воскресенье, 20 октября 2019 г.

შეიძლება თუ არა იეჰოვას მოწმე მართლმადიდებელი იყოს?



         შესაძლოა, შეკითხვის ასეთმა ფორმამ გაუგებრობები გამოიწვიოს და სრულიად უსაფუძვლო ჩანდეს იმის გამო, რომ მასში შეუთავსებელი გაგებებია მოყვანილი. თუმცა მოდით მაინც ვცადოთ გარკვევა.


         ასეთი კითხვის დასმის მიზეზი გახდა სტატია, რომელიც გამოქვეყნდა საიტზე «მართლმადიდებლობა და მსოფლიო» (www.pravmir.ru) 21.12.2011  სახელწოდებით «სექტანტობა მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში» [1]. მოცემული სტატია – გახლავთ მასალა არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელის (შახოვსკი) გამოცემიდან. რჩეული. თხზულებების ნაკრები ორ ტომად. ტომი 1. 1999 წ. არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი (დიმიტრი ალექსანდრეს-ძე შახოვსკი) გასულ ასწლეულში ცხოვრობდა (დაიბადა 1902 წელს).

        ეხლავე მინდა ავღნიშნო, რომ, დ.ა. შახოვსკის ზოგიერთი მოსაზრებების გაცნობის შემდეგ, რომლებიც მოხსენიებულ საიტზეა გამოქვეყნებული, მე ამ ადამიანის, მართლმადიდებელი მღვდელმსახურის, მიმართ სიმპათიის გრძნობა გამიჩნდა. და რას წერს დ.ა. შახოვსკი თავის ნაწარმოებებში?


        აი ერთ-ერთი მონაკვეთი: «შეცდომაა ვიფიქროთ, რომ ყველა მართლმადიდებელი სინამდვილეში სექტანტი არ არის და ყველა სექტანტი სინამდვილეში მართლმადიდებელი არ არის. ვისაც მართლმადიდებელი ჰქვია ყველა როდია სულითაც ასეთი და ვისაც სექტანტი ჰქვია ყველა როდია სულით ასეთი, განსაკუთრებით დღეს შეიძლება შეხვდე «მართლმადიდებელს» — რომელიც ნამდვილი სექტანტია თავისი სულით: ფანატიკოსი, უსიყვარულო, რაციონალურად ვიწრო, ადამიანურ თვალსაზრისზე გაჯიუტებული, რომელსაც სულიერი კი არ სშია და ღვთის სიმართლე კი არ სწყურია, არამედ საკუთარი სიამაყენარევი სიმართლითაა გამაძღარი და მკაცრად განიკითხავს ადამიანს ამ თავისი ამაო სიმართლის მწვერვალიდან — რომელიც გარეგნულად დოგმატურად სწორია, მაგრამ სულში შობას ჩამოშორებულია. და, პირიქით, შეიძლება შეხვდე სექტანტს, რომელსაც აშკარად არ ესმოდეს სულში და ჭეშმარიტებაში მართლმადიდებლური ღვთისმსახურების აზრი, რომელიც არ აღიარებდეს ეკლესიის ამა თუ იმ ჭეშმარიტების გამოვლინებას, თუმცა სინამდვილეში საკუთარ თავში ძალიან ბევრი ღვთაებრივი ჭეშმარიტებების მქონეს, ქრისტეში ნამდვილი სიყვარულის პატრონსა და ადამიანების მიმართ ნამდვილი ძმური სიყვარულის მქონეს».

        შეიძლება თუ არა რომელიმე იეჰოვას მოწმე მოვიხსენიოთ ისე, როგორც «საკუთარ თავში ძალიან ბევრი ღვთაებრივი ჭეშმარიტებების მქონე, ქრისტეში ნამდვილი სიყვარულის პატრონი და ადამიანების მიმართ ნამდვილი ძმური სიყვარულის მქონე»? და რატომაც არა? ვინ უარყოფს იმას, რომ ეს შესაძლებელია? რადგან მხოლოდ ღმერთმა იცის გული, ანუ ადამიანის ნამდვილი არსი. შესაბამისად, იეჰოვას მოწმე შეიძლება მართლმადიდებელი იყოს.

       შემდგომ სტატიაში ვკითხულობთ: «განსხვავებული რწმენის მქონე ქრისტიანებს შორის ბევრია ისეთი, ვინც მართლმადიდებლურ ჭეშმარიტებაში ცხოვრობს — საკუთარი სულით. არიან სექტანტები, რომლებიც ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში გაცილებით მეტად არიან ანთებულნი, ვიდრე ზოგიერთი მართლმადიდებელი, და ზუსტად ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით ანთების ეს სულია ჭეშმარიტი ცხოვრებისეული მართლმადიდებლობის ნიშანი. ვისაც ის არ გააჩნია მართლმადიდებელთა შორის, ის არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, და ვისაც ის არამართლმადიდებელთა შორის აქვს, ის ჭეშმარიტად მართლმადიდებელია».

       და ამასთან დაკავშირებითაც შეკითხვა: შეიძლება თუ არა იეჰოვას მოწმეს ჰქონდეს «ღვთისა და მოყვასისადმი ანთებული სიყვარულის სული»? წინა შეკითხვის პასუხს გავიმეორებთ: და რატომაც არა? ვინ უარყოფს იმას, რომ ეს შესაძლებელია? რადგან მხოლოდ ღმერთმა იცის გული, ანუ ადამიანის ნამდვილი არსი. შესაბამისად, იეჰოვას მოწმე შეიძლება მართლმადიდებელი იყოს.

       ანუ იეჰოვას მოწმე, რომელიც მართლმადიდებლობის თვალსაზრისით «სექტანტია», შეიძლება მართლმადიდებლად ჩაითვალოს იმ კრიტერიუმების თანახმად, რომლებიც დ.ა. შახოვსკიმ ჩამოაყალიბა. გავბედავ და ვივარაუდებ (ასეთი ვარაუდისთვის სტატიის ავტორს საკმარისი საფუძველი აქვს), რომ, ყველა მართლმადიდებელი როდია მზად დ.ა. შახოვსკის თვალსაზრისის გასაზიარებლად, მის მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი «სექტანტის» მართლმადიდებლად მიჩნევასთან დაკავშირებით. და აქ საუბარი მხოლოდ ისეთ ანთებულ «სექტებთან მებრძოლებზე» როდია, როგორებიც ა. დვორკინი, მღვდელი ო. სტენიაევი და სხვები არიან, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის საკმაოდ შემწყნარებელი კლერიკებისა და ეკლესიური მრევლის შესახებ. 

        თითქოსდა სტატიის თავში მოცემული შეკითხვის პასუხი მიღებულია. მაგრამ, როგორც ამბობენ, არსებობს კიდევ ერთი «მაგრამ». ამასთან დაკავშირებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორი სახით უსვამს ხაზს დ.ა. შახოვსკი, მართლმადიდებლების მხრიდან  «სექტანტების» მიმართ შემწყნარებლობის გამოვლენის აუცილებლობას«სექტანტი, რომელსაც სწამს წმინდა სამების, სულიერად დაბადების აუცილებლობის, ნათლისღებისადმი გააზრებული დამოკიდებულების აუცილებლობის, იმის აუცილებლობის, რომ მორწმუნეებს კი არ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი რწმენისა გულგრილების გარემოცვაში ყოფნისას, არამედ ის ყველას წინაშე უნდა აღიარონ, სწამს წმინდა წერილის ყოველი სიტყვის და ამ რწმენისადმი ერთგულების გამო ზედმეტად მიიჩნევს 1900 წლის განმავლობაში, ეკლესიაში წმინდა სულის გამოცხადებების ყველა სხვა გამოვლინებას (გამოცხადებების, რომლებიც კი არ ეწინააღმდეგება, არამედ განმარტავს სახარებებში დაფარულს) — განა ეს სექტანტი ჩვენი, მართლმადიდებლების მიერ, ბოროტად განდევნილი უნდა იქნას?».

      ციტირებული სიტყვების ავტორის შემწყნარებლობა, ჩემი თვალსაზრისით, შეუძლებელია პატივისცემას არ იმსახურებდეს – აი რატომ განვეწყე ამ ადამიანის მიმართ, როგორც უკვე ავღნიშნე, სიმპათიით. 

      თუმცა მოდით ვცადოთ დაწერილს სუფთა ფორმალური თვალსაზრისით შევხედოთ. როგორ შეიძლება, იმ «სექტანტისგან», რომლის მიმართაც შემწყნარებლობა უნდა გამოვლინდეს, გარდა იმისა, რომ «სწამს წმინდა წერილის ყოველი სიტყვის», «კი არ რცხვენია საკუთარი რწმენის … არამედ ყველას წინაშე აღიარებს მას», იმის მოთხოვნაც, რომ «წმინდა სამების» სწამდეს. აქ კი შეუძლებელია შეკითხვა არ დაიბადოს: იმ შემთხვევაში რა ვქნათ, თუ «სექტანტი», რომელსაც «სწამს წმინდა წერილის ყოველი სიტყვის», მასში ვერ ხედავს «წმინდა სამების» რწმენის საფუძველს?  ნუთუ ასეთ შემთხვევაში ასეთ «სექტანტს» შეიძლება უარი ეთქვას იმაში, რომ მართლმადიდებლად ჩაითვალოს იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც დ.ა. შახოვსკიმ ჩამოაყალიბა?

       ყოველივე ეს, როგორც ჩანს, სამების დოგმატის მნიშვნელოვნების უმაღლეს დონეზე მიუთითებს მართლმადიდებლურ გაგებაში.

       და მართლაც, საიტი «მართლმადიდებლური რწმენის» (www.verapravoslavnaya.ru) თანახმად, «სამების დოგმატი – ქრისტიანობის ძირითადი დოგმატია» [2].

       ხოლო აი რას წერს ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ვ. ლოსსკი თავის წიგნში «აღმოსავლეთის ეკლესიის მისტიკური ღვთისმეტყველების ნარკვევი»: «მართლმადიდებელი ეკლესიისათვის წმინდა სამება – ყოველგვარი რელიგიური აზრის, ყოველგვარი ღვთისმოსაობის, ყოველგვარი სულიერი ცხოვრების, ყოველგვარი სულიერი გამოცდილების ურყევი საფუძველია … სამებისა და ჯოჯოხეთის გარდა – არ არსებობს სხვა განსხვავებული არჩევანი» [3]. 

       აი თურმე რამხელა ყოფილა ამ დოგმატის მნიშვნელოვნება! ანუ არა მხოლოდ ათეისტები და აგნოსტიკოსები იმსახურებენ ჯოჯოხეთს (ღვთის უარყოფის ან შემოქმედის არსებობის იდეის მიუღებლობის გაგებით), არამედ ასევე მილიარდობით სხვა რწმენის მქონე ადამიანებიც: მუსულმანები, ინდუისტები, ბუდისტები, იუდეველები, სინტოისტები და ა.შ., და ასევე ის ქრისტიანებიც, რომლებიც არ აღიარებენ სამების დოგმატს (უნიტარები, ქრისტოდელფიანები და სხვა.).

       მინდა იმედი მქონდეს, რომ ყველა მართლმადიდებელი მორწმუნე არ იზიარებს მოხსენიებული ღვთისმეტყველის თვალსაზრისს. უკიდერეს შემთხვევაში, მოცემული სტატიის ავტორის შემწყნარებლობა საშუალებას გვაძლევს მიგვაჩნდეს, რომ საეჭვოა მას მხარი დაეჭირა ამ შეხედულებისათვის.

      ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, მკითხველს საშუალებას ვაძლევთ თავად უპასუხოს სტატიის სათაურში მოცემულ შეკითხვას.



წყაროების სია:

         1. http://www.pravmir.ru/sektantstvo-v-pravoslavii-i/.
         2. http://www.verapravoslavnaya.ru/?Troica_Svyataya
         3. В. Лосский. Очерк мистического богословия Восточной церкви / В кн. «Мистическое богословие». – Киев: Издательство христианской благотворительно-просветительской ассоциации “Путь к жизни”, 1991. – с. 137.


   იგორ ლისენკო (igor.v.lysenko@gmail.com)

-------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий