вторник, 25 февраля 2014 г.

რელიგია დღესასწაულების წინააღმდეგ



რელიგიური ორგანიზაცია N თავის მიმდევრებს უკრძალავს დღესასწაული M აღნიშვნას. საწყალი ამ ორგანიზაციის მიმდევრები და მათი უბედური შვილები მოკლებული არიან ამ მშვენიერი დღესასწაულის სიხარულს. რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაცია უნდა გავკიცხოთ. ეს ორგანიზაციაა – მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ეს დღესასწაული – ჰელოვინი. მართლმადიდებელი ეკლესია გმობს მის აღნიშვნას. არა და ის ხომ მშვენიერი მხიარული დღესასწაულია, რომელიც ძალიან უყვართ და მოუთმენლად ელიან მრავალი ქვეყნის მრავალ ბავშვს. რომლის დროსაც შესაძლებელია ჩაიცვა მხიარული კოსტუმი, იარო ქუჩებში და უცნობებისგან საჩუქრები მიიღო. თითქოსდა, ვის ახსოვს მისი წარმოშობა და სათავე, ვის აინტერსებს? მაგრამ არა: სახიფათოა სულიერი საფუძვლებისთვის, ამბობს ეკლესია.

ან თუნდაც წმინდა ვალენტინის დღე ავიღოთ: მისი აღნიშვნაც არაა რეკომენდებული. არადა როგორი მშვენიერი რომანტიკული დღესასწაულია!

მე არასოდეს მინახია, რომ მართლმადიდებლები აღნიშნავდნენ საბანტუის – პოვოლჟიეს ხალხების მხიარულ წარმართულ დღესასწაულს. ის მრავალ მუსულმანს უყვარს. მაგრამ, სამწუხაროდ, მართლმადიდებლურ ოჯახებში ბავშვები ამას მოკლებულები არიან.

ღირს თუ არა იეჰოვას მოწმეების იმაში დადანაშაულება, რომ ისინი და მათი ბავშვები მოკლებული არიან რაიმე დღესასწაულებს? რა თქმა უნდა, არა. ყველა ზემოთმოყვანილი ბრალდებები ლოგიკურია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: ყველა რელიგიას თავისი დღესასწაულები აქვს. ნებისმიერი რელიგია არ იწონებს სხვა რელიგიის დღესასწაულებს, რაც ბუნებრივია, ვინაიდან მათში ასახულია მისთვის უცხო ფასეულობები. მართლმადიდებლობა არ აღნიშნავს რამადანს, ხოლო მუსულმანები არ აღნიშნავენ შობას, და ეს ყველას ესმის. რატომ არავინ კიცხავს მუსულმანებს იმის გამო, რომ  არ აღნიშნავენ ნათელ და კეთილ ქრისტეს შობის დღესასწაულს? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რამეს არიან მოკლებული, და მითუმეტეს მხიარულებას. მხიარულებას და დადებით ემოციებს არავითარი კავშირი არ აქვთ კალენდრის თარიღებთან. დაბადების დღეს და ჰელოვინს არ მოაქვთ სიხარული ცხოვრებაში, არამედ სულ სხვა რამეებს.

-----------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com




Комментариев нет:

Отправить комментарий

ბლოგზე მოქმედებს მოდერაცია. არ დაიშვება კომენტარი რომელიც შეიცავს: აგრესიას, არაადეკვატურ აზრებს, პროვოკაციას, რომელიც დაწერილია უცხო ენაზე, არ ეხება სტატიის თემას, ერთი ადამიანის ბევრი კომეტარი ერთ სტატიაზე (თითოეული კომენტატორი აკეთებს ერთ კომენტარს – ამიტომ კარგად დაფიქრდით, რისი თქმა გსურთ!), სხვა კომენტარების კომენტარებს (კომენტარი სტატიას გაუკეთეთ და არა სხვის კომენტარებს). კომენტარები დისკუსიისა და დებატებისათვის არაა განკუთვნილი. დისკუსიისა და შეკითხვებისათვის, პირადი იქნება ის თუ ტექნიკური ხასიათის, გთხოვთ, გამოიყენოთ ფოსტა ან შეტყობინებების სხვა ფორმა. თქვენი კომენტარი თუ არ გამოქვეყნდა, ამაზე კომენტარებში ჩხუბი საჭირო არ არის (ეს ვერანაირად ვერ გიშველით), შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე მომწეროთ. დიდი ალბათობით, ჩვენ შევძლებთ პრობლემის მოგვარებას და თქვენი კომენტარი გამოჩნდება.