вторник, 14 февраля 2023 г.

ტეტრაგრამატონი. მისი ჟღერადობა ივრითზე

 



სერგეი ივანოვი

ბიბლიური თეოფორმული სახელების შედარების მეთოდი

«იეხოვა» («იეჰოვა’ჰ») — ტეტრაგრამატონის ტრადიციული ებრაული ჟღერადობა 

«იეხოვა» - ხელოვნური ფორმა, რომელიც «ადონაის» ხმოვნებით იქნა შედგენილი?

რამდენი მარცვალია ტეტრაგრამატონში?

ხმოვნები ტეტრაგრამატონში

«იაჰ»-სა და სახელების დაბოლოება «-იაჰუ»-ს რაღა ვუყოთ?

«იაჰვე» — ფორმა, რომელიც ივრითის წესებს ეწინააღმდეგება

ტეტრაგრამატონის ხმოვნების დადგენის დამატებითი მეთოდები

ან ზუსტი ჟღერადობა ან არანაირი?

დასკვნა


საკმაოდ ხშირად შეიძლება მოვისმინოთ მოსაზრება, რომ ქრისტიანებს ღვთის სახელის წარმოთქმა არ სჭირდებათ, რადგან მისი ზუსტი ჟღერადობა უცნობია. ამ სტატიაში ამ საკითხს შევეხებით და დავინახავთ, თუ რატომაა ასეთი პრობლემა თითიდან გამოწოვილი. და ყველაზე მთავარი: ჩვენ განვიხილავთ მკვლევართა წრეებში ფართოდ გავრცელებულ მეთოდს, რომელიც მათთვისაც კი ხელმისაწვდომია, ვინც ივრითს არ ფლობს — მეთოდს, რომელიც საკმაოდ იოლად გვაძლევს ჩვენი შემოქმედის სახელის ჟღერადობის დადგენის საშუალებას. 


ღმერთმა თავისი სახელი («იეჰოვა») წმინდა წერილებში დაახლოებით 7000-ჯერ ჩაწერა — გაცილებით მეტჯერ, ვიდრე ბიბლიაში ნახსენები ყველა პიროვნების სახელები. გარდა ამისა, ეს სახელი ბიბლიის უძველეს ტექსტში ყველაზე ხშირად ნახსენებ სიტყვას წარმოადგენს (ყველაზე ხშირად ნახსენებ სიტყვებში მეორე ადგილი სიტყვა «ღმერთს» უკავია - დაახლოებით 2700-ჯერ). წმინდა წერილებში პირველად ღვთის სახელი დაბადების მე-2 თავში გვხვდება, სადაც იეჰოვა ღმერთის მიერ ცის, მიწისა და პირველი ადამიანების შექმნაზეა საუბარი. ევა თავისი პირველი შვილის გაჩენის შემდეგ იეჰოვას სახელს ახსენებს, რითაც იმას უსვამს ხაზს, რომ შთამომავლობის ყოლის შესაძლებლობა მას ღმერთმა მისცა (დაბადება 4:1).  შემდეგ, როგორც წმინდა წერილიდან შეგვიძლია დავრწმუნდეთ, იეჰოვას სახელს ჩვეულებრივ და თავისუფლად წარმოთქვამდა ღვთის მრავალი ერთგული მსახური (შეადარეთ რუთი 2:4). ასე რომ უკიდურესად უცნაური იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს ღმერთს არ სურდა, ადამიანებს რომ მისი სახელი გაეგოთ და გამოეყენებინათ. 


«დაე გაიგონ, რომ შენ – ერთი ხარ, შენი სახელია – იეჰოვა, (შენ ხარ) – უზენაესი, მთელ დედამიწაზე!» (ებრაული ბიბლია, თანახი).


«რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე» (ფსალმუნები 83:18, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).


მაგრამ, რაში ხედავენ პრობლემას ისინი, ვინც მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს იეჰოვას სახელის გამოყენებას? როგორც ცნობილია, ებრაული წერილები (ძველი აღთქმა) ივრითზე (ებრაული ენა) იქნა დაწერილი, ის კი ხმოვან ასოებს არ შეიცავს. ღვთის სახელი ბიბლიის ტექსტში წარმოდგენილია ოთხი თანხმოვნით «იჰვჰ», יהוה (ზუსტად აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც – «ტეტრაგრამატონი»). ამ მიზეზის გამო კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის სახელის წარმოთქმა, მასში ხმოვანი ბგერების არარსებობის გამო, ზუსტად შეუძლებელია, ამიტომ, ვითომდა, თავად ღვთის სახელის ხსენების აუცილებლობაც ქრება.


შეიძლება თუ არა ასეთ განაცხადზე დათანხმება? არანაირად, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად არალოგიკურად გამოიყურება. პირველი რიგში, როგორც ზემოთ ვნახეთ, თავად ღმერთი მოელის, რომ ადამიანებს ეცოდინებას და ახსენებენ მის პირად სახელს. და მეორე, ტეტრაგრამატონს ხმოვნები აქვს, და ეს ნაშრომი ზუსტად ამ საკითხს დაეთმობა.


ასწლეულების განმავლობაში ღვთის სახელი ქრისტიანების მიერ წარმოითქმებოდა ჟღერადობით ფორმაში «იეჰოვა».  თუმცა, XIX საუკუნეში ინტელექტუალურ წრეებში უჩვეულო პოპულარობა მოიპოვა ე.წ. «ბიბლიურმა კრიტიკამ», რომელიც ცდილობდა, რომ  ბიბლიაში აღწერილი მოვლენების ნამდვილი აზრი ეჭვქვეშ დაეყენებინა. მაგალითად, კერძოდ, გაჩნდა განმარტება, რომ ისრაელიანებმა ღვთის მიერ დაშრობილ ზღვის ფსკერზე კი არ გაიარეს, არამედ სულ რაღაც პატარა ჭაობი გადაკვეთეს. ანალოგიურად «ახსნეს» კრიტიკოსებმა იესოს სიკვდილით დასჯის დროს ჩამოწოლილი წყვდიადი ვულკანის ამოფრქვევის გამო მასიურად ამოტყორცნილი ფერფლის მასებით. და ასე შემდეგ… ზუსტად მაშინ, XIX საუკუნეში, «ბიბლიური კრიტიკის» პოპულარობის ტალღისას გამოჩნდა ევროპაში თეორია იეჰოვას სახელის «ყალბი ჟღერადობის» შესახებ. მაშინვე იქნა შეთავაზებული, რომ ტეტრაგრამატონის ვოკალიზაციის «გაცილებით სწორ» ფორმად ვარიანტი «იაჰვე» მიეჩნიათ. შემდგომ ეს იდეა დასავლური ქრისტიანობის მრავალმა წარმომადგენელმა მიიღო. მოგვიანებით, XX საუკუნეში, აღნიშნულმა თეორიამ რუსი მორწმუნეების წრეებშიც შეაღწია, სადაც დღემდე რჩება. 


კარგი, ჩვენ თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ სინამდვილეში ტეტრაგრამატონის ჟღერადობა, როგორც მინიმუმ, ძალიან ახლოსაა ფორმასთან «იეჰოვა», მაშინ რაზეა დაფუძნებული ასეთი მოსაზრება? მეცნიერები, რომლებიც ასეთ დასკვნამდე მივიდნენ, დამამტკიცებელი ფაქტების მთელ რიგს ეყრდნობიან. ამ სტატიაში ზოგიერთ მათგანს შევეხებით. სულ თავიდან კი იმ მეთოდს განვიხილავთ, რომელიც ყველაზე უბრალო და თვასაჩინოა და, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კრიტიკოსების მხრიდან პრაქტიკულად უარყოფის გარეშე რჩება. ამ უპირატესობათაგან ერთერთი იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული მეთოდის არსის ჩაწვდომა აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მასაც კი, ვინც ივრითზე არ საუბრობს. რა მეთოდია ეს?




ბიბლიური თეოფორმული სახელების შედარების მეთოდი



თეოფორმული სახელები (ბერძნულიდან θεός «ღმერთი» + φορός «მატარებელი») გულისხმობს ადამიანების პირად სახელებს, რომლებიც საკუთარ თავში ასევე ღვთის სახელსაც შეიცავენ. ბიბლიაში იმ პირთა საკმაოდ დიდი რიცხვს ვპოულობთ, რომელთა სახელებიც თეოფორმულს წარმოადგენს. კერძოდ, ისინი ღვთის ტეტრაგრამატონის (იჰვჰ, ანუ יהוה) ოთხი ასოდან პირველ სამ ასოს შეიცავენ. ქვემოთ შეგვიძლია მათ მაგალითებს გავეცნოთ, რომელთა თეოფორმული სახელებიც ტეტრაგრამატონის ოთხი ასოდან პირველ სამ ასოს («იჰვ», ანუ יהו) შეიცავენ. ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ივრითში სიტყვები, მათ შორის სახელები, მაჯრვნიდან მარცხნივ იწერება და იკითხება. ჩვენ ყურადღებას იმაზე გავამახვილებთ, თუ როგორ ჟღერენ ეს სახელები ებრაულ ენაში, კერძოდ კი მათი პირველი ნაწილის ჟღერადობაზე იმ ნაწილის, სადაც ტეტრაგრამატონის ძირითადი ნაწილი დგას:  

 

იესო (ებრ. «იეხოშუა», יהושע) – «იეჰოვა ხსნაა» – მესიისა და, ასევე რიგი სხვა ბიბლიური პერსონაჟების სახელი (მათე 1:1).

იონათანი (ებრ. «იეხონათან», יהונתן) – «იეჰოვამ მომცა» – მეფე საულის უფროსი ვაჟი (1 მეფეები 14:49).

იოშაფატი (ებრ. «იეხოშაფატ», יהושפט) – «იეჰოვა მოსამართლეა» – იუდას მეფე (2 მატიანე 20:31).

იეჰოზაბადი (ებრ. «იეხოზაბად», יהוזבד) – «იეჰოვა აჯილდოებს» – მეფე იოშაფატის მხედართმთავარი (2 მატიანე 17:18).

იეჰოიარიბი (ებრ. «იეხოიარიბ», יהויריב) – «იეჰოვა შეედავოს» – იუდეველი მღვდელი (1 მატიანე 9:10).

იეჰოცადაკი (ებრ. «იეხოცადაკ», יהוצדק) – «იეჰოვა მართლად აცხადებს» – მღვდელმთავარი იესოს მამა.

იოანე (ებრ. «იეხოხანან», יהוחנן) – «იეჰოვა წყალობას ავლენს» – მღვდელმთავარი ზაქარიას ვაჟი (ლუკა 1:63).

იონადაბი (ებრ. «იეხონადაბ», יהונדב) – «იეჰოვა კეთილშობილია» – მეფე იეჰუს დამხმარე (4 მეფეები 10:15).

იეჰოიაკიმი (ებრ. «იეხოიაკიმ», יהויקים) – «იეჰოვა წამოაყენებს» – იუდას მეფე იოშიას ვაჟი (4 მეფეები 23:34).

იეჰოიაქინი (ებრ. «იეხოიახინ», יהויכין) – «იეჰოვა განამტკიცებს» – იუდას მეფე იეჰოიაკიმის ვაჟი (4 მეფეები 24:6).

იოახაზი (ებრ. «იეხოახაზ», יהואחז) – «იეჰოვა ხელს ჰკიდებს» – ისრაელის მეფე იეჰუს ვაჟი (4 მეფეები 10:35).

იეჰუქალი (ებრ. «იეხუხალ», יהוכל) – «იეჰოვა სძლევს» – მეფე ციდკიას დროს მცხოვრები იუდეველი მთავარი (იერემია 37:3).

იუდა (ებრ. «იეხუდა», יהודה‏‏‎) – «იეჰოვას მიერ ქებული» – პატრიარქი იაკობის ვაჟი (დაბადება 29:35).

იეჰუდი (ებრ. «იეხუდი», יהודי) – «იუდასი» – მეფე იეჰოიაკიმის კარისკაცი (იერემია 36:14).

იეჰუ (ებრ. «იეხუ»,  יהוא), – «იეჰოვაა ის» – ისრაელის მეფე (4 მეფეები 9:14).

იეჰოადანი (ებრ. «იეხოადდან», יהועדין) – «იეჰოვა ნეტარებაა» – იუდას მეფე ამაციას დედა (2 ნეშტთა 25:1).

იეჰოადა (ებრ. «იეხოადდა», יהועדה) – «იეჰოვა იმკობს თავს» – საულის შთამომავალი (1 ნეშტთა 8:36).

იოაში (ებრ. «იეხოაშ», יהואשׁ) –  «იეჰოვამ მომცა» – იუდას მეფე (4 მეფეები 12:1).

იორამი (ებრ. «იეხორამ», יהורם) – «იეჰოვა მაღალია» – ისრაელის მეფე (4 მეფეები 1:17).

იოსები (ებრ. «იეხოსეფ», יהוסף) – «იაჰმა შემატოს» – სახელი იოსების სრული ჟღერადობა (სტრონგი H3084, ფსალმუნები 80:6).

იეჰოიადა (ებრ. «იეხოიადა», יהוידע) – «იეჰოვამ იცოდეს» – იუდეველი მღვდელმთავარი (2 ნეშტთა 23:1).

იეჰოშაბათი (ებრ. «იეხოშავატ», יהושבעת) – «იეჰოვა ბარაქაა» – იუდას მეფე იეჰორამის ქალიშვილი (2 ნეშტთა 22:11).

 

 

როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთთეოფორმულ სახელებს, რომლებიც იმავე ასოებით იწყება, რომლებიც ტეტრაგრამატონის ძირითად ნაწილშია წარმოდგენილი (ასოები «იჰვ», ანუ יהו), ივრითში სრულიად მკაფიო ჟღერადობა გააჩნია ფორმით «იეხო», ხანდახან «იეხუ». აქედან გამომდინარეობს გონივრული დასკვნა, რომ ზუსტად ანალოგიური სახითვე ჟღერს თავად ტეტრაგრამატონის (იჰვჰ, ანუ יהוה) ძირითადი ნაწილიც. ანუ ღვთის სახელი წარმოითქმება როგორც «იეჰო…», ამას პლუს ბოლო მარცვალი, რომელიც ივრითში ხმოვანი ბგერა "-" მთავრდება (უფრო დაწვრილებით სტატიის გაგრძელებაში).

 

ბიბლიური თეოფორმული სახელების მეთოდი ტეტრაგრამატონის ჟღერადობის განსაზღვრის ყველაზე ადვილ საშუალებას წარმოადგენს. და ეს საშუალება არაორაზროვნად მიუთითებს ღვთის სახელის ჟრერადობაზე ფორმაში «იეხოვა», იმიტომ რომ თვითონ ბიბლიური პერსონაჟების პირადი თეოფორმული სახელებიც უშუალოდ ამ ჟღერადობით იწყება - «იეხო.

 

 


 

ამ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას ცნობილი ებრაელი მეცნიერი-ჰებრაისტი, სემიტური ენების ექსპერტი და მკვდარი ზღვის ხელნაწერების მკვლევარი, ნეემია გორდონი:

«ებრაული სახელების უმრავლესობა თავის შემადგენლობაში სახელს შეიცავს  […] მრავალი ებრაული სახელი შეიცავს ღვთის სახელის ნაწილს, რითაც ძირითად სახელს ქმნის. მაგალითად, იეხოშუა (იესო) ნიშნავს "იჰვჰ მხსნელია"... როგორც ვხედავთღვთის სახელს სხვა სახელების შემადგენლობაში ასეთი ფორმა აქვს "იეხო-", თუ სახელის დასაწყისში დგას» (ნეემია გორდონი «ღვთის სახელის სწორი გამოთქმა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name).  

 

«სახელის გამოყენებისას, ებრაელები წარმოთქვამენ: "იეჰოვა"ნებისმიერი რუსულად მოსაუბრე ებრაელი, თანახის რუსულად კითხვისას (ჟღერადობით იეჰოვა), მხედველობით ადვილად აღიქვავს ამ სახელს, რომელიც ვიზუალურად მშვენიერ ჰარმონიას ქმნის სხვა ებრაულ სახელებთან, რომლებშიც ღვთის სახელის აზრი დევს […] ებრაელთა ყველა სახელი, რომელიც ღვთის სახელს გაცილებით ღია ფორმით შეიცავს, საკუთარ ჟღერადობას მთელი ბიბლიური ისტორიის განმავლობაში ღვთის სახელის ჟღერადობიდან გამომდინარე იღებდნენ. ამ მიზეზის გამოთანახში ასეთი სახელები მარცვალი "იე"-თი იწყებადა ეს საკმაოდ გარკვევით ისმის, თუ სალაპარაკო ენას ან სიმღერას მოუსმენთ» ("თანახი რუსულ ენაზე").

 

ბიბლიის მასორეტული ტექსტების ებრაელმა მკვლევარმა, კრისტიან გინზბურგმა, ამაზე ყურადღება შემდეგი სახით გაამახვილა:

«ბიბლიაში მოცემულია რიგი შედგენილი სახელებისა, რომელთა შემადგენლობაშიც შევიდა უშუალოდ სახელის [YHVH] ოთხი ასოდან სამი. გარდა ამისა, ეს ასოები, რომლებითაც განსახილველი სახელები იწყება, სინამდვილეში განისაზღვრება როგორც «იეხო», ისევე, როგორც თვითონ ტეტრაგრამატონში და, შესაბამისად, სახელის პირველი ნაწილის შემდეგ გაკეთებული პაუზის შემთხვევაში ეს ისე ჟღერს, მკითხველი რომ წარმოუთქმელ სახელს წარმოთქვამდეს» («ებრაული ბიბლიის მასორეტულ-კრიტიკული გამოცემის შესავალი» / Christian Ginsburg, Introduction To the Massoretico-Critical Edition of the Hebrew Bible).

 

ბიბლიის მკვლევარი ჯონ კეიზერი ნაშრომში «წმინდა სახელის ნამდვილი ჟღერადობა» იგივე ფაქტის კონსტატაციას ახდენს:

«როდესაც იმ სახელებს ვადარებთ, რომლებიც ტეტრაგრამატონის პირველი სამი თანხმოვნით (YHV) იწყება, ვხედავთ, რომ ყველა სახელი [ასე] ჟღერს "YeHo-" … შესაბამისადთეოფორმული სახელები იმაზე მიუთითებენ, რომ ტეტრაგრამატონი ასე უნდა იქნას გაჟღერებული "Ye-H-oV-aH"» (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).

 

XIX საუკუნის ჰებრაისტი ვილჰელმ გეზენიუსიც ამახვილებდა ყურადღებას მოცემულ გარემოებაზე

«ისინი, ვინც აცხადებენ, რომ ღვთის სახელი წარმოითქმებოდა როგორც יְהוָֹה [იე-ხო-ვა], ამისათვის ისეთი საფუძველი გააჩნიათ, რომელიც მათ თვალსაზრისს კანონიერს ხდის. თუ ამ სახელს ასეთი სახით გამოვთქვამთ, მაშინ უფრო გასაგები ხდება შემოკლება יְהוֹ [იეხო] და יוֹ [იო]-ს ჟღერადობა, რომლებითაც მრავალი პირადი სახელი იწყება» (William Gesenius. Hebrew and Chaldee Lexicon to the Old Testament Scriptures).


«იეხოვა» («იეჰოვა») — ტეტრაგრამატონის ტრადიციული ებრაული ჟღერადობა 



იმ ბიბლიური თეოფორმული სახელების შედარების მეთოდიკის წყალობით, რომლებიც საკუთარ თავში ტეტრაგრამატონის ძირითად ნაწილს შეიცავენ და შემდეგი მარცვლებით - «იეხო - იწყებიან, უწვალებლად შეიძლება თავად ღვთის სახელის ვოკალიზაციის განსაზღვრაც. აქედან გამომდინარე სრულიად ბუნებრივად გამოიყურება ებრაელების მიერ ღვთის სახელის ტრადიციულად ფორმა «იეხოვა»-ს სახით წარმოთქმა.

 

საიტზე «თანახი რუსულ ენაზე» ნათქვამია:

 

«ებრაელთა ღმერთის საპატივცემულოდ, ან უფრო ზუსტად მისი სახელის საპატივცემულოდაა შექმნილი მრავალი ებრაული სახელი... ყველა მათგანი იმის მოწმეა, რომ ებრაელთა ღმერთის სახელი იეჰოვაა» («ებრაელთა ღმერთი ღვთის სახელი»).

 

«სინამდვილეში სახელი წარმოითქმება როგორც "იეჰოვა", დარტყმის "ვაჰ"-ზე გაკეთებით», - ანალოგიურ დასკვნას აკეთებს ებრაელი მეცნიერი ნეემია გორდონი («ღვთის სახელის სწორი წარმოთქმა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name).  

 

ებრაელები ღვთის სახელს დღემდე ამ ჟღერადობით წარმოთქვამენ - «იეხოვა» (დარტყმას ბოლო მარცვალზე აკეთებენ). ფონეტიკურად ივრითში ეს ჟღერადობა სუსტ ხორხისეულ ბგერა «» ("")-ს შეიცავს, რომელიც პრაქტიკულად არ ისმის. ამის მაგალითების ნახვა შესაძლებელია მთარგმნელების მიერ ტეტრაგრამატონის ჟღერადობის ჩაწერის შემთხვევებში ივრითიდან რუსულ ენაზე (მაგალითად, ბიბლიის თარგმანებში ან შესაბამის რელიგიურ ნაშრომებში), სადაც ტეტრაგრამატონი წარმოდგენილია როგორც "იეჰოვა".

 

ამაში დარწმუნება სრულიად შესაძლებელია, თუ რუსულ ენაზე მოსაუბრე მკითხველისთვის ხელმისაწვდომ იმ ბიბლიის თარგმანებს მივმართავთ, რომლებიც ებრაელი სპეციალისტების მიერაა შესრულებული. მაგალითად, სამუელ ბენ შიმონის ნათარგმნ თანახში ტეტრაგრამატონი ტრადიციული ებრაული ჟღერადობითაა წარმოდგენილი - «Йеhова» ("ТаНаХ. Еврейская Библия на русском языке").

 


 

 

თავის მხრივ "დავიდ იოსიფონისა და ა-ბრიტ ა-ხადაშის თანახის თარგმანში NEV-ის რედაქციით" ღვთის სახელი წარმოდგენილია ფორმით «Йегова».

 

საინტერესოა, რომ ძველი ისრაელის ისტორიის ცნობილ მკვლევარს, რამი იუდოვინს, წინასწარმეტყველი იერემიას დროინდელი ცნობილი არტეფაქტის – «ლაქიშური წერილების» – მთარგმნელს, ტეტრაგრამატონის ებრაელებისთვის ტრადიციული იგივე ჟღერადობა მოჰყავს  «Йеова»-ს სახით.

 

ებრაელებმა იციან და დღემდე იყენებენ ტეტრაგრამატონის ჟღერადობას ფორმით «იეხოვა», და ამაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარწმუნდეს, ქვემოთ მოყვანილ ბმულზე გადასვლით:

https://ru.forvo.com/word/yahuveh/

 

 

შესაძლოა, მკითველს შეკითხვა გაუჩნდეს: როგორ დავაკავშიროთ ერთმანეთთან ერთმანეთისგან ასე განსხვავებული წარმოდგენები? ერთის მხრივ, ეკლესიის წარმომადგენლებში გაბატონებულ მოსაზრებას ვხედავთ ვითომდა ღვთის სახელის «ჟღერადობის არცოდნის» შესახებ, ასევე ფესვგადგმულ თეორიას ჟღერადობის «სწორი» ფორმის შესახებ - «იაჰვე». და ამავდროულად, მეორეს მხრივ ღვთის სახელის თავისუფლად გამოყენების ფაქტს თავად ებრაულ გარემოში, თანაც, ჟღერადობით «იეხოვა». ვინ არის მართალი? პასუხს ნეემია გორდონი იძლევა:

 

«მიიჩნევა, რომ თითქოსდა ებრაელი ღვთისმეტყველების მიერ ღვთის სახელის ზუსტი ჟღერადობა იქნა დადგენილი და ეს ჟღერადობაა "იაჰვე". ასეთი დასკვნა ისრაელში არსადაა დაფიქსირებული… სახელის გამოყენებისას ებრაელები წარმოთქვამენ "იეჰოვა", და არა "იაჰვე"დიახ, ებრაულ ლექსიკონებში, შეიძლება შევხვდეთ ღვთის სახელის ჟღერადობას "იაჰვე", როგორც ერთერთ მსოფლიო ვერსიას, თუმცა არა როგორც ებრაელი ღვთისმეტყველების საბოლოო გადაწყვეტილებას. ამიტომროდესაც ვინმე უსაფუძვლოდ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ სწორი "იაჰვეა" და არა "იეჰოვა", მისი სერიოზულად აღქმა არ ღირს, ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უსაფუძვლო განაცხადია».

 

მეცნიერი ტეტრაგრამატონის «დავიწყებული» ჟღერადობის საკითხსაც ეხება:

«თუმცა ქრისტიანები ამტკიცებენ, რომ ებრაელებმა ღვთის სახელი დაივიწყეს ეს მცდარი განაცხადია. ებრაელები მთელი მსოფლიოს მაშტაბით წერენ და წარმოთქვამენ: «იეჰოვა». ებრაელებს არ უჩნდებათ იმის პრობლემა, რომ ვინმეს ის უმტკიცონ, თუ სწორად როგორ ჟღერს ღვთის სახელი. პრობლემა ზუსტადაც რომ ქრისტიანებს უჩნდებათ, რომლებიც მუდმივ დავებში და ამ სახელის შესახებ გაცილებით ზუსტი ინფორმაციის ძიებაში არიან და ამით ებრაელებს ითრევენ პოლემიკაში, შემდეგ კი ამტკიცებენ, რომ ებრაელები ცდებიან».

 

ამასთანავე . გორდონი შეგვახსენებს, რომ «ევროპულ ჟღერადობას Iehova – უძველესი წარმომავლობა გააჩნია ევროპულ ერებში». თუმცა, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, გაცილებით გვიანი პერიოდის ევროპულ საეკლესიო გარემოში ადაპტირებულმა თეორიამ იმის შესახებ, რომ ტეტრაგრამატონს ვითომდა «გაცილებით სწორი» ჟღერადობა უნდა ჰქონდეს «იაჰვეს» ფორმით, მრავალი ქრისტიანი აიძულა უარი ეთქვა ძველ ჟღერადობაზე, მიუხედავად მისი დიდი ცნობადობისა.

 

«მთელ მსოფლიოში ყველა რაბინი, თავის ნაშრომებში ყველა დროში იყენებდა სახელის ჟღერადობას "იეჰოვა", ანუ ივრითულ ჟღერადობას "Йеhова". უდავოა, რომ იყვნენ ისეთი ებრაელებიც, რომლებიც სახელის წარმოთქმისას ვარიანტ "იაჰვეს" იყენებდნენთუმცა ეს პროტესტანტი-ებრაელები იყვნენ. ამიტომზოგი მისიონერული თემები, რომლებიც ევროპული და ამერიკული პროტესტანტიზმიდან წარმოიშვნენ, ასევე მიჰყვებიან ჟღერადობას "იაჰვე"» (ნეემია გორდონი «იეჰოვა თუ იაჰვე — რომელია სწორი?»).

 

 

ჟერარ ჟერტო, ჰებრაისტი და ასირიოლოგი, ძველი ხელნაწერების შემსწავლელი ბიბლიური ასოციაციის პრეზიდენტი, ტეტრაგრამატონის ჟღერადობის საკითხის სკურპულოზური კვლევის შედეგად ანალოგიურ დასკვნებამდე მივიდა. თავის წიგნში «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა» მეცნიერს მრავალი ისტორიული ფაქტი მოჰყავს, რომლებიც ღვთის სახელი ჟღერადობას ეხება, და ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა მოსაზრებების ღრმა განხილვას აკეთებს. კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს ტეტრაგრამატონის ვოკალიზაციის პრაქტიკაზე უშუალოდ ებრაელი მთარგმნელების მიერ მსოფლიოს სხვა ენებზე. . ჟერტო ამბობს, რომ «არცერთ იუდაურ თარგმანში არ გვხვდება ფორმა იახვეხ», [ანუ «იაჰვე»]. ავტორი წერს:

«რელიგიური მასწავლებლები უპირატესობას ფორმა "იე-ხო-ვა"-ს ანიჭებენ. ამასთანავე, არაცრუმორწმუნე იუდეველი ბიბლიის მთარგმნელები თავის არჩევანს ყოველთვის ფორმა "იეჰოვა"-ზე აჩერებდნენ».

 


 

 

 

ანალოგიური სიტუაცია შეიმჩნეოდა ბიბლიის ევროპული თარგმანების პრაქტიკაშიც. . ჟერტო აღნიშნავს, რომ «სახელი "იეხოუა" ასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ბიბლიების უმრავლესობაში», და მხოლოდ «XX ასწლეულის დასაწყისში გახდა ვარიანტი იახვეხ დომინანტი» (M. Gerard Gertoux. The Name of God Y.eH.oW.aH Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah: Its story).

 

«ამიტომ ტეტრაგრამატონი YHWH იკითხება როგორც I-eH-UA (Iehoua), ექვივალენტია "YeHoWaH" მასორეტულ პუნქტუაციაში», - დასკვნას აკეთებს პროფესორი ვონ ვ. ლი (Won W. Lee, Religious Studies Review, ივლისი 2003).

 

წინამდებარე შრომის შემდგომ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ტეტრაგრამატონის ჟღერადობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ დამატებით დეტალებს. კერძოდ, გავარკვევთ, თუ რატომ აღმოჩნდება XIX საუკუნეში შემოთავაზებული ფორმა «იაჰვე» შემოწმებისას უკიდურესად შეუსაბამო როგორც ისტორიულ ფაქტებთან, ასევე ივრითის გრამატიკის გრამატიკულ მოთხოვნებთან.

 


«იეხოვა» - ხელოვნური ფორმა, რომელიც «ადონაის» ხმოვნებით იქნა შედგენილი?



ყველაზე მთავარი «არგუმენტი», რომელსაც კრიტიკოსები «იეჰოვას» ჟღერადობასთან დაკავშირებით გამოთქვამენ, საკმაოდ საეჭვო თეორიას წარმოადგენს იმის შესახებ, რომ ის ბიბლიის ებრაელი გადამწერების მიერ იყო «გამოგონილი». ამ იდეის თანახმად, ღვთისმოშიშმა იუდეველებმა ღვთის სახელის წარმოთქმის შიშის გამო ერთგვარი ვოკალური სუროგატი გამოიგონეს, რომელშიც სხვა ებრაული სიტყვის, «ადონაის» («უფალი») ხმოვნები ჩასვეს. შემდეგ ამას დასკვნა მოსდევს, რომ ტეტრაგრამატონის «იეჰოვას» («იეხოვა») სახით წარმოთქმა ხელოვნური ფორმაა, რომელიც «ადონაის» ხმოვნებს შეიცავს. მაგრამ, შეესაბამება თუ არა ასეთი თეორია სიმართლეს?

 

კარგ პასუხს წარმოადგენს განმარტება, რომელიც ნეემია გორდონმა გააკეთა:

 

«სახელთან დაკავშირებით ძალიან გავრცელებულია მოსაზრება, რომ მის ხმოვნებს სისტემატიურად ცვლიდნენ სიტყვა ადონაის (უფალი) ხმოვნებით... თუმცა ასეთი კონსენსუსი გადამწყვეტ მტკიცებულებებზე არ არის დაფუძნებული. ცნობარში Anchor Bible Dictionary ახსნილია: «იჰვჰ-ს იახვე-დ წარმოთქმა ეს მეცნიერული ვარაუდია». «იახვე» თუ მხოლოდ საეჭვო ვარაუდია, მაშინ რა არის ჩვენთვის სინამდვილეში ცნობილი სახელის ჟღერადობის შესახებ? და რისი თქმა შეიძლება იმ იდეის შესახებ, რომლის თანახმადაც იჰვჰ-ს ხმოვნები სინამდვილეში ადონაი-დანაა დასესხებული?» («ღვთის სახელის სწორი ჟღერადობა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name).  

 

ტეტრაგრამატონის ერთგვარი ხელოვნური ჟღერადობის თეორიის გახმოვანებისას, . გორდონი ამ თეორიის ორ გადაუწყვეტ სირთულეზე მიუთითებს, რომელთან გამკლავებაც მას არ ძალუძს. ებრაელი მეცნიერი განმარტავს:

 

«გავრცელებული აზრის მიუხედავად, სახელი იჰვჰ როგორც ასეთი ბიბლიის წერილობითი ტექსტიდან ამოღებული არ ყოფილა. სინამდვილეში თანხმოვნები, რომლებიც სახელ იჰვჰ-ს შეადგენენ, წმინდა წერილების ებრაულ ტექსტში დაახლოებით 6828-ჯერ გვხვდება. და ხმოვნებზე რისი თქმა შეიძლება? მართალია თუ არა, რომ ისინი სიტყვა ადონაის ეკუთვნის? ამ პრობლემაში რომ გავერკვეთ, ჩვენ ძველი გადამწერების პრაქტიკა უნდა განვიხილოთ, რომელსაც კერე-კეტივი ჰქვია, «წასაკითხი (კერე) და დაწერილი (კეტივ)». კერე-კეტივი იმ შემთხვევებში გვხვდება, როდესაც განსაზღვრული სიტყვა ბიბლიაში ერთი ხერხით იწერება (კეტივ), თუმცა ბიბლიური ტექსტის მინდვრებზე გაკეთებული შენიშვნა მიუთითებს, რომ ის ისე უნდა იყოს წაკითხული, თითქოს ის სხვაგვარად არის დაწერილი (კერე)… პირველი [სირთულე] იმაში მდგომარეობს, რომ ყველა დანარჩენ კერე-კეტივში სიტყვა, რომელიც სხვაგვარად უნდა იქნას წაკითხული, ბიბლიურ ხელნაწერებში პატარა წრითაა მონიშნული. ეს წრე წარმოადგენს მითითებას მინდორზე გაკეთებულ შენიშვნაზე, სადაც მკითხველი იპოვის შენიშვნას «წაიკითხე ასე და ასე». სახელის შემთხვევაში ჩვენ ასევე გვექნებოდა მოლოდინი, რომ სიტყვა იჰვჰ-ს თავზე პატარა წრეს ვიპოვიდით, რომელიც მინდორზე გადაგვამისამართებდა შენიშვნით «წაიკითხე ადონაი». თუმცა არცერთი ასეთი შენიშვნა არ არსებობს! ებრაულ ტექსტში იჰვჰ 6828-ჯერ გვხვდება, მაგრამ არცერთხელ არ არის მონიშნული როგორც კერე-კეტივი არც წრით და არც მინდორზე გაკეთებული შენიშვნით».

 

«იმ მტკიცებულების სხვა პრობლემა, თითქოსდა იჰვჰ-ს ადონაის ხმოვნები ახლავს თან, იმაში მდგომარეობს, რომ ეს უბრალოდ ასე არ არის! სიტყვა ადონაი (אֲדֹנָי) შეიცავს ხმოვნებს    (ხატაფ პატახ ხოლამ კამაც). და პირიქით, სახელი იჰვჰ იწერება როგორც יְהוָה – ხმოვნებით  — —  (შვა ხმოვანი არ არის კამაც)… არადა იჰვჰ-სა და ადონაის ხმოვნებს შორის არსებული განსხვავება ხომ აშკარაა!» 

 

რიგი დამატებითი ფაქტების მოყვანის შემდეგ, . გორდონი დასკვნას აკეთებს:

«როგორც დავინახეთ, «იაჰვე»-ს ჟღერადობასთან დაკავშირებით არსებული სამეცნიერო კონსენსუსი სინამდვილეში საეჭვო ვარაუდებზეა დაფუძნებული. ამავდროულად ჩვენ დავინახეთ, რომ ხმოვნების ადონაისგან დასესხების «საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი» სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება. სახელი იჰვჰ-ს ნამდვილი ჟღერადობა ძველ ხელნაწერიბში ასეთია იეხვახნათელზე ნათელია, რომ იეხვახ ადონაის ხმოვნებს არ შეიცავს» (ნეემია გორდონი «ღვთის სახელის სწორი ჟღერადობა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name).

რამდენი მარცვალია ტეტრაგრამატონში?



ვოკალური ფორმა «იაჰვეს» დაუსაბუთებლობის მორიგ მტკიცებულებას და, პირიქით, გაცილებით ზუსტი ჟღერადობის მტკიცებულებას «იეხოვას» სახით, ჩვენ ვპოულობთ ივრითზე დაწერილი ღვთის სახელის მარცვლების რაოდენობის დადგენისას. ტეტრაგრამატონი როგორც სიტყვა სამ მარცვალს შეიცავს (ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, ოთხ მარცვალსაც კი), და არა ორს. უკვე ამ ფაქტიდან გამომდინარე უქმდება ორმარცვლიანი ვარიანტი «იაჰვე» როგორც არსებული პირობებისადმი შეუსაბამო.

 

ჯორჯ ბიუკენენი, უესლის თეოლოგიური სემინარიის პროფესორი, ამასთან დაკავშირებით შემდეგ დასკვნას აკეთებს

«როდესაც თანახში საკუთარ სახელებს უყურებ, წარმოდგენა გიჩნდება, რომ YHWH-ს [YHVH] პირველი ორი მარცვალი YAHO ან YEHO იყო». 

 

მეცნიერი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ «ტეტრაგრამატონი ადამიანების სახელებში გვხვდებოდა და ყოველთვის ხმოვნით შუა ნაწილში», რაც სრულიად ნათლად მიუთითებდა ღვთის სახელის ჟღერადობის ორმარცვლიან ფორმაზე უფრო მეტზე. ტეტრაგრამატონი, პროფესორი ბიუკენენის სიტყვების თანახმად, საკუთარ თავში სამ მარცვალს შეიცავს:

 

«მტკიცებულებები მიუთითებს მეორე ტაძრის პერიოდში არსებულ ჟღერადობაზე, რომელიც უფრო ახლოა სამმარცვლიან "იახოვა" / "იეხოვა"-სთან, ვიდრე ორმარცვლიან "იახვე"-სთან […] დაგროვილი ინფორმაცია მნიშვნელოვანწილად მიუთითებს სამმარცვლიან სიტყვაზე, რომლის შუა მარცვალიც იყო "ho" ან "hu". პირველი ორი მარცვალი იყო "Yahu" ან "Yaho" ["Yehu" ან "Yeho"], რომლებიც ხანდახან "Yo"-მდე იკვეცებოდა. პოეზიისთვის, ლიტურგიისა და ზოგიერთი სხვა მიზეზის გამო ასევე გამოიყენებოდა სახელი "Yah"» (G.W. Buchanan, Some Unfinished Business With the Dead Sea Scrolls, Revue de Qumran).

 

«როდესაც ტეტრაგრამატონი ერთ მარცვლად წარმოითქმოდა, ეს იყო "Yah" ან "Yo". როდესაც ის სამ მარცვლად წარმოითქმოდა, ეს იყო "Yahowah" ან "Yahoowah"» (G.W. Buchanan, Biblical Archaeology Review, March/April 1995).

 

ჯონ კეიზერი ანალოგიური სახით უსვამს ხაზს ორმარცვლიან «იაჰვესა» და სამმარცვლიან ტეტრაგრამატონს შორის არსებულ სხვაობას. ის წერს:

«ყველა იმ სახელის საერთო ნაკვთი, რომლებიც ღვთაებრივი სახელის პირველი თანხმოვნებით იწყება, მათში ხმოვანი ""-ს არსებობაში გამოიხატება — მაგალითად, როგორც პირვანდელ ფორმაში (იეხონატან), ასევე შემოკლებულ ფორმაში (იონატან). ეს იმაზე მიუთითებს, რომ სახელში შეუძლებელია მხოლოდ ორი მარცვალი იყოს. მაგალითად, "იაჰვეს", რომელშიც სულ ორი მარცვალია, შეუძლებელია ხმოვანი "" ჰქონდესარსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სრულიად აშკარაა, რომ ღვთაებრივი სახელის სწორი ჟღერადობა, რომელიც წარმოდგენილია ტეტრაგრამატონით YHVH, — ესაა უბრალოდ YEHOVAH, და არა "იაჰვე"» (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).

 

«დიდი ალბათობით, თავდაპირველად სახელი სამმარცვლიანი ფორმით წარმოითქმებოდა, როგორც "Yeh-o-wah" ან "Yah-u-wah"» (Patrick Navas, Divine Truth or Human Tradition?)

 

«ღვთაებრივი სახელი როგორც მინიმუმ სამი მარცვლისაგან უნდა შედგებოდეს» (Hope of Israel Ministries "Ecclesia of YEHOVAH").



ხმოვანი ასოები ტეტრაგრამატონში


შეიძლება ასეთ შეკითხვასაც შეხვდეთ: ტეტრაგრამატონი თუ ოთხი თანხმოვნისგან შედგება (იჰვჰ), მაშინ მის ჟღერადობაში საიდან გაჩნდა შესაბამისი ხმოვანი ასოები, რომლებმაც შედეგად ვოკალიზაცია «» წარმოქმნა? როგორც წესი, ასეთი შეკითხვა ადამიანის ივრითის გრამატიკაში გაუთვითცნობიერებულობაზე მიუთითებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ივრითს საინტერესო თავისებურება გააჩნია: ზოგიერთი თანხმოვანი ასო კონკრეტული სიტყვის კითხვის დროს ხმოვან ფორმას იძენს.

 

მაგალითად, დამწყებებისთვის განკუთვნილ ივრითის შესასწავლს სახელმძღვანელოში ნათქვამია:

«ივრითში ხმოვანი ბგერების აღმნიშვნელი ასოები არ არის, გარდა ამ ოთხისა —  א ,ה ,י ,ו (ვავ, იუდ, ხეი და ალეფ, შესაბამისად)».

 

«მანამ, სანამ ივრითში ხმოვნების აღმნიშვნელ ნიშნებს მოიგონებდნენ, იუდეველები ხმოვანი ბგერების აღსანიშნავად ზოგიერთ თანხმოვანს იყენებდნენ. ამ ასოებს «ხმოვანი ასოები» — ანუ, ლათინურად, "matres lectionis" ("დედები კითხვისა") ჰქვია… არსებობდა ოთხი თანხმოვანი, რომლებსაც ხმოვნების მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდათ — «ალეფ», «ვავ» , «იოდ» და ასო «ხეი», თუ ეს სიტყვის ბოლო ასო იყოკუმრანში, ისრაელში გაკეთებული აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ პირველ საუკუნეში ასო "Y" ხშირად ხმოვანი ბგერა "I"-ს ნაცვლად გამოიყენებოდა; "V" წარმოადგენდა "O" ან "U"-ს ეკვივალენტს; ხოლო "H" სიტყვის ბოლოში წარმოითქმებოდა როგორც "A". როდესაც ეს ასოები თანხმოვნების სახით გამოიყენებოდა, მათი თანხმოვანი ბგერა ჩვეულებრივ არ წარმოითქმებოდა - იმ შემთხვევის გარდა, თუ ეს იმას იწვევდა, რომ ორი ხმოვანი გვერდიგვერდ აღმოჩნდებოდა, რაც ივრითის გრამატიკაში დაუშვებელია» (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).

 

«მაშ , რა სახელით მივმართოთ ღმერთს? … იეხუდა გალევიმ [შუასაუკუნეების ებრაელი ფილოსოფოსი და პოეტი] აღნიშნა, რომ ებრაული სიტყვების გასაჟღერებლად ხმოვან ბგერებად უშუალოდ ის ასოები გამოიყენებოდა, რომელთაგანაც ტეტრაგრამატონი შედგება:  = ,  = ,  = . გამოდის, რომ ტეტრაგრამატონი წარმოადგენს ერთადერთ ებრაულ სახელს, რომლის ყველა ხმოვანიც ცნობილია. გარდა ამისა, იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმადსახელის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის შედგება არა ოთხი თანხმოვნისგან, არამედ ოთხი ხმოვნისგან, ანუ იხოა, იმიტომ რომ ხ-მ ხმოვნის ფუნქცია მხოლოდ სიტყვის ბოლოში შეიძლება აიღოს. თუმცა ორ ხმოვანს შორის მოხვედრილი ყოველთვის ისე იკითხება, როგორც , ჩვენს შემთხვევაში იეოა […] ებრაული სახელების გასაჟღერებლად ფართოდ გამოიყენებოდა სამი ასო , , , და ამას  კარგად ადასტურებს კუმრანის ხელნაწერები. ასო  წარმოითქმებოდა როგორც  (ან ), ასო  როგორც  (ან ), ხოლო ასო  როგორც , თუ სიტყვის ბოლოში გვხვდებოდა» (M. Gerard Gertoux. The Name of God Y.eH.oW.aH Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah: Its story).

 

სხვა წყაროში ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული გრამატიკული საკითხის ზუსტი განმარტება ვნახოთ:

«ყველასთვის ცნობილია, რომ ივრითში ხმოვანი ასოები არ არის. თუმცა ეს ნახევრად სიმართლეა. ივრითში ლამის 3 ხმოვანი ნიშანი არსებობს - "ალეფ", "ხეი", და "აინ". მაგრამ ისინი ისეთი ხმოვნები არ არიან როგორც ეს სხვა ენებშია. ეს ასოები ყოველთვის იმ ხმოვან ბგერებს აღნიშნავენ, რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ თავად ამ ასოებზე, არამედ მათ გარშემო მდგომ ასოებზე და კონკრეტულ სიტყვაზეც. ეს ნიშანი-ნახევარასოები იმას აღნიშნავენ, რომ სიტყვის მოცემულ ადგილას ხმოვანი ბგერა უნდა იყოს გაჟღერებული, ყველაზე ხშირად "" ან "".

არსებობს ასო “ალეფ”-თან დაკავშირებული უკიდურესად იშვიათი გამონაკლისები, როდესაც ის საერთოდ არანაირად არ წარმოითქმება - ჩემთვის მხოლო ერთი ასეთი სიტყვა-გამონაკლისია ცნობილი - "შავ" - "ამაოდ". მის ბოლოში "ალეფი" დგას, თუმცა არ წარმოითქმება.

რაც შეეხება ასო "ხეი"-ს - ის ყოველთვის წარმოითქმება

ჩვეულებრივ ქართულ ენაზე ტეტრაგრამატონი יהוה (დაწერილია მარჯვნიდან მარცხნივ) გადმოიცემა ქართული ასოებით როგორც --- - "იუდ" - "ხეი" - "ვავ" - ხეი.

თუმცა ტეტრაგრამატონში მოცემული ეს ორი ასო "ხეი" - არის არა "", არამედ უბრალოდ ხმოვანი ნიშნები. კითხვისას მათ ადგილზე ხმოვანი ბგერები უნდა ჟღერდეს.

ქართულად იმიტომ აღნიშნეს ასო «»-თი, რომ ესაა ყველაზე ახლოს მდგომი ბგერა ივრითზე მის ჟღერადობასთან. როდესაც ეს ასო სიტყვის თავში ან სხვა ხმოვნის შემდეგ დგას, მაშინ ის ძალიან სუსტი ჟღერადობით წარმოითქმება ინგლისური "h"-ს მსგავსად, თუმცა კიდევ უფრო სუსტად. და ცალკეულად მოგვაგონებს სუსტ ბგერა ""-ს ან უკრაინულ ყრუ "Г"-ს. თანაც ამ “ხეი”-ს შემდეგ აუცილებლად ხმოვანი ბგერა მოდისივრითში არარსებობს ისეთი სიტყვა, რომელშიც "ხეი" ხმოვანის აღმნიშვნელი არ არის. ვიმეორებ - მხოლოდ სიტყვის თავში ან ხმოვნის შემდეგ წარმოითქმება ძალიან სუსტად როგორც ინგლისური "h", მაგრამ კიდევ უფრო სუსტად, თუმცა აუცილებლად ხმოვნის თანხლებით. თანხმოვნის შემდეგ კი (გარდა "" /"იუდ"/) - არავითარი სუსტი «» არ წარმოითქმება საერთოდ. ჩვეულებრივი ხმოვანი ბგერაა

ამიტომ ივრითზე იჰვჰ-ს “იაჰვე”-დ წაკითხვა შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ როგორც "იახოვე", "იახავე", "ეხოვა". ანუ, "ხ"-ს შემდეგ - აუცილებლად ხმოვანი ბგერა უნდა იდგეს.

«ხ»-ს შემდეგ აუცილებლად უნდა იდგეს რომელიმე ხმოვანი ბგერა. გრამატიკის თანახმად. ამიტომროდესაც რომელიმე სტატიაში წერენ, რომ შესაძლოა წარმოითქმება როგორც "იაჰვე" — ეს ივრითის წესების არცოდნას ნიშნავს. ხოლო რაც შეეხება ბოლო "ჰეი"-ს იჰვჰ-ში - ის უბრალოდ ჟღერს როგორც ხმოვანი ბგერა ყოველგვარი სუსტი ""-ს გარეშე» (. ხუდოი «იეჰოვა თუ იაჰვე)

 

ამავე მიზეზის გამო პროფესორი ჯეიმს ტაბორი, ბიბლიის მთარგმნელი და ივრითისა და არამეული ენების მცოდნე, ტეტრაგრამატონის ვოკალიზაციის განხილვისას, ყუარდღებას ამახვილებს იმის გაგების აუცილებლობაზე, რომ «ივრითის ოთხი ასო (იოდ ხე ვავ ხეოთხ ხმოვანს წარმოადგენს და არა ოთხ თანხმოვანს» (James D. Tabor. Restoring Abrahamic Faith).

 

თავის მხრივ ებრაელი მეცნიერი ნეემია გორდონი, ფორმა «იაჰვე»-ს ვოკალიზაციის უსაფუძვლობის ხაზგასმისას, სხვათა შორის, იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ტეტრაგრამატონის (იჰვჰ) მსგავს ჟღერადობებში «ხმოვანი აკლია პირველი ""-ს შემდეგ». თუმცა, ასეთი მიდგომა ივრითის გრამატიკის წესების აშკარა დარღვევას წარმოადგენს, რომელიც ტეტრაგრამატონის წარმოთქმისას ხმოვანი ბგერების გამოყენებას მოითხოვს. მეცნიერი შემდეგ მნიშვნელოვან მომენტს აღნიშნავს

«ებრაული ენის საბაზისო წესი სიტყვის შუაში თანხმოვნის შემდეგ ან ხმოვანი უნდა იდგეს ან წარმოუთქმელი "შვა". თუმცა, ხანდახან სიტყვის შუაში გვხვდება წარმოუთქმელი ასოები, რომელთა შემდეგაც ხმოვანი ან "შვა" არ დგას (მაგ. "ალეფ" სიტყვაში "ბერეშიტ"). მაგრამ ასეთი რამ არასოდეს არ ხდება ასო "ჰე"-ს შემთხვევაში სიტყვის შუაგულში. ძველებრაულში წარმოუთქმელი "ჰე" სიტყვის ბოლოს ძალიან გავრცელებულია, თუმცა ისეთი მოვლენა, როგორიცაა წარმოუთქმელი "" სიატყვის შუაში, არ არსებობსეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ენის წესების თანახმად იჰვჰ-ში მოცემულ პირველ ""-ს აუცილებლად უნდა ახლდეს რომელიმე ხმოვანი».

 

მასორეტულ ტექსტებში მოცემულ ჟღერადობებზე და, ასევე თეოფორმული სახელების მაგალითებზე დაყრდნობით, . გორდონი დასკვნას აკეთებს: «ნათელი ხდება, რომ გამქრალია ხმოვანი – «» (ხოლამ)» (ნეემია გორდონი «ღვთის სახელი სწორი ჟღერადობა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name).

 

ასევე ჯონ კეიზერიც ხაზს უსვამს ტეტრაგრამატონის יהוה ვოკალიზაციის ფორმას მისი მესამე ასოს "ו" ("ვავ") გათვალისწინებით:

«ივრითის გრამატიკაში უცვლელი წესი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ორი ხმოვნის გვერდიგვერდ დგომა შეუძლებელია, ამიტომ უნდა წარმოითქვას თანხმოვანი ბგერა "V" - შესაბამისად, "YEHOAH" გადაიქცევა "YEHOVAH"» (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).

 

დოქტორმა ფირპო კარმა, მკვდარი ზღვის ხელნაწერების მკვლევარმა, პირველმა დასავლელმა მეცნიერმა, რომელმაც 1989 წელს ლენინგრადის კოდექსის, ებრაული ბიბლიის უძველესი სრული კოდექსის (B19а) შესწავლის შესაძლებლობა მიიღო და რომელიც ბიბლიური ტექსტების კომპიუტერული კვლევის სფეროში ერთერთი პიონერი იყო, თავის ნაშრომში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტეტრაგრამატონის სწორი ჟღერადობის აღდგენის საკითხზე. წიგნში «წმინდა სახელის ძიება» . კარი ტეტრაგრამატონის ბოლო მარცვლის ჟღერადობაზე მიუთითებს. ის წერს:

«თუ "იეხო-" ღვთის სახელის პირველ ორ მარცვალს წარმოადგენს, მაშინ "-ვა" ["-ვახ"] ღვთის სახელის ბოლო მარცვალს ქმნის» (Firpo W. Carr. Search for the Sacred Name).

 

ამ დასკვნის ერთერთ მტკიცებულებას ბიბლიური თეოფორმული სახელების შედარების მეთოდი წარმოადგენდა, რომელთა თავდაპირველ ჟღერადობაშიც ტეტრაგრამატონის ოთხი ასოდან პირველი სამი გვხვდება. ამასთანავე დოქტორმა ფ. კარმა ანალოგიური სახითვე შეადარა სხვა ბიბლიური სახელებიც, რომელთა დაბოლოებებიც ზუსტად ემთხვევა ტეტრაგრამატონის ბოლო მარცვალს ანუ ზუსტად ისევე მთავრდება, როგორც ღვთის სახელი. მეცნიერი შეკითხვას სვამს

 

«მტკიცებულებები ბოლო მარცვალი “ვაჰ”-ის დამწერლობასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევის შედეგად უნდა გამოჩნდეს. ბიბლიაში თუ ისეთი სახელები არსებობს, რომლებიც ღვთაებრივი სახელის პირველი ორი მარცვლით იწყება, და მე ასეთი 19 დავთვალე, მაშინ იმ სახელების საქმე როგორაა, რომლებიც სახელის ბოლო მარცვლით მთავრდებიან?»

 

. კარი წერს, რომ საგულდაგულო კვლევის შედეგად მან «მრავალი სახელი იპოვა, წმინდა სახელის გარდა», რომლებსაც ისეთივე დაბოლოება ჰქონდა, როგორიც ტეტრაგრამატონს יהוה. კერძოდ, ასეთ სახელებსა და სახელწოდებებს განეკუთვნებიან ვა (ებრחוה , დაბადება 3:20); ალვა (ებრעלוה , დაბადება 36:40), ჰოდევა (ებრהודוה , ნეემია 7:43); ვა (ებრעוה , 4 მეფეები 18:34); კიბროთ-ჰათაავა (ებრקברות התאוה , რიცხვნი 11:34); იშვა (ებრישוה , დაბადება 46:17); თიკვა (ებრתקוה , 3 მეფეები 22:14)… 

 

როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთყველა ამ სახელს ისეთივე დაბოლოება აქვს, როგორიც ტეტრაგრამატონს  וה. დასკვნა თავისთავად ჩნდებაამ სახელების ბოლო მარცვალი ისევე გაიჟღერებს, როგორც ის ტეტრაგრამატონის დაბოლოებაში ჟღერს.

 

დოქტორი ფ. კარი დაბოლოება וה მქონე ბიბლიური სახელების მაგალითების თავისი კვლევის შედეგებს გვიზიარებს:

 

«[მევერ აღმოვაჩინე ვერცერთი სიტყვა, რომელიც ერთად შეერთებული ორი ხმოვნით "VH" დამთავრდებოდა, მათ შორის ხმოვნის გარეშეხოლო აღმოჩენით, შემდეგი რამ აღმოვაჩინე: ივრითის იმ ძირეული სიტყვების უმრავლესობის ყველა შემთხვევაში, რომლებიც თანხმოვანი WH [VH] მთავრდებიანმათ შორის ასო "" იდგა. ადამიანების ან ადგილების სახელების ბოლოში "-vah" ისეთივე რეგულარული იყო, როგორც "Yeho" ადამიანებისა და ადგილების სახელების დასაწყისშითუ "იეხო-" ღვთის სახელის პირველ ორ მარცვალს წარმოადგენს, მაშინ "-ვა" [-ვახ] ღვთის სახელის ბოლო მარცვალია». 

 

უძველესი ტექტსტების მრავალწლიანი საგულდაგულო კვლევის წყალობით, ბიბლეისტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტეტრაგრამატონს ასეთი ვოკალური ფორმა გააჩნია - "YeHoWaH". 

 

«ჟღერადობა "Yehowah" ბიბლიურ ლიტერატურაში ადრეც ჩნდებოდა, თუმცა ამჯერად მისი სისწორის მეცნიერული მტკიცებულება არსებობს. და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე საფუძვლიანი ვარაუდი», - აღნიშნავს დოქტორი ფ. კარი.

 

ანალოგიურ დასკვნამდე მიდიან პიტერ და ლინდა მილერ-რუსოები, ავტორები წიგნისა «გააცხადეთ მისი წმინდა სახელი. იეჰოვას ნების გაცხადება მის სახელთან დაკავშირებით». თავის კვლევაში ისინი წერენ:

«როდესაც ვსვამთ VAV (ბგერა V), ჩვენ ვიღებთ ჟღერადობას: YE-HO-V-AH» (Peter and Linda Miller-Russo. Proclaim His Holy Name: Uncovering the Father’s Will For His Name).

 

«ღვთაებრივი სახელი როგორც მინიმუმ სამი მარცვლისგან უნდა შედგებოდეს. ებრაული სახელები იმაზე მიუთითებენ, რომ ისინი Yeho-თი იწყებიან, შემოკლებული ფორმა Yah კი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი -aH-ზე მთავრდებიან. ჩვენ თუ matres lectionis ვირჩევთ, ჩვენ ვიღებთ ჟღერადობას IHOA ან IHUA» (Hope of Israel Ministries "Ecclesia of YEHOVAH").


«იაჰ»-სა და სახელების დაბოლოება «-იაჰუ»-ს რაღა ვუყოთ? 


აქ შეიძლება შეკითხვას მოველოდეთ: «განა ცნობილი ბიბლიური სიტყვა "ალილუია" არ ნიშნავს "ადიდეთ იაჰი", და განა ეს იმის მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რომ ღვთის სახელი "იაჰვეს" სახით უნდა ჟღერდეს»? (ფსალმუნები 103:35; გამოცხადება 19:1,3,4,6) სამწუხაროა, მაგრამ აქაც საკითხის არასაკმარისი ცოდნაა სახეზე

 

პირველიივრითში არ არის ასო "Я", მსგავსი ჟღერადობა ვოკალური შეწყვილება "ია"-ს წყალობით ჩნდება. შესაბამისად, აღნიშნული სიტყვის გაცილებით ზუსტ ვოკალიზაციას ივრითში აქვს ფორმა “იაჰ” და არა "Я" (ბოლოში მსუბუქი ""-თი). მაგალითად, თარგმანში «თანახი. ებრაული ბიბლია რუსულ ენაზე» ჩვენ ვკითხულობთ:

 

«Всякая душа (человеческая) да хвалит Йеhову. Алелуйа!» (Теhилим / Псалом 150:6).

 

მეორე, როგორც ცნობილია, "იაჰ" (יה) წარმოადგენს ტეტრაგრამატონის יהוה მოკლე ფორმას. თუმცა, ყველას როდი ესმის, თუ ღვთის სახელის უშუალოდ რომელ ნაწილს წარმოადგენს აღნიშნული შემოკლება"იაჰ" – ესაა არა ტეტრაგრამატონის პირველი ნაწილი, არამედ მისი პირველი და ბოლო ასოების შეწყვილება.  

 

«იუდეველები ღმერთს სახელის შემოკლებული ფორმით მიმართავდნენ "იაჰ" (יָהּ), რომელიც ბიბლიაში არაერთხელ გვხვდება. ფორმა "იაჰ" გაჩნდა უძველესი ტრადიციის შედეგად, რომლის თანახმადაც სიტყვას მის პირველ და ბოლო ასომდე ამოკლებდნენ. ამგვარადიჰვჰ-ს პირველი და ბოლო ასოები აბრევიატურა "იაჰ"-ს გვაძლევს» (ნეემია გორდონი «ღვთის სახელის სწორი ჟღერადობა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name).  

 

«ვინაიდან თეოფორმული სახელები  ტეტრაგრამატონის პირველ ნაწილში ხმოვან ""-ზე არ მიუთითებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ "-аН" მოკლე ფორმაში "Yah" ტეტრაგრამატონის ბოლო ნაწილი უნდა იყოს», - ამბობს ჯონ კეიზერი (John D. Keyser. How to Pronounce God's Name).

 

ამგვარად, იმის გარკვევა, თუ უშუალოდ რა გაგებით წარმოადგენს "იაჰ" ტეტრაგრამატონის შემოკლებულ ფორმას (ანუ მის პირველ და ბოლო ასომდე), იმის ყოველგვარ მცდელობებს აღკვეთს, რომ აღნიშნული აბრევიატურა ღვთის სახელი ვითომდა პირველ მარცვლად იქნეს გასაღებული. პირიქით, განსახილველი მოკლე ფორმა იმაზე მიუთითებს, რომ ტეტრაგრამატონს აქვს დაბოლოება "-აჰ" (ბოლოში ყრუ ""-თი), რაც მხოლოდ იმის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ღვთის სახელის ჟღერადობა ასეთია - «იეჰოვა». 

 

 

კარგი, — შეიძლება ვინმემ თქვას, მაგრამ ხომ არსებობს ისეთი თეოფორმული ბიბლიური სახელები, რომლებშიც ღვთის სახელის ნაწილი არა დასაწყისში, არამედ ბოლოშია წარმოდგენილი. თანაც ასეთი სახელების დაბოლოება წარმოდგენილია როგორც "-იაჰუ" ("-იახუ"). 

 

მართლაც, არსებობს თეოფორმული სახელები, რომლებიც ტეტრაგრამატონის პირველი ნაწილით მთავრდებიან. მაგალითად, «იერემია» (ებრ. «იირმეიაჰუ», ירמיהו) ან «ესაია» (ებრ. «იეშაიაჰუ», ישעיהו). ტეტრაგრამატონის ამ ნაწილის ჟღერადობა ისმის როგორც "-იაჰუ". ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღვთის სახელის ჟღერადობაც ასეთივე სახით უნდა იწყებოდეს? არანაირად. ებრაელი მეცნიერი ნეემია გორდონი აღნიშნული საკითხის გრამატიკულ მხარეს ასე განმარტავს

«თავის შემადგენლობაში მრავალი ებრაული სახელი შეიცავს ღვთის სახელის ნაწილს. მაგალითად, იეჰოშუა (იესო) ნიშნავს "იჰვჰ ხსნაა", და იეშაიაჰუ (ესაია) ასევე ნიშნავს "იჰვჰ ხსნაა". როგორც ვხედავთღვთის სახელს სხვა სახელების შემადგენლობაში ფორმა "იეჰო-" აქვს, თუ ის სახელის თავში დგას, და "-იაჰუ" აქვს თუ ის მის ბოლოში დგას. ჟღერადობა "იაჰვეს" მომხრეები ხშირად იშველიებენ დაბოლოება "-იაჰუ"-ს როგორც იმის მტკიცებულებას, რომ მართლები არიან. ასეთ არგუმენტაციას ორი სირთულე გააჩნია. პირველი, ღვთის სახელის ელემენტი "-იაჰუ" არ ერგება ჟღერადობა "იაჰვე"-ს. უკიდურეს შემთხვევაში მას შეიძლება ასეთ ჟღერადობამდე მივეყვანეთ "იაჰუვაჰ", მაგრამ არავითარ შემთხვევაში "იაჰვე". ებრაულ დამწერლობაში "იაჰვე"-სა (יֲהְוֶה) და "-იაჰუ"-ს (יָהוּ) შორის კიდევ უფრო ნაკლები მსგავსებაა. "იაჰვე" წარმოითქმება ებრაული ხმოვნით "ხატაფ პატახ", მაშინ როდესაც "-იაჰუ" ამ ადგილზე "კამაც"-ს შეიცავსეს ორი სრულიად განსხვავებული ხმოვანია, რომლებიც ძველად საკმაოდ განსხვავებულად წარმოითქმებოდნენასეთი შეცდომა შეიძლება მხოლოდ მან დაუშვას, ვისთვისაც ებრაული ფონეტიკა მშობლიურს არ წარმოადგენს! და მეორე, სახელში "იჰვჰ” ასოები "იჰვ-" სახელის დასაწყისში დგანან და არა ბოლოში. ამიტომ, თუ ღვთის სახელის ჟღერადობის რეკონსტრუქციისთვის სახელების ორი ტიპიდან (იესო/ესაია) რომელიმეს არჩევაა საჭირო, ჩვენ ის სახელები უნდა ავირჩიოთ, რომლებშიც ელემენტი "იეჰო-" დასაწყისშია მოცემული» (ნეემია გორდონი «ღვთის სახელის სწორი ჟღერადობა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name). 

 

«ზუსტად ისევე, როგორც დიდებული სახელიდან იქნა წარმოებული თეოფორმული სახელები, რომლებიც "იეჰო-"-თი იწყებიან (მოგვიანებით შემოკლდა "(ეჰ)-"-მდე), ფორმა "იაჰ"-მაც წარმოშვა თეოფორმული სახელები. თუმცა მნიშვნელოვანი შენიშვნა უნდა გაკეთდეს, რომელიც შეეხება როგორც ებრაულ, ასევე ბერძნულ წერილებსაცებრაელები საგულდაგულოდ ადევნებდნენ თვალს იმას, რომ მათი სახელები ან "იეჰო-/იო-"-თი დაწყებულიყო, ან "-იაჰ"-ზე დამთავრებულიყო, და არავითარ შემთხვევაში პირიქით, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. ასე რომ, ბიბლიაში მოცემული ასობით თეოფორმულ სახელს შორის არ არსებობს არცერთი [ისეთი სახელი], რომელიც "იაჰ-"-ზე დაიწყებოდა» (M. Gerard Gertoux. The Name of God Y.eH.oW.aH Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah: Its story).

 

ამგვარად, ებრაულ სახელებში, სადაც ტეტრაგრამატონის პირველი სამი ასო მოცემულია არა სახელის თავში, არამედ მის ბოლოში, მათი ჟღერადობა იძენს ფორმას "-იაჰ" ან "-იაჰუ". ამასთანავე ივრითის გრამატიკული წესები იმის შესაძლებლობას არ იძლევიან, რომ ასეთი ჟღერადობების ასოცირება ხელოვნურ ფორმა «იაჰვე»-სთან გავაკეთოთ. რადგან თუ წარმოვიდგენთ, რომ ჟღერადობა "-იაჰუ" თეოფორმული სახელების ბოლოში ვითომდა თავად ტეტრაგრამატონის ანალოგიური ვოკალიზაციის აუცილებლობაზე მიუთითებს, მაშინ ჩვენ ისეთი სახელების ვოკალიზაციის მრავალრიცხოვანი მაგალითების ხილვის შესაძლებლობაც გვექნებოდა, რომლებიც ღვთის სახელის ამ ნაწილს სახელის თავში შეიცავდნენთუმცა წმინდა წერილში ასეთი მაგალითები არ არის. პირიქით, როგორც ზემოთ შეგვეძლო დავრწმუნებულიყავითმრავალი ებრაული სახელი იწყება "იეჰო-" ან "იეჰუ-" ფორმით, და არა "იაჰ-" ფორმით. (ტეტრაგრამატონის მოკლე ფორმა "იაჰ" ფსალმუნებისა და გამოცხადების წიგნებში წარმოადგენს შემოკლებას არა მის პირველ ორ ასოებამდე, არამედ მის პირველ და ბოლო ასოებამდე). გარდა ამისა”იაჰუ-”-სთვის ტეტრაგრამატონის სრულად გასაჟღერებლად მესამე მარცვალი გახდებოდა საჭირო, რაც ასევე კატეგორიულად გამორიცხავს ორმარცვლიან ფორმას «იაჰვე». დასკვნა აშკარაა: ტეტრაგრამატონის ჟღერადობას საერთო არაფერი აქვს ვერსია «იაჰვე»-სთან

 


 «იაჰვე» — ფორმა, რომელიც ივრითის წესებს ეწინააღმდეგება


მაშ ასე, ზემოთ გაჟღერებულ ფაქტებზე დასკვნა გავაკეთოთ. ცნობილი ბიბლიური თეოფორმული სახელებისა და სახელწოდებების შედარების მაგალითები იმის დადგენაში გვეხმარება, რომ ღვთაებრივი ტეტრაგრამატონი სამი მარცვლისაგან შედგება. ამავდროულად თითოეული ამ მარცვლის ჟღერადობა მრავალჯერაა წარმოდგენილი თვითონ იმავე თეოფორმულ სახელებში. ივრითის გრამატიკული წესები საკმაოდ კონკრეტულად მიუთითებენ იმაზე, თუ რომელი ხმოვნები უნდა იდგეს ოთხასოიანი სიტყვა יהוה გაჟღერებისას. ეს კი გასაგებს ხდის იმას, თუ რატომაა როგორც ძველ იუდაურ ტრადიციაში, ასევე ჩვენი დროის იმ ბიბლიის მკვლევართა შორის, რომლებიც ივრითს ფლობენ, ტეტრაგრამატონის ჟღერადობის ფართოდგავრცელებული ვარიანტი «იეხოვა».   

 

თავის მხრივ, ზემოთ გადმოცემული ფაქტები განმარტავენ ივრითზე მოლაპარაკე მრავალი სპეციალისტის მიერ XIX საუკუნეში შემოთავაზებული ვოკალიზაცია «იაჰვეს» უარყოფას. აღნიშნული ფორმა არა მხოლოდ თეოფორმული სახელების ჟღერადობის ბიბლიურ მაგალითებს ეწინააღმდეგება, არამედ პრაქტიკულად ყველა პარამეტრით კონფლიქტში შედის ებრაული გრამატიკის საფუძვლებთან. ზუსტად ამიტომ საყვედურობენ საეჭვო ფორმა «იაჰვეს» მომხრეებს ხშირად ივრითის წესების ელემენტარულ არცოდნას. როგორც ნეემია გორდონმა უკვე შენიშნა, «ასეთი შეცდომა შეიძლება მხოლოდ მან დაუშვას, ვისთვისაც ებრაული ფონეტიკა მშობლიურ არ წარმოადგენს!»  

 

«ჩვენი თანამედროვე რაბინი ისროელ ზელმანი იუდაიზმში წონის მქონე ადამიანი, მიიჩნევს, რომ ჟღერადობა "იაჰვეს" არაებრაული წარმომავლობა გააჩნია. ხოლო რაც შეეხება "იეჰოვას" — მიიჩნევს ის ის უფრო ახლოსაა ავთენტურ ჟღერადობასთან» (ნეემია გორდონი «იეჰოვა თუ იაჰვე რომელია სწორი?»).

 

პროფესორი ჯორჯ ბიუკენენიც ანალოგიური სახით ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ «სახელი "იაჰვე" სემიტურადაც კი არ ჟღერს». ის ასევე ამბობს:

 

«იმის აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ებრაელები პირველი ან მეორე ტაძრის პერიოდებში იჰვჰ-ს ისე წარმოთქვამდნენ, როგორც "იაჰვე"» (G.W. Buchanan. Some Unfinished Business With the Dead Sea Scrolls, Revue de Qumran).

 

პროფესორი ჯეიმს ტაბორი მათ იგივე პრობლემურ მხარეზე მიუთითებს, რომლებიც «იაჰვე»-ს თეორიას უჭერენ მხარს. ის წერს

«გულწრფელად რომ ვთქვათამ გაუგებრობის დიდი ნაწილი ივრითის გრამატიკის საფუძვლების არასაკმარისად ცოდნის გამო ჩნდება, ასევე ისტორიისა და თანამედროვე ივრითის განვითარების არცოდნის გამო… წყობას YE-HO-AH საუკეთესო გრამატიკული აზრი გააჩნიაზუსტად ამიტომ ვარჩევ YEHOAH-ის ან უფრო პოპულარუ;ლი ფორმა YEHOVAH-ის წარმოთქმას» (James D. Tabor. Restoring Abrahamic Faith).

 

«ფაქტს ის წარმოადგენს, რომ თანამედროვე მეცნიერება სუსტი საფუძვლის აღიარებას იწყებს სინამდვილეში თითქმის არარსებულის — "Yahweh" ან "Yahveh" ჟღერადობასთან დაკავშირებითფორმა «იაჰვე» ვერ განმარტავს ხმოვან «»-ს [რომელიც იმ თეოფორმულ სახელებშია წარმოდგენილი, რომლებიც "იეჰო"-თი იწყება]. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ ფორმა "Yahveh/Yahweh" ახლოსაც კი შეუძლებელია იყოს თავდაპირველ ფორმასთან», - განმარტავს ჯონ კეიზერი (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).

 

შესაბამისი დასკვნა კეთდება ასევე წიგნში «კანონი და წინასწარმეტყველები: ძველი აღთქმის კვლევა». მისი ავტორები, როდესაც ფორმა «იაჰვეს» ხელოვნურობაზე მიუთითებენ, აღნიშნავენ, რომ «Yahweh — არ არის ებრაული სახელი». მეცნიერები შემდეგ დასკვნამდე მიდიან

 

«ამგვარადფორმა "Yahweh" წარმოადგენს არასწორ ჰიბრიდს ადრეული ასო "w" და გვიანი ასო "eh"-ით […] სინამდვილეში, დღეს არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ "Yahweh" — არასწორი ჟღერადობაა, ხოლო "Jahoweh" შეიძლება სწორი ჟღერადობა იყოს» (Editors John H. Skilton, Milton C. Fisher and Leslie W. Sloat, The Law and the prophets: Old Testament studies prepared).

 

«სინამდვილეში, ჟღერადობა "Yahweh" [იაჰვე]-სთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს. ესაა ძველი და გვიანი ელემენტების უცნაური შერწყმა» (ძველი აღთქმის საღვთისმეტყველო ლექსიკონი / Theological Wordbook of the Old Testament). 

 


 

 

 

ზემოთ იმ თეოფორმული სახელების მაგალითები განვიხილეთ, რომელთა თავდაპირველ ჟღერადობაშიც ტეტრაგრამატონის ოთხი ასოდან სამია წარმოდგენილი, და რომელიც ამ ფორმით წარმოითქმება "იეჰო-". და, ალბათ, ყველაზე საუკეთესო მაგალითი მესიის სახელია, "იეჰოშუა". ღვთის სახელის ჟღერადობა რომ «იაჰვე» ყოფილიყო, მაშინ ღვთის ძის სახელი სხვაგვარად უნდა ჟღერდეს, დაახლოებით, როგორც "იაჰოშუა" ანდა "იაშუა". თუმცა, აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით პროფესორი მაიკლ ბრაუნი, ბიბლეისტიკისა და ივრითის სფეროების ექსპერტი

 

«"იეშუაეს იესოს ებრაული სახელიაისტორიაში არ არსებობს ისეთი პიროვნება, რომელსაც "იაშუა" ერქმეოდა, ისრაელის მესია. დაივიწყეთ ესეს არასწორია. ან "იაჰოშუა". ან ნებისმიერი სხვა სახელი, რომელსაც ადამიანები იგონებენ. ალალად რომ ვთქვათეს ფიქციაა. ეს უგუნურებაა. თქვენ ამას ვერცერთ უძველეს წერილებში ვერ ნახავთ. ასეთი სახელი არ არსებობს. თანაც ის ყველა იმ უძველეს ლინგვისტურ წესებს ეწინააღმდეგება, რომელთა თანახმადაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ივრითი ფუნქციონირებდამთელი უძველესი ლიტერატურა, იქნება ეს არამეული დოკუმენტები თუ ბერძნული დოკუმენტები, მიუთითებს სახელის იმ ფორმაზე, რომელსაც ჩვენ თანახში ვპოულობთ – "იეშუა". ამაში მართლაც არანაირი საიდუმლო არ არის» (Michael Brown. What Is The Hebrew Name For Jesus?)

 

ანალოგიურ მაგალითს განიხილავს ნეემია გორდონიც:

 

«ლოგიკას თუ მივყვებით, ღვთის სახელის "იაჰვედ" წარმოთქმის შემთხვევაში, მესიის სახელიც ასევე უნდა წარმოვთქვათ, "ია"-თი უნდა დავიწყოთ – "იაშუა". ასეთ შემთხვევაში თანახში მოცემული ყველა ის სახელი, რომლებიც "იე"-თი იწყება და ღვთის სახელს შეიცავს, ჩვენ "ია”-თი უნდა წავიკითხოთ. იერუშალაიმ იარუშალაიმ. იეშაია იაშაია. იეჰოშუა იაჰოშუა. იეხეზკეილ იაჰეზკეილ.

შედარებისთვის კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. და თუ ჩავთვლით, რომ "იაჰვე"-დ წაკითხვაა საჭირო, მაშინ მთელი ებრაული თანახი, რომელიც რუსულად ითარგმნა და რუსული მართლმადიდებლური ბიბლია, და ბიბლიის მრავალი სხვა რუსული თარგმანი, არასწორადაა ნათარგმნი. ჟღერადობა "იაჰვეს" მომხრეები ამტკიცებენ, რომ თითქოს ორთოდოქსმა ებრაელმა ღვთისმეტყველებმა გამოაცხადეს ეს ჟღერადობა სწორად. მაგრამ რატომღაც ის ებრაელები, რომლებიც არავითარ ღვთისმეტყველებას არ ფლობენ, არ ამბობენ: "იარუშალაიმ", არამედ წერენ და რუსულად უკეთებენ ტრანსლიტერაციას: "იერუშალაიმ". ზუსტად ასევე მდგომარეობს საქმე სიტყვა "იეჰოვა"-სთან დაკავშირებით. ებრაელები არ წარმოთქვამენ "იაჰვე"-ს. და საერთოს, მთელი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ებრაელები ლიტერატურულ ენაში, წარმოთქვამდნენ "იეჰოვას" და არა "იაჰვეს"» (ნეემია გორდონი «იეჰოვა თუ იაჰვე რომელია სწორი?»).

 

დასკვნა აშკარაა: რამდენადაც ფორმა "იაშუა" მოვიდოდა წინააღმდეგობაში «ივრითის უძველეს ლინგვისტურ პრინციპებთან», იმდენადვე წინააღმდეგობრივია ფორმა "იაჰვეც". და პირიქით, სახელის ფორმა "იეჰოშუა", სრულიად შეესაბამება ივრითის წესებს, რითაც ხაზს უსვამს ტეტრაგრამატონის ჟღერადობა «იეხოვას» სისწორეს.

 


 

 


ტეტრაგრამატონის ხმოვნების დადგენის დამატებითი მეთოდები



ეხლა კი განვიხილავთ ტეტრაგრამატონის ვოკალიზაციის ზოგიერთ სხვა საშუალებებს იმ ებრაული სახელების გამოყენებითრომელთა დამწერლობაც ივრითში ღვთის სახელის დამწერლობასთან ძალიან ახლოსაა. კერძოდ, ყურადღებას გავამახვილებთ ებრაული სახელზე «იუდა» (יהודה‏‎). ჯონ კეიზერი თავის ნაშრომში ამ მაგალითზე შემდეგი სახით საუბრობს:

 

«მოდით სახელი "YHVDH" გამოვიყენოთ, რომელიც თითქმის ისევე იწერება, როგორც ღვთაებრივი სახელი. ჩვენ თუ ხმოვნებს ისე დავწერთ, როგორც უნდა იქნას წაკითხული, "YHVDH" გადაიქცევა "IHUDA"-დ. ეს ეთანხმება ჩვენთვის უკვე ცნობილ ჟღერადობას — "YeHuDaH" (ინგ. "Judah"). როდესაც წაკითხვის ამ ხერხს ღვთაებრივი სახელი "YHVH"-ს მიმართ ვიყენებთ, შეგვიძლია ისინიც მსგავსი სახით წარმოვთქვათ. "YHVH" გადაიქცევა "IHUA"-დ ან "IHOA"-დ. ეს "Yehova"-ვასთან გვაახლოვებს და "Yahve"-ს გვაშორებსროდესაც ხმოვან ასოებს ვკითხულობთ, ვხედავთ, რომ "YHVH"-ს პრაქტიკულად ისეთივე ჟღერადობა აქვს, როგორიც "YHVDH"-ს ("YeHuDaH"), მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასში ასო "D" არ არის. ჩვენ რომ ექსპერიმენტის სახით ასო "D" მოგვეცილებინა, მივიღებდით "YeHuaH". მაგრამ, ვინაიდან წერილობით ივრითში ერთი უცვლელი წესი არსებობს, რომლის თანახმადაც ორი ხმოვანი გვერდიგვერდ არ შეიძლება რომ იდგეს, "U"-სა და "A"-ს შორის თანხმოვანი უნდა ეწეროს. ამიტომ თანხმოვანი ბგერა "V" უნდა წარმოითქვას - ასე რომ ჩვენ ვიღებთ ჟღერადობას "YeHuVaH"» (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).

 

 

შემდეგი მაგალითია ებრაული სიტყვა הוה. «სტრონგის ბიბლიური სიტყვების ძველი-ებრაული ლექსიკონის» თანახმად, ეს სიტყვა ნიშნავს «ყოფნას, არსებობას, მოხდენას, გადაქცევას» (სტრონგის  H1934).  

 

ერთერთ წყაროში ამ სიტყვასთან დაკავშირებით ჩვენ ვკითხულობთ:

«ზმნა "ყოფნა" აწმყო დროში "ჰოვეהוה... ღვთის სახელიც ზუსტად ისევე იწერება როგორც "ყოფნა" აწმყო დროში - "ჰოვე", თუმცა ამ "ჰოვე"-ს წინ სულ ერთი ასო აქვს დამატებული - ""… [ეს სიტყვა] ღვთის სახელის ბოლო 3 ასოსგან შედგება. ანუ, მხოლოდ პირველი ასო "" აკლია. ეს სიტყვა აწმყო დროს ნიშნავს და იწერება -- הוה. იკითხება "ჰოვე"… ღვთის სახელი რომ "იაჰვე"-დ იკითხებოდეს, მაშინ აწმყო დრო "ხვე"-დ წარმოითქმებოდა და არა "ჰოვე"-დ. თუმცაღა სიტყვა "ხვე" ივრითში არ არსებობს» (. ხუდოი «იეჰოვა თუ იაჰვე

 

ამგვარად, ზემოთ აღწერილი მაგალითის თანახმად, ებრაული სიტყვა הוה (--წარმოითქმება როგორც «ჰოვე», ან «ხოვე», და ორი მარცვლისგან შედგება. ტეტრაგრამატონი יהוה სიტყვა הוה -სგან პირველი ასო "י" -ით განსხვავდება, რომელიც ჟღერს როგორც "იე". ამ ორი სიტყვის შედარების შედეგად არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს ტეტრაგრამატონის ჟღერადობის დადგენა. პირველი მარცვლის გათვალისწინებით, რომელიც ჟღერს როგორც «იე", ღვთის სახელის ვოკალიზაციას სამმარცვლიანი ფორმა «იეხოვე» («იეხოვა») ეძლევა

 


ან ზუსტი ჟღერადობა ან არანაირი?


განვიხილოთ ღვთის სახელის წარმოთქმის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი განსხვავებული არგუმენტი. ის დაახლოებით ასე ჟღერს: «მე თუ ტეტრაგრამატონის აბსოლუტურად ზუსტი ჟღერადობა არ ვიცი, მაშინ საერთოდ რაში მჭირდება ღვთის სახელის წარმოთქმა? ის ან აბსოლუტურად ზუსტად უნდა წარმოითქვას, ან საერთოდ არ უნდა იქნას გამოყენებული». 

 

რამდენად საფუძვლიანია ასეთი პოზიცია? შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მოსაზრება უკიდურესად წინააღმდეგობრივად გამოიყურება. ასეთი წინააღმდეგობრიობის დანახვაში კი ისევ ბიბლიური თეოფორმული სახელების მაგალითი გვეხმარება

 

მაგალითადსახელი «იესო», რომელსაც ყველა ქრისტიანი წარმოთქვამს, კონფესიონალური კუთვნილებისგან დამოუკიდებლად, მკაცრად რომ ვთქვათ, იმ ვოკალურ ფორმასთან ოდნავ ახლოსაც კი არ დგას, რომელსაც იუდეველები იყენებდნენ I საუკუნეში. ივრითზე მესიის სახელი ჟღერდა როგორც «იეჰოშუა» ( יהושע - «იეჰოვა ხსნაა»). ამ სახელის მოკლე არამეული ფორმაა – «იეშუა» (ישוע). ბერძნულად იგივე სახელი საგრძნობლად განსხვავებულ ჟღერადობას იძენს — «იესუს» (Ιησοũς). ლათინურად — «ესუს», ინგლისურად — «ჯიზეს/ჯოშუა», გერმანულად — «იეზუს», ფრანგულად — «ჟეზუ», ესპანურად — «ხესუს», პორტუგალიურად — «ჟეზუს», იტალიურად — «ჟეზუ», უკრაინულად — «ისუს», და ასე შემდეგ… 

 

უნდა მივიჩნიოთ თუ არა მესიის სახელის ჟღერადობაში არსებული ასეთი განხვავებულობა რაიმე დაუშვებლად? არავითარ შემთხვევაში. ხშირად ერთგვარი ხმოვანი ჟღერადობის მიღწევა შეუძლებელია ელემენტარული ფონეტიკური თავისებურებების გამო, რომელიც ქრისტიანების სხვადასხვა კულტურისადმი კუთვნილებით განისაზღვრება. ალბათ, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს მესიის სახელის ბერძნული ჟღერადობა - «იესუს» წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღთქმის წიგნების დამწერები ებრაელები იყვნენ, ბერძნული ტრანსკრიფცია მათ სახელი «იეჰოშუას» ივრითთან სრული შესაბამისობით გადაცემის საშუალებას არ აძლევდა. და ამას სრულიად ბუნებრივი ახსნა ჰქონდა. მაგალითად, ნეემია გორდონი აღნიშნავს:

 

«უნდა აღინიშნოს, რომ ძველბერძნულში ბგერა "" არ არსებობდა სიტყვის შუაშიმეორებერძნულში არ იყო ბგერა ""... და ბოლოსბერძნულისა და ებრაულის ხმოვნების სისტემა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. ძველებრაულში იყო 9 ხმოვანი, რომლებსაც ბერძნულში ზუსტი ეკვივალენტი არ გააჩნდა» (ნეემია გორდონი «ღვთის სახელის სწორი ჟღერადობა» / Nehemia Gordon. The Pronunciation of the Name). 

 

 

პროფესორი მაიკლ ბრაუნი ამ გარემოებას შემდეგ კომენტარს უკეთებს

 

«"იეშუა" — ეს იესოს ებრაული სახელია… "იეშუა" – ესაა “იეჰოშუას” მოკლე ფორმა. "იეჰოშუა" – ესაა სახელი, რომლიდანაც ჩვენ "ჯოშუა"-ს ვიღებთდა ესაა ის სახელი, რომლიდანაც ჩვენ ვიღებთ ბერძნულ "იესუს" – "იესო". ის სახელი "იეშუა"-დან მომდინარეობს» (Michael Brown. What Is The Hebrew Name For Jesus?)

 

როგორც გვესმის, მესიის სახელის ებრაული ჟღერადობა სხვა თანამედროვე ენებზე მისი ჟღერადობისაგან ძალიან განსხვავდება. თანაც, ფონეტიკური განსხვავება ეხება როგორც ბგერებს, ასევე სახელში მარცვლების რაოდენობას. ჩვენ თუ «იეჰოშუა»-ში ოთხ მარცვალს ვხედავთ, «იეშუა»-ში კი - სამს, თანამედროვე ევროპული ენების უმრავლესობაში მათი რაოდენობა სულ რაღაც ორია.

 

 

კვლავ დავსვათ შეკითხვაამ ენებზე იესოს სახელის ვოკალიზაციის ივრითისგან საგრძნობი განსხვავებულობა, წარმოადგენს თუ არა რაიმე ბარიერს მესიის სახელის გამოყენებისთვის? ქართველი ქრისტიანი თუ მას «იესო»-დ წარმოთქვამს, ინგლისელი — «ჯიზეს»-ად, ხოლო, მაგალითად, შოტლანდიელი — «იოსა»-დ, და არცერთი მათგანი არ წარმოთქვამს მას უშუალოდ ებრაული ფონეტიკით «იეჰოშუა», ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იმ მორწმუნეებისთვის, რომლებიც ებრაულად არ ლაპარაკონებ, სჯობია სულ არ წარმოთქვან ღვთის ძის სახელი? და იქნება თუ არა ეს სახელი «იესოს» (ისევე როგორც «ჯიზეს», «იოსა», «ხესუს», «ჟეზუს» და ა.შ.) ამ ენებზე შესრულებული ბიბლიის თარგმანებიდან ამოღების მიზეზი? ნებისმიერი საღადმოაზროვნე ქრისტიანი ფიქრებშიც კი არ დაეთანხმება ამგვარ მოსაზრებას. ისეთი ბიბლიის ქონა, რომელშიც იესოს სახელი არ იქნებოდა, ღვთის სიტყვის დაუშვებელი დამახინჯების დაშვება იქნებოდა!

 

მაგრამ, რატომ აღიქმება წმინდა წერილიდან ღვთის ძის სახელის ამოშლა მკრეხელურ გადაწყვეტილებად, მაშინ როდესაც იმავე ბიბლიიდან თავად ღმერთის სახელის ამოშლა ასეთი მორწმუნეებისთვის სრულიად უწყინარ საქმეს წარმოადგენს? ამავე დონით აქტუალურია სხვა შეკითხვაცმილიონობით თანამედროვე ქრისტიანი თუ ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ღვთის ძის სახელს ფონეტიკურად სულაც არ წარმოთქვამენ ისე, როგორც ის ივრითში ჟღერდა, მაშინ რატომ აცხადებენ ისინი უარს ღვთის სახელის წარმოთქმაზე, თუ, როგორც ისინი მიიჩნევენ, ივრითზე ტეტრაგრამატონი ოდნავ განსხვავებულად ჟღერდა? სადაა ლოგიკა?

 

ასე რომ, ის მოსაზრება, თითქოს ღვთის სახელი ან მაქსიმალურად ზუსტად უნდა იქნას წარმოთქმული, ან საერთოდ არ უნდა იქნას გამოყენებული, ერთმნიშვნელოვნად ბათილდება ღვთის ძის სახელის ვოკალიზაციის მაგალითების საშუალებით. იესოს სახელს მორწმუნეები სხვადასხვა ფონეტიკური ჟღერადობით წარმოთქვამენ იქიდან გამომდინარე, თუ რომელ ერს და კულტურას მიეკუთვნებიან, და თანაც ეს ჟღერადობები ებრაული «იეჰოშუა»-სგან სრულიად განსხვავებულია

 

ზუსტად ასევე არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პრობლემა დავინახოთ ღვთის სახელის ვოკალიზაციაში, რომლის ჟღერადობაც შეიძლება განსხვავდებოდეს ზოგიერთი ფონეტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე. ებრაელები ტრადიციულად მას წარმოთქვამენ როგორც «იეხოვა», ზოგი კი სხვა ვარიანტებს არჩევს: «იეხუვა», «იეხოვიხ», «იეხვახ» ან თუნდაც იგივე «იახვე». ღვთის სახელი თანამედროვე ენებზე და დიალექტებზეც ერთმანეთისგან განსხვავებული ჟღერადობით გამოითქმება, მაგალითად, Jehovah, Yehuwa, Iehovas, Ehoba, Yeohowa, Yеhеhuа, Иегова, Єгова, Geova, Jehowa და ა.შ. და ეს სრულიად ბუნებრივია.

 

გაცილებით ფართო გაგებით, მნიშვნელოვანია არა იმდენად ღვთის სახელის ერთნაირი ჟღერადობა, რამდენადაც მორწმუნეების მიერ მისი გამოყენების აუცილებლობაიმიტომ რომ პრობლემას წარმოადგენს არა ფონეტიკური ჟღერადობა, რომელიც ენების გრამატიკული დეტალებითაა განპირობებული, არამედ ზოგიერთი მორწმუნის მხრიდან ღვთის სახელის გამოყენებაზე უარის თქმა. უარის თქმა იმის მიუხედავად, რომ ღმერთი პირადად მოგვიწოდებს ვიცოდეთ და განვადიდოთ მისი წმინდა სახელი:

 

«მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8).

     

«რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!» (ფსალმუნები 83:18). 

 

დასკვნა



ზემოთ ნახსენები დოქტორი ფირპო კარი, რომელიც უძველესი დოკუმენტების საგულდაგულო კვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტეტრაგრამატონის ჟღერადობაა "Yehowah", ყურადღებას ამახვილებს ღვთის სახელის განდიდების მნიშვნელოვნებაზე, როგორც ამას წმინდა წერილი მოითხოვს:

«ბიბლია მოგვოწოდებს ღვთის სახელს მოვუხმოთ გაჭირვების ჟამს, ასე რომ ვფიქრობ, ჩვენ ვშორდებით მის განზრახვას და საკუთარ თავს დიდებულ ძღვენს ვართმევთ, როდესაც ამას არ ვაკეთებთ».

 

ასეთივე აზრს გამოთქვამს ბიბლიის მკვლევარი ჯონ კეიზერი:

«ჩვენ უნდა გავექცეთ ცრუ სახელებს ან სუსტ იმიტაციებს და ვეცადოთ თავდაპირველი სახელის ერთგულები დავრჩეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმ ცოდნიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გაგვაჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ, ჩვენ თუ ტეტრაგრამატონს თაყვანისმცემლობაში ან საუბარში ვიყენებთ, უნდა გამოვიყენოთ "იეჰოვა", იმიტომ რომ ეს სახელი შეიცავს წმინდა სახელის ყველა ასოს» (John D. Keyser. The True Pronunciation of the Sacred Name).

 

ამ ნაშრომში ჩვენ იმის შესაძლებლობა გვქონდა, რომ განგვეხილა მტკიცებულებების მთელი რიგი, რომლებიც იმაზე მიუთითებენ, რომ ებრაული ფორმა «იეხოვა» ტეტრაგრამატონის ჟღერადობასთან ყველაზე ახლოს დგას. სულ უფრო ბევრი ქრისტიანი, რომლებიც მიზნად ისახავენ ამ საინტერესო საკითხში გარკვევას, ანალოგიურ დასკვნამდე მიდიან და ზეციერ მამას მისი ბიბლიური სახელით, «იეჰოვა»-თი მიმართავენ. ამ თემას მიძღვნილი ბოლო დროს გამოჩენილი კვლევითი ნაშრომები, ასეთი გადაწყვეტილების კიდევ უფრო მეტ საფუძველს იძლევიან

 

რაღა თქმა უნდა, რომ ყველა არ არის მზად ამ საკითხთან დაკავშირებით ფესვგადგმული შეხედულებების პატიოსანი გადამოწმებისთვის. ამ მიზეზის გამო ზოგიერთი მორწმუნე, ალბათ უფრო ჩვევის გამო, დღემდე პირადად მათ მიერ გადაუმოწმებელ თეზისებს ეყრდნობიან ვითომდა ტეტრაგრამატონის ჟღერადობის აღდგენის შეუძლებლობის შესახებ, ამ სახელი «იეჰოვა»-ს ხელოვნურობის შესახებ, ასევე კატეგორიულად უჭერენ მხარს ჟღერადობის ფორმას «იაჰვე». უმრავლეს შემთხვევაში მსგავსი რეაქცია იმითაა განპირობებული, რომ ადამიანები მზად არ არიან მათთვის ჩვეული დოგმატური  საფუძვლები გაიღონ მსხვერპლად. ამ ასპექტზე მიუთითებს ჟერარ ჟერტო, როდესაც ამბობს

 

«ზოგიერთმა მეცნიერმა აღიარა, რომ ფორმა "იახვეხ"-ის ["იაჰვე"] არჩევა ალბათ უფრო თეოლოგიურია, ვიდრე ფილოლოგიური» (ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა» / M. Gerard Gertoux. The Name of God Y.eH.oW.aH Which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah: Its story).

 

თუმცა, ზემოთ როგორც უკვე აღინიშნა, ქრისტიანი თუ ღვთის სახელს ისე წარმოთქვამს როგორც «იაჰვე», რა გაეწყობა, ესეც კი უკვე თავისთავად კარგია, რადგან ის თავის ზეციერ მამას მაინც სახელით მიმართავს. ამით კი საგრძნობლად განსხვავდება მათგან, ვისაც საერთოდ არ სურს ღვთის სახელის ხსენება. ნეემია გორდონი, რომლის დასკვნებიც ტეტრაგრამატონის ფორმა «იეხოვა»-დ გაჟღერების შესახებ არაერთხელ იქნა მოყვანილი ამ ნაშრომში, ამ მნიშვნელოვან გარემოებას ასეთ კომენტარს უკეთებს:

  

«რა თქმა უნდაის, რომ ქრისტიანებმა იმის მიხვედრა დაიწყეს, ღმერთს რომ წმინდა სახელი აქვს უკვე სასიხარულოახოლო ის თუ როგორ წარმოთქვას ის – "იაჰვე" თუ "იეჰოვა", ეს უკვე ყველას პირადი საქმეა. თუმცა ჩვენ მაინც შევეცადეთ გაგვეგო, თუ როგორ იქნება უფრო სწორი – "იეჰოვა" თუ "იაჰვე" […] თუ ვინმე უზენაესის სახელს ასე წარმოთქვამს — "იაჰვე", არ არის საჭირო მისი განსჯა და საყვედურის თქმა, რომ ეს, ვითომდა, არასწორია. ზუსტად ასევე, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ "იაჰვეა" სწორი, ნუ განსჯით მათ, ვინც წარმოთქვამს "იეჰოვა". შემწყნარებლები იყავითსასიხარულო ის არის, რომ ქრისტიანები, ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ ებრაელთა ღმერთს სახელი აქვს, რომელიც წმინდა და შიშისმომგვრელია და რომელიც სიყვარულია (იეჰოვა სიყვარულია), რასაც უკანასკნელ დღეებში მსოფლიოს ყველა ერი გაიგებს და გაიზიარებს» (ნეემია გორდონი «იეჰოვა თუ იაჰვე რომელია სწორი?»).

 

არა მგონია იმის მიზეზები არსებობდეს, რომ ამ მოსაზრებას არ დავეთანხმოთ. სინამდვილეში პრობლემა იმაში არ მდგომარეობს, რომ ვინმეს გაცილებით უფრო ზუსტად ღვთის სახელის ჟღერადობის ფორმა «იაჰვე» მიაჩნია — ეს თითოეული ადამიანის პირადი გადასაწყვეტია. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც იმის ბრალდება გაისმის, თითქოს ტეტრაგრამატონის ჟღერადობის ფორმა «იეჰოვა» მცდარია. რა გაეწყობა, ასეთ შემთხვევაში იმის აუცილებლობა ჩნდება, რომ ის ფაქტები გავაჟღეროთ, რომლებსაც ხშირად კრიტიკოსი არ იცნობს, და რომელიც მხარს ღვთის სახელის ასეთ ვოკალიზაციას უჭერს მხარს – «იეჰოვა» (ებრ. «იეხოვახ»). ზუსტად ამ მიზანს მიეძღვნა აღნიშნული შრომა

 

«იმ დღეს იტყვითმადლობდეთ იეჰოვას, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს მისი საქმეების შესახებ! გააცხადეთ, რომ განდიდებულია მისი სახელი» (ესაია 12:4).

 

«И скажете в тот день: благодарите Йеhову, призывайте имя Его, возвестите в народах о деяниях Его, напоминайте, что возвышено имя Его» (Исаия 12:4, Еврейская Библия, ТаНаХ).




სხვა სასარგებლო მასალა ამ თემასთან დაკავშირებით:


«Библия. Исходный текст»  https://bible-source.blogspot.com/

ჟერარ ჟერტო «ღვთის სახელი: მისი ისტორია და ჟღერადობა» [რუს.] https://teonote.com/books/Imya_Boga_ego_istoria_i_proiznoshenie.pdf

ნეემია გორდონის საიტი (ინგლ.)  https://www.nehemiaswall.com/

------------------------------


ნათარგმნია: biblesvet.blogspot.com




Комментариев нет:

Отправить комментарий