воскресенье, 16 февраля 2014 г.

სავარძელთაყვანისცემა



დავიწყებ იმით, რომ ჩემთვის ისევე როგორც მრავალი სხვა ადამიანისთვის, არ არსებობს სხვაობა "ქართული მართლმადიდებელი ეკლესია", "რუსული მართლმადიდებელი ეკლესია", "უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია", "ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია" და ა.შ.  მე ვიცი, რომ მართლმადიდებლობა ესაა ქრისტიანობის ერთი კონკრეტული მიმდინარეობა, რომელსაც ყველა ეს ეკლესია მისდევს. თუ ვთქვათ, "ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას" პრეტენზია აქვს (და ნამდვილად აქვს) რომ ის განსხვავდება დანარჩენი ამ ეკლესიებისაგან (უფრო მეტად კი რუსულისგან), მაშინ ლოგიკურია აღარ უწოდონ თავის თავს "მართლმადიდებლური" რაც იქნება აშკარა განსხვავების გამოხატულება. ხოლო მანამ სანამ ეს არ მომხდარა, ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანისთვის, ქართული, რუსული, ბერძნული თუ აფხაზური მართლმადიდებლობა ერთ რელიგიას წარმოადგენს და რასაც აკეთებს ერთი ამათგანი, ავტომატურად მიმაჩნია ყველა მათგანის საქციელად.

ახლა კი კონკრეტულად თემის შესახებ.


როდესაც ხატებს სცემენ თაყვანს, ამას იმით ხსნიან, რომ ასე უფრო იოლია თაყვანსაცემი ობიექტის წარმოდგენა. ასევე ამას უწოდებენ «ღვთის შეცნობის ერთერთ საშუალებას». კიდევ: ესაა კარი სულიერ სამყაროში, უხილავ რეალობაში.

რომელ ამ განსაზღვრებას აკმაყოფილებს სავარძელი? დონეცკის ოლქის ერთერთ მართლმადიდებლურ ტაძარში პოსტამენტზე "დაბრძანებულია" სავარძელი, რომელზეც ოდესღაც იჯდა ერთერთი წმინდანი (Иоанн Шанхайский). მის წინ ასრულებენ ლიტურგიებს და მუხლებზე დგებიან. ნუთუ სავარძელი მართლა ეხმარება ხალხს, იოანე შანხაელის უკეთ წარმოდგენაში? ეხმარება ღვთის შეცნობაში? წარმოადგენს კარს სულიერ სამყაროში?




სრული ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. კომენტარებიდან კარგად ჩანს, რომ ის რაც ხდება თვითონ მართლმადიდებლებსაც კი შოკში აგდებს. სიტუაციის ახსნა არ შეუძლია მართლმადიდებელ მღვდელსაც კი.

კაცობრიობის ისტორიაში, ერთერთი უდიდედი სიწმინდე, რომელსაც კი უარსებია ეს იყო მოსეს სპილენძის გველი (რიცხვნი 21:8–9). ყველა თანამედროვე რელიქვიისგან მას განასხვავებდა ორი მახასიათებლი: 1) ის თვით ღმერთის მითითებით გააკეთეს, 2) ის მასიურად კურნავდა ხალხს. მაგრამ მოგვიანებით ის გახდა კულტის ობიექტი, მას «კმევა» დაუწყეს – ანუ მის წინ ლიტურგიებს ასრულებდნენ, – და მართალი მეფე ხიზკია იძულებული იყო გაენადგურებინა, ეს ყოველმხრივ შესანიშნავი, დიდი ისტორიული ფასეულობის მქონე რელიქვია (4 მეფეთა 18:4). მან სწორად დაასკვნა, რომ გველს შეუფერებელ პატივს მიაგებდნენ.

ჩვენი თანამედროვეები დღეს ასეთ დასკვნებამდე  აღარ მიდიან და "სიწმინდეების" მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი პატივი მათ მხოლოდ ახარებს, თუნდაც მათი ფასეულობა ძალიან მცირე იყოს:

მამაჩემმა ეს სავარძელი იქიდან იმიტომ წამოიღო, რომ მას არ სურდა რომ ასეთი სიწმინდე უცხო ადგილას შენახულიყო, – ყვება ადამიანი, რომელმაც სავარძელი გადასცა ტაძარს. – მას შემდეგ, წმინდა იოანე შანხაელის სავარძელი და შესამოსელი, ჩვენს ოჯახში ინახებოდა, როგორც განსაკუთრებით ძვირფასი რელიქვიები. წინა წელს მე გავიგე, რომ წმინდა იოანეს სამშობლოში, სოფელ ადამოვკაში, შენდებოდა ტაძარი, რომელიც მისი სახელობის იქნებოდა. და მაშინვე მივხვდი, თუ სად იყო წმინდანის ნივთების ადგილი.

ოდესღაც გარდაცვლილი ქრისტიანების განდიდება და მათზე ლოცვა დაიწყეს. ეს არ იმყოფინეს, და მათი ნაწილების განდიდებას მიჰყვეს ხელი. შემდეგ გადადგეს მესამე ნაბიჯი – დაიწყეს იმ ნივთების განდიდება, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ (ასევე ლოცვები უსულო ნივთების მიმართ. მაგ: ლოცვა პატიოსანი ჯვრისადმი). რა უშლის ხელს რომ დაიჩოქონ ბალიშის, ჩუსტების ან, უკაცრავად და უნიტაზის დასაჯდომის წინაშე? პრინციპი იგივეა, რაც სავარძლის შემთხვევაში. "წმინდანი" მათაც მოიხმარდა.

თუმცა, ჩვენ ხომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ, და მალე შესაძლებელი იქნება თაყვანი ვცეთ მობილურ ტელეფონს, ნოუთბუკს და ავტომობილს, რომლითაც წმინდანი სარგებლობდა. ისეთი დიდი სიწმინდეების, როგორც ავტომობილია, ნაწილებად დაშლის შესაძლებლობა იქნება, რათა სხვადასხვა ტაძრებში "დავაბრძანოთ", როგორც წმინდა ნაწილების შემთხვევაში აკეთებენ. სადღაც ძრავას სცემენ თაყვანს, სადღაც – კონდიციონერს, სადღაც – საწვავის ავზს. სხვათაშორის, სავარძელი ავტომობილსაც აქვს, თანაც ოთხი. ხოლო შედარებით პატარა ტაძრებს, შუშის საწმენდი ჩოთქებით ან სარკეებით დაკმაყოფილება მოუწევთ.

--------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


სიწმინდიდან კერპამდე

70 კითხვა მათთვის ვისაც სწამს სამება

კითხვები მართლმადიდებლურ ეკლესიას

1 комментарий:

  1. ამას საერთოდ კომენტარის გარეშე დავტოვებ! http://vlasti.net/news/149209

    ОтветитьУдалить