понедельник, 10 февраля 2014 г.

არ დასცდეს ის თქვენ ბაგეებს

              




საკვირველია ის მეტამორფოზა, რომელიც ღვთის სახელმა დაახლოებით ბოლო ორასი წლის განმავლობაში განიცადა. მე-19 საუკუნეში საქართველოშიც და დასავლეთშიც ეს სახელი ფართოდ იყო ცნობილი და აქტიურად გამოიყენებოდა ინტელიგენტთა გარემოცვაში. მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში თითქოს რაღაც გადაირთო და ეს სახელი ტაბუირებული გახდა. დღეს ამ სახელს ვერ გაიგებ ეკლესიებში და ვერ წაიკითხავ ლიტერატურაში, თუ არ ჩავთვლით მცირე მეცნიერულ-სპეციალიზებულ ლიტერატურას. ქრისტიანობის კონფესიათა დიდი უმრავლესობა, თითქოს რაღაცამ შეაშინაო, ზურგი აქციეს ამ სახელს და იეჰოვას მოწმეები დატოვეს მასთან ერთი ერთზე. იუდაურ-ქრისტიანული ცივილიზაციის საერთო საკუთრებიდან ის გადაიქცა ერთი კონფესიის ექსკლუზიურ საკუთრებად.



იესო ლოცვაში მიმართავდა თავის მამას: «მე ვაუწყე შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ»; «წმინდა იყოს სახელი შენი» (იოანე 17:26, მათე 6:9). ვის აუწყა იესომ მამის სახელი 21-ე საუკუნეში და ვინ წმინდაჰყოფს  მას? დღეს ადგილი აქვს იგივე სიტუაციას, როგორი სიტუაციაც იყო ძველი აღთქმის პერიოდში: როგორც მაშინ იყო მხოლოდ ერთი ერი, რომელიც თაყვანს სცემდა იეჰოვას და განადიდებდა მის სახელს – ასევეა დღესაც. როგორც წარსულში, ასევე დღესაც, ის ვისაც სურს თაყვანი სცეს იეჰოვას, დაცულია მტანჯველი ძიებისაგან, ვინაიდან ამ სახელის ბაირაღი საკმაოდ მაღლაა აწეული და კარგადაც ჩანს, ის არაფერში აგერევა და შეუძლებელია ვერ შეამჩნიო. დღეს, საძიებო სისტემაში რომ ჩავწეროთ ღვთის სახელი, პირველივე სტრიქონებში იქნება იეჰოვას მოწმეების ოფიციალური საიტი. შემთხვევითია ეს? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დაკავშირებულია ბოლო დღეებთან, რომელზეც ბიბლია ამბობს: «უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ, გორებზე მაღლა აღიმართება» (ესაია 2:2).

ერთერთი ქრისტიანული ინტერნეტ-რესურსის რედაქტორმა საუბარში მითხრა, რომ აღიარებს ღვთის სახელს, მაგრამ პრინციპულად არ იყენებს მას, რომ არ შეიქმნას ასოციაცია იეჰოვას მოწმეებთანო. შედეგად იგი დამთანხმდა გამოექვეყნებინა ჩემი სტატია, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ამოვიღებდი სტატიიდან ღვთის სახელს. მაშინ რა აზრი აქვს ასეთ აღიარებას? რა აზრი აქვს ვაღიაროთ რამე, თუ მას პრინციპულად არ გამოვიყენებთ? რა განსხვავებაა ასეთ აღიარებასა და არაღიარებას შორის?

არსებობს კიდევ უფრო ნაღვლიანი მაგალითები. ერთმა მამაკაცმა აღიარა, რომ სიტყვა «იეჰოვა»-ს ისე აღიქვამს როგორც საგინებელ სიტყვას. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მამაკაცი მართალია: ქართველმა "სექტებთან" მებრძოლებმა და ზოგიერთმა ვაი მართლმადიდებლებმა წარმატებით დააყენეს ღვთის სახელი საგინებელი სიტყვების გვერდით. სახელი რომელსაც თვითონ პატრიარქი აღიარებს, თანამედროვე ქართველისთვის - საგინებელი სიტყვაა.

სიტყვა «ალილუია» – ერთერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია ქრისტიანულ კულტში. პროტესტანტული ეკლესიების უმეტესობაში, განსაკუთრებით ამერიკაში, ეს სიტყვა ღვთისმსახურებისას შეიძლება ასზე მეტჯერ გაიგოთ. ის ასევე მართლმადიდებლობაშიც გამოიყენება, როგორც ღვთისმსახურებისას, ასევე გალობაში. ეს ებრაული სიტყვა, რომელიც ბერძნულ წერილებში რატომღაც უთარგმნელად გამოიყენება, ნიშნავს «განადიდეთ იეჰოვა» (ანუ იაჰ, შემოკლებული ფორმა). მილიარდობით ქრისტიანი იმეორებს ებრაულ ენაზე მოწოდებას განადიდეთ იეჰოვა – მაგრამ თვითონ ამას არ აკეთებს. უარესიც – ისინი პრინციპულად ამის წინააღმდეგნი არიან. ასეთ შემთხვევაში, გამოთქმით «ალილუია», ისინი ღვთის სახელს "ფუჭად" ახსენებენ, რითაც არღვევენ მესამე მცნებას. ასე არაა?

ჩვენ გვარწმუნებენ: ღმერთს მრავალი სახელი აქვსო, სახელი იეჰოვა ერთერთია მათგან და ამიტომ არ უნდა მივაქციოთო მას განსაკუთრებული ყურადღება. ამ ლოგიკით ყველა ადამიანს მრავალი სახელი აქვს, მაგალითად როგორც მე: «ადამიანი», «ბლოგერი» და «ქართველი». მაგრამ, ჩემ პირად სახელს თუ შევიყვან საძიებო სისტემაში, მაშინვე ვიპოვი ჩემ საიტს, ხოლო სიტყვით «ადამიანი» ჩემი პოვნა ცოტა არ იყოს რთულია. ზუსტად ამით განსხვავდება სახელი ტიტულებისაგან და სხვა აღმნიშვნელი სიტყვებისგან, რაც საშუალებას გვაძლებს, კონტექსტის მიუხედავად, იოლად გავაკეთოთ ამ სახელის მატარებლის იდენტიფიცირება.

ნებისმიერი ჰებრაისტისთვის, ებრაული ისტორიის ნებისმიერი სპეციალისტისთვის სავსებით ცნობილია, რომ ებრაელებმა ყოველთვის ღვთის ერთი სახელი იცოდნენ და არა რამოდენიმე. ზუსტად ეს სახელია გამოყენებული მათ წმინდა ტექსტებში იმაზე მეტჯერ, ვიდრე ყველა სხვა ეპითეტი ერთად აღებული (იეჰოვა – თითქმის 7000 ჯერ, ღმერთი – 2600, უფალი – 338, ცაბაოთი – 256, ყოვლისშემძლე – 58, შემოქმედი – 25). ზუსტად ის გამოიყენება, ებრაული სახელების უმრავლესობაში, მათ შორის სახელში იესო, ზუსტად მისი და არა სხვა რომელიმეს წარმოთქმა აუკრძალეს თავს ებრაელებმა, ცრუ შიშის გამო არ დაარღვიონ მესამე აღთქმა, რაც საფუძველს იღებს პლატონიზმის იდეაში, იმის შესახებ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი უსახელო უნდა იყოს. აღვნიშნავ: ღვთის უსახელობა და მესამე მცნება ებრაელებისთვის მუდამ ღვთის სახელ იეჰოვასთან ასოცირდებოდა და არა სხვა რომელიმე ეპითეტთან.

ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე ქრისტიანული სამყარო, ღვთის სახელს - იეჰოვა, ისე მოექცა, როგორ მოქცევაც ცრუ ღმერთების სახელების მიმართ ბრძანა იეჰოვამ:: «არ დასცდეს თქვენ ბაგეებს» (გამოსვლა 23:13). ძველ კულტურაში, ვინმეს სახელის ხსენება, პატივისცემის აღმნიშვნელი იყო; მაშასადამე, არ ხსენება, განსაკუთრებით საჯაროდ, ხაზს უსვამდა უპატივცემულობას და ამ სახელის მატარებლის მიმართ უყურადღებობას. ებრაელებს სრულიად უნდა შეეწყვიტათ ცრუ ღმერთების სახელების ხსენება, რაც იმის აღმნიშვნელი იქნებოდა, რომ განუდგნენ და დავიწყებას მისცეს ისინი.

ის რაც ღვთის მსახურებს ევალებოდათ ცრუ ღმერთების სახელების მიმართ, ქრისტიანულმა კონფესიებმა (მანამდე კი ებრაელებმა) ჭეშმარიტი ღვთის სახელს გაუკეთეს. განსაცვიფრებალია!

-------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:




Комментариев нет:

Отправить комментарий