пятница, 11 октября 2019 г.

რა მნიშვნელობა აქვს?



ეს ფრაზა ხშირად მათ ესმით, ვინც თავისთვის გადაწყვიტა, რომ არ აღნიშნოს საყოველთაოდ მიღებული დღესასწაულები მათი უსანდომო წარმომავლობის გამო. ეს ეხება ისეთ რელიგიურ დღესასწაულებს, მაგალითად, როგორებიცაა შობა ან აღდგომა. ეს ასევე ეხება იმ დღესასწაულებსაც, რომლებსაც ტრადიციულად რელიგიურებად არ აღიქვავენ, მაგალითად, ახალი წელი.

და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, განა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს დღესასწაულს?



სიტუაცია წარმოვიდგინოთ:
რომელიღაც ქვეყანაში, ძალაუფლებით აღჭურვილი პირები ადოლფ ჰიტლერს ძალიან დიდ პატივს სცემენ, მათთვის ის გმირია და ა.შ. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ სახელმწიფო დღესასწაულის სახით — მისი დაბადების დღე — 20 აპრილი დანიშნონ. თუმცა, რადგან ესმით, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეს იდეა საერთოდ არ მოეწონება, ეს ჯგუფი წყვეტს, რომ ჰიტლერის დაბადების დღე «შენიღბოს», მაგალითად როგორც «საყოველთაო სიხარულის დღედ», რათა ყველასათვის ადვილი იყოს მისი მიღება. ხალხი მზადყოფნით იღებს ამ დღესასწაულს და მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნავს. ხალხისთვის ის «შინაური», საოჯახო დღესასწაული ხდება. თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ ის ფაქტი აშკარავდება, რომ ეს ზეიმი ადოლფ ჰიტლერის საპატივცემულოდ იყო ჩაფიქრებული და მისი აღნიშვნის თარიღი, რეალურად ჰიტლერის დაბადების დღეა და ა.შ. აქვს თუ არა მნიშვნელობა მოცემულ შემთხვევაში დღესასწაულის წარმომავლობას? დღესასწაულს ხომ სიხარული მოაქვს ხალხისთვის, ის ხომ ოჯახებს კრებს ერთად?... გონიერ ადამიანებში დღესასწაულის წარმომავლობის ამგვარი ფაქტების გამოაშკარავება, აღშფოთებასა და გაუცხოებას გამოიწვევდა. მოაზროვნე ადამიანები უარს იტყოდნენ ამგვარ დღესასწაულზე.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მსგავსი სქემა მუშაობს დღეს პოპულარული დღესასწაულების უმრავლესობის შემთხვევაში. ხალხი ამ დღესასწაულებს შეეჩვია, ისინი «კულტურის» ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობის წარმომავლობა უკეთესი როდია. თუმცა მოყვანილ მაგალითზე დაფიქრებისას, შეგვიძლია ის განვსაზღვროთ: «აქვს რაიმე მნიშვნელობა იმას, თუ როგორი წარმომავლობა აქვს იმ დღესასწაულს, რომელსაც მე ავღნიშნავ? სინამდვილეში ვის მივაგებ პატივს მისი აღნიშვნისას?»

თურმე, მნიშვნელობა აქვს.

------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий