четверг, 6 февраля 2014 г.

ციტატები ჯვრის შესახებ

                 



[ჯვრის] ფორმამ [ორი გადამკვეთი ბოძის სახით] სათავე აიღო ძველ ქალდეაში (ბაბილონია) და გამოიყენებოდა იქ და მის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტეში, როგორც ღვთაება თამუზის სიმბოლო (მისტიკური "ტაუ"-ს სახით, მისი სახელის პირველი ასო). ახ.წ. მე-3 საუკუნის შუა წლებში ეკლესიები ან განუდგნენ ქრისტიანული რწმენის ზოგ სწავლებას ან დაამახინჯეს ის. განდგომილი ქრისტიანობის ეკლესიები, თავისი პოზიციების გასამაგრებლად, თავის რწმენაში იღებდნენ წარმართებს და უფლებას აძლევდნენ შეენარჩუნებინათ წარმართული ნიშნები და სიმბოლოები. ასეთი სახით ტაუ, იგივე Т, მისი ფართოდ გავრცელებული ვარიანტით სადაც გამოტოვებულია ზედა ბოძი, გადაღებული იქნა როგორც ქრისტეს ჯვარი (Vine W. Е., An Expository Dictionary of New Testament Words, ლონდონი, 1962).


პირველი ქრისტიანები თაყვანს არ სცემდნენ კერპებს, და ჯვარი ამ წესიდან გამონაკლისი არ ყოფილა... მაგრამ ვინაიდან ზოგიერთი წარმართული კულტისთვის ჯვარი ნაცნობი იყო, მათთვის უფრო იოლი იქნებოდა მიეღოთ ქრისტიანობა, თუ მასშიც იქნებოდა ეს სიმბოლო. ქრისტიანობაში ჯვრის შემოღება, სხვა წარმართულ ატრიბუტებთან ერთად, ემსახურებოდა მიზანს - უფრო იოლად მოექციათ წარმართები… ჯვარი, რომელსაც პატივს მივაგებთ და რომელსაც თაყვანს ვცემთ, წარმოადგენს სხვა არაფერს, თუ არა წარმართული ღვთაება თამუზის სიმბოლოს (Henry Dana Word, History of the Cross: the Pagan Origin and Idolatrous Adoption and Worship of the Image).

არცერთ ტექსტში, რომელიც დაიწერა ბერძნულ ენაზე და შედის ახალ აღთქმაში, არ არის არცერთი წინადადება, რომელიც მცირედ მაინც მიანიშნებდეს, რომ სტაუროსი, რომელზეც იესო დასაჯეს, რამენაირად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი სტაუროსისგან. და მითუმეტეს არ არსებობს მინიშნება, რომ ის სტაუროსი შედგებოდა არა ერთი, არამედ ორი ბოძისაგან, რომლებიც შეერთებული იყო ჯვრის სახით… ჩვენი მასწავლებლები ღრმად ცდებიან, როდესაც საეკლესიო დოკუმენტების ბერძნულიდან ჩვენს მშობლიურ ენაზე თარგმნისას სიტყვა "სტაუროს"-ს თარგმნიან სიტყვით "ჯვარი" და მხარს უჭერენ ასეთ თარგმანს, როდესაც ჩვენს ლექსიკონებში "სტაუროს"-ის აღმნიშვნელ სიტყვად შეაქვთ სიტყვა "ჯვარი". ამასთანავე ისინი არ ხსნიან, რომ მოციქულთა დღეებში ეს არ იყო ამ სიტყვის მნიშვნელობა და ეს არ იყო ამ სიტყვის მნიშვნელობა კიდევ დიდხანს მათ შემდეგ, ხოლო თუ იქცა ასეთად, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად მტკიცებულებათა არარსებობისა, ამა თუ იმ მიზეზით გადაწყდა, რომ ზუსტად ასეთი ფორმა ჰქონდა იმ კონკრეტულ სტაუროსს, რომელზეც იესო დასაჯეს. (Parsons J.D., The Non-Christian Cross, ლონდინი, 1896, გვ. 23–24).

ახ.წ. 1-ელ საუკუნეში ჯვრის სიმბოლო საერთოდ არ არსებობდა, ის მხოლოდ მე-2 საუკუნიდან ხდება რწმენის სინბოლო (იაკობ კროტოვი, «Аргументы и факты», №27, 1996 წ.)

ძველი მსოფლიოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე არქეოლოგები პოულობდნენ ნივთებს, სხვა და სხვა ფორმის ჯვრის ნიშნულებით. აღმოჩენები თარიღდება იესომდე საკმაოდ ძველი დროით. მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ინდოეთიდან, სირიიდან, სპარსეთიდან და ეგვიპტიდან… ჯვარი, როგორც რელიგიური სიმბოლო თითქმის ყველგან გამოიყენებოდა ქრისტემდე და დღემდე გამოიყენება არაქრისტიან ხალხებში. მრავალ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია ბუნების ძალთა თაყვანისცემასთან (Encyclopaedia Britannica, 1946, ტომი VI).

რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს, მაგრამ იძულებული ვართ ვაღიაროთ უდავო ფაქტი: ჯვარი როგორც წმინდა სიმბოლო გამოიყენებოდა იესოს დაბადებამდე ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ და დღემდე მსახურობს რელიგიურ სიმბოლოდ ქვეყნებში, რომლებზეც არ ვრცელდება ეკლესიის გავლენა… ძველბერძნული ბახუსი, ბაბილონიის თამუზი, ქალდეური ბელი და სკანდინავური ოდინი - ყველა ამ ღვთაებათა სიმბოლოს ჯვრის ფორმა ჰქონდა (Tyack G. S., The Cross in Ritual, Architecture and Art, ლონდონი, 1900).

ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც "ჯვარი" (სტაუროს), სინამდვილეში ნიშნავდა <<ძელ>>-ს, ვერტიკალურ ბოძს ან ღობის მარგილს (ღობეში დაყოლებული ბოძი), რომელზეც შეიძლებოდა რამის დაკიდება და მისი გამოყენება შეიძლებოდა მიწის ნაკვეთის შესაღობად… როგორც ჩანს, რომაული სიტყვა "კრუკს"-იც კი (საიდანაც წარმოიშვა ინგლისური გამოთქმა <<cross>> რუსული <<крест>>), თავიდან აღნიშნავდა ვერტიკალურ ბოძს (The Imperial Bible-Dictionary, ლონდონი, 1874, ტ. 1).

ჯვარი, რომელსაც ეწოდება crux ansata [ჯვარი ყულფით ან მრგვალი თავით]... ხელში ეჭირათ ეგვიპტელ მღვდელმსახურებს, ასევე მეფეებს, რომლებიც ამავდროულად უზენაესი მღვდელმსახურები იყვნენ. ის წარმოადგენდა მათი ხელისუფლების სიმბოლოს როგორც მზის ღმერთის წარმომადგენლებისა და ერქვა "სიცოცხლის ნიშანი" (Colonel J. Gamier, The Worship of the Dead, ლონდონი, 1904).

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახალი აღთქმის ავტორები არაფერს გვამცნობენ იმ სასჯელზე, რომელიც იესომ გოლგოთაზე გადაიტანა. იესოს სიკვდილის ის სცენური გამოსახულებები, რომლებიც გავრცელებულია თეოლოგიაში, საეკლესიო ხელოვნებაში და მეცნიერთა შორის, ძირითადად ახალ აღთქმაზე არაა დაფუძნებული. შესაძლებელიც კია, ეს ჯვარცმა, როგორადაც დღეს წარმოუდგენიათ, სულაც არ იყო ისეთი, არამედ ის წარმოიშვა ამ ცნობის ქრისტიანული ინტერპრეტაციის შედეგად… ფართოდ გავრცელებული და შეფერადებული იესოს ჯვარცმისა და სიკვდილის აღწერები, რომელიც წინა თავში მოვიხსენიეთ, ფიზიკურად ვერ პოულობს დამამტკიცებელ საბუთებს ტექსტური მასალების კვლევისას. არც ბიბლიური, არც არაბიბლიური ტექსტი თვით პირველ საუკუნემდე არ შეიცავენ ასეთ დეტალურ აღწერილობას, როგორც ამას გვთავაზობენ მოცემული სწავლულები (Gunnar Samuelsson, Crucifixion in Antiquity, 2011).

განსხვავებული ფორმის ჯვრები გვხვდება ყველგან ეგვიპტურ მონუმენტებზე და სამარხებზე. მრავალი სპეციალისტი მათ მიიჩნევს ან ფალოსის სიმბოლოდ [მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოსახულება], ან მამაკაცისა და ქალის სასქესო ორგანოთა შერწყმად… ეგვიპტურ სამარხებში crux ansata ხშირად წარმოდგენილია ფალოსის მეზობლად (Cutner H. A., Short History of Sex-Worship, ლონდონი, 1940).

ქრისტიანობის პირველ წლებში იესოს მიმდევრები ღრმა ზიზღს განიცდიდნენ ჯვრის სიმბოლოს მიმართ… ჯვარი დიდხანს რჩებოდა მათ აღქმაში მხეცური დამცირებისა და სიკვდილის სიმბოლოდ. მათთვის ძნელი იყო შეგუებოდნენ მას, როგორც გადარჩენისა და ახალი ცხოვრების სიმბოლოს, ვინაიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში ის მათთვის იყო საშინელი წამების ნიშანი, სიკვდილის სიმბოლო, და არა დღესასწაულისა. ამაზე მოწმობს, ძირითადად, ფრესკები რომაულ კატაკომბებში, სადაც იესოს გამოსახავდნენ როგორც კეთილ მწყემსს, სამსხვერპლო კრავს (წინასწარმეტყველების თანახმად ესაია 3:7 და იერემია 11:19), ყველაზე ხშირად კი – თევზის იდუმალ ნიშანს; ჯვარი კი არსად არ არის. ჯვარი როგორც ქრისტიანობის სიმბოლო გავცელებას იწყებს მხოლოდ მე-5 ან მე-4 საუკუნეში, ანუ ასზე მეტი წლის შემდეგ, მას მერე რაც კონსტანტინემ გააუქმა ჯვარცმით სიკვდილით დასჯა. ჯვარზე გაკრული იესოს კულტი ჩაისახა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში… ჯვარი როგორც რელიგიური სიმბოლო ჯერ კიდევ ცივილიზაციის ალიონზე გაჩნდა. ჯვრის სიმბოლო განუყოფლად კავშირში იყო ბუნების კულტთან. და გამორიცხული არაა, ამ უძველესმა ტრადიციამ, რომელიც ღრმად ზის თაობათა გონებაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჯვრის ქრისტიანულ ემბლემად ქცევაში (ზენონ კოსიდოვსკი, «ბიბლიური თქმულებები»).

ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე ჯვარს მრავალ ერში ეთაყვანებოდნენ: ძველ ეგვიპტეში,ბაბილონში, ინდოეთში, ირანში, ახ.ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში. ჯვრის გამოსახულება აღმოჩენილია მრავალ ისტორიულ ძეგლზე, მონეტებზე, ლარნაკებზე და ა.შ.. …ადრეული ქრისტიანები არ ეთაყვანებოდნენ ჯვარს. ის მათ სძულდათ როგორც წარმართული სიმბოლო. ჯვარი მხოლოდ მე-4 საუკუნეში ხდება "ქრისტიანული" სიმბოლო. …იმის მტკიცებით, რომ ჯვარს თაყვანს სცემენ იმიტომ რომ მასზე იესო გააკრეს, რელიგიის მსახურები ამახინჯებენ ისტორიულ სიმართლეს… თანამედროვე თეოლოგები აცხადებენ, რომ <<ყველა სახის ჯვარი ჭეშმარიტი ჯვარია>>, რითაც ცდილობენ აირიდონ კითხვა, რატომ ცნობენ კათოლიკები ოთხბოლოიან ჯვარს, ხოლო მართლმადიდებლები - ექვს და რვაბოლოიანს, რატომ არსებობს 11-ტი და 18-ტ ბოლოიანიც კი. მცდელობებიც კი არის ახსნა მოუძებნონ ჯვრის ყველა ამ ფორმებს… ყველა ეს განმარტება კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ჯვარს რომელსაც ქრისტიანები თაყვანს სცემენ, არაფერი აქვს საერთო იმ დასჯის იარაღთან, რომელიც მაშინ გამოიყენებოდა («ათეისტის სამაგიდო წიგნი», М., 83 წ.).


თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий