯერ კიდევ იწყებდა ძალების მოკრებას. ასევე ეს «საათი» ვერ ჩაითვლებოდა «უკანასკნელად» გარშემომყოფი ცოდვილი ქვეყნიერებისათვის – მას ჯერ კიდევ ორი ათასი წლის არსებობა ელოდა წინ, ანუ მთელი ორი წინასწარმეტყველური «დღე» (ფსალმუნები 89:5; 2 პეტრე 3:8). ასევე «უკანასკნელი საათი» ვერ შეეხებოდა იუდაურ სისტემასაც, იმიტომ რომ ის აგერ უკვე თითქმის 30 წელი იყო, რაც რომაელების მიერ იქნა განადგურებელი.




მხოლოდ ერთი დასკვნაა ცხადი: ჯერ კიდევ ცოცხალი უკანასკნელი მოციქული, რომელიც თავის მოახლოებულ მალ აღსასრულს აცნობიერებდა და განდგომილების გარდაუვალ აყვავებას ხედავდა, საუბრობდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამასრულებელი, «უკანასკველი საათის» შესახებ. უკვე ძალიან მალე, ქრისტიანთა ახალი თაობა დამახინჯებული სწავლებების ზეგავლენას დაექვემდებარება, ჭეშმარიტების თანდათან გაძლიერებულ ტრანსფორმაციას, რაც აუცილებლად აისახება როგორც დოქტრინალურ შეხედულებებზე, ასევე შიდა ღვთისმსახურების პრაქტიკაზე. მოციქულების ადგილს ისინი დაიკავებენ, რომელთა ავტორიტეტიც ბევრ რამეში დაეყრდნობა რომელიღაც «მემკვიდრეობითობას», რის შესახებაც ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ მოციქული პავლე იძლეოდა გაფრთხილებას (შეადარეთ 1 კორინთელები 1:11-13; 3:4,21; 2 კორინთელები 11:5, 13-15; გამოცხადება 2:2). წინანდებური მოციქულთა ხელმძღვანელობის არარსებობის მიზეზით, მსხვილ ადგოლობრივ ეკლესიებს შორის მეტოქეობა დაიწყება იმის გამო, თუ ვინ უფრო ავტორიტეტული უნდა იყოს (რომი, ალექსანდრია, ანტიოქია, კორინთო, ეფესო და სხვა). ახალაღთქმისეული პრინციპისაგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც მმართველობა მოციქულებისა და უხუცესების საბჭოს მიერ ხორციელდებოდა, მეთაურობა ერთი ადამიანის ხელში გადავიდა – ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსის (საქმეები 15:2,6; 16:4,5).

საეკლესიო შეხედულებებსა და პრაქტიკაში ძირეულმა ცვლილებებმა უკვე ახ.წ. II საუკუნიდან იწყო გამოჩენა. ზუსტად ამ დროს მოხდა ძველი აღთქმის ბერძნული ტექსტის რედაქტირება (სეპტუაგინტა), რომლის შედეგადაც წაშლილი იქნა არა მხოლოდ ტეტრაგრამატონი (ღვთის სახელი – იეჰოვა), არამედ ასევე შემოღებული იქნა ე.წ. «წმინდა შემოკლებები» («ნომინა საკრა»), რომელიც ღვთისა და მის ძის მიმართ იქნა გამოყენებული. მორიგი ანტისემიტური განწყობილებების გამო, რომის იმპერიაში ეკლესიის ხელმძღვანელები შეეცადნენ მაქსიმალური დისტანცირება მოეხდინათ ყველაფერ იმასთან, რასაც ისინი იუდაიზმთან შეიძლება დაეკავშირებინა. კერძოდ, ამან გამოიწვია უფლის სერობის აღნიშვნის ბიბლიურ წესზე უარის თქმა, რომელიც ებრაულ პასექს ემთხვევა (14 ნისანი), და საკუთარი წესის დადგენა, ე.წ. «ქრისტიანული კალენდრის».

ცვლილებები განიცადა ასევე ქრისტიანთა ესქატოლოგიურმა შეხედულებებმაც. მაგალითად, ადრეული ეკლესიისათვის დამახასიათებელი იყო იმის მოლოდინი, რომ ქრისტეს ათასწლიანი სამეფო დადგებოდა დედამიწაზე. თუმცა შემდგომ ეკლესიამ ძირითადად უარი თქვა ამ სწავლებაზე და «ხილიაზმი» («მილენარიზმი») ერესად გამოაცხადა. ამის საპირისპიროდ, პოპულარობის მოკრებვა დაიწყო თვალსაზრისმა, თითქოს ღვთის სამეფო უკვე მეფობს დედამიწაზე პოლიტიკური სახელმწიფოებისა და მათი მმართველების სახით. 

ეკლესიებმა მოუქცეველი ხალხით დაიწყო გავსება, რომლებიც საკუთარი ცოდვების მონანიების გამოვლენის გარეშე იყვნენ მზად საკუთარ თავზე ქრისტიანული მოწაფეობის ტვირთი აეღოთ. უმეტესად ამ მიზეზით დაიწყო ეკლესიამ წარმართული წარმოდგენების, ტრადიციებისა და პრაქტიკის მიღება და საკუთარ თავზე მორგება, რომლებიც კარგად ცნობილი და ძვირფასი იყო გუშინდელი წარმართებისათვის. ეკლესიის პოლიტიკასთან შერწყმა, ომების კურთხევა და მათში პირდაპირი მონაწილეობის მიღება, საეკლესიო წეს-ჩვეულებების კომერციული მიზნებისათვის გამოყენება, თემის წევრების დაყოფა სასულიეროებად და მრევლად… ეს და მრავალი სხვა რამ იქცა მათი მომავალი თაობების სამწუხარო რეალობად, ვინც საკუთარ თავს «ქრისტიანებს» უწოდებდნენ. ასე შესრულდა ის, რაც მოციქული პავლეს მიერ იყო ნათქვამი:


«შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები» (საქმეები 20:29,30).

«რადგან ის დღე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოვლინდება უკანონობის კაცი, დაღუპვის ძე. ის მოწინააღმდეგეა და საკუთარ თავს იმ ყველაფერზე მაღლა აყენებს, რაც "ღმერთად" ან თაყვანისცემის საგნად იწოდება, ღვთის ტაძარში ჯდება და ტავი ღმერთად მოაქვს… და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით მათთვის, ვინც დაღუპვას იღებს საზღაურად, რადგან არ შეიყვარეს ჭეშმარიტება, რომ გადარჩენილიყვნენ. ამიტომ ღმერთი უშვებს, რომ მცდარმა მოქმედებამ გავლენა მოახდინოს მათზე და ირწმუნონ სიცრუე, რათა ყველანი გასამართლდნენ, რადგან არ ირწმუნეს ჭეშმარიტება და სიამოვნებდათ უმართლობა» (2 თესალონიკელები 2:3,4,10-12).

და ზუსტად ამ მოახლოებული რეალობის შესახებ წერდა მოციქული იოანე, როდესაც «უკანასკნელი საათის» დადგომის შესახებ საუბრობდა (1 იოანე 2:18). მისი მეშვეობით ღმერთი სულიერი წყვდიადის მომავალი პერიოდის შესახებ წინასწარმეტყველებდა, როდესაც ჭეშმარიტება შელახული უნდა ყოფილიყო, ისინი კი, ვინც მის დაცვას შეეცდებოდნენ – დევნილი (იოანე 16:1,2; 2 ტიმოთე 3:12,13; 4:3,4). ბიბლიის თანახმად, ჭეშმარიტების გაგება მომავალში უნდა «გამრავლებულიყო», «ბოლო დროის» პერიოდში (დანიელი 12:4,9). ეს კი ის დროა, რომელში ცხოვრების პატივიც ჩვენ გვაქვს!

------------------------------------------------------------


ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий