четверг, 1 декабря 2022 г.

რამდენი ერი არსებობს?

 

ინტერნეტში ცხარე დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რუსები და უკრაინელები – ერთი ერია თუ არა. ჩემი მოკრძალებული აზრით, ერთმნიშვნელოვნად ერთია. ოღონდ დავამატებ, რომ მარტო ისინი კი არა, არამედ ჩინელებიც, ესკიმოსებიც, აფრიკელებიც, ამერიკელი ინდიელებიც, ავსტრალიელი აბორიგენებიც და ყველა, ყველა და ყველა – ერთი ერია, რომელსაც ადამიანთა ოჯახი ჰქვია. «მან ერთი ადამიანისგან წარმოშვა ყველა ერი, რომ მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ», – ამბობს ბიბლია (საქმეები 17:26).

ყველა ჩვენგანი თუ ერთი წყვილისგან წარმოიქმნა, ესე იგი, ჩვენ ყველანი ნათესავები ვართ, უბრალოდ შორეული. თუმცა ერთი მამა გვყავს, ასე რომ ჩვენ – ერთი ოჯახი ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორ გამოვიყურებით, როგორ ვლაპარაკობთ და რას ვჭამთ. ყველანი განსხვავებულები ვართ, ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ თითოეული – განუმეორებელია. ადამიანები ჩვეულებრივ ოჯახშიც კი შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ ამის გამო ბინაში მავთულხლართს არავინ ჭიმავს.

როდესაც ამბობენ: დიდება ამა და ამ ერს ან რომელიმე ქვეყანასო, – ეს რა არის? ეს იგივეა, შენთვის ბოსტანი რომ შემოღობო  და შემდეგ ყვირილი დაიწყო: «დიდება ჩემს ბოსტანს!» ეს გონივრული და ლოგიკური საქციელია? ეს ამკობს და აკეთილშობილებს ადამიანს? თუ ეს უფრო რომელიღაც ფსიქიკურ გადახრას ჰგავს?

მილიარდობით თითქოსდა გონიერი ადამიანი მთელი დედამიწის ზურგზე მიწის ნაკვეთებს განადიდებენ. იგივე ხალხია დაკავებული ერების სკურპულოზური გამოთვლებით. შემდეგ მიდის ამ ერების უფლებების, სუვერენიტეტებისა და დიდების ერთმანეთთან შედარება. როდესაც ვიღაცის გამოთვლები სხვებისას არ ემთხვევა, მხარეები შეწყობილად იწყებენ ერთმანეთის ცემას – ადრე კომბლებით აკეთებდნენ ამას, დღეს კი ბომბებით. მართლაც, როგორც ბიბლია ამბობს, სატანა ადამიანებს გონებას უბინდავს. თანაც ამას სულ უფრო ხარისხიანად აკეთებს.

თუმცაღა, თვითონ სატანამ კარგად იცის, რომ ამ საქმიანობისთვის მას ცოტა დრო დარჩა. იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც იმას მიაჩვიეს, რომ ყოველთვის ასე იყო და იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სრულიად ნორმალურია. ადამიანი შეიძლება აიძულო ყველაზე აბსურდული იდეები დაიჯეროს, მას თუ საკმარის დროს მისცემ.

-------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий