среда, 15 марта 2023 г.

«არაფერია მზის ქვეშ ახალი»

 




 


   «რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი» (ეკლესიასტე 1:9)

 

 

რომის ხელისუფლების დამოკიდებულება ადრეული ქრისტიანების მიმართ

იეჰოვას მოწმეები, ხელისუფლება და პოლიტიკა

ადრეული ქრისტიანები და რომაული კულტები

იეჰოვას მოწმეები რუსეთის რელიგიურ ფონზე

იეჰოვას მოწმეები და ოჯახური ფასეულობები

იეჰოვას მოწმეები და რიტუალურობის არარსებობა 

იეჰოვას მოწმეები, დღესასწაულები და გართობა 

უარი სისხლის გამოყენებაზე

ძალიან «ახალგაზრდა» რწმენა?

 

 

  არც ისე დიდი ხნის წინ ხელში ერთი პროტესტანტი მწერლის, მ.ვ. ივანოვის წიგნი ჩამივარდა სახელწოდებით «ქრისტიანობის ისტორია» (გამომცემლობა «Библия для всех». სანკტ-პეტერბურგი. 2000 .). ავტორი მოკლედ აშუქებს ქრისტიანობის განვითარების ისტორიულ გზას და, როდესაც მისი არსებობის პირველ საუკუნეებში ეკლესიის დევნის საკითხს ეხება, მას ამის ძირითადი მიზეზების ჩამონათვალი მოჰყავს. როდესაც მას გავეცანი, ძალიან გამაოცა იმ ფაქტმა, რომ როგორც ქრისტიანული ეპოქის გარიჟრაჟზე, ისე დღეს, მათი სრული იდენტურობის დანახვაა შესაძლებელი. ფაქტიურად, თანამედროვე რუსეთში იეჰოვას მოწმეებს ზუსტად იმავე «ცოდვებში» სდებენ ბრალს, რაშიც ადრეულ ქრისტიანებს, რომლებსაც რომის იმპერიაში სდევნიდნენ.

რომის ხელისუფლების დამოკიდებულება ადრეული ქრისტიანების მიმართ

 

 

  თავს უფლებას მივცემ რამოდენიმე ციტატა მოვიყვანო ამ ნაშრომიდან და შედარება გავაკეთო ორ ეპოქას შორის. ავტორი წერს:

 

  «მანამ, სანამ რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნის საერთოსახელმწიფოებრივ ეტაპზე ვილაპარაკებთ, მის ძირითად მიზეზებში უნდა გავერკვეთ.

    პირველ რიგში, ქრისტიანებს, როგორც მკაცრ მონოთეისტებს (ანუ მათ, ვინც მხოლოდ ერთ ღმერთს აღიარებდნენ) არ შეეძლოთ ღვთებრივი დიდების მიგება იმპერატორისა და მისი გამოსახულებებისთვის, რაც რომის საზოგადოებრივ წყობაში სავალდებულო იყო. ისინი, ვინც ზემოთ ნახსენები დიდების მიგებაზე უარს აცხადებდნენ, პოლიტიკურ დამნაშავეებად, იმპერატორის ღირსების შეურაცხმყოფლებად მიიჩნეოდნენ».

 

  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძველი რომის ხელისუფლებას ის არ მოსწონდა, რომ ადრეული ქრისტიანები მათ მიმართ ისეთი დონის ლოიალობას არ ავლენდნენ, რომელიც რომის ყველა მოქალაქისაგან მოითხოვებოდა. თუმცა, ახალი აღთქმის სიტყვების თანახმად, ქრისტიანები უნდა დამორჩილებოდნენ რომის ხელისუფლებას, როგორც «ღვთის მიერ დადგენილს» (რომაელები 13:1-7). ბიბლია ქრისტეს მიმდევრებს ასევე მოუწოდებს «აღასრულო[ნ] ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის, მეფეთა და მთავართათვის» (1 ტომოთე 2:1-2).

  თუმცა ამავდროულად ქრისტიანები არ მიიჩნევდნენ თავისთვის დასაშვებად საერო ხელისუფლებებისთვის იმ როლის მინიჭებას, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეიძლება ეკუთვნოდეს.  «მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა» - შესაბამისი მითითება მისცა მათ იესომ (მარკოზი 12:17).  ქრისტიანებიც შესაბამისად იქცეოდნენ (საქმეები 4:19; 5:29). ზუსტად ამ მიზეზის გამო ისინი მკაფიოდ აცნობიერებდნენ, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებისთვის, სახელმწიფოსთვის ან მისი სიმბოლოებისთვის დიდების მიგება მათთვის სრულიად მიუღებელი იყო

 

  წიგნში «ბიბლიური ისტორიის საფუძვლები» ნათქვამია: «იმპერატორის თაყვანისცემა იმაში გამოიხატებოდა, რომ ერთი მწიკვი საკმეველი დაეყარათ ან ღვინო მოეპკურებინათ იმ სამსხვერპლოზე, რომელიც მისი ძეგლის წინ იდგა. შესაძლოა, ამხელა დროის გასვლის შემდეგ გვეჩვენება, რომ ეს არაფრით არ განსხვავდება... ხელის აწევისგან, როდესაც დროშას ან სახელმწიფოს მეთაურს ესალმებიან. ჩვენთვის ეს უბრალოდ ზრდილობის, პატივისცემისა და პატრიოტიზმის გამოვლინებაა. შესაძლოა, I საუკუნეში მრავალი ამ ყველაფერს ზუსტად ასევე უყურებდა, თუმცა ქრისტიანები ამას სრულიად სხვაგვარად უყურებდნენ. მათთვის ეს რელიგიური თაყვანისცემა იყო, იმპერატორის ღვთაებად აღიარება და, როგორც შედეგი, ღვთისა და ქრისტესადმი ერთგულების დარღვევა, ამიტომ ისინი უარს ამბობდნენ ამის გაკეთებაზე» («Essentials of Bible History», ელმერ მოულდი, 1951, გვ. 563).

 

  ისტორიკოსმა დენიელ მანიკსმა აღნიშნა: «ქრისტიანები უარს ამბობდნენ... [რომის] იმპერატორის გენიისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, ჩვენს დღეებში ეს პრაქტიკულად იგივეა, რაც დროშისთვის სალმის მიცემაზე უარის თქმა ან სახელმწიფოსთვის ფიცის მიცემაზე უარის თქმა» («Those About to Die», დენიელ . მანიკსი, 1958 წელი, გვერდი 135).

 

  ფრანგი კათოლიკე-ავტორი ა. ამანი წერს: «ქრისტიანის პოზიციას ის ყოველდღიურად პრობლემებამდე მიჰყავდა; ის საზოგადოებისგან გარიყული ცხოვრობდა... ის გამუდმებით ხვდებოდა პრობლემებს სახლში, ქუჩაში, ბაზარში... ქუჩაში ქრისტიანს, იმისგან დამოუკიდებლად, რომის მოქალაქე იყო თუ არა, თავი უნდა მოეშიშვლებინა, როდესაც ტაძარს ან ქანდაკებას ჩაუვლიდა. როგორ შეეძლო მას ამისგან თავის ისე არიდება, რომ ეჭვები არ გამოეწვია, და ამავდროულად, როგორ შეიძლება მას ეს ისე გაეკეთებინა, რომ ამავდროულად სახელმწიფოსადმი ერთგულების აქტი არ შეესრულებინა?» («ადრეული ქრისტიანების ყოველდღიური ცხოვრება: ახალი წელთაღრიცხვით 95—197 წლები»).

 

  «წარმართული ქვეყნიერების მმართველებს არ ესმოდათ ადრეული ქრისტიანების და მათ განსაკუთრებული კეთილგანყწობის გარეშე ექცეოდნენ. [...] ქრისტიანები უარს ამბობდნენ რომის მოქალაქეების ზოგიერთი ვალდებულებების შესრულებაზე. [...] ისინი არ იკავებდნენ პოლიტიკურ თანამდებობებს» («On the Road to Civilization—A World History», . . გეკელი და . . სიგმენი, 1937, გვ. 237—238).

 

  წიგნში «ადრეული ეკლესია» ისტორიკოსმა ჰენრი ჩადვიკმა შენიშნა, რომ ადრეული ქრისტიანული კრება წარმოადგენდა «ადამიანების აპოლიტიკურ საზოგადოებას, რომელსაც თავი შორს ეჭირა ქვეყნიური საქმეებისგან და ნებისმიერი კონფლიქტებისგან» («The Early Church»).

 

 


 

 

 

  რომის ხელისუფლების მხრიდან ქრისტიანებისადმი ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულების მიუხედავად, ეს უკანასკნელები თავს უფლებას არ აძლევდნენ მათ წინააღმდეგ აჯანყებულიყვნენ და არც სხვებს მოუწოდებდნენ ამისკენ. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, «თუმცა ქრისტიანები იმპერატორისადმი თაყვანისცემაში არ მონაწილეობდნენ, ისინი ბუნტისკენ არ მოუწოდებდნენ, მათი რელიგია კი, მთელი თავისი უჩვეულოებითა და ხანდახან მიუღებლობით წარმართთა თვალსაზრისით, იმპერიისთვის არავითარ რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა» («ქრისტეს შემდეგ. ქრისტიანობის გამარჯვება»).

 

  ისტორიკოსმა ჯონ ფონ მოსხაიმმა პირველი საუკუნის ქრისტიანებს უწოდა «ყველაზე უწყინარი ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც აზრადაც კი არასოდეს მოსვლიათ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება».

 

  იმის ციტირებისას, რასაც იესოს მოწაფეების დასაცავად მეორე საუკუნეში მცხოვრები აპოლოგეტი იუსტინე წამებული წერდა, რობერტ მ. გრანტმა ადრეულ ქრისტიანებს უწოდა «იმპერატორის საუკეთესო დამხმარეები მშვიდობისა და წესრიგის საქმეში» («ადრეული ქრისტიანობა და საზოგადოება»).

 

  ადრეული ქრისტიანების მხრიდან «უზენაესი ხელმწიფების» მიმართ პატივისცემა, სხვა დანარჩენთან ერთად, იმაშიც ვლინდებოდა, რომ ისინი კეთილსინდისიერად იხდიდნენ გადასახადებს. იუსტინე წამებული რომის იმპერატორ ანტონინუს პიუსს (138—161) წერდა, რომ ქრისტიანები გადასახადებს «სხვა ყველა დანარჩენებზე მონდომებით» იხდიდნენ («პირველი აპოლოგია», თავი 17). ხოლო ტერტულიანე რომის ხელისუფლებს იმას ეუბნებოდა, რომ მათი გადასახადების ამკრებებს «მადლობა უნდა ეთქვათ ქრისტიანებისთვის» ხარკის კეთილსინდისიერად გადახდისათვის («აპოლოგია», თავი 42).

 

  ბარნზი თავის წიგნში «ქრისტიანობის წარმოშობა» ყვება: «ადრეული სანდო წყაროები იმის შესახებ მოწმობენ, რომ ქრისტიანული მოძრაობა თავისი არსით მაღალზნეობრივი და კანონმორჩილი იყო. მის მიმდევრებს გულმხურვალედ სურდათ კარგი მოქალაქეები და კარგი ქვეშევრდომები ყოფილიყვნენ. თუმცა ისინი დიდი ხნის განმავლობაში სძულდათ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეზიზღებოდათ».

 

  თავის წიგნში «ადრეული ეკლესია და მსოფლიო» ისტორიკოსი სესილ კადუ, ახ.წ. 30—70 წლებში ქრისტიანების სახელმწიფო ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების აღწერისას, ამბობს: «ჩვენ არ გვაქვს იმის პირდაპირი მტკიცებულებები, რომ იმ პერიოდის ქრისტიანებს ოდესმე ეცადოთ დევნის შედეგებს ძალის დახმარებით შეწინააღმდეგებოდნენ. ყველაზე დიდი, რასაც ისინი აკეთებდნენ,— თავის მმართველებს მკაცრ კრიტიკას უქვემდებარებდნენ ან მათ გეგმებს შლიდნენ, როდესაც თავს გაქცევით შველოდნენ. დევნებზე ქრისტიანების ჩვეულებრივი რეაქცია კი არ სცდებოდა თავშეკავებულ, თუმცა მყარ უარს, არ დამორჩილებოდნენ ხელისუფალთა ისეთ ბრძანებებს, რომლებიც, მათი თვალსაზრისით, ქრისტესადმი მორჩილებას უპირისპირდებოდა» («The Early Church and the World»).

 

 

  მაგრამ აწყობდა თუ არა რომის იმპერატორებს ქრისტიანების პოზიცია? საერთო ჯამში, არა. რატომ? იმიტომ რომ რომის ცენტრალიზებული და მკაცრი ხელისუფლება თავისი ქვეშევრდომებისგან აბსოლუტურ მორჩილებას ითხოვდა და არა პირობითს. იმპერიის პოლიტიკური იდეალები ცალკეული ადამიანების რელიგიურ პრინციპებზე მაღლა იდგა. პატრიოტიზმი და რომის იმპერიული იდეოლოგია მოიაზრებდა თითოეული ადამიანის მხრიდან კეისრის ნებისმიერი ბრძანების უსიტყვოდ შესრულებისთვის მზადყოფნას და იმპერატორისა და იმპერიის განდიდებას. თუ გარემოება მოითხოვდა, საზოგადოების თითოეული წევრი ვალდებული იყო საკუთარი სიცოცხლე გაეღო რომის პოლიტიკური ინტერესებისათვის. ამიტომ, როგორი მშვიდობისმოყვარე და ზნეობრივად სუფთაც არ უნდა ყოფილიყო რელიგია, ის თუ ამ საკითხებში სახელმწიფოსთან კომპრომისზე არ მიდიოდა, არასაიმედოდ მიიჩნეოდა და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის საშიშად. ქრისტიანები კი, როგორც ცნობილია, იმპერიულ პატრიოტიზმთან კომპრომისზე არ მიდიოდნენ

 

  ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ, მიუხედავად ადრეული ქრისტიანების ღირსეული საქციელისა, რომის იმპერატორების უმრავლესობას მათ მიმართ საკმაოდ კატეგორიული თვალსაზრისი ჰქონდა. ისტორიკოსი ე. ჯ. ჰარდის სიტყვების თანახმად, იმპერატორები მათ «საზიზღარ ფანატიკოსებად» მიიჩნევდნენ. ტერტულიანემაც დაადასტურა, რომ თვითონ სახელწოდება «ქრისტიანიც» კი საძულველი იყო და რომ ქრისტიანებს სექტად მიიჩნევდნენ, რომელსაც ზიზღით ეპყრობოდნენ. იმაზე საუბრისას, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მეორე საუკუნის რომის იმპერიის თანამდებობის პირებს ქრისტიანების მიმართ, რობერტ მ. გრანტმა დაწერა: «ძირითადად მიიჩნეოდა, რომ ქრისტიანობა უბრალოდ გამოუსადეგარი, შესაძლოა მავნე, რელიგია იყო» («ადრეული ქრისტიანობა და საზოგადოება»).

 

  ბითინიის მმართველ პლინიუს უმცროსსა და იმპერატორ ტრაიანეს შორის ჩვენს დრომდე მოღწეული მიმოწერა ადასტურებს, რომ მმართველი წრეები ქრისტეს მოწაფეებისადმი მცირე სიმპათიასაც კი არ განიცდიდნენ. დაახლოებით ახ.წ. 111 წელს პლინიუსი იმპერატორ ტრაიანეს სწერს და ეკითხება, რა უყოს ქრისტიანებს. პლინიუსის სიტყვების თანახმად, ისინი, ვისაც ქრისტიანობისადმი კუთვნილებაში ცრუდ სდებდნენ ბრალს, მისი მითითებით ღმერთების სახელებს მოუხმობდნენ და ტრაიანეს ქანდაკების წინაშე თაყვანისცემას აღასრულებდნენ. პლინიუსი აგრძელებს: «როგორც ამბობენ, ნამდვილ ქრისტიანს ამ ქმედებებიდან ვერცერთის გაკეთებას ვერ აიძულებ».

 

იეჰოვას მოწმეები, ხელისუფლება და პოლიტიკა

 

 

  მიზეზი, რომლის გამოც დღევანდელ რუსეთში ხელისუფლება იეჰოვას მოწმეებს დევნის, ყოველ ეჭვგარეშე, იმის ანალოგიურია, რაც ჩვენ ზემოთ განვიხილეთ. მოწმეები, რომლებიც ბიბლიური პრინციპებისა და პირველი ქრისტიანების მაგალითებით სწავლობენ, ცდილობენ «მშვიდად და უშფოთველად იცხოვრონ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით» (1 ტიმოთე 2:2). ისინი არც ღვთიურ კანონებს არღვევენ და არც სახელმწიფო კანონებს. ისინი მონაწილეობას არ იღებენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ ბუნტებში და არც სხვებს მოუწოდებენ ასეთი ქმედებებისკენ.

 

  ჟურნალ «საგუშაგო კოშკში» ამასთან დაკავშირებით ნათქვამია:

  «იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ მათი მოვალეობაა ‘დაემორჩილონ უმაღლეს ხელისუფლებას’, მთავრობის მმართველებს (რომაელთა 13:1, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). როდესაც კეისარი, სახელმწიფო, წამოაყენებს სამართლიან მოთხოვნებს, ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას რთავს ქრისტიანებს, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები. მაგალითად, ჭეშმარიტი ქრისტიანები მთელ მსოფლიოში ყველაზე სანიმუშოები არიან გადასახადების გადახდაში. გერმანული გაზეთი „მიუნხნერ მერკური“ (Münchner Merkur) იეჰოვას მოწმეებზე წერდა: „ისინი არიან ყველაზე პატიოსანი და ყველაზე პუნქტუალური გადასახადების გადამხდელები ფედერაციულ რესპუბლიკაში“. იტალიაში გაზეთი „სტამპა“ (la Stampa) იუწყებოდა: „ისინი [იეჰოვას მოწმეები] არიან ურყევად ერთგული და სასურველი მოქალაქეები: ისინი არ მიმართავენ გადასახადებთან დაკავშირებულ მაქინაციებს და პირადი კეთილდღეობის მიზნით არც თავს არიდებენ მძიმე კანონებს“. იეჰოვას მსახურები ამას აკეთებენ ‘სინდისის გამო’ (რომაელთა 13:5, 6).

შემოიფარგლება თუ არა „კეისრისა“, მხოლოდ გადასახადების გადახდით? არა. პავლემ ჩამოთვალა სხვებიც, მაგალითად, შიში და პატივისცემა. წიგნში „მათეს სახარების კრიტიკული და განმარტებითი ცნობარი“ (Critical and Exegetical Hand-Book to the Gospel of Matthew) გერმანელი მეცნიერი ჰაინრიხ მაიერი წერდა: „ამაში [რაც არის კეისრისა]. . . ჩვენ მხოლოდ სამოქალაქო გადასახადები კი არ გვესმის, არამედ ყველაფერი, რაც ეკუთვნის კეისარს სამართლიანი მმართველობის საფუძველზე“. ისტორიკოსმა ი. უ. ბარნისმა, ნაშრომში „ქრისტიანობის დასაწყისი“ (The Rise of Christianity) აღნიშნა, რომ ქრისტიანი იხდიდა გადასახადს თუ ევალებოდა და „მსგავსადვე ემორჩილებოდა სახელმწიფოს სხვა მოთხოვნებსაც, როდესაც ასრულებდა ყოველივე ამას, ის ღვთისას კეისარს არ აძლევდა“. («საგუშაგო კოშკი», 1 მაისი 1996 ., გვ.27).

 

  ქალაქი ომაჰას (აშშ, ნებრასკას შტატი) გაზეთში «უორლდ-ჰერალდ», მთავარ სტატიაში ნათქვამი იყო: «იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეები საფრთხეს წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკური რეჟიმისთვის, მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც შეუწყნარებლობასა და ეჭვიანობაშია ჩაყინული. ესაა სახელმწიფოსთვის ყველაზე უსაფრთხო და მშვიდობისმოყვარე რელიგიური ორგანიზაცია, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება. ისინი მხოლოდ იმას მოითხოვენ, რათა უფლება მისცენ თავისუფლად ირწმუნონ საკუთარი რწმენა».

  იტალიურ გაზეთში «კორერე დი ტრიესტა» აღნიშნული იყო: «საკუთარი შეხედულებებისადმი ერთგულება და იეჰოვას მოწმეების ერთ მუშტად შეკრულობა აღფრთოვანებას იწვევს. საკუთარი ერთიანობის წყალობით, ისინი, სხვა კონფესიებისგან განსხვავებით, არ ემუდარებიან ერთი და იგივე ღმერთს და ერთი და იგივე ქრისტეს სახელით ორი დაპირისპირებული მხარის კურთხევას და არ ურევენ პოლიტიკას რელიგიასთან სახელმწიფო მეთაურებისთვის ან პოლიტიკური პარტიებისთვის თავის მოსაწონებლად. და ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი: ისინი უფრო მზად არიან საკუთარი სიცოცხლე დაკარგონ, ვიდრე დაარღვიონ... მცნება არ მოკლა!».

  1990 წელს, ჩეხოსლოვაკიაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობაზე 40-წლიანი აკრძალვის მოხსნის შემდეგ, გაზეთში «ნოვა სვობოდა» ეწერა: «იეჰოვას მოწმეების რწმენა ადამიანების წინააღმდეგ იარაღის ხელში აღებას კრძალავს, ამიტომ ისინი, ვინც სამხედრო სამსახურზე უარი თქვეს და ქვანახშირის შახტებში ვერ მიიღეს სამუშაო, ციხეებში მოხვდნენ ოთხ წლამდე ვადით. უკვე მხოლოდ ეს მოწმობს მათი უზარმაზარი მორალური ძალის შესახებ. კარგი იქნებოდა ამ უანგარო ადამიანებს მიანდონ ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობები, მაგრამ ისინი არაფრის დიდებით არ დასთანხმდებიან. [...] ყოველეჭვგარეშე, ისინი პატივს სცემენ სახელმწიფო ხელისუფლებას, თუმცა სწამთ, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია კაცობრიობის ყველა პრობლემის მოგვარება. ისინი არ არიან ფანატიკოსები. ისინი სავსენი არიან კაცთმოყვარეობით».

 

  ჩრდილოეთ ამერიკის ერთერთი წამყვანი სტატიის ავტორი წერდა: «ფანატიკოსისა და პარანოიკის წარმოსახვა უნდა გქონდეს, ის რომ დაიჯერო, რომ იეჰოვას მოწმეები საფრთხეს წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკური რეჟიმისთვის; ისინი იმდენად შორს არიან დივერსიული საქმიანობისგან და იმდენად კაცთმოყვარენი არიან, რამდენადაც კი შეიძლება იყოს რელიგიური ორგანიზაცია».

  გაზეთ «Московское время»-ში გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამი იყო: «[იეჰოვას მოწმეები] ცნობილნი არიან, როგორც სასიამოვნო, კეთილი და თავმდაბალი ადამიანები, რომლებთან საქმის დაჭერაც იოლია, ისინი არასოდეს ახდენენ ზეწოლას გარშემომყოფებზე და ყოველთვის ცდილობენ მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელ ადამიანებთან... მათ შორის არ არიან მექრთამეები, ლოთები ან ნარკომანები, და ეს ძალიან უბრალოდ აიხსნება: იმ ყველაფერში, რასაც ისინი ლაპარაკობენ და აკეთებენ, ისინი ცდილობენ ბიბლიაზე დაფუძნებული საკუთარი შეხედულებებით იხელმძღვანელონ. მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანები თუნდაც რომ ცდილობდნენ ბიბლიის თანახმად ცხოვრებას, როგორც ამას იეჰოვას მოწმეები აკეთებენ, ჩვენი სასტიკი მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა».

  «ისინი არ არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისინი მხოლოდ იეჰოვას აღიარებენ». «ისინი არ წვავენ ჯარში გაწვევის უწყებებს, არ აწყობენ აჯანყებებს... არ მონაწილეობენ ნებისმიერი სახის ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობებში». «პატიოსნება და კეთილსინდისიერება მოწმეების უცვლელი თვისებებია. რასაც არ უნდა ფიქრობდნენ მოწმეებზე არადა ბევრი მათზე ცუდს ფიქრობს,— ისინი უნაკლო ცხოვრებას ეწევიან» («ტელეგრამი», 1970 წლის ივლისი, ტორონტო, კანადა).

 

 

 

  ისევე, როგორც პირველი ქრისტიანები, იეჰოვას მოწმეები კატეგორიულ უარს ამბობენ ქვეყნიერების პოლიტიკურ სტიქიებში მონაწილეობის მიღებაზე და თავისი მხრიდან დაუშვებლად მიაჩნიათ სახელმწიფოსთვის ან ძალაუფლების მქონე ცალკეული პირებისთვის იმ დიდების მიგება, რომლის ღირსიც მხოლოდ ღმერთია! (საქმეები 4:19; 5:29). ისინი «კეისარს კეისრისა[ს აძლევენ], ხოლო ღმერთს - ღმრთისა[ს]» (მარკოზი 12:17). ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოწმეები, პირველი ქრისტიანების მსგავსად, არ ავსებენ კეისრის ჯარისკაცთა რიგებს და არც მმართველი პარტიის მხარდამჭერ მიტინგებზე გამოდიან. ისინი თავის სამლოცველო სახლებს არ რთავენ სახელმწიფოს დროშებით და საკუთარი თავის პოზიციონირებას «ურა-პატრიოტებად» არ ახდენენ, რომლებიც მზად არიან ხელისუფლების პოლიტიკურ ამბიციებს შესწირონ თავი. ბუნებრივია, რომ დღევანდელ სახელისუფლებო ნომენკლატურას შეკითხვა უჩნდება: «გვჭირდება საერთოდ ისეთი პირები, რომლებსაც "პატრიოტად" გახდომა არ სურთ

 

  «ადრეული ქრისტიანობის ენციკლოპედიაში» ნათქვამია: «ადრეული ეკლესია საკუთარ თავს ერთიან ახალ კაცობრიობად მიიჩნევდა, რომელშიც მანამდე ერთმანეთის მტერი იუდეველები და არაიუდეველები მშვიდობიანად და შეთანხმებულად ცხოვრობდნენ» («Encyclopedia of Early Christianity»). გასაგებია, რომ, ქრისტეს ახალი სწავლებით მართულნი, ადრეული ქრისტიანები არ მონაწილეობდნენ პატრიოტულ თამაშებში და საკუთარ თავს ეროვნული და ეთნიკური ინტერესების მიხედვით დაყოფის უფლებას არ აძლევდნენ. მსგავსადვე იეჰოვას მოწმეებიც უარს ამბობენ ეროვნული უპირატესობის საკითხებზე, რომლის პროპაგანდასაც ამ ქვეყნიერების ზოგიერთი ძლიერი აწარმოებს. როგორც საკუთარი ქვეყნის მორჩილი მოქალაქეები, მოწმეები, ამავდროულად, არ ერთვებიან ვაი-პატრიოტულ აქციებში და არ გაჰკივიან სამფერი დროშით ხელში «რუსეთო, წინ!». და, როგორც ჩანს, ეს ვიღაცას ძალიან არ მოსწონს.» 

 

  იეჰოვას მოწმეებისა და ადრეული ქრისტიანების მსგავსი შედარების მოყვანისას, წიგნის «ქრისტიანობის 20 საუკუნე» ავტორებმა შემდეგი რამ დაწერეს:

   «ვინაიდან იმპერატორის გენიისთვის მსხვერპლის შეწირვა პატრიოტიზმზე შემოწმების საშუალებად რჩებოდა, განა შეეძლო ხელისუფლებას თვალი დაეხუჭა ამ [ადრეული] ქრისტიანი-არაპატრიოტების დაუმორჩილებლობაზე? რთული მდგომარეობა, რომელშიც შედეგად ქრისტიანები აღმოჩნდნენ, იმას ჰგავს, რომელშიც აშშ-ში ომის წლებში აღმოჩნდა აქტიური სექტა, რომელიც ცნობილია როგორც იეჰოვას მოწმეები. საქმე ამერიკის დროშისთვის სალმის მიცემას შეეხებოდა» («20 Centuries of Christianity», პოლ ჰაჩინსონი და უინფრედ ჰარისონი, 1959, გვ. 31).

 

  წიგნში «ამერიკული ხასიათი» მსგავსი შედარება კეთდებოდა:

  «მოწმეების წინააღმდეგობა ადამიანთა უმრავლესობისთვის... ისეთივე არაგონივრული იყო, როგორც ტრაიანესა და პლინიუსისთვის იყო ქრისტიანების წინააღმდეგობა [რომის იმპერიაში], რომლებიც უარს ამბობდნენ იმპერატორისთვის ფორმალურ მსხვერპლშეწირვაზე, რომელსაც იმ დროს ღვთაებად მიიჩნევდნენ» («The American Character»).

 

  თავის წიგნში «სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა» (ფრანგ.) ჟან-პიერ კატლენი წერს:   

  «მოწმეები ხელისუფლებისადმი სრულიად მორჩილნი არიან და, როგორც წესი, კანონებს ემორჩილებიან; ისინი იხდიან გადასახადებს და არ ცდილობენ ხელისუფლების საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენებას, მათ შეცვლას ან ჩამოგდებას, იმიტომ რომ ისინი ამ ქვეყნიური საქმეებით არ არიან დაკავებულნი». კატლენი ამატებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ სიცოცხლეზე აცხადებს პრეტენზიას, რომელიც მათ სრულიად ღმერთს მიუძღვნეს, მაშინ იეჰოვას მოწმეები მორჩილებაზე უარს ამბობენ.

 

  «საკუთარ რელიგიას იეჰოვას მოწმეები იმაზე გაცილებით სერიოზულად უდგებიან, ვიდრე ადამიანების უმეტესობა. მათი ცხოვრებისეული პრინციპები ადრეული ქრისტიანების პოზიციას გვაგონებს, რომელთაც ზიზღით უყურებდნენ და დაუნდობლად დევნიდნენ რომაელები» («Akron Beacon Journal», აკრონი, ოჰაიოს შტატი, 4 სექტემბერი 1951 წელი).

 

«იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ესაა იმ ადრეული ქრისტიანობის აღორძინება და აღდგენა, რომელსაც იესო და მისი მოწაფეები იზიარებდნენ ახალი წელთაღრიცხვის პირველ და მეორე საუკუნეებში» («Encyclopedia Canadiana»).

 

 

    რუსეთის მმართველი პარტია "Единая Россия"-ს ოფიციალური დოკუმენტი, რომელმაც "მოდერნიზაციის ზნეობრივი საფუძველის" სახელწოდება მიიღო და 2010 წლის თებერვალში გამართულ ზნეობასთან დაკავშირებულ პარტიულ დისკუსიაზე იქნა შეთავაზებული, შეიცავს მკაფიო აზრს, რომ "პატრიოტიზმი - ესაა თანამედროვე საზოგადოების სამოქალაქო რელიგია". ამავდროულად, რადგან იეჰოვას მოწმეებში ვერ ხედავენ იმ ძალას, რომლის გამოყენებაც სახელმწიფოს საკუთარი პოლიტიკური იდეოლოგიის მხადასაჭერად გამოყენება შეეძლო, სახელმწიფო ჩინოვნიკები, როგორც ჩანს, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ ცნობილი ქრისტიანული ორგანიზაციის შემდგომი განვითარება, რომელიც რუსეთში უკვე 160 000 ადამიანზე მეტს ითვლის (თუ არ ჩავთვლით დაინტერესებულებისა და მათ რიცხვს, ვინც მათ თანაუგრძნობს) სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებს ვერ ეთანხმება. და თუ ასეა, მაშინ მათი კანონიერი უფლებების შენარჩუნებაზე ღელვასაც არ აქვს აზრი. აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება შეფასდეს ფედერალური ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეების «ექსტრემისტებად» გამოცხადება? არადა ეს ბრალდება თავისთავად საკმაოდ უაზრო ჩანს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აპოლიტიკური მოწმეების შეხედულებები პრინციპულად უარყოფს ნებისმიერ ძალადობას, ბუნტს ან ნებისმიერ მსგავს ქმედებას, რომელიც საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებისკენაა მიმართული.

 

  ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორმა ანატოლი პჩელინცევმა, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ჟურნალი «Религия и право»-ს მთავარ რედაქტორს. მან თქვა: «იეჰოვას მოწმეების თემები მთელ მსოფლიოში არსებობენ. თუმცა ისეთ პრობლემებს, როგორც რუსეთში, ისინი, ალბათ, არსად არ განიცდიან. შესაძლოა, კიდევ მხოლოდ ჩინეთში. ეს სრულიად არაბუნებრივია, იმიტომ რომ მათი ანტისაზოგადოებრივ, და მით უმეტეს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ბრალდება არ შეიძლებასწავლების შესაბამისად იეჰოვას მოწმეების მიმდევრები პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებენ. და საერთოდ, ეს თითოეული მოქალაქის უფლებაა და არა ვალდებულება» მოაშორეთ მოწმეები», «Независимая газета», 5 აგვისტო 2009 .).

 

  ეროვნული ასამბლეის სინდისის თავისუფლების კომიტეტის უფროსმა სერგეი მოზგოვოიმ ღია შეფასება მისცა ფედერალური ხელისუფლების მხრიდან იეჰოვას მოწმეების დაწყებული დევნის მიზეზებს. მას მიაჩნია, რომ ძირითადი მიზეზები, რომელთა გამოც იეჰოვას მოწმეები ხელისუფლების სამიზნედ იქცნენ, სულ ორია. «პირველ რიგში, ხელისუფლებას მათი პირადი ინტერესებისთვის გამოყენება არ შეუძლია, - თქვა მან, - რადგან ისინი პრინციპულად არიდებენ თავს პოლიტიკას და ოფიციალურ ბიუროკრატიულ სტრუქტურებს. და მეორე, ეს კონფესია დინამიურად ვითარდება. თუმცა რეპრესიებმა, ჩემი აზრით, შეიძლება პირიქით გააძლიეროს ეს განვითარება და ნეოფიტების მატება» (კომენტარი Собкор.ru-თვის, 21 ივლისი 2009 წელი).

 

  იეჰოვას მოწმეების დევნის მსგავს მიზეზზე მიუთითა ასევე რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟურნალი «Религия и право»-ს მთავარმა რედაქტორმა ანატოლი პჩელინცევმა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა: «ბალაშიხაში რკინიგზის სადგური სალტიკოვკას მახლობლად იეჰოვას მოწმეების დღევანდელი «სამეფო დარბაზის» ადგილზე საბჭოთა დროს ლოთების იაფი სასადილო იყო. სტავროპოლში, ჩრდილოეთ-დასავლეთ რაიონშიც «სამეფო დარბაზად» ასეთივე სალოთაო ადგილია გადაკეთებული. შეიძლება ითქვას, კარგი საქმე გააკეთეს. მაგრამ მორწმუნეებს ჩინოვნიკებმა დარიეს ხელი. რატომ?». პასუხად პროფესორმა თქვა: «მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ამ მორწმუნეების რიცხვი სწრაფად იზრდება, ისინი ძალიან აქტიურები არიან» (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "Открытая. Для всех и каждого", «არ იცი როგორ მოიქცე კანონის თანახმად მოიქეცი», 21.02.2010 .).

 

 

  ძალიან სამწუხაროა, რომ რუსმა ჩინოვნიკებმა «ჯვაროსნული მსვლელობა» მოაწყვეს ქრისტიანების წინააღმდეგ. იეჰოვას მოწმეებში ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფრთხის დანახვა, როგორც მინიმუმ, სასაცილოა. ადამიანები, რომლებიც მაღალ ბიბლიურ იდეალებს იცავენ, შეუძლებელია ექსტრემისტები იყვნენ! როგორც ერთხელ ქალაქი ტორუნის (პოლონეთი) სააპელაციო სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, «იეჰოვას მოწმეები ზუსტად იგივე პოზიციას იკავებენ, რომელსაც პირველი ქრისტიანები იკავებდნენ. თუმცა ცილს სწამებენ და დევნიან, ისინი მაინც უზენაესი იდეალების ერთგულნი რჩებიან გარყვნილ, თავქვეზე მიმავალ ქვეყნიერებაში».

 

  წიგნში «მათაც სწამთ» («These Also Believe») პროფესორი ჩ. ს. ბრადენი წერს: «სამოქალაქო უფლებების დაცვისთვის თავისი ბრძოლით, მათ [იეჰოვას მოწმეებმა] შეუფასებელი სამსახური გაუწიეს დემოკრატიას, რადგან მათ ამით ბევრი გააკეთეს იმისათვის, რათა ამერიკის ყველა უმცირესობებმა ისარგებლონ იმავე უფლებებით. რომელიმე ერთი უმცირესობის უფლებების შელახვა იმას ნიშნავს, რომ დანარჩენებსაც იგივე ელით. ამიტომ მოწმეებმა ფასეული წვლილი შეიტანეს ჩვენი დემოკრატიის ზოგიერთი ძვირფასი განძის შენარჩუნებაში».

 

  ძალიან სამწუხაროა, რომ მაღალი თანამდებობის სახელმწიფო ჩივოვნიკები «მტრის» სახის შექმნისკენ არიან მიდრეკილნი მოქალაქეების იმ კატეგორიის სახით, რომელსაც მთელი მსოფლიო საზოგადოება იცნობს თავისი მშვიდობიანი პოზიციისა და სახელმწიფო კანონების პატივისცემის გამო. თითქოსდა, განა ასეთ ხელქვეითებზე არ უნდა ოცნებობდეს ნებისმიერი მმართველი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს? თუმცა სახელმწიფოს თუ ის არ მოსწონს, რომ მისი ქვეშევრდომები სამაგალითო მოქალაქეები, გადასახადების პატიოსანი გადამხდელები და მშვიდობისმოყვარე ადამიანები ხდებიან, მაშინ რაზე აქვს მას საერთოდ პრეტენზია? თუ ქრისტიანების მიერ მისთვის მიცემული «კეისრისა» არ ჰყოფნის, ნუთუ მას სურს, რომ «ღვთისაც» მიიღოს? (მარკოზი 12:17). ეს რომ ასე მოხდეს, მაშინ რომის კოცონების დროში დაბრუნება მოგვიწევს

 

 

ადრეული ქრისტიანები და  რომაული კულტები

 

 

  რომის მიერ ქრისტიანების სასტიკი დევნის მეორე მიზეზს მივუბრუნდეთ.

 

  «მეორე, რომაელები ნებისმიერი რელიგიის მიმართ შემწყნარებლები იყვნენ, თუ მათი მიმდევრები თავის მხრივ რომაული ღმერთებისა და იმპერიაში მცხოვრები სხვა ხალხების რწმენისადმი იყვნენ შემწყნარებელნი. თუმცა როდესაც ადამიანები ქრისტიანები ხდებოდნენ, ისინი უარს ამბობდნენ ყველა დანარჩენ ღმერთებზე და მათ ასეთებად აღარ მიიჩნევდნენ. ქრისტიანების ასეთი «შეუწყნარებლობა» იმპერიის თვალსაზრისით საკმაოდ მავნე იყო» (.. ივანოვი «ქრისტიანობის ისტორია»).

 

   რატომ არ მიდიოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები კომპრომისზე რწმენის საკითხებთან დაკავშირებით სხვა რელიგიებთან, მათ შორის იმ დროისთვის «ტრადიციულ» რელიგიურ შეხედულებებთან? იმიტომ რომ მათ მთელი გულით სწამდათ იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: «შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე.  ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას» (მათე 7:13,14). ასეთ «ვიწრო გზას», რომელსაც ღვთის მოწონება და გადარჩენა მოაქვს, მხოლოდ იესო წარმოადგენს. მან თვითონვე მიუთითა ამაზე შემდეგი სიტყვებით: «მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ» (იოანე 14:6).

 

  თუმცა დღეს არსებულ იმ ათობით ათასი ეკლესიდან ერთერთისადმი ნომინალური კუთვნილება, რომლებიც თავს «ქრისტიანულს» უწოდებენ, არ ნიშნავს გაკეთებული არჩევნის ავტომატურ სისწორეს. და ესეც იესომ დაადასტურა, როდესაც მნიშვნელოვანი მითითება მოგვცა: «ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას» (მათე 7:21-23). როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, იესოს ნამდვილმა მოწაფეებმა ერთგულად უნდა აღასრულონ «ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის», ზეციერი მამის ნება (იოანე 17:3). ამიტომ «რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?» (2 კორინთელები 6:14-18).

 

  "Encyclopædia Britannica"-ც ადასტურებს ამ ფაქტს, როდესაც წერს, რომ «პირველი სამი ასწლეულის ქრისტიანები კატეგორიულ უარს ამბობდნენ რომის სახელმწიფო რელიგიაზე» იმ გაგებით, რომ მას ღიად აცხადებდნენ ცრუ რელიგიად. ისინი უარს ამბობდნენ ეკლესიისა და სახელმწიფოს კავშირში შესვლაზე, რომელიც, ისტორიული მტკიცებულებების საფუძველზე, «ალბათ სატანასთან დადებული კავშირი უფრო იქნებოდა, ვიდრე ნაზარეთელ იესოსთან» («Two Thousand Years —The Second Millennium: From Medieval Christendom to Global Christianity»).

 

  ადრეულ ქრისტიანებს იმ განაცხადის გამო განიკითხავდნენ, რომ მხოლოდ ისინი ფლობდნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, დანარჩენი რელიგიები კი - არა. ისინი ასევე არ მიდიოდნენ ეკუმენიზმზე, ანუ რელიგიებს შორის თანამშრომლობაზე. ამასთან დაკავშირებით პროფესორი და ისტორიკოსი კენეტ სკოტ ლატურეტი წერდა: «იმ დროის მრავალი რწმენისგან განსხვავებით, ისინი [ქრისტიანები] სხვა რელიგიებს უარყოფითად უყურებდნენ... საკმაოდ ფართო შემწყნარებლობის ფონზე, რომელიც სხვა კულტებს ახასიათებდათ, ისინი აცხადებდნენ, რომ საბოლოო ჭეშმარიტება მათ ჰქონდათ» («ქრისტიანობის გავრცელების ისტორია»).

 

  ღვთისმეტყველების დოქტორი დ. უ. კ. უონდი წერდა, რომ «საზოგადოებრივი ცხოვრება ძალიან რთული ხდებოდა, როდესაც რომელიმე მეზობელი ყველაზე ჩვეულებრივ პირობებს არ ეთანხმებოდა იმ მიზეზით, რომ ეს მისთვის წარმართული ღმერთების აღიარებას ნიშნავდა». ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მრავალი ქრისტიანებს კაცთმოძულეებად მიიჩნევდა.

 

  ახ.წ. 202 წელს იმპერატორმა სეპტიმიუს სევერუსმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც ქრისტიანებს სხვების თავის რელიგიაში მოქცევას უკრძალავდა. მიუხედავად ამისა, ამან ისინი ვერ შეაჩერა, ასე რომ ისინი კვლავ განაგრძობდნენ თავისი რწმენის შესახებ დამოწმებას, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი რწმენის შესახებ. კენეტ სკოტ ლატურეტი ამის შედეგებს აღწერს: «იმ დროს არსებულ წარმართობასთან და საყოველთაოდ გავრცელებულ მრავალ წეს-ჩვეულებასთან და იმ დროის მოქცევის მორალურ ფორმებთან კომპრომისზე წასვლაზე თავისი უარით [ადრეულმა ქრისტიანობამ] ერთ მუშტად შეკრულობა და ორგანიზაცია გამოიმუშავა, რაც მას საზოგადოებასთან აპირისპირებდა. თვითონ ის გამოყოფა, რომელიც იმისთვის მოითხოვებოდა, რათა მას შეერთებოდნენ, მის მიმდევრებს რწმენით აიარაღებდა, რომელიც იმ ძალის წყაროს წარმოადგენდა, რომელიც დევნების გაძლებაში ეხმარებოდა და ახალმოქცეულების შეძენის სულისკვეთებას აძლევდა».

 

  ბოლოს და ბოლოს, რომის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქრისტიანები — «კეთილისმყოფელი ადამიანები იყვნენ, თუმცა, [მათთვის] გაუგებარი იყო თუ რატომ მტრობდნენ ძველ რელიგიურ ტრადიციებს», - წერს პროფესორი ჰენრი ჩადვიკი.

 

იეჰოვას მოწმეები რუსეთის რელიგიურ ფონზე

 

 

  დამეთანხმეთ, ისტორიკოსების დასკვნების კითხვისას, უნებლიე იჭერ თავს ჩვენ დროსთან ასოციაციაში. როგორც ქრისტიანული ერის განთიადისას, ისე დღეს რუსეთში, სრულიად ერთმანეთის იდენტური ბრალდებები გაისმის, თუმცა ამჟამად უკვე იეჰოვას მოწმეების მისამართით. არადა მოწმეებიც ხომ ზუსტად იგივე მიზეზების გამო არიან არასასურველნი, რა მიზეზითაც ადრეული ქრისტიანების იყვნენ რომის იმპერიაში ისინი თავის რელიგიას მიიჩნევენ ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად, დანარჩენებს კი არა. თანაც მათი «დანაშაული» იმით ღრმავდება, რომ მოწმეები უბრალოდ კი არ ფიქრობენ, არამედ ამას ღიად აცხადებენ, მათ შორის იმ პუბლიკაციებში, რომელსაც მთელი მსოფლიოს მაშტაბით ავრცელებენ.

 

  პირველი ქრისტიანები არ დუმდნენ თავისი რელიგიის ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ რომის ხელისუფლება და რელიგიური ლიდერები ამას ბრალდებად უყენებდნენ და ასეთი გაბედული პოზიციის გამო მათ კაცთმოძულეობაში და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნაში სდებდნენ ბრალს. დღეს იეჰოვას მოწმეებიც ასევე უკომპრომისოდ აცხადებენ, რომ ორი და მეტი «ჭეშმარიტი რელიგია» შეუძლებელია არსებობდეს. თაყვანისმცემლობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც «ერთ რწმენას და ერთ ნათლობას» არ შეესაბამება, ბიბლიის თვალსაზრისით შეუძლებელია ჭეშმარიტად ჩაითვალოს. ის ცრუ რელიგიაა (ეფესოელები 4:5).

 

  ამ მხრივ კომპრომისზე წასვლას იეჰოვას მოწმეები დაუშვებლად მიიჩნევენ. ზუსტად ამიტომ არ უკვირთ მათ ის, რომ ქვეყნიერება ამ ქრისტიანების მიმართ აგრესიას ავლენს. ჭეშმარიტება ამბობს: რელიგია, რომელიც კომპრომისებზე არ მიდის, შეუძლებელია საყოველთაო იყოს. რელიგია, რომელიც კომპრომისებზე მიდის, შეუძლებელია წმინდა იყოს!

 

  მოწმეებს ასევე ისიც ესმით, რომ შეუძლებელია ქრისტიანად გახდომა საკუთარი პირობებით. ძალიან ღრმად ცდება ის, ვისაც თავი ქრისტიანად მხოლოდ იმიტომ მიაჩნია, რომ ეკლესიაში დადის. უბრალოდ ეკლესიაში რეგულარულ სიარულს ისევე არ შეუძლია ადამიანის ქრისტიანად ქცევა, როგორც ავტოფარეხში რეგულარული სიარული ვერ აქცევს ადამიანს ავტომობილად. იმიტომ რომ ქრისტიანობა ესაა არა ცოდნის საკითხი, არამედ  ადამიანის გულის მდგომარეობის.

 

  თუმცა ამ ქვეყნიერების აზრი სრულიად განსხვავებულია. შენ თუ შენი რწმენის შესახებ არ სდუმხარ, არამედ მათზე ღიად საუბარს ბედავ როგორც ჭეშმარიტებაზე, თანაც, ამავდროულად ღვთის შეურაცხმყოფელ რელიგიურ სიცრუეს ხდი ფარდას, მაშინ შენ, ისევე როგორც პირველ საუკუნეებში, საზოგადოების «საძაგელ სენად», «მსოფლიოს ამრევად» ცხადდები (საქმეები 24:5; 16:20; 17:6 [ახალი აღთქმა, სტოკჰოლმი 1985]). შენ – «ხალხის მტერი» ხარ. შენ – «ექსტრემისტი» ხარ.  

 

 

  აქ კარგი იქნება თუ მცირე გადახვევას გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ტრადიციულად მართლმადიდებლურ ქვეყნად ითვლება, სოციოლოგიური კვლევები აჩვენებენ, რომ რეალურად მართლაც მართლმადიდებლურად, ამ სიტყვის რელიგიური გაგებით, რუსეთის მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილის მიჩნევა შეიძლება. 2009 წლის თებერვალში რუსეთის ერთერთმა უმსხვილესმა კვლევითმა ორგანიზაციამ («იური ლევადას ანალიტიკური ცენტრი») ჩაატარა კვლევა სახელწოდებით «რელიგია და რელიგიურობა რუსეთში». ამ კვლევის შედეგები, რომელიც მთელი მეცნიერული სიმკაცრით იქნა ჩატარებული, და ასევე რიგი სხვა რთული გამოკვლევები იმ კითხვაზე პასუხის გაცემაში გვეხმარება, თუ რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლობას თანამედროვე რუსების აზროვნებისა და გულებისთვის.

 

  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეების თითქმის სამი მეოთხედი (დაახლოებით 103 მილიონი ადამიანი) თავს მართლმადიდებელს უწოდებს, მათგან მხოლოდ 42% სწამს უპირობოდ ღმერთის, დანარჩენებს კი მის არსებობაში ეჭვი ეპარებათ. ამავდროულად მათი მხოლოდ 3% (ანუ სულ რაღაც 3 მილიონი ადამიანი) ეწევა აქტიურ რელიგიურ ცხოვრებას, ყოველკვირეულად დადიან ტაძარში და მონაწილეობენ რელიგიურ მარხვებში, ვინც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს.

 

  ამ ყველაფრის გათვალისწინებით ცენტრის სპეციალისტები დასკვნას აკეთებენ: რუსეთში მცხოვრებ ხალხს სინამდვილეში არ აქვს შეთვისებული რელიგიურობა, და უმრავლეს შემთხვევაში საკუთარი მრწამსის საწყისებიც კი არ იციან. სოციოლოგები შენიშნავენ: «მიუხედავად ისეთი რელიგიური ნორმების ცოდნისა და მოწონებისა, როგორიცაა მარხვა, ლოცვა, აღსარება, ადამიანები არ აპირებენ მათ მიყოლას მაშინაც კი, თუ თავს მართლმადიდებლად მიიჩნევენ».

 

  (თუმცა ერთი საინტერესო პარადოქსი არსებობს: კიდევ ერთი კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების 83%-მა იმავე წელს ასე თუ ისე აღნიშნეს ყველიერი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღესასწაულს არა მართლმადიდებლური, არამედ უშუალოდ წარმართული ფესვები აქვს!).

 

  რას ამბობენ ამ სიტუაციის შესახებ ისინი, ვინც მართლმადიდებლობის სულიერი მწყემსების როლს ასრულებენ?

 

  «ადამიანებს ჩვენთან, ეკლესიაში მოაქვთ თავისი ცრურწმენები და ცდილობენ ისინი საეკლესიო ცხოვრების ნაწილად აქციონ» (მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის ეკლესიის ისტორიის კათედრის გამგე იღუმენი ფილიპე (სიმონოვი)).

 

  «ადამიანები, რომლებმაც არაფერი იციან ღვთის შესახებ ან მის შესახებ ყველაზე ბუნდოვანი, ცრუ წარმოდგენები გააჩნიათ, ყინულჭრილში გაბანვას, ხატების წინ პირჯვრის წერას, სანთლის დანთებას სწავლობენ, და ამ ყველაფერს ქრისტეს გარეშე. ჩვენს თვალწინ იქმნება რელიგიის სუროგატი, რომელიც მართლმადიდებლობად საღდება. ადამიანები კი ამ უცნაურ რელიგიას უერთდებიან, იმიტომ რომ რეალური წარმოდგენა არ გააჩნიათ იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რა არის ეკლესია. ამ ფსევდორელიგიური ცხოვრების შედეგები... აშკარაა როგორც ადამიანის სულისთვის, ასევე ეროვნულ-რელიგიური საზოგადოებისთვის: ეს სახლის ქვიშაზე მშენებლობაა» (სრეტინის მონასტრის (ქ. მოსკოვი) ნაცვალი არქიმანდრიტი ტიხონი (შევკუნოვი)).

 

  რატომ აცხადებენ ის ადამიანები, რომელთაც არანაირი ან თითქმის არანაირი რელიგიურობა არ გააჩნიათ და ხშირად ღმერთისაც კი არ სწამთ, საკუთარ თავს «მართლმადიდებლებად»? აი როგორ პასუხობს ამ შეკითხვას იური ლევადას ანალიტიკური ცენტრის წამყვანი მეცნიერ მუშაკი, სოციოლოგი ნატალია ზორკაია:

  «მართლმადიდებლობა თანამედროვე რუსეთში ეთნიკური ნიშანია და არა რელიგიური. «მე რუსი ვარ, ანუ, მართლმადიდებელი ვარ» – აი ძირითადი აზრი».

 

  ყოველივე ზემოთთქმული იმას ნიშნავს, რომ, თუმცა რუსეთის მოქალაქეების 72,6% საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ, ამ სიტყვებში ხშირად სხვა ნებისმიერი აზრი იდება, გარდა რელიგიურისა. უნდა ვაღიაროთ, რომ «ნამდვილი» მართლმადიდებლები მართლმადიდებლები ამ სიტყვის რელიგიური გაგებით (ანუ მრწამსით და რწმენის შესაბამისი საქმეებით) – რუსეთში გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე ჩვეულებრივ მიიჩნევა (იური კუმაკოვის სტატიის «რამდენად მართლმადიდებლურია მართლმადიდებლური რუსეთი თანახმად). 

 

  "Независимая газета" «მართლმადიდებლურ» სტატისტიკას ახასიათებს როგორც «ამოცანის ამოხსნის უკვე მზა პასუხზე მორგებას. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები რეალურად მართლმადიდებლების რიცხვის იმ სტატისტიკაზე მორგება, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში თვითონ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ატარებს, რომ ასე თუ ისე მის მრევლს ეკუთვნის თურმე რუსეთის მოქალაქეების 70%-ზე მეტი. რასაც არ ადასტურებს არც შობის დღეს და აღდგომა დღეს ტაძრებში დამსწრეთა რაოდენობა და არც საზოგადოებრივი ცხოვრების რეალური სტატისტიკაარადა პრობლემა სულ სხვა რამეშია იმაში, რომ რეალური ეკლესიურობის ნაცვლად მათ, და საერთოდ ყველა ჩვენთაგანს, უბრალოდ ვიღაცის მიერ «გამოთვლილი» მონაცემების დაჯერებას გვთავაზობენ, რომ სინამდვილეში პრაქტიკულად ყველა ჩვენთაგანი თურმე ასე თუ ისე მართლმადიდებლები ვართ» ("Независимая газета", «სულებისთვის ბრძოლა თუ რეიტინგისთვის?», 01.04.2010 .).

 

  გაჟღერებული ფაქტების გათვალისწინებით ის დროა საკუთარ თავს გულწრფელი კითხვები დავუსვათ: შეუძლიათ თუ არა იეჰოვას მოწმეებს, რომ ის, რაც დღეს «მართლმადიდებლობად» მიიჩნევა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გამოხატულებად ჩათვალონ, თუ მათი უმეტესი ნაწილი, ვინც თავს «მართლმადიდებელს» უწოდებს, თვითონვე არ უყურებს საკუთარ რელიგიას სერიოზულად? არსებობს თუ არა ამის საფუძველზე მოწმეების ექსტრემიზმში ბრალდების მიზეზი, თუ მათ საკუთარი რწმენა, და არა მართლმადიდებლობა, მიაჩნიათ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობად? ხომ არ აჯობებდა მართლმადიდებელ იერარქებს უმთავრესი ძალისხმევა საკუთარი თანამორწმუნეების სათანადო სულიერი განათლებისაკენ მიემართათ და არა იეჰოვას მოწმეების ბიბლიური შეხედულებების გამო აღშფოთებისკენ? და, ბოლოს და ბოლოს, რატომ არ წაუყენებენ ექსტრემიზმის ბრალდებას საეკლესიო მეთაურები იმ ადამიანების მრავალმილიონიან კატეგორიასაც, რომლებიც საკუთარ თავს «მართლმადიდებლებად» აცხადებენ, თუმცა ცხოვრების საკუთარი წესით მართლმადიდებლურ რწმენას არცხვენენ

 

 

 

  როდესაც 2009 წლის 11 სექტემბერს როსტოვის საოლქო სასამართლომ, პროკურატურის მითითებით, იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის,  «ტაგანროგის» ექსტრემისტულად გამოცხადებისა და მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო უზენაესმა სასამართლომ 8 დეკემბერს ეს გადაწყვეტილება დაადასტურა, ეს მოვლენა იმის არაორაზროვან ნიშანს წარმოადგენდა, რომ რუსმა ჩინოვნიკებმა იეჰოვას მოწმეების ექსტრემისტებად გადაქცევა გადაწყვიტეს. საყურადღებო ის არის, რომ ასეთი ბრალდების ერთერთი მთავარი მიზეზი ზუსტად ის გახდა, რომ იეჰოვას მოწმეები თავის რელიგიურ შეხედულებებს ერთადერთ ჭეშმარიტ შეხედულებებად მიიჩნევენ.

 

  რუსეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალმა ამის პასუხად გაავრცელა განცხადება, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:
  «სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურად და უკანონოდ მივიჩნევთ. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება იმის მიზეზი გახდეს, რომ რუსეთში რელიგიური თავისუფლებები ორმოცდაათი წლით უკან იქნას მოსროლილი. იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა თავისუფლად ვრცელდება მსოფლიოს 230 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყნებში. ამიტომ ექსტრემიზმის ბრალდება სრულიად უსაფუძვლოს წარმოადგენს. იმ ექსპერტიზაშიც კი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამი იყო, რომ «საკუთარი უნიკალურობისა და უპირატესობის პროპაგანდა ნებისმიერი რელიგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს». თუ როსტოვის საოლქო სასამართლოს ლოგიკას მივყვებით, მაშინ ექსტრემისტულად შეიძლება იქნას აღიარებული რუსეთში მოქმედი ნებისმიერი რელიგიის ლიტერატურა თუ საქმიანობა».

 

  როგორც ერთმა იეჰოვას მოწმემ აღნიშნა, «ისეთ რელიგიას თუ იცნობთ, რომელიც იმას არ აცხადებს, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი? განა გაიზიარებს ადამიანი რომელიმე რელიგიას, მას თუ იმის არ სწამს, რომ მისი სწავლებები ჭეშმარიტია? გამოდის, რომ ასეთი ბრალდებები თანაბრად შეიძლება წაუყენო ყველა რელიგიას».

 

  ასევე არასამართლიანად მიიჩნია როსტოვის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა "Сова"-მ. «ფაქტიურად, რელიგიური ორგანიზაცია აკრძალული იქნა არა ექსტრემიზმის გამო, რომლის რეალური ნიშნებიც (მაგალითად, ძალადობისკენ მოწოდება ან სხვა რელიგიის წარმომადგენლების არასრულფასოვნების პროპაგანდა) ექსპერტების მიერ გამოკვლეულ ლიტერატურაში აღმოჩენილი ვერ იქნა, არამედ იმის გამო, რომ მათი რელიგია სხვებისგან განსხვავებულია და რომ იეჰოვას მოწმეები საკუთარ უნიკალურობას და სისწორეს აცხადებენ - ისევე როგორც სხვა ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლები», - ამტკიცებენ ცენტრში.


  "Сова"-ს აზრით, «არც უნიკალურობის პროპაგანდას, არც "პატივისცემის ხელყოფას" და სხვა რელიგიების მისამართით გამოთქმულ ნეგატიურ აზრებს, და არც ყბადაღებულ სისხლის გადასხმაზე უარის თქმას - საფუძვლებს, რომლებიც ექსპერტებმა იპოვეს და პროკურატურის არგუმენტების სახით იქნა გამოყენებული, - არ აქვს კავშირი ექსტრემიზმთან და არ შეიძლება ორგანიზაციის აკრძალვის მიზეზი გახდეს».

 

  უფლებადამცველი საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი «Сова»-ს დირექტორის მოადგილემ, გალინა კოჟევნიკოვამ, პირად ინტერვიუში, რომელიც ალტაის უზენაესი სასამართლოს მიერ იეჰოვას მოწმეების ზოგიერთი პუბლიკაციის აკრძალვას შეეხებოდა, შემდეგი რამ თქვა:

  «ანტიექსტრემისტული საქმეები, ეჭვგარეშეა, ყველაზე რეზონანსულია, რადგან ისინი რუსეთის კანონმდებლობის ძალიან არაკორექტულ ფორმულირებებზეა დაფუძნებული, რომელიც საკუთარი რელიგიის სხვებთან შედარებით აღმატებულობის პროპაგანდას კრძალავსთუმცა, როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ, კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს, იმიტომ რომ ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის მისი რელიგია სხვა დანარჩენ რელიგიებზე მაღლა დგას» ("ამერიკის ხმა", «იეჰოვას მოწმეები კვლავ აკრძალეს რუსეთში», 03 თებერვალი 2010 .).

 

  რომან ლუნკინის სიტყვებით, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილებას «რუსეთისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილება» უწოდა, «ექსპერტიზა, რომელიც როსტოვის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, ფაქტობრივად არ განიხილავს [იეჰოვას მოწმეების] სწავლებებსა და მათ საქმიანობას, არამედ განიკითხავს მათ იმის გამო, რომ ისინი საკუთარ თავს ჭეშმარიტ რელიგიად მიიჩნევენ, ყველა დანარჩენებს კი - ცრუ რელიგიის წარმომადგენლებად და ამის შესახებ თავის ჟურნალებშიც უკომპრომისოდ წერენ. ანალოგიური დასკვნებია მოცემული ასევე ასბესტისა და გორნო-ალტაისკის ექსპერტიზებში» (რომან ლუკინი "პორტალისთვის-Credo.Ru").

 

  ანალოგიურ მოსაზრებას იზიარებს ასევე რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალი «Религия и право»-ს მთავარი რედაქტორი, ანატოლი პჩელინცევიც. უცნაური სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, მან ასეთი მოსაზრება გამოთქვა:

  «პრეტენზიები «იეჰოვას მოწმეების» ჟურნალებში მოცემულ კონკრეტული ფრაზების მიმართ არსებობდა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით გამოიცემა, რამოდენიმე ათეულ ენაზე ითარგმნება და სხვა სახელმწიფოებში პროტესტს არ იწვევს. მე მორწმუნეების ბეჭდური პროდუქციის მსგავსი შინაარსების ანალიზს არ დავიწყებ, თუმცა არ შემიძლია იმ ექსპერტების დასკვნებს დავეთანხმო, რომლებიც ამტკიცებენ: «იეჰოვას მოწმეები» თუ საკუთარ რელიგიას ჭეშმარიტად აცხადებენ, მაშინ ეს ვითომდა რელიგიურ მტრობას აღვივებსმორწმუნეები თუ საკუთარ რელიგიას ჭეშმარიტად არ მიიჩნევენ, მაშინ ეს უკვე რელიგია კი არა, ინტერესების კლუბია. მართლმადიდებლებს მიაჩნიათ, რომ მათი რელიგია მოციქულთა მემკვიდრეობას წარმოადგენს და ყველაზე კურთხეულია. მუსულმანებს თავისი რელიგია მიაჩნიათ ჭეშმარიტად, იუდეველებს თავისი, და ასე შემდეგ. თუ ერთი საზომით გავზომავთ, მაშინ ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციაშია ის, რაც ცივილიზებულობისა და ტოლერანტულობის დღევანდელ გაგებაში არ ჯდება. მოდი მაშინ ბიბლია ავკრძალოთ, რომელშიც ძალიან ბევრი მკვეთრი გამოთქმები და დაპირისპირებებია» (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "Открытая. Для всех и каждого", «არ იცი როგორ მოიქცე კანონის თანახმად მოიქეცი», 21.02.2010 .).

 

  ლუდმილა ალექსეევამ, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარემ, «ამერიკის ხმისთვის» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

  «იეჰოვას მოწმეები ბევრ ცივილიზებულ ქვეყნებში მოქმედებენ მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი საქმიანობა მხოლოდ რუსეთში იწვევს ასეთ დიდ პრობლემებს. იცით, ნებისმიერი რელიგიის მიმდევრები მიიჩნევენ საკუთარ რწმენას ერთადერთ ჭეშმარიტებად. მაგალითად, ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანობის სახელწოდებაშივეა მოქცეული ასეთი ჭეშმარიტების გაგება: ღვთის «მართლად [სწორად] დიდება». ასე რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა აუკრძალოს ამ უფლებით სარგებლობა სხვა ნებისმიერ კანონმორჩილ რელიგიურ ჯგუფს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავეცემით არა თუ საბჭოთა ტოტალიტარიზმამდე, არამედ შუასაუკუნეების რელიგიურ შეუწყნარებლობამდე» (ამერიკის ხმა. «იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია როსტოვის ოლქში», 09 დეკემბერი 2009 .).

 

 

  საკმაოდ საინტერესო ის არის, რომ იეჰოვას მოწმეების ექსტრემიზმში იმის გამო ბრალდების აბსურდულობას, რომ სისინი ჭეშმარიტად მხოლოდ საკუთარ რელიგიას მიიჩნევენ, ეგრეთ წოდებული «ტრადიციული» რელიგიების წარმომადგენლებიც ხედავენ. მაგალითად, 2010 წლის 18 მარტს ცნობილ მართლმადიდებლურ რესურსზე «Благовест-Инфо», იეჰოვას მოწმეების მიერ იმ ლიტერატურის გავრცელების ფაქტზე დაიდო ტამბოვის სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს მიერ «ექსტრემისტულადაა» მიჩნეული, ერთმა მკითხველმა შემდეგი კომენტარი დატოვა:

 

  «მე როგორც მართმადიდებელი მღვდელი და ადამიანი ამ ინფორმაციამ შემძრა. კი, მე იეჰოვას მოწმეების სწავლებების და მათი შეხედულებების აბსოლუტური წინააღმდეგი ვარმაგრამ საქმე ამაში არ გახლავთ. მე, მემგონი, წაკითხული მაქვს ეს ბროშურები, და მათში "ექსტრემისტული" ვერაფერი აღმოვაჩინე.
  საშინლად ჟღერს სასამართლოს ფორმულირება: "ერთი რელიგიის მეორეზე უპირატესობის პროპაგანდა" - უყურე ერთი, იეჰოვას მოწმეების ბროშურები მათი რელიგიის უპირატესობის პროპაგანდას ეწევა. აბა სხვანაირად როგორ უნდა იყოს? თავისი რელიგიის თითოეული საღად მოაზროვნე მიმდევარი იგივეს გააკეთებს - ჩემი რელიგია სხვაზე აღმატებულია, ქრისტიანობაც ამას ამბობს, სხვა დანარჩენი რელიგიები - სატანისგანაა, რადგან ხსნა მხოლოდ იესო ქრისტეშია. მართლმადიდებლები ამტკიცებენ, რომ სხვა ქრისტიანული კონფესიების ყველა მიმდევრები - ცდებიან. ეს თითოეული რელიგიის ნორმალური პოზიციაა - იმის მტკიცება, ამა თუ იმ დოზით, რომ ის - უნიკალურია და სხვებს სჯობია. და ამაში არანაირი ექსტრემიზმი არ არის. ასე იქამდეც კი შეიძლება მივიდეთ, რომ მართლმადიდებლური სწავლება გამოვაცხადოთ ექსტრემისტულად და ავკრძალოთ... ევროკავშირში უკვე ეპისკოპოსებს ასამართლებენ იმის გამო, რომ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვას ეძახიან... სასამართლოები მათ ქმედებებში ეგრეთ წოდებული სექს-უმცირესობებისადმი უპატივცემულობას და ზიზღის გაღვივებას ხედავენ... აგერ თქვენ ფაქტიც... ასე ხუთი-ათი წლის შემდეგ, ან შეიძლება უფრო ადრეც კი, ასეთი რამ შეიძლება რუსეთშიც მოხდეს. შემდეგ კი მართლმადიდებლებს გაასამართლებენ იმის გამო, რომ მართლმადიდებლობას აცხადებენ ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიად, სხვების ღირსების შელახვისთვის, რომლებიც მართლმადიდებლობას არ იზიარებენ... სახრეს ხომ - ყოველტვის ორი ბოლო აქვს...».

 

  სხვა მკითხველმა ქალბატონმა აღიარა:

  «უკვე ბევრი წლის ვარ და ვამაყობდი ჩემი ქვეყნით. ეხლა კი მრცხვენია და ამ ხალხის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ».

 

  ბოლოს და ბოლოს, როგორ არ უნდა დაეთანხმო იმ მოსაზრებას, რომელიც ჰენრი ლუის მენკენმა გამოთქვა: «ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენი მოყვასის რელიგიას, თუმცა მხოლოდ იმ აზრით და იმ დოზით, რამდენადაც მათ თვალსაზრისს ვცემთ პატივს, რომ მათი ცოლები ლამაზმანები არიან, მათი შვილები კი ვუნდერკინდები»?

 

 

 

  ზუსტად ასევე საკმაოდ უცნაურად გამოიყურება იეჰოვას მოწმეების «ექსტრემიზმში» დადანაშაულების მცდელობა იმის გამო, რომ ისინი საკუთარი შეხედულებების აქტიური მქადაგებლები არიან და ბიბლიით ხელში მიდიან სხვა ადამიანებთან. გასაგებია, რომ ამ მხრივ უმოქმედო დანარჩენი კონფესიების ფონზე მოწმეები გაცილებით შესამჩნევნი არიან. მაგრამ განა ამ ქრისტიანების ბრალია, სხვა ეკლესიებს თუ ქვეყნიერებისთვის სასიხარულო ცნობის მახარებლებად გახდომა არ სურთ? (შეადარეთ მათე 24:14; 28:19-20). აი რა თქვა ამასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორმა, ჟურნალი «Религия и право»-ს მთავარმა რედაქტორმა, ანატოლი პჩელინცევმა: «ხანდახან მათ მომაბეზრებლობაში სდებენ ბრალს. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ საქმე, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში ისმინებოდა «კოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ». საბერძნეთის ხელისუფლება ცდილობდა, რომ მოწმეებისთვის მისიონერული საქმიანობის მომაბეზრებელ მანერაში დაედო ბრალი. სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში მათ რძის გამყიდველს ადარებდა, რომელიც დილაადრიან დადის კარდაკარ, კარებებზე რეკავს და თავის პროდუქტს სთავაზობს. მის მსგავსად მქადაგებლებსაც აქვთ იმის უფლება, რომ მივიდნენ და საკუთარ რწმენაზე ილაპარაკონ. სხვა საქმეა, რომ თითოეული მოქალაქე თვითონ წყვეტს, შევიდეს თუ არა დიალოგში მქადაგებელთან თუ მის წინ კარი დაკეტოს. ევროპულმა სასამართლომ ასე გადაწყვიტა. ამ და ზოგიერთ სხვა გამოვლინებებს შეიძლება ერთგავი რელიგიური ფუნდამენტალიზმის კვალიფიკაცია მიეცეს, მაგრამ არა ექსტრემიზმის. თუმცა ფედერალური კანონის პირველი მუხლი «ექსტრემისტული საქმიანობისადმი წინააღმდეგობის გაწევა» იმდენად ბუნდოვნად აყალიბებს ამ გაგებას, რომ ეს მუხლი შეიძლება ნებისმიერ რამეს მიუსადაგო» მოაშორეთ მოწმეები», «Независимая газета», 5 აგვისტო 2009 .).

 

  სხვა ინტერვიუში ანატოლი პჩელინცევმა შემდეგი რამ თქვა:

  «ჩემი აზრით, «იეჰოვას მოწმეებისთვის» მომაბეზრებლობაში ბრალის დადება, როგორც მინიმუმ, არაკორექტულია. ისინი თავაზიანები, მეგობრულები არიან, პირად ცხოვრებაში არ იჭრებიან. როდესაც ჩემს კარებზე დააკაკუნეს ბებოებმა ჟურნალებით ხელში, მე ვთხოვე, რომ ისინი ჩემთან აღარ მოსულიყვნენ და მეტად ისინი აღარც მინახავს».

  მან ასევე შეახსენა, რომ «არსებობს საერთაშორისო უფლებების ნორმები, რომლებიც რელიგიურ ორგანიზაციებს საკუთარი რწმენის გავრცელების უფლებას აძლევს» (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "Открытая. Для всех и каждого", «არ იცი როგორ მოიქცე კანონის თანახმად მოიქეცი», 21.02.2010 .).

 

 

  ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მხოლოდ ისღა გვრჩება იმ დასკვნას დავეთანხმოთ, რომელიც უფლებადამცველმა ლევ ლევინსონმა გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ «ამჟამად რუსეთში წამოწყებული იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია, მხოლოდ მათი მრწამსის გამო [ხორციელდება]».

 

 

იეჰოვას მოწმეები და ოჯახური ფასეულობები

 

 

  «მესამე, ქრისტიანები საზოგადოებრივი და ოჯახური ფასეულობების დამრღვევებად მიიჩნეოდნენ: იმ დროს მიღებული საყოველთაო ნორმების თანახმად, მონებსა და მონათმფლობელებს, გათხოვილ ქალებსა და უცხო მამაკაცებს შორის ახლო ურთიერთობა, საერთოდ ნებისმიერი საზღვრის წაშლა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის, სრულიად დაუშვებლად მიიჩნეოდა.

  ქრისტიანები კი შეგნებულად აცხადებდნენ, რომ ქრისტე იესოში «აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი» (გალატელები 3:28). გარდა ამისა ისინი არ იზიარებდნენ მომხვეჭელობისკენ საყოველთაო მიდრეკილებას. ეს ყველაფერი, როგორც მიიჩნეოდა, ქრისტიანებს საზოგადოებისთვის სახიფათოს ხდიდა» (.. ივანოვი «ქრისტიანობის ისტორია»).

 

 

  პროფესორი უ. მ. რამსეი ამბობს, რომ ქრისტიანებისადმი ზიზღი სხვა დანარჩენთან ერთად იმ «გაღიზიანების [გამოც ჩნდებოდა], რომელიც წარმართულ ოჯახებში ოჯახის რომელიმე წევრის [ქრისტიანობაში] მოქცევა იწვევდა».

 

  რა თქმა უნდა, არავისში ბადებს ეჭვს ის, რომ რომაულ საზოგადოებაში არსებული ასეთი უკიდურესი შეხედულება ადრეული ქრისტიანების მიმართ, აბსოლუტურად უსამართლო იყო. ე. უ. ბარნზი იესოს ადრეული მოწაფეების შესახებ წერს: «მათ თავი შორს ეჭირათ წარმართობის სისუსტეებისა და მანკიერებისგან. პირად ცხოვრებაში ისინი ცდილობდნენ მშვიდობისმოყვარე მეზობლები და საიმედო მეგობრები ყოფილიყვნენ. ისინი იმას სწავლობდნენ, რომ საღად მოაზროვნეები, შრომისმოყვარეები და სუფთები ყოფილიყვნენ ყველაფერში. თუმცა გამცემლობისა და აღვირახსნილობის გარემოში ცხოვრობდნენ, თვითონ საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულების შემთხვევაში პატიოსნები და სუფთები იყვნენ. სქესთა შორის ურთიერთობის მათი ნორმები მაღალი იყო: ქორწინებას პატივს სცემდნენ და წმინდა ოჯახურ ცხოვრებას ეწეოდნენ. რადგან ასეთ ზნეობრიობას ფლობდნენ, როგორც ჩანს, მათ არ შეეძლოთ ცუდი მოქალაქეები ყოფილიყვნენ. თუმცაღა ისინი დიდი ხნის განმავლობაში სძულდათ, ლანძღავდნენ და ეზიზღებოდათ» («ქრისტიანობის წარმოშობა»).

 

  მსგავს მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება ასევე ისტორიკოსმა ჯონ ლორდმა: «ქრისტიანობის ნამდვილი გამარჯვება იმაში ჩანდა, რომ ყველა ვინც მის სწავლებებს იღებდა, წესიერი ადამიანი ხდებოდა. [...] ჩვენ იმის მტკიცებულებები გაგვაჩნია, რომ ისინი ეწეოდნენ უზადო ცხოვრებას, მკაცრად იცავდნენ მორალის ნორმებს, კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ და ქრისტიანულ სათნოებას იცავდნენ» («The Old Roman World»).

 

  «ქრისტიანული სწავლების ყველაზე დამახასიათებელი თავისებურება, შესაძლოა, მისი უბიწობის ხაზგასმა იყო» - ამბობს ვილიამ სანგერი თავის წიგნში «The History of Prostitution», რომელშიც ის დაწვრილებით განიხილავს ძველი დროის ზნეობრიობას. ის ამატებს: «ქრისტიანული თემები თავიდანვე სამართლიანად ამაყობდნენ საკუთარი მორალის სიწმინდით».

 

  ბუნებრივია, რომ იესოს სწავლებები მის მიმდევრებში ოჯახური ფასეულობებისადმი და მაღალი საზოგადოებრივი ნორმებისადმი ფაქიზ მოპყრობას აყალიბებდა.

 

  «ჩვენ იმდენად შორს გვიჭირავს თავი უკონტროლო სქესობრივი კავშირებისგან, რომ საკუთარ თავს ვნებით შეხედვის უფლებასაც კი არ ვაძლევთ» (ათენაგორა).

 

  «ქრისტიანს კავშირი მხოლოდ მდედრობით სქესთან აქვსქრისტიან ქმარს სხვასთან არავისთან აქვს კავშირი, გარდა საკუთარი ცოლისა» (ტერტულიანე).

 

 

  ერთერთ უსაყვარლეს ბრალდებას, რომლითაც ჩვენს დროში აჯილდოებენ მოწინააღმდეგეები იეჰოვას მოწმეებს, წარმოადგენს მათი სწავლებების «საფრთხე» ოჯახური ურთიერთობებისთვის. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ კეთდება განაცხადი, რომ მოწმეები ვითომდა მეუღლესთან ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებენ, თუ ის მორწმუნე მეუღლის შეხედულებებს არ იღებს. თანაც, მოწინააღმდეგეები ამის ვერავითარ რეალურ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ. თანაც ეს მაშინ, როდესაც თავად იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში ერთმნიშვნელოვნადაა საუბარი ურწმუნო მეუღლესთან გაყრის დაუშვებლობის შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევის გარდა, თუ მეუღლე მას უღალატებს.

 

  ზუსტად ასევე უსაფუძვლოდ გამოიყურება იეჰოვას მოწმეების იმაში ბრალდების მცდელობები, რომ ისინი ვითომდა ორგანიზაციის სასარგებლოდ მატერიალური ქონების დათმობისკენ მოუწოდებენ. თავისი უაზრობით უკვე კლასიკურ ზღაპრებად ქცეულ «წართმეულ ბინებზე» და «გადახდილ მეათედებზე» ლაპარაკს აზრი არ აქვს ამ სისულელეების უკვე ბევრს აღარ სჯერა. მაგრამ განა ჰგვანან იეჰოვას მოწმეები ნაცრისფერ სამოსში ჩაცმულ და შავთავშალ დახურულ მოღუშულ ადამიანებს? განა მატერიალური შეძლება როდისმე ხდება ქრისტიანის საყვედურის მიზეზი? მოწმეების ორგანიზაცია სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანებისგან შედგება და ეს არავის არ აბრკოლებს. ერთადერთი, რაზეც ამ მხრივ ქრისტიანების ყურადღებას ხშირად ამახვილებს ორგანიზაცია, ესაა ადამიანში მატერიალიზმის სულის განვითარების საფრთხე. რადგან ზუსტად ამაზე გაამახვილა მსმენელების ყურადღება იესომ, როცა თქვა «იფხიზლეთ და ერიდეთ ყოველგვარ სიხარბეს» (ლუკა 12:15).

 

  და რახან ამაზე დავიწყეთ საუბარი, მაშინ საზოგადოების გაცილებით მეტ უკმაყოფილებას სამონასტრო განდეგილობის პრაქტიკა იწვევს, რომელსაც ზოგიერთი ე.წ. «ტრადიციული» რელიგიები მიმართავენ, როდესაც ადამიანი თითქმის ყველაფერზე უარს ამბობს, რაც მანამდე გააჩნდა, და ქვეყნიერებისგან შეზღუდულ სივრცეში განმარტოვდება. საზოგადოება სავსეა იმ მშობლების სასოწარკვეთილი მოწოდებების მაგალითებით, რომელთა შვილებიც ოჯახებიდან წავიდნენ და მონასტრის ოთხ კედელში გამოიკეტნენ. ამ ფაქტების იეჰოვას მოწმეების ცხოვრების რეალიებთან შედარებისას, საღად მოაზროვნე ადამიანი, ეჭვგარეშეა, მოწმეების მისამართით წამოყენებული ბრალდებების სრულ უსაფუძვლობას დაინახავს.

 

 

იეჰოვას მოწმეები და რიტუალურობის არარსებობა 

 

 

  «მეოთხე, მრავალი წარმართისთვის ქრისტიანული ცხოვრების წესი და მათი რწმენა გაუგებარი იყო, და შესაბამისად, საეჭვო.

  ქრისტიანები თავს არიდებდნენ წარმართულ საზოგადოებრივ გართობებს. ის წარმართები კი, რომლებიც ქრისტიანთა რელიგიური კრების მოწმეები ხდებოდნენ, გაოცებულები იყვნენ ყოველგვარი ქანდაკებებისა და გამოსახულებების არარსებობით, რაც ქრისტიანების «ათეიზმში» ბრალდების საფუძველს აძლევდა.

  ქრისტიანული შეხედულებების არსის ეს გაუგებრობა მრავალ სულელურ ჭორს და ეჭვებს ბადებდა ქრისტიანების რიტუალურ მკვლელობებში ბრალდებამდეც კი. ამის გამო საზოგადოებრივი აზრი მათ მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი» (.. ივანოვი «ქრისტიანობის ისტორია». გამომცემლობა «Библия для всех». სანკტ-პეტერბურგი. 2000 .).

 

 

  რომის იმპერიის დროის ქრისტიანების მისამართით წამოყენებული უსამართლო ბრალდებების იგივე თავისებურებას ეხება  ისტორიკოსი კენეტ სკოტ ლატურეტი:

  «სხვადასხვა სახის ბრალდებები იყო. ვინაიდან ქრისტიანები უარს ამბობდნენ წარმართულ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობაზე, მათ ათეისტებს ეძახოდნენ. ისინი ბევრ რამეს არიდებდნენ თავს, რითაც საზოგადოება ცხოვრობდა წარმართულ დღესასწაულებს, საზოგადოებრივ მხიარულებებს... ამიტომ მათ დასცინოდნენ როგორც კაცთმოძულეებს. [...] მიიჩნეოდა, რომ მამაკაცები და ქალები ერთმანეთს ღამ-ღამობით ხვდებოდნენ... და უკონტროლო სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ. [...] ვინაიდან [ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო] მხოლოდ მორწმუნეთა წრეში აღინიშნებოდა, ხმები გავრცელდა, რომ ქრისტიანები დროდადრო ჩვილებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათ სისხლს სვამდნენ და მათ ხორცს ჭამდნენ» («ქრისტიანობის გავრცელების ისტორია»).

 

  მართლაც, თუმცა ეს სისულელეა, მაგრამ ერთერთ ბრალდებას, რომელსაც რომის იმპერიაში ქრისტიანებს უყენებდნენ, ის წარმოადგენდა, რომ ისინი ათეისტები იყვნენ. დოქტორი ავგუსტ ნეანდერი წერს: «ღმერთების უარმყოფელები, ათეისტები... ქრისტიანთა ჩვეულ განსაზღვრებას წარმოადგენდა, რომელიც ხალხში იყო გავრცელებული». ამ უკანასკნელების თვალსაზრისით, ქრისტიანული რწმენა იმისა, რომ ღმერთი უხილავია და მისი თაყვანისცემა არავითარ ხილულ გამოსახულებებს არ საჭიროებს, აბსოლუტურად ვერ ჯდებოდა იმ დროს ცნობილი კულტების რელიგიურ პრაქტიკაში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს ქრისტიანების «ათეიზმის» მტკიცებულებას წარმოადგენდა.

 

  ისტორიკოსის, დოქტორი ჯონ ფონ მოსხაიმის სიტყვების თანახმად, «რომაელებს აღიზიანებდა ქრისტიანული თაყვანისმცემლობის უბრალოება, რომელიც არაფრით არ ჰგავდა ნებისმიერი ერის წმინდა რიტუალებს». ის ასევე აღნიშნავს: «მათ არც მსხვერპლშეწირვა ჰქონდათ, არც ტაძრები, არც რელიგიური გამოსახულებები, არც ორაკულები, არც ქურუმთა ორდენები და ეს საკმარისი იყო საიმისოდ, რათა შეურაცხყოფა დაემსახურებინათ გაუთვითცნობიერებელი უმრავლესობის მხრიდან, რომელიც მიიჩნევდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების გარეშე რელიგია პრინციპში შეუძლებელი იყო. ქრისტიანებს ისე უყურებდნენ როგორც ერთგვარ ათეისტებს, ხოლო რომის კანონების თანახმად ისინი, ვისი ბრალდებაც ათეიზმში შეიძლებოდა, სოციალურად სახიფათოდ მიიჩნეოდნენ».

 

  ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, როგორც დღეს ცდილობენ ე.წ. «ტრადიციული» რელიგიები იეჰოვას მოწმეები საზოგადოების თვალში წარმოჩენას, როდესაც აცხადებენ, რომ მათი ქრისტიანებად მიჩნევა არ შეიძლება. თანაც ამის მთავარ მიზეზად მოწმეების მიერ სამების, წმინდა სულის პიროვნულობის და იმის დაჯერებაზე უარი ცხადდება, რომ ღვთის ძე ყოვლისშემძლე ღმერთია. ხანდახან ზოგიერთი განსაკუთრებით თავგამოდებული მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ იეჰოვას მოწმეებს თითქოსდა საერთოდ «არ სწამთ ქრისტე და წმინდა სული», რაც, რაღა თქმა უნდა, რეალობის აშკარა დამახინჯებას წარმოადგენს.    

 

იეჰოვას მოწმეები, დღესასწაულები და გართობა 

 

 

  ანალოგიური სახით შეიმჩნევა მსგავსება წარმართული საზოგადოებისა და თანამედროვე საზოგადოების უკმაყოფილებას შორის იმაში, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები მრავალ საზოგადოებრივ გართობასა და დღესასწაულს უარყოფდნენ. პირველი ქრისტიანების მსგავსად იეჰოვას მოწმეები ცდილობენ ძალიან გამრჩევები იყვნენ იმ გართობების მიმართ, რომელსაც ქვეყნიერება სთავაზობს. იმიტომ არა, რომ მათ ვითომდა დასვენება და ამოციური განახლება არ უყვართ. პირიქით, ბიბლია გვირჩევს რომ ეს საკითხები არ დავივიწყოთ. «ყველაფერს თავისი დრო აქვს; ყველა საქმეს თავისი დრო აქვს ამ ცისქვეშეთში …ტირილის დრო და სიცილის დრო, მოთქმის დრო და ცეკვის დრო» (ეკლესიასტე 3:1-4).

 

  თუმცა ამავდროულად ბიბლია ღვთის მსახურებს შეახსენებს, რომ არ დაემსგავსონ მათ გარშემო მყოფ ხალხს მათ უაზრო გართობებში, რომელთა არსიც ჭეშმარიტების შეურაცხყოფას წარმოადგენს.

 

  «ამას იმიტომ გეუბნებით და მოგიწოდებთ უფლის სახელით, რომ აღარ იცხოვროთ სხვა ხალხების მსგავსად, რომლებიც თავიანთ უმეცარ გონებას არიან აყოლილნი. მათ გონება აქვთ დაბნელებული და მოწყვეტილნი არიან ღვთისგან მომდინარე სიცოცხლეს თავიანთი უმეცრებისა და უგრძნობი გულის გამო. ისინი, ყოველმხრივ ზნედაცემულნი, თავაშვებულობას მიეცნენ, ყოველგვარ უწმინდურებას სჩადიან და ვერ ძღებიანთქვენ შორის არც კი იხსენიებოდეს უზნეობა, არავითარი უწმინდურება და სიხარბე, რაც შეუფერებელია წმინდებისთვის, არც სამარცხვინო საქციელი, სულელური ლაპარაკი და უხამსი ხუმრობამაშ, კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იცხოვროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა; გონივრულად გამოიყენეთ დრორადგან მძიმე დროში ვცხოვრობთ. ამიტომ ნუღარ იქნებით უგუნურები, არამედ ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება. გარდა ამისა, ნუ დათვრებით ღვინით, რასაც თავაშვებულობამდე მიჰყავს კაცი, არამედ სულით აივსეთ» (ეფესოელები 4:17-19; 5:3-4,15-18).

 

  ეკლესიის ისტორიის პროფესორი უ. დ. კილენი წერდა: «II და III საუკუნეებში დიდი ქალაქების მოსახლეობის უსაყვარლეს ადგილს თეატრი წარმოადგენდა. მსახიობები საკმაოდ თავაშვებული ადამიანები იყვნენ, ამიტომ მათი წარმოდგენები ყოველთვის იმ ვნების დაკმაყოფილებაზე იყო გამიზნული, რომელიც იმ ეპოქას ახასიათებდა. [...] ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანში თეატრი ზიზღს იწვევდა. ...მათ აძრწუნებდა მისი უხამსობა, წარმართული ღმერთებისა და ქალღმერთებისადმი რეგულარული მიმართვა კი მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა» («The Ancient Church», გვერდები 318, 319).

 

  ისტორიკოსი ჟერომ კარკოპინო თავის წიგნში «ძველი რომის ყოველდღიური ცხოვრება» წერს: «მსახიობ ქალებს, რომლებიც ამ პიესებში თამაშობდნენ, მთლიანად გაშიშვლების უფლება ჰქონდათ... სისხლი მდინარესავით მოედინებოდა. [...] გახრწნილობა, რომელიც დედაქალაქის მაცხოვრებლებს იპყრობდა, [მიმებში] უკიდურესობას აღწევდა. თუმცა, ეს ყველაფერი მათში ზიზღს არ იწვევდა, რადგან ამფითეატრში საშინელმა სისხლისღვრებმა უკვე დიდი ხნის წინ დააჩლუნგა მათი გრძნობები და მათში ყოველივე ადამიანური ჩაკლა» («Daily Life in Ancient Rome»).

 

  გერჰარდ ულჰორნი ამ ქმედებების პოპულარულ თემატიკას აღწერდა: «მთავარ თემებს წარმოადგენდნენ მოტყუებული ქმრების ისტორიები, მეუღლისადმი ერთგულების დარღვევა და სასიყვარულო ინტრიგები. სათნოებას დასცინოდნენ...; ყოველივე წმინდას და პატივისცემის ღირსს ტალახში სვრიდნენ. ბილწი ლექსიკითა და ყოველივე იმის ჩვენებით, რაც სირცხვილის გრძნობებს ეხებოდა, ... უხამსობით... ეს სანახაობები ყველაზე “მაღლა” იდგა. ბალერინები ტანსაცმელს იხდიდნენ და ნახევრად შიშვლები, დიახ, სრულიად შიშვლები ცეკვავდნენ ესტრადაზე. ხელოვნებაზე ლაპარაკი აღარ იყო, ყველაფერი მხოლოდ გრძნობის ორგანოების აღგზნებაზე იყო გათვლილი» (გერჰარდ ულჰორნი «კონფლიქტი ქრისტიანობასა და წარმართობას შორის» , 1886, გვ. 110).

 

  ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პირველი ქრისტიანები ზიზღს განიცდიდნენ იმ დროს არსებული გართობების უმრავლესობის მიმართ. ადრეული ქრისტიანობის ცნობილი აპოლოგეტები ამასთან დაკავშირებით საკმაოდ პირდაპირ გამოთქვამდნენ აზრებს:

   «ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ცირკის უგუნურებასთან, თეატრის უსირცხვილობასთან, არენის სისასტიკესთან... რა სახით შეურაცხგყოფთ თქვენ, როდესაც ჩვენ საკუთარ თავს გართობის საკუთარ წარმოდგენას ვუქმნით?» (ტერტულიანე).

 

  «ჩვენ მივიჩნევთ, რომ ადამიანის მკვლელობის ყურება თითქმის იგივეს წარმოადგენს, რასაც მისი მოკვლა, ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ ასეთ სანახაობებზე» (ათენაგორა).

 

  «თეატრის დამღუპველი გავლენა გაცილებით უფრო სახიფათოა. იმიტომ რომ კომედიების თემას ქალწულებისთვის პატივის ახდა ან მეძავთა სიყვარული წარმოადგენს.... რისი გაკეთება დარჩენიათ ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს, როდესაც ხედავენ, რომ ამ საქმეებს ყოველგვარი სირცხვილის გარეშე სჩადიან და ამას ყველა სიამოვნებით უყურებს? მათ აშკარად ურჩევენ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ, ეს კი მათში ვნებას აღძრავს, რომელიც განსაკუთრებით ყურებისას წარმოიქმნება» (ლაკტანტიუსი).

 

 

  ცნობილი ბიბლიური მითითებების მიყოლით, იეჰოვას მოწმეები, რაღა თქმა უნდა, უარყოფენ ნებისმიერ მონაწილეობას საეჭვო გართობებსა და დღესასწაულებში, რომლებსაც თან ახლავს ხმაურიანი სმა-ჭამა, უხამსობა, ან ცრუ რელიგიასთან ან სპირიტიზმთან დაკავშირებულ ელემენტებს შეიცავენ. მათ არ რცხვენიათ იმის, რომ რომელიმე რეკლამირებული ბლოკბასტერის საყურებლად არ წავლენ, თუ მისი სიუჟეტი დემონიზმზეა აგებული ან ამორალური სცენებითაა სავსე. მოწმეები არ აღნიშნავენ ახალ წელს, რომელიც როგორც დღესასწაული დღეს მთლიანად სპირიტიზმთან, ზოდიაქოს ნიშნებთან და მკითხაობასთანაა დაკავშირებული. ისინი აშკარად «თეთრ ყვავებად» გამოჩნდებიან იმ კოლექტივში, რომელშიც ყველა იცინის უხამს ანეკდოტებზე

 

  და არაუშავს რომ მრავალს არ მოსწონს მოწმეების ასეთი პრინციპული პოზიცია. ქრისტიანების სურვილია ასიამოვნონ არა ხალხს, არამედ ღმერთს! რადგან, როგორც კარგადაა ცნობილი, ხალხს ვერასოდეს ვერ ასიამოვნებ. თანაც ხალხისთვის თავის მოწონების სურვილი ხშირად იმის მიზეზი ხდება, რომ შთამომავლებს აღარ მოსწონდე. თუმცა შენ თუ ნამდვილი ქრისტიანი გინდა იყო, მაშინ მყარად უნდა იდგე ფეხზე იმ ქვეყნიერებაში, რომელშიც სხვები თავდაყირა დგანან.

 

  როგორც დღეს სდებს ბრალად მრავალი იეჰოვას მოწმეებს «შევიწროებაში», ზუსტად ასე იყო პირველ საუკუნეებშიც. მაგალითად, სენეკა საყოველთაო თვალსაზრისს გამოხატავდა, როდესაც წერდა: «ვისაც სასიყვარულო ისტორიები არ გააჩნია, ის სძულთ». «უმანკოება უბრალოდ სიმახინჯის მტკიცებულებას წარმოადგენს». მათ შესახებ, ვინც ქრისტიანი გახდა, ასე ამბობდნენ: «ო, როგორი ქალი იყო! როგორი მგრძნობიარე, როგორი მხიარული! ის როგორი ყმაწვილი იყო! როგორი აღვირახსნილი, როგორი ვნებასაყოლილი! ეხლა კი ისინი ქრისტიანები გახდნენ რა სამწუხაროა!».



ძალიან «ახალგაზრდა» რწმენა?

 

 

  ისტორიკოსი კენეტ სკოტ ლატურეტი წერდა: «გარდა ამისა, ბრალდებების სხვა რიგი ქრისტიანობას დაცინვის საგნად მისი “ახალგაზრდობა” აქცევდა და ქრისტიანობის “ახალგაზრდობას” მისი მეტოქეების “ხანდაზმულობას” უპირისპირებდნენ [იუდაიზმსა და ბერძნულ-რომაულ წარმართულ რელიგიებს]» («ქრისტიანობის გავრცელების ისტორია», ტომი 1, გვერდი 131). მაგალითად, ახალი წელთაღრიცხვის მეორე ასწლეულის დასაწყისში, რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი ქრისტიანობას «ახალ და მავნე ცრურწმენას» უწოდებდა.

 

  და ისევ, როგორ ჰგავს ეს ყველაფერი დღევანდელ დროს! ვინ მოთვლის უკვე რამდენჯერ მოუსმენიათ იეჰოვას მოწმეებს სხვა რელიგიების მხრიდან იმის ბრალდება, რომ ისინი ვერ ჩაითვლებიან რუსეთისთვის «ტრადიციულ რწმენად», რაც იმას ნიშნავს, რომ უფლება არ აქვთ საკუთარი შეხედულებების რუსეთის მოქალაქეებს შორის გავრცელებისა! და ეს მაშინ, როდესაც რუსეთში მათი თანამორწმუნეები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გამოჩნდნენ!

 

  თუმცა, ფარისეველები იესოსაც სდებდნენ ბრალს იმაში, რომ ვითომდა ის ახალი «სექტის» ორგანიზატორი იყო, ისინი კი - «აბრაამის შთამომავლები» (იოანე 8:33). ასევე პავლეს შესახებაც თავგამოდებით ამბობდნენ მოწინააღმდეგეები, რომ ის «ნაზარეთელთა სექტის წინამძღოლი» იყო (საქმეები 24:5; 28:22). თუმცა, არც იესოს და არც პავლეს საერთოდ არ აწუხებდა ის, რომ იუდაიზმი, როგორც თაყვანისცემის ფორმა, იმ დროისთვის უკვე ათასხუთას წელზე მეტს ითვლიდა. ისინი სრულად იყვნენ დარწმუნებულები, რომ რწმენის ჭეშმარიტებას საუკუნოვანი რელიგიური ტრადიციები კი არ განსაზღვრავდა, არამედ  «სულითა და ჭეშმარიტებით... თაყვანისცემა» (იოანე 4:24). შემთხვევით როდი თქვა იესომ ნომინალური ქრისტიანობის მომავალ დროზე: «მაგრამ, როცა მოვა კაცის ძე, პოვებს კი ამგვარ რწმენას დედამიწაზე?» (ლუკა 18:8). 

-----------------------------------------

 სტატია ნათარგმნია

ავტორი: სერგეი ივანოვი


 

2 комментария:

  1. სისხლის შესახებ აკლია სტატია, მხოლოდ სარჩევში გიწერიათ

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. საიტის მარცხენა ზედა კუთხეში მოთავსებულია საძიებო ველი, ქართულად თუ ჩაწერთ "სისხლი" და მოძებნით, ნახავთ სტატიებს ამ თემაზე.

      Удалить