вторник, 18 февраля 2014 г.

ექსკურსია ჯოჯოხეთში

ტაძარში «ვატ პხაი რონ ვაუ», ტაილანდში, განთავსებულია ორიგინალური გამოფენა... ჯოჯოხეთის შესახებ. სკულპტურათა სერია მნახველებს თვალნათლივ უჩვენებს, თუ რა შეიძლება მოუვიდეთ სიკვდილის შემდეგ. ცუდ ტაილანდელებს დასვავენ ბოძებზე ან კაკტუსებზე, მოხარშავენ დიდ ქვაბში, დასხთრიან თვალებს, ნაწილებად დაგლეჯენ, მათ ურჩხულებსა და გიგანტურ მატლებს დაუყრიან შესაჭმელად და ამის მსგავსი. მეტი ეფექტისათვის აქ დგას დინამიკები, საიდანაც ისმის ცოდვილთა წივილ-კივილი. სხვათაშორის, ტაილანდელებს აქ საკუთარი ბავშვები მოჰყავთ, რათა თვალნათლივ აჩვენონ თუ რა მოელით ცუდი საქციელისთვის.














  ყოველივე ეს სასაცილოა მანამ, სანამ არ გაგახსენდება, რომ ამ ყველაფრის, მილიონობით ქრისტიანს სჯერა. აი, მაგალითად, რაზეა საუბარი, დაახლოებით ახ.წ. მე-2 საუკუნის აპოკრიფულ ტექსტში, სახელწოდებით «პეტრეს აპოკალიფსისი». ითვლება, რომ ეს ერთერთი პირველი ქრისტიანული ტექსტათაგანია, რომელშიც მოხსენიებულია სიკვდილის შემდეგ ცოდვილთა ტანჯვა:
მაგრამ მე ვიხილე სხვა ადგილიც, მის საპირისპირო მხარეს, აბსოლუტურად საშინელი. და იყო ის ადგილი სასჯელისა, და ისინი, ვისაც იქ სჯიდნენ, და ანგელოზები რომელნიც მათ სჯიდნენ საშინელ ტანსაცმელს ატარებდნენ, ეცვათ რა იქ გაბატონებული ატმოსფეროს შესაბამისად.

და ზოგიერთი იქ ენით იყო ჩამოკიდებული. ეს ისინი იყვნენ, რომლებმაც შეაგინეს სიმართლის გზას, და მათ ქვეშ იყო ცეცხლი, რომელიც ენთო და ტანჯვას აყენებდა მათ.

მაგრამ იქ სხვანიც იყვნენ: ქალები, რომლებიც თმებით ეკიდნენ მდუღარე კუპრის თავზე. ეს იყვნენ ისინი, რომლებიც სამეძაოდ იმშვენიერებდნენ თავს. ხოლო ის მამაკაცები, რომლებიც მათთან დადიოდნენ და მრუშობით შეიბღალნენ, ფეხებით იყვნენ ჩამოკიდულნი, ხოლო მათი თავები იყო კუპრში, და დიდი ხმით ყვიროდნენ ისინი: «ჩვენ არ გვეგონა, თუ ამ ადგილას მოვხვდებოდით».

და ვიხილე მე მკვლელები და მათი თანამზრახველები, რომლებიც ჩაყრილი იყვნენ ხევში, რომელიც სავსე იყო შხამიანი ჭიებით, და მათგან დატანჯულნი, ისინი ტანჯვისაგან იკლაკნებოდნენ. ჭიები კი თავს ესხმოდნენ მათ როგორც საწვიმარი ღრუბლები.

ამ ადგილის მახლობლად ვიხილე სხვა ხევი, რომელშიც გროვდებოდა ტანჯულთა ჩირქი და უწმინდურობანი, და იქ იქცეოდნენ ისინი ტბად. და ისხდნენ იქ ქალები, რომელთაც ჩირქი კისრამდე სწვდებოდათ, და მათ პირდაპირ იჯდა მრავალი ბავშვი, რომლებიც დროზე ადრე იშვნენ და ტიროდნენ.  და გამოდიოდა მათგან ცეცხლის ალი, რომელიც ქალებს თვალებს სწვავდნენ.

ხოლო სხვა ადგილას იყო მრავალი ცეცხლისგან ელვარე კაჟები, რომლებიც ნებისმიერ ხმალზე და შუბზე ბასრები იყვნენ; და კაცები და ქალები, რომლებსაც ჭუჭყიანი ძონძები ეცვათ, მათზე დაგორავდნენ დიდი ტანჯვით. ეს იყვნენ ისინი, ვიც მდიდარი იყო და თავის სიმდიდრეზე ამყარებდა იმედს და არ ეცოდებოდათ ობლები და ქვრივები, არამედ ეჯავრებოდათ მცნება ღვთისა.

სხვა დიდ ტბაში კი, რომელიც სავსე იყო ჩირქითა და სისხლით და კუპრი დუღდა მასში, მუხლებამდე იდგნენ კაცები და ქალები. ეს იყვნენ ისინი, ვინც ფულს სარგებლისათვის ასესხებდა და პროცენტის პროცენტს თხოულობდნენ.

სხვა მამაკაცები და ქალები, რომლებსაც კლდის ქიმიდან ყრიდნენ, ძირს ცვიოდნენ, რის შემდეგაც მტანჯველები მათ აიძულებდნენ ისევ ასულიყვნენ ზევით, და შემდეგ მათ ისევ ქვევით ყრიდნენ, და არ ჰქონდათ მათ ამ ტანჯვისაგან მოსვენება. ეს იყვნენ ისინი, მამაკაცები, რომლებმაც შებღალეს საკუთარი ტანი, როდესაც მეძაობდნენ როგორც ქალები.

მილიონობით ადამიანი თაყვანს სცემს ღმერთს, რომელმაც მსგავსი ტანჯვის ქარხანა შექმნა და რომელიც არასოდეს დახურავს მას...

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: დააკვირდით, ამ ჯოჯოხეთში ტანჯვას დემონები კი არ «განაგებენ», როგორც საყოველთაოდაა მიღებული, არამედ ანგელოზები, თუმცაღა საშინელ ტანსაცმელში გამოწყობილნი.

-------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


ბიბლიის ღმერთს სცემს თაყვანს ქრისტიანული სამყარო?

ჯოჯოხეთის პრობლემები





Комментариев нет:

Отправить комментарий