четверг, 8 декабря 2022 г.

თანამედროვე "ტრინიტარიზმი" — IV საუკუნის დასასრულის "კაპადოკიური" ღვთისმეტყველების პროდუქტია

  


კაპადოკიელი "წმინდა მამები"


ის, რასაც თანამედროვე ტრინიტარული ეკლესიები «ყოვლადწმინდა სამების» დოგმატს უწოდებენ, სინამდვილეში IV საუკუნის ბოლოს ეკლესიის სამი ფილოსოფოსის: ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნოსელისა და გრიგოლ ნაზიანზინის შემუშავებულ პროდუქტს წარმოადგენს. ეს «კაპადოკიელი მამები» არასოდეს მალავდნენ მათ შეხედულებებზე წარმართული ფილოსოფიის და, კერძოდ, ნეოპლატონიზმის ძლიერი გავლენის ფაქტს. ზუსტად ანტიკური ფილოსოფიიდან დაისესხეს მათ სამების მომავალი დოგმატისთვის ისეთი გაგებები როგორებიცაა «არსი», «ერთარსი» და «ჰიპოსტასი». და ზუსტად მათ გამოიგონეს მთავარი «ტრინიტარული» ფორმულა: «ერთარსი, მაგრამ სამპიროვანი» (μια ουσια, τρεις υποστασεις). 



თუმცა, ნიკეამდელი პერიოდის (I-III ს.) ადრეული ეკლესია ზემოთმოყვანილი გაგებებიდან არცერთს და არასდროს არ ასწავლიდა! პირიქით, პროფესორი მიხეილ პოსნოვის აღიარების თანახმად, «ცნობილი კაპადოკიელი სამეული — ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი», საეკლესიო დოგმატიკაში სრულიად ახალი საღვთისმეტყველო გაგებების შემოღებით გამოირჩეოდნენ. პროფესორი დასკვნას აკეთებს: «ისინი, უპირველეს ყოვლისა, ახალი ორთოდოქსიის შემოქმედები არიან» (მ.ე. პოსნოვი, «ქრისტიანული ეკლესიის ისტორია (1054 წელს - ეკლესიების დაყოფამდე»)).


«ორთოდოქსია» - «სწორ აზრს», «შეხედულებების მიღებულ სისტემას» ნიშნავს. ამგვარად «კაპადოკიელმა მამებმა» IV საუკუნის ბოლოს ფაქტობრივად შეხედულებების სრულიად ახალი სისტემა გამოიგონეს, «ახალი ორთოდოქსია», რომელიც იმისგან განსხვავდებოდა, რისაც ეკლესიას მანამდე რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში სწამდა! ამიტომ სასარგებლოა გვესმოდეს: როდესაც ვინმე ამ შეხედულებების შესახებ ასწავლის და მსგავს განსაზღვრებებს იყენებს, ის ადრეული ეკლესიის საღვთისმეტყველო ტრადიციებს კი არ მიჰყვება, არამედ იმ  «კაპადოკიურ» თეზისებს იმეორებს, რომლებიც ეკლესიის სწავლებებში მხოლოდ IV საუკუნის ბოლოს ჩაამატეს. ანუ შეხედულებების «კაპადოკიურ» სისტემას იზიარებს, რომელიც ქრისტეს სიკვდილიდან 350 წლის შემდეგ გაჩნდა!


«სამი დიდი კაპადოკიელის მთავარ დამსახურებას ტერმინების — ουσια და υποστασις, საღვთისმეტყველო აზრის გამორკვევა წარმოადგენდამათი ფილოსოფიური შრომის სათავეში ნეოპლატონისტებისა და არისტოტელეს ფილოსოფიის წინაპირობები დევს. პირველმა პლოტინმა გამოიყენა ტერმინი τρεις υποστασεισ ღვთაების მიმართ ერთის, გონებისა და სულის ურთიერთქმედების განსასაზღვრად. გაგებების ουσια და υποστασις გაცილებით ზუსტი განსაზღვრება [ნეოპლატონიკოსმა] პორფირიმ მოგვცა. მისი კლასიკური ფრაზაა: "αχρι τριων υποστασεων την του Θεου προελθειν ουσιαν" — ღვთაებრივი არსი სამ ჰიპოსტასამდე განვითარდა; შესაბამისად, ουσια — არსი (ღვთაება), — როგორც μια αρχη, და სამი ჰიპოსტასი გვიანდელი ნეოპლატონისტების მიერ იქნა დაყოფილი. იმ საკითხის მოგვარებაში, თუ კერძოდ რა აზრი ჰქონდა ტერმინების ουσια და υποστασις შეერთებას ღვთაებასთან მიმართებით, — ფილოსოფოსი არისტოტელე დაეხმარა თავისი სწავლების მეშვეობით substantia abstracta და concreta» (მ.ე. პოსნოვი, «ქრისტიანული ეკლესიის ისტორია (1054 წელს - ეკლესიების დაყოფამდე»)).

 

«კაპადოკიელთა ნაშრომების წყალობით, ტრინიტარულმა დოგმატმა შემდეგი ფორმულირება მიიღო: "სამებაში ღვთაებრივი არსია და სამი ჰიპოსტასი"» (არქიმანდრიტი სილვესტრი (სტოიჩევი) «დოგმატური ღვთისმეტყველება»).


«სამების ქრისტიანული დოქტრინის ფორმირებაში უზარმაზარი როლი ითამაშეს გრიგოლ ნოსელმა, გრიგოლ ნაზიანზინმა და ბასილი ღვთისმეტყველმა. მათ შეიმუშავეს ის თეორია, რომელიც დღესაც ძირითადის სახითაა მიღებული... ღმერთი, ამ დოქტრინის თანახმად, არსით ერთია, თუმცა განსხვავებულია სამ პირში (ჰიპოსტასში) — ღმერთი-მამა, ღმერთი-ძე, ღმერთი-სულიწმინდა. ან, უფრო იოლად თუ ვიტყვით, "ღმერთი ერთარსია და სამპიროვანი"» (ვ.ლ. კარნაცევიჩი «50 ცნობილი სექტა»).


«ზუსტად ამ უკანასკნელებს — ბერძნულ აღმოსავლეთზე თუ ვილაპარაკებთ — უნდა უმადლოდეს ყველაზე მეტად ქრისტიანული შუასაუკუნეების ფილოსოფია თავის კავშირებს ანტიკურ ფილოსოფიასთან, კერძოდ კი ნეოპლატონიზმთან. ზუსტად მათ შესახებ, როგორც შემდგომ ფსევდო-დიონისეზეც, გახდებოდა შემდგომ სრული უფლებით შესაძლებელი, როგორც ქრისტიან ნეოპლატონიკოსებზე საუბარი. შევნიშნავთ, რომ კაპადოკიელთა მსოფლმხედველობამ წარმოადგინა პირველად ნეოპლატონიკურ-ქრისტიანული სინთეზის განვითარებული ფორმა […] კაპადოკიურ სკოლაში იქნა განვითარებული ქრისტიანული იდეოლოგიისა და ნეოპლატონიკური ფილოსოფიის დოგმატიკის მრავალმხრივი სინთეზის პირველი ვარიანტი. ეს იყო აღმოსავლური, ბერძნული ვარიანტი, რომელმაც ყველაზე მეტად ზუსტადაც რომ აღმოსავლური — ბიზანტიისა და პალესტინის — ქრისტიანული აზროვნების ბედზე იქონია გავლენა. კაპადოკიელებმა პირდაპირი გავლენა მოახდინეს… მთელ გვიან «დიალექტიკურ» ტრადიციაზე ბიზანტიურ თეოლოგიაში» (გ.გ. მაიოროვი «შუასაუკუნოვანი ფილოსოფიის ფორმირება. ლათინური პატრისტიკა»).


«კაპადოკიელი-მამების საღვთისმეტყველო წვლილს ხანდახან «კაპადოკიურ სინთეზს» ეძახიან, იმიტომ რომ მათ ანტიკური ფილოსოფიისა და კულტური ქრისტიანული გამოცხადების შუქში ინტერპრეტირება მოახდინეს. მათ მიერ შემუშავებული მოსაზრებები დაედო საფუძვლად II მსოფლიო საეკლესიო კრებას, რომელმაც რწმენის სიმბოლოში გარკვეული კორექტივები შეიტანა. 381 წელს კონსტანტინოპოლში გამართულ ამ კრებაზე, წმინდა სამებასთან დაკავშირებული დავა საბოლოოდ იქნა გადაწყვეტილი, და მართლმადიდებლური ნიკეო-ცარეგრადული რწმენის სიმბოლო იქნა აღიარებული ერთადერთ ჭეშმარიტ და კანონიერად იმ ფორმით, რომელიც მას კაპადოკიელმა-მამებმა მისცეს. ეს ფორმა რჩება დღემდე საყოველთაოდ მიღებული ყველა ძირითად ქრისტიანულ კონფესიებში» (დიაკვანი ვალერი დუხანინი «წმინდა კაპადოკიელი-მამების საღვთისმეტყველო დამსახურება»).


«381 წელს იმპერატორი თეოდოსიუს დიდის მმართველობისას კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო მსოფლიო კრებაზე წმინდა სამების დავა საბოლოოდ იქნა გადაწყვეტილი, და მართლმადიდებლური ნიკეო-ცარგრადული სიმბოლო იქნა აღიარებული ერთადერთ ჭეშმარიტ და კანონიერ აღმსარებლობად იმ ფორმით, რომელიც მას კაპადოკიელებმა მისცეს, ანუ სამი ჰიპოსტასის შესახებ სწავლებასთან ერთად» (დიაკვანი იოანე მეიენდორფი «შესავალი პატრისტიკულ ღვთისმეტყველებაში»).


«მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ნიკეის სწავლების დამცველმა კაპადოკიელმა წმინდა მამებმა – ბასილი დიდმა, გრიგოლ ნაზიანზინმა და გრიგოლ ნოსელმა ახალი სამმაგი ტერმინოლოგია დაამტკიცეს, რომელიც წმინდა სამების მართლმადიდებლური სწავლების კლასიკურ გამოხატულებად იქცა დღევანდელ დღემდე» (მინსკის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მასწავლებელი ვ.ვ. აკიმოვი «მსოფლიო საეკლესიო კრებები»).
 


ამგვარად, ის, რასაც თანამედროვე ეკლესიებში «წმინდა სამების» დოგმატად მიიჩნევენ, ისტორიულად სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა «კაპადოკიურ ღვთისმეტყველებას, ანუ დოგმატს წმ. სამების შესახებ, რომელიც აღმოსავლურმა ეკლესიამ ზუსტად ამ რედაქციით მიიღო […] აღმოსავლეთის ეკლესიაში წმ. ბასილი დიდიდან დოგმატიკის თანამედროვე სახელმძღვანელოებამდე — ერთი ხელის გაწვდენაა, კაპადოკიური დოქტრინა აღმოსავლეთის ეკლესიის ოფიციალურ დოქტრინას წარმოადგენს აგერ უკვე ათას ხუთასი წლის განმავლობაში» (ტ.გ. სიდაში «ნეოპლატონიზმი და ქრისტიანობა»).


«ეკლესია ნიკეაში მიღებულ რწმენას კაპადოკიელთა ენაზე განმარტავს» (დიაკვანი გიორგი ფლოროვსკი «IV საუკუნის აღმოსავლელი მამები»).


(წიგნიდან «სამება ქრისტიანობაში. დოგმატის წარმოშობის ისტორია») 

Комментариев нет:

Отправить комментарий