четверг, 13 февраля 2014 г.

იოანე და ტრინიტარული მითები


ბიბლიის კითხვისას, რას ვხედავთ მასში: იმას რაც წერია სინამდვილეში თუ იმას რისი დანახვაც გვინდა? განვიხილოთ ერთი შემთხვევა, როდესაც სასურველი ისე მიიღება როგორც სინამდვილე, იოანეს სახარების პირველი სამი მუხლის მაგალითზე:

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა (აქაც და შემდგომაც – ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანი).

იესოს ეწოდება ღმერთი, ესე იგი ის და მამა – ერთი და იგივე პიროვნებაა

პირველი, ყურადღება მივაქციოთ ფრაზას «სიტყვა იყო ღმერთთან». თუ А პირი იმყოფება B პირთან, ის არ შეიძლება იყოს B პირი. ჩვენ თუ ვკითხულობთ, რომ პეტრე იყო პავლესთან, ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გვქონდეს, დავასკვნათ, რომ პეტრე და პავლე - ეს ერთი და იგივე ადამიანია.

მეორე, იმის მტკიცებას, რომ ძე და მამა - სრულიად ერთი და იგივეა, ჰქვია საველიანობა (მოდალიზმი), საველიანობა კი მე-3 საუკუნეში, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ, ოფიციალურად გამოცხადდა ერესად. სამების სწავლების თანამედროვე ვარიანტის თანახმად, ძე და მამა არ არის ერთი პიროვნება, არამედ არის ორი. მათ შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები; მაგალითად, მამა არაა შობილი, ხოლო ძე შობილია (წმინდა სული კი ერთადერთია ვინც «გამოდის»). მარტო ესეც საკმარისია იმისთვის, რომ სამების პირები არ გავაიგივოთ.



მესამე, ბიბლიაში ღმერთად არა მარტო იესოა მოხსენებული, არამედ ასევე სხვა პირებიც, მაგალითად მოსე (გამოსვლა 7:1), სხვა ადამიანები (ფსალმუნი 81:6), მაგრამ მე არ გამიგია, რომ მოსეს ან ვინმე სხვას თაყვანს სცემდნენ როგორც სამების წევრებს. ყველას ესმის, რომ მათ ღმერთი გადატანითი მნიშვნელობით ეწოდებათ, ან ბოლო ბოლო იმ მნიშვნელობით მაინც არა რა მნიშვნელობითაც მამა-ღმერთს. მაშ, ტრინიტარიზმის ტრადიციის გარდა კიდევ რა გვიშლის ხელს, რომ იგივე ახსნა გამოვიყენოთ სიტყვების მიმართ იოანეს 1:1-დან? რა გვიშლია ხელს იმის გაგებაში, რომ სიტყვა «ღმერთი», ისევე როგორც მრავალი სხვა, მრავალმნიშვნელოვანია?


ფრაზა «დასაბამიდან იყო სიტყვა» ადასტურებს მის დაუსაბამობას და სიტყვის შეუქმნელობას

რატომ? ეს გამოთქმა უბრალოდ ამბობს, რომ დროის რაღაც მომენტში, რომელსაც აქ «დასაბამი» ეწოდება, სიტყვა უკვე არსებობდა, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა ის მანამდე. შესაძლოა კი, მაგრამ შესაძლოა არა. ამ მუხლში უბრალოდ არ არის ინფორმაცია ამის შესახებ, და არ უნდა გადმოვცეთ ჩვენი მოსაზრებები ისე თითქოს ისინი ფაქტებს წარმოადგენდნენ.

ეს მუხლი შეგვიძლია ბიბლიის პირველ მუხლს შევადაროთ – დაბადება 1:1-ს, სადაც ნათქვამია: «თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა». ეს მუხლი გვეუბნება, რომ ცა და მიწაც არსებობდნენ «დასაბამიდან», მაგრამ ამასთანავე აქ ნათლადაა ნათქვამი, რომ ისინი შექმნილნი იყვნენ. იოანეს 1:1-ში კი უბრალოდ არაა ინფორმაცია სიტყვის შექმნაზე ან შეუქმნელობაზე, და როდესაც ჩვენ ამ ინფორმაციის გარეშე ვკითხულობთ, ვიღებთ სასურველს ისე როგორც ნამდვილს.

ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად ვიყენებთ ფრაზას «თავიდან». შეგვიძლია ვთქვათ: «თავიდან ქალაქის გარეუბანში ვცხოვრობდი, შემდეგ კი ცენტრში გადმოვედი». მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე მთელი ცხოვრება (ან მარადიულად) ქალაქის გარეუბანში ვცხოვრობდი. სავსებით შესაძლებელია, რომ მე სულ სხვა ქვეყანაში დავიბადე, მაგრამ უბრალოდ არაფერი ვთქვი ამის შესახებ. როდესაც ამ ფრაზას ვამბობდი, მე შევეხე მხოლოდ დროის იმ მონაკვეთს, რომელშიც ამ ქალაქში ვცხოვრობდი.

კიდევ უკეთესად ამის ილუსტრირება შეიძლება იმით, თუ როგორ უყვებიან მშობლები ბავშვს მის გაჩენაზე: «თავიდან მარტო მე და დედიკო ვიყავით, შემდეგ კი შენც გაჩნდი». რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მამა და დედა ამ მომენტამდე მთელი მარადიულობის განმავლობაში არსებობდნენ. უბრალოდ, ბავშვის სახით, მათ საფუძველი ჩაუყარეს მის არსებობას, ხოლო თუ რა იყო უფრო ადრე, მოცემულ კონტექსტში მნიშვნელოვანი არაა და ამიტომ იქნა გამოტოვებული.

მესამე მუხლის თანახმად, იესო არის შემოქმედი, ხოლო შემოქმედი მხოლოდ ერთია - ღმერთი

იოანეს 1:3-ში ჩვენ ვკითხულობთ: «ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა». ყურადღება მიაქციე სიტყვას «მის მიერ». ბერძნული სიტყვა დუა რომელიც აქ თარგმნილია როგორც "მის მიერ", ნიშნავს «მისით, შუამდგომლობით, დახმარებით». ეს სიტყვა მიუთითებს შუამავლის ფუნქციაზე, და არა პირველწყაროზე. ძალიან ძნელია თქვა: სამყარო შეიქმნა ღმერთის დახმარებით, ღმერთის შუამავლობით. მაგრამ ეს ფრაზა სავსებით მიესადაგება მის მიერ შექმნილ რომელიმე არსებას, იმას ვინც მას ეხმარებოდა.

რადგანაც იესომ შექმნა ყველაფერი, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ვერ იქნება შექმნილი

არც იოანესთან და არც მთელ ბიბლიაში არ არსებობს ასეთი მტკიცებულების საფუძველი. თუ ითქმება, რომ «ქარხნის დირექტორმა დაითხოვა ყველა თანამშრომელი», ეს არ მიშნავს, რომ მან თავიც გაინთავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ქარხნის თანამშრომელია. თუ მე ვამბობ: «მე ყველაფერი გავარკვიე», ეს არ ნიშნავს, რომ მე ყველაფერი გავარკვიე ამ ქვეყანაზე – მე გავარკვიე ის ინფორმაცია, რომელიც მოცემულ სიტუაციაში იყო საჭირო. ნუ გავიგებთ სიტყვა «ყველაფერ»-ს აბსოლუტური მნიშვნელობით, ეს სიტყვა ასეთი მნიშვნელობით თითქმის არ გამოიყენება. ვიყენებთ რა ამ სიტყვას (ბერძნულად პას), ჩვენ მხედველობაში გვაქვს განსაზღვრული რიგი საკითხები. ეს შეიძლება იყოს «ყველაფერი, რაც საჭიროა», «ყველაფერი, რაც საქმეს ეხება» ან «ყველაფერი გარდა მოცემულისა».

მაგალითად, ლუკას 21:29 ამბობს: «შეხედეთ ლეღვს და ყველა (პას) ხეს». აქ ნათელია, რომ ნაგულისხმებია «ლეღვის გარდა, სხვა ხეები». საქმეების 2:17 ამბობს: «და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მოვაფენ ჩემი სულისგან ყველა (პას) ხორციელს». აქ ნათელია, რომ ღმერთი თავის სულს მოაფენს არა ყველას, არამედ მხოლოდ მართლებს, მისთვის მოსაწონს. ხოლო 1 კორინთელთა 15:27-ში მოციქული პირაპირ გამოთქვავს ამ სიტყვის არსს: «ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი (პას) მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას».

ამგვარად, ბერძნული სიტყვა პას და ქართული «ყველაფერი (ყველა, ყოველი)» უნდა გავიგოთ კონტექსტის მიხედვით, და არა აბსოლუტურ ფართო-ფილოსოფიური მნიშვნელობით. იმიტომ არ ეწინააღმდეგება, მტკიცებულება «იესომ შექმნა ყველაფერი», იმ ფაქტს რომ იესო თავად შექმნილია, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს «ყველაფერ დანარჩენს» ან «ყველაფერს საკუთარი თავის გარდა». მისი წარმომავლობის საკითხი აქ უბრალოდ არ დგას. ის შეიძლება იყოს ყველაზე ყოვლისშემძლე ღმერთი, მეორე ღმერთი, პირველის სწორი, ერთერთი ანგელოზი ან კიდევ სხვა – იოანე უბრალოდ არ აზუსტებს ამას.

1:18 მუხლის თანახმად, ძე იმყოფება მამის «წიაღში», ანუ მისტიური სახით შეერთებულია მასთან

შესაძლოა ასეცაა, თუ საპატრიარქოს თარგმანს დავუჯერებთ. მაგრამ ბერძნულ ორიგინალში გამოყენებულია სიტყვა კოლპოს, რომელიც ნიშნავს «მკერდს». ბერძნული იდიომა «მკერდთან» აღნიშნავს ახლო, მჭიდრო ურთიერთობას, ხანდახან - საპატიო ადგილს. ეს ფრაზა გამოყენებულია ისეთ მუხლებში, როგორებიცაა: იოანეს 13:23 და ლუკას 16:22. პირველ შემთხვევაში ლაპარაკია ერთერთ მოციქულზე (შესაძლოა, იოანეზე), რომელიც იმყოფებოდა იესოს «მკერდთან» პასექის ვახშამზე. მეორე შემთხვევაში საუბარია ლაზარეზე, რომელიც იმყოფებოდა აბრაამის «მკერდთან». ორივე შემთხვევაში ნათელია, რომ ლაპარაკია საპატიო მდგომარეობაზე და ახლო ურთიერთობაზე, და არა რაღაც მისტიკურ შეერთებაზე.

რამ შეუშალა ხელი საპატრიარქოს თარგმანის მთარგმნელებს, რომ იოანეს 1:18 და ლუკას 16:22-იც ისე გადაეთარგმნათ როგორც იოანეს 13:23 - «მკერდთან»? ნათელია, რომ მხოლოდ იმის მისწრაფებამ, მხარი დაეჭირათ სამების დოგმატისთვის.

* * *

როდესაც ასეთ თემებზე ვწერ, ხშირად მეუბნებიან: შენ უბრალოდ არ გესმის სამების საიდუმლო და მისტიკური სწავლება. ერთმა, კომენტარში, ასეთი რამეც კი მომწერა: სამების სწავლება სწორია, იმიტომ რომ პარადოქსულია. მაგრამ მე არ მრცხვენია იმის აღიარება: რომ დიახ, მე არ მესმის სამების სწავლების. ისევე როგორც სხვადასხვა კონფესიების ქრისტიანთა 99%-ს. წაიკითხეთ ათანასეს რწმენის სიმბოლო და შეეცადეთ რაიმე მაინც გაიგოთ. გამოჩენილი თეოლოგებიც კი აღიარებენ, რომ ეს სწავლება ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება. მაგრამ მათგან განსხვავებით, მე არ ვჩერდები ასეთ გაგებაზე, ვაგრძელებ ძებნას და ვპოულობ ნამდვილად ჯანსაღ და ნათელ სწავლებას, ისინი კი ჩერდებიან, წყვეტენ ძიებას და სამუდამოდ რჩებიან ყრუ კედლის პირისპირ.

-----------------------------------------------------------------.

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


იესო იუდაიზმის წყაროებში


რატომ დადიან ისინი

Комментариев нет:

Отправить комментарий