вторник, 8 октября 2019 г.

სად იქნა წაყვანილი ელია?



«როცა მიდიოდნენ [ელია და ელისე] და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი» (4 მეფეები 2:11; [საპატრიარქოს გამოცემა]).

რა იგულისხმება ამ შემთხვევაში სიტყვა «ცაში»? ხანდახან ეს სიტყვა გამოიყენება ღვთისა და მისი ანგელოზების სულიერი "სამყოფელი" ადგილის აღსანიშნავად (მათე 6:9; 18:10). სიტყვა «ცა» ასევე შეიძლება ნიშნავდეს ფიზიკურ სამყაროს (მეორე რჯული 4:19). და, გარდა ამისა, ეს სიტყვა ბიბლიაში დედამიწის ატმოსფეროს აღსანიშნავადაც გამოიყენება, სადაც ფრინველები დაფრინავენ და ქარი უბერავს (ფსალმუნები 77:26; მათე 6:26).

ამ ცებიდან რომელში ავიდა წინასწარმეტყველი ელია? როგორც ჩანს, ის ჰაერით იქნა გადაყვანილი დედამიწის სხვა ნაწილში. წლების გასვლის შემდეგ ელია ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდა, იმიტომ რომ მან წერილი მისწერა იეჰორამს (იორამს), იუდას მეფეს (2 ნეშტთა 21:1, 12—15).




ის, რომ ელია ღვთის სულიერ სამყოფელში არ ყოფილა აყვანილი, მოგვიანებით იესო ქრისტემ დაადასტურა, როდესაც თქვა: «არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა» , ანუ თავად იესოს გარდა (იოანე 3:13).

გზა ზეციური ცხოვრებისაკენ არასრულყოფილი ადამიანებისათვის მხოლოდ იესო ქრისტეს სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლების შემდეგ გაიხსნა (იოანე 14:2, 3; ებრაელები 9:24; 10:19, 20).



**********



როდის მისწერა წერილი ელია წინასწარმეტყველმა იუდას მეფე იეჰორამს?


იმ გაგებით იქნა თუ არა ელია ზეცად ასული, რომ ის სულიერ სფეროში მოხვდა?
 
ამ მოვლენის შესახებ იერემია გვატყობინებს მეფეების მეორე წიგნის (ან 4 მეფეები) 2:1-18-ში. საერთო ჯამში წმინდა წერილთან თანხმობაში ვერ მოდის ის აზრი, რომ ელია სულიერ სფეროში მოხვდა.

დამატებითი არგუმენტის სახით ის ფაქტი მოჰყავდათ ხოლმე, რომ ელიამ იუდას მეფე იეჰორამს უკვე მას შემდეგ მისწერა წერილი, რაც "ცად ავიდა"
. ამის შესახებ ეზრა წერს მეორე მატიანეს (2 ნეშტთა) 21:12-15-ში. თუმცა ისინი, ვისაც ერთხელ მაინც უცდია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად როდის მისწერა ელიამ წერილი იეჰორამს, რთულ თავსატეხს გადაეყარნენ. მოდით ვცადოთ, რომ გავერკვიოთ. საკმაოდ ადვილია იმის დადგენა, რომ ელია ცეცხლოვანი ეტლით აყვანილი იქნა დაახლოებით ისრაელის მეფე იეჰორამის (ახაბის ვაჟის) მმართველობის დასაწყისში (2 მეფეები 1:17; 2:11; 3:1). ასევე რთული არაა იმის გაგება, რომ მან წერილი მისწერა იეჰორამს (იეჰოშაფატის ვაჟს) მისი მმართველობის ბოლოს (უკიდურეს შემთხვევაში ნამდვილად იეჰოშაფატის - მისი მამის სიკვდილის შემდეგ). (2 მატიანე 21:1, 5, 12-15)

აი შემდეგ კი სირთულეები იწყება. როდესაც ჩვენ ისრაელი და იუდეველი იეჰორამების მმართველობების შეპირისპირებას ვცდილობთ, ჩვენთვის აუცილებელია წმინდა წერილის ხუთი ადგილის ერთმანეთთან შეთანხმება, სადაც საუბარია მეფეების მმართველობის ვადებზე და იმაზე, თუ როგორ ემთხვევა ისინი ერთმანეთს (1 მეფეები 22:41, 42; 2მეფეები 1:17; 3:1; 8:16, 17 და 8:24, 25). სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ჩანს, იუდას მეფეების იეჰოშაფატისა და იეჰორამის მმართველობები ერთმანეთს ემთხვეოდა და ისინი რამოდენიმე წელი ერთად მმართველობდნენ.

ქვემოთ მოყვანილია გრაფიკი, რომელზეც ამ შეპირისპირების შედეგია მოყვანილი. ავღნიშნავ, რომ მას პრეტენზია არ აქვს სისრულესა და სიზუსტეზე, თუმცა დაფუძნებულია ინფორმაციაზე ენციკლოპედიიდან "წმინდა წერილის საკვლევი ცნობარი" (it-1 462-3, 1270-2)

ამ გრაფიკზე უდავოდ ნაჩვენებია, რომ ელიამ იეჰორამს წერილი ეტლით მისი გადაყვანის შემდეგ მისწერა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იეჰოვამ ის მართლაც ზეცით გადაიყვანა დედამიწის სხვა ნაწილში, რათა მას იქ გაეგრძელებინა თავისი მსახურება.




-----------------------------------------------------


ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий