воскресенье, 5 сентября 2021 г.

სამქადაგებლო ანგარიშები. რისთვის?

 



იეჰოვას მოწმეების მოწინააღმდეგეების ერთერთ საყვარელ პრეტენზიას წარმოადგენს სამქადაგებლო ანგარიშების საკითხი, რომლებსაც ისინი რეგულარულად აბარებენ კრებაში დანიშნულ მამაკაცებს. თუ კრიტიკოსების განცხადებებს დავუჯერებთ, ამ ანგარიშებს არანაირი სარგებელი არ აქვს და მას არანაირი ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია. გარდა ამისა, მათი სიტყვების თანახმად, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები, ვითომდა, კარგ საქმეებზე და ღმერთთან ურთიერთობაზე მნიშვნელოვანიც კია.

მაგრამ სინამდვილეში ასეა ეს? სინამდვილეში როგორი პოზიცია უკავიათ ამ საკითხთან დაკავშირებით თვითონ იეჰოვას მოწმეებს? რით არის განპირობებული ასეთი წესი? არსებობს თუ არა მისი ბიბლიური საფუძველი? შეგვიძლია დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხები...




იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში ეს თემა არაერთხელ განხილულა.

 «და, თუ ღმერთს სწორი მოტივებით ვემსახურებით, აუცილებელია ჩანაწერები ვაწარმოოთ იმასთან დაკავშირებით, რას ვაკეთებთ და რამდენს? ეს გონივრული შეკითხვებია, რადგან არ გვსურს, საქმეებზე წინ ციფრები დავაყენოთ ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარი ყურადღება ანგარიშებზე გადავიტანოთ.
  წიგნში „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“ ნათქვამია: «იესო ქრისტეს პირველი მიმდევრები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ანგარიშებს, რითაც ჩანდა, თუ როგორ მიიწევდა წინ სამქადაგებლო საქმიანობა (მარკოზი 6:30). წიგნი „საქმეები“ მოგვითხრობს, რომ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 120 მოწაფეზე გადავიდა წმინდა სული. მალე ეს ციფრი 3 000-მდე გაიზარდა, შემდეგ კი — 5 000-მდე. . .  (საქმეები 1:15; 2:5—11, 41, 47; 4:4; 6:7). როგორ გაამხნევებდა მოწაფეებს იმის გაგება, რომ მათი რიცხვი იზრდებოდა!» დღეს იეჰოვას მოწმეები ამავე მიზეზის გამო ცდილობენ, ზუსტად აწარმოონ ანგარიშები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება მთელ მსოფლიოში იესოს სიტყვები: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ანგარიშებიდან ვხედავთ, თუ რა არის ამ მხრივ მიღწეული მთელ მსოფლიოში. ისინი გვიჩვენებენ, სად არის დახმარება საჭირო, რომელ პუბლიკაციებზეა მოთხოვნილება და რა რაოდენობით.
  ამრიგად, სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები გვეხმარება, უფრო ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი დავალება — ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ. გარდა ამისა, განა არ ვმხნევდებით, როდესაც ვგებულობთ, როგორ ასრულებენ ძმები ამ დავალებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში? იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება მსოფლიო საძმო, სიხარულს გვმატებს, აქტიური მსახურებისკენ აღგვძრავს და გვარწმუნებს, რომ იეჰოვა მხარს გვიჭერს. რა სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ მსოფლიო საძმოს ანგარიშში ჩვენი პირადი ანგარიშიც არის შესული! ჩვენი პირადი ანგარიშები არაფერია მსოფლიო საძმოს მიერ წარმოდგენილ საერთო ანგარიშთან შედარებით, მაგრამ ის იეჰოვასთვის შეუმჩნეველი როდია (მარკოზი 12:42, 43). გახსოვდეს, შენი პირადი ანგარიშის გარეშე საერთო ანგარიში არ იქნებოდა სრული.
  რასაკვირველია, პირად ანგარიშში არ ჩანს ყველაფერი, რასაც ღვთისადმი მიძღვნილი თითოეული მსახური მასზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად აკეთებს. მაგალითად, ანგარიშებში არ მივუთითებთ, რეგულარულად გვაქვს თუ არა ბიბლიის პირადი შესწავლა, სისტემატურად ვესწრებით თუ არა კრებებს და რამდენად აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას პროგრამაში, როგორ ვასრულებთ კრებაში დაკისრებულ მოვალეობებს, რას ვაკეთებთ გაჭირვებაში მყოფი თანაქრისტიანების დასახმარებლად, სამეფო საქმის წინ წასაწევად რა რაოდენობის თანხას ვწირავთ და ასე შემდეგ. მაშასადამე, რადგან სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების ჩაბარება მნიშვნელოვანია, მასზე სწორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს. ის გვეხმარება, არ მოვსუსტდეთ და გულმოდგინედ განვაგრძოთ მსახურება. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ანგარიში არის ოფიციალური ნებართვა, რომლის საფუძველზეც მარადიული სიცოცხლის უფლებას მოვიპოვებთ.» (საგუშაგო კოშკი, 1 ივნისი 2005 წ, გვ.17-18).

  «ყველა განიცდის სიხარულს, როდესაც ისმენს კარგ მიღწევებს სამეფო ცნობის ქადაგებასთან დაკავშირებით (იხილე იგავნი 25:25). საქმეების 2:41 იტყობინება, რომ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრეს ამაღელვებელი მოხსენების შემდეგ „შეემატა სამი ათასამდე სული“. ცოტა ხნის შემდეგ ეს რიცხვი „ხუთი ათასამდე“ გაიზარდა (საქ. 4:4). როგორი გამომაცოცხლებელი უნდა ყოფილიყო ეს ანგარიშები პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის! ჩვენც მსგავსად ვრეაგირებთ დღეს გამამხნევებელ ანგარიშებზე. გული გვიფანცქალებს, როდესაც ვისმენთ წარმატებების შესახებ, რომლითაც ჩვენი ძმები ხარობენ მსოფლიოს მასშტაბით კეთილი ცნობის ქადაგებით...
  სიხარული მოაქვს ზრდასთან დაკავშირებულ ანგარიშებს. ამას ემატება კიდევ ის, რომ ანგარიშები ეხმარება საზოგადოებას მსოფლიო საქმის პროგრესისთვის კონტროლის გაწევაში. გადაწყვეტილებებს იღებენ, თუ სად არის უფრო მეტი დახმარება საჭირო ან რა ტიპის ლიტერატურაა საჭირო და რა რაოდენობით. თითოეული კრების უხუცესები სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების მეშვეობით საზღვრავენ, თუ სად არის საჭირო გაუმჯობესება. კარგი ანგარიშები აღმშენებლურია და აღძრავს თითოეულ ჩვენგანს, შევამოწმოთ ჩვენი მსახურება, რათა შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ.» (სამეფო მსახურება იანვარი 1997 წ., «შეკითხვების ყუთი»).


  სახარებისეული ისტორიის წყალობით ჩვენ ვხედავთ, რომ იესომ არაერთხელ მოითხოვა თავისი მოწაფეებისაგან ანგარიში, მათგან ვისაც ის მსახურებაში გზავნიდა. «მოუხმო თორმეტივე მოციქულს, რომ ორ-ორად გაეგზავნა… შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და ყველაფერი აცნობეს, რაც გააკეთეს და რაც ხალხს ასწავლეს» (მარკოზი 6:7,30). «როდესაც მოციქულები დაბრუნდნენ, მოუყვნენ იესოს ყველაფერს, რაც გააკეთეს» (ლუკა 9:1,10,18).  
  ანალოგიური სახით საუბრობს წმინდა წერილი პავლესა და ბარნაბაზე, რომლებიც «ძმებს დაწვრილებით უყვებოდნენ უცხოტომელების მოქცევის შესახებ, რაც მათ ძალიან ახარებდათ» (საქმეები 15:3).
აქედან ჩანს, რომ ანგარიშებს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ადგილობრივი მოთხოვნილებების დადგენისა და მსახურების დაგეგმვის საქმეში, ასევე ის შეიძლება თანამორწმუნეების გამხნევების წყარო იყოს. ბუნებრივია, რომ იეჰოვას მოწმეები ამაში დადებით მხარეს ხედავენ.

  ამასთანავე არ უნდა ვიფიქროთ, რომ თითოეული ქრისტიანისგან მოითხოვება, რათა ის სამქადაგებლო საქმიანობას რაიმე განსაზღვრული რაოდენობის საათებს უნდა უთმობდეს.

  «ზოგიერთისთვის საჯაროდ დამოწმებისთვის შეწირული რამდენიმე საათი შეიძლება დიდ ძალებს მოითხოვდეს, ვიდრე სხვებისთვის, რომლებიც ახალგაზრდობის, უკეთესი ჯანმრთელობისა და სხვა ვითარებების წყალობით ქადაგებაში ბევრ საათს ატარებენ. ამ მხრივ, უხუცესებმა არ უნდა გაასამართლონ ისინი... გააკრიტიკა კი იესომ ღარიბი ქვრივი იმის გამო, რომ საშუალოზე ნაკლები შესწირა? არა, ის იყო გულისხმიერი და ესმოდა, რა ფასი ჰქონდა ქვრივისთვის ამ ორ პატარა ლეპტას. ეს იყო ‘ყველაფერი, რაც გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო’. იეჰოვასადმი რაოდენ ღრმა სიყვარული გამოიხატებოდა მათში! (მარკოზი 12:41–44). ნუთუ უხუცესები ნაკლებად გულისხმიერები უნდა იყვნენ იმ ადამიანთა სიყვარულით აღსავსე ძალისხმევის მიმართ, რომელთა რიცხობრივი ანგარიში „საშუალოზე“ მცირეა? იეჰოვასადმი სიყვარულის გათვალისწინებით ასეთი ძალისხმევა შეიძლება საშუალოზე მეტი იყოს!» (საგუშაგო კოშკი, 1 ივლისი 1994 წ., გვ. 20,21, აბზ. 15).

  «ვიღაცას შეიძლება მდგომარეობა სრული დროით მსახურების საშუალებას აძლევს და პიონერად, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში მოხალისედ, მისიონერად ან მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობს. მეორე მხრივ, ზოგი მშობელი შეიძლება დაკავებული იყოს ოჯახის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვით. არის მათ მიერ მსახურებაში გატარებული შედარებით ცოტა დრო იეჰოვას თვალში ნაკლებად ღირებული, ვიდრე სრული დროით მსახურთა მიერ მსახურებაში გატარებული მრავალი საათი? არა. ღმერთი ჩვენგან არასოდეს მოელის იმის კეთებას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. მოციქულმა პავლემ ასეთი პრინციპი დაგვანახვა: „როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელთა 8:12).
  საჭირო არ არის, შევადაროთ ჩვენი და სხვების მიერ ღვთის მსახურებაში გატარებული დრო, გავრცელებული ლიტერატურის ოდენობა ან ბიბლიის საშინაო შესწავლების რაოდენობა (გალატელთა 6:3, 4). ქრისტიანულ მსახურებაში ჩვენი მიღწევების მიუხედავად, თითოეულს უნდა გვახსოვდეს იესოს სიტყვები, რომლებიც ჩვენში მოკრძალებულობას წარმოშობს: „ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა“ (ლუკა 17:10).» (საგუშაგო კოშკი, 1 თებერვალი 2001 წ., გვ.16-17).


  მაშ ასე, როგორი დასკვნების გაკეთება შეგვიძლია? რატომ იყენებენ იეჰოვას მოწმეები სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებს?

  1) ანგარიშები დახმარებას უწევს ქადაგების ტემპებზე და ეფექტურობაზე რეალური სურათის ქონაში, როგორც ადგილობრივი კრების დონეზე, ასევე მსოფლიო მაშტაბით. სხვა კონფესიებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სამეფოს შესახებ ქადაგებას მნიშვნელოვან ადგილს უთმობენ, ანგარიშების წყალობით იმის შესაძლებლობა აქვთ, რომ ხელი პულსზე ეჭიროთ და აუცილებელი და დროული ცვლილებები მოახდინონ ამ საქმიანობაში.  


  2) ანგარიშები საშუალებას იძლევა სხვადასხვა ადმინისტრატიულ და ენობრივ ტერიტორიებზე ბიბლიური ლიტერატურის გავრცელების გაცილებით ზუსტი ანალიტიკის ჩასატარებლად და, როგორც შედეგი, მისი შემდგომი ბეჭდვის კორექტირებისთვის.

  3) მაუწყებლების ანგარიშების მიხედვით შეიძლება იმის წარმოდგენის შექმნა, თუ რა დონეზე აინტერესებს ადგილობრივ მოსახლეობას ბიბლიური ჭეშმარიტება, რა არის იმ ადამიანთა რეალური რიცხვი, რომლებიც ბიბლიას სწავლობენ და როგორია მოცემული ტერიტორიის შემდგომი სულიერი პერსპექტივა.

  4) ანგარიშები კრების უხუცესებს ეხმარება უფრო წარმატებით აწარმოონ მუშაობა როგორც სამქადაგებლო მსახურების ორგანიზების სფეროში, ასევე ადგილობრივ კრებებზე ზრუნვის საკითხებში.

  5) ანგარიშების წყალობით შეიძლება უკეთესი წარმოდგენა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რომელ სფეროში უნდა გაეწიოს დახმარება ცალკეულ ქრისტიანს, კრებაში დანიშნული ძმების მხრიდან. 

  6) მსოფლიო ანგარიში ხელს უწყობს ყველა ქრისტიანის რწმენის მნიშვნელოვნად გამყარებას და მათ უზარმაზარ გამხნევებასა და სიხარულს იწვევს.


  გააჩნია თუ არა ანგარიშებს ბიბლიური საფუძველი? რა თქმა უნდა! როგორც ზემოთ უკვე ითქვა, სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ღვთის მსახურები, მათ მიერ შესრულებული ამა თუ იმ საქმის ანგარიშებს იწერდნენ. მოციქულების მაგალითი, რომლებიც იესოს დაწვრილებით უყვებოდნენ საკუთარი სამქადაგებლო საქმიანობის შედეგების შესახებ, იესოს დაეხმარა უკეთ გაეგო ისრაელის სხვა ნაწილებში მცხოვრების ადამიანების ინტერესის შესახებ ჭეშმარიტების მიმართ. პავლე და ბარნაბა საკუთარი ანგარიშებით მნიშვნელოვნად უმაგრებდნენ რწმენას თავის თანამორწმუნეებს.

  ეს მაგალითები თუ წმინდა სულის მეშვეობით ბიბლიაში იქნა ჩაწერილი, მაშინ ქრისტიანებმა რატომ არ უნდა გამოიყენონ ეს მეთოდი კრების გასამაგრებლად და გაცილებით ეფექტური სამქადაგებლო საქმიანობისათვის?


  ამავდროულად იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია თავად ანგარიშების ფაქტს არ წარმოაჩენს როგორც ქრისტიანების საქმიანობის ერთგვარ მთავარ მიზანს. არაერთხელ იქნა ახსნილი, რომ ქრისტიანის გადარჩენა იმაზე კი არ არის დამოკიდებული, როგორ ანგარიშს ჩააბარებს, არამედ ღმერთთან მის პირად ურთიერთობაზე და ადამიანებისადმი სიყვარულის გამოვლენაზე (მარკოზი 12:28-31; გალატელები 6:10). ამასთან ერთად ქრისტიანებს იმის შესახებ ეძლევათ გაფრთხილება, რომ საკუთარი ანგარიშები სხვების ანგარიშებს არ შეადარონ. ზოგჯერ ხანდაზმულის მცირე ანგარიში გაცილებით მეტ ძალისხმევას ნიშნავს იეჰოვასთვის, ვიდრე ახალგაზრდა ძლიერი ძმის შთამბეჭდავი საათები (მარკოზი 12:41-44).


  რა თქმა უნდა, ბიბლია არ შეიცავს პირდაპირ მითითებას ასეთი ანგარიშების ყოველთვიურად ჩაბარების შესახებ. ესაა წესი, რომელიც ორგანიზაციამ ჩვენს დღეებში მიიღო. (ამის მსგავსად 1 საუკუნეშიც ადგენდნენ განსაზღვრულ წესებს მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, 1 კორინთელები 11:34) ქრისტიანი თუ თავისი მსახურების ანგარიშების ჩაბარებას შეწყვეტს, ამის გამო ის არ დაკარგავს კრების წევრობას. თუმცა ქრისტიანისგან არსებობს იმის მოლოდინი, რომ ის პატივს სცემს კრებაში არსებულ წესრიგს, რადგან ანგარიშები ხომ ღმერთს არ სჭირდება; ის ისევ ღვთის მსახურების სარგებელს ემსახურება (1 კორინთელები 14:40; ფილიმონი 8,9,14,21).
---------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий