воскресенье, 16 апреля 2023 г.

ვინ მოგვცა «სახელი... [რომლის] წყალობითაც ვიხსნით თავს»? (საქმეები 4:11,12)

 


 

 

 

ვინ მოგვცა «სახელი... [რომლის] წყალობითაც ვიხსნით თავს»? (საქმეები 4:11,12)

 

 

«სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს» (საქმეები  4:11,12)

 

ამ ბიბლიურ მუხლს, თავისებური განმარტების დამატებით, პერიოდულად ისინი ციტირებენ, ვის მიზანსაც ზეციერი მამის პიროვნების უკანა პლანზე გადაწევა წარმოადგენს. თავად განმარტება ასე ჟღერს. განსახილველი მუხლი ღვთის ძეზე საუბრობს. ასე რომ თუ ნათქვამია, რომ «სხვის მიერ არავისგანაა ხსნა», და რომ «არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ», ესე იგი, იესოს გარდა მორწმუნეებითვის სხვა არცერთი სახელი არაა აუცილებელი, მათ შორის მამის სახელი. ამგვარად, მორწმუნის ყურადღების სივრცეში მხოლოდ ძის პიროვნება რჩება, იმ დროს, როდესაც მამა ხელოვნურად შექმნილი იგნორირების მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 

გასაგებია, ხსნის სფეროდან მამის პიროვნების ამოშლის ამგვარი მცდელობა თავისთავად გამოიყურება საკმაოდ დაუდევრად და წინააღმდეგობრივად. ახალი აღთქმა ძალიან ბევრს ლაპარაკობს კაცობრიობის გადარჩენის საქმეში ყოვლისშემძლე ღმერთის პირდაპირი მონაწილეობის შესახებ. მაგრამ რახან ასეთი განმმარტებლების წრეებში საქმეების 4:11,12-ის მსგავსი განმარტების მცდელობა არსებობს, ჩვენ მის განხილვას დავუთმობთ ყურადღებას.


კერძოდ, უკვე თავად მუხლშია მოცემული მითითება, რომელიც ასეთი განმარტების მცდარობას უსვამს ხაზს. თანაც, ისინი, ვინც მსგავსი სახით ციტირებენ საქმეების 4:12-ს, როგორც წესი ცდილობენ, რომ აქცენტირება არ გააკეთონ ამ ნიუანსზე. ჩვენ კი მასზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაშ ასე, ბიბლიური ტექსტი ამბობს:

 

«...არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს»

 

როგორც წმინდა წერილი ამბობს, იესოს «სახელი», რომელიც ადამიანების ხსნას ემსახურება, ზემოდან იქნა მიცემული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიღაცამ, ვინც უმაღლეს ძალაუფლებას ფლობს, კაცობრიობის ხსნის სურვილიდან გამომდინარე ადამიანებს ეს «სახელი» მისცა, რათა მათ მისით გადარჩენა შეძლონ. რაღა თქმა უნდა, რომ ის ვინც «ადამიანებს [ეს] სახელი მისცა»  თავად ღმერთია.

 

საქმეების 4:11,12-ის ტექსტოლოგიური აგებულება არაორაზროვნად მიუთითებს რამოდენიმე მხარეზე: ღმერთზე (ის, ვინც «სახელი» მოგვცა), ღვთის ძეზე (ვისი «სახელიც» მოგვეცა) და ადამიანებზე (ვისი ხსნისთვისაც იყო განკუთვნილი ეს «სახელი»).

 

ზუსტად ასეთ ლოგიკურ აგებულებაზე მიუთითებს სხვა ცნობილი მუხლიც:

 

«რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო» (1 ტიმოთე 2:5)

 

აქ ჩვენ კვლავ იგივე ახალაღთქმისეულ პრინციპს ვხედავთ: არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, ზეციერი მამა; არსებობს მამის მიერ მიცემული შუამავალი  ქრისტე იესო; და არსებობენ ადამიანები, რომელთა გამოც იქნა ღვთის მიერ ეს შუამავალი მიცემული. ამ ფონზე აღნიშნული ლოგიკური ჯაჭვიდან მამის, როგორც უშუალო ინიციატორის და კაცობრიობის გადარჩენის მთელი ჩანაფიქრის განმახორციელებლის პიროვნების ამოშლის მცდელობა, დაუშვებელი ჩანს.

 

 

ამასთანავე საქმეების 4:11,12 მუხლების კარგ აზრობრივ შემავსებელს წარმოადგენს მოციქული პავლეს სიტყვები ფილიპელების 2:9-11-დან:

 

«ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა»


არსებითად, ფილიპელების 2:9-11-ის ტექსტი საქმეების 4:11,12-ის განმარტების გასაღებს წარმოადგენს. თუ საქმეების წიგნში მოცემულ ნაწყვეტში ნათქვამია, რომ იესოს «სახელი» «კაცთათვის [იქნა] მიცემული», ფილიპელებში იმას ესმება ხაზი, თუ ვინ «მისცა» მათ ეს «სახელი», კერძოდ კი მამამ. საქმეებში ნათქვამის დამატებით პავლე აზუსტებს, რომ ძემ ეს «სახელი» თავისთავად კი არ მიიღო, არამედ «აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა». და რაც მნიშვნელოვანია, მოციქული იმას განმარტავს, თუ რა საბოლოო მიზანს ემსახურება ქრისტეს მეშვეობით განხორციელებული ხსნის ჩანაფიქრის ერთობლიობა «სადიდებლად ღვთისა და მამისა». ამ ყველაფრით საბოლოოდ უქმდება იმის მცდელობები, რომ ხსნის ღონისძიებაში მამას მეორე, გაცილებით უმნიშვნელო როლი მიეწეროს. ყოვლისშემძლე ჭეშმარიტი ღმერთი, როგორც იესო უწოდებდა მამას, იმ მთავარ პიროვნებას წარმოადგენს, რომელსაც ადამიანები პირველ რიგში უნდა უმადლოდნენ ხსნისთვის  (იოანე 17:3). თავისი თავის შესახებ კი ძე ყოველთვის ისე ლაპარაკობდა, ვინც მორჩილად და თავმდაბლურად ასრულებს იმას, რაც ღმერთმა განუსაზღვრა თავის ჩანაფიქრში (იოანე 4:34; 5:19,30; 6:38; 8:28; 12:49). ძის მიზანი თავისი მამის სულ უფრო მეტად განდიდებაა.

 

ასეთი თემის განხილვისას, შეუძლებელია თავად იესოს სიტყვებს არ მივაქციოთ ყურადღება. მან ნათლად განმარტა ღვთის ჩანაფიქრში თავისი როლის არსი,  როდესაც თქვა:

 

«მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ» (იოანე 14:6)

 

მრავალი მორწმუნე რატომღაც სანახევრო მიდგომით შემოიფარგლება, ქრისტეს სიტყვების მხოლოდ პირველ ნაწილს ციტირებენ, რომ ის არის «გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე», ამავდროულად უცნაური სახით ვერ ამჩნევენ მისი სიტყვების გაგრძელებას. თუმცა ქრისტეს სიტყვებს თუ მთლიანად აღვიქვავთ და არა «შეკვეცილ» ვარიანტში, მაშინ მისი ნათქვამი სიტყვების არსი გასაგები ხდება. იესო არის ის, ვისი მეშვეობითაც შეუძლია ადამიანს ჭეშმარიტ გადამრჩენ გზას მიჰყვეს, რომელსაც მამასთან მივყავართ. გულწრფელი ადამიანების თავის ზეციერ მამასთან და ღმერთთან მიყვანა იესო ამაში ხედავდა თავისი მსახურების ძირითად ამოცანას. შესაბამისად ადამიანმაც უნდა დაინახოს ქრისტეში ის, ვისი მეშვეობითაც შეუძლია იმ გადარჩენის მიღება, რომელიც ღმერთისგან მომდინარეობს.

 

ეს შეიძლება შევადაროთ მაგალითს, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი ექიმთან ერთად «სასწრაფო დახმარებით» საავადმყოფოში მიდის, საოპერაციოში ექიმ-ქირურგთან. პირველ ექიმს ის იმ ხსნის «გზით» მიჰყავს, რომელიც მთავარი სპეციალისტისკენ მიდის და რომელიც ადამიანისთვის აუცილებელი დახმარების გაწევას შეძლებს. რისი მოლოდინი არსებობს ამ სიტუაციაში ავადმყოფისგან? «სასწრაფო დახმარების» ექიმისადმი სრული ნდობის გამოვლენის, მისი მითითებების მორჩილად მიყოლისა და გზაში პირველი დახმარების მიღების. და ეჭვი მეპარება ასეთმა ავადმყოფმა უარი თქვას იმაზე, რომ ის მთავარ ექიმთან მიიყვანონ, რომელიც მას ელის, რათა აუცილებელი ოპერაცია ჩაუტაროს.


და ის ადამიანი როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს? იესომ საკუთარ თავს «გზა» უწოდა. პირდაპირი გაგებით გზა, იმისთვის არ არის, რომ უბრალოდ გავიდეთ მასზე, საგზაო მითითებებს შევხედოთ და... ამაზე შევჩერდეთ. სინამდვილეში მასზე სიარულია საჭირო, რადგან ის ხომ ამისთვისაა განკუთვნილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანისთვის გზის ძიების აზრი იკარგება. ზუსტად ასეთი აზრი ჩადო იესომ იმ სიტყვებში, რომ ის არის «გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე», რომლის მეშვეობითაც ადამიანი «მამასთან უნდა მივიდეს». მხოლოდ ძის მეშვეობით მამასთან მისვლის და მისი შეცნობის შემდეგ შეიძლება ადამიანს იესოს ნამდვილი მიმდევარი ეწოდოს.

 

 

 

ზუსტად ამაზე საუბრობს მოციქული პეტრეც, როდესაც იმ ადამიანის თვალსაჩინო მაგალითი მოჰყავს, რომელიც ღვთის ძის «კვალს» მიჰყვება:

 

«ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს» (1 პეტრე 2:21)

 

ძის «კვალის მიყოლა» - სად? მის მამასთან. ესაა ჭეშმარიტი ქრისტიანის მოწოდება.

 

სამწუხაროდ, მრავალი მორწმუნის არჩევანი უნებლიე შეკითხვებს ბადებს. ესმით თუ არა მათ ის მიზანი, რომელიც იესომ მათ წინაშე დასახა? ქრისტე თუ — «გზაა», მაშინ მასზე დადგომის შემდეგ, ასეთი «ქრისტიანები» სულ მასზე რატომ არიან გაჩერებული? რატომ შემოიფარგლება მთელი მათი მსჯელობა მხოლოდ ძით, მაშინ, როდესაც ძე მათ მოუწოდებს ადგილზე არ იდგნენ, მოძრაობა განაგრძონ მამის შეცნობისკენ? და რაც კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ იწვევს მამის, მისი ნების, მისი პირადი სახელის შეცნობის მხოლოდ აზრიც კი, ნეგატივის ასეთ მძლავრ ტალღას, ხშირად კი აშკარა გაბოროტებასაც კი? სადაა აქ ლოგიკა? და სადაა ქრისტეს მოწოდებისადმი ასეთ უცნაურ დამოკიდებულებაში ჭეშმარიტი «ქრისტიანობის» გამოვლინება?

 

სამწუხაროდ, იესომ გაგვაფრთხილა, რომ ბოლო დროს მსოფლიო ისეთი ადამიანებით გადაივსებოდა, რომლებიც თავს მის მიმდევრებს უწოდებდნენ, იესოს ისე განადიდებდნენ, როგორც თავის უფალს, და ბევრ «კარგ» და «სულიერ» საქმეებსაც კი გააკეთებდნენ, მაგრამ ამასთან ერთად ჯიუტად გაუწევდნენ წინააღმდეგობას ზეციერი მამის აზრს. იესომ მათი სამწუხარო ხვედრი შემდეგი სიტყვებით აღწერა:

 

«ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო» (მათე 7:21-23)

 

«რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?» (ლუკა 6:46)


(შეადარეთ ლუკა 13:24; რომაელები 2:13; იაკობი 1:22)

 

რა იქცევა იმ «მრავალი» მორწმუნის ფატალურ შეცდომად, რომლებიც უკანასკნელ მომენტამდე, მომავალ სასამართლომდე დარწმუნებულნი იქნებიან იესოს მხრიდან მათ მოწონებაში? თითქოსდა, ისინი მსოფლიოს ქრისტეს შესახებ უქადაგებდნენ, მისი სახელით ახდენდნენ მრავალ დიდებულ სასწაულებს და აშკარად «კეთილი» ხასიათის ნიშნებს, და დემონებსაც კი «ებრძოდნენ»! განა ქრისტეს ძალით და მისი კეთილგანწყობით არ ასრულებდნენ ამ დიდებულ და «სწორ» საქმეებს? ასეთი «ქრისტიანები» იმდენად იქნებიან ამაში დარწმუნებული, რომ ქრისტეს სასამართლოს მომენტშიც კი გაოცებას გამოხატავენ ღვთის ძის წინაშე! მაგრამ იესოს სიტყვები გამომაფხიზლებლად გაიჟღერებენ. ის იტყვის, რომ რაღაც მომენტიდან არა უბრალოდ თავისებად აღარ მიიჩნევს მათ, არამედ რომ საერთოდ არასოდეს იცნობდა. მისი სახელით ჩადენილი ყველა მათი დიდებული საქმეები, ყველა მათი დამოწმება მის შესახებ და, როგორც მათ მიაჩნიათ, დემონებთან «ბრძოლაც» კი, არასოდეს სარგებლობდა მხარდაჭერით თვითონ იესოს მხრიდან. ყოველივე ეს თავიდანვე შეცდომა იყო, და ამის მიზეზს, ღვთის ძის სიტყვების თანახმად, მხოლოდ ერთი რამ წარმოადგენდა: მათი მხრიდან მისი ზეციერი მამის უგულებელყოფა!

 

ქრისტიანებმა საკუთარ თავს ანგარიში უნდა გაუწიონ: იესოს მოსყიდვა ლამაზი და პათოსური სიტყვებით შეუძლებელია, თუ ამავდროულად მის გზას არ მიჰყვები და მამას არ უახლოვდები. იესო თავისი მამის მორჩილი მსახური იყო, და იგივეს მოელის თითოეული მათგანისგან, ვისაც ქრისტეს ნამდვილი მიმდევარი უნდა რომ იყოს. მხოლოდ ის, ვინც ღვთის ძის დარიგებებს მიჰყვება (და მისი სიტყვების გადარჩევას არ ცდილობს, თავისთვის «კომფორტულ» და «არაკომფორტულად» მათი დაყოფით), შეძლებს მისი მოწონების დამსახურებას. და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიღებს ქრისტიანი ნამდვილ სარგებელს «კაცთათვის მიცემული [ამ] სახელიდან» (საქმეები 4:12). სახელიდან, რომელიც გადასარჩენად მათ ზეციერმა მამამ მისცა.

 

 

 

 

 

დამატებითი ბმული:

 

"ასწავლიდა თუ არა პეტრე, რომ ქრისტეს სახელი იეჰოვას სახელს ცვლის?" http://maxvili.blogspot.com/2014/03/blog-post_2.html

 

 

 

ს. ივანოვი «В свете Библии» biblesvet.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий