среда, 26 февраля 2014 г.

დასახელებებზე

შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე  დარწმუნებული ვარ, რომ თუ ქრისტიანულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ «ქრისტიანობის» პარალელურად სხვა სახელი აიღოს, მაშინ ის უნდა იყოს ბიბლიური, ღვთის ხალხის კულტურიდან და ისტორიიდან შთაგონებული. ასეთი სახით ჯგუფი ხაზს გაუსმევს, რომ პატივს სცემს და უყვარს ღვთის სიტყვა. ვინაიდან დასახელება – ესაა აბრა, სახე, რომლის მიხედვითაც გვხვდებიან.  არაბიბლიურმა დასახელებამ შეიძლება შექმნას იმის შთაბეჭდილება,რომ მისი მატარებლები ბიბლიას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. გთავაზობთ რამოდენიმე ქრისტიანული კონფესიის სახელის განხილვას, მათი ბიბლიური წარმომავლობის თვალსაზრისით.


მართლმადიდებლები, კათოლიკები, ანგლიკანელები, ლუთერანები, კალვინისტები, მეთოდისტები, რეფორმისტები, კონგრეგაციონალისტები, მორმონები, მენონიტები – ამ სიტყვიდან არცერთი არ არის ბიბლიაში.

ბაპტისტები. ბერძნული სიტყვა «მონათვლა», «წყალში დაფლვა» ხშირად გვხვდება ბიბლიაში. მცირე მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ ღვთის მსახურები ისტორიის განმავლობაში არასოდეს იწოდებოდნენ «მონათლულნი» ან «მომნათვლელნი», თუ იოანე ნათლისმცემელს არ ჩავთვლით, ამიტომ ბიბლიურ ეპოქასთან კავშირი გაწყვეტილია.

ორმოცდაათიანელები. 33-ე წლის ორმოცდამეათე დღე – ქრისტიანული ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა, როგორც ბაპტისტების შემთხვევაში, არც პირველ ქრისტიანებს და არც ქრისტიანობამდელ მსახურებს არასოდეს ეძახდნენ ორმოცდაათიანელებს.

ადვენტისტები. ლათინური სიტყვა «მოსვლა», კავშირშია ახალი აღთქმის მრავალ სიტყვასთან, რომლებიც იესოს მოსვლას ეხება, მაგრამ ღვთის მსახურებს არასოდეს უწოდებდნენ «მოსულებს» ან «მომსვლელებს».

პრესვიტერიანობა. თუ სიტყვა «პრესვიტერში» ვიგულისხმებთ უხუცესებს (ან ეპისკოპოსებს), მაშინ ეს ბერძნული ტერმინი შეგვიძლია ბიბლიურად ჩავთვალოთ, თუმცა პრესვიტერიანობა – ეს ყველა ქრისტიანის აღმნიშვნელი არაა, არამედ მხოლოს მცირე ნაწილის, ამიტომ ასეთი დასახელების არჩევა ცოტა უცნაურად მეჩვენება.

ევანგელური რწმენის ქრისტიანობა (ევანგელისტი ქრისტიანები). ჩემი თვალსაზრისით, სავსებით წარმატებული ვარიანტია. ბიბლიური სიტყვა «ქრისტიანი» ფართოვდება და იხსნება ორი სხვადასხვა ლამაზი ბიბლიური სიტყვით.

იეჰოვას მოწმეები. დასახელება პირდაპირ აღებულია ესაიას 43:10-დან, სადაც იეჰოვა თავად უწოდებს თავის მსახურებს თავის მოწმეებს. მოწმეებად მოიხსენიებიან ასევე მრავალი ქრისტიანობამდელი მართალი ადამიანები (ებრაელთა 11:4-40; 12:1), ასევე მოიხსენიება იესო (გამოცხადება 1:5). ამ ვარიანტის განსაკუთრებული აღმოჩენა ის გახლავთ, რომ ის გამოიყენება ღვთის ყველა მსახურის მიმართ, აბელიდან ქრისტემდე.

----------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


თქვენი ბიბლია?

სტერეოტიპები და ფაქტები იეჰოვას მოწმეების შესახებ

ციტატები იეჰოვას მოწმეებზე

Комментариев нет:

Отправить комментарий