воскресенье, 29 декабря 2019 г.

იმსახურებენ თუ არა ნდობას ახ.წ. II-IV საუკუნეების საეკლესიო ავტორიტეტების ნაშრომები?



ჩვენს მიერ საკვლევი დროის მონაკვეთს სამ პერიოდად დავყოფთ, რომლებსაც ისტორიკოსები სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ.

1. მოციქულთაშემდგომი პერიოდი (დაახლოებით ახ.წ. 90-140 წ.).
2. ბერძენი აპოლოგეტების პერიოდი (დაახლოებით ახ.წ. 130-180 წ.).
3. ადრეული საყოველთაო პერიოდი (დაახლოებით ახ.წ. 170-325 წ.).

ეს თარიღები დაახლოებითი და პირობითია, ისევე როგორც ყველა სხვა თარიღები 325 წლამდე ამ წიგნში. ხშირია თარიღების თანხვედრა, რადგან როდესაც ერთი პერიოდის მწერლები და სულიერი ლიდერები ასრულებდნენ თავის მსახურებას, ამავდროულად სხვა პერიოდის მწერლები და სულიერი ლიდერები თავის მსახურებას იწყებდნენ.



მოციქულთაშემდგომი პერიოდი საკუთარ თავში მოიცავს, ახ.წ. 90-იან წლებში უკანასკნელი მოციქულის, იოანეს სიკვდილის შემდგომ თაობას. ამ პერიოდის ლიდერებმა საკუთარი მსახურება ფაქტიურად ამ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყეს. თუმცა არასწორი იქნებოდა მათზე ისე გვეფიქრა, როგორც მოციქულთა სწავლებების პირდაპირ გამგრძელებლებზე. პეტრე და პავლე მოციქულები, სიკვდილით ახ.წ. 70 წლამდე იქნენ დასჯილნი, ალბათ, ისევე როგორც სხვა მოციქულებიც, გარდა იოანესი. მათი უშუალო მოწაფეები და თანამშრომლები იყვნენ ბარნაბა, ტიმოთე, ტიტე, მარკოზი, ასევე პეტრესა და პავლეს სულიერი ძეები და უმცროსი თანამშრომლები.


მოდით მოციქულთაშემდგომი პერიოდის დღეს არსებული წერილების სია მოვიყვანოთ

1. კლიმენტის, რომაელი ეპისკოპოსის წერილი.
2. ეგნატეს, ანტიოქიელი ეპისკოპოსის შვიდი წერილი.
3. პოლიკარპეს, სმირნელი ეპისკოპოსის წერილი.
4. მწყემსი, ერმის თხზულება.
5. პაპიუსის, იერაპოლელი ეპისკოპოსის თხზულების ნაწყვეტები.
6. ბარნაბას წერილი.
7. ეგრეთ წოდებული 12 მოციქულის სწავლება ან დიდაქე[10].
8. მოციქულთა დადგენილებები.
9.ეგრეთ წოდებული კლიმენტის მეორე წერილი, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს ქადაგებას, რომელიც უცნობი ავტორის მიერაა დაწერილი.

ამ დოკუმენტების ავტორებს, ჩვეულებრივ "მოციქულებრივ მამებს" უწოდებენ. მათი შემოქმედებითი აქტივობა 90-დან 140 წლების პერიოდზე მოდის, ამ კატეგორიის ავტორთა ზოგიერთი წერილები კი 150 წლით თარიღდება. ეს წერილები დიდწილად ახალი აღთქმის ფრაზეოლოგიასა და აზრებს იმეორებენ და ნაკლებად ამატებენ რაიმე ახალს ბიბლიურ სწავლებას.


იოანეს სიკვდილის შემდგომ მეორე თაობის ცხოვრების პერიოდში ზოგიერთმა ავტორმა დაწერა ნაშრომები, რომლებიც ურწმუნოებისკენაა მიმართული და რომელშიც ქრისტიანობას იცავენ. ვინაიდან ისინი ბერძნულ ენაზე წერდნენ, მათ "ბერძენი აპოლოგეტები" დაარქვეს. ამ ავტორების შემოქმედებითი აქტივობა 130-დან 180 წლების პერიოდზე მოდის. მათი ყველაზე ადრეული ნაშრომები დაახლოებით 150 წლით თარიღდება.

აი ის ავტორები, რომელთა ნაშრომებიც შემორჩა იმ დროიდან.

1. არისტიდე ათენელი.
2. დიოგნეტესადმი მიწერილი წერილის უცნობი ავტორი.
3. ფლავიუს იუსტინე – ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ბერძენი აპოლოგეტი.
4. ტატიანე სირიელი – იუსტინეს მოწაფე.
5.მელიტონი, სარდელი ეპისკოპოსი, რომლის ნაშრომებიდანაც მხოლოდ ფრაგმენტები შემორჩა.
6. თეოფილე – ანტიოქიელი ეპისკოპოსი.
7. ათენაგორა – რამდენადაც ცნობილია, ათენელი[11].

ჩვენ ასევე გაგვაჩნია სხვა ავტორების ზოგიერთი ნაშრომების უმნიშვნელო ფრაგმენტები. იმ დროის მრავალი წერილი დაკარგული იქნა.

ბერძენი აპოლოგეტები, რომელთაგან ყველაზე გამოჩენილიც იუსტინე იყო, ცდილობდნენ, რომ ქრისტიანობა თავისი თამამემამულე წარმართებისათვის გაცილებით მისაღები გაეხადათ. ამისათვის ისინი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ქრისტიანულ სწავლებებს ბერძნულ ფილოსოფიურ თეორიებთან აერთიანებდნენ, რამაც ბიბლიური სწავლების "დაბინძურება" გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით ღვთისმეტყველების შემდეგი საყოველთაო მოსაზრება არსებობს:

"რაციონალიზმი და მორალიზმი იმ ქრისტიანობის დამახასიათებელ ნაკვთებს წარმოადგენენ, რომელსაც აპოლოგეტები წარმოადგენდნენ... თავისი შინაარსით მათი ღვთისმეტყველება თითქმის არაფრით განსხვავდება მათი თანამედროვეების იდეალისტური ფილოსოფიისაგან... აპოლოგეტების მისამართით მკაცრი სიტყვების წარმოთქმისას, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ისინი იძულებულები იყვნენ ქრისტიანობის დასაცავი ყოველი აზრის ფორმულირება თავისი ოპონენტების ენაზე მოეხდინათ... თუმცა მათი მეთოდი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში გადმოცემის მეთოდი აუცილებლად ახდენს გავლენას შინაარსზეც. ამ მხრივ აპოლოგეტებმა ცუდი მაგალითი მისცეს შემდგომ თაობებს"[12].

"ბერძენი აპოლოგეტები..., როგორც წარმართობიდან მოსული ქრისტიანები და თავისი დროის ზეგავლენის ქვეშ მყოფნი, იმისკენ იხრებოდნენ, რომ ქრისტიანული ჭეშმარიტება ბერძნულ ფილისოფიაზე მოერგოთ... ვინაიდან ქრისტიანობა ისე მიიღეს, როგორც ახალი ფილოსოფია, მათ ვერ შეძლეს მისი, როგორც გადამრჩენი რელიგიის ნამდვილი ფასეულობის გაგება"[13].

გარნაკი და ლოოფსი მიიჩნევენ, რომ აპოლოგეტებმა სრულიად გადაუხვიეს სახარების ჭეშმარიტი ქრისტიანული გაგებისაგან... განსაკუთრებით ლოგოსის შესახებ საკუთარ სწავლებაში... აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ იმას, რომ ისინი ქრისტიანობას ყველაზე ხშირად ფილოსოფიური ტერმინებით ხსნიდნენ. მათთვის არ არსებობდა მკაფიო განსხვავება ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას შორის, ამიტომ ჭეშმარიტების შესახებ მათი წარმოდგენა, განსაკუთრებით კი მათი სწავლება ლოგოსის შესახებ, ბერძნულ ფილოსოფიურ აზრებთან შერევით ზარალდება[14].

ადრეული საყოველთაო პერიოდის ავტორები საკუთარ ნაშრომებს ძირითადად აპოლოგეტების თხზულებებზე აფუძნებდნენ. ჩვენ ამ პერიოდს ვუწოდებთ "კათოლიკურს", რაც პირდაპირი გაგებით ბერძნული ენიდან თარგმნისას ნიშნავს "საყოველთაოს, უნივერსალურს"[15]. ამ დროს ჩამოყალიბდა და, ნაწილობრივ, განვითარდა სისტემატიური ღვთისმეტყველება, რომელმაც მისცა განსაზღვრება საყოველთაო ორთოდოქსალურ ქრისტიანობას სხვადასხვა ერესებისაგან განსხვავებით. ჩვენ ამ პერიოდს ვუწოდებთ "ადრეულ კათოლიკურს" მსოფლიო კათოლიკური პერიოდისგან (325-787 წ.) – მსოფლიო საეკლესიო კრებების ეპოქისგან განსხვავებით, რომელიც ნიკეის კრებით (325 წ.) დაიწყო, რომელზეც მოახდინეს საეკლესიო ლიდერებმა სწავლებების სისტემის ფორმულირება და დამტკიცება.

ადრეული საყოველთაო პერიოდის წამყვანი მწერლების სამ მთავარ სკოლად დაყოფა შეგვიძლია გეოგრაფიული ნიშნით[16].

1. მცირე აზია: ა) ირინეოსი, რომელიც წარმოშობით მცირე აზიიდან იყო, თუმცა შემდგომ ლიონის ეპისკოპოსი გახდა; ბ) იპოლიტე, რომელიც ირინეოსისგან სწავლობდა, მოგვიანებით კი, რომის ეპისკოპოსთან ოპოზიციაში ყოფნისას, თავად მსახურობდა რომის შემოგარენში მდებარე პატარა ეკლესიაში.

2. ალექსანდრია: ა) კლიმენტი, ადგილობრივი ეკლესიის პრესვიტერი და საღვთისმეტყველო სკოლის ხელმძღვანელი ალექსანდრიაში; ბ) ორიგენე, ალექსანდრიაში ადგილობრივი ეკლესიის პრესვიტერი, რომელიც კლიმენტის სკოლაში ასწავლიდა და შემდგომ მისი ხელმძღვანელი გახდა. ორიგენე ეკლესიიდან ეპისკოპოსობისას იქნა განკვეთილი[17].

3. ჩრდილოეთ აფრიკა: ა) ტერტულიანე, ადგილობრივი ეკლესიის პრესვიტერი კართაგენში, რომელიც ეკლესიას ჩამოსცილდა და მონტანისტებს შეუერთდა; ბ) კვიპრიანე, ტერტულიანეს მოსწავლე, მოგვიანებით კი ეპისკოპოსი ჩრდილოეთ აფრიკაში.


ჩვენ მოკლედ მიმოვიხილავთ ამ პერიოდის ზოგიერთი სხვა ავტორების ნაშრომებსაც, თუმცა ძირითად ყურადღებას გაცილებით გამოჩენილ ავტორებს გამოვუყოფთ, ისეთებს როგორებიც არიან ირინეოსი, ტერტულიანე და ორიგენე...



შეზღუდვები ძველი დოკუმენტების შესწავლისას


აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის რამოდენიმე სირთულე, რომლებსაც ეჯახები მაშინ, როდესაც სწავლებების პირვანდელი მდგომარეობის დასადგენად იყენებ ძველ დოკუმენტებს. ეს სირთულეებია:

1. ყოველთვის არსებობს იმის საფრთხე, რომ ტექსტი გადაწერებისას შეცვლილი  იყო ან მასში ჩამატებები იყო გაკეთებული. ის ხელნაწერები, რომელზეც ხელი მიგვიწვდება, ასობით წლით მოგვიანებით თარიღდება, ვიდრე მათი ორიგინალები, ზოგიერთი დოკუმენტი კი მხოლოდ თარგმანების სახით არსებობს. მრავალი ძველი გადამწერი თუ მთარგმნელი მიდრეკილნი იყვნენ იმ გარემოების შეცვლისაკენ, რომელსაც ისინი არ ეთანხმებოდნენ, ან გადაწერილ ხელნაწერში ზოგიერთი მოსაზრებების დამატებისაკენ, რათა გაცილებით მკაფიოდ გადმოეცათ თავისი საკუთარი გაგება. ზოგიერთები ამას თავადვე აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ როგორც რედაქტორებს ამის უფლება ჰქონდათ. ამიტომ არასწორი იქნებოდა თუ რომელიმე კონტექსტიდან ამოგლეჯილ აზრს ვენდობოდით იმისათვის, რომ ავტორის თვალსაზრისი დაგვედგინა. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ, შესაძლოა, ვერასოდეს ვერ გავიგებთ ზუსტად, თუ რას წერდა და რას გულისხმობდა თავად ორიგინალის ავტორი.

2. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დოქტრინალური მიდრეკილებები. პირველი, მრავალი ცვლილება და ჩამატება ეჭვგარეშეა გადამწერების მიერ იქნა გაკეთებული მას შემდეგ, რაც სწავლება სამერთიანობის შესახებ საყოველთაოდ მიღებული გახდა IV ასწლეულში, რადგან არსებული ხელნაწერების უმეტესობა გაცილებით ადრეული დროით თარიღდება. 
მეორე, შედარებით გვიანდელი პერიოდის საეკლესიო და სახელმწიფო ხელისუფლებები ხშირად იმ ხელნაწერებს ანადგურებდნენ, რომლებიც ტრადიციულ რწმენას ეწინააღმდეგებოდა. 
მესამე, განზრახ ან არაგანზრახ, ავტორებს შეეძლოთ არასწორად წარმოედგინათ საკუთარი ოპონენტების შეხედულებები, რომელთა ნაშრომებიც უმეტესად დღემდე ვერ შემოინახა. დაგროვილი საპირისპირო გამოთქმების შემდგომი გადაწერა ორიგინალის აზრის  კიდევ უფრო მეტ დამახინჯებას იწვევდა. გარდა ამისა, ძალიან ბევრ რამეში სამართლიანია გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ისტორია გამარჯვებულების მიერ იწერება.

3. არსებული დოკუმენტები შეიძლება ყოველთვის ვერ ირეკლავდეს იმ დროის ჩვეულებრივი მორწმუნის შეხედულებებს. პირველი, ნაწილობრივ შემორჩენილ წერილებს, რომლებზეც დღეს ხელი მიგვიწვდება, ჩვენ იმ აზრამდე მივყავართ, რომ ამა თუ იმ დროის პერიოდში დაწერილი ნაშრომების არასაკმარის რაოდენობას ვფლობთ. 
მეორე, ბევრ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნდათ საიმისო განათლება, შესაძლებლობა და სურვილი რომ დაეწერათ, სულაც არ წარმოადგენდნენ თავისი დროის ქრისტიანობის ტიპიურ წარმომადგენლებს. არსებული დოკუმენტების უმრავლესობა დაწერილი იქნა იმ ხალხის მიერ, რომებსაც ან არ გააჩნდათ ან ძალიან უმნიშვნელო ადგილი ეკავათ საკუთარ ეკლესიაში, ზოგიერთი ავტორი კი საერთოდ განკვეთილი იყო ეკლესიიდან. ზოგიერთი ავტორი ღიად აღიარებს, რომ მორწმუნეთა უმრავლესობა მათ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.

4. ცრუ სწავლებები ოდითგანვე არსებობდა, რაზეც ახალი აღთქმის მრავალი მაგალითი, გაფრთხილება და წინასწარმეტყველება მეტყველებს. წერილის სიძველე ან მისი ფართოდ გავრცელებულობა არ წარმოადგენენ მასში გადმოცემული სწავლების სისწორის კრიტერიუმს. გარდა ამისა, ახალი აღთქმა დაიწერა ახ.წ. 70 წლამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც იოანეს გარდა ყველა მოციქული დაიხოცა. შესაბამისად, ყველაზე ადრეული საღვთისმეტყველო ნაშრომები, რომლებიც მოციქულებს არ ეკუთვნით, დაწერილი იქნა 20-დან 50 წლამდე პერიოდში, თანაც იმ ავტორების მიერ, რომლებიც მთლად არ ენდობოდნენ მოციქულების მსახურებასა და წერილებს. იმ დროს გამოჩნდა მრავალი ცრუ სწავლება და ცრუ წინასწარმეტყველი და მრავალმა ეკლესიამ რწმენიდან გადაუხვია (იხ.: 2 ტიმოთე 1:15; 1 იოანე 4:1-3; გამოცხადება 2-3).

5. წერილები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, არ წარმოადგენენ ღვთივშთაგონებულებს ან უნაკლოებს, ამიტომ შეცდომა იქნებოდა სწავლებები მათზე დაგვეფუძნებინა და არა წმინდა წერილებზე.

...

რაც შეეხება ღვთის რაობას, II საუკუნის არცერთი მწერალი არ გამოხატავს აშკარად სამების შესახებ სწავლებას, მათი უმრავლესობა კი უარყოფს სამერთიანობის ტრადიციულ პოსტულატებს და ერთი ღვთაებრივი პიროვნების მეორის მიმართ მორჩილებაზე საუბრობენ. როგორც თავად სამერთიანობის მომხრეებიც თანხმდებიან, ...III საუკუნეშიც კი სამერთიანობის მომხრეთა უმეტესობა საკუთარ სწავლებას გადმოსცემდა როგორც რწმენას სამი ღმერთის მიმართ, რომელთა შორისაც ერთი პიროვნება მეორეს ემორჩილებოდა, რასაც სამერთიანობის დღევანდელი მიმდევრები ერესად მიიჩნევენ...

ზემოთ ნათქვამს თუ შევაჯამებთ, უნდა ითქვას, რომ ძველი ნაწარმოებების კვლევას არ შეუძლია წმინდა წერილის შესწავლის შეცვლა ან მნიშვნელოვანწილად ხელის შეწყობა მის შესწავლაში. ჩვენ არ შეგვიძლია მათზე, როგორც ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობა ან საკუთარი სწავლებების მათ საფუძველზე ჩამოყალიბება. ჩვენ მათ მხოლოდ იმისათვის ვიყენებთ, რათა დავადგინოთ, თუ როგორი მრწამსი დომინირებდა ქრისტიანთა შორის მოციქულთაშემდგომ პერიოდში.

 


შენიშვნები:

[10] E. H. Klotsche, The History of Christian Doctrine, rev.ed. (Grand Rapids: Baker, 1979), 17-18; Heick, 1:44-46.
[11] Klotsche, 23-24; Heick, 1:58-59.
[12] Heick, 1:64-65.
[13] Klotsche, 27.
[14] Louis Berkhof, The History of Christian Doctrines (Grand Rapids: Baker, 1937), 59-60.
[15] უფრო სწორად ამ სიტყვის მნიშვნელობაა "მსოფლიო". – რედაქტორის შენიშვნა.
[16] Heick, 1:106.
[17] ორიგენე ალექსანდრიის კრებების მიერ იქნა განკვეთილი და მღვდლობა 231 წელს ჩამოერთვა, რის შემდეგაც ის პალესტინაში გადაბარგდა. – რედაქტორის შენიშვნა.


დევიდ კ. ბერნარდი "ერთიანობა და სამერთიანობა. სწავლება ღვთის შესახებ ახ.წ. 100-300 წლების ძველ ქრისტიანულ წერილებში." შესავალი // «Академия Тринитаризма», М., Эл № 77-6567, публ.12194, 24.06.2005


ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий