вторник, 7 марта 2023 г.

იესო ქრისტეს სახელები და ტიტულები - ვინ არის იესო ქრისტე?

 იესო ქრისტეს სახელები და ტიტულები ვინ არის იესო ქრისტე ???  ვინ არის ალფა და ომეგა ???

 

სახელი იესო (ბერძ. იესუს) შეესაბამება ებრაულ სახელს იეშუა (სახელი იეჰოშუას შემოკლებული ვარიანტი) რომელიც ნიშნავს «იეჰოვა  ხსნაა»

 

იესო არის იეშუა (იეჰოშუა) «იეჰოვა  ხსნაა» მათე 1:21, 25 — ლუკა 1:31

21 ვაჟს გააჩენს და მას იესო უნდა დაარქვა, რადგან ის იხსნის თავის ხალხს ცოდვებისგან.

25...მას იესო დაარქვა.

 

იესო არის ამინი

იესო არის ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე იესო არის ღვთის შემოქმედების დასაბამი იესო არის ღვთის პირველი ქმნილება გამოცხადება 3:14

14 ...ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა

გამოცხადება 3:14

14... აი, რას ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღვთის ქმნილებათაგან პირველი

 

 

იესო არის ყველა ქმნილებაზე უწინარესი

კოლასელები 1:15

15 ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი.

კოლასელები 1:15

15 ის უხილავი ღვთის ანარეკლია, ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილი* (სიტყვასიტყვით — „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“.).

 

იესო არის ღვთის სიბრძნე  ღვთიური სიბრძნე მათე 11:19

19 მოვიდა კაცის ძე, ჭამს, სვამს, ხალხი კი მაინც ამბობს, აი ჭამა-სმას გადაყოლილი კაცი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. თუმცა სიბრძნე საქმეებით მტკიცდება»

1 კორინთელები 1:24

24 მაგრამ მოწოდებულებისთვის, იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც, ქრისტე ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნეა

 

 

იესო არის ოსტატი

იგავები 8:30

30 მაშინ მე მის გვერდით ვიყავი როგორც ოსტატი

 

იესო არის პირველი ღვთის უძველეს საქმეთა შორის 

იგავები 8:22

22 იეჰოვამ თავდაპირველად მე შემქმნა, მის უძველეს საქმეთა შორის პირველი მე ვარ.

 

იესო არის დასაწყისი

კოლასელები 1:18

18 ის არის სხეულის ანუ კრების თავი. ის არის დასაწყისი, პირმშო ანუ პირველი მკვდრეთით აღმდგართა შორის, რათა ის ყოფილიყო ყველაფერში პირველი.

 

იესო არის სხეულის ანუ კრების თავი

კოლასელები 1:18

18 ის არის სხეულის ანუ კრების თავი. ის არის დასაწყისი, პირმშო ანუ პირველი მკვდრეთით აღმდგართა შორის, რათა ის ყოფილიყო ყველაფერში პირველი.

 

იესო არის ნეფე იოანე 3:29

29 ვისაც პატარძალი ჰყავს, ის ნეფეა, ხოლო ნეფის მეგობარი, რომელიც მის გვერდითაა და ისმენს ნეფის ხმას, დიდად ხარობს. მეც ამიტომ ვხარობ ასე.

მათე 9:15

15 იესომ მიუგო: „რა აქვთ საგლოვი ნეფის მეგობრებს, სანამ ნეფე მათთან არის?! თუმცა მოვა დრო, როცა ნეფეს წაართმევენ და მაშინ იმარხულებენ.

მათე 25:5,10 —გამოცხადება 21:9

5 ნეფეს შეაგვიანდა, ამიტომ ყველას ჩასთვლიმა და ჩაეძინა. 10 სანამ ისინი საყიდლად იყვნენ წასულები, ნეფეც მოვიდა.

 

იესო არის სიტყვა იოანე 1:1

1 დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი* (*სხვაგვარად — „ღვთაებრივი“.)

 

იესო არის ღვთის სიტყვა

გამოცხადება 19:13

13 სისხლიანი მოსასხამი ეცვა და მისი სახელი იყო ღვთის სიტყვა.

 

იესო არის ღვთის ძე — ისრაელის მეფე

იოანე 1:34, 49

34 მე დავინახე და დავამოწმე იმის შესახებ, რომ ეს კაცი ღვთის ძეა.

49 ნათანაელმა უთხრა: „რაბი, შენ ღვთის ძე ხარ, ისრაელის მეფე!.

 

იესო არის ცოცხალი ღვთის ძე

მათე 16:16 — 1 იოანე 4:15 — მათე 27:54

16 სიმონ-პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“

 

იესო არის უზენაესის ძე

ლუკა 1:32

32 დიდებული იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, თავისი წინაპრის, ტახტს მისცემს.

 

იესო არის საყვარელი ძე — რჩეული ძე

მათე 3:17 — ლუკა 9:35

17 და აი, ხმაც გაისმა ციდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე!“.

ეფესოელები 1:6

6 რათა განდიდებულიყო იმ წყალობისთვის, რომელიც თავისი საყვარელი ძის მეშვეობით გამოიჩინა ჩვენდამი.

 

იესო არის რჩეული მსახური

ესაია 42:1

1 „აი ჩემი მსახური, რომელსაც მხარს ვუჭერ! ჩემი რჩეული, რომელიც მოვიწონე! ჩემი სული დავავანე მასზე; სამართალს გაუჩენს ხალხებს.

 

იესო არის მხოლოდშობილი ძე

იოანე 1:14 — იოანე 3:16,18 — 1 იოანე 4:9

14 ასე გახდა სიტყვა ხორცი და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ დიდება, რომელიც მხოლოდშობილ ძეს მამისგან ჰქონდა.

 

იესო არის ღვთის წმინდა ძე

ლუკა 1:34—36

35 ანგელოზმა მიუგო: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიცავს. ამიტომ ის, ვინც დაიბადება, წმინდად, ღვთის ძედ, იქნება წოდებული.

 

იესო არის კურთხეულის ძე

მარკოზი 14:61

61 ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა. მერე მღვდელმთავარმა ჰკითხა: „შენა ხარ ქრისტე, კურთხეულის ძე?“

 

იესო არის ერთგული მოწმე

იესო არის “მკვდართაგან პირმშო” (კოლასელები 1:18)

იესო არის დედამიწის მეფეთა მთავარი

გამოცხადება 1:5

და იესო ქრისტეს — „ერთგული მოწმის“, „მკვდართაგან პირმშოსა“ და „დედამიწის მეფეთა მთავრის“ — წყალობა და მშვიდობა!

 

იესო არის გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე

იოანე 14:6

იესომ უთხრა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე! მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა.

 

იესო არის აღდგომა და სიცოცხლე

იოანე 11:25

25 იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება.

 

იესო არის ქვეყნიერების მხსნელი

1 იოანე 4:14 — საქმეები 4:12

14 გარდა ამისა, ჩვენ თავად ვიხილეთ და ვამოწმებთ იმის შესახებ, რომ მამამ თავისი ძე ქვეყნიერების მხსნელად გამოგზავნა.

 

იესო არის წინამძღოლი და მეთაური

დანიელი 9:25 — ესაია 55:4

25 უნდა იცოდე და გაიგო, რომ იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოცემიდან მესიის, წინამძღოლის, გამოჩენამდე 7 კვირა და 62 კვირა გავა...

მათე 23:10

10 ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე.

 

იესო არის მეთაური და მხსნელი

საქმეები 5:31 

31 ღმერთმა აამაღლა ის და მეთაურად და მხსნელად დასვა თავის მარჯვნივ, რათა ისრაელებს მოენანიებინათ და ღმერთს მათთვის ცოდვები ეპატიებინა.

 

იესო არის იეჰოვას ანგელოზი

გამოსვლა 23:20—21

20 ანგელოზს წაგიმძღვარებ, რომ დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილზე, რომელიც მოვამზადე;

21 ყურადღებით მოუსმინე და დაემორჩილე მას. არ ეურჩო, თორემ არ გაპატიებს ცოდვას, რადგან ის ჩემი სახელით მოქმედებს.

გამოსვლა 3:2

2 გამოეცხადა მას იეჰოვას ანგელოზი ცეცხლმოდებული ეკლიანი ბუჩქის ალში. ხედავდა, რომ ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა.

საქმეები 7:30 მსაჯულები 13:15—17,18—22

30 40 წლის შემდეგ მას უდაბნოში, სინაის მთასთან, ცეცხლმოდებული ეკლიანი ბუჩქის ალში ანგელოზი გამოეცხადა.

 

იესო არის განსაკუთრებული დესპანი ან სახის ანგელოზი  საპატრიარქოს თარგმანი

ესაია 63:8—9 იოანე 5:30, იოანე 6:38, იოანე 8:42, იოანე 12:49, იოანე

13:16

თქვა: ჩემი ხალხია ისინი, შვილებია, არ ცრუობენ, და მოევლინა მათ მხსნელად.

ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა და მისი პირის ანგელოზმა იხსნა ისინი. სიყვარულით და სიბრალულით გამოისყიდა, ხელში აიყვანა და დაატარებს უკუნითიდან.

 

 

იესო არის უფალი და შეთანხმების მაცნე — აღთქმის ანგელოზი

მალაქია 3:1


1 «აი, ვგზავნი ჩემს მაცნეს და ის გამიმზადებს გზას. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების მაცნე, რომლის მოსვლაც გწადიათ. უსათუოდ მოვა ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.

 

იესო არის მშვიდობის მთავარი

ესაია 9:6

6 შეგვეძინა შვილი,

მოგვეცა ძე. მას მიენდობა მმართველობა,

დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა და მშვიდობის მთავარი.

 

იესო არის იეჰოვას ლაშქრის მეთაური  იესო ნავეს ძე 5:13–15 — ესაია 9:6

13 იერიხონთან იყო იესო ნავეს ძე, როცა გაიხედა და დაინახა მის წინ მდგარი ხმალამოწვდილი კაცი. მივიდა მასთან იესო და ჰკითხა: „მტერი ხარ თუ მოყვარე?“

14 მან მიუგო: „არც ერთი და არც მეორე. იეჰოვას ლაშქრის მეთაური ვარ!“ მუხლი მოიდრიკა იესო ნავეს ძემ, პირქვე დაემხო მის წინაშე და უთხრა: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?“

15 იეჰოვას ლაშქრის მეთაურმა მიუგო იესო ნავეს ძეს: „გაიხადე სანდლები, ვინაიდან წმინდა ადგილზე დგახარ!“ იესო ნავეს ძეც მაშინვე ასე მოიქცა.

 

იესო არის დიდი მთავარი მიქაელი დანიელი 12:1 — ესაია 9:6

1 „იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, რომელიც შენი ხალხის გვერდით დგას. ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ერის გაჩენის დროიდან იმ დრომდე. მაშინ გადარჩება შენი ხალხი — ყველა, ვინც წიგნში იქნება ჩაწერილი.

 

იესო არის მიქაელი

ანგელოზების ლაშქარს მხოლოდ იესო მეთაურობს, გამოცხადების 12:7—9-ში კი მას მიქაელი ეწოდება!!!

გამოცხადება 19:11-16  მას მიჰყვებოდა თეთრ ცხენებზე ამხედრებული თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსით მოსილი ზეციერი ლაშქარი,

კოლასელები 2:10  ყველა მთავრობისა და ხელისუფლების თავია.

პეტრე 3:22  მას დაუმორჩილა ღმერთმა ანგელოზები.

თესალონიკელები 1:7  უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ

მათე 16:27  კაცის ძე უნდა მოვიდეს... თავის ანგელოზებთან ერთად 


მათე 24:31  ის საყვირის დიდ ხმაზე თავის ანგელოზებს გაგზავნის

მათე 13:41  კაცის ძე თავის ანგელოზებს გაგზავნის

1 პეტრე 3:22  მას დაუმორჩილა ღმერთმა ანგელოზები

გამოცხადება 12:79

— მიქაელი და მისი ანგელოზები

— დრაკონი და მისი ანგელოზები

 

მკვდრები მხოლოდ იესო ქრისტეს ხმაზე აღსდგებიან

იოანე 5:25—29

თავად უფალი:

1.  ბრძანებით

2.  მთავარანგელოზის ხმით

3.  ღვთის საყვირით

— თავად უფალი

1 თესალონიკელები 4:16

16 რადგან თავად უფალი ჩამოვა ზეციდან, ბრძანებას გასცემს მთავარანგელოზის ხმითა და ღვთის საყვირით, და პირველები ქრისტესთან ერთობაში განსვენებულნი აღდგებიან.

რაც შეეხება ამ თემას ვინ არის ერთადერთი მთავარანგელოზი? უფრო მეტი არგუმენტები და ახსნები არსებობს, თუმცა ამას ცალკე განხილვა სჭირდება.

 

იესო არის მეფე მათე 21:5

5 «უთხარით სიონის ასულს: „აი, მოდის შენთან შენი მეფე, რბილი ხასიათისა; ვირზე ზის, ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე“».

 

იესო არის იუდეველთა მეფე იოანე 19:19—21, ლუკა 23:38

19 პილატეს ბრძანებით წარწერაც გააკეთეს და წამების ძელზე დაამაგრეს. წარწერა ასეთი იყო: „იესო ნაზარეთელი, იუდეველთა მეფე“,

21 იუდეველთა უფროსი მღვდლები პილატეს ეუბნებოდნენ: «ნუ წერ: „იუდეველთა მეფე“, დაწერე, როგორც მან თქვა: „მე ვარ იუდეველთა მეფე“».

 

იესო არის უხილავი ღვთის ანარეკლი

კოლასელები 1:15, ფილიპელები 2:6

15 ის უხილავი ღვთის ანარეკლია, ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილი.

2 კორინთელები 4:4

4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც ღვთის ანარეკლია.

 

იესო არის ქვეყნიერების სინათლე

იოანე 8:12 — ესაია 9:2

12 იესომ კვლავ მიმართა: „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ. ვინც გამომყვება, სიბნელეში კი აღარ ივლის, სიცოცხლის სინათლე ექნება“.

 

იესო არის სინათლე

მათე 4:16 იოანე 1:5—9

16 ბნელში მსხდომმა ხალხმა დიდი სინათლე იხილა და სიკვდილის ჩრდილით მოცულ ქვეყანაში მსხდომთ სინათლე გამოუბრწყინდათ“.

იოანე 3:19

19 აი გასამართლების საფუძველი: ქვეყნიერებას სინათლე მოევლინა, მაგრამ ხალხმა სინათლის მაგივრად სიბნელე შეიყვარა, რადგან ბოროტებას სჩადიოდნენ ისინი.

იოანე 12:46

46 მე ქვეყნიერებაში მოვედი როგორც სინათლე, რათა ვისაც ვწამვარ, ბნელში არ დარჩეს.

 

იესო არის ერთგული და ჭეშმარიტი

გამოცხადება 19:11

11 ვიხილე გახსნილი ცა და თეთრი ცხენი. მის მხედარს ერთგული და ჭეშმარიტი ეწოდება. ის სამართლიანად ასამართლებს და სამართლიანად იბრძვის.

 

იესო არის წმინდა და მართალი სიცოცხლის მეთაური

საქმეები 3:14—15

14 თქვენ უარყავით წმინდა და მართალი კაცი; მკვლელის გათავისუფლება მოითხოვეთ,

15 სიცოცხლის მეთაური კი მოკალით, მაგრამ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, რისი მოწმენიც ვართ.

 

იესო არის პირველი და უკანასკნელი

გამოცხადება 1:17

17 როცა დავინახე, მის ფეხებთან მკვდარივით დავეცი. მან მარჯვენა ხელი დამადო და მითხრა: „ნუ გეშინიამე ვარ პირველი და უკანასკნელი.

 

იესო არის კაცის ძე

საქმეები 7:56

56 და თქვა: „ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს!.

(მათე 8:20; მათე 9:6; მათე 10:23, გამოცხადება 1:13; გამოცხადება

14:14, დანიელი 7:13)

 

 

იესო არის ღვთის მსახური (ესაია 52:13, ესაია 53:11, მათე 12:18)

საქმეები 3:13

13 აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა, განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ მოსაკლავად გაიმეტეთ და პილატეს წინაშე უარყავით, არადა, მას მისი გათავისუფლება ჰქონდა გადაწყვეტილი.

 

 

იესო არის ღვთის მსახური

ესაია 42:1

1 აი ჩემი მსახური, რომელსაც მხარს ვუჭერ! ჩემი რჩეული, რომელიც მოვიწონე! ჩემი სული დავავანე მასზე; სამართალს გაუჩენს ხალხებს.

 

ესაია 52:13

13 ჩემი მსახური გამჭრიახობით იმოქმედებს. აღზევდება, დიდად ამაღლდება და განდიდდება.

ესაია 53:11

 

11 მთელი ამ ტანჯვის შემდეგ, იხილავს შედეგს და გაიხარებს. ჩემი მართალი მსახური თავისი ცოდნით გაამართლებს მრავალს და თვითონ იტვირთებს მათ დანაშაულს.

მათე 12:18 

 

18 აი ჩემი საყვარელი მსახური, რომელიც ამოვირჩიე და რომელიც მოვიწონე! ჩემს სულს დავავანებ მასზე და ის გააგებინებს ხალხებს, რა არის სამართალი.

საქმეები 4:27

 

27 ჰეროდე და პონტიუს პილატე უცხოტომელებთან და ისრაელებთან ერთად შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმინდა მსახურის, იესოს, შენი ცხებულის წინააღმდეგ.

საქმეები 3:26

 

26 როცა ღმერთმა თავისი მსახური დანიშნა, პირველად ის თქვენ გამოგიგზავნათ, რომ ეკურთხებინა თითოეული თქვენგანი და მოებრუნებინა ბოროტი გზიდან».

 

 

იესო არის ღვთის კრავი

 

იოანე 1:29 — ესაია 53 — გამოცხადება 5:6

 

29 მეორე დღეს მან თავისკენ მიმავალი იესო დაინახა და თქვა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!

 

 

იესო არის საპასექო კრავი — ჩვენი პასექი

1 კორინთელები 5:7 ახალი ქვეყნიერების თარგმანი

 

7 მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა ახალი ცომი იყოთ, უფუარი, როგორიც ხართ კიდეც, რადგან თქვენთვის შეეწირა ქრისტე, ჩვენი საპასექო კრავი.

1 კორინთელები 5:7 საპატრიარქოს თარგმანი

 

7 მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.

 

 

იესო არის დიდი მღვდელმთავარი ებრაელები 4:14

14 რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი იესო, ღვთის ძე, რომელიც ზეცაში ავიდა, კვლავაც სახალხოდ უნდა გავაცხადოთ მის შესახებ.

 

 

იესო არის მღვდელი მელქისედეკის მსგავსი

ებრაელები 5:6,10

6 სხვაგან კი მასზე ამბობს: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად, მელქისედეკის მსგავსი.

10 რადგან ღმერთმა ის მელქისედეკის მსგავს მღვდელმთავრად დანიშნა.

 

იესო არის ადამის ძე

ლუკა 3:38

38 ენოშია ძე, შეთის ძე, ადამის ძე, ღვთის ძე.

 

იესო არის ქალის შთამომავალი - თესლი

დაბადება 3:15

15 მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავალსა და მის შთამომავალს* (*სიტყვასიტყვით — „თესლს“.) შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ!

 

 

იესო არის მეორე ადამიანი [სრულყოფილი]

1 კორინთელები 15:47

47 პირველი კაცი მიწისგანაა და მტვრისგანაა შექმნილი, მეორე კაცი კი ზეციდანაა.

 

 

იესო არის უკანასკნელი ადამი

 

1 კორინთელები 15:45

 

45 უკანასკნელი ადამი კი მაცოცხლებელ სულად

 

 

იესო არის მარადიული მამა

იესო არის საოცარი მრჩეველი

ესაია 9:6

6 შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე.

მას მიენდობა მმართველობა,  დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა და მშვიდობის მთავარი.

 

 

იესო არის დავითის ძე მარკოზი 10:47–48

47 როგორც კი ყური მოჰკრა, იესო ნაზარეთელი მოდისო, ყვირილი მორთო: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“

 

იესო არის დავითი იერემია 30:9

9 ჩემი ხალხი დაემორჩილება თავის ღმერთს, იეჰოვას, და თავის მეფეს, დავითს, რომელსაც მოვუვლენ.

ეზეკიელი 34:23  ეზეკიელი 37:24

23 დავუყენებ მათ ერთ მწყემსს, ჩემს მსახურ დავითს, და ის გამოკვებავს მათ. ის თავად გამოკვებავს მათ და ის იქნება მათი მწყემსი.

 

იესო არის დავითის მართალი ყლორტი

იესო არის მეფე, რომელიც დედამიწაზე იმმართველებს  დანიელი 7:14 იერემია 23:5

5 დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს. იმეფებს მეფე, გამჭრიახობას გამოიჩენს და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს დედამიწაზე.

 

იესო არის იესეს ფესვი და ყლორტი

რომაელები 15:12 — ესაია 11:1—10

12 ესაიაც ამბობს: „გამოჩნდება იესეს ფესვი ხალხთა მმართველად, მასზე დაამყარებენ იმედს ხალხები.

 

 

იესო არის დავითის ფესვი და შტამომავალი

გამოცხადება 22:16

16 მე, იესომ, გამოვგზავნე ჩემი ანგელოზი, რათა გადამეცა ეს ყოველივე კრებებისთვის. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“».

 

იესო არის ლომი იუდას ტომიდან

გამოცხადება 5:5

5 ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: „ნუ ტირი. გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას მას შვიდი ბეჭედი“.

 

იესო არის «იესო ნაზარეთელი»

საქმეები 2:22

22 ისრაელებო, მომისმინეთ! იესო ნაზარეთელი ღმერთმა მოგივლინათ; ეს ცხადი გახდა, როცა ღმერთმა თქვენ შორის მისი მეშვეობით სასწაულები, საკვირველებები და ნიშნები მოახდინა, რაც თავადაც კარგად იცით.

 

იესო არის მოძღვარი

მათე 23:8

8 თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან მხოლოდ ერთი მოძღვარი გყავთ, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.

იოანე 13:13

13 თქვენ მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და მართლებიც ხართ, რადგან ასეცაა.

 

იესო არის კარგი მწყემსი - მწყემსი კეთილი

იოანე 10:11

11 მე კარგი მწყემსი ვარ, კარგი მწყემსი თავს სწირავს ცხვრისთვის.

 

იესო არის უფროსი მწყემსი

1 პეტრე 5:4

4 და, როცა უფროსი მწყემსი გამოცხადდება, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.

 

იესო არის დიდებული მწყემსი

ებრაელები 13:20

20 მშვიდობის ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო, ცხვრის დიდებული მწყემსი, რომელმაც მარადიული შეთანხმების სისხლი წარუდგინა მას.

 

იესო არის წინასწარმეტყველი

იოანე 7:40 — კანონი [მეორე რჯული] 18:18

40 ზოგმა ამ სიტყვების მოსმენაზე თქვა, ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველიაო.

იოანე 6:14

14 იესოს სასწაულების თვითმხილველები ამბობდნენ: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, ქვეყნიერებაში რომ უნდა მოსულიყო.

 

იესო არის ზეციდან ჩამოსული პური და სიცოცხლის პური

იოანე 6:41—51

41 იუდეველებმა რომ გაიგეს იესოს ნათქვამი, ზეციდან ჩამოსული პური ვარო, დრტვინვა დაიწყეს.

48 მე ვარ სიცოცხლის პური. 49 თქვენი მამა-პაპა მანანას ჭამდა უდაბნოში, მაგრამ მაინც დაიხოცნენ,

50 ხოლო ვინც ზეციდან ჩამოსულ პურს შეჭამს, არ მოკვდება.  51 მე ზეციდან ჩამოსული სიცოცხლის პური ვარ. ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს. ეს პური ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავიღებ».

 

იესო არის ვაზი

იოანე 15:1—5

1 «მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა.. 5 მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები.

 

იესო არის კარი

იოანე 10:7–9

7 მაშინ იესომ კვლავ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მე კარი ვარ ცხვრისთვის.

9 მე კარი ვარ. ვინც ჩემით შედის, გადარჩება; შევა, გამოვა და საძოვარს იპოვის.

 

იესო არის მთესველი

მარკოზი 4:3—20

3 ყური დამიგდეთ. გამოვიდა მთესველი დასათესად.  14 მთესველი თესავს სიტყვას.

 

იესო არის დურგალი

მარკოზი 6:3

3 ეს ხომ დურგალია, მარიამის ვაჟი, იაკობის, იოსების, იუდასა და სიმონის ძმა?!...

 

იესო არის მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი

ლუკა 7:34 — ლუკა 15:1, 2 — ლუკა 5:30

34 მოვიდა კაცის ძე, ჭამს, სვამს, თქვენ კი ამბობთ, აი ჭამა-სმას გადაყოლილი კაცი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.

 

იესო არის სულიერი კლდე

1 კორინთელები 10:4

4 და ყველა ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდა. იმ სულიერი კლდიდან სვამდნენ, რომელიც მათ თან დაჰყვებოდა, და ის კლდე ქრისტეს განასახიერებდა.

 

იესო არის სიცოცხლის წყალი

იოანე 4:10—14 იოანე 7:38

10 იესომ მიუგო: „რომ იცოდე, რა არის ღვთის ძღვენი და ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თავად სთხოვდი მას და ისიც სიცოცხლის წყალს მოგცემდა. 11 ქალმა უთხრა: „ბატონო, წყლის ამოსაღები ჭურჭელიც კი არ გაქვს, ჭა კი ღრმაა. საიდან მომცემ სიცოცხლის წყალს?!

14 მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში.

 

იესო არის ძვირფასი ქვაკუთხედი  რჩეული ქვა — კუთხის თავში დასადები ქვა

1 პეტრე 2:6  მათე 21:42

6 წმინდა წერილში ნათქვამია: „აი, სიონის საძირკვლად ვდებ რჩეულ ქვას, ძვირფას ქვაკუთხედს, და ვისაც ის სწამს, იმედი არასოდეს გაუცრუვდება.

 

იესო არის სიონის საძირკვლის ქვა — საიმედო, ძვირფასი ქვაკუთხედი

ესაია 28:16

16 ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, სიონის საძირკვლად ვდებ საიმედო ქვას, ძვირფას ქვაკუთხედს საძირკვლისათვის.ვისაც სწამს ის, არ შეძრწუნდება.

 

იესო არის ცოცხალი ქვა

1 პეტრე 2:4

4 ვინაიდან ირწმუნეთ ადამიანთა მიერ დაწუნებული, თუმცა ღვთისთვის რჩეული და ძვირფასი ცოცხალი ქვა.

 

იესო არის ცისკრის ვარსკვლავი გამოცხადება 22:16

16 მე, იესომ, გამოვგზავნე ჩემი ანგელოზი, რათა გადამეცა ეს ყოველივე კრებებისთვის. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“».

 

იესო არის ნიშანი ხალხებისთვის დროშა ტომებისთვის

ესაია 11:10  დაბადება 49:10  ესაია 49:22

10 იმ დღეს იესეს ფესვი ნიშნად იდგება ხალხებისთვის ...

10 იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები.

 

იესო არის უფალი

იოანე 13:13,14 — 1 თესალონიკელები 4:15–17

13 თქვენ მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და მართლებიც ხართ, რადგან ასეცაა.

14 ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.

 

იესო არის უფალი და ქრისტე

საქმეები 2:36 — 1 კორინთელები 8:6

36 დაე მთელმა ისრაელმა იცოდეს, რომ იესო, რომელიც თქვენ ძელზე გააკარით, ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია.

 

იესო არის შაბათის უფალი

მათე 12:8

8 კაცის ძე შაბათის უფალია!

მარკოზი 2:28

28 კაცის ძე შაბათის უფალიცაა!

ლუკა 6:5

5 შემდეგ დასძინა: „კაცის ძე შაბათის უფალია!“

 

იესო არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე

გამოცხადება 17:14 — 1 ტიმოთე 6:15

14 შეებრძოლებიან ისინი კრავს, მაგრამ კრავი სძლევს მათ, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე.

 

იესო არის ერთადერთი ხელმწიფე

1 ტიმოთე 6:15

15 ბედნიერი და ერთადერთი ხელმწიფის, დანიშნულ დროს გამოცხადებამდე. ის მეფეთა მეფე და უფალთა უფალია.

 

იესო არის მესია

იოანე 1:41

41 ანდრიამ მოძებნა თავისი ძმა სიმონი და უთხრა: „მესია ვიპოვეთ!“ (იგივე ქრისტე).

 

იესო არის ცოცხალი ღვთის ძე

მათე 16:16 — მარკოზი 8:29 — ლუკა 9:20

16 სიმონ-პეტრემ მიუგო: „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე.

 

იესო არის ქრისტე ღვთის ძალა 

1 კორინთელები 1:24

24 მაგრამ მოწოდებულებისთვის, იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც, ქრისტე ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნეა.

 

იესო არის ღვთის დიდების ანარეკლი  მისი განსახიერება, მისი არსების აღნაბეჭდი

ებრაელები 1:3

3 ის არის ღვთის დიდების ანარეკლი და მისი განსახიერება; იგი მისი ძლიერი სიტყვით ასულდგმულებს ყოველივეს.

3 რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი.

 

იესო არის ყოველივეს მემკვიდრე

ებრაელები 1:2

2 ახლა კი, ამ დღეების დასასრულს, თავისი ძის მეშვეობით გველაპარაკა, რომელიც ყოველივეს მემკვიდრედ დააყენა და რომლის მეშვეობითაც შექმნა ქვეყნიერება.

 

იესო არის ძლიერი ღმერთი

ესაია 9:6

6 შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე. მას მიენდობა მმართველობა,

დაერქმევა მას საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა და მშვიდობის მთავარი.

 

იესო არის ღმერთი (ღვთის მსგავსი, ღვთაებრივი)

იოანე 1:1

1 დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი* (*

სხვაგვარად — „ღვთაებრივი“).

 

იესო არის ემანუელი

მათე 1:23 — ესაია 7:14

23 აი, დაორსულდება ქალწული, გააჩენს ვაჟს და დაარქმევენ მას ემანუელს“, რაც ასე ითარგმნება: „ჩვენთანაა ღმერთი“.

 

 

იესო ქრისტეს სახელები და ტიტულები — შემოკლებით:

 

იესო  იეშუა (იეჰოშუა) «იეჰოვა ხსნაა» (მათე 1:21,25 ლუკა 1:31)

 

იესო  ამინი (გამოცხადება 3:14)

 

იესო  ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე (გამოცხადება 3:14)

 იესო ღვთის ქმნილებათა დასაწყისი (გამოცხადება 3:14) 

იესო  ღვთის პირველი ქმნილება (გამოცხადება 3:14)

იესო ყველა ქმნილებაზე უწინ შობილი (კოლასელები 1:15) იესო  ღვთის სიბრძნე (მათე 11:19, 1 კორინთელები 1:24)

 იესო ოსტატი (იგავები 8:30)

იესო  ღვთის უძველეს საქმეთა შორის პირველი (იგავები 8:22)

 

იესო  დასაწყისი (კოლასელები 1:18)

 

იესო  სხეულის ანუ კრების თავი (კოლასელები 1:18)

 

იესო  ნეფე (იოანე 3:29, მათე 9:15, მათე 25:5,10, გამოცხადება 21:9)

 

იესო  სიტყვა (იოანე 1:1)

 

იესო  ღვთის სიტყვა (გამოცხადება 19:13)

 

იესო ღვთის ძე ისრაელის მეფე (იოანე 1:34,49)

 

იესო  ქრისტე ცოცხალი ღვთის ძე (1 იოანე 4:15, მათე 16:16, მათე  27:54)

 

იესო  უზენაესის ძე (ლუკა 1:32)

 

იესო  საყვარელი ძე (მათე 3:17, ლუკა 9:35, ეფესოელები 1:6)

 

იესო  რჩეული მსახური (ესაია 42:1)

 

იესო  მხოლოდშობილი ძე (1 იოანე 4:9, იოანე 1:14, იოანე 3:16,18)

 

იესო  ღვთის წმინდა ძე (ლუკა 1:34—36) 

იესო  კურთხეულის ძე (მარკოზი 14:61)

 იესო  ერთგული მოწმე (გამოცხადება 1:5)

იესო  პირველი მკვდრეთით აღმდგართა შორის (კოლასელები 1:18, გამოცხადება 1:5)

 

იესო  დედამიწის მეფეთა მთავარი (გამოცხადება 1:5) იესო  გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (იოანე 14:6) იესო  აღდგომა და სიცოცხლე (იოანე 11:25)

იესო  ქვეყნიერების მხსნელი (1 იოანე 4:14, საქმეები 4:12)

 

იესო  წინამძღოლი (დანიელი 9:25, ესაია 55:4, მათე 23:10)

 

იესო  მეთაური და მხსნელი  წინამძღოლი და მაცხოვარი (საქმეები 5:31)

 

იესო  იეჰოვას ანგელოზი (გამოსვლა 23:20—21, გამოსვლა 3:2, საქმეები 7:1, მსაჯულები  13:15—17,18—22)

 

იესო  მაცნე ანუ მისი სახის ანგელოზი (ესაია 63:8—9, იოანე 5:30, იოანე 6:38, იოანე 8:42, იოანე 12:49, იოანე 13:16)

 

იესო  უფალი და მაცნე  აღთქმის ანგელოზი (მალაქია  3:1)

 

იესო  მშვიდობის მთავარი (ესაია 9:6)

 

იესო  იეჰოვას ლაშქრის მეთაური (იესო ნავეს ძე 5:13–15, ესაია 9:6)

 

იესო  დიდი მთავარი მიქაელი (დანიელი 12:1, ესაია 9:6, გამოცხადება 12:7, 9)

 

იესო  მიქაელი (გამოცხადება 19:11-16, კოლასელები 2:10, 1 პეტრე 3:22, 2

თესალონიკელები 1:7, მათე 16:27, მათე 24:31, მათე 13:41, 1 პეტრე 3:22, 1

თესალონიკელები 4:16 იოანე 5:25—29)

 

იესო მეფე (მათე 21:5)

 

იესო  იუდეველთა მეფე (იოანე 19:19—21, ლუკა 23:38)

 

იესო  უხილავი ღვთის ანარეკლი (კოლასელები 1:15, ფილიპელები 2:6, 2 კორინთელები 4:4)

 

იესო  ქვეყნიერების სინათლე (იოანე 8:12)

 

იესო  სინათლე (მათე 4:16, იოანე 3:19, იოანე 12:46, იოანე 1:5—9)

 

იესო  ერთგული და ჭეშმარიტი (გამოცხადება 19:11)

 

იესო  წმინდა და მართალი სიცოცხლის მეთაური (საქმეები 3:14—15)

 

იესო  პირველი და უკანასკნელი (გამოცხადება 1:17)

 

იესო  კაცის ძე (დანიელი 7:13; საქმეები 7:56; მათე 8:20; მათე  9:6; მათე 10:23, გამოცხადება 1:13; გამოცხადება 14:14)

 

იესო  ღვთის მსახური (ესაია 52:13, ესაია 53:11, მათე 12:18, საქმეები 3:13)

 

იესო  ღვთის კრავი (იოანე 1:29, ესაია 53, გამოცხადება 5:6)

 

იესო  საპასექო კრავი  ჩვენი პასექი (1 კორინთელები 5:7)

 

იესო  დიდი მღვდელმთავარი (ებრაელები 4:14)

 

იესო  მღვდელი მელქისედეკის მსგავსი (ებრაელები 5:6,10)

 

იესო  ადამის ძე (ლუკა 3:38)

 

იესო  ქალის შთამომავალი, თესლი (დაბადება 3:15)

 

იესო  მეორე კაცი [სრულყოფილი] (1 კორინთელები 15:47)

 

იესო  უკანასკნელი ადამი (1 კორინთელები 15:45)

 

იესო  მარადიული მამა (ესაია 9:6)

 

იესო  საოცარი მრჩეველი (ესაია 9:6)

 

იესო  დავითის ძე (მარკოზი 10:47– 48)

 

იესო  დავითი (იერემია 30:9, ეზეკიელი 34:23, ეზეკიელი 37:24)

 

იესო  დავითის მართალი ყლორტი (იერემია 23:5)

 

იესო  მეფე რომელიც დედამიწაზე იმეფებს (იერემია 23:5, დანიელი 7:14)

 

იესო  ყლორტი იესე ძირკვიდან (ესაია 11:1—10) 

იესო  დავითის ფესვი და შთამომავალი (გამოცხადება 22:16) 

იესო — ლომი იუდას ტომიდან (გამოცხადება 5:5) 

იესო  «იესო ნაზარეთელი» (საქმეები 2:22)

იესო მოძღვარი (მათე 23: 8, იოანე 13:13) 

იესო  კეთილი მწყემსი (იოანე 10:11) 

იესო უფროსი მწყემსი (1 პეტრე 5:4) 

იესო  დიდებული მწყემსი (ებრაელები 13:20)

იესო  წინასწარმეტყველი (იოანე 7:40, იოანე 6:14, კანონი [მეორე რჯული] 18:18)

 

იესო  ზეციდან ჩამოსული პური და სიცოცხლის პური (იოანე 6:41—51)

 

იესო  ვაზი (იოანე 15:1—5)

 

იესო  კარი (იოანე 10:7–9)

 

იესო  მთესველი (მარკოზი 4:3—20)

 

იესო  დურგალი (მარკოზი 6:3)

 

იესო  მებაჟეებისა და ცოდვილების მეგობარი (ლუკა 7:34  ლუკა 15:1, 2  ლუკა 5:30)

 

იესო  სულიერი კლდე (1 კორინთელები 10:4)

 

იესო  სიცოცხლის წყალი (იოანე 4:10—14, იოანე 7:38)

 

იესო — ძვირფასი ქვაკუთხედი  — რჩეული ქვა — ქვაკუთხედი (1 პეტრე 2:6  მათე 21:42)

 

იესო სიონის საძირკვლის საიმედო ქვა  (ესაია 28:16)

 

იესო  ცოცხალი ქვა (1 პეტრე 2:4)

 

იესო  ცისკრის ვარსკვლავი (გამოცხადება 22:16)

 

იესო  ნიშანი ხალხებისთვის  დროშა ტომებისთვის (ესაია 11:10

 დაბადება 49:10  ესაია 49:22)

 

იესო უფალი (იოანე 13:13, 1 თესალონიკელები 4:15–17) 

იესო  უფალი და ქრისტე (საქმეები 2:36 —1 კორინთელები 8:6) იესო  შაბათის უფალი (მათე 12:8, მარკოზი 2:28, ლუკა 6:5)

იესო  უფალთა უფალი და მეფეთა მეფე (გამოცხადება 17:14, 1 ტიმოთე 6:15)

 

იესო  ერთადერთი ხელმწიფე (1 ტიმოთე 6:15 )

 

იესო  მესია (იოანე 1:41)

 

იესო  ქრისტე ცოცხალი ღვთის ძე (მათე 16:16  მარკოზი 8:29  ლუკა 9:20)

 

იესო  ქრისტე ღვთის ძალა (1 კორინთელები 1:24)

 

იესო  ღვთის დიდების ანარეკლი  ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი (ებრაელები 1:3)

 

იესო — ყოველივეს მემკვიდრე (ებრაელები 1:2)

 

იესო — ძლიერი ღმერთი (ესაია 9:6)

 

იესო ღმერთი (ღვთის მსგავსი, ღვთაებრივი) (იოანე 1:1)

 

იესო ემანუელი (ესაია 7:14, მათე 1:23)

 

 

ალფა და ომეგა

ვის ეკუთვნის ტიტული «ალფა და ომეგა»  ???

მხოლოდ სამი მუხლი არსებობს, რომლებშიც ალფა და ომეგაა ნახსენები:

1.

გამოცხადება 1:8

მე ვარ ალფა და ომეგა, — ამბობს იეჰოვა ღმერთი, — ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე“.

 

2.

გამოცხადება 21:6 —7

მან მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული. მწყურვალს უსასყიდლოდ დავალევინებ წყალს სიცოცხლის წყაროდან.

მძლეველი დაიმკვიდრებს ამ ყოველივეს, მე ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი ძე.

 

3.

გამოცხადება 22:12—13

„მალე მოვალ და თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მივუზღავ!

მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული.

 

ვინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეებისამებრ???

რომაელები 2:6

6 ის თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს.

ფსალმუნები 62:12  იგავები 24:12

12 სიკეთეც შენგანაა, იეჰოვა,

რადგან ყველას თავისი ნამოქმედარისამებრ მიუზღავ.

 

მაგრამ რეალურად ვინ მოვა ???

 ესაია 40:10

10 აი, უზენაესი უფალი იეჰოვა ძლიერებით მოვა და იმეფებს თავისი მკლავით. აი, მასთანვეა მისი ჯილდო და მის წინაშეა მისი გასამრჯელო.

ესაია 66:15

15 იეჰოვა ცეცხლივით მოვა, ქარიშხალს ჰგვანან მისი ეტლები, რათა რისხვითა და მძვინვარებით გადაუხადოს სამაგიერო და ცეცხლის ალით გაუსწორდეს მათ.

ესაია 31:4

4 აი, რა მითხრა იეჰოვამ: „როგორც ლომი ბრდღვინავს, ლომი, რომელიც მსხვერპლს ადგას თავზე, და თუნდაც ყველა მწყემსს მოუხმონ, მათი ხმებისა არ შეეშინდება და მათი ხმაური არ დააფრთხობს, ისე ჩამოვა ლაშქართა ღმერთი იეჰოვაც სიონის მთისა და მისი მაღლობისთვის საბრძოლველად.

გამოცხადება 1:8

8 მე ვარ ალფა და ომეგა, — ამბობს იეჰოვა ღმერთი, — ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე“.

გამოცხადება 4:8

8 ამ ოთხ ცოცხალ არსებას ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა, რომლებიც ზემოდანაც და ქვემოდანაც თვალებით იყო დაფარული. ისინი დღედაღამ განუწყვეტლივ ამბობდნენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა ღმერთი, ყოვლისშემძლე, რომელიც იყო, არის და მოდის“.

ამგვარად ვხედავთ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა მოვა, მაგრამ როგორ ???

თავისი წარმომადგენლის, იესო ქრისტეს სახით!!!

თავად იესო ქრისტეც მოვა  მაგრამ ის ღვთის წარმომადგენელია, იესო თავისი მამის, იეჰოვას სახელით მოვა.

იესო თავისი მამის წარმომადგენელი სახეა  ის ბევრჯერ მოვიდა დედამიწაზე როგორც ანგელოზი და ყოველთვის მამის სახელით ლაპარაკობდა  ის, იესო, არის ღვთის სიტყვის მთავარი გადამცემი და ამიტომაც ეწოდება სიტყვა, ღვთის პირადი წარმომადგენელი!!!

 

ტიტულები «ალფა და ომეგა» მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას ეკუთვნის.

ეს ფრაზა ბიბლიაში სამჯერ გვხვდება 

გამოცხადების 1:8; გამოცხადების 21:6; გამოცხადების 22:13

 

● რატომ უწოდებს იეჰოვა ღმერთი თავის თავს «ალფა და ომეგას»???

ალფა და ომეგა  ბერძნული ანბანის პირველი და უკანასკნელი ასოებია. ამ ენაზე დაიწერა ბიბლიის ის ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ «ახალი აღთქმა» ეწოდება და რომელშიც შედის გამოცხადების წიგნი. ბერძნულ ანბანში ამ ასოების განლაგება იმ აზრის ილუსტრირებას ახდენს, რომ მხოლოდ იეჰოვაა დასაწყისი და დასასრული (გამოცხადება 21:6). უსასრულო წარსულში ის ყოვლისშემძლე ღმერთი იყო და ასეთად დარჩება ყოველთვის. ისაა ერთადერთი, ვინც «მარადიულად» არსებობს (ფსალმუნები 90:2).

 

● ვინ არის «პირველი და უკანასკნელი»???

ბიბლიაში ეს ფრაზა გამოიყენება როგორც იეჰოვა ღმერთის, ასევე მისი ძის, იესო ქრისტეს მიმართაც, თუმცა განსხვავებული მნიშვნელობებით.

ორი მაგალითი განვიხილოთ:

 

1. ესაიას 44:6-ში იეჰოვა ამბობს:

6 «მე ვარ პირველი და უკანასკნელი, ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!».

აქ იეჰოვა ხაზს უსვამს, რომ ის არის მარადიული და ჭეშმარიტი ღმერთი და მის გარდა, სხვა ღმერთი, არ არსებობს.

(ასევე ნახეთ: მეორე რჯული 4:35, 39 ესაია 44:6, ესაია 45:5,14,18 გამოსვლა 20:2—3, მეორე რჯული 6:4, მეორე რჯული 32:39, 2 სამუელი 7:22, გამოსვლა 15:11, 1 მეფეები 8:60, 1 მატიანე 17:20, იერემია 10:6, ესაია 37:16, ესაია 45:21, ოსია 13:4, მარკოზი 12:29, 1 კორინთელები 8:4—6, 1 ტიმოთე 2:5).

ამ შემთხვევაში ფრაზას «პირველი და უკანასკნელი» ზუსტად იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც «ალფა და ომეგას».

 

2. იესო მართლაც რომ  პირველია ყველა ქმნილებას შორის

კოლასელები 1:15

15 ის უხილავი ღვთის ანარეკლია, ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილი.

კოლასელები 1:15

15 ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა.

გამოცხადება 3:14

14... აი, რას ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე,+ ღვთის ქმნილებათაგან პირველი

 

სიტვები «პირველი [პროტოს, არა ალფა] და უკანასკნელი [ესხატოს, არა ომეგა]» გვხვდება გამოცხადების 1:17, 18 და 2:8-ში.

ამ მუხლების კონტექსტი გვიჩვენებს, რომ ისინი მას შეეხება, ვინც მოკვდა და სიცოცხლე დაუბრუნდა.

შესაბამისად, ეს მუხლები შეუძლებელია იეჰოვა ღმერთს ეხებოდეს, რადგან ის შეუძლებელია მოკვდეს (აბაკუმი 1:12).

იესო კი კოვდა და მკვდრეთით იქნა აღდგენილი (საქმეები 3:13—15). ისაა პირველი ადამიანი, რომელიც სულიერ პიროვნებად იქნა მკვდრეთით აღდგენილი ზეცაში უკვდავი სიცოცხლისთვის, სადაც ის «მარადიულად» ცოცხლობს (გამოცხადება1:18; კოლასელები 1:18).

ყველა სხვა დანარჩენ ადამიანებს თვითონ იესო აღადგენს მკვდრეთით (იოანე 6:40, 44).

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის იყო უკანასკნელი, ვინც უშუალოდ იეჰოვამ აღადგინა მკვდრეთით (საქმეები 10:40).

ამ გაგებით იესოს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს «პირველი და უკანასკნელი».

გამოცხადების 22:13-ში მას, ვინც საკუთარ თავს «ალფა და ომეგას» უწოდებს, ასევე «პირველი და უკანასკნელიც» ეწოდება.

გამოცხადების 1:17,18-ში «პირველს და უკანასკნელს» იესო თავის თავს უწოდებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ალფა და ომეგა იესოა? არა.

მაგალითად, ბერძნული სიტყვა აპოსტოლოს, რომელიც «მოციქულად» და

«წარგზავნილად» ითარგმნება, გამოიყენება როგორც იესო ქრისტეს მიმართ, ასევე მისი მიმდევრების მიმართ. მაგრამ განა ეს იმას ამტკიცებს, რომ იესო და მისი მიმდევრები — ერთი და იგივე პიროვნებაა ან რომ ისინი თანაბარნი არიან მდგომარეობით? (ებრაელები 3:1).

თუ რომელიმე ტიტულები ან აღწერილობითი ფრაზები წმინდა წერილში რამოდენიმეჯერ გვხვდება, არ არის საჭირო ნაჩქარევი დასკვნის გაკეთება, რომ ისინი ერთი და იგივე პიროვნებას ეხება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ისე გამოვა, რომ ნაბუქოდონოსორი — იესო ქრისტეა, რადგან როგორც ერთს, ასევე მეორეს «მეფეთა მეფე» ეწოდება (დანიელი 2:37; გამოცხადება 17:14).

წინააღმდეგ შემთხვევაში ისე გამოვა, რომ იესოს მოწაფეები — თავად იესო ქრისტეა, რადგან როგორც მათზე, ასევე ქრისტეზეა ლაპარაკი, როგორც «ქვეყნიერების სინათლეზე» (მათე 5:14; იოანე 8:12). ყოველთვის მუხლის კონტექსტის და ასევე წმინდა წერილის სხვა ადგილების გათვალისწინებაა საჭირო, რომლებშიც ჩვენთვის საინტერესი ფრაზები და ტიტულები გამოიყენება.

 

● ამტკიცებს თუ არა გამოცხადების 22:13 რომ «ალფა და ომეგა» — იესო ქრისტეა???

არა. ამ თავში რამოდენიმე მოსაუბრეა, თუმცა კონკრეტულად რომელი საუბრობს გამოცხადების 22:13-ში ბიბლიაში მითითებული არ არის.

გამოცხადების წიგნის ამ ნაწილის კომენტირებისას, პროფესორი უილიამ ბარკლი თავის ნაშრომში «იოანეს გამოცხადების ახსნა» აღნიშნა: «ყველაფერი აშკარა წესრიგის გარეშე მიდის... ყოველთვის ძალიან რთულია იმის თქმა, სინამდვილეში ვინ ლაპარაკობს».

შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, რომ ტიტული «ალფა და ომეგა», რომელიც გამოცხადების 22:13-შია ნახსენები, მასვე ეხება, ვინც ამ ტიტულით გამოცხადების სხვა მუხლებშია მოხსენიებული — იეჰოვა ღმერთს.

 

კიდევ ერთი საფუძვლიანი არგუმენტი:

გამოცხადების 21:6,7-ის თანახმად, მძლეველები, ანუ ერთგული ქრისტიანები, მისი ძეები ხდებიან, ვინც ტიტულ «ალფა და ომეგას» ატარებს. ბიბლიაში არსადაა საუბარი ცხებულ ქრისტიანებზე ისე, როგორც იესო ქრისტეს ძეებზე.

მათ ბევრგან იესოს მსახურები - მონები ეწოდებათ, მაგრამ არსად არ ეწოდებათ იესოს ძეები. ასეთი რამ არსად არ არის!

იესო მათ ძმებს ეძახოდა (ებრაელები 2:11; მათე 12:50; მათე 25:40).

ბიბლიაში მხოლოდ იესოს ძმებს ეწოდებათ ღვთის ძეები, მისი, ვისაც ტიტული ალფა და ომეგა ეკუთვნის (გალატელები 3:26; 4:6).

 

გამოცხადების 22:12-ში, ბიბლიის ზოგიერთ თარგმანებში დამატებულია სიტყვები «ამბობს იესო».

ამიტომ ამ თარგმანების კითხვისას შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ტიტული «ალფა და ომეგა» მე-13 მუხლში იესოს ეხება. თუმცა ეს სიტყვები ორიგინალურ ტექსტში არ არსებობს. მათ ბიბლიის თარგმანების უმრავლესობაშიც არ ვხვდებით.

 

მეოთხედ ფრაზა ალფა და ომეგა გამოცხადების 1:11-ში გვხვდება, საპატრიარქოს გამოცემაში.

თუმცა თანამედროვე თარგმანების უმრავლესობაში ეს ფრაზა არ გვხვდება, რადგან უძველეს ბერძნულ ხელნაწერებში ის არ წერია, ხოლო წმინდა წერილის გაცილებით გვიან ასლებში ის ჩამატებული იქნა.

 

ყოველივე ზემოთ ნათქვამის საფუძველზე  ყველა ბიბლიური მუხლები და არგუმენტები აჩვენებენ, თუ რა სახელები და ტიტულები აქვს იესოს.

თუმცა თავად ტიტული «ალფა და ომეგა» მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს  იეჰოვას ეკუთვნის და არა მის ძეს.

 


 

Комментариев нет:

Отправить комментарий