четверг, 15 декабря 2022 г.

"ის დამკვიდრდება მათ შორის" (გამოცხადება 21:3)

 




«აჰა, სავანე ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან» (გამოცხადება 21:3; [სბს-სტოკჰოლმი 2001])


ნიშნავს თუ არა ეს სიტყვები იმას, რომ ღმერთი პირდაპირი გაგებით ჩამოვა ზეციდან დედამიწაზე, რათა ადამიანებს შორის დამკვიდრდეს?


სინამდვილეში მოც. იოანე ახალს არაფერს წერდა, მან ძველი აღთქმის ცნობილი სიმბოლური სახე გაიმეორა, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ისრაელთან მიმართებით გამოიყენებოდა. ის ღვთიური ხელმძღვანელობისა და კურთხევის აზრის მატარებელია. 


«დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის» (გამოსვლა 29:45)


«გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის» (გამოსვლა 25:8)

 

«ჩემს სავანეს დავიდებ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით» (ლევიანები 26:11,12)


(შეადარეთ რიცხვები 11:20; მეორე რჯული 6:15; 23:14 იესო ნავეს ძე 3:10; ესაია 12:6; 45:14; ზაქარია 8:23)


იგივე სახეს იყენებს ბიბლია ქრისტიანებთან მიმართებითაც:


«რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: "დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი» (2 კორინთელები 6:16)


ღმერთი პირდაპირი გაგებით არ მკვიდრობდა ისრაელიანებთან დედამიწაზე. და ის არც დღეს ჩამოვა პირდაპირი გაგებით ქრისტიანთა კრებაში. ღვთის თანდასწრება მისი სულის თანდასწრებით, ხელმძღვანელობით და მორწმუნეთა მხარდაჭერითაა გამოხატული (ანგია 2:5; მათე 18:20; 1 კორინთელები 14:25). 


გამოცხადების 21:3-იც ზუსტად ამ აზრს უსვამს ხაზს, ოღონდ უკვე მთელი დედამიწის მაშტაბით — როდესაც, იესოს სიტყვების თანახმად, «თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას» (მათე 5:5). 


«ნუთუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი?» (3 მეფეები 8:27; ესაია 66:1)


«ცა — ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ» (ფსალმუნები 113:24)

------------------------------------------



Комментариев нет:

Отправить комментарий