вторник, 7 февраля 2023 г.

გულგატეხილობა და გაურკვევლობა

 

«გარშემო მხოლოდ ტკივილი და უსამართლობაა. როგორ არ უნდა შეიშალო ჭკუიდან ახალი ამბების შემყურე?» – აცხადებს რუსული საიტი «Медуза».

შემდეგ ნათქვამია:

თვითონაც ყველაფერი იცით, ბმულების დადებას არ დავიწყებთ: ომების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მძიმედ ავადმყოფი ბავშვების შესახებ, "შეკერილი" სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, მიუსაფარი ცხოველების შესახებ, ციხეებში და პოლიციის განყოფილებებში წამების შესახებ, ახალი აღმაშფოთებელი კანონების შესახებ. იმ გრძნობებთან გამკლავება, რომლებსაც ეს ახალი ამბები იწვევენ, რთულია — როგორც თქვენთვის, ჩვენი მკითხველებისთვის, ასევე ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის.

ასეთ მასალებს სულ უფრო ხშირად ვხვდები. რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად.

მაგრამ მოდი ბიბლია გადავშალოთ:

იქნება ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე; გაიტანჯებიან ხალხები დედამიწაზე და არ ეცოდინებათ გამოსავალი, რადგან ზღვა აღელდება და აბობოქრდება, ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რაც მსოფლიოს დაატყდება (ლუკა 21:25, 26).

ისეთი არაფერი არსებობს, რის შესახებაც ბიბლიას წინასწარ არ აქვს ნათქვამი. ამიტომ როდესაც ამას ვხედავთ, განა ეს ოპტიმიზმის საბაბი არ არის? განა ეს არ გვაძლევს იმის ძალას, რომ მტკიცედ მოვითმინოთ დღეს და იმედით გავიხედოთ ხვალინდელი დღისკენ?

ბიბლიის თანახმად, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან – სულიერი და ხორციელი:

ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან ეს უგუნურებად მიაჩნია, და ვერ სწვდება, რადგან ამისთვის სულიერი ხედვაა საჭირო. მისგან განსხვავებით, სულიერი ადამიანი ყველაფერს სწორად აფასებს, ხორციელს კი სულიერი ადამიანის სწორად შეფასება არ შეუძლია (1 კორინთელები 2:14, 15).

სულიერ ადამიანს უფრო ფართო თვალსაწიერი, ფართო ჰორიზონტი აქვს. ის გაცილებით სრულ სურათს ხედავს. ის არა მხოლოდ ამ უბედურებებს ხედავს, არამედ მათ ნამდვილ მიზეზს და მოვლენების შემდგომ განვითარებას – შემდეგ რა მოხდება. ამიტომ ის ამ ყველაფრის გამო ისეთ სტრესს არ განიცდის, როგორსაც ხორციელი ადამიანი, ასე რომ ჭკუიდან გადასვლა მას ნამდვილად არ ემუქრება. იმიტომ არა, რომ ის სუპერმენია. ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც პასუხებს ღმერთისგან იღებს და ღვთისგან მომდინარე სიბრძნეს იყენებს. ხორციელ ადამიანს კი ეცინება, როდესაც ისმენს, რომ ბიბლიაში რაღაც წინასწარმეტყველებები წერია, რომლებიც ამავდროულად სრულდება კიდეც. მისთვის ეს «სისულელეა». მოდი სულელები ვიყოთ, მეგობრებო.

-----------------------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий