понедельник, 13 января 2020 г.

ჭეშმარიტებისგან განდგომა


2 პეტრე 2:1... ადამიანურმა დოგმებმა, ტრადიციებმა და სწავლებებმა რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებიან ბიბლიასა და ქრისტეს სწავლებას, ქრისტიანობაში შემოღწევა მხოლოდ მოციქულების სიკვდილის შემდეგ დაიწყო...
* ახ.წ. 126 წელს შემოღებული იქნა - ნაკურთხი წყალი დემონების განსადევნად.
* ახ.წ. მე-З საუკუნეში შემოღებული იქნა - ჩვილების ნათლობა.
* ახ.წ. 200 - 250 წელს შემოღებული იქნა - "სწავლება" მარადიული ტანჯვის შესახებ და სულიერი ჩინები.
* ახ.წ. 325 წელს წარმართული რელიგიის უზენაესმა ქურუმმა, რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, ნიკეის მსოფლიო კრება მოიწვია და იძულების გზით შემოიტანა სამების დოგმატი.
* ახ.წ. 330 
წელს შემოღებული იქნა - გარდაცვლილი წმინდანების თაყვანისცემა.
* ახ.წ. 360 წელს შემოღებული იქნა - ანგელოზების თაყვანისცემა.
* ახ.წ. 390 წელს რომში შემოღებული იქნა სახელმწიფო დღესასწაული ქრისტეს შობა.
* ახ.წ. 449 წელს რომის ეპისკოპოსმა ტიტული მიისაკუთრა და "პაპი" ლეონ პირველი გახდა.


* ახ.წ. 454 წელს გამოთქმა "ქრისტეს დედა" ჩაანაცვლეს "ღვთისმშობლით".
* ახ.წ. 547 
წელს შემოღებული იქნა - 40 დღიანი მარხვა.
* ახ.წ. 600 წელს შემოღებული იქნა - ღვთისმშობლის კრიალოსანი.
* ახ.წ. 680 წელი ჯვრის, როგორც ქრისტიანობის დევიზისა და სიმბოლოს გამოყენების დასაწყისი.
* ახ.წ. 715 
წელს შემოღებული იქნა - ქალწული მარიამისა და სხვა წმინდანებისადმი ლოცვა.
* ახ.წ. 725 წელს შემოღებული იქნა - გამოსახულებების (ხატების) კულტი.
* ახ.წ. 783 წელს შემოღებული იქნა - პაპისთვის (მღვდლებისთვის) ხელებისა და ფეხების კოცნის ჩვეულება.
* ახ.წ. 813 წელს შემოღებული იქნა - "ქალწული" მარიამის ცად ამაღლების აღნიშვნა.
* ახ.წ. 993 წელს პაპი იოანე მეშვიდე ადგენს - გარდაცვლილთა კანონიზაციას ფულის სანაცვლოდ.
* ახ.წ. 100 
წელს შემოღებული იქნა - საეკლესიო ზარების ნათლობა და მიძინებული "წმინდანების" დღე.
* ახ.წ. 1015 წელს შემოღებული იქნა - გამოსახულებების (ხატების, კერპების) კოცნა.
* ახ.წ. 1116 წელს შემოღებული იქნა ინდულგენცია - ცოდვების მიტევება ფულის სანაცვლოდ.
* ახ.წ. 1204 წელს შემოღებული იქნა - ინკვიზიცია განსხვავებული რწმენის მქონეთა "ცეცლითა და მახვილით" განსადევნად.
* ახ.წ. 1215 წელს შემოღებული იქნა - პერსონალური აღსარება, როგორც "წმინდა საიდუმლო", მრევლის გასაკონტროლებლად. ასევე დოგმატი ყველა მღვდლისათვის ცოდვების პატიების შესახებ, მათ "წმინდებად" უნდა მიიჩნევდნენ.
* ახ.წ. 1229 წელს შემოღებული იქნა - მკაცრი აკრძალვა ბიბლიის კითხვაზე.
* ახ.წ. 1263 წელს შემოღებული იქნა - ზიარება.
* ახ.წ. 1313 წელს შემოღებული იქნა - პაპისათვის გვირგვინის დასხმა.
(ამონარიდი ბროშურიდან "რომი და ბიბლია")

"შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას სინდისდადაღულ ტყუილის მთქმელთა თვალთმაქცობის გამო. ისინი კრძალავენ დაქორწინებას (ცელიბატი, ბერ-მონაზვნობა) და უბრძანებენ სხვებს, მოერიდონ საჭმელს (სამარხვო, კოშერული), რომელიც ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების საფუძვლიანად მცოდნეებმა მადლიერებით ჭამონ. ღვთის შექმნილი ყველაფერი კარგია და, თუ მადლიერებით იჭმება, არაფერია უარსაყოფი, რადგან ღვთის სიტყვითა და ლოცვით განიწმინდება. (1 ტიმოთე 4:1-5)


"თუ თქვენ ქვეყნიერების პრინციპებისთვის მკვდრები ხართ ისევე, როგორც ქრისტე, რატომღა ემორჩილებით ქვეყნიერებაში მცხოვრებთა მსგავსად დადგენილებებს - «ნუ მიეკარები, გემოს ნუ გაუსინჯავ, ნუ შეეხები» ნურაფერს, რასაც ხმარებისგან განადგურება ელის - რომლებიც ადამიანთა მცნებებიდან და სწავლებებიდან გამომდინარეობს? ამ ყველაფერს მართლაც აქვს გარეგნული სიბრძნე თვითნებური თაყვანისმცემლობითა და მოჩვენებითი თავმდაბლობით, სხეულის დათრგუნვით, მაგრამ სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში." (კოლოსელები 2:20-23)
---------------------------------------------------  

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий