суббота, 22 февраля 2014 г.

"ეკლესია" რატომ არა?



ხშირად შეიძლება იმის მოსმენა, რომ იეჰოვას მოწმეები სწორი სიტყვა «ეკლესიის» ნაცვლად იყენებენ არასწორს «ორგანიზაცია». ეს მთლად ასეც არ არის, ვინაიდან იეჰოვას მოწმეებს არ არქვთ რაიმე ერთი ოფიციალური ტერმინი. ისინი სხვადასხვა სიტყვებს იყენებენ: «კრება», «საძმო», «ღვთის ერი», და უბრალოდ «ქრისტიანები» (ან ჭეშმარიტი ქრისტიანები). და საერთოდ, სიტყვა «ეკლესიის» ხმარება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, რიგ მიზეზთა გამო. პირველი: ლექსიკურად ის თვითონ მოიაზრება «ორგანიზაციად». თუ ჩავიხედავთ ეფრემოვის განმარტებით ლექსიკონში, იქ წავიკითხავთ:

ეკლესია – რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო და მორწმუნე ხალხისა რთული იერარქიული სისტემით, რომელიც ახორციელებს სწავლებათა საფუძვლებისა და ღვთისმსახურების შენახვასა და გადაცემას; ღვთის სახლი.



თუ სიტყვა «ეკლესიაში» ისედაც შედის მნიშვნელობა «ორგანიზაცია», თუ ის უბრალოდ «რელიგიური ორგანიზაციაა», მაშინ რისთვისაა საჭირო მისი არასასურველი რეგულირება, თუ შეიძლება მისი ძირეული მნიშვნელობა გამოვიყენოთ? რა აზრი აქვს პეტრეს პავლეთი შეცვლას?


აი რა არის მასზე ნათქვამი, ერთერთ მართლმადიდებლურ წყაროში:

სიტყვა «ეკკლესია» წარმოსდგება ზმნისაგან «ეკკლეო» – ვიძახებ, ვკრებ კრებას, და ზუსტად გამოხატავს ეკლესიის თემისა და მთლიანად ეკლესიის გაგებას, როგორც ქრისტეს მიერ შეკრებილ საზოგადოებაზე და ქრისტეს სახელით შეკრებილ ხალხზე. მაგრამ ამ სიტყვის ეტიმოლოგიაში ასახულია ისეთი დროებიც, როდესაც პირველ ქრისტიანებს ჯერ არ გააჩნდათ თავისი ტაძრები, როგორც ღვთისადმი მიძღვნილი ნაგებობები თავისი სამლოცველო შეკრებებისთვის. ხოლო როდესაც გაჩნდა ტაძრები, მისი თანამედროვე მნიშვნელობით, მათ ეწოდათ სიტყვა «ეკლესიიდან» წამოსული სიტყვა «კირიაკი, კირიაკონ», რაც ნიშნავს სახლი ღვთისა ან საცხოვრისი ღვთისა..... ბერძნულმა სიტყვამ «კირიაკი», განიცადა რა ცვლილება, ფონეტიკურად ტრანსფორმირდა სიტყვად «ეკლესია» და მიეცა როგორც ტაძრის - როგორც შენობის მნიშვნელობა, ასევე მორწმუნეთა შესაკრებელის, ქრისტეს მთელი სამყაროს ეკლესიის, ასე რომ ტაძარი როგორც სახლი (შენობა) არის ღვთის სახლის, როგორც ქრისტეს მთელი ეკლესიის, მშვენიერი სიმბოლური მნიშვნელობა.

ავტორი ცბიერობს: გაგება «სახლი ღვთისა» და «შესაკრებელი» არანაირად არ არიან იდენტურები, ეს კარგად ესმის ფილ.ფაკულტეტის ნებისმიერ პირველკურსელსაც კი. ისინი იდენტურებად მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციის ძალით გახდნენ. დღეს ბიბლიის თარგმნისას სიტყვა «ეკლესიის» გამოყენება, როგორც მთარგმნელთა უმეტესობა იქცევა, ორმაგი შეცდომა იქნებოდა. პირველი: ის არ შეესაბამება მნიშვნელობით ბერძნულ «ეკკლესიას»; მეორე: ესაა ეგრეთწოდებული ანაქრონიზმი – თარგმნისას იმ სიტყვის გამოყენება, რომელიც ტექსტის ორიგინალის დაწერისას არ არსებობდა.

-----------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


კითხვები მართლმადიდებლურ ეკლესიას

შედარების უფლება

ბიბლიის ღმერთს სცემს თაყვანს ქრისტიანული სამყარო?

Комментариев нет:

Отправить комментарий