среда, 5 февраля 2014 г.

ღმერთის სახელი საუკეთესო მასორეტულ ტექსტებში



                                             ლენინგრადული კოდექსის გვერდი

   ბიბლიის შესწორებულ ტექსტს, რომელიც მიღებულია ასობით ხელნაწერში მოცემული სხვაობების შედარებითი ანალიზის შედეგად, ეძახიან კრიტიკულ ვერსიას. ამ დასახელებას არაფერი აქვს საერთო ბიბლიურ კრიტიკასთან. ასეთი ტექსტი ახლოსაა ორიგინალთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, და ირეკლავს საუკეთესო და უძველესი შემონახული ხელნაწერების შინაარსს. ამიტომ კრიტიკული გამოცემები გამოიყენება, ბიბლიის თანამედროვე თარგმანების მოსამზადებლად, სხვა და სხვა ენაზე. ებრაული წერილების ყველაზე დიდ ნაწილს, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, შეიცავს მასორეტული ტექსტი, ამიტომ კრიტიკული გამოცემები ტრადიციულად მზადდება მასორეტული ტექსტის სახით. რა თავისებურებები აქვს ასეთ ტექსტს?


   ახ.წ. 1-ლი ათასწლეულის მე-2 ნახევარში გადამწერებმა, რომლებიც ცნობილები არიან როგორც მასორეტები (ტრადიციების შემნახველნი), შეიმუშავეს ხმოვან ნიშანთა სისტემა ებრაული ტექსტისთვის, რომელიც მანამდე მხოლოდ კონსონანტური იყო ანუ მხოლოდ თანხმოვანი ასოებისგან შედგებოდა. ასეთი სიახლე საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ დავაზუსტოთ სიტყვების მნიშვნელობა, არამედ პირველ რიგში გავიგოთ როგორ ჟღერს ისინი. მაგრამ შეუძლია მასორეტულ ტექსტს იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ როგორ გამოითქმებოდა ღმერთის პირადი სახელი, რომელიც წარმოდგენილია ოთხი თანხმოვნით იჰვჰ და ტრადიციულად წარმოთქვამენ როგორც <<იეჰოვა>>?

   ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ მათდა სამწუხაროდ ვინც ბიბლიას იკვლევს, მასორეტულმა ტექსტმა მხოლოდ გაუგებრობა შეიტანა ტეტრაგრამატონის გამოთქმის საქმეში. ეს დაკავშირებულია მასორეტების მიერ შექმნილ სისტემასთან კერე/კეტივ (წასაკითხი/დაწერილი), რომლის თანახმადაც ზოგიერთი სიტყვა წინასწარი განზრახვით ხმოვანდებოდა არასწორად, "წმინდა" სიტყვების წარმოთქმის ტაბუს გამო, რომელიც რაბინულ იუდაიზმში აღმოცენდა. იმის საჩვენებლად, რომ დაწერილი სიტყვა (კეტივ) ხმამაღლა კითხვისას უნდა შეცვლილიყო სხვა სიტყვით (კერე), მასორეტები წასაკითხი სიტყვის ხმოვნებს სვავდნენ დაწერილ სიტყვაში, ხოლო ტექსტის მინდორზე წერდნენ სიტყვას რომელიც უნდა წაკითხულიყო (კერე). ღმერთის სახელი მიეკუთვნებოდა კატეგორიას კერე პერპეტუუმ (მუდმივი კერე). ამ კატეგორიის სიტყვები იმდენად ხშირად ხვდებოდათ, რომ ყოველი კერე-ს მინდორზე აღნიშვნა არარაციონალური იყო, ამიტომ ცვლილება გამოიხატებოდა მხოლოდ "უცხო" ხმოვნების ჩასმით.

მასორეტული ტექსტის ერთერთმა პირველმა გამოცემამ, რომელიც მოამზადა ხ.დ. გინზბურგმა, დღის შუქი ნახა 1894 წელს. ღმერთის სახელის წაკითხვას თუ ვცდით, ამ გამოცემაში მოცემული ჟღერადობის თანახმად, ჩვენ მივიღებთ ორი სახის გამოთქმას: იმ შემთხვევაში, როცა სახელი გვხვდება ცალკე და - როცა სახელი გვხვდება ადონაი-სთან (უფალი) ერთად. ასეთი სხვაობა იმით აიხსნება, რომ პირველ ვარიანტში მკითხველს მიუთითებდნენ წაეკითხათ ადონაი, ხოლო მეორე ვარიანტში, ტავტოლოგიის <<ადონაი ადონაი>> თავიდან ასაცილებლად , სახელი უნდა შეცვლილიყო სიტყვით ელოჰიმ (ღმერთი). ასეთი სახით წაკითხვას უჭერდა მხარს ხელნაწერთა უმეტესობა, რომლითაც სარგებლობდა გინზბურგი კრიტიკული ანალიზისას. ამავე ტექსტებმა აიძულა მეცნიერი-ჰებრაისტი ვილგელმ გეზენია (1786-1842) წამოეყენებინა თეორია იმის შესახებ, თითქოს გამოთქმა <<იეჰოვა>> - წარმოადგენს შუასაუკუნეების სწავლულთა მცდელობას გამოეთქვათ ტეტრაგრამატონი ხმოვნებთან ერთად , მაშინ როდესაც არაფერი იცოდნენ კერე პერპეტუუმ-ზე და ხმოვნები მიიჩნიეს ავთენტურად. იგივე გეზენია იყო პირველი ვინც შესთავაზა მსოფლიოს ალტერნატიული გამოთქმის ფორმა <<იაჰვე>>, რითაც ბევრი მომხრე გაიჩინა მის თანამედროვე ბიბლეისტთა შორის.

მართალია თუ არა რომ გამოთქმა <<იეჰოვა>>, რომელიც კლასიკურად იქცა მსოფლიოს ყველა ენაზე, შეცდომით წარმოიშვა? უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ჰიპოთეზაა, რომელიც ცხოვრობდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. შემდგომი კრიტიკული გამოცემები, მაგალითად დაზუსტებული გამოცემები: რუდოლფ კიტელის (1951-1955) «Biblia Hebraica» და «Biblia HebraicaStuttgartensia» (BHS, 1977), ირეკლავენ საუკეთესო მასორეტულ ხელნაწერებს, რომლებსაც არ ფლობდა გეზენია, მაგალითად ალეპოს (ბენ აშერის ტექსტი) და ლენინგრადულ კოდექსებს. ამ დაზუსტებებმა ახალი სიძნელეები შეიტანა გეზენიას თეორიაში. BHS-ის თანახმად, ტეტრაგრამატონს აქვს ექვსი სახის ჟღერადობა: ჰვ (6500), ჰვ (300), (40), და ასევე ერთეულ შემთხვევებში , ეე, ეეჰვ. ჟღერადობის ბოლო სამი ფორმა ძალიან იშვიათად გვხვდება, იმისათვის რომ ისინი აქ განვიხილოთ, თანაც გამოთქმასთან <<იეჰოვა>> შესაბამისობაში ვერ მოდიან. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც განხილულია სამი ყველაზე გავრცელებული გამოთქმის ვარიანტი.



ყურადღება მიაქციეთ, რომ ჟღერადობა, რომელიც ჰგავს ფორმას <<იეჰოვა>>, საუკეთესო მასორეტულ ტექსტებში სულ რაღაც დაახლოებით 40 ჯერ გვხვდება - მიზერული ციფრია,  იეჰვაჰ(დაახ.6500 ჯერ) და იეჰვიჰ(დაახ. 300 ჯერ) ვარიანტებთან შედარებით. ზუსტად ასეთი სურათი უნდა დაენახათ შუასაუკუნეების ქრისტიანულ სწავლულებს, რომლებიც ცდილობდნენ ღმერთის სახელის სწორი გამოთქმის აღდგენას. მათ თუ სცადეს კიდეც მისი აღდგენა, მასორეტული ჟღერადობის ხელმძღვანელობით, როგორც გენეზია თვლიდა, ისინი არჩევანს გააკეთებდნენ დაახლოებით ასეთ ფორმაზე <<იეჰვა>>.  აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათ, ვინც ღმერთის სახელის ჟღერადობა აღადგინა,  სხვა საფუძვლიანი მიზეზებიც ჰქონდათ რათა აერჩიათ ზუსტად  ფორმა <<იეჰოვა>> და არა სხვა. ეს მიზეზები ძალიან საფუძვლიანადაა განხილული წიგნში, რომლის ბმულიც მოცემულია ქვემოთ, რის გამოც ეხლა აქ არ დავიწყევთ მის განხილვას. 

--------------------------------------------------------------------------------------

"მზადყოფნით შემოგწირავ მსხვერპლს. ხოტბას შევასხამ შენს სახელს, იეჰოვა, რადგან კარგია იგი."

                                                (ფსალმუნი 54:6)

--------------------------------------------------------------------------------------------------------

უნდა შეგახსენოთ, რომ აუცილებელი არაა ვიცოდეთ ღმერთის სახელის სწორი გამოთქმა, იმისათვის რომ ვემსახუროთ "ჭეშმარიტებით" (იოანე 4:23). ჩვენ შეგვიძლია მოწიწებით წარმოვთქვათ მისი სახელი, ისე როგორც ის საუკუნეებია წარმოითქმის ჩვენს ენაზე, და ვიფიქროთ მის ღრმა მნიშვნელობაზე, რომელიც იეჰოვამ გაგვიმხილა გამოსვლის 3:14-ში. ის არ წარმოადგენს მაგიურ ფორმულას, რომელიც მხოლოდ ავთენტური ჟღერადობისას მუშაობს. სახელებისთვის დამახასიათებელია რომ მნიშვნელოვნად იცვლიან ფორმას სხვადასხვა ენებზე გადასვლისას და ღმერთის სახელი - აქ გამონაკლისს არ წარმოადგენს. ამიტომ ტეტრაგრამატონის სწორი ჟღერადობის გაგება, ეს უფრო აკადემიური ინტერესია.

კი, მაგრამ მაინც, შეუძლია თუ არა მასორეტულ ტექსტს დაამოწმოს, თუ რამდენად სწორია ან არასწორია ღმერთის სახელის გამოთქმა როგორც <<იეჰოვა>>? როგორც დავინახეთ, ჯერჯერობით საუკეთესო მასორეტული ხელნაწერები მოწმობენ მხოლოდ იმაზე, რომ ღვთის სახელის გამოთქმის კლასიკური ვარიანტი არ წარმოადგენს შეცდომით წაკითხვის შედეგსეს მოწმობები გვეხმარება მოვხსნათ ის შეურაცმყოფელი იარლიყები, რომლებსაც ზოგიერთი რადიკალური ასოკირკიტები სახელ <<იეჰოვა>>-ს მიაწერენ, და ამ დროს საერთოდ არ არიან დაინტერესებული ღვთისადმი თაყვანისცემით. ჩვენ ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგვიძლია გავაგრძელოთ, ჩვენთვის ასე ნაცნობი ჟღერადობის გამოყენება. იმიტომ რომ, თუ გავითვალისწინებთ კერე პერპეტუუმ-ის ტრადიციას, მცირე იმედი რჩება, რომ მომავალში მასორეტული ტექსტი დაგვეხმარება დავადასტუროთ თუ როგორ ჟღერდა ავთენტურად ღვთის სახელი.

-------------------------------------

ღმერთის სახელის კლასიკური გამოთქმის მხარდასაჭერად წაიკითხეთ ჟერარ ჟერტო-ს წიგნი The Name of God Y.eH.oW.aH which is Pronounced as it is Written I_Eh_oU_Ah: It's Story.



თარგმნილია: bibleapology.blogspot.com

ასევე შეგიძლიათ ნახოთ : "იაჰვე" თუ "იეჰოვა" უმცირესობის ავტორიტეტული აზრი

Комментариев нет:

Отправить комментарий